შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყვე (თავი 1)


4-09-2016, 22:33
ავტორი nicol
ნანახია 27 864

წინათქმა
ქვემოთ მოყვანილი ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს.
არ არსებობს ის მხარე სადაც მოქმედება ვითარდება. პერსონაჟები, ადგლმდებარეობა, რელიგიური მიმდინარეობა, ტრადიციები – მხოლოდ და მხოლოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფია.

პროლოგი
როგორც იქნა აქ ვარ...
რამდენი ხანი ვგეგმავდი ამ მოგზაურობას. ჯერ კიდევ რამდნიმე წლის წინ, როცა მხოლოდ ვოცნებობდი ცნობილი ბლოგერი გავმხდარიყავი, ვერც კი წარმოვიდგენდი რამდენად შეუცნობელია სამყარო. რამდენი ადგილია, რომელიც რუკაზეც კი არ არის დატანილი. პატარ-პატარა ცივილიზაციები, რომლებიც იმდენად გასხვავდება პროგრესული სამყაროსგან, მათთან ერთად თანაცხოვრებას ვერ ახერხებენ და საკუთარ ვიწრო ნაჭუჭში იკეტებიან. მათთვის პრიორიტეტული საკუთარი ტრადიციები და რელიგიური ღირებულებებია. იქ ჯერ კიდევ იყოფა საზოგადოება ფეოდალურ ფენებად. იქ ცხოვრების ერთადერთი კრედო – მორჩილებაა. მათივე შექმნილი ფსევდო-კანონების და ჩემთვის გაუგებარი სიწმინდის მორჩილება...
ბევრი ასეთი ადგილი მქონდა მონახულებული და ძირფესვიანად შესწავლილი. ბევრი ვიმოგზაურე. ბევრი აღმოვაჩინე და საკუთარი ცოდნა მკითხველებს გავუზიარე. დღეს ბევრმა იცის ვინ არის – ევა თრევერსი.
მაგრამ თითქმის არავინ მიცნობს მე...
ევა თრევერსი ჩემი ინტერნეტ-სივრცის ფსევდონიმია. ამ სახელით ვაქვეყნებ სიახლეებს საკუთარ ბლოგზე. მშობლებმაც ევა დამარქვეს, თრევერსი კი მე თვითონ შევირჩიე. რატომღაც ვიფიქრე რომ ზუსტად ერგებოდა ჩემ საქმიანობას. ჯერ კიდევ სტუდენტი, ოცნებებით სავსე გოგონა ვიყავი, ორიგინალობა მინდოდა. ვიფიქრე რომ ბლოგერს უბრალო გვარი, რომელიც შვილ-ზე ან ძე-ზე მთავრდებოდა არ მოუხდებოდა და გადავწყვიტე რამე არაქართული შემერჩია. მერე თითქოს შევისისხლხორცე და ახლა მე თვითონაც თავი თრევერსი მგონია.

თავი 1
როგორც იქნა აქ ვარ...
ვინ იცის უკვე მერამდენედ მაოცებს ეს ადგილი კავკასიის ჩრდილოეთით, რომლის სახელიც ალბათ არავინ იცის. აქ ზოგადად ვიზტორებსაც დიდად არ წყალობენ. რატომღაც ჰგონიათ, რომ მათთან მხოლოდ ჭკუის სასწავლებლად და მათ შესაცვლელად ჩამოდიან.
ამას პირველივე დღიდან მივხვდი – მაშინ როცა, ქვეყანაში უბრალო სასტუმროც კი ვერ აღმოვაჩინე. არადა ვეძებე, თითქმის მთელი ქალაქი ფეხით შემოვიარე, მაგრამ ერთი პატარა, უბადრუკი დუქანიც კი ვერსად ვიპოვე, რომ ღამის გასათევი ადგილი მექირავებინა. ბოლოს სასოწარკვეთილმა და დაღლი-დაქანცულმა ქუჩაში გამვლელების გაჩერება დავიწყე. ამგვარი კომუნიკაციაც გამიჭირდა. ბევრი არც კი მელაპარაკებოდა, ვინც ცოტა კეთილგანწყობილი იყო, მათ არც რუსული ესმოდათ და არც ინგლისური. უკვე ყველაფრის იმედი დავკარგე, რომ ერთ გულისხმიერ ქალს გადავაწყდი. ჩემდასაბედნიეროდ რუსულიც ესმოდა. ამიხსნა რომ ამ ქალაქში, რომელიც მეგაპოლისი ნამდვილად არ იყო, სასტუმროს აშენების იდეა არავის მოსვლია თავში აზრად, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ აქ ტურისტები საერთოდ არ ჩამოდიოდნენ. პირად სტუმრებს კი სასტუმროში ცოცხალი თავით არავინ გაუშვებდა, ეს ოჯახის შეურაცხყოფად ითვლებოდა.
– ახლა რა ვქნა? – უკვე თითქმის სასოწარკევთამდე მისულმა ამოვიკვნესე.
– ჩემი სტუმარი იქნები. – ხელი დამავლო ქალმა, რომელსაც როგორც მერე გავიგე ამალი ერქვა.
მორჩილად გავყევი. ქართული გენი კი მეუბნენოდა რომ ცოტა თავი უნდა გამომედო და თავპატიჟი დამედო, ასე ერთ თქმაზე არ უნდა დავთანხმებოდი, მაგრამ ახლა ამის დრო ნამდვილად არ იყო და მორჩილად გავყევი უკან. ქალაქის არქიტექტურამ ჩამოსვლისთანავე გამაოცა – ქვით ნაშენმა და საოცარი ოსტატობით მოპირკეთებულმა ნაგებობემა. თითეულ სახლს რაღაც გუმბათოვანი ფორმა ჰქონდა და დიზაინი საოცრად ერწყმოდა მეზობელი სახლის დიზაინს. თითქოს ყველა სახლი ერთ არქიტექტორს ერთ დღეს დაეპროექტებინოს და იმავე დღეს აეშენებინოს. პატარა მაგრამ მყუდრო სახლში შემიყვანა. ქუჩიდან შემავალი კარი პირდაპირ საცხოვრებელ ოთახში შედიოდა, რომელსაც ალბათ მისაღების ფუნქციას ასრულებდა. კედლებზე ყველგან საოცარი ორნამენტების ხალიჩები იყო გაკრული. რამდენიმე ხალიჩა ოთახის კარის ფუნქციასაც ასრულებდა.
ჩაი შემომთავაზა. უარი არ მითქვამს. ან როგორ მეთქვა? მთელი დღის ხეტიალის მერე, ახლა აქ, ბალიშებისგან გაკეთებულ დაბალ საბრძანებელზე ფეხმორთხმით ვიჯექი და თავი სამოთხეში მეგონა. სიარულისგან გადაღლილს ყველა კუნთი მიფეთქავდა.
– რა გქვია? – საუბარი მასპინძელმა დაიწყო და მორიგი ტკბილეული გადმომიღო.
– ევა.
– აქ ვისთან ჩამოხვედი?
– თქვენთან. – მადლიერი და სათნო ღიმილით გავუღიმე.
დაბნეულ სახეზე შევატყე ვერ გამიგო.
– თქვენთან, ყველასთან. აქაურ მცხოვრებებთან და მათ ტრადიციეთან გასაცნობად ჩამოვედი. – დავუკონკრეტე.
წარბები მრავალმნიშვნელოვნად აწკიპა.
– აქ დიდად არ უყვართ ასეთი სტუმრები. საერთოდ უცხოელებს, სხვა რჯულის ხალხს არ წყალობენ.
– კი, მაგრამ მე მინდა თქვენზე მსოფლიოს მოვუყვე.
– არც ეგ უყვართ აქაურებს.
– რატომ? – გავიოცე და ჩაის ფინჯანი ლამბაქზე დავდგი.
– ძირითადად აქ ხალხი ჭკუის სასწავლებლად, ჩვენს გადასაკეთებლად ჩამოდის.
– კარგი, – უნებურად გამეღიმა. – რა არის ჩემში ისეთი, რაც შეიძლება აქაურებს არ მოეწონოთ. – ოდნავ წამოვიწიე და წელში გავსწორდი. – იმას გპირდებით, რომ არც ჭკუის სწავლებას დაგიწყებთ და არც თქვენ გადაკეთებას ვეცდები.
– სხეული არ გაქვთ დაფარული. – თვალები ოდნავ დახარა, თითქოს ეუხერხულა ჩემთვის შემოხედვა.
ტანზე დავიხედე. გახეხილი და ალაგ-ალაგ დახეული ჯინსი მეცვა, საიდანაც ამალის თვალით, ალბათ პიკანტურად მიჩანდა სხეულის ფრაგმენტები. წვრილბრეტელებიანი მაისურიც საერთოდ ვერ მიფარავდა მხრებს და მკერდის მაცდურ ხაზამდე ჩასული უცხო თვალს ალბათ გამომწვევიც მოეჩვენებოდა.
– ცხელა... – თავისმართლებასავით გამომივიდა და მაისური ოდნავ ზემოთ ავიქაჩე.
– არც მიკვირს. – ამალი იღიმოდა. – მზემ რომ არ შეგაწუხოს, მზეს უნდა დაემალო. მთელ სხეულს თუ დაანახებ – დაგწვავს. აქაური ქალები ოდითგანვე ასე იცავენ თავს მზისგან. – თავშალზე მანიშნა, რომელიც ცოტა ხნის წინ თავად ჰქონდა მოხვეული და სახლში შემოსვლისას მოიხსნა.
გამეღიმა მეც. ვხვდებოდი საკმაოდ ჭკვიანი ქალი იყო.
მინახავს ქვეყნები, მხარეები, სადაც იქაურ მაცხოვრებლებს, უმეტესად კი ქალებს ტრადიციების და სარწმუნოების გავლენის ქვეშ უწევდათ ცხოვრება. მათი შემხედვარე დარწმუნებული ვიყავი, არჩევანის უფლება რომ ჰქონოდათ, აუცილებლად სხვანაირ ცხოვრებას აირჩევდნენ. ამალის რომ ვუყურებდი, აბსოლუტურად საპირისპირო შთაბეჭდილება მრჩებოდა. თავშალის ტარების ტრადიცია იმდენად დამაჯერებლად ამიხსნა, რომ მეც კი დამარწმუნა მის აუცილებლობაში. უნებურად წარმოვიდგინე, მართლა ასე მხრებმოშიშვლებულს რომ მევლო რამდენიმე დღე, ჩემი თეთრი კანი ჯერ როგორ შეწითლდებოდა და ბოლოს საშინლად აიქერცლებოდა. ჩემდაუნებურად დავეთანხმე რომ მეტისმეტად დაუფარავი მქონდა სხეული.
მომეწონა ამალისთან საუბარი. საკუთარ ქვეყანაზე და ტრადიციებზე მომიყვა. რელიგიაც კი განსხვავებული ჰქონდათ. მანამდე არცერთ სხვა მხარეში არ შევხვედრივარ ამ სარწმუნოებას. რაღაცით კერპთაყვანისმცემლობას მივამსგავსე. ქალაქში რამდენიმე წარმომავლობა (გვარი) ცხოვრობდა. ეს წარმომავლობები საზოგადოებრივ ფენებად იყოფოდნენ. იყვენე პატივსაცემი გვარები და ისინი ვინც მათ ემსახურებოდნენ. ქალაქში ასევე სხვადასხვა სალოცავები არსებობდა. ყველა წარმომავლობას თავისი სალოცავი და წმინდა ადგილი ჰქონდა. სალოცავები მათი ღირსება იყო.
ძალიან დამაინტერესა ამ სალოცავებმა, რომელიც მოსახლეობისგან მოშორებით, ქალაქის ირგვლივ განელაგებინათ. ჩემი მოგზაურობის პირველი მარშრუტიც დავგეგმე გონებაში – უნდა შემომევლო ყველა სალოცავი.
მეორე დილით ჩემი გულითადი მასპინძლის შემოთავაზებულ უგემრიელეს ჩაის შევექეცი და გეზი ქალაქის განაპირას სალოცავებსკენ ავიღე. ამალისთვის არ დამიკონკრეტებია საით მივდიოდი. მხოლოდ ის ვუთხარი ქალაქს დავათვალიერებ და რამდენიმე ფოტოს გადავიღებ-თქო. შევატყე ჩემი წამოწყებით აღფრთოვანებული არ იყო, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს.
თავზე ამალის ნაჩუქარი ულამაზესი თავშალი მოვიხვიე და თავგადასავლების საძიებლად წავედი. წინ საკმაოდ დიდი გზა მედო მთელი ქალაქი უნდა გადამეჭრა. სიცხე ყველაფერს ართულებდა. უნდა ვაღიარო ძალიან დავიღალე, თუმცა არ არსებობდა ძალა, რომელიც საკუთარ განზრახვაზე უარს მათქმევინებდა. ძლივს მივაგენი კულტურას, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა ჩემთვის აქამდე უკვე კარგად ნაცნობი ცივილიზაციებისგან.
მცხელოდა, მაგრამ ჯიუტად მივიწევდი წინ. ქალაქში ტრანსპორტი თითქმის არ მოძრაობდა. მხოლოდ რამდენიმე ძვირადღირებულ ავტომობილს მოვკარი თვალი, ისიც იმდენად ჩამუქებული შუშებით, რომ სალონში მძღოლის დანახვაც კი ჭირდა. რამდენიმე სახედარიანი მამაკაციც შემხვდა, რომლებიც მგზავრებს ტვირთის გადატანას სთავაზობდნენ. ერთი-ორი სურათი მათაც გადავუღე, ისე რომ ყუადღება არ მიმიქცევია, მათი არცისე კეთილგანწყობილი მზერისთვის და ჩემი გზა განვაგრძე.
ერთ-ერთ მთაზე ასვლისას, სადაც ყველაზე დიდი და მასშტაბური სალოცავი იყო აღმართული, ყველანაირი დაღლა და შემაწუხებელი სიცხეც კი დამავიწყდა. შევცქეროდი უზარმაზრ ნაგებობას და მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ კედლები ზეცამდე ადიოდა. ასეთი არქიტექტურა მანამდე არსად მენახა. წარმომედგინა რამხელა შრომა დასჭირდებოდა მათ აგებას.
სალოცავის შუაში უზარმაზარი ქანდაკება იყო წამომართული. ადამიანის ფორმა ჰქონდა. თავდახრილი იდგა. იდაყვში მოხრილი და მომუშტული ხელები წინ თავის სიმაღლეზე გაეჩერებინა. გამახსენდა ზუსტად ასეთივე პოზაში მდგომმა ამალიმ ლოცვის ბუტბუტი რომ დაიწყო, როცა დიქტოფონთან მოლაპარაკე დამინახა. ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და სურათების გადაღება დავიწყე. იმდენად ვიყავი მოხიბლული სანახაობით, რომ ვერც შევამჩნიე, რამდენად მივუახლოვდი ქანდაკებას. ცოტა მეტი ყურადღება რომ გამომეჩინა ალბათ შევამჩნევდი ზღვარს, რომელიც არ უნდა გადამელახა. ყვავილებისგან გაკეთეული გაზონი რომელიც ქანდაკებას დაახლოებით სამი მეტრის რადიუსით შემოსაზღვროდა, უთუოდ ნიშანი იყო იმისა, რომ იმაზე ახლოს მისვლა ქანდაკებასთან არაფრით შეიძლებოდა. ცოტა უფრო დაკვირვებული რომ ვყოფილიყავი მივხვდებოდი, რომ ამ მთაზე, რომელიც ალბათ უდაბნოს უფრო მოგაგონებდათ, ყვავილი კი არა უბრალო სარეველა ბალახიც კი არსად ყვაოდა. ქანდაკების გარშემო კი ნამდვილი ოაზისი იყო. ასეთი მრავალფეროვანი ფლორა მანამდე არსად მენახა. სათითაო ყვავილს ვუღებდი ფოტოს. იმედი მქონდა მერე ინტერნეტში მათ დასახელებებსაც ვიპოვიდი.
ისე გავერთე ამ ყველაფრით რომ ვერც კი შევნიშნე როგორ მომიახლოვდა ხუთიოდე მამაკაცი. რომ მოვიხედე ხუთივეს ავტომატი შემოედო მხარზე და მიმიზნებდა. შემეშინდა... რა თქმა უნდა შემეშინდა.
ფრთხილად ჩამოვუშვი მომარჯვებული ფოტოაპარატი.
– მშვიდად... – წამოვიწყე რუსულად.
არცერთი ნაკვთი არ შერხევიათ.
– მე აქ ტურისტი ვარ. – ისევ განვაგრძობდი, ამჯერად ხელების მოვიშველიე, რომ უფრო დამაჯერებლად ამეხსნა. – მხოლოდ რამდენიმე სურათი გადავიღე და წავალ.
ისევ არ ინძრეოდნენ. დაბლა დავიხედე და მაშინღა გავაცნობიერე, რომ ეგრეთწოდებულ გაზონზე ვიდექი. თვითონ გაზონს მიღმა იდგნენე. მივხვდი რომ ჩემმა ასეთმა უბოდიშო პარპაშმა გააბრაზა ეს ხალხი. ხელით ვანიშნე მივხვდი-მეთქი და ნელ-ნელა დავიწყე გაზონიდან გადმოსვლა. იარაღის ლულებიც თან გამომყვა. ბოლო ნაბიჯიც გადმოვდგი და ახლა მეც ხრიოკ მიწაზე ვიდექი. ხუთივემ დასწია იარაღი და მეც შვებით ამოვისუნთქე.
– იცით?..ბოდიში მინდა მოგიხადოთ. არც მიფიქრია... არ მეგონა თუ... – ისევ განვაგრძობდი და ფოტოაპარატი კისერზე ჩამოვიკიდე.
მაგრამ სიტყვა შუაზე გამიწყდა, როცა ერთ-ერთი ჩემკენ დაიძრა და საკმაოდ უხეშად ჩამავლო ხელი მკლავში. იმდენად მეტკინა რომ წამოვიყვირე. მერე წელიდან თოკი მოიხსნა და მკლავებზე წამიჭირა. გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი ხელებშეკრული. თოკის მეორე ბოლო წელზე შეიბა და იქვე მდგარი ცხენებისკენ დაიძრა. დანარჩენი ოთხიც უკან მიჰყვა და თოკი რომ დაიჭიმა უნებურად მეც გავყევი.
ხუთივე ცხენზე ამხედრებული რომ დავინახე გულისწასვლამდე შემეშინდა. რომელიღაც აღმოსავლური ფილმი გამახსენდა, სადაც დამნაშავე ცხენზე გამობმული მანამ ათრიეს, სანამ სული არ განუტევა იმ უბედურმა.
– რას შვებით? – ამოვიკნავლე და კინაღამ ავტირდი.
უკან არც კი მოუხედავთ ისე დაძრეს ცხენები. თვალები დავხუჭე და აღსასრულს დაველოდე. თოკი დაიქაჩა და მეც სვლა დავიწყე. ველოდებოდი, როდის აჩქარდებოდა სვლა და როდის...
რამდენიმე წუთი გავიდა, თუმცა ცხენი არავის გაუჭენებია. მოზომილი დინჯი ნაბიჯით მიუყვებოდნენ ცხენები ვიწრო ბილიკს. დაახლოებით ორი წუთი ველოდებოდი თვალდახუჭული აღსასრულს, მაგრამ ცხენების პროცესია ისევ მშვიდი სვლით მიიწევდა წინ. შიშმა ცოტა გადამიარა და თვალები გავახილე.
მთელი მთა გადამატარეს და ბოლოს ქალაქში ჩამოვედით. ქალაქშიც დიდხანს ვიარეთ. ფეხები დამიბუჟდა და კუნთები ტკივილისგან მიფეთქავდა. გადავიქანცე, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი. რომც გამებედა, მაინც არავინ მომისმენდა.
არ ვიცი რამდენი ხანი ვიარეთ. ბოლოს ქალაქის განაპირას ერთ მაღალ გალავანთან შევჩერდით. დაღლილობისგან ფეხები მომეკვეთა და მიწაზე ჩავჯექი. სამი მათგანი ჩამოქვეითდა და გალავნის კარებთან მივიდა. დაახლოებით ხუთი წუთი ელაპარაკნენ ალაყაფთან მდგარ მცველებს და ბოლოს გვერდით გადგნენ. ის კაცი რომელსაც ჩემი თოკი წელზე ჰქონდა შემოხვეული ნელა ჩამოვიდა ცხენიდან და თოკი დაქაჩა. უნებურად წამოვდექი და გალავნის კარებთან მივლასლასდი. ხელებიდან თოკი მომსხნენ და ახლა მკლავში ჩამავლეს ძლიერი ტორები. კისერზე ჩამოკიდებული ფოტოაპარატი უხეშად ჩამომხსნეს და ხელისკვრით მანიშნეს რომ წინ წავსულიყავი. ორმა მცველმა შემიყვანა გალავანს შიგნით და ეზოს გავლით ბნელ, უფანჯრო ოთახში შევედით. იქიდან ვიწრო დერეფანს გავუყევით და საბოლოოდ ერთ ვიწრო დილეგში შემაგდეს.
საკანს თვალი მოვავლე. საკმაოდ მაღალი კედლები ჰქონდა. ქვით იყო ნაშენი. ძალიან მაღლა, დაახლოებოთ სამ მეტრზე, პატარა, ვიწრო სარკმელიდან მზის სუსტი სხივები ძლივს აღწევდა. კედელთან ჩავჯექი და მუხლებზე ხელები შემოვიხვიე. ჯერ კიდევ ვერ გამეაზრებინა ბოლოდე რა მოხდა. იმას ვხვდებოდი, რომ რაღაც ძალიან ცუდი ჩავიდინე. რაღაცით გავანაწყენე ეს ხალხი. იმასაც ვხვდებოდი რომ აქ თავისმართლება უაზრობა იქნებოდა. უბრალოდ მინდოდა ვინმეს დავლაპარაკებოდი, ვინმეს ვინც ჩემ ენას გაიგებდა. ჯერ კიდევ მჯეროდა რომ მათ უბრალოდ ვერ გამიგეს. რომ მოესმინათ აუცილებლად გამიშვებდნენ. ავუხსნიდი რომ მათი შეურაცხყოფა აზრადაც არ მომსვლია... ათას ბოდიშს მოვუხდიდი... პატიებას ვთხოვდი თითოეულ მათგანს... ოღონდ მოესმინათ... ოღონდ თავისმართლების საშუალება მოეცათ.
ვერც კი მივხვდი როდის წამომივიდა თვალებიდან ცრემლი. მუჭით მოვიწმინდე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. საკუთარი თავი შემეცოდა. რაღაც გაუგებრობის გულისთვის რომ ასე დამემართა. ამალი გამახსენდა. ნეტა რას იტყვის? რას იფიქრებს სახლში რომ არ დავბრუნდები? მომძებნის?
თავში ათასი ფიქრი მერეოდა...
ვერც მივხვდი როდის ჩამეძინა.
რკინის კარების ჭრიალმა გამაღვიძა. ფეხზე წამოვხტი და კედელს ავეკარი. დილეგში ერთ-ერთი მცველი შემოვიდა და გამიყვანა. ისევ ის ვიწრო დერეფანი გავიარეთ და გარეთ გამოსულს დღის სინათლემ თვალები მომჭრა. ხელები ავიფარე და მიწაზე ჩავჯექი. მცველმა უხეშად ჩამავლო მხრებში ხელი და წამომაყენა. ისევ ქალაქში გავიარეთ ფეხით. ამჯერად ხელები არ შეუკრავთ. დიდხანსაც არ გვივლია. დაახლოებით სამას მეტრში ისევ მაღალ გალავანთან შევჩერდით. ალაყაფი გაგვიღეს და ჩვენც შიგნით შევედით. საკმაოდ მოზრდილი ეზო გადავჭერით და ის იყო რამდენიმე საფეხური უნდა აგვევლო რომ ხალხში ამალი დავინახე. თითქოს ცა გაიხსნა და მზე ამოვიდა. ისეთი სტრესი მქონდა რომ ხმის ამოღებაც ვერ შევძელი. უბრალოდ ერთ ადგილს მიველურსმნე და ადგილიდან ვეღარ დავიძარი. ამალი ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ და წყალი მომაწოდა. ჩემდაგასაკვირად მცველმა ამის უფლება მისცა.
– ამალი... – ესღა ამოვთქვი და სატირლად მომებრიცა ტუჩები.
– ჩშშ, წყალი დალიე. – სახე მომბანა.
– არ მინდოდა... ვერაფრით გავაგებინე... არ მინდოდა რამე ისეთი... – სათქმელს ვერ ვუყრიდი თავს.
– დამშვიდდი. – დედობრივ მზრუნველობას ვგრძნობდი მისგან. – იქ მისვლის უფლება არ გქონდა. თავიდანვე რომ გეთქვა სადაც მიდიოდი აგიხსნიდი.
– მე არ ვიცოდი, ამალი...
– ვიცი, ვიცი. ახლა შენი სასამართლო იქნება. მე რამდენიმე საჭირო ადამიანს ველაპარაკე... იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. – ბოლო სიტყვები არადამაჯერებლად წარმოთქვა და გული შემეკუმშა.
მეტის გაგრძელების საშუალება მცველმა არ მოგვცა. ხელი დამავლო და შენობაში შემიყვანა.
დიდ დარბაზში შევედი. მოპირდაპირე კედელთან ათიოდე მამაკაცი იყო გამწკრივებული. ბალიშების საბრძანებელზე ისხდნენ ფეხმორთხმით. მარჯვნივ სრულიად შავად შემოსილი სამი ხანშიშესული მამაკაცი ჩამჯდარიყო. მარცხნივ კი ხუთიოდე ახალგაზრდა, ჯერ ისევ უწვერულვაშო ყმაწვილი იჯდა.
მე იქვე კარებთან ჩამომსვევს და ჩემთვის გაუგებარ ენაზე დაიწყეს საუბარი. გაოგნებული ხან ერთს ვუყურებდი, ხან მეორეს. ვცდილობდი ხმის ტემბრით და ინტონაციით მაინც გამეგო საქმე კარგად იყო თუ ცუდად.
ამაოდ... მაინც ვერაფერს ვხვდებოდი.
ეს ყველაფერი დაახოლებით ერთ საათს გაგრძელდა. მათი საუბარიც მშვიდ ზუზუნად ჩამესმოდა. თითქოს ბედს დავმორჩილდი. თითქოს ჯერ არ გამოტანილ განაჩენსაც შევეგუე.
მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი როცა საუბარი თითქოს ცოტა დაიძაბა. დავიძაბე მეც. აღელვება მოპირდაპირე კედელთან მჯდომი მამაკაცის, რომელიც როგორც ვივარაუდე სტატუსით დანარჩენებზე მაღლა მდგომი უნდა ყოფილიყო, სიტყვებმა გამოიწვია. კიდევ ერთხანს იმსჯელეს. უმეტესობას აღშფოთება ეტყობოდა სახეზე. მშვიდად მხოლოდ თავად მღელვარების გამომწვევი იყო.
რამდენადაც იმ წუთას ჩემთვის შესაძლებელი იყო შევათვალიერე. მაღალი 30 წლამდე ბრგე ვაჟკაცი იყო. შავი თვალებითა და შავივე წვრით, რომელიც მის იერს სიმკაცრეს მატებდა. სრულიად შავებში იყო ჩაცმული. წელში გამართული იჯდა. ისედაც განიერი მხარ-ბეჭი კიდევ უფრო გაეშალა. მიუხედავდ გამოწვეული ხმაურისა, თვითონ ერთი ნაკვთიც არ უმოძრავებდა. დიდრონი შავი თვალები სივრცისთვის გაეშტერებინა – არავის უყურებდა. ალბათ დიდად არც მოკამათეების აზრი აინტერესებდა.
მოკამათეებიც ნელ-ნელა ჩაცხრნენ. პირველი მხარბეჭიანი წამოდგა. უნებურად მეც ავდექი. ვერ გეტყვით ასე რატომ მოვიქეცი. არავინ წამომდგარა. მხოლოდ მე და ის ვიდექით ფეხზე. როგორც ჩანს ჩემ წამოდგომას არავინ ელოდა. ისიც კი გაჩერდა რამდენიმე წამით. მე მცველი მომვარდა, მახრში ხელი ჩამავლო და ის იყო ისევ უნდა დავესვი, რომ მახრბეჭიანმა ხელი მაღლა აღმართა და მცველს რაღაც უთხრა. საკმაოდ მშვიდი, აუღელვებელი ტონი ჰქონდა, თუმცა მის სიტყვებში მეტისმეტი სიმტკიცე იგრძნობოდა.
მცველმა ხელი გამიშვა და ორი ნაბიჯი უკან გადადგა. მხარბეჭიანი ჩემთან მოვიდა და თავაზიანი ჟესტით კარებზე მიმანიშნა. ჯერ ისევ გაუაზრებლად ვმოქმედებდი. ასევე გაუაზრებლად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და კარში გავედი. თვითონაც უკან გამომყვა. გარეთ გამოსულმა იქვე მდგარი შავი მანქანისკენ წამიყვანა და უკანა კარი გამიღო. ასევე გაუცნობიერებლად ჩავჯექი მანქანაში და როგორც კი კარი მოიხურა მაშინ შემეშინდა.
გაგიკვიდებათ და მთელი ამ ხნის მანძილზე პირველად შემეშინდა სერიოზულად. შეიძლება ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ აქამდე უბრალოდ ვერ ვაცნობიერებდი შექმნილი სიტუაციის მთელ სერიოზულობას. ახლა კი როცა საფრთხემ თითქოს გაიარა, მთელ სხეულში ვიგრძენი ცივი ტალღები. შიში ბრაზმა შეცვალა. საკუთარ თავზე ვბრაზობდი, ჩემთან ასე მოქცევის საშუალება რომ მივეცი. ბოლოს და ბოლოს რომელ ეპოქაში ვცხოვრობდით, რომ ასე უბრალოდ გავესამართლებინე არაფრის გამო. პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. პირველ რიგში საკუთარ უმოქმედობას ვაპროტესტებდი.
– უკაცრავად! – მძღოლის გვერდით მჯდომ მხარბეჭიანს მივმართე.
არც კი მოუხედავს.
– ალბათ რუსული არ ესმის. – ჩემთვის ჩავიბუტვუტე და ახლა ინგლისურად ვცადე. – ლაპარაკობთ ინგლისურად? – თან ხმას მოვუმატე, იქნებ წინა ნათქვამი ვერ გაიგო-მეთქი.
არც ამჯერად შეუხრია წარბი. მხოლოდ მძღოლმა გამომხედა სარკეში და მაშინვე ამარიდა მზერა.
– ღმერთო ეს რა ქვეყანაში მოვხვდი? არცერთი საერთაშორისო ენა არ ესმით. არადა ამ მხარის წარჩინებული „ბატონი“ უნდა იყოს. აქ რა, ბატონიშვილებს სწავლითაც არ აწუხებენ? ნეტავ, ჩაიში რამდენი კოვზი შაქარი ჩაიყაროს მაგასაც მოსამსახურე უთვლის?
– არა, – მოულოდნელად მომიტრიალდა მხარბეჭიანი და გამართული ფრანგულით მითხრა, – ათამდე თვლას გვასწავლიან და მაგას მე თვითონ ვითვლი.
მოულოდნელობისგან შევცბი, მაგრამ მალევე მოვედი გონს.
– გმადლობთ ყურადღება რომ მომაქციეთ. მე ევა მქვია.
– ვიცი. – ისევ პირდაპირ იყურებოდა.
– თქვენ?..
– სიდი.
– სასიამოვნოა ბატონო სიდი. სად მივდივართ?
– სახლში.
– ვის სახლში?
აღარ მიპასუხა. რამდენჯერმე ვცადე საუბარში კვლავ ამეყოლიებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა და ბოლოს მეც გავჩუმდი. უკვე მშვიდად ველოდი მოვლენების განვითარებას. ის რომ სახლში მივდიოდით და არა რომელიმე ციხეში ან დილეგში, უკვე მამშვიდებდა.
ავტომობილი უზარმაზარი ქვის გალავანთან გაჩერდა. რკინის ალაყაფის კართან ორი ახმახი იდგა. წამით შემეშინდა – ვიფიქრე რომ ისევ ციხეში დავბრუნდით, მაგრამ ეზოში შევედით თუ არა დავმშვიდდი. საცხოვრებელ სახლს ჰგავდა. უფრო სწორად სასახლეს. რამდენიმესართულიანი ნაგებობა იყო. საკმაოდ შთამბეჭდავი არქიტექტურით. სურათის გადაღება მომინდა და უნებურად ჩემი ფოტოაპარატი გამახსენდა.
ეზოში დიდხანს არ გავჩერებულვართ. როგორც კი შევედით წინ ახალგაზრდა ერთიანად შეფუთული ქალი შემოგვეგეგება. მარტო სახე და ხელის მტევნები უჩანდა, სხვა ყველაფერი ატლასის სამოსით ჰქონდა დაფარული. ჩემმა მასპინძელმა რაღაც უთხრა. ქალი ცოტა შეყომანდა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა. მერე უნდობლად შეხედა მხარბეჭიანს და ნაბიჯის გადადგმა ვერ გაებედა. ჩემმა გამყოლმა ისევ გაუმეორა ნათქვამი, ამჯერად ცოტა მკაცრად. ქალმა თავი დამიკრა და მანიშნა გამომყევიო.
გაუბედავად გავყევი უკან. ქვის კიბეები ავიარეთ და თუ სწორად დავთვალე მესამე სართულზე შევჩერდით. რამოდენიმე კარიდან ერთ-ერთი გააღო და ოთახში შემატარა. შევედი. თვითონ არ შემომყოლია. თავი დამიკრა და კარი გაიხურა.
შუა ოთახში ვიდექი გაოგნებული და რა უნდა მექნა ვერ ვხვდებოდი. საკუთარი თავის მიკვირდა. ვერაფრით ვხვდებოდი რატომ ვემორჩილებოდი ეს ორი დღე ვიღაცის ბრძანებებს. ან ამ ხალხს რატომ ვუხრიდი თავს. რატომ ვგრძნობდი თავს დამნაშავედ მაშინ როცა არაფერი დამეშავებინა. ან ამ კაცს რა უნდოდა ჩემგან. თუ იმ ხალხისგან დამიხსნა და თავის სახლში უბრალოდ ღამის გასათევად მომიყვანა – რატომ არ მელაპარაკებოდა. ამალისგან ვიცოდი, რომ აქ სტუმრებს განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ. თუ ამ მხარბეჭიანის სტუმარი ვიყავი, ცოტა მეტ თავაზიანობას ველოდი. მოკლედ ფიქრები თავში ბუზებივით მერეოდა და არ ვიცოდი რა უნდა მექნა. ბოლოს გადავწყვიტე უბრალოდ გავსულიყავი და ყველაფერი პირდაპირ მეკითხა. ბოლოს და ბოლოს ვიმსახურებდი კითხვებზე ნორმალურ პასუხებს.
კართან მტკიცე ნაბიჯით მივედი და სახელური ჩამოვწიე. გავაღე კიდეც და ზღურბლზე მდგარი ამალი დავინახე. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა მისი დანახვა. ორივე ხელი შემოვხვიე და ვერც კი მივხვდი ისე ავტირდი. ამალიმაც ჩამიკრა გულში და ოთახის სიღრმისკენ წამიყვანა. საწოლზე ჩამოვჯექით. მოთმინებით მელოდა როდის მოვრჩებოდი ტირილს. დროდადრო თავზე ხელს მისვამდა და მამშვიდებდა. ნელ-ნელა დავმშვიდდი და სლუკუნს მოვრჩი.
– ამალი... რა უნდათ ჩემგან? ვერაფერი გამიგია. ვინ არის ეს კაცი?
– ეს კაცი ბატონი სიდია.
– ჰო, სახელი ვიცი უკვე. – ლოყაზე შერჩენილი ცრემლი მოვიწმინდე და საწოლზე გავსწორდი.
– იმ დღეს რომ გეთქვა სად მიდიოდი არაფრით გაგიშვებდი.
– რა ვიცი... არც მიფიქრია... ბოლოს და ბოლოს რა ადგილია ასეთი? ან რა მომაკვდინებელი ცოდვა ჩავიდინე? ორი დღეა თავი ტერორისტი მგონია.
– აქაურებისთვის და ბატონის სიდის წარმომავლობისთვის მართლა მომაკვდინებელი ცოდვაა. გაგიმართლა ცოცხალი რომ ხარ.
– რას ამბობ ამალი? როდის იყო ფოტოების გადაღებისთვის ხალხს კლავდნენ? ეს რა ქვეყანაა...
– მხოლოდ ფოტოებში არაა საქმე. შენ მათი წმინდა ადგილი შეურაცხყავი.
– რას ჰქვია შეურაცვხყავი? რა გავაკეთე ასეთი?
– ის სალოცავი სადაც შენ იყავი იმ დღეს ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდეა. ქანდაკების გარშემო შემოსაზღვრული ადგილი არ დაგინახავს?
– კი როგორ არა, მაგრამ რას ვიფიქრებდი...
– იმ ადგილზე ფეხის დადგმის უფლება არავისა აქვს. ეს აქაურებმა კარგად იციან. შენ შენი საქციელით კი სიწმინდე შებილწე. ეს კი აქაური კანონით სიკვდილით ისჯება. – ბოლო სიტყვები თავდახრილმა წარმოთქვა?
– რას ჰქვია სიკვდილით... – წინადადება ვეღარ დავასრულე. ვიგრძენი როგორ მომაწვა ყელში ბურთი.
– შენი დაჭერის ამბავი რომ გავიგე თავზარი დამეცა. ევა, ჩემი სტუმარი იყავი და შენზე პასუხისმგებლობა მე მეკისრებოდა. არავის მივცემდი უფლებას ჩემი სტუმარი სიკვდილით დაესაჯათ. მაგრამ იმასაც ვხვდებოდი რომ შენი შველა არც ისე ადვილი იქნებოდა. ერთადერთი რაც მოვიფიქრე ბატონ სიდისთან მივედი და მუხლებში ჩავუვარდი. ვიცოდი შენი სასამართლოს მთავარი მსაჯული იქნებოდა. ბატონი სიდი ჩემგან დავალებულია და უარი ვერ მითხრა. დამამშვიდა – შევეცდები რამე მოვახერხოო. ბატონი სიდის სიტყვის მჯეროდა, მაგრამ უზენაესი კანონების წინაშე ისიც კი უძლურია. ბოლომდე მაინც ვერ დავმშვიდდი. მთელი ღამე ვლოცულობდი შენთვის. იმ სალოცავს, სადაც შენ დაგიჭირეს ძღვენიც კი მივართვი რომ შენი დანაშაული გამომესყიდა. იქაც ბევრი ვილოცე და საბოლოოდ შეისმინეს ჩემი ვედრება და სიკვდილს გადაურჩი.
– და აი ასე უბრალოდ გამომიშვეს? მხოლოდ იმიტომ რომ სალოცავს ძღვენი მიართვი? აქამდე ეთხოვათ და ყველაფერს შევწირავდი რაც გამაჩნდა. ნერვები რაღას დამაწყვიტეს? მთელი ღამე რაღაც ნესტიან სროში გავატარე.
– შენ არაფერი გესმის. მარტო ძღვენის სანაცვლოდ არავინ გამოგიშვებდა.
– აბა?
– ბატონ სიდის უნდა უმადლოდე. მან გიხსნა.
– ასეთი რა გააკეთა? შემიწყალა?
– ევა... – თავი უკმაყოფილოდ გადააქნია ამალიმ. თავისი „კუმირის“ მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ მოსწონდა. – ეს სახუმარო თემა არაა. იმ სალოცავთან ფეხის დადგმის უფლება არავისა აქვს გარდა... – ცოტა შეყოყმანდა.
– გარდა?.. – შევეცადე გამემხნევებინა.
– გარდა წარმომავლობის წინამძღოლისა და მისი ცოლისა. – თქვა და ინტერესით შემომხედა. ჩემი რეაქცია აინტერესებდა.
– მერე... – მაინც ვერაფერს მივხვდი.
– ბატონი სიდი ამ წარმომავლობის წინამძღოლია და შენ...
– რა მე?..
– შენ თუ ცოლად მოგიყვანს სალოცავის წაბილწვად აღარ ჩაითვლება.
– რა... – ჯერ კიდევ ვერ მოვსულიყავი გონზე.
– სასამართლოზე ვალდებულება აიღო რომ ცოლად მოგიყვანდა და ამით ცოდვაც მოგეტევება. – უფრო დამიკონკრეტა.
– ვინ მომიყვანს ცოლად? – უკვე სულელურ კითხვებს ვსვამდი. ვერაფრით ვუშვებდი გონებამდე იმ აზრს რომ თავის გადასარჩენად ვიღაც ველური ურჯულოს ცოლი უნდა გავმხდარიყავი.
– ვინ და ბატონი სიდი.
დაახლოებით ორი წუთი ვიყავი ჩუმად და ამალის პირდაპირ თვალებში ვუყურებდი. ჯერ კიდევ მჯეროდა რომ აი ახლა ხმამაღლა გადაიხარხარებდა და მეტყოდა რომ ტურისტებისთვის დაგებულ სულელურ მახეში გავები და ეს ყველაფერი უბრალო ხუმრობა იყო. ველოდებოდი რომ...
– თქვენ სულ გაგიჟდით ხომ? – უეცრად ვიფეთქე. – რა სალოცავი... რა შეურაცხყოფა... რა ქორწილი? საერთოდ რა უფლებით მოითხოვთ ჩემგან რამეს? რომელი საუკუნეა? რა სიბნელეში ცხოვრობთ ხალხო, ცოტა თვალები გაახილეთ! თქვენ ყველას ჯანდაბამდე გზა გქონიათ ბატონიან მონებიანა, მე კი არ მოგცემთ ჩემი ცხოვრების დანგრევის უფლებას. რა უფლება გაქვთ? საერთოდ ვინ ხართ? მეყო რაც გელოლიავეთ. არცერთი წუთით აღარ დავრჩები აქ. მივდივარ აქედან, მაგრამ იცოდეთ რომ ამ საზღვრების იქით სამყაროა და დროა ყურები გამოიფხიკოთ, თორემ დაიღუპებით. ცივილიზაცია იცით საერთოდ რას ნიშნავს? – უკვე ფეხზე წამომხტარი გავყვიროდი.
ამალი ჩუმად მისმენდა.
– მორჩა! მეყო რაც გამასულელეთ. აქ ერთ წუთსაც აღარ დავრჩები. იმ ორ აყლაყუდას უთხარი ჩემი ფოტოაპარატი დამიბრუნონ და ჩემი ფეხი აღარ იქნება თქვენს განუვითარებელ სამყოფელში.
გაავებული ვეცი კარებს და მთელი ძალით გამოვგლიჯე. კიბეს სირბილით ჩავუყევი და ალაყაფის კარს ვეცი. გამოვაღე, მაგრამ წინ მცველები გადამიდგნენ.
– გამატარეთ! – შევეცადე ჩემ წინ ასვეტილი ორი გოლიათი როგორმე გვერდზე გამეწია, მაგრამ ამაოდ. – გამიშვით! ვის ვეუბნები? ამალი... – იმ წუთას კარებთან მოსულ ამალის მივუბრუნდი. – ამათ უთხარი გამატარონ თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.
– არ გაგიშვებენ. – ნაღვლიანად მითხრა ამალიმ. – არაფრის დიდებით არ გაგიშვებენ. ნაბრძანები აქვთ.
– კი მაგრამ... – ხელები უღონოდ ჩამომიცვივდა. – რა უფლება აქვთ...
ამალიმ არაფერი მიპასუხა. მხოლოდ ხელი მომხვია მხრებზე და ნელი ნაბიჯით ისევ სახლისკენ წამიყვანა. მოვეშვი, თითქოს დავნებდი. ჩემი თავის მიკვირდა მაგრამ მორჩილად ავყევი კიბეებზე და ისევ ოთახში შევედით.
– ევა, შენ არ გესმის. არ გესმის ამ საქმის მთელი სიმძიმე. შენ რეალურად სიკვდილს გადაურჩი. დამერწმუნე ისე გამოგიტანდნენ და აღასრულებდნენ სასიკვდილო განაჩენს რომ ხელიც კი არ აუკანკალდებოდათ. ეს აქ კანონზომიერებაა. ყველა შეცოდებაზე პასუხი უნდა აგო.
– კი მაგრამ... მე ხომ ასეთი არაფერი დამიშავებია.
– შენ აქაურების ღირსებას შეეხე. ღირსება კი ძალიან ძვირად ფასობს.
– ანუ, ახლა მე ბატონი სიდის უსაზღვროდ მადლიერი უნდა ვიყო და ბედის საჩუქრად უნდა ვთვლიდე რომ პატივი დამდო და ცოლად მივყავარ? – საწოლზე ჩამოვჯექი და იდაყვებით მუხლისთავებს დავეყრდენი.
– ბატონი სიდი ძალიან კარგი ადამიანია...
მეტი აღარაფერი მითქვამს. ამ ყველაფრის გადახარშვა ისედაც მიჭირდა. შექმნილი სიტუაციის მთელ აბსურდულობას ჭკუიდან გადავყავდი. თუმცა ახლა სხვა გამოსავალს მაინც ვერ ვხედავი. რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა ყოფილიყო, უნდა გავთხოვილიყავი.
ამალი კიდევ რამდენიმე ხანს დარჩა ჩემთან, თუმცა მეტი აღარაფერი უთქვამს. საღამოს კი ჩემი ტანსაცმელი გამომიგზავნა.
ოთახში მარტო დარჩენილი ყველაფრის გაანალიზებას ვცდილობდი. ყველაფერი ავწონ-დავწონე. იმაში უკვე ღრმად ვიყავი დარწმუნებული რომ აქედან თავს ასე ადვილად ვერ დავაღწევდი.
რა არჩევანი მქონდა?
დავთანხმებოდი ამ აბსურდულ ქორწინებას. მეცხოვრა აქ მცირე ხანი, მერე გავშორებოდი, გავმგზავრებულიყავი აქედან და ამ დაწყევლილი ადგილის არსებობაც კი დამევიწყებინა. ან სასტიკი უარი მეთქვა „უზენაესი“ ბატონის ცოლობაზე და... აქ მივხვდი რომ უბრალოდ არჩევანი არ მქონდა. ისევ პირველი და ერთადერთი ვარიანტი უნდა ამერჩია. ამ სიტუაციაში ყველაზე გონიერი არჩევანი მორჩილება იყო. მორჩილება რომელიც ასე მიუღებელი იყო ჩემთვის ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ. ახლა უბრალოდ სხვა გამოსავალი არ მქონდა. მათივე წესებით უნდა მეთამაშა რომ მცირეოდენი ნდობა მაინც მომეპოვებინა და ამ სულისშემხუთველ სამყაროში მათთან ერთად თანაცხოვრება შემძლებოდა. იმედი მქონდა რომ ეს არც ისე დიდ ხანს გაგრძელდებოდა და მალე შევძლებდი აქედან თავის დაღწევას.
შუაღამე უკვე კარგა ხნის გადასული იყო. ფიქრისგან თავი მისკდებოდა. კარებთან მივედი და ოთახიდან გამოვედი სუფთა ჰაერი რომ ჩამეყლაპა. უკვე სული მეხუთებოდა. ოთახს წინ საკმაოდ დიდი აივანი ჰქონდა. მოაჯირს მივუახლოვდი და ეზოს გადავხედე. მშვიდი ძილით ეძინა მთელ სახლს და ქალაქსაც. სახლს მაღალი გალავანი ჰქონდა შემორტყმული. ისეთი რომ უკითხავად ჩიტიც ვერ შემოფრინდებოდა. გალავანი საკმაოდ სქელი იყო. ისე რომ მასზე ვიწრო ბილიკიც კი იყო განთავსებული. ალაგ-ალაგ გალავანი ფართოვდებოდა და პატარა ოთხკუთხა სივრცეს ქმნიდა სადაც სამი-ოთხი კაცი თავისუფლად დაეტეოდა. შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ეს სასახლე ერთ დროს საბრძოლო მიზნით იყო აგებული. გალავნის თავზე სილუეტი შევამჩნიე. ჩემკენ ზურგით იდგა და ქალაქს გადაჰყურებდა.
ვერ გეტყვით ჩემი მზერა იგრძნო თუ შემთხვევითობა იყო, მაგრამ სილუეტი შემობრუნდა. ბატონი სიდი გახლდათ. როგორც ჩანს იმ ღამით ჩემ მომავალ მეუღლესაც არ ეკარებოდა ძილი.
ნელი ნაბიჯით დაიძრა და ჩემკენ წამოვიდა. არ გავნძრეულვარ, მოთმინებით ველოდი როდის მომიახლოვდებოდა.
– რატომ არ გძინავთ ბატონო სიდი? – მეც არ ვიცი რატომ ვკითხე. ზედმეტი ირონია იგრძნობოდა ჩემ ხმაში.
– სიდი დამიძახე. – საოცრად მშვიდი იყო.
– რატომ? – ვხვდებოდი ნელ-ნელა როგორ მივლიდა სიბრაზე. – აქ მეუღლეს ბატონობით არ მიმართავენ? ცოლის მფარველად და ბატონ-პატრონად არ ითვლება? წესით ახლა თქვენს ნაკვალევს არ უნდა ვკოცნიდე და ღმერთს ათას მადლობას არ უნდა ვწირავდე რომ პატივი დამდეთ თქვენი ცოლობის ღირსი გამხადეთ? – ნელ-ნელა ხმას ვუწევდი.
არაფერი მიპასუხა. იდგა აივანზე და ქალაქს გაჰყურებდა.
– თქვენ რა ადამიანები ხართ? თქვენთვის ქორწინება მოვალეობაა, მორჩილებაა, ვალდებულებაა. ჩემთვის კი... ჩემთვის ქორწინება სიყვარულია. რა უფლება გაქვთ მაიძულოთ.
– მე არაფერს გაიძულებ. – არ შემობრუნებულა ისე მითხრა.
– როგორ არა. არჩევანის უფლებას მაძლევთ სადაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვარიანტია. თქვენ არჩევანში ასარჩევი არაფერია.
– ევა ვწუხვარ. – პირველად მომმართა სახელით და ჩემკენ შემობრუნდა. – უბრალოდ სხვა გამოსავალი მეც არ მაქვს. ეს ერთადერთი გზაა...
– გამიშვი... – უნებურად წამომცდა ფრაზა რაც ამ სახლში მოხვედრის წუთიდან მიტრიალებდა თავში. ამიტომ ვიყავი ჯერ კიდევ ასე მშვიდად. იმედი მქონდა... იმედი მქონდა რომ გამიშვებდა. იმედი მქონდა რომ გამიგებდა, მიხვდებოდა სიტუაციის მთელ აბსურდულობას და თავისი ნებით გამიშვებდა... მომეხმარებოდა რომ შეუმჩნევლად წავსულიყავი აქედან. ვერ გეტყვით რატომ მქონდა ამის იმედი, საერთოდ რატომ მქონდა მისი იმედი... მაგრამ მეგონა.
მიყურებდა... ერთხანს ჩუმად. მერე უმწეოდ აიჩეჩა მხრები და დამნაშავესავით გამიღიმა.
– ეს არც ისე ადვილია... მე ვალდებულება ავიღე... მოვალე ვარ... თუ არადა...
– თუ არადა მომკლავენ?
ისევ არაფერი მიპასუხა. ამჯერად აღარც კი მიყურებდა. შებრუნდა და ისევ ქალაქს გადაავლო თვალი.
– რომ გავიქცე? რომ მოვახერხო და ხვალ აქ აღარ ვიყო?
– ვერ გაიქცევი. მაინც გიპოვნიან. საკუთარ ქვეყანაშიც... საკუთარ ქალაქშიც... საკუთარ სახლშიც კი გიპოვნიან და...
– რატომ მეხმარები? – შევაწყვეტინე. ზედმეტად რთული იყო იმის გაცნობიერება რომ საკუთარ სახლშიც კი არ შემეძლო მშვიდად ყოფნა. ჯერ კიდევ მჯეროდა რომ თუ ამ ქალაქიდან და ქვეყნიდან გავაღწევდი აღარაფერი დამემუქრებოდა. ახლა ამაზე ფიქრი არ მინდოდა... ამას ბოლო იმედად ვიტოვებდი.
კვლავ არაფერი მიპასუხა.
– ამალის რომ არ ეთხოვა, მაინც აიღებდი ამ ვალდებულებას? მაინც შეიწუხებდი თავს?
ისევ ეს აუტანელი დუმილი.
– სიდი... – ვერც კი მივხვდი როდის მოვაშორე მის სახელს ბატონი.
– დაიძინე გვიანია უკვე. – ისევ შებრუნდა. – ხვალ ქორწილია, დასვენება არ გაწყენდა.
უნებურად სუნთქვა შემეკრა. ასე მალე არ ველოდი ქორწილს. ჯერ ამ აზრთან შეგუებულიც არ ვიყავი. არც კი ვიცოდი რა უნდა მექნა. ამისთვის მზად ჯერ ნამდვილად არ ვიყავი. ერთადერთი რაც მოვახერხე, შევბრუნდი და ოთახში შევედი.


------------------------------------
ესეც ასე ბავშვებო, დავბრუნდი ახალი ისტორიით,
ტრადიციულად ძალიან მენატრებოდით



№1  offline ადმინი შამანი

თინ ,ტკბილო როგორ გამახარე ♥
თან ჩვენი ტრადიცია აღვადგინეთ ♥
ახლა წავიკითხავ ,სიამოვნებასაც მივიღებ და ტკბილადაც დავიძინებ ♥
მიყვარხარ heart_eyes
innocent
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline წევრი neilo

haimeee,es ra iyo?!ybachamovardnili vkitxulobdi.rogorc yoveltvis magaria.velodebi gagrzelebas.

 


№3 სტუმარი Guest ნინო

საინტერესოა ძალიან

 


№4 სტუმარი ემი

ჩვენი ტკბილი გოგო დაგვიბრუნდა... heart_eyes

ეჭვი მაქვს, წინ სახალისო ამბები გველის, რათქმა უნდა, შენი იუმორით გაჯერებული wink

პ.ს. ერთი ჩვენ გვკითხე, როგორ გვენატრებოდი... kissing_heart

 


№5  offline წევრი Green))

როგორ გელოდი თინა და როგორ გამახარე :love: სასწაული დასაწყისია და ვიცი ასეთი სასწაული იქნება ბოლომდე heart_eyes მოუთმენლად ველი შემდეგ თავს heart_eyes

 


№6  offline მოდერი nicol

შამანი
თინ ,ტკბილო როგორ გამახარე ♥
თან ჩვენი ტრადიცია აღვადგინეთ ♥
ახლა წავიკითხავ ,სიამოვნებასაც მივიღებ და ტკბილადაც დავიძინებ ♥
მიყვარხარ heart_eyes
innocent

ჩემი ნინე kissing_heart
შენ ხომ იცი მე როგორ ვგიჟდები ჩვენ ტრდიციებზე heart_eyes

okay
აუუ, ეს რა იყო?
პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და ჯანდაბა, აქამდე სად ვიყავი?
მოსაკლავი ვიქნები რომ გითხრა არ მეყო-მეთქი :დდ
რა კარგი იყო იცი?
თუმცა როგორ არ იცი, შენი დაწერილია...

ძალიან მომეწონა.
მომეწონა კი არა, გადავირიე ისე დამაინტერესა.
ისე ტკბილად წერ თან, ისემსუბუქად და სასიამოვნოდ...
თეთრი შოკოლადივით იყო მთელი ამ ისტორიის პირველი თავი.

იცოდე, მოგყვები.
რამხელაც გინდა იმხელა დადე, მაინც წავიკითხავ❤

მადლობა ჩემო თეთრო შოკოლადო heart_eyes
ძალიან გამახარე. kissing_heart
და გამაცინე smiley

neilo
haimeee,es ra iyo?!ybachamovardnili vkitxulobdi.rogorc yoveltvis magaria.velodebi gagrzelebas.

მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა kissing_heart

Guest ნინო
საინტერესოა ძალიან

იმედია ბოლომდე ჩვენთან დარჩები,
ვეცდები ეს ძაფი არ დავკარგო kissing_heart

ემი
ჩვენი ტკბილი გოგო დაგვიბრუნდა... heart_eyes

ეჭვი მაქვს, წინ სახალისო ამბები გველის, რათქმა უნდა, შენი იუმორით გაჯერებული wink

პ.ს. ერთი ჩვენ გვკითხე, როგორ გვენატრებოდი... kissing_heart

ემი, kissing_heart
ჩემო თაფლივით გოგო, როგორ მაკლდა შენი კომეტარები შენ ხომ არ იცი heart_eyes
ტრადიციულად ხვალ საღამოს გესტუმრებით kissing_heart
--------------------
თინა ნიკოლ

 


№7  offline წევრი Salo me

Nicol ვგიჟდები შენ ისტორიებზე და ყველა წაკითხული მაქვს. ეს რაღაც სულ სხვაა. არცერთს არ გავს. სიტყვები არ მყოფნის. ძაან მომეწონა. თითქოს ფილმს ვუყურებდი ისე ნათლად წარმოვიდგინე ყველაფერი. არ ვიცი რა გითხრა. საოცრება ხარ. მე შენს ადგილზე კალამს ხელიდან არ გავუშვებდი(ან კლავიატურას ;) )

ერთი თხოვნა მაქვს, ძალიან არ დააგვიანო ხოლმე. წარმატებებიიიი
--------------------
Sally

 


№8  offline მოდერი nicol

Green))
როგორ გელოდი თინა და როგორ გამახარე :love: სასწაული დასაწყისია და ვიცი ასეთი სასწაული იქნება ბოლომდე heart_eyes მოუთმენლად ველი შემდეგ თავს heart_eyes

მადლობა მწვანე kissing_heart
ვეცდები იყოს სასწაული kissing_heart
--------------------
თინა ნიკოლ

 


№9  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

თინა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბე. თემა, სიუჟეტი და იდეა აღმაფრთოვანებელია. მეტი რა გითხრა? ველი ახალ თავს.
პ.ს. ახლა ვხვდები ის ლექსი რატომ მოგეწონა. სიამოვნებით ვიხილავდი ამ ისტორია.

 


№10  offline მოდერი nicol

Salo me
Nicol ვგიჟდები შენ ისტორიებზე და ყველა წაკითხული მაქვს. ეს რაღაც სულ სხვაა. არცერთს არ გავს. სიტყვები არ მყოფნის. ძაან მომეწონა. თითქოს ფილმს ვუყურებდი ისე ნათლად წარმოვიდგინე ყველაფერი. არ ვიცი რა გითხრა. საოცრება ხარ. მე შენს ადგილზე კალამს ხელიდან არ გავუშვებდი(ან კლავიატურას ;) )

ერთი თხოვნა მაქვს, ძალიან არ დააგვიანო ხოლმე. წარმატებებიიიი

მე შენ კომენტარებზე ვგიჟდები kissing_heart
ტრადიციულად ყოველ საღამოს თქვენი სტუმარი ვიქნები bowtie

ლორელაი
თინა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბე. თემა, სიუჟეტი და იდეა აღმაფრთოვანებელია. მეტი რა გითხრა? ველი ახალ თავს.
პ.ს. ახლა ვხვდები ის ლექსი რატომ მოგეწონა. სიამოვნებით ვიხილავდი ამ ისტორია.

ლორეე, დიდი-დიდი მადლობა kissing_heart
ის ლექსი უკვე ჩავსვი და იდეალურად მოუხდა heart_eyes
--------------------
თინა ნიკოლ

 


№11  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

nicol
Salo me
Nicol ვგიჟდები შენ ისტორიებზე და ყველა წაკითხული მაქვს. ეს რაღაც სულ სხვაა. არცერთს არ გავს. სიტყვები არ მყოფნის. ძაან მომეწონა. თითქოს ფილმს ვუყურებდი ისე ნათლად წარმოვიდგინე ყველაფერი. არ ვიცი რა გითხრა. საოცრება ხარ. მე შენს ადგილზე კალამს ხელიდან არ გავუშვებდი(ან კლავიატურას ;) )

ერთი თხოვნა მაქვს, ძალიან არ დააგვიანო ხოლმე. წარმატებებიიიი

მე შენ კომენტარებზე ვგიჟდები kissing_heart
ტრადიციულად ყოველ საღამოს თქვენი სტუმარი ვიქნები bowtie

ლორელაი
თინა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბე. თემა, სიუჟეტი და იდეა აღმაფრთოვანებელია. მეტი რა გითხრა? ველი ახალ თავს.
პ.ს. ახლა ვხვდები ის ლექსი რატომ მოგეწონა. სიამოვნებით ვიხილავდი ამ ისტორია.

ლორეე, დიდი-დიდი მადლობა kissing_heart
ის ლექსი უკვე ჩავსვი და იდეალურად მოუხდა heart_eyes

ახლა გული გამისკდება, ვაიმე არა მეშინიაა...

 


№12 სტუმარი Guest just me

გული მიჩქარდება:))

 


№13  offline ახალბედა მწერალი lullaby

წინათქმამ გამაქვავა და მიწასთან გამასწორა...
ჩემია, ეს ყველაფერი ჩემი იქნება...
ჩავუჯდები ეგრევე, მოვიცლი თუ არა...

 


№14  offline ახალბედა მწერალი MariamG

ნიკოლ, მოხვედი და მოიტანე სასწაულები, ხო?
რაც არ უნდა დაწერო, ღიმილით ვკითხულობ.
ეს..ეს განსხვავებულია!
დარწმუნებული ვარ წინ ძალიან საინტერესო მოვლენები გველის.
სხვას ვერაფერს ვიტყვი. შენთვის უბრალო სიტყვები საკმარისი არ არის. ადამიანმა უნდა იკითხოს შენი ნაწარმოები და ისიამოვნოს.
საოცრება'ვ

 


№15  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ეს რა საოცარი დასაწყისია! ასეთი მე ჯერ არაფერი წამიკითხავს❤❤❤ვრწმუნდები რომ ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს❤❤❤❤❤უნიჭიერსოო❤❤
უბრალოდ დასრულება აღარ მინდოდა, ისე შევედი სიღრმეში❤ვეღარ ვითმენ ახალ თავამდე ❤❤❤❤❤

 


№16  offline აქტიური მკითხველი grafo

წინათქმამ დაგლიჯა.ისე, ყველა შენს ისტორიას დაამშვენებდა მსგავსი შინაარსის წინათქმა:)))). ვერაფრით გავიხსენე რომელი, მაგრამ კარგა ხნის მივიწყებული "მულწიკი" კი გამახსენა ამ ისტორიამ. აბა შენ იცი, წარმატებები ისტორიას.

 


№17  offline მოდერი nicol

Guest just me
გული მიჩქარდება:))

მოემზადე მეორე ეტაპისთვის smiley

lullaby
წინათქმამ გამაქვავა და მიწასთან გამასწორა...
ჩემია, ეს ყველაფერი ჩემი იქნება...
ჩავუჯდები ეგრევე, მოვიცლი თუ არა...

გელი მარი kissing_heart
ძალიან ძალიან გამახარებ heart_eyes

MariamG
ნიკოლ, მოხვედი და მოიტანე სასწაულები, ხო?
რაც არ უნდა დაწერო, ღიმილით ვკითხულობ.
ეს..ეს განსხვავებულია!
დარწმუნებული ვარ წინ ძალიან საინტერესო მოვლენები გველის.
სხვას ვერაფერს ვიტყვი. შენთვის უბრალო სიტყვები საკმარისი არ არის. ადამიანმა უნდა იკითხოს შენი ნაწარმოები და ისიამოვნოს.
საოცრება'ვ

მარია,
მადლობა ჩემო გოგო heart_eyes
ამის წერის პროცესში ვიყავი შენი აგრაფინას კითხვა რომ დავიწყე და პარალელებიც ვიპოვე, ამიტომ ათასჯერ უფრო საინტერესოა ჩემთვის აგრაფინას წაკითხვა, ამას როგორც კი ჩავარიხინებ ბოლოში გესტუმრები kissing_heart

gvanciko_gvancunia
ეს რა საოცარი დასაწყისია! ასეთი მე ჯერ არაფერი წამიკითხავს❤❤❤ვრწმუნდები რომ ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს❤❤❤❤❤უნიჭიერსოო❤❤
უბრალოდ დასრულება აღარ მინდოდა, ისე შევედი სიღრმეში❤ვეღარ ვითმენ ახალ თავამდე ❤❤❤❤❤

მადლობა ჩემო კარგო kissing_heart
სულ ცოტა ხანში დავდებ ახალ თავსაც?

grafo
წინათქმამ დაგლიჯა.ისე, ყველა შენს ისტორიას დაამშვენებდა მსგავსი შინაარსის წინათქმა:)))). ვერაფრით გავიხსენე რომელი, მაგრამ კარგა ხნის მივიწყებული "მულწიკი" კი გამახსენა ამ ისტორიამ. აბა შენ იცი, წარმატებები ისტორიას.

გრაფო გპირდები მაგ წინათქმას სტატუსად დავიწერ smiley
ისე 'მულწიკმა' დამაინტერესა. თითქმის სულ გადაღეჭილი მაქვს საბჭოთა და ქართული მულტფილმები და მსგავსს არაფერს წავწყდომივარ.
--------------------
თინა ნიკოლ

 


№18  offline ადმინი შამანი

არ ვიცი რა ვთქვა თინ, რა გითხრა,იმიტომ რომ როცა კომენტარის დაწერას ვაპირებ ჩემი გონება იკეტება და განცდილ გრძნობებს,აზრებს ყველაფერს შიგნით ამწყვდევს,მხოლოდ ჩემთვის ინახავს და არ მაძლევს უფლებას სხვას გავუზიარო.ასე ამ ბოლო დროს დამჩემდა,რაღაც მხრივ კარგიცაა,ეგოისტურად მიხარიაა,ყველაფერი ჩემს შიგნით,რომ რჩება.თუმცა ამ ისტორიას ასე უკმენტაროდ ვერ დავტოვებ,თუნდაც იმის გამო, რომ ისეთი არაჩვეულებრივია ნამდვილად იმსახურებს,რომ მკითხველმა დააფიქსიროს თავისი აზრი მასთან დაკავშირებით.
შენ კი გამიმხილე პატარა მონაკვეთი ამ თავიდან,თუმცა ისეთი როგორიც წარმოვიდგინე სულ არ აღმოჩნა,უფრო უკარგესია,ყველაფერი ისე გაქვს დაწერილი,რომ როცა ვკითხულბ მგონია ამყველაერს რეაულურად,მათ გვერდით მდგომი ვუყურებ და განვიცდი. მე კი ასეთი ემოიებით სავსე ისტორიები ძალიან მიყვარს,ორმაგ სიამოვნებას ვღებულობ მისი კითხვით.
მოუთმენლად ველი მოვლენების განვითარებას.
შენ კი რა გითხრა,ყველაზე ნიჭიერი და კარგი ადამიანი ხარ!
ჩემი თინი ხარ და მიყვარხარ! kissing_heart

პ.ს.უხ,მომნატრებია ასეთი გულწრფელი კომენატრების წერა და უმაგრესი ისტორიების წაკითხვა heart_eyes bowtie

სიყვარულით,შენი ა'ნინე. innocent heart_eyes
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№19  offline მოდერი nicol

შამანი
არ ვიცი რა ვთქვა თინ, რა გითხრა,იმიტომ რომ როცა კომენტარის დაწერას ვაპირებ ჩემი გონება იკეტება და განცდილ გრძნობებს,აზრებს ყველაფერს შიგნით ამწყვდევს,მხოლოდ ჩემთვის ინახავს და არ მაძლევს უფლებას სხვას გავუზიარო.ასე ამ ბოლო დროს დამჩემდა,რაღაც მხრივ კარგიცაა,ეგოისტურად მიხარიაა,ყველაფერი ჩემს შიგნით,რომ რჩება.თუმცა ამ ისტორიას ასე უკმენტაროდ ვერ დავტოვებ,თუნდაც იმის გამო, რომ ისეთი არაჩვეულებრივია ნამდვილად იმსახურებს,რომ მკითხველმა დააფიქსიროს თავისი აზრი მასთან დაკავშირებით.
შენ კი გამიმხილე პატარა მონაკვეთი ამ თავიდან,თუმცა ისეთი როგორიც წარმოვიდგინე სულ არ აღმოჩნა,უფრო უკარგესია,ყველაფერი ისე გაქვს დაწერილი,რომ როცა ვკითხულბ მგონია ამყველაერს რეაულურად,მათ გვერდით მდგომი ვუყურებ და განვიცდი. მე კი ასეთი ემოიებით სავსე ისტორიები ძალიან მიყვარს,ორმაგ სიამოვნებას ვღებულობ მისი კითხვით.
მოუთმენლად ველი მოვლენების განვითარებას.
შენ კი რა გითხრა,ყველაზე ნიჭიერი და კარგი ადამიანი ხარ!
ჩემი თინი ხარ და მიყვარხარ! kissing_heart

პ.ს.უხ,მომნატრებია ასეთი გულწრფელი კომენატრების წერა და უმაგრესი ისტორიების წაკითხვა heart_eyes bowtie

სიყვარულით,შენი ა'ნინე. innocent heart_eyes


ჩემი თეთრი ანგელოზი innocent
ჩემი ნინე, ჩემი ემოციური და სულ სხვანაირი ეგოისტი kissing_heart
მიყვარხარ ჩემო თბილო heart_eyes
--------------------
თინა ნიკოლ

 


№20  offline ადმინი შამანი

nicol
შამანი
არ ვიცი რა ვთქვა თინ, რა გითხრა,იმიტომ რომ როცა კომენტარის დაწერას ვაპირებ ჩემი გონება იკეტება და განცდილ გრძნობებს,აზრებს ყველაფერს შიგნით ამწყვდევს,მხოლოდ ჩემთვის ინახავს და არ მაძლევს უფლებას სხვას გავუზიარო.ასე ამ ბოლო დროს დამჩემდა,რაღაც მხრივ კარგიცაა,ეგოისტურად მიხარიაა,ყველაფერი ჩემს შიგნით,რომ რჩება.თუმცა ამ ისტორიას ასე უკმენტაროდ ვერ დავტოვებ,თუნდაც იმის გამო, რომ ისეთი არაჩვეულებრივია ნამდვილად იმსახურებს,რომ მკითხველმა დააფიქსიროს თავისი აზრი მასთან დაკავშირებით.
შენ კი გამიმხილე პატარა მონაკვეთი ამ თავიდან,თუმცა ისეთი როგორიც წარმოვიდგინე სულ არ აღმოჩნა,უფრო უკარგესია,ყველაფერი ისე გაქვს დაწერილი,რომ როცა ვკითხულბ მგონია ამყველაერს რეაულურად,მათ გვერდით მდგომი ვუყურებ და განვიცდი. მე კი ასეთი ემოიებით სავსე ისტორიები ძალიან მიყვარს,ორმაგ სიამოვნებას ვღებულობ მისი კითხვით.
მოუთმენლად ველი მოვლენების განვითარებას.
შენ კი რა გითხრა,ყველაზე ნიჭიერი და კარგი ადამიანი ხარ!
ჩემი თინი ხარ და მიყვარხარ! kissing_heart

პ.ს.უხ,მომნატრებია ასეთი გულწრფელი კომენატრების წერა და უმაგრესი ისტორიების წაკითხვა heart_eyes bowtie

სიყვარულით,შენი ა'ნინე. innocent heart_eyes


ჩემი თეთრი ანგელოზი innocent
ჩემი ნინე, ჩემი ემოციური და სულ სხვანაირი ეგოისტი kissing_heart
მიყვარხარ ჩემო თბილო heart_eyes

მეც ძალიან მიყვარხარ!!! blush აი ძალიან,ძალიან!!! heart_eyes kissing_heart innocent
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№21  offline ახალბედა მწერალი -venus-

პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და ძალიან მომწონსს, უცხო და საინტერესოაა. მახარებს ისიც რომ მსუყე თავი იყო და იმედია შემდეგიც ასეთივე იქნებაა... წარმატებებიი ♡♡♡♡

 


№22 სტუმარი Guest თაზო

გაგრძელრბა თუ არის ლინკი მომეცით.

 


№23  offline მოდერი nicol

Guest თაზო
გაგრძელრბა თუ არის ლინკი მომეცით.

კი, შემდეგი ორი თავი დევს უკვე
https://4love.ge/istoria/118571-tyve-tavi-2.html

https://4love.ge/istoria/118605-tyve-tavi-3.html

დღეს საღამოს დაემატება მეოთხე თავი
--------------------
თინა ნიკოლ

 


№24 სტუმარი Guest ნინო

ვაიმე ეს რა საოცრებაბიყო? თინა შენს ხიბლს არკარგავ ძვირფასო როგორც ყოველთვის განსაკუთრებული და გამორჩეული ხარ. უზომოდ მიყვარს შენი ყველა ისტორია ესეც ძაან მაგარია.

 


№25  offline აქტიური მკითხველი terooo

რა მაგარი ვინმე ხარ შენ... როგორ მაოცებ უფრო და უფრო ყველა ჯერზე...
საოცარი გოგო ხარ შენ

 


№26 სტუმარი სტუმარი tamooo

gamarjobaa nicol dzalian momewona es istoriaa..sityvebit ver gadmovcem imdenad emociuri iyooo.. shenii sxvaa istoriebi rogor vnaxo ?

 


№27  offline მოდერი nicol

სტუმარი tamooo
gamarjobaa nicol dzalian momewona es istoriaa..sityvebit ver gadmovcem imdenad emociuri iyooo.. shenii sxvaa istoriebi rogor vnaxo ?


https://4love.ge/user/nicol/news/
აქვე მიდევს ყველა ისტორია.

ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის kissing_heart
--------------------
თინა ნიკოლ

 


№28  offline მოდერი lemongiirl

როგორ ძალიან მომწონს ეს ისტორია! ♥♥ყველა სხვა ისტორიებთან ერთად♥♥

 


№29  offline წევრი NatatuKa

ვგიჟდები ამ ისტორიაზე <3

 


№30  offline წევრი მოცინარი

პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და სასწაულად მომწონს♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent