შურისძიება ვამპირის ენაზე (პირველი ნაწილი, დასასრული)
მოკლედ ძალიან დიდი ბოდიში ყველას ვინც მიცდიდა და არ დავახვედრე ახალი თავი. სოფელში ვიყავი. ისეთი ადგილია რომ ინტერნეტი არ არის და ვერ დავდე. გუშინ ჩამოვედი და დღეიდან ისევ გავაგრძელებ წერას. დიდი იმედი მაქვს რომ ისევ წაიკითხავთ და კსევ გამახარებთ თქვენი კომენტარებით. :love: ჯესიკა წინ მიიწევდა და გაგონილის დაჯერება არ უნდოდა. ნიკის საფლავზე ავიდა და ვარდების ბუკეტი ხელში შეათამაშა, ნაღვლიანად დახედა და იქვე მდგარ ცარიელ ლარნაკში ჩადო. -ნიკ, ემა ჩემი და ყოფილა, ჩემი და რომელმაც იმ ქვეყნად გაგისტუმრა. იცოდა რომ მიყვარდი და დაუნდობლად მოგკლა. ასე მითხრა მაქცია იყოო და შენთვის საფრთხეს წარმოადგენდაო. ემა, არვიცი მივიღო ის დად? ნეტა აქ იყო. ჯანდაბა! მენატრები! - მოწოლილი ცრემლი უკან დააბრუნა - წინასწარმეტყველება, ნუთუ ეს ყველაფეტი სიმართლეა და ჩემი მოკვლა მართლა უნდათ, რადგან როგორც ამბობენ უფროსი ვამპირი მსოფლიოს მბრძანებელი გახდეს. ეს არ უნდა მოხდეს მაშინ მე უნდა გავძლიერდე. შეიძლება ალქაჯიც კი ვიყო. არვიცი... ჯესიკა დიდხანს იჯდა და ნიკის საფლავს უყურებდა, დრო ისე გავიდა ვერც კი შენიშნა, სიცივეს ვერ გრძნობდა, პირიქით მთელი სხეული უხურდა. თითქოს რაღაცას ელოდა. მთვარემ ამოაღწია და პირდაპირ ნიკის საფლავს დაეცა მისი სინათლე. ჯესიკა სასწრაფოდ წამოხტა და გაკვორვებულმა შეხედა. ახლოს მიიწია რომ უკეთესად დაკვირვებოდა, მაგრამ თითქოს აღარაფერი იყო. უკვე სახლში წასვლას აპირებდა, მიწა რომ ძლიერად შეირყა და ძირს დაეცა. ნიკის საფლავი გაიბზარა, მთვარემ უფრო გაანათა და შემდეგ ისევ ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდა. ჯესი გაოგნებული იყურებოდა აქეთ იქით და ძალა როცა მოიკრიბა წამოდგა. ნიკის საფლავს შეხედა, მაგრამ ის ისევ ძველებურად იყო. შიშმა მოიცვა მთელი მისი სხეული და გაქცევა დააპირა, როცა წინ შეტრიალდა ვიღაცის საოცრად ცხელ სხეულს შეასკდა ცხვირით. დენიელი ეგონა და მოყოლა გადაწყვიტა რაც მოხდა, მაგრამ დენიელის მაგივრად ნიკი დაუხვდა. -არმელოდი ძვირფასო? ეს კითხა ხელები მის თავს მოკიდა და ტუჩებზე მიეწება. ცხოველივოთ კოცნიდა, თუმცა ნელნელა ისედაც ცხოველად გარდაიქმნებოდა. ყურები გაუწვეტიანდა, თვალები გაუყვითლდა და მის სხეულზე თმებმა დაიწყო ზრდა. ჯესსი ვერაფერს ხვდებოდა, არც იცოდა რა გაეკეთებინა. როცა ნიკი მოშორდა გაოგნებული უყურებდა , რადგან ეშვები ამოუვიდა. უკან დაიწია მაგრამ ნიკი უცებ მივიდა მასთან. -ვერსად გაგიშვებ, შენი სხეული მინდა, მინდა რომ ყველგან დაგკბინო. მინდიხარ! -ნიკ? ისევ უკან დაიწია და განთავისუფლებას შეეცადა. ნიკი უკვე გარდაიქმნა და ყელზე მთელი ძალით ჩაარჭო კბილები. იმდენად მტკივნეული იყო ეს ჯესისთვის რომ მთელ სასაფლაოს მისი შემაძრწუნებელი კივილი მოედო. ნიკი ერთსა და იმავეს ამბობდა - მინდიხარ! - ყვითელ თვალებში დიდი ზომის ვნება და დაუოკებელი სურვილი იკითხებოდა. ყელს მოშრდა და ახლა მანტო შემოაძარცვა და მაისური ერთი ხელის მოსმით შემოახია. მის სავსე მკერდს რომ შეხედა ისედაც ანთებული თვალები უფრო მეტად აენთო და მთელი ძალით მიაჯახა იქვე მდგარ ბებერ კაკლის ხეს. ჯესის მხოლოდ კივილი ამოხდა, მთელი ზურგი აეჩეხა. -ნიკ, შეწყვიტე, მტკივა ... ნიიიიკ- მთელი ხმით დაიკივლა როდესაც ნიკმა გრძელი ფრჩხილებით ლიფი მოაძრო და გვერდები ჩამოუჩხაპნა. ტკივილისაგან ჯესიკას ცრემლები სდიოდა, მაგრამ გაცხოველებული ნიკი არაფერს უსმენდა. კიდევ ერთხელ როცა შეხედა მის მკერდს ვეღარ მოითმინა და კბილები მთელი ძალით ჩაასო, სისხლმა თქრიალით დაიწყო დენა, ნიკი კი ენა ასრიალებდა აქეთ იქით. ჯესიკას უკვე ძალები წაერვა და ნიკის ხელებში ჩაესვენა. ნიკმა იქვე მდგარ ქვაზე მიაწვინა და შარვლის გახდა დაუწყო, მაგრამ ემა გამოვარდა უცებ და ნიკს თავი წააძრო. -ყველაფერი ვერ გაითვალისწინე, მაგრამ ხო მაინც მოგკალი შე ნაბი*ვარო. თავისი დის უსიცოცხლო სხეულს შეხედა და ეგრევე მას მივარდა. საოცრად შიოდა თან მისი ყელიდან და მკერდიდან თქრიალით მოდიოდა სისხლი, მაგრამ თავი შეიკავა და ხელში აიყვანა . იქვე დაგდებული მანტო აიღო და ჩააცვა. წასვლას აპირებდა როდესაც ჯესიკამ თვალები გაახილა და შეხედა. უცებ დახედა მის დას და ხელიდან გაუვარდა. ჭრილობები უხორცდებოდა და თვალები გაშავებული ჰქონდა. მისგან შორს დადგა და სწორედ ამ დროს მიწიდან ცეცხლი ამოვიდა და ჯესიკა ზემოდ ასწია. -ის საუკეთესო ცეცხლის მაგი იქნება. დღეს ის 18ის გახდა, ის ჯადოქარია. ამოიჩურჩულა და მის უკან დაიჩურჩულა ვიღაცამ -მისნაირი ძლიერი ჯადოქარი არ არსებობს, უნდა მოამზადო კარგად რადგან ეშმაკის ძმა დაამარცხოს. როგორც კი ემამ უკან გაიხედა არავინ იყო იქ. მის მოსაძებნად არ ეცალა, სასწრაფოდ მივიდა ჯესისთან და შეხედა, უკვე კარგად იყო წამოდგა. წითელი სარაფანი ეცვა და საოცარ ენერგიას გრძნობდა. ყველაფერი ახსოვდა და საოცარ მწუხარებას გრძნობდა ნიკის მიმართ, მაგრამ ეს წარსულია ახლა მხოლოდ იმაზე უნდა დაეწყო ფიქრი როგორ დაემარცხებინა ის ვისიც ყველას ეშინოდა. -ემა, ნუ მიყურებ ეგრე. გაეცინა. მოკლედ ვარჯიშს რლდის ვიწყებთ? -რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ. -კარგი. მაშინ წავიდეთ ახლა დენიელი მოვძებნოთ. მიკვირს აქ რო არაა. -მეც მიკვირს. -ხოო.... სასწრაფოდ გავიდნენ და დენის სახლს მიადგნენ. სანამ სახლში შევიდოდნენ ემამ მაჯაზე იკბინა და სისხლი ძალით. დაალევინა ჯესიკას. -რახდება? და გადმოფურთხება დაიწყო -ყოველი შემთხვევიშთვის. თვალი ჩაუკრა და სახლში შევიდნენ. -დენიელ სად ხარ? ყვირილი დაიწყო ჯესიკამ. მაგრამ არავინ გააგონა, როგორც ჩანს სახლში არ იყო. -ნეტა სად წავიდა? თავის თავს დაუსვა კითხვა ჩურჩულით. -ემა შენ სადღა გაქრი. მიმოიხედა მაგრამ ემა არ ჩანდა.ისევ დაიყვირა. მალე გამოჩნდა. ემა სასმელით ხელში. ერთი ბოთლი მას გადაუგდო მეორე კი თვითონ მოიყუდა. -მოვედიი. გაუცინა. აჰაა ესეიგი შენ ჯადოქარი ხარ და ჩვენ, მთელი მსოფლიოს ბედი შენ გაკისრია. -ეგრე გამოდის. შენ რო არა მოვკვდებოდი. -არ გამაწითლო. ისე მიკვირს არც შრამი გაქ და საერთოდ რატო შეგიხორცდა? ვერაფერი გავიგე. -შენ თუ არ იცი მე მითუმეტეს არ მეცოდინება. იქნებ ჯადოქრად ზუსტად მაგ დროს რომ გადავიქეცი მაგიტომ? ინტერესიანი თვალები მიაპყრო. -შეიძლება. ცოტახნი ჩაფიქრდა. მაგრამ არამგონია. ასე არასდროს მომხდარა. დენიელს ეცოდინება, მას დავუცადოთ. დიდხანს ცდა არ მოუწიათ მალე შემოაღო კარები, თან ხელში დიდი ძველი წიგნი ეჭირა. ჯესი ეგრევე მიხვდა რომ ეს არჯენტის წიგნი იყო, რადგან როგორც კი თვალები დახუჭა ის დაინახა ამ წიგნთან ერთად. ეს არაფერიო გაიფიქრა და მასთან მივიდა. -დენი, და წიგნი ააგლიჯა. დაიწყო კითხვა და დიდხანს არ დაუმთავრებია. დენიელი და ემა კი ცალკე გადაჯდნენ და ლაპარაკი დაიწყეს. -ემა ჩემ აქ არ ყოფნაში რა მოხდა? -მოკლედ, ჯესიკა ჯადოქარია. ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. -ანუ გამოდის რომ მას იარები უბრალოდ შეუხორცდა? -ხო ასეა. ეს ძალიან მიკვირს. დენიელი ცორახანს ჩაფიქრებული იყო, მერე კი დაფრთხა რადგან -ის მაქციად გარდაიქმნება. -მაქციაა? მაგრამ ის ხო ჯადოქარია? -ორივე, მაქციაც და ჯადოქარიც. -ანუ ძლიერი იქნება და უფრო მეტი შანსი იქნება რომ გაანადგუროს ის. -პირიქით ემა, მას საკუთარი თავი კონტროლი გაუჭირდება. გულში წუხდა დენიელი რადგან მას ნამდვილი ბრძლოლა სურდა. და არა უსამართლო. ისედაც ანადგურებდა და სამართლიანად მაინც მომხდარიყო ეს. ჯესიკამ შეხედა მათ ჩაფიქრებულ სახეებს. -ეი ხალხო, როდის უნდა დავიწყო? -ხვალ მოვა ბებია ელი და ის დაგაწყებინებს და გასწავლის. ტყეში წავალთ. -ერთი სული მაქ. მთქნარებით თქვა და მეორე სართულზე პირველივე ოთახში შევიდა. -ეგ ხო ჩემი ოთახია. -არაუშავს დენი ერთადაც მშვენივრად დაწვებით. ეშმაკურად აუთამაშა წარბები. მე წავედი ხელს არ შეგიშლით. და სახლიდან გავარდა. დენიელს ჩაეცინა და ზემოთ ავიდა. ჯესიკას დახედა. -ასე უცებ როგორ დაეძინა. სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია ნაზად და გვერდით მიუწვა. -რას ვაკეთებ? მაინც მოვკლავ და გავერთობი ცოტახნით. მისი თმის სურნელი შეისუნთქა, ძლიერად ჩაიხუტა და მასაც დაეძინა. დილით ერთმანეთში ახლართულები იყვნენ. პირველი ჯესიმ გაიღვიძა და სახეზე სულ წამოწითლდა. ეჯიკავებოდა დენიელს მაგრამ ვერაფრი მოიშორა, ვერც გაააღვიძა. ბოლოს ერთი ძლიერად ჰკრა წიხლი და საწოლიდან გადააგდო. უცებ წამოწია დენიელმა აბურძგნული თავი და გაბრაზებულმა შეხედა, თუმცა მოკისკისე რომ დაინახა გაბრაზება სულ დაავიწყდა და სახე გაებადრა. თავის თავს შემოუძახა რა გჭირსო და ზემოდან დააჯდა, თან ხელები დაუკავა. -რა გააკეთე? მოჭუტული თვალებით ჰკითხა. -უბრალოდ ვერანაირად გაგაღვიძე და... დაბნეული ალუღლუღდა. დენიელს ჩაეცინა მის დაბნეულობაზე. ჯესიკა კი თვალს ვერ უსწორებდა. -ყველა ვამპირს აქვს თავისი ნაკლი, მე მაგალითად თუ ტკბილად დამეძინა მამა ზეციერი ვერ გამაღვიძებს თუ ჩემოთ არ გამეღვიძა. -ემას რა ნაკლი აქ? -ემა მოუთმენელია, თუ სწრაფად ვერ გაიგო რაც აინტერესებს იმაზე პასიხი გადაწვავს იქაურობას, გაეცინა. -ახლა კი დაგსჯი რადგან გამაღვიძე და საწოლიდან გადამაგდე. მისო სახისკენ დაიხარა და ის იყო უნდა დაეგემოვნებინა გემრიელად ეგ ტუჩები რომ კარები ემამ შემოგლიჯა. -აეყარეთ გვრიტეეებო. გათენდაა. თან ქვაბს და კოვზს ურტყამდა ერთმანეთს და ჯარისკაცივით დადიოდა. - რაღა ახლა შემოვიდა -ჩაიბურტყუნა დენიმ -გავიგონე დენი -გაიცინა - ჰე ახლა აწიეთ საჯდომები და წავედით. გველოდება კუდიანი ელი ბებია. -მერე გავაგრძელებთ ჯესს -ლოყაზე აკოცა დენიმ, ჟრუანტელ დავლილ გოგონას. *** ტყეში მიდიოდნენ. წინ მიდიოდა ემა იმ დიდი წიგნით, ხოლო დენიელი და ჯესიკა უკან მოდიოდნენ. ჯესიკამ ფეხი წამოკრა ხის ფესვს და კინაღამ დაეცა, დენიელმა ჩაავლო უცებ ხელი მკლავში და წამოაყენა. -მადლობა, ჩაიბურტყუნა -წინ იყურე მერამდენეჯერ გიჭერ უკვე, თუმცა მე ეს მსიამოვნებს. -მალე მივალთ. წამოიყვირა ემამ. კიდევ ცოტა იარეს და მიაღწიეს ერთ ადგილს. ხეებს შორის იყო ტრიალი მინდორი მოქცეული, მწვანე ბალახი დაცვარული იყო. ამ ზამთარში გაუკვირდა თოვლი რომ არ იყო ჯესის მაგრამ მერე მიხვდა რომ მაგია იყო. სასტიკად ცხელოდა ამ ადგილას და უცებ გაიხადა ქურთუკი და გრძელმკლავიანი მაისური გადაიძრო. -გამარჯობა ელი ბებია, დაიყვირა ჯესიმ. -რა გაყვირებს გოგო, ვიცი აქ რო ხარ, გიყურებდი უბრალოდ ცეცხლის მაგო. -ცეცხლის მაგო? -ბევრი გვექნება სამუშაო. და დაიწყო მისი თვალიერება თეთრ თმიანმა , დანაოჭებულმა ქალბატონმა. -ხელები ზემოთ აწიე. მმ.. კარგია. სუსტი არ ხარ. აბა ახლა ორივე ფეხი აწიე. -ორივე ფეხი რანაირად ავწიო? გაკვირვებული მიაშტერდა. -რო გეუბნები ასწიე თქო აწიე. ჯესიმ თავი გააქნია უარის ნიშნად. -ასე არა? კარგი. დაისჯები ურჩობისთვის. ჯესიკას გაოგნებისგან ყბა ჩამოუვარდა. ბებიამ თითები დაატკაცუნა და იქვე მდგარ ხედ დიდო ტოტი მოტეხა და ხელში დაიკავა. -დროზე ასწიე. და ერთ ფეხზე ძლიერად მიარტყა ტოტი. უცებ ასწია და ცალ ფეხზე იდგა. -კარგია ახლა მეორე და უფრო ძლიერად მიარტყა. მეორე ფეხიც აწია და ჰოპ ჰაერში იდგა უკვე. -რა მაგარია. ემა, დენ ხედავთ? აღტაცებული უყურებდა თავის თავს ხტუნვა დაიწყო. რაც უფრო ხტებოდა მით უფრო მაღლა ადიოდა და დარჩა ზემოთ. -ისა ბებო? რანაირად ჩამოვიდე? და აუტყდათ სამივეს სიცილი. -ჩაიკუზე და ჩამოხვალ. ასძახა ელიმ. ჯესიც ჩაიკუზა და უცებ გაჩნდა ქვემოთ. -აკი ორივე ფეხის აწევა არ შეგეძლო? - ნიშნისმოგებით გაუღიმა ელიმ. -კარგი ახლა რა უნდა ვისწავლო? ელიმ იმ ხის ტოტს პატარა ნაწილი მოატეხა და ხელზე დაუდო ჯესის. შეეცადე გააცხელო. ჯესიმ ხელს მთელ ძალას ატანდა და ჭიმავდა, თავიდან ვერაფერს აკეთებდა, მაგრამ ბოლოს ცეცხლი მოედო ხის ტოტს და ფერფლი დარჩა მაარტო ხელში. დენიელი გაოცებული უყურებდა, ასე სწრაფად როგორ შეძლოო. ელი ბებია კი მივიდა -ყოჩაღ, პირველისთვის კარგია, უფროსწორად შესანიშნავი.ჯესიკა ამაყად იყურებოდა და უხაროდა. **** -ელი ბები დღეს რას ვისწავლი? -დღეს ცეცხლის მართვას შეგასწავლი ცეცხლის მაგო. უთხრა და დაიწყო ახსნა. რადგან ალქაჯებს ძლიერი ფიზიკური შესაძლებლობები არ გვაქვს ამიტომ ვიყენებთ თავდაცვით შელოცვებს. ჩვენ განვიხილავთ პუროკინეზს ანუ ცეცხლის ძალის მართვა. ცეცხლის გამოსაყრნებლად მხოლოდ დაფიქრება და კონცენტრირებაა საჭირო. 1. Phesmatos insedia - ცეცხლის გაჩენა 2. Suctas insendia - ცეცხლის ჩაქრობა 3. Eqsperetu intakinam end teremen sendia, phesmatos saradis addistam - ეს შელოცვა გამოიყენება იმისთვის რომ ძალიან დიდ მანძილზე ფავრცელებული ცეცხლი ავანთოთ ან ჩავაქროთ. ჯესიკა მიდი ახლა ამათზე ივარჯიშე, მე მითითებებს მოგცემ. ჯესიმ დაიწყო ვარჯიში. -მუცელს ნუ აგდებ! -საჯდომს უკან ნუ სწევ! -წელში გასწორდი, დამძიმდები და ფაგიჭირდება! -ხელწბს ძალიან ზემოთ წევ! და კიდევ ბევრი სხვა, თუმცა ერთ კვირაში დაამუშავეს ყველაფერი და ახალზე აპირებდნენ გადასვლას, თუმცა ცუდმა ამინდმა ხელი შეუშალათ. ჯესიკა დენიელის სახლში გადაბარგდა, დენის მოთხოვნით და სახლში ძლივს მიუსწრო. ფილმს უყურებდა დენი, გვერდით რო დაუსკუპდა და მასთან ერთად განაგრძო ყურება, ხელი გადახვია. -წავედი დენი მე, მეძინება. ავიდა, საღამურები ჩაიცვა, ჩაწვა და სწორედ ამ დროს ატყდა ჭექა-ქუხილი. სასტიკად ეშინოდა ამის მაგრამ გარეთ არ გავიდოდა და დენიელს არ თხოვდა რამეს, რადგან თვითონ მოიშორა ის და სხვა ოთახში გადავიდა. ზედმეტად ამაყი იყო.საბანი თავზე გადაიფარა და თვალები ძლიერად დახუჭა. ამ დროს ატყდა გრუხუნი და წამოიკივლა ჯესიმ. დენი სწრაფად ამოვარდა რამე ხო არ მოუვიდაო, მერე მისი ხმა მოესმა -ამხელა გოგოს რისი მეშინია! ახლა დავიძინებ და აღარ შემეშინდება! დენის ჩაეცინა, უცებ გამოიცვალა და ჯესიკას ოთახში შევარდა. ჯესი თვალებ დაჭყეტილი უყურებდა, ფიქრობდა აქ რა უნდაო. - აქ რა მინდა და ჭექა-ქუხილის მეშინია. - ჯესიკას გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. - რაიყო, მერე რა რომ ვამპირი ვარ, ბავშვობის შიშია და გამომყვა. ჩაიწიე. დაიგრუხუნა და დენიელი შეხტა. ჯესიკა კიდე ვერ მოსულიყო აზრზე. ძალით ჩაუწვა და მთელი ღამე ტკბილად ეძინათ ორივეს ჩახუტებულებს. დილით დენიელმა მალე გაიღვიძა და ჯესიკას შეხედა რომელიც არ სუნქავდა, გაყინულიყო, ტუჩები გალურჯებოდა. ყელზე კი ნაკბილურები ეტყობოდა, სისხლისგან იყო დაცლილი. თეთრ პიჟამაზე კი სისხლით ეწერა "გამარჯობა, ძმაო". |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.