მწერები (სრულად)
[პირველად და უკანასკნელად ამ ჟანრში] ------------------------------------------- საღამო იყო. არც დღე და არც ღამე. ზუსტად შუაში. მოთეთრო-მოლურჯო ღრუბლებით სავსე ცა. ლამპიონებიც უკვე აენთოთ. საღამო იყო. ლილეს სახლიდან მოვდიოდი. ვაჟადან ყაზბეგზე უნდა ჩავსულიყავი. ფეხით გავუყევი ტროტუარს. იმდენად ვიყავი ჩემ სამყაროში აყვავებული, ვერც შევამჩნიე როგორ მომიახლოვდა უცნობი. შემეშინდა. მშიშარა ვარ, ამ მხრივ. მეტრო დელისის ჩავუარე'თ, ახლოს მოიწია, შემეხო, მიგრძნო და მაგრძნობინა, ოღონდ არ ვიცი რა... რაღაც კი. გავქვავდი. გავშრი. ყველაფერს ველოდი, ამის გარდა... დავიმუხტე, მაგრამ უარყოფითათ. უცებ გამტარი გავხდი, დენის. ვგრძნობდი, რომ პანიკაში ვვარდებოდი. რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. ზურგით იდგა. შავი, ნახშირივით თმა ჰქონდა. იმ წამს მხოლოდ ეგ შევამჩნიე. მანამ შემოტრიალდებოდა გავიქეცი და გაბაშვილის ქუჩას ჩავუყევი. აქ დავამტკიცე, როგორი მშიშარაც ვიყავი. იმ დღის შემდეგ, თავს ვარიდებდი ქუჩაში მარტო ხეტიალს, მით უმეტეს იმ ადგილას. აქ დაიწყო, ის, რისიც სულ მეშინოდა. მეშინოდა იმ დაავადების, მთელ მსოფლიოს რომ ჭამდა. ტაქსით მოვედი სახლში. საერთოდ ტრანსპორტის მოყვარული არ ვარ, მაგრამ იმ დღის შემდეგ, "პალკოვნიკი" თუ არ მყავს, ქუჩაში აღარ დავდივარ. ფობიასავითაა. არადა, კაცმა რომ იკითხოს, გასაგიჟებელი, არც არაფერი ყოფილა. უბრალოდ, მშიშარა ვარ. მაღაზიაში შევედი კეფირის საყიდლად. მიყვარს კეფირი. ლამაზიცაა და გემრიელიც, ოდნავ მჟავეც, თეთრიც, თან. მაცივრიდან ქილა გამოვიტანე და სალაროსთან მივედი. ის-ის იყო ქაღალდის კუპიურა უნდა მიმეწოდებინა გოგონასთვის, როდესაც გამაჩერა და მიპასუხა: -გადახდილია -ამ კეფირის თანხა ხომ? -დიახ. -მხოლოდ ამ კეფირის, ხომ? -დიახ, მხოლოდ ამ კეფირის. -კარგი, ერთი წუთით.-მაცივრიდან მეორე ქილა ავიღე და ამის გატარება ვთხოვე. -შემთხვევით ფურცელს და კალამს ხომ ვერ მომცემდით?-დავაბნიე. ახსნას ვიწყებ-წერილს დავუტოვებდი-პაუზის შედმდეგ ვამატებ-ჯენტლმენს. -აჰ, დიახ... ერთი წუთით.-რამდენიმე წამში, ფურცლის ნაგლეჯს და კალამს მაწოდებს-ინებეთ. [ჯიუტიც ვარ, ამავდროულად...] გამბედაობაც მქონია. "ჩემს კეფირს" ვიღებ და მაღაზიას ვტოვებ. რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვდგავარ და ველოდები. -მოდი, ვითომ ერთმანეთი დავპატიჟეთ. -მოდი, ჩვენ გზებზე სიარული გავაგრძელოთ. -თუ იკვეთება? -თუ!-ქილას თავსახურს ვხდი და ვსვამ. ერთ წუთიანი დუმილის შემდეგ მბაძავს. -ფუუ! -არ იკვეთება.-სადარბაზოსკენ მივდივარ. ვიცი გამომყვება. -გემოვნების ერთნაირი არ ქონა, არ ნიშნავს რომ გზები არ იკვეთება. -და თუ არცაა საჭირო გადაკვეთა? -მაშინ: გემოვნების ერთნაირი არ ქონა, ნიშნავს რომ გზები არ იკვეთება.-გამეცინა, თან გულიანად. -კარგია ეგ, რომ იცი.-კიბეებზე ავდივარ. ალბათ წარმოდგენაც არ აქვს მე-11 სართულზე, რომ ვცხოვრობ. -რა? -სიტუაციის კონტროლი. -ასე მეტყობა? -თანხა გადახდილი არ გაქვს. ფანჯარა გირეკლავდა. სასაცილოდ ჯამბაზიორობდი. -ჩემი ბიძაშ... -აზრზე არ ხარ ვინაა ეგ გოგო. -ჯიუტი არ ხარ. -ვარ! -უფრო, პრინციპული... -თავისთავად. -ამდენს რატომ მაბედნინებ? -რამდენს? -არადა, უპატრონოს არ გავხარ. -ორი შეხვედრის გამო ბირჟა ავყაროთ? -სანაძლეო წავაგე... -შენი ნებით ვერც გაბედავდი- ვიღიმი. -ახლა ვბედავ. -უპირველესი, პირველია.-ბოლო საფეხურებიც ავიარეთ, როდესაც გავჩერდი და დავაკვირდი. მისი თვალები, იმდენად მომნუსხველი და არაბუნებრივი იყო, რომ შევკრთი. მწვანე ფერის სამოთხე. დილით, ტყეში, მზის სხივი რომ შეაღწევს, აი ამ მოვლენის თვალები ჰქონდა. სადღაც შუაში, ყვითელი ზოლი, სხივს მაგონებდა. -მომწონს. -არც არაფერი აქვს დასაწუნი.-გამიხარდა, რომ მიხვდა, რაც შევაქე. -უბრალოდ განსხვავებულია და დიდ პლუს გძენს. -შენი აზრით მეორეჯერ, რატომ ხდება, ის რაც ხდება?? -არა, მე და განსხვავებულობა შორს ვართ ერთმანეთისგან.-ჩანთიდან გასაღებს ვიღებ და კარებს ვაღებ. გამიმრთლა, დღეს სახლში მარტო ვარ. -არ გეზარება? -რა? ფეხით ამოსვლა? -ჰო. -ლიფტი მუშაობს. -მეღადავები ხო? -შეამოწმე.-ბინაში შევდივარ, კარებს არ ვხურავ. ჩანთას და ქურთუკს შემოსასვლელში ვტოვებ. ფეხსაცმელს ვიხდი და ფეხშიშველი სამზარეულოსკენ მივდივარ. ჭიქაში ვასხამ კეფირს. კარის მოხურვის ხმას ვგებულობ და სკამზე ვჯდები. -ლიფტის გეშინია?-კედელს ეყრდნობა. -ნწ. -ჩემი შეგეშინდა? -არა. -აბა? -მომინდა. -რა მოგინდა? თერთმეტი სართულის შეგრძნობა? -ჰო. -გიქრის!-ისე თქვა, თითქოს ახლახანს დაასკვნა, რაიმე მნიშვნელოვანი თეორია. -ვიცი!- ჭიქას ვიღებ და აივანზე გავდივარ. მომყვება. სავარძლებში ვსხდებით და ჰორიზონტს გავყურებთ. -მშობლები არ გყავს?-გაკვირვებული მიყურებს. -მყავს- ვიცინი.-საერთოდ არ მომწოხარ, პროსტა-აქ ვჩერდები- მაინტერესებს, შემდგომი ნაბიჯები. -იმედია მეც არ გავაფრენ-ვითომ თავისთვის ჩაილაპარაკა. დილით დედამ გამაღვიძა. მისი დანახვისას გამეცინა, გიჟივით. -ანუ ტყისფერი თვალები?-სიცილნარევი ხმით მეკითხება ლილე. -ლილე!.. -ლილე, ლილე... ჰმ, ამელია, ღამეს ატარებ ბიჭთან, რომლის სახელიც კი არ იცი! -რისთვის არის აუცილებელი, მსგავსი ფორმალურობების ცოდნა? -გამოფხიზლდი... მშიშარა ვარ. არადა კაცმა რომ იკითხოს-აღარ მიშველის. ფორმალრობა, იმდენად აუცილებელ რაღაცად არის ქცეული, რომ მის გარეშე ყველაფერი, მხოლოდ ფერი იქნებოდა და მხოლოდ ყველათი, ყველაფერს ვერ გავაკეთებ. ქუჩაში თუ შევხვდებით ერთმანეთს, შემთხვევით... იქნებ, ერთხელ გაგვიმართლოს. განსხვავებული არ ვარ. იმიტომ არ ვარ, რომ დღევანდელობას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები. თუ სხვა, თავისუფალ დროს სოციალურ ქსელს უთმობს, (რაც ხშირ შემთხვევაში ასეა) მეც ასე ვარ... დიახ, ახლა ეს ყველაფერი იმდენად ჩვეულებრივი რაღაცაა, ეს შეპირისპირება არალოგიკური ჩანს. იმდენად ჩემია სოციალური სამყარო, მის გარეშე სულ სხვა ვიქნებოდი. საერთოდ არა ის, რაც ვარ. დღეს თუ ჩემი ჰობი ფოტოგრაფობაა და მიღებული მასალის გაზიარება სხვისთვის, გუშინ ასე არ იქნებოდა. დიდი ალბათობაა რომანტიკოსი მწერალი ვყოფილიყავი. ახლა, ჩემი მეგობარი ხელში მიჭირავს და კადრის დაფიქსირებას ვცდილობ’თ. იმდენად ელემენტარულ და ჩვეულებრივ საგნებს ვაქცევ კამერის ობიექტად, რომ მეც მიკვირს. ჩვეულებრივია ცაც, ჩვეულებრივი ცისფერი სივრცე. ესეც ყოველდღიურობა. თვალს რასაც მიაჩვევ, ყველაფერი უფასურდება შენთვის, თორემ ცაზე მრავალფეროვანი და ლამაზი არც არაფერია ყოველდღიურობაში. პირდაპირ შენზე მოქმედებს. შენს ხასიათზე, ჩაცმულობაზე. ის გაღვიძებს და გაძინებს. კადრის დაფიქსირება ვერ მოვასწარი. შეტყობინება მივიღე. „მწვანე თვალება“-სგან. [კარგი ადგილი ვიცი... ყოველ შემთხვევაში ცაზე ლამაზია] [გმადლობ, ცას ვერ გავყიდი.] [იქაც არის ცა] [საბედნიეროდ ცა ყველგანაა] არაფერი მოუწერია. ფოტოც გადავიღე. წასვლაც დავაპირე წინ, რომ დამიდგა. შევკრთი. -მე რა ფერი თვალები მაქვს? -საკმაოდ მკაცრი ხმა აქვს. -რა? -მე რა ფერი თვალები მაქვს?-თვალებში მიყურებს. -მწვანე. -მხოლოდ მწვანე? -რა გჭირს? -ცისფერი რა ფერია? -წავედი მე. -ცისფერი ხომ ცის ფერია? მაშინ მწვანე რის ფერია? -ტყის. -წამო! -გვიანია... -იქ ცაც არის. -მშობლები? -მეგობრები ხომ გყავს? -და რა ვუთხრა? უსახელოსთან ერთად ვიპარები-მეთქი? -ხო, მე ნათანი. -ნათანი? -ნათან არონი. -ქართველი არ ხარ? -უკვე კი. შენი სახელი?-ღმერთო შარში ვარ. -ამელია თათარაშვილი. -კარგი, წავიდეთ.-ხელი მომკიდა. -გენდო? და რატომ? -მოდი უბრალოდ ერთხელ გაგიჟდი. -გაგიჟება რომ მდომებოდა, შენს გარეშეც მოვახერხებდი ნათან. -იცი რა ლამაზია? -წარმომიდგენია. -მაშინ არ უნდა ვიმოგზაუროთ. -არ იმოგზაუროთ მერე. მე ვიმოგზაურებ! -ხოდა, წარმოიდგინე და არ წახვიდე. -წასვლა?.. არ წასვლა?.. საკითხავი აი ეს არის. -ამელია! -ნუ, მოკლედ, დღეს არა... მერე შეიძლება. -კაი? -ჩემი ტელეფონი? -ჰმ... გეძინა. -ისე, რას ელი? -რისგან? -მე და შენსგან. -ჩვენს.-აქ გავჩერდი. წარმოვიდგინე მომავალი და გავჩერდი. არ შეიძლებოდა ჩემთვის „ჩვენ“. -მე... არ შემიძლია სიგიჟე. სწორად გამიგე, უნდა გიცნობდე. არ გიცნობ და არ ვიცი ვინ ხარ. სერიოზულ ურთიერთობას, არ უყვარს განსხვავებულობა.-შემეშინდა... წამოვედი. სადარბაზოსთან კიდევ დამხვდა. კეფირი მომიტანა, წარწერით-“ever” კეფირს ვადა გაუვიდა. ახალიც მომიტანა, უყველაფროთ. მერე აღარ მოუტანია. არაფერი. არც ვნანობ, თუმცა სანანებელიც არაფერი მაქვს. ზუსტად ვიცი, არ შემყვარებია. ეგეთი არ ვარ, ერთ დღეში გადავაწყვეტინო სანაძლეოს ჩემი ბედი, თუმცა მაშინ, რაღაც რომ მაგრძნობინა. იქ, იყო რაღაც... შეიძლება ეგაა სიყვარული, მაგრამ ვერც პეპლებს ვგრძნობ და ვერც ჭიანჭველებს. შეიძლება მწერები არ მიყვარს, მაგრამ ზუსტად ვიცი, საბედ... ან სამწუხაროდ არ შემყვარებია. ყველაზე მეტად მეწყინა წესრიგი. ყველაფერი კალაპოტში ჩაჯდა და დამთავრდა. მაინც, ქალურად ველოდი მამაკაცის დაჟინებას, მაგრამ დაამტკიცა, ეგეთი არ ვარო. და იქნებ, მეც არ ვარ ეგეთი? სიგიჟე მარტო ყველას შეუძლია. მეც შემეძლო, მაგრამ არ ვაკეთებდი. არავის გავყოლილვარ და შემიშინებია, თუმცა მწერებმა გამაკეთებინეს. მე-11 სართულზე, უსახელოსთან გავათენე ღამე. შემეშინდა და დამთავრდა. არც მწერები და არც მესამე და მეოთხე. სიგიჟე შემეძლო, შემიძლია და შემეძლება. უბრალოდ, ეგ ეგეთი რაღაცაა, ყველა ვარიანტში სიცარიელეს იგრძნობ მარტო, რაც არ უნდა გესიამოვნოს, მწერები სულ სხვაა. ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ ავკრიფე ერთი და იგივე ტექსტი, უბრალოდ ეგ იყო რომ, მხოლოდ ავკრიფე. და მაინც, მეშინოდა ყველაზე ბანალური გრძნობის. ყველას რომ ცვლიდა, აბრმავებდა და აგიჟებდა. მეშინოდა და მაზოხისტურად მინდოდა. ერთი თვე გავიდა, მწერების შემდეგ. [ამე, გამოდი ჩემთან] [რამე მოხდა?] [რამეზე მეტი] ლილესთან რომ მივედი რამეც არ დამხვდა. ყველაზე საშინელ თაიგულს ვუყურებდი, რაც კი ოდესმე მინახავს. თაიგულს ყვავილების გარეშე. -ამე, ის ბიჭი გიყვარს? -ნათანი? -ჰო, გიყვარს? -არა. ნათანმა გამოგზავნა? -ამელიასო. -მეტი არაფერი? -ამე, სადაა რომატიკა? უყვავილო თაიგულით ხელში, ვიჯექი პარკში და ველოდებოდი მწერებს. ვაფიქსირებდი ცას და ვიცინოდი გიჟივით. -მერე შეიძლებაო. -ყველზე მაგარი საჩუქარია, საშინელებლებს შორის. -ხომ ხდები?.. -წავედით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.