შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყვე (თავი 2)


5-09-2016, 21:50
ავტორი nicol
ნანახია 12 045

თავი 2
დღეს ჩემი ქორწილია – გაღვიძებისთანავე პირველივე ეს მომივიდა თავში აზრად.
დღეს ჩემი ქორწილია – ვინ იცის მერამდენედ ვიმეორებდი გონებაში.
ცოლად მივყვები ადამიანს, რომლის მხოლოდ სახელი ვიცი.
22 წლის ასაკში უკვე ცხოვრებას ვამთავრებ.
რამდენჯერმე გაქცევაზეც ვიფიქრე. მერე მივხვდი რომ შეუძლებელი იქნებოდა.
საწოლზე წამოვჯექი და დაკუჭულ ტანსაცმელზე დავიხედე. ღამე ჩაცმულს მეძინა. დაძინებას საერთოდ არც ვაპირებდი. ემოციებისგან შინაგანად ვდუღდი. მაგრამ ეტყობა გვიან მაინც წამართვა ძილმა თავი.
დილით ჩემს ოთახში დაახლოებით ჩემი ტოლი გოგონა შემოვიდა.
– მე მიდა მქვია. – კეთილგანწყობილი ღიმილით გამომიწოდა ხელი.
– ევა. – საკუთარი ხელი შევაგებე.
– ვიცი, დღეს ჩემი ძმის ცოლი ხდები.
გამიკვირდა. იმდენად უშუალო და გულღია მომეჩვენა, რომ ვერაფრით ვიფიქრებდი თუ ბატონის და იქნებოდა. შინამოსამსახურე მეგონა.
კარგად შევათვალიერე. საკმაოდ ლამაზი გოგონა იყო. თეთრი პირისახით და კუპრივით შავი დიდრონი თვალებით. სწორი და ლამაზი ცხვირით. რაღაცით ჰგავდა ძმას. შავი ტანსაცმლის მიღმაც ეტყობოდა საკმაოდ ნაზი და ქალური სხეული. თავზე თხელი შავი ნაჭერი წაეკრა, ისე რომ თმებს მხოლოდ სანახევროდ უფარავდა. მიუხედავად თბილი და კეთილგანწყობილი გამომეტყველებისა, თვალებში მაინც მწუხარება შევამჩნიე. თითქოს დიდრონი შავი თვალები მუდმივად აწყლიანებული ჰქონდა.
– შენს დასახმარბლად გამომიშვეს. – ისევ შემომცინა და ხელზე გადაკიდებული ნაჭრების გროვა საწოლზე დადო.
– ვინ გამოგიშვა? – მეც არ ვიცი რატომ ვკითხე.
– ძმამ. – მომეჩვენა რომ ეშმაკურად გამომხედა მხარსუკნიდან. – ყველასთვის მოულოდნელი იყო ეს ამბავი. არავის ეგონა სიდი როდისმე ცოლს თუ კიდევ მოიყვანდა.
– კიდევ? – გამიკვირდა.
– ჰო... – ნაჩქარევად მიპასუხა და სახე შეეცვალა. – დედა და მამა მოულოდნელობისგან გაოგნდნენ. – მივხვდი საუბარი სხვა თემაზე განგებ გადაიტანა და არც მე ჩავძიებივარ. – როგორც კი ცოტა დალაგდება ყველაფერი მჯერა ჩვენ ოჯახსაც კარგად შეეგუები. ყველაზე მეტად მე გამიხარდა. – გულწრფელი ღიმილით მიღიმოდა. – აი ეს ჩაიცვი. – ჩემკენ შემოტრილადა. ხელში ზემოთხსენებული ნაჭრების გროვა ეჭირა, როგორც აღმოჩნდა კაბა ყოფილა.
– ეს რა არის? – ჩაცმას ვერ ვბედავდი და კითხვებით დროის გაწელას ვცდილობდი. მეჩვენებოდა ეს კაბა რომ ჩამეცვა ვეღარასოდეს გავიხდიდი. მეგონა სუნთქვას ვერ შევძლებდი... მეგონა დამახრჩობდა.
მიმიხვდა და კაბა ნელა დააბრუნა საწოლზე.
– ცოტა მოგვიანებით შემოვალ. მოძღვრის მოსვლამდე დრო კდევ გვაქვს. შენც ცოტათი შეეგუები – ასე მეგონა ჩემ ყველა ემოციას გრძნობდა.
უკვე მარტო ვიყავი ოთახში და ვცდილობდი მეტნაკლებად რაციონალურად განმესაჯა შექმნილი ვითარება. იმაში დარწმუნებული ვიყავი რომ ამ ნაბიჯის გადადგმა უპირობოდ მომიწევდა. სხვა გამოსავალი არ მქონდა. უბრალოდ ცოტა დრო მჭირდებოდა რომ შევგუებოდი. თუნდაც რამოდენიმე დღე...
არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი ოთახში გაუნძრევლად და თვალი ერთი წერტილისთვის გამეშტერებინა.
– ევა... – ისევ მიდამ დააკაკუნა კარზე გაუბედავდ. – მალე ცერემონია დაიწყება.
თავი დავუქნიე და წამოვდექი. მაინც მომიწია ჩამეცვა ის კაბა. მიდა მომეხმარა და კაბის ტარების წესიც ამიხსნა. ასევე მოკლედ მომიყვა საქორწინო რიტუალზე. გამაოცა იმ ფაქტმა რომ მათი ტრადიციებით ქალი და მამაკაცი ცალ-ცალკე ოთახში ეზიარებიან ქორწინების საიდუმლოს. მოძღვარი ჯერ ჩემ მომავალ ქმართან შევიდა ცალკე ოთახში, სადაც დასწრების უფლება მხოლოდ მამამისს ჰქონდა. ამის შემდეგ კი ჩემ ოთახში საქმროს დედასთან და რამდენიმე ოჯახის ახლობელ ქალთან ერთად წამიკითხა რამდენიმე სწავლება. ბეჭედიც კი საქმროს დედამ წამომაცვა თითზე. პატარძლის მშობლებს ქორწილზე დასწრების უფლება არ ჰქონდათ. იმ ყველაფრის მერე რაც ამ ბოლო დღეების განმავლობაში აქ გადავიტანე აღარაფერი მიკვირდა. შეგუებული მორჩილად ვასრულებდი თითოეულ მოქმედებას და მათი კანონებით მე უკვე ბატონი სიდის ცოლი ვიყავი. ახლა მე ბევრი უფლება მქონდა. ახლა მე აქ ყველაზე პატივსაცემი ქალბატონი ვიყავი. ახლა მე უკვე მისი ცოლი მერქვა. ახლა ჩემ სიტყვას ოქროს ფასი ჰქონდა... სიტყავს რომელსაც ყველაფერი ჰქონდა გარდა თავისუფლებისა...
როგორც კი ცერემონიას მოვრჩით მოძღვარმა აივანზე გამიყვანა და მოსული სტუმრების გასაგონად საკმაოდ დიდი ტექსტი წარმოთქვა. რა თქმა უნდა აქედან ერთი სიტყვაც ვერ გავიგე. მიდამ ამიხსნა რომ მოძღვარი ახლადშექმნილი ოჯახის სადიდებელ სიტყვას წარმოთქვამდა. როგორც კი სიტყვას მორჩა, ხალხმა ერთიანად იხუვლა და სრული ქაოსი შეიქმნა – სხვა უფრო შესაფერისი სიტყვა ვერ ვიპოვე ამ ყველაფრის გადმოსაცემად. მე, მიდა და ჩემი დედამთილი აივანზე დავრჩით და ზევიდან ვუყურებდი მთელ ამ ღრეობას. როგორც აღმოჩნდა პატარძალს საკუთარ ქორწილში მოლხენის უფლებაც არ ჰქონდა. მოკრძალებულად უნდა მდგარიყო სადღაც კუთხეში და ფეხების დაწყვეტამდე ეყურებინა სხვისი მოლხენისთვის. მთელი ამ ხნის განმავლობაში არც სიძე გამოჩენილა სტუმრებთან. ის და მისი ამხანაგები ცალკე ოთახში აღნიშნავდნენ ქორწინებას, იმედი მქონდა ეშხიანი მუცლითმოცეკვავის გარეშე
ძალიან დავიღალე. ფეხები საშინლად მეტკინა. რამდენჯერმე ვცადე აივნის მოაჯირზე ჩამოვმჯდარიყავი, მაგრამ დედამთილმა ისეთი სახით შემომხედა რომ ყველაფრის ხალისი დამაკარგინა. პირველივე შეხედვით მივხვდი რომ ამ ქორწინებით აღფრთოვანებული არც ის იყო. ალბათ ბევრად ერჩია ვინმე იქაური კარგად აღზრდილი გოგო შემოეყვანათ ოჯახში, ვიდრე ჩემისთანა „ღვთის სასჯელი“. ღმერთს მადლობას ვწირავდი რომ მე მათი ენა არ მესმოდა ის კი არცერთ სხვა ენაზე არ ლაპარაკობდა. თორემ ალბათ დიდხანს ვერ გავუძლებდი მის ბუტბუტს, რომელიც ხოტბას ნამდვილად არ მასხამდა. რამდენჯერმე მიდას შეწუხებულ სახეს რომ გადავაწყდი, ეჭვი უფრო გამიმყარდა. უბრალოდ ახლა ამაზე ფიქრის არც სურვილი მქონდა და არც ნებისყოფა.
როგორც იქნა ის დღეც დასრულდა. ქალბატონმა ჰანამ (ჩემ დედამთილს ერქვა ასე) ოთახში შემიყვანა, საწოლზე ჩამომსვა და რაღაცის მოყოლა დაიწყო. კარებში მდგარ მიდას გავხედე. ხელით მანიშნა არაფერიაო და მეც მოჩვენებითი ინტერესით ბოლომდე ვუსმინე. როგორც იქნა დაასრულა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
– ეს რა იყო? – მიდას შევხედე, რომელიც ღიმილს ძლივს იკავებდა.
– ქორწინების ღამეს დედამთილი ვალდებულია რძალს ქმართან თანაცხოვრების შესახებ მოუყვეს. – მხიარულად დაიწყო მიდამ. – გინდა გადაგითარგმნო?
– არ მინდა! – თითქმის წამოვიყვირე.
– უკვე გათხოვილი ხარ... – საწოლზე გვერდით ჩამომიჯდა.
– არ ვარ გათხოვილი... – საკუთარი ხმის სიმშვიდემ მეც კი გამაკვირვა.
მიდამ გაოცებით შემომხედა.
– ეს საქორწინო რიტუალი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე თქვენი რელიგიის მიმდევარი არ ვარ. ჩემთვის თქვენი მოძღვარის სწავლება არაფერია თუ არა გაუგებარი წინადადებების თანწყობა. მე გათხოვილი არ ვარ... ტყვე ვარ და იმედი მაქვს თავს მალე დავაღწევ ტყვეობას. – ამაყად გადავხედე.
– ეგ აღარ გაიმეორო! – შეშინებულმა პირზე ხელი ამაფარა. – ეს რომ ვინმემ გაგიგოს, ცოცხლად დაგწვავენ.
– წინამძღოლის ცოლსაც გაუბედავენ? – მრავალმნიშვნელოვნად გადავხედე ჯერ ისევ შეშფოთებულ მიდას.
– აკი შენ თვითონ თქვი რომ გათხოვილი არ ხარ? – ნიშნისმოგებით მომიბრუნდა.
აღარაფერი მითქვამს. ისედაც ნათელი იყო – თუ სიცოცხლე მინდოდა უნდა მეღიარებინა რომ მე სიდის ცოლი ვიყავი. აქ საკუთარი ქედმაღლობა და პრინციპები სადღაც ჯანდაბაში უნდა მომესროლა და ისე მეცხოვრა როგორც აქაურებს უნდოდათ. სხვისი შექმნილი ცხოვრებით უნდა მეცხოვრა.
დაღამდა...
ოთახში მარტო ვიყავი. გარედან ისევ შემოდიოდა სტუმრების მხიარულების ხმები. უკვე ცუდად მხდიდა მთელი ეს ღრეობა. დაძინებსაც ვერ ვახერხებდი. რაღაც მაფორიაქებდა. ამ სახლში ჩემი სტატუსი მაფორიაქდება. საკუთარი ქმრის ხსენებაზე ტანში ჟრუანტელი მივლიდა. შეუცნობლად მეშინოდა ამ ღამის. მე ხომ არ ვიცოდი რა ადამიანი იყო სიდი? რომ მოენდომებინა?.. მაშინვე უკუვაგდე ფიქრები და შევეცადე სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება.
ნეტავ, ამალი თუ არის სტუმრებს შორის? რატომ არ მოვიდა და არ მნახა?
წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი. გაუბედავად გადავიხედე, მაგრამ სიბნელეში ვერაფერი გავარჩიე. ისევ საწოლზე ჩამოვჯექი.
ალბათ შუაღამე კარგა ხნის გადასული იქნებოდა, ოთახის კარები ჩემმა ქმარმა რომ შემოაღო. ერთიანად დავიძაბე, მთელი სხეული დამეჭიმა. თუმცა სახეზე უდარდელი, ცოტა ირონიული ღიმილი გადავიფინე და წამოვდექი. რამდენიმე წამი კარებში გაჩერდა, შემათვალიერა. მივხვდი ჩემი ეროვნულ სამოსში ხილვა ეხამუშა.
– სტუმრები ისევ აქ არიან... – უხერხულობის გასაფანტად წამოვიწყე.
არაფერი მიპასუხა, მხოლოდ ოდნავშესამჩნევად დამიქნია თავი, კარი ზურგსუკან მიხურა და ნელ-ნელა წამოვიდა ჩემკენ. სუნთქვა შემეკრა. მისი სიახლოვე მაფრთხობდა – ის უკვე თავის ცოლად, საკუთრებად მთვლიდა. სიტყვების ძებნა დავიწყე რომ ეს ავისმომასწავებელი სიჩუმე გამეფანტა, რომელიც ცოტაც და პანიკაში ჩამაგდებდა. ნელ-ნელა უკან-უკან ვიხევდი და დამფრთხალი თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი. უფრო მიახლოვდებოდა, ცოტაც და ალბათ გული წამივიდოდა.
– ხელს შენ გაიჭრი თუ მე? – პანიკაში ჩავარდნილმა ყველაზე დიდი სისულელე წამოვროშე რაც კი იმ წუთას შეიძლებოდა მეთქვა.
– რატომ უნდა გავიჭრათ ხელი? – გაოცებულმა შემომხედა ისე რომ ჩემკენ სვლა არ შეუნელებია. მომიახლოვდა. მე უკვე კედელთან მდგარი კარადის კარზე ვიყავი ზურგით აკრული და მხრებაწურული შეშინებული ვაცეცებდი თვალებს. ჩემკენ გადმოიხარა. სახე ძალიან ახლოს მომიტანა, მარჯვენა ხელი წამოიღო და... ჩემს ზურგსუკან კარადის კარი გამოაღო. იქიდან პირსახოცი გამოიღო და რამდენიმე ნაბიჯით მომშორდა.
შებით ამოვისუნთქე. ამან ცოტა გამათამამა და საწოლისკენ მივტრიალდი.
– დავიჯერო შენი წარმომავლობა ჩემი სიწმინდის და შენი ღირსების დამამტკიცებელი საბუთის გარეშე მშვიდად დაიძინებს ამაღამ? – ხელი ქათქათა ზეწარისკენ გავიშვირე და ნიშნისმოგებით ჩავხედე თვალებში. – მაინც ჩემი სისხლი ჯობია ალბათ არა? – ისევ უტიფრად განვაგრძობდი. – ექსპერტიზა არ მოითხოვონ მერე.
შემობრუნდა. კოპები შეეკრა. ვატყობდი ძალიან გავაბრაზე. ჩემკენ სწრაფად დაიძრა. ორ ნაბიჯში უკვე მომიახლოვდა. ხელი წელზე მომხვია და მთელი ძალით დამაგდო საწოლზე. გავფითრდი. მოულოდნელობისგან ხმაც ვერ ამოვიღე. ხელები თავსზემოთ გამიკავა და თვითონ მთელი ტანით ზემოდან მომექცა. სახე ძალიან ახლოს მომიტანა და კბილებში გამოცრა.
– ღირსება ისეთი რამეა, რომლის ვინმესთან დამტკიცებაც არ უნდა გჭირდებოდეს. ის ან გაქვს, ან არა. მხოლოდ უღირსი ადამიანი ცდილობს ვინმეს რამე დაუმტკიცოს. ღირსეულს კი მხოლოდ საკუთარ თავთან აქვს ჩასაბარებელი ანგარიში. – განრისხებული უკვე თითქმის ჩემ ბაგეებთან ცრიდა კბილებში.
გაავებული მიყურებდა. ვხვდებოდი როგორ დაუფიქრებლად მოვიქეცი. უკვე ვნანობდი საკუთარ წინდაუხედაობას. სუნთქვაშეკრული, დამფრთხალი ვუყურებდი.
ხელი გაუშვა ჩემ ხელებს. საწოლიდან წამოდგა და ისე რომ უკან არც კი მოუხედავს, ოთახიდან გავიდა. კარის მოხურვის ხმასთან ერთად ამოვისუნთქე. ძლივს ავითრიე სხეული და წამოვჯექი. ერთხანს გაუნძრევლად ვიჯექი. მერე ვერც კი მივხვდი როგორ მომებრიცა ტუჩები სატირლლად და როგორ წამომივიდა თვალებიდან ნიაღვარი. ჩუმად ვსლუკუნბდი, ხმამაღლა ტირილს ვერ ვბედავდი. არ მინდოდა ვინმეს ჩემი უსუსრობა ეგრძნო. ახლა ყველაზე ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. საკუთარ თავს თვითონ ვამხნევებდი. ხელს ვიფარებდი პირზე, გულიდან ამოხეთქილი ქვითინი რომ შემეჩერებინა. ერთი სასიკეთო რამეს მაინც მივხვდი ამ ღამეს – როგორც ამალიმ თქვა სიდი კარგი ადამიანი იყო. მიუხედავად ჩემი ტუტუცური საქციელისა, მაინც ღირსეულად მოიქცა. მართალი აღმოჩნდა – ღირსებას დამკიცება არ ჭირდება, ის ან გაქვს ან არა. მას კი ჰქონდა.

****
მეორე დღეს არ გამოჩენილა. დილით ოთახში პირველი მიდა შემოვიდა. მე ისევ გაუხდელად მეძინა.
– თქვენ ქვეყანაში ღამით ტანსაცმლის გამოცვლა არ იციან? – გულწრფელად გაუკვირდა.
– მხოლოდ ქორწინების ღამეს ძინავთ ჩამცმულებს. – გამეცინა და სააბაზანოსკენ წავედი. გზად ძირს დაგდებულ პირსახოცს დავწვდი. გამახსენდა წუხელ სიდიმ რომ გამოიღო კარადიდან, მაგრამ მერე გაბრაზებულმა აღარ წაიღო.
სააბაზანოდან გამოსულს მიდა ოთახში აღარ დამხვდა. გამოვიცვალე და ოთახიდან გავედი. აივნის მოაჯირს მივუახლოვდი და ეზოს გადავხედე. მეორე სართულზე სუფრა გაეშალათ. მიდა ჩაის ასხამდა. ამალის ჩაი გამასხენდა და ვიგრძენი როგორ მომშიებოდა. კიბეებს ჩავუყევი და ახლადგამომცხვარ ოჯახის წევრებს მივესალმე.
დედამთილმა შემათვალიერა და უკმაყოფილოდ დაიწყო ბუზუნი. მივხვდი ჩემი დახეული ჯინსები და მაისური არ მოეწონა. მამამთილიც წარბაწეული მიყურებდა და ტროსტს, რომრლსაც სავარაუდოდ ჩვეულების გამო ხმარობდა, ბეჭდებასხმულ თითებს გამეტებით უჭედა. უნდა ვაღიარო სპეციალურად ჩავიცვი ასე. რატომღაც მათი გაღიზიანება მინდოდა, თითქოს ამით პროტესტს გამოვთქვამდი შექმნილი სიტუაციის გამო.
– არც ისე კარგი იდეაა. – მიმიხვდა მიდა, მაგრამ მზერა მაინც თბილი ჰქონდა. თითქოს შემრცხვა კიდეც საკუთარი საქციელის. – მოდი ვისაუზმოთ.
მაგიდასთან გაუბედავად მივედი. წეღანდელი რიხი დამკარგვოდა.
– შენი ძმა სადაა? – ჩუმად გადავულაპარაკე მიდას, თუმცა ხმამაღლა რომც მეთქვა მაინც მიდას გარდა ვერავინ გაიგებდა რუსულს.
– წავიდა. – მითხრა და თეფშზე ნამცხვარი გადმომიღო, რომელსაც საოცარი არომატი ჰქონდა.
– სად? – წუხანდელის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. იმედი მქონდა რომ დღეს დილით ვნახავდი და ბოდიშს მოვუხდიდი.
– არ ვიცი. დილაუთენია ცხენს მოახტა და წავიდა. – ინტერესით მიყურებდა, თითქოს ჩემი ცნობისმოყვარეობის მიზეზის დაზუსტება უნდოდა.
მთელი დღე არ გამოჩენილა. ჩემი ოთახის აივანზე ვიჯექი და ქალაქს გადავყურებდი. სახლისკენ მომავალ გზას თვალს არ ვაშორებდი. მეც არ ვიცი რატომ ველოდებოდი. დღე უსასრულოდ გაიწელა. რამდენჯერმე მიდამ ამომაკითხა და საუბრით შეეცადა გავერთე. ვერ ავაწყეთ. რაღაც მაღელვებდა და მაფორიაქებდა შინაგანად. მეც არ ვიცი რა. დაბლა სართულიდან რამდენჯერმე დედამთილ-მამამთილის კამათი გავიგონე, ერთი-ორჯერ მიდაც ჩაერია. ინტუიციით ვხვდებოდი რომ კამათის მიზეზი მე ვიყავი. საღამოს ქალბატონი ჰანა მტკიცე ნაბიჯით ამოვიდა აივანზე და მუხლებზე თავშალი დამიდო. მივხვდი – ჩემგან თავშალის ტარებას მოითხოვდნენ.
ჯერ მუხლებზე დავიხედე, მერე დედამთილს შევხედე. მისი მოტანილი ძღვენი ავიღე და უკანვე გავუწოდე. არ ვაპირებდი მათი მოთხოვნების შესრულებას. სახე შეეცვალა, გაბრაზდა და ამჯერად ბუზღუნს არ დასჯერდა, საკმაოდ მაღალ ტონალობაში მომმართა – სავარაუდოდ მლანძღავდა. მიდას გავხედე, რომელც იმ წუთას ამოვიდა აივანზე.
– არ დავიხურავ! – მტკიცედ ვუთხარი იმ იმედით, რომ დედამისს უთარგმნიდა.
– ევა, ჩვენი ტრადიციაა... – გაუბედავად წამოიწყო. – ამაში ცუდი რა არის? ქალს თავშალი უხდება კიდეც.
– სახლში რა აუცილებელია თავშალით ვიარო? გარეთ თუ გავალ დავიხურავ. – ცოტა უკან დავიხიე.
– ოთახში რომ იყო არაა აუცილებელი. აივანზე კი ხალხი გიყურებს.
– არც შენ ატარებ თავშალს. მის თავზე შემოჭერილ შავ ნაჭერს შევავლე თვალი.
ტუჩები აუთრთოლდა და თვალები აუწყლიანდა. არაფერი უთქვამს. შებრუნდა და კიბეები სწრაფი ნაბიჯებით ჩაიარა. რაღაცის თმქა დავაპირე, მაგრამ ვეღარ მოვასწარი. ვერ მივხვდი რა ვაწყენინე. მთელი ამ დროის მანძილზე ჰანას ხელში თავშალი ეჭირა და ჩვენ საუბარს თვალყურს ადევნებდა. რა თქმა უნდა ვერ მიხვდა მიდას რა ვუთხარი. გაავებული მიყურებდა. ბოლოს ისიც შებრუნდა და კიბეს ჩაუყვა. უკვე ვნანობდი საკუთარ სიჯიუტეს. აივნის მოაჯირთან მივედი. მინდოდა მომებრუნებინა და მეთქვა რომ დავიხურავდი იმ ოხერ თავშალს. მეორე სართულზე მდგარ სიდის მოვკარი თვალი. შთაბეჭდილება დამრჩა რომ დიდი ხანი იდგა იქ და ჩვენი კამათის თითოეული სიტყვა გაიგო. ნელა დაიძრა კიბისკენ. ჩამომავალ დედას ხელიდან თავშალი გამოართვა და აივანზე ამოვიდა. ასევე ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა და თავშალი ფრთხილად მომახურა თავზე. ერთ ადგილზე გავშეშდი. განძრევას კი არა რიტმულად სუნთქვასაც ვეღარ ვახერხებდი. ჯერ თმებზე ვიგრძენი მისი ძლიერი ხელები, მერე მხრებზე გამისწორა თავშალი. თითები მკლავზე ჩამოასრიალა და ხელის მტევანს დასწვდა. ტუჩებთან მიიტანა და ძალიან ნაზად მაკოცა თითებზე.
– ძალიან გიხდება. – მშვიდად ამოილაპარაკა და ოთახში შევიდა.
კარი რომ მიიხურა მერეღა ამოვისუნთქე. რაღაც საოცრება დამემართა. გული გამალებით მიცემდა. ყველა კუნთი დამჭიმვოდა და ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი. ერთადერთი რაც მოვახერხე ისევ აივანზე მდგარ სარწეველა სავარძელში ჩავჯექი. ოთახში შესვლა ვერ გავბედე. სანამ ის იქ იყო, არ შემძლო. არც იმ ღამეს დარჩენილა ჩემს ოთახში. დაახლოებით ნახევარ საათში გამოვიდა და კიბეს დაბლა დაუყვა.
ვერც იმ ღამეს შევძელი თვალის მოხუჭვა.

****
მეორე დილას მიდა არ გამოჩენილა. არც მე ჩავსულვარ სასაუზმოდ. საუზმე იმ ქალმა ამომიტანა ოთახში, რომელიც ჩემი ამ სახლში სტუმრობის პირველ დღეს შემოგვეგება კარებში. როგორც მერე გავიგე ნილი ერქვა. საუზმე მაგიდაზე დადო და თვითონ მაშინვე გავიდა. დილიდან ცუდ გუნებაზე ვიყავი, მიდასთან თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი და ეზოში ჩავედი. სახლს შემოვუარე და ეზოს სიღრმისკენ წავედი. ვერც კი წარმომედგინა სახლს უკან ამხელა ეზო თუ ჰქონდა. ნელი ნაბიჯით გავუყევი ბილიკს და მოშორებით სიდი დავინახე. თავლასთან იდგა და ულამაზეს წაბლიდფერ ქურანს ბალანს უვარცხნიდა. ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი.
– დილა მშვიდობის, – ორ ნაბიჯში გავჩერდი.
შემობრუნდა.
– დილა მშვიდობის. – სახეზე ემოცია არ დატყობია, ისევ ისეთი მშვიდი იყო როგორც ყოველთვის. – უკვე ისაუზმე?
თავი დავუქნიე.
– შენ არასდროს საუზმობ? – შევეცადე ამ კითხვაში ფარული აზრი „შენ სად საუზმობ?“ არ შემმჩნეოდა.
არაფერი მიპასუხა. მხოლოდ ოდნავ ჩაეღიმა.
– მიდაც არ ჩანს დილიდან.
არც ამჯერად მიპასუხა. ისევ თავის ცხენს მიუბრუნდა.
– გუშინ იქ... აივანზე, ჩვენი საუბარი მოისმინე?.. – მინდოდა მისგან მაინც გამეგო მიდას რა ვაწყენინე. – მე მგონი არც ისე კარგად გამომივიდა. მაგრამ გეფიცები არ მინდოდა. ვერც კი მივხვდი რა დავაშავე...
– მიდა ქვრივია. – არ მობრუნებულა ისე მითხრა.
– ღმერთო, ძალიან ვწუხვარ.
გამაოცა ამ ამბავმა. მიდა ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო იმისთვის რომ უკვე დაქვრივებულიყო. ისიც არ მეგონა საერთოდ გათხოვილი თუ იყო.
– ქვრივებს თავშალის ტარების უფლება არ აქვთ.
ახლაღა მივხვდი ჩემმა სიტყვებმა ასე რატომ ატკინა გული მიდას. მას რომც მოენდომებინა თავშალის ტარების უფლება არ ჰქონდა. ის მხოლოდ 21 წლის იყო და უკვე თავისი მეორე ნახევარის დაკარგვის სიმწარე გამოეცადა. მაინტერესებდა მისი სიყვარულის ისტორია. ან უყვარდა კი საკუთარი მეუღლე? აქ ქორწინება სულ სხვანაირად ესმოდათ. იქნებ ისიც ისე გაათხოვეს როგორც მათ უნდოდათ? იქნებ მასაც მოუყვანეს ვიღაც ბატონი და უთხრეს შენი ქმარიაო? იქნებ იმიტომ გლოვობს ქმარს რომ წესია ასეთი?
ვიცოდი სიდისთვის ამის კითხვა უტაქტობა იქნებოდა. ამიტომ არაფერი მიკითხავს და სახლისკენ წამოვედი. მთელი დღე აივანზე ვიჯექი და მიდას ველოდებოდი. ამჯერად თავშალი მქონდა მოხურული. ვხვდებოდი რომ თუ აქ მშვიდად ცხოვრებას ვაპირებდი, აქაურ წესებს გონიერების ფარგლებში მაინც უნდა დავმორჩილებოდი. თან გულის სიღრმეში თითქოს ამ ჟესტით სიდის მიმართ პატივისცემას გამოვხატავდი. დიახ, პატივს ვცემდი საკუთარ ქმარს. ვერ გეტყვით როდის, რა წამს მოახერხა, მაგრამ ფაქტია მე მას ვენდობოდი. პირველივე ფრაზიდან პირველივე შემოხედვიდან მივხვდი რომ ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომლს გულისთვისაც ასე თუ ისე ვეგუებოდი საკუთარ აბსურდულ მდგომარეობას. მისი იმედი მქონდა. მეგონა რომ მხოლოდ მას შეეძლო ჩემი შველა, საკმაოდ კაშკაშა ნათელ წერტილად მესახებოდა.
ბინდდებოდა მიდა რომ გამოჩნდა. მაშინვე ფეხზე წამოვდექი და დაბლა დავეშვი. კიბეებზე შევხვდი. მიხვდა რომ ველოდებოდი.
– მიდა... მე... არ ვიცოდი... – წამოვიწყე უხერხულად.
– ვიცი, არაფერია... – სევდიანად ამომხედა.
– ვილაპარაკოთ? – რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი რომ ჩემი ოთახისკენ ამავალი კიბეები გამენთავისუფლებინა,
უმწეოდ შემომხედა. მივხვდი არ იყო ახლა ჩემთან საუბრის ხასიათზე, მაგრამ არ უნდოდა გული მტკენოდა და წამომყვა.
– თუ არ გინდა ნურაფერს მომიყვები. – ოთახში შესვლისთანავე წამოვიწყე. – მე უბრალოდ მინდა აგიხსნა რომ შეიძლება უნებურად ვამბობ ან ვაკეთებ ისეთ რამეს რაც... რა ვიცი, შეიძლება რაღაც-რაღაცეები არც ისე კარგად გამომდის, მაგრამ შენ უზომო პატივს გცემ. საოცარი ადამიანი ხარ. ნათელი წერტილი, რომელიც ამ სახლში მოსვლის წუთიდან არსებობას მიადვილებს. შენით აღფრთოვანებული ვარ. ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ. მე არ ვიცი რას ნიშნავს იყო აქ ქვრივი, მაგრამ ვიცი როგორი რთულია დაკარგო ადამიანი, რომელსაც საკუთარ ნაწილად თვლიდე. – ცოტა ხნით შევისვენე. მოგონებები ყელში ბურთად გამეჭედა. – როცა გავაცნობიერე რომ მამა აღარ იყო... ეს არ გამიცნობიერება მისი გარდაცვალების დღეს, ბევრად გვიან მივხვდი რომ მამა ჩემ გევრდით აღარ იყო... მაშინ როცა უბრალოდ მინდოდა მეხარებინა რომ გამოცდა რომლისაც ძალიან მეშინოდა უმაღლეს ქულაზე ჩავაბარე. მეთქვა რომ როგორც იქნა მართვის მოწმობის აღება გადავწყვიტე. მეთქვა რომ... უბრალოდ მეთქვა როგორი დაღლილი ვიყავი საღამოობით, როგორ მენატრებოდა მასთან ერთად ჩაის დალევა და როგორ მაკლდა ყოველ წუთს.
გავჩუმდი. მიდა ცრემლმორეული მიყურებდა. მივხვდი მისი სათქმელი ვთქვი. როგორი წარმოდგენაც არ უნდა მქონოდა აქაურ ქორწინებაზე მიდას თავისი ქმარი უყვარდა.
– პირველად რომ ვნახე 16 წლის ვიყავი. – სახეზე ღიმილი გადაეფინა და ისე დაიწყო. – სიდისთან ერთად მოვიდა ჩვენთან. ფანჯრიდან დავინახე. ახლაც კი მახსოვს ის შეგრძნებები – საკუთარი სხეულის თითოეული უჯრედი ვიგრძენი. ძალიან მომეწონა... შემიყვარდა. – სავარძელზე გადაწვა და თვალები დახუჭა. – ვიცოდი რომ ჩემ გრძნობებზე ხმამაღლა საუბარი არ შეიძლებოდა. ჯერ იმიტომ რომ ქალს ამაზე საუბრის უფლება საერთოდ არა აქვს და მეორეც იმიტომ რომ ის სიდის სტუმარი იყო. სტუმარი ოჯახში აბსოლუტურად სუფთა გულით უნდა შემოდიოდეს. ამ შემთხვევაში არც ჰადის ჰქონდა ამაზე საუბრის უფლება. ამაზე ვერც ვიოცნებებდი. მერე გავიგე ვინც იყო – ჩვენი წარმომავლობის ადამიანის შვილი, ასე ვთქვათ ჩემი ძმა მისი ბატონი იყო. ასეთ ქორწინებებს აქ დიდად არ წყალობენ. ანუ მე ჩემზე დაბალი ფენის წარმომადგენელზე ვიყავი ყურებამდე შეყვარებული. მეშინოდა ამაზე ფიქრისაც კი... სანამ ერთ საღამოს... მაშინ სროლაში შეჯიბრება იმართებოდა. ეს ყოველწლიური ტრადიციაა. ქალაქის მთელი ახალგაზრდობა იღებს მონაწილეობას. საუკეთესო მსროლელს კი უფლება აქვს მოითხოვოს ნებისმიერი რამ ჯილდოდ. იმ წელს მან მოიგო და ჩემი თავი მოითხოვა. – ისევ იღიმოდა. – ეს წარმოუდგენელი თავხედობა იყო. მაშინ 18 წლის ვიყავი. მთელი ორი წელი თითქმის ყოველდღე ისე ვხვდებოდით, რომ ერთი საალერსო სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. ვერც კი წარმოვიდგენდი რამეს თუ გრძნობდა ჩემ მიმართ. მერე მითხრა შენი ყოველი შემოხედვა ძალას მართმევდა ხელებში და თავს პატარა ბავშვივით დაუცველად ვგრძნობდიო. იცი, ვკითხე კიდეც, მთელი ქალაქის წინაშე რომ მოითხოვე ჩემზე ქორწინება მე რომ სხვა მყვარებოდა-მეთქი? იცი რა მიპასუხა? მაშინ რა თქმა უნდა ქორწინებაზე უარს ვიტყოდი და ცხოვრების ბოლომდე შენს ყმად დავრჩებოდიო. თუ მეცოდინებოდა რომ ბედნიერი იქნებოდი, ჩემი ხელით მიგიყვანდი მასთანო. ეს აქაურობისთვის წარმოუდგენელი საქციელია. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ასე მოიქცეოდა. აქ შენი სიყვარულის სხვისთვის გადალოცვა წარმოუდგენელია. აქ ვაჟკაცი მაშინ ხარ როცა საკუთარი მიზნის მიღწევა ნებისმიერ ფასად შეგიძლია. მე მაშინ მივხვდი რომ ყველაზე დიდი ვაჟკაცობა ისაა, როცა შეგიძლია საკუთარ სურვილებზე უარი თქვა და სხვისი სურვილებით იცხოვრო. – წამოიმართა და წელში გასწორდა. – მოკლედ მან მაშინ გაბედა და ჩემი თავი მოითხოვა. ჩემი ძმის თვალები არ დამავიწყდება არასდროს. პირველად მე შემომხედა. დაბნეული და შეშფოთებული იყო, იცოდა ჰადი ის ადამიანი არ იყო ვინც ასეთ სიტყვებს უბრალოდ წამოისროდა. მე უარესად დაბნეული ვიყავი. საკუთარ ფიქრებთან და გრძნობებთან ყოველთვის მარტო ვრჩებოდი და ჩემთვის თუნდაც ჰადისგან გრძნობების აღიარება ძალიან მოულოდნელი იყო, თან ასე ყველას თავლწინ. ერთადერთი რაც მოვახერხე თავი დავხარე და თვალები დავხუჭე. მაშინ უბრალოდ ჩემ ძალებს აღემატებოდა ამ ყველაფრის ყურება. იმის გაფიქრებაც არ მინდოდა რომ სიდი არ დათანხმდებოდა. სიდი ჩემთან მოვიდა, ხელი მომკიდა და თავი ამაწევინა. დაახლოებით ორი წუთი მიყურა თვალებში მერე ჩემი ხელი აიღო და ჰადის ჩაუდო ხელში. მაშინ პირველად შევეხე. ახლაც მახსოვს როგორ ჩაიკარგა მის თბილ და ძლიერ ხელებში ჩემი აკანკალებული თითები. მას მერე აღარც გაგვიშვია ერთმანეთისთვის. სულ რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ ერთად. – გაჩუმდა, წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. მეც ჩუმდ ვიჯექი და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე. – დაუფიქრებლად გავცვლიდი მთელ ცხოვრებას იმ რამდენიმე თვეში. – შემობრუნდა და ღიმილის მიუხედავად მასაც ცრემლი უბრწყინავდა თვალებზე. – ჰადი ერთადერთი იყო ჩემ ცხოვრებაში... სხვას აღარაფერს აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის მნიშვნელობა არასდროს ჰქონია, ოდესმე შევძლებ თუ არა თავშალის ტარებას, უბრალოდ მტკივნეული იმის გაცნობიერებაა, რომ მის ნაჩუქარ უამრავ თავშალს მხოლოდ შორიდან შემიძლია ვუყურო. ჩემთვის ცხოვრება მხოლოდ ის რამდენიმე თვეა. – ისევ ფანჯრისკენ მიტრიალდა და გაჩუმდა. – იცი, – ყრუ, შეცვლილი ხმით წამოიწყო. – ჩვენში არსებობს ასეთი ტრადიცია, თუ ქვრივ ქალს შვილი არ ჰყავს და... ჩვენი სარწმუნოება ასეთ შემთხვევაში თვითმკვლელობას ამართლებს. – შევკრთი, ბოლომდე არ მინდოდა ჩავღრმავებოდი რას ამბობდა მიდა. შემეშინდა. – ვფიქრობდი კიდეც ამაზე... მაგრამ მერე სიდი შემეცოდა. მხოლოდ სიდი შემეცოდა. ჩემი მშობლებისთვის საამაყოც კი იქნებოდა ჩემი ასეთი საქციელი. ეს ქალს გმირის სტატუსს ანიჭებს. ვხვდები ახლა შენთვის რამდენად რთული გასაგებია ეს ყველაფერი, როგორ შეუძლია მშობელს შვილის მიმართ ასეთი იყოს, მაგრამ... მაგალითად როგორი მძიმე ცოდვაა მკვლელობა... მაგრამ როცა მამაკაცი ომში მიდის რაც მეტ მტერს მოკლავს უფრო დაფასებულია. ასეა ესეც... აქ ეს ქცევის ნორმაა, დაბადებიდან ასე გვზრდიან. ამაში ჩვენთვის უჩვეულო არაფერია.
– სიდიც ხომ აქ იზრდებოდა? – ძლივს ამოვიღე ხმა. – ამ კანონზომიერებით მისთვისაც მისაღები უნდა იყოს... – ხმა ჩამიწყდა.
– სიდი ჩემ წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობს.
– რატომ? მისი რა ბრალი იყო?
– ის ტყვია ჰადი რომ იმსხვერპლა, სიდისთვის იყო განკუთვნილი. – შემომხედა. გაუსაძლისი ტკივილი იკითხებოდა მის თვალებში. – ჰადი სიდის გადაეფარა. იცი რა იყო ყველაზე რთული? ვერ ვგლოვობდი ისე როგორც მინდოდა. არ მინდოდა ჩემი ძმისთვის ჩემი გაუსაძლისი ტკივილი დამენახებინა. ის ჩემზე მეტად განიცდიდა.
მე უკვე დაუფარავად ვტიროდი. ეს ყველაზე მძიმე ისტორია იყო რაც აქამდე მომესმინა. ჩემ წინ იდგა ქალი, რომელსაც ყველა მიზეზი ჰქონდა იმისა რომ ძმის მიმართ გულის სიღრმეში მაინც ჰქონოდა წყენა ან თუნდაც ბრაზი, მაგრამ ამის მიუხედავად საკუთარ ცხოვრებას მის კეთილდღეობაზე აგებდა.
მიდა მოსვლის დღიდან მომწონდა და მიყვარდა, მაგრამ ახლა მე მას უზომო პატივს ვცემდი. ის იყო ყველაზე ძლიერი ადამიანი ვისაც კი აქამდე შევხვედროდი. თითქმის გათენებამდე ვსაუბრობდით. მისთვისაც სასიკეთო იყო ეს ყველაფერი. ემოციებისგან და ნეგატიური აზრებისგან იცლებოდა, მე კი ეს ყველაფერი ძალას მმატებდა. საკუთარი პრობლემები რომელიღაც თავლუწვდენელ კუნჭულში მიიჩქმალა. როცა ადამიანს ამდენის გადატანა შეეძლო ჩემი მდგომარეობა რა მოსატანი იყო.
მზე კარგად ამოსული იყო, როცა ჩამეძინა. მთლი დღე მეძინა. საღამოს ავდექი და აივანზე გავედი. ეზოში მიდა დავინახე და მეც დაბლა დავეშვი. წუხანდელი მწუხარება თითქოს სადღაც გამქრალიყო, ისევ ის მიდა იყო აქ მოსვლის დღეს რომ გავიცანი, – გულღია და თბილი. მხოლოდ დიდრონი შავი თვალები ისევ უწინდებურად აწყლიანებული ჰქონდა.
– საღამო მშვიდობის. – გამიღიმა და ეზოში სკამზე ჩამოჯდა.
– რა რიცხვია დღეს? რამდენი დღე მეძინა? – გავუცინე მეც და გვერდით ჩამოვუჯექი.
– გუშინ ამალისთან რომ ვიყავი შენ გიკითხა. თუ გინდა წავიდეთ სტუმრად.
– ამალისთან იყავი? – გაკვირვებით შევხედე.
– კი, – თავი დამიქნია. – ამალი ჩემი დედამთილია. ჰადი მისი შვილი იყო. როცა ვინმესთან საუბარი მჭირდება, მასთან მივდივარ ხოლმე. არც შენ გაწყენდა მისი დარიგებები.
გაოგნებული ვუყურებდი. ახლაღა მივხვდი რას გულისხმობდა ამალი როცა მითხრა ბატონი სიდი ჩემთან ვალშიაო. მისმა შვილმა მას სიცოცხლე აჩუქა. გული ჩამწყდა – მივხვდი რომ ჩემი ქორწინება თავიდან ბოლომდე ამალის დამსახურება იყო. მე ბატონი სიდის ის მოვალეობა ვიყავი, რომელიც ამალიმ აჰკიდა ზურგზე. ვინ იცის რამდენად არასასურველი, შემაბრკლებელი მოვალეობა. აქედან გაქცევის დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა.
მიდამ ოთახიდან თავშალი ჩამომიტანა და ამალისთან წავედით. ძალიან გაუხარდა ჩვენი დანახვა და ტრადიციულად უგემრიელესი ჩაით გაგვიმასპინძლდა. ისე ვგრძნობდი თავს – მრავალი წლის მერე მშობლიურ სახლში რომ დაბრუნდები და საოცარი სიმყუდროვეს გრძნობ. ამ ცოტა ხანში ამალი ძალიან ახლობელი ადამიანი გახდა ჩემთვის. საკუთარ დედასთანაც კი ვერ ვგრძნობდი თავს ასე როგორც მასთან. დედაჩემი დიდად არასდროს ზრუნავდა ჩემზე, მამასთან ვიზრდებოდი. დედა ძირითადად მოგზაურობდა და ჩემთან იშვიათად იყო. თავიდან ბლოგერობაც ამიტომ გადავწყვიტე. მინდოდა მეც ბევრი მემოგზაურა და ასე უფრო დავახლოებოდი დედას. მერე მივხვდი რომ საქმე მოგზაურობაში არ იყო. მას უბრალოდ სიამოვნებას თავისუფლებს შეგრძნება ანიჭებდა. მე და მამა ალბათ რაღაცით ამ თავისუფლების დაბრკოლებად ვიქეცით. მამა ჩემზე ბევრად ადრე მიხვდა ამას და გაუშვა. გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი. მეც ვისწავლე უიმისოდ ცხოვრება. ახლა კი ვუყურებდი ამალის და ვფიქრობდი, დედაჩემს ამის მეათედი მზრუნველობა მაინც რომ ჰქონოდა ალბათ ახლა აქ არ ვიქნებოდი.
საკმაოდ გვიან წამოვედით ამალისგან. გზაში ისე სხვათაშორის ვკითხე მიდას.
– სად არის შენი ძმა? სახლში თითქმის ვერასდროს ვხედავ და...
– სიდი ძალიან ბევრს მუშაობს. სახლში იშვიათად მოდის ხოლმე.
– წარმოუდგენელია. – მოჩვენებითი დრამატულობით შევიცხადე. – ბატონიშვილები მუშაობენ?
მიდას მხოლოდ გაეცინა, არაფერი უთქვამს.
სახლში იმდენად დაღლილი მივედი რომ მაშინვე ჩამეძინა – ტრადიციულად ტანსაცმლიანად. უკვე ღრმა ძილში ვიყავი რომ კარზე ფრთხილმა კაკუნმა გამაღვიძა. მაშინვე წამოვხტი, მაგრამ კარის გაღებას ვერ ვბედავდი. კაკუნი განმეორდა. კართან მივედი და გაუბედავად გადავატრიალე გასაღები. ზღურბლზე სიდი იდგა. მძიმედ სუნთქავდა და ხელით კარების ჩარჩოს ეყდნობოდა. მიპატიჟებას არ დალოდებია ისე შემოვიდა ოთახში და სინათლეზე დავინახე რომ შავ მაისური მხართან ერთიანად სველი ჰქონდა. შუბლი დაცვაროდა და ხელებზე წითელი ლაქები შერჩენოდა. ხელები პირზე ავიფარე და წამოვიყვირე – დაჭრილი იყო.
– ღმერთო, რა მოხდა? – უნებურად ქართულად ვკითხე. იმან თავის ენაზე მიპასუხა რაღაც და როგორც შეძლო გამიღიმა.
ცოტა გონზე მოსვლა რომ შევძელი, ხელი მოვკიდე და საწოლზე ჩამოვსვი. თვითონ კი სუფთა ნაჭრების ძებნა დავიწყე რომ ჭრილობა მომეწმინდა.
– აფთიაქი პირველ სართულზეა. – მითხრა და მაისურის გახდას შეეცადა.
მაშინვე გავიქეცი და მთელი ლაზარეთის სამყოფი სახვევები და სადეზინფექციო საშუალება მოვიტანე. თითონ მაისურის გახდა მოეხერხებინა და ახლა ჭრილობის შეთვალიერება შემეძლო. მარცხენა მხარზე აშკარად ეტყობოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა. მართალია მხოლოდ კანი იყო დაზიანებული, მაგრამ სისხლი კი სდიოდა.
– შეძლებ? – მკითხა როგორც კი ერთ ადგილზე გაშეშებული დამინახა.
თავი დავუქნიე და გვერდით ჩამოვუჯექი. ჯერ ისევ მიკანკალებდა თითები. ღრმად ჩავისუნთქე და ჭრილობის გასუფთავება დავიწყე. ჯერ ფრთხილად შევეხე. მერე უფრო გაბედულად. საკმაოდ ახლოს ვიჯექი მასთან მისი სხეულის სიახლოვე თავბრუს მახვევდა. ძლიერი აღნაგობა ჰქონდა. მიუხედავად მდგომარეობისა წელში გამართული იჯდა და არც კი ირხეოდა. ალბათ ჩემი თითოეული შეხებისას ეწვოდა კიდეც ჭრილობა, მაგრამ არ იმჩნევდა. მხოლოდ დაცვარულ შუბლზე ეტყობოდა ტკივილი.
– რა მოხდა? – როგორც იქნა თვალი მოვწყვიტე მის შიშველ ტორსს.
– ცხენიდან ჩამოვვარდი. – ღიმილით მითხრა.
– არც კი გკითხავ სად მიაჭენებდი მაგ შენს ბედაურს.
არაფერი მიპასუხა. საკმაოდ დაძაბული ცხოვრება უნდა ჰქონოდა. მიდას თქმით ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უცდიათ მისთვის სროლა. მაშინ როცა ამ ამბავს მიდას ქმარი ემსხვერპლა. აი ახლაც... და ვინ იცის კიდევ რამდენჯერ...
– ნეტავ რამდენი სიცოცხლე გაქვს? – უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე ვიდრე მისთვის.
გაიგო. მთელი სხეული დაეძაბა. მივხვდი მასაც ის შემთხვევა გაახსენდა. იმაზე მეტად განიცდიდა ვიდრე მიდა წარმოიდგენდა. ორ წამში შეიცვალა. ხელები მომუშტა. საფეთქელზე ძარღვი აუთამაშდა და თვალები ჩაუმუქდა.
ჭრილობის მოწმენდა აღარ მაცალა, თვითონვე გადაიხვია და მაისურს დაწვდა.
– დასვრილია. – მაისური გამოვართვი, – ახალს მოგიტან... თუ მეტყვი სად გაქვს ტანსაცმელი. – ქვევიდან ავხედე. მაინტერესებდა მთელი ეს პეროიოდი სად ათევდა ღამეს. ჩემთან არ მოდიოდა. იმ იშვიათ შემთხვევებში კი როცა უნებურად გადავწყდებოდით ერთმანეთს შესაშურად კარგად გამოიყურებოდა და სულაც არ ეტყობოდა რომ მთელი ღამის ნამუშევარი იყო (როგორ მიდა მარწმუნებდა).
არაფერი უთქვამს, წამოდგა და კარადასთან მივიდა. ჩემდა გასაკვირად სწორედ ჩემ ოთახში ეწყო მისი ტანსაცმელები. მთელი ამ ხნს მანძილზე თავში აზრად არ მომსვლია კარადაში შეხედვა. ჩემი ნივთებიც ჯერ ისევ ჩანთაში მეწყო ისევ ისე ხელუხლებელი როგორც პირველ დღეს. ეს ერთადერთი იყო რაც საკუთარ თავს ვერაფრით ვაიძულე. სიდიმაც დაინახა კარადასა და კედელს შორის შეჩურთული ჩანთა. ნაღვლიანად შემომხედა – მიხვდა რატომაც არ მეწყო ჩემი ნივთები კარადაში.
– ევა... – ჩუმი, თბილი ხმით წამოიწყო. – დიდხანს მოგიწევს აქ დარჩენა.
არაფერი მითქვამს, მხოლოდ ხელისგულები გამიოფლიანდა საგრძნობლად.
– ვიცი... – ჩუმად ამოვიჩურჩულე უნებურად ათრთოლებული ტუჩები რომ დამემორჩილებინა და თავი დავხარე.
ღრმად ამოისუნთქა და ჩემკენ წამოვიდა. თავი არ ამიწევია, ისევ იატაკს ჩავშტერებოდი და გულმოდგინედ ვცდილობდი წამწამზე მოქანავე ცრემლი შემეკავებინა. წინ დამიდგა, გადმოიხარა და ფრთხილად მაკოცა ლოყაზე. ისევ არ გავნძრეულვარ. მაისური, რომელიც აქამდე ისევ ხელში ეჭირა, გადაიცვა და კარისკენ წავიდა.
– აქ რატომ მოხვედი? – თითქმის ოთახიდან გასულს მივაძახე.
გაჩერდა. არც კი მობრუნებულა.
– დაჭრილი მხრით ჩემთან რატომ მოხვედი? – დავუკონკრეტე. – ალბათ მიდა ან დედაშენი უფრო...
– შენ ალბათ ყველაზე ნაკლებად შეგაშინებდა. – არ დამამთავრებინა.
– რა...
– ჩემი დაჭრილი მხარი... შენ ალბათ ბევრად საღი გონებით შეხვდებოდი ამ ამბავს. – არც კი მობრუნებულა ისე მითხრა და კარი გაიხურა.
გული საშინლად მეტკინა. ჩემთან ისე მოვიდა, როგორც ნებისმიერ უცხოსთან მივიდოდა. დის და დედის ნერვებს გაუფრთხილდა. ჩემი ნერვების სიძლიერეში დარწმინებული იყო. ფიქრობდა რომ სულაც არ მადარდებდა რა დაემართებოდა. ფიქრობდა რომ... უცხოდ მთვლიდა.
გული ჩამწყდა... მე მისთვის სხვა ვიყავი. მე არც მისი კანონებით ვიყავი მისი მეუღლე. არც ის მთვლიდა ოჯახად. მე მხოლოდ მოვალეობა ვიყავი. იმაზე მტკივნეული აღმოჩნდა ამ ყველაფრის გაცნობიერება ვიდრე წარმომედგინა



№1  offline ადმინი შამანი

დაა..და.. დამმ... როგორ ველოდი heart_eyes
ყველაზე მაგარი მყავხარ შენ! heart_eyes
ახლა წავიკითხავ და ვისიამოვნებ...
გუშინ ისე დამაინტრიგე,რომ ვეცადე ყველანაირად მალე წამოვსულიყავი სახლში...
მიყვარხარ თინ kissing_heart
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline წევრი lilsunshine

ასეთი დახვეწილი წერის მანერა, დეტალებამდე გათვლილი შინაარსი, ემოციებით დატვირთული ნაწარმოები-დიდი ხანია არ მინახავს. პერსონაჟები ხომ ცალკე ამბავია. უზომოდ შემიყვარდა მიდა,უძლიერესია!!! სიდის ღირსება აღმაფრთოვანებს! მართლა გეუბნები , ვგიჟდები ამ ნაწარმოებზე უკვე და პირველივე თავის კითხვისას,მომინდა წიგნად გამოცემულიყო.. მართლა,საოცრება ხარ! სუპერი. მოკლედ, მე მოგყვები ბოლომდე! ❤️

 


№3  offline წევრი Green))

არ ვიცი რა გითხრა რა.. ამ საიტზე იმდენი კარგი მწერალია, მაგრამ ზოგი საშინლად არაპუნქტუალურია, ზოგს რაღაცნაირად ცუდი დამოკიდებულება აქვს მკითხველთან და ა.შ. აი შენ თინა ის უიშვიათესობა ხარ პუნქტუალურობა, მკითხველთან ურთიერთობა, წერის სტილი ყველაფერი აი სულ ყველაფერი რომ შესანიშნავი და გასაგიჟებელია heart_eyes ვგიჟდები მე შენზე.. heart_eyes შენს ყველა ისტორიაზე.. heart_eyes აი ეს ისტორია კი როგორც ვამბობდი ნამდვილი სასწაულია heart_eyes დაუსრულებლად მინდა ვიკითხო heart_eyes kissing_heart

 


№4 სტუმარი lizazu

მხოლოდ ერთი სიტყვით შემიძლია გადმოვცე ჩემი ემოცია, საოცრებაა. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და უკვე ვეღარ ვითმენ როდის დადებ შემდეგ თავს. მხოლოდ ერთს გთხოვ, რომ ცუდად არ დაამთავრო, თორე ვერ გადავიტან მართლა. heart_eyes kissing_heart

 


№5 სტუმარი Guest A14

არ მეყო, მიუხედავად დიდი მოცულობისა არ მეყო და კიდევ მინდა! <3

 


№6 სტუმარი ემი

ძალიან ემოციური იყო... ვგიჟდები, როგორ ახერხებ ამას... მატირე მიდაზეც, სიდიზეც და ჩვენ გოგოზეც...

პ.ს. ტრადიციას არ არღვევ და როგორც წესი, შენი მამაკაცი პერსონაჟები ძალიან ღირსეულები არიან... heart_eyes გეუბნები, ჩავრჩები მე შენს ისტორიებში და დამტოვებ გაუთხოვარს smile

 


№7 სტუმარი Guest just me

იცი როგორია? კითხვისას ფიქრობ, რომ მთავარი გმირი ხარ, განიცდი.. ამ კიბეებს თავად ავდივარ და ჩავდივარ.. ცხენიც დავინახე და ჭრილობაზე თვალიც გამიშტერდა.. გაქცევაც მინდა და დარჩენაც...
..............
მადლობა ნიკოლ

 


№8  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გიმეორებ, ვგიჟდები შენს გმირ მამაკაცებზე....
ვაბოდებ : დ
ასეთი ძლიერი და ღირსეული გმირები მე არც ერტ მოთხრობაში და არც ერთ წიგნში არ წამიმითხავს.
ვხვდები უკვე საიტ მიდის ამბავი და ისიც ვიცი ბოლო რა იქნება...
მმმ როგორ ველიიი.

 


№9  offline წევრი Diosa Dela Tristeza

მიდა სასწაული გოგოა❤❤❤საოცარი ქალია ნამდვილად ძლიერი და ღირსეული❤❤❤სიდი კიდე ნამდვილი შეუფასებელი მამაკაცია❤❤❤უკვე ძალიან მომწონს მიდა და სიდი❤❤❤ნუ რა ვთქვა არ ვიცი სიგიჟემდე მომწონს❤❤❤და მეც გამიჩნდა სურვილი წიგნად დაბეჭდილიყო ეს ნაწარმოები❤❤❤❤მართლაც სხვა სამყაროში გვამოგზაურებ და ეს ძალიან საინტერესო და განსხვავებულია ❤❤არაჩვეულებრივად გაქვს გამოხატული ემოციები❤❤❤თავს მათთან ძალიან ახლოს ვგრძნობ❤ისე ნათლად გაქვს მოვლენები აღწერილი❤❤❤
სასწაული მოთხრობაა❤❤❤❤
მადლობა ამ ემოციების და უდიდესი სიამოვნებისთვის, რასაც მე ამ მოთხრობის კითხვისას განვიცდი❤❤❤

 


№10 სტუმარი Tako

წერის სტილი გაქვს საოცარი, უზომოდ საინტერესოდ აღწერ ყველაფერს, ემოცია, დიალოგები..❤❤ მეგონა წიგნს ვკითხულობდი, რომელიც მსგავსი ტრადიციის ქვეყნებში მომხდარ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობითაა დაწერილი.. ძალიან ნიჭიერი ხარ, ძალიან გთხოვ ცუდად არ დაამთავროოო რაა

სიდი შემიყვარდა განსაკუთრებულად❤❤❤შენი მოთხრობების კითხვა უნდა დავიწყო ახლავე❤❤❤

 


№11  offline წევრი Salo me

საუკეთესო ხარ. გელოდები მოუთმენლად ♥♥♥♥
--------------------
Sally

 


№12 სტუმარი Guest nine

ვაიმეე რა მაგარიააა..ემოციუურია და ყველაფერიი გასაგებად არის გადმმოცემული...მოუთმენლად ველოდებიი შემდეგ თავს..ძალიაან მომწოონსს ძაალიაან..ვერ გადმოვცემ ისე მომწოონნნსსსს...მგონი ლიკა ტურქული სერიალი "სილა" იგულისხმა :)წარმატეეებბეებიი ჩემო კაარგოოო

 


№13  offline წევრი Salo me

Guest nine
ვაიმეე რა მაგარიააა..ემოციუურია და ყველაფერიი გასაგებად არის გადმმოცემული...მოუთმენლად ველოდებიი შემდეგ თავს..ძალიაან მომწოონსს ძაალიაან..ვერ გადმოვცემ ისე მომწოონნნსსსს...მგონი ლიკა ტურქული სერიალი "სილა" იგულისხმა :)წარმატეეებბეებიი ჩემო კაარგოოო

ისე მეც სილა გამახსენდა ამის კითხვისას.
--------------------
Sally

 


№14  offline მოდერი nicol

შამანი
დაა..და.. დამმ... როგორ ველოდი heart_eyes
ყველაზე მაგარი მყავხარ შენ! heart_eyes
ახლა წავიკითხავ და ვისიამოვნებ...
გუშინ ისე დამაინტრიგე,რომ ვეცადე ყველანაირად მალე წამოვსულიყავი სახლში...
მიყვარხარ თინ kissing_heart

ჩემო თბილო heart_eyes

lilsunshine
ასეთი დახვეწილი წერის მანერა, დეტალებამდე გათვლილი შინაარსი, ემოციებით დატვირთული ნაწარმოები-დიდი ხანია არ მინახავს. პერსონაჟები ხომ ცალკე ამბავია. უზომოდ შემიყვარდა მიდა,უძლიერესია!!! სიდის ღირსება აღმაფრთოვანებს! მართლა გეუბნები , ვგიჟდები ამ ნაწარმოებზე უკვე და პირველივე თავის კითხვისას,მომინდა წიგნად გამოცემულიყო.. მართლა,საოცრება ხარ! სუპერი. მოკლედ, მე მოგყვები ბოლომდე! ❤️

ძალიან დიდი მადლობა kissing_heart
მიხარია თუ ბოლომდე ჩვენთან დარჩები heart_eyes

Green))
არ ვიცი რა გითხრა რა.. ამ საიტზე იმდენი კარგი მწერალია, მაგრამ ზოგი საშინლად არაპუნქტუალურია, ზოგს რაღაცნაირად ცუდი დამოკიდებულება აქვს მკითხველთან და ა.შ. აი შენ თინა ის უიშვიათესობა ხარ პუნქტუალურობა, მკითხველთან ურთიერთობა, წერის სტილი ყველაფერი აი სულ ყველაფერი რომ შესანიშნავი და გასაგიჟებელია heart_eyes ვგიჟდები მე შენზე.. heart_eyes შენს ყველა ისტორიაზე.. heart_eyes აი ეს ისტორია კი როგორც ვამბობდი ნამდვილი სასწაულია heart_eyes დაუსრულებლად მინდა ვიკითხო heart_eyes kissing_heart

ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა ჩემო მწვანე heart_eyes
მხოლოდ და მხოლდ ასეთი სიტყვების გამო შემიძლია ღამე გავათენო და მეორე დღეს ახალი თავი დაგახვედროთ, ძალიან მიყვარხართ ყველა kissing_heart
--------------------
თინა ნიკოლ

 


№15  offline აქტიური მკითხველი grafo

აქ გიპასუხებ წინა თავის კომენტარზეც smile . 1. მიჭირს ასე დაკონკრეტება, რადგან მთელი რიგი "მულწიკებია" ამ ისტორიაში თავმოყრილი. აგერ თურქულ სერიალსაც შეადარეს smile .
2. ნიკოლ, უკვე დიდი გოგო ხარ საჯაროდ ცრუ დაპირებებისთვის. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა smiley smiley .

ან სულ ოთახშია ეს გოგო ან თუ გამოდის სულ იბღვირება და ყველას ნერვებს უშლის და რა საინტერესოა, სხვა რამეს რატომ ელოდა სიდისგან?!

 


№16  offline მოდერი nicol

lizazu
მხოლოდ ერთი სიტყვით შემიძლია გადმოვცე ჩემი ემოცია, საოცრებაა. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და უკვე ვეღარ ვითმენ როდის დადებ შემდეგ თავს. მხოლოდ ერთს გთხოვ, რომ ცუდად არ დაამთავრო, თორე ვერ გადავიტან მართლა. heart_eyes kissing_heart

ჩემო ლიზაზუ kissing_heart
ყოველ საღამოს ახალ თავს გპირდები kissing_heart
აი დასასრული კი ჯერ მე თვითონაც არ ვიცი როგორი ექნება
--------------------
თინა ნიკოლ

 


№17  offline წევრი Trocodeo

ძალიან კარგია.....,მიყვარს თქვენი შემოქმედება.

 


№18  offline მოდერი nicol

Guest A14
არ მეყო, მიუხედავად დიდი მოცულობისა არ მეყო და კიდევ მინდა! <3

kissing_heart bowtie heart_eyes

ემი
ძალიან ემოციური იყო... ვგიჟდები, როგორ ახერხებ ამას... მატირე მიდაზეც, სიდიზეც და ჩვენ გოგოზეც...

პ.ს. ტრადიციას არ არღვევ და როგორც წესი, შენი მამაკაცი პერსონაჟები ძალიან ღირსეულები არიან... heart_eyes გეუბნები, ჩავრჩები მე შენს ისტორიებში და დამტოვებ გაუთხოვარს smile

ჩემი თაფლი გოგო ხარ შენ

Guest just me
იცი როგორია? კითხვისას ფიქრობ, რომ მთავარი გმირი ხარ, განიცდი.. ამ კიბეებს თავად ავდივარ და ჩავდივარ.. ცხენიც დავინახე და ჭრილობაზე თვალიც გამიშტერდა.. გაქცევაც მინდა და დარჩენაც...
..............
მადლობა ნიკოლ

მადლობა შენ ჩემო კარგო heart_eyes

ლორელაი
გიმეორებ, ვგიჟდები შენს გმირ მამაკაცებზე....
ვაბოდებ : დ
ასეთი ძლიერი და ღირსეული გმირები მე არც ერტ მოთხრობაში და არც ერთ წიგნში არ წამიმითხავს.
ვხვდები უკვე საიტ მიდის ამბავი და ისიც ვიცი ბოლო რა იქნება...
მმმ როგორ ველიიი.

ლორე heart_eyes heart_eyes
მადლობა ჩემო გოგო.
ხომ იცი ჩემთვის როგორი მნიშვნელოვანია შენი შეფასება

gvanciko_gvancunia
მიდა სასწაული გოგოა❤❤❤საოცარი ქალია ნამდვილად ძლიერი და ღირსეული❤❤❤სიდი კიდე ნამდვილი შეუფასებელი მამაკაცია❤❤❤უკვე ძალიან მომწონს მიდა და სიდი❤❤❤ნუ რა ვთქვა არ ვიცი სიგიჟემდე მომწონს❤❤❤და მეც გამიჩნდა სურვილი წიგნად დაბეჭდილიყო ეს ნაწარმოები❤❤❤❤მართლაც სხვა სამყაროში გვამოგზაურებ და ეს ძალიან საინტერესო და განსხვავებულია ❤❤არაჩვეულებრივად გაქვს გამოხატული ემოციები❤❤❤თავს მათთან ძალიან ახლოს ვგრძნობ❤ისე ნათლად გაქვს მოვლენები აღწერილი❤❤❤
სასწაული მოთხრობაა❤❤❤❤
მადლობა ამ ემოციების და უდიდესი სიამოვნებისთვის, რასაც მე ამ მოთხრობის კითხვისას განვიცდი❤❤❤

მადლობა სენ ამ კომეტარში ჩატეული ამდენი ემოციისთვის kissing_heart

Tako
წერის სტილი გაქვს საოცარი, უზომოდ საინტერესოდ აღწერ ყველაფერს, ემოცია, დიალოგები..❤❤ მეგონა წიგნს ვკითხულობდი, რომელიც მსგავსი ტრადიციის ქვეყნებში მომხდარ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობითაა დაწერილი.. ძალიან ნიჭიერი ხარ, ძალიან გთხოვ ცუდად არ დაამთავროოო რაა

სიდი შემიყვარდა განსაკუთრებულად❤❤❤შენი მოთხრობების კითხვა უნდა დავიწყო ახლავე❤❤❤

მიხარია შენი სახით კიდევ ერთი მკითხველი kissing_heart

Salo me
საუკეთესო ხარ. გელოდები მოუთმენლად ♥♥♥♥

მადლობა სალომე

Guest nine
ვაიმეე რა მაგარიააა..ემოციუურია და ყველაფერიი გასაგებად არის გადმმოცემული...მოუთმენლად ველოდებიი შემდეგ თავს..ძალიაან მომწოონსს ძაალიაან..ვერ გადმოვცემ ისე მომწოონნნსსსს...მგონი ლიკა ტურქული სერიალი "სილა" იგულისხმა :)წარმატეეებბეებიი ჩემო კაარგოოო

აუცილებლად გადავხედავ მაგ სერიალს, ოღონდ ამის წერას რომ მოვრჩები მერე. არ მინდა რამე შემეცვალოს მერე. ისეთი მინდა დავწერო როგორიც ჩაფიქრებული მ

თუკა
პირველად წავიკითხე შენი ისტორია და ძალიან ძალიან საინტერესოა, უცხო და განსხვავებული. "ცოცხლად დაგწვამენო" რომ წერდი სოწრედ ამ სახეწოდების წიგნი გამახსენდა და დამიარა ჟრუანტელმა.. ძალიან კარგია..

ვაიმე თუკა heart_eyes
გამიხარდა შენც რომ კითხულობ heart_eyes

grafo
აქ გიპასუხებ წინა თავის კომენტარზეც smile . 1. მიჭირს ასე დაკონკრეტება, რადგან მთელი რიგი "მულწიკებია" ამ ისტორიაში თავმოყრილი. აგერ თურქულ სერიალსაც შეადარეს smile .
2. ნიკოლ, უკვე დიდი გოგო ხარ საჯაროდ ცრუ დაპირებებისთვის. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა smiley smiley .

ან სულ ოთახშია ეს გოგო ან თუ გამოდის სულ იბღვირება და ყველას ნერვებს უშლის და რა საინტერესოა, სხვა რამეს რატომ ელოდა სიდისგან?!

კი გრაფო, საკმარისად დიდი გოგო ვარ უკვე და სპეციალლურად შენთვის ჩემი ახალი ხელმოწერა. smile
გპირდები კიდე დიდხანს არ მოვხსნი

Trocodeo
ძალიან კარგია.....,მიყვარს თქვენი შემოქმედება.

ძალიან დიდი მადლობა kissing_heart
--------------------
თინა ნიკოლ

 


№19  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

იცი როგორ გამიხარდა შენი ისტორის ხილვაა ...... დედას გეფიცებიი ადგილზე ვხტუნაობდი ამ საგამოსს ბავში როარა კივილსს ვაპირებდი სიხარულისგანნ smile ძალიან ძალიანმაგარი ხარრ ხოიციი შენნნნნ..... და შენი ისტორიებიცც უმაგრსიაა ..... ესს რაგაცნაირადდ განსხვავებული და გამორჩეულიააააა... მომცონს მომცონსს ძალიან და აღფრთოვანებულივარ ...... ველოდები ახალლ თAვსს იმედიაა არ დაიგვიანებბბბ heart_eyes მიხარიაა რომ დაგვიბრუნდიიი heart_eyes heart_eyes

 


№20  offline წევრი nestanuka13

მმ რაღაც განსხვავებული და საინტერესოა გელოდი როდის დადებდი ახალს ❤️

 


№21  offline წევრი lankobalero

Saocari istoriaa, agfrtovanebuli var personajebit. Yochag Tina

 


№22  offline ახალბედა მწერალი lullaby

რაღაც სხვას ველოდი... აი ყველაფერი ისე ოსტატურად გაქვს გაკეთებული, გადავირიე...
ჰარემის ტყვე გამახსენდა და კიდევ თურქული სერიალი "სილა" :დდ მაგრამ რა თქმა უნდა ეს ცუდი გაგებით არა...

აუცილებლად უნდა ჩასვა სადმე თათას ლექსი... უმისობას არ გაპატიებ იცოდე...
აუ, ათასჯერ მინდა გავიმეორე, რომ ძალიან მაგარია...
და უფრო მაგარი იცი რა იქნებოდა? ქალაქის სახელი რომ მოგეფიქრებინა. რა ტქმა უნდა გამოგონილი, შენით შერჩეული, აი გაასწორებდა...

ევა კაი ტიპია რა, თან ერთიანად ამ ადამიანების ლანძღვაშია, თან სიდის გულგრილობა შემოაწვა გულზე... თუმცა ქართველია, ვერ გაამტყუნებ :დდ

ზღაპარია თუ რეალური, ფაქტია ყველაფერი მშვენივრად გაქვს გათვლილი და დალაგებული... ტრადიციები ძალიან უჩვეულოა, თუმცა სწორედ ამით ამრიან საინტერესო წასაკითხნი.
როგორც ჩანს ცივილიზაცია მაინც არის მათთან, მაგრამ ძალიან იშვიათი, კუთხეში მიჩქმალული. სხვაგვარად სიდი ასეთი ვერ იქნებოდა, როგორიცაა... არც ფრანგული ეცოდინებოდა... იმედია მასზე მომავალში უფრო მეტს გავიგებთ, ვიდრე დაღუპული ცოლია... რა თქმა უნდა გავიგებთ და ველოდეი))

ყოჩაღ, მართალია თვალები მაქვს გადმოვარდნას და თავი მისკდება (მონიტორზე ვერ ვკითხულობ დიდხანს), მაგრამ ღირდა ნამდვილად... <3

 


№23  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

დღეს წავიკითხე ორივე თავი ამ ისტორიის და შოკში ჩავვარდი... თავი ამ საიტის აქტიურ მკითხველი მგონია და რა ისტორია გამომრჩა... ძალიან განსხვავებული, დახვეწილი და საინტერესო ისტორიაა... რომ ვკითხულობდი წიგნის კითხვის კომფორტი შემექმნა თითქმის წიგნის ფურცლების სუნიც კი ვიგრძენი იმდენად ჩამითრია ისტორიამ.. იმედია არ დააგბიანებ ისტორიების დადებას... საოცარი გმირები გყავს მართლა საოცარი... და შენს შემოქმედებითობას ძალიან ვაფასებ

 


№24  offline მოდერი ლილიანა

ძალიან მომწონს რაღქმაუნდა,ბე რი რამის ასოციაცია და მსგავსება გამოიწვია ჩემში მაგრამ,მაინც მომწონს და ველი გაგრძელებას.აი ამ ისტორიას მოუხდებობა ჩემი ისტორიის სათაური- ღირსების საფასური :) გელი.კარგი ხარ ❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№25  offline აქტიური მკითხველი grafo

ვაიმე თინა smiley smiley smiley . განვმეორდები: მე ვთქვი ეს მინაწერი ყველა შენს ისტორიას დაამშვენებდა და არა იმას და ისე, როგორც შენ ქენი laughing . ანუ, ეს პირობის შესრულებაში არ გეთვლება, ღმერთმანი მე მსგავსი არაფერი მითქვამს.

 


№26 სტუმარი მარიანა 777

მალე დადე რა შემდეგიი, ვკვდები ისე მაინტერესებს, მართლა ძალიან მაგარიაა და განსხვავებული. როგორ ველოდი შენს დაბრუნებაას heart_eyes

 


№27  offline მოდერი nicol

ნარჩიტა
იცი როგორ გამიხარდა შენი ისტორის ხილვაა ...... დედას გეფიცებიი ადგილზე ვხტუნაობდი ამ საგამოსს ბავში როარა კივილსს ვაპირებდი სიხარულისგანნ smile ძალიან ძალიანმაგარი ხარრ ხოიციი შენნნნნ..... და შენი ისტორიებიცც უმაგრსიაა ..... ესს რაგაცნაირადდ განსხვავებული და გამორჩეულიააააა... მომცონს მომცონსს ძალიან და აღფრთოვანებულივარ ...... ველოდები ახალლ თAვსს იმედიაა არ დაიგვიანებბბბ heart_eyes მიხარიაა რომ დაგვიბრუნდიიი heart_eyes heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა ჩემო გოგო heart_eyes
ვაიმე ბავშვი გყავს? საყვარელი პატარა, heart_eyes

nestanuka13
მმ რაღაც განსხვავებული და საინტერესოა გელოდი როდის დადებდი ახალს ❤️

სულ ცოტა ხანში დავდებ მესამე თავს kissing_heart

lankobalero
Saocari istoriaa, agfrtovanebuli var personajebit. Yochag Tina

ვაიმე ტასო, ძალიან დიდი მადლობა kissing_heart

lullaby
რაღაც სხვას ველოდი... აი ყველაფერი ისე ოსტატურად გაქვს გაკეთებული, გადავირიე...
ჰარემის ტყვე გამახსენდა და კიდევ თურქული სერიალი "სილა" :დდ მაგრამ რა თქმა უნდა ეს ცუდი გაგებით არა...

აუცილებლად უნდა ჩასვა სადმე თათას ლექსი... უმისობას არ გაპატიებ იცოდე...
აუ, ათასჯერ მინდა გავიმეორე, რომ ძალიან მაგარია...
და უფრო მაგარი იცი რა იქნებოდა? ქალაქის სახელი რომ მოგეფიქრებინა. რა ტქმა უნდა გამოგონილი, შენით შერჩეული, აი გაასწორებდა...

ევა კაი ტიპია რა, თან ერთიანად ამ ადამიანების ლანძღვაშია, თან სიდის გულგრილობა შემოაწვა გულზე... თუმცა ქართველია, ვერ გაამტყუნებ :დდ

ზღაპარია თუ რეალური, ფაქტია ყველაფერი მშვენივრად გაქვს გათვლილი და დალაგებული... ტრადიციები ძალიან უჩვეულოა, თუმცა სწორედ ამით ამრიან საინტერესო წასაკითხნი.
როგორც ჩანს ცივილიზაცია მაინც არის მათთან, მაგრამ ძალიან იშვიათი, კუთხეში მიჩქმალული. სხვაგვარად სიდი ასეთი ვერ იქნებოდა, როგორიცაა... არც ფრანგული ეცოდინებოდა... იმედია მასზე მომავალში უფრო მეტს გავიგებთ, ვიდრე დაღუპული ცოლია... რა თქმა უნდა გავიგებთ და ველოდეი))

ყოჩაღ, მართალია თვალები მაქვს გადმოვარდნას და თავი მისკდება (მონიტორზე ვერ ვკითხულობ დიდხანს), მაგრამ ღირდა ნამდვილად... <3

ვაიმე მარი, შენ ნატკენ თვალებს ალბათ სრულიად 4ლოვე.გე არ მაპატიებს.
როგორ ტკბილად ჩავიკიტხე მთელი კომეტარი kissing_heart
თათას ლექსს უკვე დაკავებული აქვს საპატიო ადგილი ისტორიის მეხუთე თავში და მართლა გაოცებული ვარ, თითქოს საგანგებოდ ამ ისტორიისთვის დაწერაო არადა სულ შემთხვევით წავაწყდი ფბზე.
ქალაქის სახელზე კი ვიფიქრე, მაგრამ ვერ გავრისკე. ვერაფერი შესაფერისი ვერ მოვიფიქრე და დავანებე თავი.
შენ კი მადლობა მარო ასეთი სიტყვებისთვის heart_eyes

უცნობი ქ
დღეს წავიკითხე ორივე თავი ამ ისტორიის და შოკში ჩავვარდი... თავი ამ საიტის აქტიურ მკითხველი მგონია და რა ისტორია გამომრჩა... ძალიან განსხვავებული, დახვეწილი და საინტერესო ისტორიაა... რომ ვკითხულობდი წიგნის კითხვის კომფორტი შემექმნა თითქმის წიგნის ფურცლების სუნიც კი ვიგრძენი იმდენად ჩამითრია ისტორიამ.. იმედია არ დააგბიანებ ისტორიების დადებას... საოცარი გმირები გყავს მართლა საოცარი... და შენს შემოქმედებითობას ძალიან ვაფასებ

კეთილი იყოს შენი მობრძანება heart_eyes
ძალიან დიდი მადლობა.
ახალ თავს კი ყოველ საღამოს გპირდებით heart_eyes

ლილიანა
ძალიან მომწონს რაღქმაუნდა,ბე რი რამის ასოციაცია და მსგავსება გამოიწვია ჩემში მაგრამ,მაინც მომწონს და ველი გაგრძელებას.აი ამ ისტორიას მოუხდებობა ჩემი ისტორიის სათაური- ღირსების საფასური :) გელი.კარგი ხარ ❤❤

მადლობა ლილი heart_eyes

grafo
ვაიმე თინა smiley smiley smiley . განვმეორდები: მე ვთქვი ეს მინაწერი ყველა შენს ისტორიას დაამშვენებდა და არა იმას და ისე, როგორც შენ ქენი laughing . ანუ, ეს პირობის შესრულებაში არ გეთვლება, ღმერთმანი მე მსგავსი არაფერი მითქვამს.

smile smile smile გრაფო, მე შეგპირდი ამ სიტყვებს სტატუსად დავიწერ მეთქი და შევასრულე. ფბზე რომ დამეწერა მაინც ვერ ნახავდი და ასე შევასრულე დანაპირები smile
--------------------
თინა ნიკოლ

 


№28 სტუმარი მმკ-4

ერთ სერიალს მაგონებს-სახელად სილაა ძალიან მაგარიაა კარგად წერ ყოჩაღ heart_eyes heart_eyes

 


№29 სტუმარი Guest lika

Чუმაგრესია

 


№30  offline ადმინი შამანი

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში,რომ რასაც ველი ხოლმე იმაზე გაცილებით უკეთესი მხვდება relaxed
ყოჩაღ,თინ heart_eyes bowtie
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent