შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''ორმაგი ცხოვრება'' (მერვე ნაწილი)

6-09-2016, 00:29
ავტორი lisebeth
ნანახია 4 018

ვიკა საწოლში გადაბრუნდა და იგრძნო, რომ მის გვერდით ვიღაც კიდევ იწვა. თვალები გაახილა და დაინახაა, რომ გოჩა იყო. მისთვის ხელი მოეხვია. თვალები მოისრისა და წამოდგა.
l - ვიკუ
l დაუძახა გოჩამ და ისიც მობრუნდა.
l - მოდიჩემთან ვიკუ. მოდი მამიკოსთან.
l გოგონა შებრუნდა და წავიდა.
l -საყვარელო
l - გაუშვი.- ხელით მოქაჩა თამუნნამ რომელსაც ჯერ ისევ ბალიშში ჰქონდა თავი ჩარგული- ახლა არ დაგელაპარაკება. ცოტა დრო მიეცი კარგი?
-მასე ვიზამ. შენ?
-რა მე?
-არ აპირებ ადგომას? - ძალიან მეზარება გუშინ გვიანობამდე ვიყავი ფხიზლად. მაგრამ მართლა სჯობს ავდგე თორემ ვიკას ამბავი რომ ვიცი წარმოიდგენს სასწაულებს. იტყვის აღარ გიყვარვართო და მთელი ამბები. ყურადღებას აღარ მაქცევთო...
-მგონი ჯერ ისევვ გძინავს და ისე ლაპარაკობბ - ლოყაზე აკოცა. გოჩამ. ქალი უფრო ღრმად ჩაეფლო ბალიშში და სიცილი ატეხა.
- მაცადე სულ ხუთი წუთიც და ავდგები. რომელი საათია?
-რვა ხდება და მგონი რამდენიმე წუთი არსად გეჩქარება
- ზურგზე მაისურის ქვეშ შეუცურა ხელი და ქათქათა კანზე აკოცა
- გეყოფა მეღიტინება და თან მეძინება. ხომ იცი მერე ცუდ ხასიათზე ვარ ძილი თუ დამაკლდა.
- კარგი რა მეგონა შემირიგდი და ჩემთან ყოფნა მოგინდებოდა. ვიკა მებღვირება შენ მაინც დამინდე და გამიცინე. საერთოდ არ გეცოდები? გინდა გული მომიკვდეს?
ქვემოდან მოიქცია ქალი და სახეზე გადაფენილი ქერა თმები გადაუწია. მისი ზღვისფერი თვალები პირდაპირ კაცს შესცქეროდნენ.
- შენ ისეთი ლამაზი თვალები გაქვს. ყოველთვის მიყვვრდა და როცა კლინიკიდან გამოვედი და ვიკა პირველად ვნახე იცი რა გავიფიქრეე? რომ ჩვენს შვილს ზუსტად ის თვალები ჰქონდა როგორიც შენ.და რომ ეს საუკეთესო რამ იყო რაც შეიძლებოდა მომხდარიყო
- ჰოო?- ლოყები აუწითლდა ქალს
- მე ყოველთვის მეშინოდა წარსულის, მეშინოდა რომ ამ ამბავს გაიგებდი და ამიტომაც ვერასდროს გამოვხატავდი ჩემს გრძნობებს ისე, როგორც მინდოდა გამომეხატა.
- ყოველთვის ვგრძნობდი , რომ გულს რაღაც გიმძიმებდა.-
პერანგის ქვეშ , რომელიც გასულ ღამეს არ გაუხდია გულზე მიადო ხელი ქალმა. მისი თითები სასიამოვნო თბილი სიოსავით მოედო კაცს.
- მე ვერაფერს გამომაპარებ. მე ყოველთვის ვგრძნობ როცა რამე გაწუხებს.
- შენი მშობლებისთვის იმის ნახევარი მაინც რომ გეთქვა რაც მე შენთვის დამიშავებია, რამდენჯერაც შენთვის გული მიტკენია, ალბათ ხელს დაგსტაცებდნენ და წაგიყვანდნენ. ჩემს სახელსაც კი მოსპობდნენ შენი ცხოვრებიდან.
-ყოველთვის ყველაფერი რაც ჩვენს შორის ხდებოდა ჩვენთანვე რჩებოდა. ვიცოდი რომ მასე მოხდებოდა. ვიცოდი, რომ მამა შენთან სამუდამოდ დამაშორებდა. ამიტომაც მისთვის არასდროს მითქვამს რა მოხდა სინამდვილეში ჩვენს შორის. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და თავის დაცვას ვერ შევძლებდი.
- და ვერც მე შევძლებდი შენს დაცვას იმ მდგომარეობაში. როგორ უნდა გყვარებოდი ჩემგან ამდენი რამ რომ აგეტანა?
თამუნამ კისერზე მოხვია ხელი. და. საკოცნელად თავი წამოსწია. კაცის ძლიერი და თბილი ხელები მის წელს შეეხო , მერე ზურგს და მაისურიც გააძრო. ახლა ისე თავისუფლად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ხდებოდა როგორც არასდროს. ახლა ისე ახლოს იყვნენ როგორც არასდროს. თითქოს ახლა შეუღლდნენ პირველად. არც დრო არსებობდა და არც წლები რომელმაც ერთ მდგომარეობაში გაყინა მათი ქორწინება. რომელმაც ყველაფრის მიუხედავად თავისებურუ ბზარი გააჩინა. ქორწინება სტანდარტულ მოვლენად აქცია. აღარც სექსი იყო გრძნობებით სავსე. მასში ყოველთვის სჭარბობდა შიში და სინდისის ქენჯნა, რომელიც ორივეს ასვამდა დაღს.
თამუნა დაღლილი დაესვენა გოჩას მკერდზე, მაგრამ თავი ისევ წამოჰყო როგორც კი ეზოში მანქანის დაქოქვის ხმა გაიგო.
-ღმერთო ვიკა -
წავიდა ალბათ. ხედავ? შესძლებია შენი ფეხებში დევნის გარეშეც.- ორი თითით გადაუწია თმა ყურზე , რომელიც მის ტანსაც სწვდებოდა და სასიამოვნოდ უღიტინებდაა.
-როგორ მომენატრე. მეგონა ყველაფერი დაინგრა. გოჩამ თმაზე აკოცა. ქალს ახლაც ველური კენკრის სურნელი ასდიოდა.
-ჩვენი ოჯახი არასდროს დაინგრევა.
-მოდი სადმე წავიდეთ ამ საღამოს და ვივახშმოთ. ჩემს საყვარელ რესტორანში წავიდეთ.
-წავიდეთ.
- კლასიკურ მუსიკას უკრავენ. კარგი გარემოა... არასდროს დამავიწყდება პრაღაში, რომ ვიყავით. გახსოვს რა კარგი დრო გავატარეთ? ახალი შერიგებულები ვიყავით. მაშინ სულ გიჟურ რამეებს ჩავდიოდით.
-მაგგლითად?
- გავიხსენო ახლა? - გაეცინა თამუნას
- მაშინ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით. სადღაც 24 წლის ჰო?
-ცოტა ნაკლების
-არამგონია
- ჰო კკრგი მოსაგონარიც ბევრი მაქვს.-სახე დაუღონდა კაცს
-რა დაგემართააა?
-იცი რა ვერ დავივიწყე?
- რაა?
-როცა გამოვჯანმრთელდი მერე გავაცნობიერე. კლინიკაში გამახსენდა. შენი თვალები და სახე გამახსენდა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ მერე გამახსენდა. ასე უცებ სეანსის დროს ყველა ჩვენს ამბავს ვყვებოდით. ერთი ჩვეულებრივი დღე უნდა გაგვეხსენებინა და უცებ გამახსენდა. ისე მოულოდნელად და ...
- რა გაგახსენდა?
-ის დღე პირველლად რომ წახვედი სახლიდან. შოთის დასთან მაიასთანნ იყავი ერთი კვირა. მაშინ რა ახლოს ვიყავით. ოთახში შემომისწარი წამალი მეჭირა...
- გაჩერდი ნუ იხსენებ- სახე შეეჭმუხნა ქალს
- შენთვის არასდროს მითქვამსს, მაგრამ ის დღე ვერ დავივიწყე.
-გაჩერდი...- კიდევ უფრო მეტი ტკივილი გამოესახა ქალს
- ხელში მწვდიიი, რომ ფხვნილის პაკეტი წაგერთმია მე კი ისეთ დღეში ვიყავი ვერ მოვზომე და გაგარტყი. ისე ძლიერად, რომ როცა გონებაში ამომიტივტივდა იმ გარტყმის ხმაც კი გავიგონე. იმ დღის მერე შენთვის თვალის გასწორება ვეღარ შევძელი. სულ მახსენდებოდა ის თვალები რომლითაც იმ წამს მიყურებდი. იმ დღის მერე რაც ეს გავიხსენე სულ იმაზე ვოცნებობდი ისე აღარასდროს შემოგეხედა. რომ მე არ მომეცა საბაბი შემოგეხედა. ისეთი ტკივილი მოგაყენე შენ კი...
- გეყოფა ნუ იხსენებბ. აღარასდროს გაიხსენო გესმის? ის დრო აღარასდროს გაიხსენო. უკვე თავი მომაბეზრა ამ ყველაფრის გახსენებამ.ეს ყველაფერი იმიტომ არ გადაგვიტანია, რომ გამუდმებით წარსული გავიხსენოთ. მინდა დავივიწყოთ ერთხელ და სამუდამოდ.
-ის დღე ახლაც მტკივა და ხშირად მახსენდება. ისე ხშირად შენ, რომ ვერ წარმოგიდგენია. ხანდახან გაკვირდები და მინდა დავრწმუნდე, რომ იმ სასოწარკვეთილი თვალებით არ მიყურებ. რომ ის წამი აღარ განმეორდეს.
კაცმა ტუჩზე მიადო ცერა თითი, რომელიც ალბათ იმ გარტყმისგან წლების წინ გაუხეთქა. ქალმა ტუჩი მოიკვნიტა და ღრმად ამოისუნთქა. შეეტყო, რომ წლების წინ განცდილი გაახსენდა და შუბლი მოეჭმუხნა.

%&%&%&
ლილი საკლასო ოთახში შევიდა. თვალი უკან მერხისკენ გააპარა სადაც ვიკა იჯდა. გაახსენდა თეონამ წინ დღით, რომ უთხრა დღეს გოჩა სიმართლეს ეტყვის ვიკასო. მასთან შეხვედრა ასინებდა. ასინებდა სკანდალს მოაწყობს და მთელს კლასს ასეირებსო. ისედაც გრზნობდა, რომ თვალსი არავის მოუდიოდა. ვიკას კი ყველა შესციცინებდა. ყველა ცდილობდა მას ‘’შეტენვოდა’’ და ამისთვის რას არ აკეთებდნენ. იმის გასახარად კიდევ ერთ-ორ მწარე სიტყვას არავინ დაიშურებდა.
მერხთან მხოლოდ ნია იჯდა და რაღაცას აფერადებდა რვეულში. თვითონაც მივიდა და წინ მაგიდასთან დაჯდა. უნდოდა გამოლაპარაკებოდა, მაგრამ სიტყვები ტუჩებზე შეახმა. იმას თავის აწევაც კი არ უკადრებია ზემოთ.
გაკვეტილი რამდენიმე წუთის დაწყებული იყო ვიკა, რომ მოვიდა. დაღვრემილი და შეჭმუხნული იყო. წესიერად ტავის დაქალსაც არ მიესალმა მერხთან, რომ მივიდა.
ლილის ესმოდა, როგორ ცდილობდა ნია გამოლაპარაკებოდა, მაგრამ ამაოდ ვიკა მხოლოდ დუმდა. მის და სასიხარულოდ დაფასთანაც არავის გამოუძახებია.
დასვენებაზეც თავის ადგილას იჯდა. კედელს მიეყუდა და ტელეფონში თამაშს მოჰყვა.
-რა გჭირს ვიკა?_არ მოეშვა ნია
-თავი დამანებე.
-ცუდ ხასიათზე რატომ ხარ? შენი საუკეთესო მეგობარი ვარ მითხარი რა გჭირს იქნებ დაგეხმარო.
-შენ მე ვერაფერში დამეხმარები. _თვალები აატრიალა გოგონამ და იმ წამს შემოსულ ზარს უპასუხა._ გისმენ ლუკა... ხომ გითხარი არა-მეთქი. მამაჩემი არ გამომიშვებს და რომც გამომიშვას არაფერს ვთხოვ... ხო გაბრაზებული ვარ... ხო კარგი გარგი დამირეკე მაინც, მაგრამ არა...
-ლუკა იყო. ის დედაშენის დაქალის შვილი?
-ჰო, სადღაც უნდა რომ წავყვე მეტი არაფერი.
-მერე რატომ არ მიჰყვები. დედათქვენები მეგობრობენ და გაგიშვებენ. თან კარგი ბიჭია... სიმპატიური და...
-რაში მაინტერესებს მაგის სიმპატიურობა. ისედაც ათასი პრობლემა მაქვს.
-ვიკა რა პრობლემები გაქვს? ისევ რამე აიხირე და არ გისრულებენ?
ცოტა ცინიკურად გამოუვიდა ნიას.
-შემეშვი რა? _იმავე ტონით დაუბრუნა ვიკამაც_ არ მინდოდა დღეს მოსვლა, მაგრამ არც სახლში მინდოდა დარჩენა.
-რა ხდება დედაშენმა და მამაშენმა იჩხუბეს?
-არა როგორ გეკადრება. ბედნიერები არიან როგორც არასდროს.
გაიმანჭა ვიკა და ხელები გაშალა. ლილის გულმა რეჩხი უყო. რაღაცნაირად უცნაურად მოეჩვენა, რომ მამამისი სხვასთან ბედნიერი იყო და დედამისი კი მის სახელს არც კი ახსენებდა. რატომღაც სულ ისე წარმოედგინა , რომ ბავშვის მშობლები ერთად უნდა ცხოვრობდნენ და შვილებს ზრდიდნენ. მერე რა რომ ასე არ იყო თავის შემთხვევაში. ფიქრობდა სხვა ოჯახებში ასე ხდებაო.
მას კი მამის პოვნამ რაღაც ოჯახის მაგვარი შეგრძნება დაუტოვა. დედამისზე აქამდე არც კი უფიქრია. მხოლოდ ახლა ამ ერთხელ დაფიქრდა.
-აბა რა გაჩხუბებს? ვერ ვხვდები რატომ იღრინები
-არაფერი თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ახლა თავი ყველგან ზედმეტი მგონია საკუთარ ოჯახშიც კი.
-ნუ ამლაშებ და ვარდები პანიკაში. არ იცოდე მაინც მამაშენი როგორ გეთაყვანება.
-ეგ აქამდე იყო. სანამ ზოგიერთები ჩვენს ცხოვრებაში ჩაეჩრებოდნენ.
-უკაცრავად მაგრამ ვინ ჩაეჩრა შენს ცხოვრებაში? ვიკა რა გაუგებრად ლაპარაკობ? მგონი დღეს არ ღირს შენთან ლაპარაკი. ძალიან ცუდ ხასიათზე ხარ.
-დედაჩემის არ მესმის. როგორ შეუძლია ასე მშვიდად იყოს აქაო და არაფერი მომხდარაო. ასე უბრალოდ მშვიდადაა გესმის?
-არა, ნამდვილად არ მესმის ვიკა. საერთოდ არ მესმის რაზე მელაპარაკები.
თავი გადააქნია ნიამ.
-გგონია მე მესმის? ჯერ ისევ შოკში ვარ.
კლასში ქალბატონი ქეთევანი თემოვიდა და ყველას ყურადღება ითხოვა.
-ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის._აღმოხდა ვიკას და წინ გადავიდა, რომ მოესმინა.
-როგორც გუშინ გითხარით პრეზენტაციაზე სამუშაო თემები უკვე მზადაა და მოგიტანეთ. ღია გაკვეთილი რამდენიმე თემაზე ჩატარდება. სამ-სამნი იქნებით ჯგუფში. გადავწყვიტე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადაგანაწილოთ . სულ რვა თემააა. თითო თემა სამ-სამჯერ წერია ფურცლებზე. ახლა მაგიდაზე დავაწყობ და სათითაოდ აიღეთ, ვისაც ერთნაირი თემები ამოუვა ისინი იმუშავებენ ერთად. ჯამში 24 ბავშვი გამოდის.
ქალმა ფურცლები მაგიდაზე მიმოფანტა და სათითაოდ დაუძახა ყველას, რომ ბილეთი აეღო. როცა ესეც მორჩა ყველა ჯგუფს ცალ-ცალკე დაჯდომისკენ მოუწოდა.
როგორც კი ვიკამ დაინახა ლილიც მის მხარეს გადმოდგა თვალები დააკვესა და ქაღალდი მაგიდაზე დააგდო
-ამასთან ერთად არ ვიქნები
-ვიკა გეყოფა დაწყნარდი. სკანდალი არაა საჭირო_ მისი შეჩერება სცადა ლილიმ
-შენ საერთოდ ხელი გამიშვი.
-ვიკა რა მოხდა შვილო?_ ყურადღება მიაქცია ქეთევანმაც
-ამასთან ერთად მუშაობა არ მინდა. ვინმესთან გადავალ .
-საყვარელო პირველ რიგში ეს რა მიმართვაა და მეორეც ასე როგორ შეიძლება. ლილი ახლახანს გადმოვიდა და ჩვენ უნდა დავეხმაროთ რომ ახალ გარემოს შეეგუოს. რატომ ხარ ასე ცუდად განწყობილი მის მიმართ? ის ძალიან კარგი გოგოა.
-არ მინდა და მორჩა. რა მნიშვნელობა აქვს რატომ?
-ის მნიშვნელობა აქვს, რომ გადაცვლა არ შეიძლება. ასე ყველამ, რომ მოინდომოს ქაოსს მივიღებთ შვილო.
-ჰოდა საერთოდ არ მივიღებ მონაწილეობას_ გაკაპასდა ვიკა
-წლის ბოლოა ვიკა. ზედმეტი მოგდის. თუ ამ პრეზენტაციას არ ჩამაბარებთ ქულა დაგაკლდებათ
-საერთოდ არ მაინტერესებს. მირჩევნია კლასში ჩავრჩე ვიდრე ამასთან ერთად ვიმუშაო. ახლა თქვენი გადასაწყვეტია.
-ვიკა გეყოფა. საჭირო არაა სენი პრობლემები სხვას მოახვიო თავზე. თუ რამე პრობლემა გაქვს მე მითხარი_ ხელზე მოქაჩა ლილიმ.
-შენ საერთოდ შემეშვი გესმის? შენთან საერთოდ რა უნდა მქონდეს სალაპარაკო და როცა მე ვლაპარაკობ იქ ნუ ეჩრები. ცნობისთვის ეგ უზრდელობაა. სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა უზრდელობაა. თუ ეგ არ გასწავლეს?
-ვიკა...
-რა ვიკა. ისე ნუ მელაპარაკები თითქოს..._ უცებ გაწყვიტა წინადადება ვიკამ და თავი აარიდა.
-ვითომ რა?
-არაფერი...
-იქნებ ბოლომდე თქვა ჩემზე რის გამო იბოღმები?მერე ყველა მიხვდება რა პრობლემაც გაქვს და სხვა ჯგუფში გადაგიყვანენ.
-გოგონებო რა ხდება? _ჩაერია ქეთევანი და ლამის მათ შორის ჩადგა.
-არაფერი_ თავი ასწია ვიკამ.
-ამის ჯგუფიდან გადამიყვანეთ მხოლოდ ეს მინდა.
-შეგიძლია სახელით მაინც მომმართო
-შენი სახელი საერთოდ არ მაინტერესებს და საერთოდაც მგონი გითხარი სხვის საქმეში ნუ ეჩრები. თუმცა რა მიკვირს სხვის საქმეში ჩაცრა ხომ შენი პროფესიაა.
-მე არავის საქმეში არ ვეჩრები და ჩემი ბრალი არ არის, რომ მამაშენი მამაჩემია. ამ საკითხზე თუ რამე გაქვს გასარკვევი შეგიძლია მამაჩვენთან გაარკვიო და არა სკოლაში ყველას თანდასწრებით, ნუ აწუხებ ქალბათონ ქეთევანს შენი გამოხთომებით. შენს ძიძაში ნუ გერევა, რომელსაც შენს ჭკუაზე ატრიალებ.
ვიკამ გარშემო მიმოიხედა. ყველა მას უყურებდა. გაოცებული და შეკითხვებით აღსავსე თვალები ჰქონდათ. წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ ის რაც ლილიმ წუთის წინ თქვა. შეკითხვები მასწავლებლის თვალებშიც დაინახა.
-როგორ ბედავ და მამაჩვენს უწოდებ და თან ყველას გასაგონად? _სისხლი სახეზე მოაწვა ვიკას.
-იმიტომ, რომ წუხელ თვითონ მითხრა რომ ის მამაჩემია. ეს ყველაფერი ჩემთვისაც რთული გასაგებია როგორც შენთვის, მაგრამ სკანდალებს არ ვაწყობ.
-წუხელ შენთან იყო?..._ ხმა გაუწყდა ვიკან და თვალები აუწყლიანდა
-ჰო..._უკან დაიხია ლილიმ. მიხვდა, რომ ვიკამ არ იცოდა. არ უნდოდა ახლადგაცნობილი მამა უხერხულ სიატუაციაში ჩაეგდო. გაიფიქრა იქნებ ამის დამალვა უნდოდა მე კი წამოვაყრანტალეო. წუთის წინანდელი სიმამაცე მის ხმაში ჩაიკარგა.
-მშვენიერია..._ ჩანთას ხელი დასტაცა ვიკამ და კლასიდან გავარდა.
-ვიკუნა სად მიდიხარ შვილო?
გოგონას უკანაც კი არ მოუხედავს.
-ვიკუნა, სკოლიდან გასვლა არ შეიძლება სანამ გაკვეთილები არ დასრულდება შვილო. მობრუნდი...ყველაფერი მოგვარდება... _დერეფანში გაჰყვა ქალი, მაგრამ გოგონამ ფეხს აუჩქარა და გამოასწრო.
გარეთ მძღოლი არ ელოდებოდა. იგი ყოველთვის გაკვეთილების დასრულებისთვის მოდიოდა და მიჰყავდა.
ფეხით ჩამოჰყვა სკოლის გზას და თან გზა და გზა ცრემლებს იწმენდდა. თითქოს ვიღაცამ განზრახ მოაწყოო ტელეფონზე გოჩას ზარი შემოვიდა. ვიკამ ეკრანს დახედა... ცოტა ხანს უყურებდა
-ჩემთან იყავი... მე მელაპარაკებოდი და როგორც კი დაგირეკა მასთან გავარდი, მე მიმატოვე და მასთან წახვედი.
ზარი გათიშა და გზა გააგრძელა. ბევრი არც ჰქონდა გავლილი ისევ დარეკა ტელეფონმა. ამჯერად ლუკა იყო.
-აბა წამოხვალ? ხუთისკენ მივდივართ. თუ წამოხვალ მოტოციკლითაც გაგასეირნებ.
-ახლა ქუჩაში ვარ და ფეხით მივდივარ
-სად მიდიხარ? მეგონა სკოლაში იყავი.
-წამოვედი სკოლიდან და ქუჩაში ვარ.
-სად ხარ?
-ჩემს სკოლასთან თიბისი ბანკი რომაა ხომ იცი ?აი მანდ ჩამოვიარე ახლა.
-კაი ჩამოგივლი.მე დედაჩემს დავურეკავ და ის ეტყვის შენებს.
ვიკამ ტელეფონი გათიშა. არაფერი უპასუხნია. გოჩა როგორც ჩანდა უკვე პანიკაში იყო იმის მერე სამჯერ კიდე დარეკა. სანამ ლუკა მოვიდოდა კიდევ ამდენჯერმე. მისმა ძმაკაცმა მანქანა, რომ გააჩერა ბოლო ზარი ზუსტად მაშინ შემოვიდა. იმანაც აიღო და ტელეფონი გზაზე მოისროლა.
-ეეე რას აკეთებ? _გადმოსძახა ფანჯრიდან ლუკამ
- ეეე კი არა ბიჭო ეს სკოლის მოსწავლეა. ვინმემ გატაცება არ დაგვაბრალოს. _ ახარხარდა ლუკას ძმაკაცი.
-მოკეტე ბიჭო ჩემი მეგობარია. თექვსმეტისაა და დედაჩემის დაქალის შვილია. იმ ყრუ უბანში მარტო ეს მყავს მეგობარი.
ვიკა ბარდიულზე იჯდა. ფეხზე, რომ წამოდგა იმან თავი დააქნია.
-ჰო მაღალი ყოფილა. ბოდიში პატარა მეგონე_უკბილოდ იხუმრა
ლუკა მანქანიდან გადმოვიდა და უკან კარი გაუღო.
-დაჯექი ახლა სადმე გავივლით საჭმელს და ცოტა სასუსნავს ვიყიდით და მერე წყნეთში ავალთ ჩემების აგარაკზე. ნუ გეშინიათ წყალი არ ჩამოვა. გუშინწინ დაამთავრეს გადახურვა. აი ქარი თუ იქნა რა მოგახსენოთ...
ბიჭი გაზს დააწვა და ისეთი სიჩქარით დაძრა მანქანა ვიკას ლამის სისხლი გაეყინა, მაგრამ ამგაზე ფიქრიც არ უნდოდა. უკან სავარძელზე გადაწვა და გაისუსა.

&&%%&&%%
თიკო და გოჩა შემოსასვლელსი ისხდნენ. თამუნამ ლანგრით ყავა მოიტანა და ორივეს მიაწოდა. მერე კი გოჩას გვერდით დაჯდა.
-იცოცხლე იმ დღეს გამომეკიდეეეეე..._ წააგრძელა სიტყვა თიკომ და გაიხსენა თამუნა ჭიშკართან რომ შეხვდა ვარჯისის დროს.
-ღმერთო რა სირცხვილია_ სახეზე ცალი ხელი აიფარა ქალმა
-კარგი ახლა ჩემი ბრალიც იყო, მაგრამ... დავივიწყოთ. დაქალები ვართ ბოლოს და ბოლოს და ...
-მე მოვითხოვ დღეიდან ისევ ძველებურად ერთად იყოთ. _ხელი ასწია გოჩამ
-ძალიანაც, რომ არ მოითხოვო მაინც მასე იქნება. _თითი დაუქნია თიკომ
-სხვათაშორის ჩვენ დღეს სავახშმოდ მივდივართ. იმისთვის რომ ყველაფერი დავივიწყოთ რაც მოხდა. ჰოდა წამოდი მერე და კაბის შერჩევაში დამეხმარე.
-აუცილებლად
-ვიკას ვურეკავ ერთი საათია და არ მპასუხობს.
-გაკვეთილზე რანაირად გიპასუხებს ? ახლა გაკვეთილზე უნდა იყოს შვიდი აქვს დღეს.
-ერთი საათია შესვენება არ ქონია? არც კი გადმომირეკა. ახლა უკვე ზარი გადის მაგრამ არ მპასუხობს.
-გაბრაზებულია შენზე. მოიცადე მოვიდეს სახლში და მე დაველაპარაკები.
-კარგი აღარ დავურეკავ და თავს აღარ მოვაბეზრებ. როგორც ყოველთვის შენს იმედზე ვარ.
-სხვათაშორის ლუკასაც ვეღარ ვცნობ იცი? სულ სახლიდან გასვლაზე უჭირავს თვალი. ვიღაც ზმაკაცი ჰყავს თორნიკე წარმოგიდგენია? იმას აგარაკი აქვს წყნეთში ხოდა აიყრებიან ამათი მეგობრები და გაცვივდებიან იქ. წარმოგიდგენია? ყოველ კვირაში გამოწერილი აქვთ. ჯერ მარტო მრცხვენია იმ ხალხის.
-ცუდს ხომ არაფერს ჩადიან და აცადე გაერთონ. მთავარია რამე არ დააშაონ და ცუდი არ ჩაიდინონ. გართობას ნუ დაუშლი_ გამოექომაგა გოჩა_ თორემ ყურადღება უნდა. მე ვარ აგერ ცოცხალი მაგალითი და ჩემი წარსული
-გოჩა ხომ შევთანხმდით დღეს, რომ შენს წარსულს აღარ გავიხსენებდით?
-არა ცუდს არაფერს აკეთებენ. წვეულებებს აწყობენ, მუსიკა და რაღაც მაგდაგვარი. რავიცი ყოველ შემთხვევაში ცუდი აქამდე არაფერი შემინიშნავს ლუკასთვის. სიგარეტსაც კი არ ეწევა.
-ჰოდა მაშინ აცადე. თუ რამეა და მერე ჩაერიე. წინასწარ ნუ დააფეთებ ბავშვს თორემ გაგიუცხოვდება. _ურჩია გოჩამ_მე წავალ ახლა ოფისში ცოტა საქმეს გადავხედავ და მერე მოვალ. დღეს არ დავიგვიანებ. მინდა ვიკუნას მეტი ყურადღება დავუთმო. მინდა იგრზნოს რომ ჩემთვის ისევ ისეთი ძვირფასია.
-აი ეგ სწორი მიდგომაა გოჩა. ვიკა და ლილი განსხვავდებიან. ვიკასთან უნდა იყო მეტად მომთმენი და ყურადღებიანი. ჭირვეული ბავშვია და თავისებურად მიუდექი. თავი კომფორტულად აგრძნობინე და როცა მიხვდება, რომ კარგადაა ყველაფერი ისიც შეურიდგება სიტუაციას.
-მადლობა თიკუნა. ჩვენი საუკეთესო მეგობარი ხარ._ გადაკოცნა გოჩამ და წავიდა.
-აბა სევარციოთ შენი კაბა?_ ფეხზე წამოდგა თიკო _ რა თემა გვაქვს?
-რა თემა? რომელ თემაზე მელაპარაკები?
-საქმიანი, რომანტიკული... თუ ასე შემდეგ?
-თიკოოო...კარგი ჰო იყოს საქმიანი და ცოტა რომანტიკულიც.
-მოდი რომანტიკული იყოს და ცოტა საქმიანი _ ხელები გაასავსავა და კიბეებს აუყვა.

&%&$^$

ვიკა უხერხულად და უცხოდ გრძნობდა თავს სხვის სახლში. მიუხედავად იმისა, რომ ყურადღებას არავინ აკლებდა და ყველა თბილად ექცეოდა მაინც ვერ იყო რიგზე. მოწყენილი და ცხვირჩამოშვებული იჯდა დივანზე.
-შენ ვიკა გქვია არა? _ ვიღაც მუქთმიანმა ჰკითხა და თან თავს აყოოლებდა ყურსასმენებში მიმდინარე მუსიკას.
-კი, ვიკა....
-მე მარი ვარ ლუკას და თორნიკეს კურსელი. რამდენი წლის ხარ?
ვიკას ლუკას ნათქვამი გაახსენდა და მაშინვე იცრუა. თან თავს უხერხულად გრზნობდა. ყველა მასზე უფროსი იყო.
-თექვსმეტის ვარ.
-ხო სადღაც მაგდენი ვიფიქრე მეც. ლუკა კარგი ბიჭია არა? მოგწონს?
-მე და ლუკა მეგობრები ვართ... ჰო და მეზობლებიც...
-რა თორმეტი წლის ბავშვივით აზროვნებ.
-შენ რამდენის ხარ?
-ოცდაერთის ვხდები. ლუკას კურსელი ვარ-მეთქი. ნახე ვინ მოვიდა? თორნიკეს მეგობარი თაზო. სადღაც აქვე ცხოვრობს. რომ ამოვდივართ სულ გვსტუმრობს.
-ვიკას თვალში არ მოუვიდა ახალმოსული. თმა რაღაც უშნოდ ქონდა შეჭრილი და რაღაცნაირად იყურებოდა. ერთი პირობა შეესინდა კიდევაც. იმანაც შეამჩნია და მოსასალმებლად წამოვიდა.
-ეს აქამდე არ მინახავს თქვენთან ერთად ბიჭებო
-ჩემი მეგობარია ვიკა.
-ლამაზი გოგოა.
-ჰო...
ვიკამ უკან დაიხია და დივანზე ჩამოჯდა.
-აბა მე მუსიკას ჩავრთავ და ..._კომპიუტერს მიუჯდა თაზო. ვიკამ შეამჩნია, რომ დრო და დრო გამოხედავდა ხოლმე.
თორნიკეს ვიღაც ქალი მოუახლოვდა. ვიკას გაახსენდა ლუკა რომ ეუბნებოდა იქ ძიძა ყავსო.
-თოკო შვილო შენი მშობლები ძალიან გამიბრაზდებიან რომ გაიგონ აქ რა ამბავი გაქვს ხოლმე მე კი არაფერს ვუმხელ.
-ძიძა კარგი რა. მე ხომ შენი საყვარელი ბიჭი ვარ. გახსოვს ბავშვობაში ყველაფერს, რომ მისრულებდი? ვერავინ გაიგებს აი ნახავ.
ქალმა თავი გადააქნია და ახლა ვიკას მოუბრუნდა.
-შვილო ასე მოწყენილი რტომ ხარ? გინდა რამე მოგიტანო?
-არა კარგად ვარ გმადლობთ. _ გაუღიმა ვიკამ და წამოდგა. ლუკას მიუახლოვდა, რომელიც ვიღაც ბიჭს ელაპარაკებოდა.
-მოხდა რამე?
-წასვლა მინდა. შეგიძლია ტააქსი გამომიძახო და წავიდე? არავის ვეტყვი, რომ გნახე
-კარგი რა დედაჩემი ეტყოდა შენებს, რომ ჩემთან ერთად ხარ. რისი გეშინია?
-აქ ყოფნა არ მომწონს. ჩემი ადგილი არააა.
-ჩემთან ერთად ხარ რას ამბობ ვიკუ? წამოდი. ახლა თაზო მუსიკას ჩაგვირთავს და ვიცეკვოთ.
-არც ცეკვა მინდა. ცუდად ვარ და პრობლემები მაქვს. აქედან თუ არ წავალ მეტი პრობლემა მექნება. რომ წამოგყევი ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ვერ მივხვდი რას ვაკეთებდი. გთხოვ ტაქსი გამომიძახე ტელეფონი არ მაქვს. მე წავალ და მორჩა. გმადლობ რომ ჩემი გამხნევება გინდა.
- მიდი დაჯექი და გამოგიძახებ და მე თვითონ წაგიყვან კარგი?
-არა შენ დარჩი თუ გინდა.
-წაგყვები-მეთქი. მიდი და მოვალ აქ არ იჭერს გარეთ გავალ... თან ხმაურია
ლუკა გარეთ გავიდა და ტაქსის გამოძახება დააპირა, მაგრამ თაზომ დაუძახა და მიბრუნდა.
-ლუკა რა მოხდა?
-არაფერი ჩემს მეგობარს წასვლა უნდა
-რატო რა მოხდა?
-არაფერი სახლში პრობლემები აქვს და... მოკლედ წავიყვან და სხვა დროს ამოვალ ისევ.
-იქნებ გავამხიარულოთ
-არა, დედაჩემის დაქალის შვილია. არ მინდა ვაწყენინო თორე მერე დაგვეძაბება. სჯობს წავიყვანო.
-შენ იცი ძმაო, მაგრამ იქნებ ტააქსის ამოსვლამდე გამხიარულებულიყო.
-ხო რავიცი..._ ნომრის აკრეფა განაგრძო ლუკამ.
თაზო სახლში შევიდა. ცოტა ხანში უკან, რომ შებრუნდა ვიკას გვერდით იჯდა და ელაპარაკებოდა. გოგონას დაძაბული სახე ჰქონდა. აშკარად ვერ გრძნობდა მის გვერდით თავს კომფორტულად.
-ვიკუ გამოვიძახე ტაქსი. როგორც კი მოვა წავიდეთ. _გაუღიმა ლუკამ. გოგონამ მხოლოდ თავი დაუქნია
თაზო რაღაცეებს უყვებოდა. მას ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ დიდად არ აინტერესებდა. ზრდილობისთვის უსმენდა და დრო და დრო ფორთოხლის წვენს წრუპავდა.

&^&^&^&
გოჩა ბინდდებოდა სახლში, რომ დაბრუნდა. მხიარული გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ თამუნა არ დაუხვდა იგივე ტალღაზე. ის კი არა უკვე უნდა გასულიყვნენ, მაგრამ ჯერ ტანზეც კი არ ჩაეცვა.
-გოჩა...
-თამუ მეგონა უკვე ჩაცმული იქნებოდი. რესტორანში უკვე დავრეკე.
-გოჩა ვალერი მოვიდა სკოლიდან და თქვა , რომ ვიკა სკოლაში არ დაუხვდა.მერე შიგნით შესულა და დამრიგებელს უთქვამს იჩხუბა და მესამე გაკვეთილიდან გაიქცა სკოლიდანო. მე უკვე სახლსი მეგონაო.
-რაა? ვის ეჩხუბა? რა მოხდა... სადაა ვალერი?
-აბა გამოიცანი ვის?
-ლილის?
-სხვას ვის?_ხელები გაშალა თამუნამ
-ვალერი...დაიყვირა გოჩამ.
მძღოლი სამზარეულოდან გამოვიდა უფროსის დაძახებისთანავე.
-დიახ ბატონო გოჩა
-ვიკაზე რა გაიგე?
-სკოლიდან წამოსულა მესამე გაკვეთილის მერე. მასწავლებელს ველაპარაკე მეტი არაფერი იცის. ვიღაც გოგოსთან უჩხუბია ლილი ქვია.
-რაა? რა მოხდა?
-ბოდიშით ბატონო გოჩა , მაგრამ ვიკას დაქალი რომაა ხომ იცით? ხშირად დადის აქ ნია. ეგ იყო კლასში , რომ ავედი... კიდევ იყო რამდენიმე ბავშვი მაგრამ იმან მითხრა ლილიმ მთელი კლასის თანდასწრებიტ მიახალა ვიკას რომ...
-რაა..._ დაიძაბა გოჩა
-რომ... რომ თქვენ მამამისი ხართ.
-შეუძლებელია. მაგას არ იზამდა...ვერ დავიჯერებ _ ნირი წაერთვა კაცს
-მთელი კლასი მიჩერებია ვიკას, ვერც დამრიგებელს გაუგია რა ხდებოდა. მოკლედ ამდგარა და გაქცეულა. იმ ქალმა თქვა დერეფნის ბოლომდე გამოვედევნე, მაგრამ ვერ დავეწიეო.
-როგორ არ დაგვირეკა მაშინვე?_აღშფოთება ვერ დამალა თამუნამ და ისტერიულად დაიწყო ვიკას ნომერზე რეკვა.
-მინდოდა დარეკვა, მაგრამ არ მინდოდა რომ მშობლებს ეფიქრა მათ პირად ცხოვრებაში ვერეოდიო. ასე მითხრა იმ ქალმა.
-მე ლილის ვნახავ შენ რამეს თუ გაიგებ დამირეკე კარგი_ მოაძახა გოჩამ თამუნას.
-რა დროს ლილია გოჩა.
-იქნებ რამე გავიგო თამუ. გავიგებ რა მოხდა დღეს. საერთოდ რა საწირო იყო ეს ამბავი ასე განეხილა ყველას თანდასწრებით
გოჩა მანქანაში ჩახტა და წავიდა. თამუნას ნერვიულობისგან ფერი აღარ ედო სახეზე. მასინვე თიკოსთან გადარეკა ჩემთან გამოდიო.

*&*&*&*&
როგორც კი ტაქსი მოვიდა ლუკამ ანიშნნა ვიკას წავედითო და ისიც წამოდგა. თაზოს გვერდზე გაწევისთვის თავი არ შეუწუხებია. გოგონამ თავი უხერხულად იგრძნო და ძლივს გადმოაბიჯა მის ფეხებს. თორნიკე მეგობრებს გამოეყო და ვიკასთან დასამშვიდებლად მოვიდა.
-მიხარია, რომ გაგიცანი ვიკა. კიდევ შემოგვიარე
-ხხხოო ...რრრავიცი..._ ამოილუღლუღა და ძალაუნებურად გაიღიმა, მაგრამ უცებ მის თვალწინ რაღაც დატრიალდა.
დრო და დრო თორნიკეს სილუეტი გაიდღაბნა.... აიმღვრა და გაიწელა. რაღაც ბარბაცის მაგვარი იგრძნოო. ხელები გაეყინა და დაუბუჟდა.
-ვიკუ წავედით_ჩაესმა შორიდან ლუკას ხმა , მაგრამ უკვე იმდენად შორიდან რომ თითქმის აღარ ესმოდა. ხელი ცარიელ სივრცეს შეაშველა რომ წასულიყო. მალე გადღაბნილი სილუეტიც სადრაც გაქრა და სრული სიბნელე დარჩა.
ლუკამ კიდევ ერთხელ დაიძახა, მაგრამ ვიკა მოცელილივით დაეცა ძირს.

____________
გმადლობთ ,რომ კითხულობთ ჩემო კარგებო
ველი თქვენს შეფასებებს <3

№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaimee mecodeba lili :( es vika kide erti gatutucebuli bavshviaa nervebi meshlebaaa :((

№2  offline მოდერი Behandice

უკარგესი ხარ!
არმეცალა და რომ დავინახე ახალი თავი იმ წუთას წავიკითხე.
აი საშინლას მომწონს ეს ისტორია,უკვე მიყვარს და მინდა სულ ვიკითხო და ვიკითხო.
ლილი მეცოდება ძალიან,მაგრამ მესმის მისი გათამამდა იმით რომ მამა ყავდა,თორე ნამდვილად არ იყო ვიკა იმის ღირსი რო ამდენ ბავშვებში და მასწავლებელში განეცხადებინა ეს ამბავი,ლილი ნამდვილად მეცოდება,მთელი 13 წელი გაატარა ისეთ ცხოვრებაში სადაც არც დედა ყავდა არც მამა,დედა ყავდა მარა ამას ყოლა ნამდვილად არ ერქვა.
ვიკასიც მესმის თან ძალიან,როდესაც მთლი ცხოვრება დედას და მამას განებივრებული ბავშვი ხარ და მთელი ცხოვრება გგონია რომ ყველაფერი შენია უცებ გამოჩნდება ვიღაც ვინც ამაში შეგეწილება,მეც ეგოისტი ვარ ძალიან ამიტომ მარტივად გაუგე,იმის გააზრება ვიკასთვის რომ გოჩა მის გარდა სხვასთანაც წავიდოდა,ეს სხვა ლილია,მასთან ერთად გაერთობოდა,მამის როლს შეასრულებდა,იეჭვიანა,გოჩას და თამუნას ბრალია არ უნდა გაენებივრებიათ ასე.
მაგრამ იმდენი მაქვს და დიდი მოლოდინი რომ ბოლოსკენ როგორც დები ისე იქნებია,თავიდან ყოველთვისა პრობლემები.
ლილის და ანას მომენტები მაკლია და ძალიან ძალიან მინდა..
კიდევ ერთხელ და მილიონჯერ გეტყვი რომ შესანიშნავი ხარ!
ველოდები მოუთმენლად ახალ თავს და არ დააგვიანო რა. heart_eyes

№3 სტუმარი Uhuu

Mec 16is var da zogada amxela gogoebs unda shegvedzlos tavis kontroli.vika aris erti gatutucebuli gogo! Rac ar unda ikos amxela gogo sxvis mdgomareobashinc unda shevides!! Moacko ak isterikebi!!!

№4 სტუმარი manana

aii ar vici ra vtqva.. pirdapir gasaocaria es istoria da dzalian momwons..
ragac ana damaklda am tavshi... minda rom gabednierdes da lilistanac uketesi urtiertoba hqondes..ubralod anas personaji ragac saocrebaaa..rogor unda rom shvili uyvardes..cdilobs..cdilobs magram sabolaod mainc araferia..mis personajshi minda cvlilebisa da winsvlis danaxva...minda rom is warmatebuli gaxdes yvelanairad... yvelaze metad is ichagreba 18wlidan tan..mis adgilas sheidzleba yvela gagijebuliyo..ra namusit unda mostxovo mas uyvardes arseba romelic gaaxsenebs im games? gaaxsenebs dangreul warsuls..imas tu rogor daengra yvelaferi tavze..rogoria totxmeti weli uyurebde vigacas da is gaxsenebdes imas ris daviwyebasac cdilob axla ki modi mostxove mas lilis siyvaruli..mas lilistan urtiertobis eshinia.. ver amyarebs komunikacias shviltan..lilis dabadebis dgidan arcertxel hqonia imis gancda rom is mshobeli iyo..is deda iyo..
da minda rom es grdznoba ganicados.. minda lilis danaxvaze sitbo da siyvaruli chaegvaros sxeulshi da mastan dzalian magari urtiertoba daamyaros..iqneb bedmac gaugimos da ara marto ojaxshi karierashic gaugimos bedma..
lilis da gochas urtiertobasac ar awyenda gagrmaveba da imedia joxi lilize ar gadatydeba da yvelaferi mas ar dabraldeba..magram rodesac lili gaigebs tu rogor chaisaxa da am dros tu dedastsnac kargi urtiertoba eqneba minda rom gocha moishoros..gochas yavs ojaxi da mas mixedos lili uketess imsaxurebs da ara misnair mamas..ar vici ubralod mgonia rom lilim simartle unda gaigos da dedis mdgomareobashi shevides da tviton airchios mamisadmi damokidebuleba..sheidzleba saertod ar sheicvalos da gochas mimart isev simpatiebi hqondes, magram anas mdgomareobashi shevides..
imedis vikac moegeba gons da agar iqneba aseti..da is da luka xom mxolod megobrebi arian? ubralod ver gavudzleb ase rom ar iyos radgan imis da miuxedavad axla rasac vityvi shridzleba sisulele iyos magram ravi..anuu tu luka vinmestan iqneba minda rom lilistan iyos.. imwutidan rac lili mis saxlshi mivida da lukam rom utxra sheis ar xar vikas dabadebis dgeze rom iyavi da xeli rom itkineo? (nu iq sxvanairad ewera magram daaxloebit interpretacia aseti iyo..) ai am dgidan imis da miuxedavad rom mere ertmanets ar gamolaparakebia, magram lili xedavda tu rogor iyo luka vikastan da mastan ertad ertoboda da icinoda da aseve lilim is facebook-zec modzrbna minda rom ertad iyvnen...ragac akavshirebdet ar vici ra magram ragac.. ho vici sisulelea..
agar vici ra vtqva..araa gatyueb simartle gitxra vici radgan shemidzlia amaze dausruleblad visaubro, magram xeli damegala ukve :\\
hoo da bolos umagresi xar da dzalian kargi istoriaaa..velodebi shemdeg tavs moutmenlad..
warmatebebi <3 *~~*

№5 სტუმარი Guest londa dm

Minda gitxra rom es motxroba dzalian momwons magram rato agvianeb? Au yoveldge dade ra sul am motxrobis dxebnashi var dges xom ar dado dges xom ar dado ra. Es erti meore anastan dakavshirebit mindoda metqva rom am qals ragacnairad gavuge tavidan ar momewona rom mas tavisi shvili ar uyvars magram ar sheudzlia ki ara ver sheudzlia da ra qnas minda am qalma warnateba miagwios karierashi da cnobili eqimi gaxdes aqamdec unda gamxadariyo magram ase ar moxda me minda anas vxedavde rogorc warmatebul dadzlier qals ana dzalian momwons. Tamunas rac sheexeba tavidan megona rom egqali cudi iyo ronelic gijdeboda chacmaze da gartobazeda aterorebda shvils axla ki gamgebian qalad da karg dedad gadaica. Xoda kidev tamunas ar uyvars mushaoba da didxans ertidaigive saqmis keteba tamunac tavisi shvilit tavnebaa da gochas xom utxra rom ragacis ufrosad daviwyeb shentan mushaobaso. Me mindoda aq aseti ragac yofiliyo tamuna rogorc mdidari lamazi da tavneba qali romelic michveulia yvelafris migebas da samushaos dawyeba mxolod imitom unda rom ragacit gaertos tan ufrosad xom xvdebi rasac vgulisxmob da ana romelic ufro karieristi iyo da yoveltvis kargad swavlobda da didi gegmebihqonda momavalshi magram mere is ambavi moxda daragac sheicvla cxovrebashi magran dedamisis daxmarebit man ocnebebze ar tqva uari da tavisi miznebis ganxorcielebas sheudga tan rogorc chventvis cnobiliafexmdzimobis drosac ki swvlobda da bavshvi roca eyoleba is wavida universitetshi

№6  offline წევრი lisebeth

მადლობა ყველას ❤️❤️❤️
მერე რა რომ თამუნას კარგი ჩაცმა იყვარდა და უყვარს და კაპრიზნია
მერე რა რომ მუშაობა. დროის მოსაკლავად უნდოდა?
ეს გამორიცხავს რომ კარგი ცოლიც შეიძლებააიყოს?
თამუნა გაუნათლებელია რაარუბრალოდა რასდროსსუმიშავნია

№7 სტუმარი Guest londa dm

Is wavida universittshi ganatlebis misgebad da amitomac bavshvistvisdro ar rcheboda tan rogorc cnobilia samedicinoze swavloben 9 tu 12 weli da es qali 32 wlisaa 18- 19 wlis iyo roca es ambavi moxda da shvili eyola erti weli ar uswavlia universitetshi da mere ki daiwyo swavla 19- 20 wlisam da tu 9 welia swvla 29 wlisa daamtavrebda datu 12 32 wlisa. Anu tavidanve xom ar gawyebineben mushaobas da axla swavla rom daamtavres daawinaures damushaobs yvelaze cnobil saavadmyofoshi rogorc cnobilia anas deda ar mushaobs damxolod ana mushaobs da tu mxolod ana mushaobs da rogorc tiko ambobs r uchirt mashin anas kargu xelfasi aqvs da rogorc cnobilia arc ise cnobil saavadmyofoshi eqtans ar aqvs bevrixelfasi mgoni 500 lari magram tu cnobil saavadmyofoshi mushaobs mashin ufro meti eqneba magalitad chemi natesavi eatnad mushaobs cnobil saavadmyofoshi da tveshi aqvs 2000-3000 gamomushavebit reanimaciahi mushobs da minda rom daawinauron da eqimi gaxdes aseve minda rom gochasgan araferi moitxovon da damoukideblad cxovrobdnen. Axla kide minda lili ar iyos chirveuli bavshvi ufro gamgebiani minda rom iyos d ar momewona rogor utxra vikas eg magram girsi ki iyo da axla iseti shegrdzneba maqvs am gogos daabraleben . Xo kide lili ro gaigebs sinartles minda dedamisis mdgonareobashi shevides. Lukas rac sheexeba mag bichs mgoni cudi samegobro hyavs gansakutrebit tazo ar momewona tornike rogorc kicrogorc yvela gatamamebuli bichi egetia . lilis mgoni luka moswons egeti echvi maqvs da es ufro sainteresos xdis mitxrobas da tornikec gamoiyvane ra es luka da tornike motocikletebit dahqrian aqet - iqit ra. Tornikes lili minda rom moewonos sadme gaicnos ra. Lili warmomidgenia asaktan shedarebit magali gamxdari wablisferi mowitalo tmit da mwvan tvalebit mamamisic egeti warmomidgenia an deda ki shavgremania. Anu lili garegnobit mamas gavdes da amitomac ufro uchirdes anas mastan urtiertoba. Lili garegnobit mamas gavdes da xasiatit dedas dedasavit chumi da moridebuli adamiani iyos magram mere ana sheicvala da civigaxda

Lili swavlit dedas gavdes minda kargad swavlobdes xolo vika normalurad. Aseve warmomidgenia rom lilis moswons musika simgera dakvra amit mamas gavdes. Au ramdeni visaubre ra da lilis ojaxi sakmaod shedzlebulebi iyvnen da ara garibebianu sakmaod shedzlebulebi ra.
Au ramdeni damiweria da ramdenivibodile ra male dade. Yoveldge dade ra.
Sheni ertguli mkitxveli LONDA

№8  offline წევრი lisebeth

Guest londa dm

ანას და ყავს რომელიც ამერიკაში მუშაობს საელჩოში
და ისიც ეხმარებათ
ლილი გოჩას გავსდ ა ესდც ვთქვი უკვე რამდენჯერმე . გოჩამაც შეადაარა ლილის თვალები თავისას
ვიკა დედას გავს და ამიტომაც უფრო მეტად უყვარს გოჩას რადგან. თამუნასა ხსენებს
ლუკა გოჩას გავს
უფრო სწორად მასავით იქცევა და ამიტომაცდ ავაკავშირე ვიკასთან ამით ძველი გოჩა და თამუნა ნაწილობრივ გავაცოცხლე

№9 სტუმარი ემი

შეიძლება გეწყინოს, მაგრამ უნდა გითხრა. არ მომეწონა ეს თავი, თან ძალიან არ მომეწონა...
ჯერ ერთი, ლილი ასე როგორ გაიმეტე ამ შეცდომისთვის... აქამდე ისეთი გაწონასწორებული და გონიერი იყო, ძალიან გამიკვირდა და არ ველოდი მისგან ამას. მესმის, ნერვები ვერ მოთოკა და მაგრამ მაინც არ უნდა ექნა. ცუდ მდგომარეობაში ჩაიყენა თავისი თავი....
მეორეც, ძალიან მეზედმეტა გოჩას და თამუნას საუბრები... მესმის, რომ უყვართ ერთმანეთი, ეს უკვე გავიგეთ, მესმის რომ თამუნა მართლა კარგი ცოლია და კარგი დედაა, ეს უკვე წინა თავში გამოჩნდა..კარგია, რომ მათ შორის ურთიერთობა (თუნდაც სექსი), მოგვარდა და დალაგდა, ეს კი მომეწონა...მაგრამ ასეთ დაძაბულ სიტუაციაში, გოჩას რა რესტორნობა და რომანტიკული საღამოები აუტყდა... რა ვიცი, ცოტა გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის...
ვიკას რაცარუნდა გატუტუცებული ბავშვი ვეძახოთ, დარწმუნებული ვარ, ბავშვების (თან დედისერთა) უმრავლესობა ასე მოიქცეოდა, რაცარუნდა კარგი გაზრდილი იყო, ის ფაქტი, რომ უცებ აღმოაჩენ, რომ შენ ერთადერთი არ ხარ შენი მშობლებისთვის, არაა ადვილი გადასახარში, ამიტომ ჯერჯერობით მიჭირს ვიკას გამტყუნება...მე ალბათ გადავირეოდი სიხარულით, რა კარგია რომ და გამომოჩნდა აქამდე მარტო ვიყავი თქო. მაგრამ, ამ ასაკში, ბავშვების უმრავლესობა მაინც ვიკასავით მოიქცეოდა....ცოტა მეზედმეტა, ვიკას ლუკასთან გაყოლის სცენა, აი იქ სახლში ყოფნის სცენა კარგი იყო...
პ.ს. ბოდიშს გიხდი, რომ ძალიან პირდაპირ დავწერე რასაც ვფიქრობდი, მაგრამ პირველი თავიდან მოგყვები, და ყველა თავში იმხელა ემოცია გროვდებოდა, რომ რამოდენიმე თვიანი პაუზის მიუხედავად, მუხტი არ შესუსტებულა, პირიქით უფრო და უფრო ძლიერდებოდა...
ამ თავში მომეჩვენა, რომ ეს მუხტი დაიკარგა, რაღაც გაცივდა და გული დამწყდა....

მე ამ ისტორიას ვკითხულობდი, მარცხნიდან მარჯვნივ და არა, ზევიდან ქვევით, როგორც აქ ისტორიების უმრავლესობა იკითხება. ეს თავი სწორედ ასე წავიკითხე, ზემოდან ქვემოთ...

პ.ს.ს მაპატიე, ძალიან რომ გგულშემატკივრობ, ამიტო დამეწერა ასე...გელოდები....

№10  offline წევრი lisebeth

ემი

არაუშავს ყველანაირი კრიტიკა მისაღებია

მაგრამ თამუნას და გოჩას საუბრები აუცილებელია რომ ვიცოდეთ რა ცხოვრება ჰქონდათ ადრე. და რამ მიიყვანა გოჩა იმ მდგომარეობამდე რაც ანასთან გააკეთა.
თამუნასა და გოჩას ცხოვრებასია რასდროს იყო ის ღია დამოკიდებულება სიყვარულის და მიუხედავად იმიტომ რომ გოჩას საიდუმლო ყველაფერს ანგრევდა. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.
რატომაც არა. გოჩას უნდა რომ თამუნამ ძველებურად იგრძნოს თავი მისთვის მნიშვნელოვან ადამიანად და უთხრა რესტორანში წავიდეთო. ის ცდილობს თამუნას კომფორტულად აგრზნობინოს ტავი
ამ მოთხრობაში მარტო ლილი არაა მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება ლილის საქციელს იქ კარგად ჩანს რომ ლილის გაბრაზების ნიადაგგზე წამოცდა. ამის თქმა არ უნდოდა იმ წამსვე ინანა. უბრალოდ გული ეტტკინა რომ ვიკამ არარაობასავით მოექცა და იმ წამს ვერ გაააცნობიერა რომ იქ სხვებიც იყვნენ
ვიკა ბავშვია და ჭირვეულობს, ეჭვიანობს მაგრამ ლილიცბავშვია და ბავშვურად წამოცდა იმ წამს ვერ გაიაზრა რომ ეს პრობლემებს სეუქმნიდა გოჩასთან.
ვიკამ კიდევ თავისი ჭკუით სამაგიერო გადაუხადა გოჩას და გაიპარა. მაგრამმერე იმანაც მიხვდა, რომ ცუდად მოიქცა და წამოსვლა სთხოვა ლუკას

ბავშვები არიან და ბავსვურად აზროვნებენ. თავიდან ლუკას უარი უთხრა არ წამოვალო მაგრამ ლილიმ რომ უთხრა მამაშენი წუხელ ჩემთან იყოო ვიკას გაახსენდა რომ ის დატოვა და ლილისთან წავიდა და ამით სამაგიერო გადაუხადა

Guest londa dm
Is wavida universittshi ganatlebis misgebad da amitomac bavshvistvisdro ar rcheboda tan rogorc cnobilia samedicinoze swavloben 9 tu 12 weli da es qali 32 wlisaa 18- 19 wlis iyo roca es ambavi moxda da shvili eyola erti weli ar uswavlia universitetshi da mere ki daiwyo swavla 19- 20 wlisam da tu 9 welia swvla 29 wlisa daamtavrebda datu 12 32 wlisa. Anu tavidanve xom ar gawyebineben mushaobas da axla swavla rom daamtavres daawinaures damushaobs yvelaze cnobil saavadmyofoshi rogorc cnobilia anas deda ar mushaobs damxolod ana mushaobs da tu mxolod ana mushaobs da rogorc tiko ambobs r uchirt mashin anas kargu xelfasi aqvs da rogorc cnobilia arc ise cnobil saavadmyofoshi eqtans ar aqvs bevrixelfasi mgoni 500 lari magram tu cnobil saavadmyofoshi mushaobs mashin ufro meti eqneba magalitad chemi natesavi eatnad mushaobs cnobil saavadmyofoshi da tveshi aqvs 2000-3000 gamomushavebit reanimaciahi mushobs da minda rom daawinauron da eqimi gaxdes aseve minda rom gochasgan araferi moitxovon da damoukideblad cxovrobdnen. Axla kide minda lili ar iyos chirveuli bavshvi ufro gamgebiani minda rom iyos d ar momewona rogor utxra vikas eg magram girsi ki iyo da axla iseti shegrdzneba maqvs am gogos daabraleben . Xo kide lili ro gaigebs sinartles minda dedamisis mdgonareobashi shevides. Lukas rac sheexeba mag bichs mgoni cudi samegobro hyavs gansakutrebit tazo ar momewona tornike rogorc kicrogorc yvela gatamamebuli bichi egetia . lilis mgoni luka moswons egeti echvi maqvs da es ufro sainteresos xdis mitxrobas da tornikec gamoiyvane ra es luka da tornike motocikletebit dahqrian aqet - iqit ra. Tornikes lili minda rom moewonos sadme gaicnos ra. Lili warmomidgenia asaktan shedarebit magali gamxdari wablisferi mowitalo tmit da mwvan tvalebit mamamisic egeti warmomidgenia an deda ki shavgremania. Anu lili garegnobit mamas gavdes da amitomac ufro uchirdes anas mastan urtiertoba. Lili garegnobit mamas gavdes da xasiatit dedas dedasavit chumi da moridebuli adamiani iyos magram mere ana sheicvala da civigaxda

Lili swavlit dedas gavdes minda kargad swavlobdes xolo vika normalurad. Aseve warmomidgenia rom lilis moswons musika simgera dakvra amit mamas gavdes. Au ramdeni visaubre ra da lilis ojaxi sakmaod shedzlebulebi iyvnen da ara garibebianu sakmaod shedzlebulebi ra.
Au ramdeni damiweria da ramdenivibodile ra male dade. Yoveldge dade ra.
Sheni ertguli mkitxveli LONDA

ანა სამედიცინოზე არ სწავლობდა. საავადმყოფოსი რეგისტრატურასი მუშაობს სამედიცინო რად უნდა

№11 სტუმარი ემი

მესმის, გოჩას და თამუნას შორის ამ საიდუმლოს გარკვევით ყველაფერი გაირკვა და დალაგდა, და ვთქვი, რომ ეს ძალიანაც კარგი იყო. თამუნამ ეს ღირსეულად მიიღო, რადგანაც მართლა კარგი ქალია და იმსახურებს კიდეც გოჩასგან ასეთ დამოკიდებულებას, მითუმეტეს რომ გოჩას დღემდე უყვარს... ეს ყველაფერი კარგად მესმის და გავიგე... მაგრამ მაინც მეზედმეტა... ჩვენ აქ დაძაბულები ვზივართ, რა უნდა ქნას ლილიმ, ვიკამ, თვითონ გოჩამც, (რადგან მართლა კარგი ადამიანი ჩანს და ძალიან ძალიან ნანობს), ხოდა რომანტიკოსობა ამ მომენტში მომეჩვენა გამაღიზიანებლად...

ვიცი, რომ ლილიმ ინანა და მართლა ბავშვურად მოუვიდა, მაგრამ ახლაც მეტირება იმის წარმოდგენაზე, რომ ამისთვის როგორ ნერვიულობს და რამდენი ახსნა გარნმარტება მოუწევს თავისი საქციელის... ამისთვის არ მემეტებოდა და ეს გითხრი... თორემ ლილის არც ვამტყუნებ...

ვიკაც არ არის შინაგანად ცუდი ადამიანი, ეს იქ გამოჩნდა თორნიკესთან სახლში... ცუდი ადამიანი რომ არ არის, ამას ადრეც ვგრძნობდი, მერე რა რომ განებივრებულია...მე არ ვიცი შენ როგორ გადაწყვეტ, მაგრამ მე სულ მქონდა და მაქვს იმედი, რომ მიუხედავად ახლა ამხელა აგრესიისა, ვიკა აუცილებლად გადახარშავს და ძალიან მალე ძალიან ღირსეულად შეხედავს ამ ამბავს... რა ვიცი, ეს რა თქმა უნდა შენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე ასე მინდა smile

პ.ს. ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს heart_eyes .... მუხტი არ დაკარგო... wink

№12  offline წევრი Diosa Dela Tristeza

გული მატკინა ვიკას ქცევებმა :( არ ვიცი დალაგდება თუ არა აქაურობა მაგრამ მე ძალიან მომწონს ❤❤❤ველოდები ახალ თავს❤

№13  offline წევრი lisebeth

ემი
მესმის, გოჩას და თამუნას შორის ამ საიდუმლოს გარკვევით ყველაფერი გაირკვა და დალაგდა, და ვთქვი, რომ ეს ძალიანაც კარგი იყო. თამუნამ ეს ღირსეულად მიიღო, რადგანაც მართლა კარგი ქალია და იმსახურებს კიდეც გოჩასგან ასეთ დამოკიდებულებას, მითუმეტეს რომ გოჩას დღემდე უყვარს... ეს ყველაფერი კარგად მესმის და გავიგე... მაგრამ მაინც მეზედმეტა... ჩვენ აქ დაძაბულები ვზივართ, რა უნდა ქნას ლილიმ, ვიკამ, თვითონ გოჩამც, (რადგან მართლა კარგი ადამიანი ჩანს და ძალიან ძალიან ნანობს), ხოდა რომანტიკოსობა ამ მომენტში მომეჩვენა გამაღიზიანებლად...

ვიცი, რომ ლილიმ ინანა და მართლა ბავშვურად მოუვიდა, მაგრამ ახლაც მეტირება იმის წარმოდგენაზე, რომ ამისთვის როგორ ნერვიულობს და რამდენი ახსნა გარნმარტება მოუწევს თავისი საქციელის... ამისთვის არ მემეტებოდა და ეს გითხრი... თორემ ლილის არც ვამტყუნებ...

ვიკაც არ არის შინაგანად ცუდი ადამიანი, ეს იქ გამოჩნდა თორნიკესთან სახლში... ცუდი ადამიანი რომ არ არის, ამას ადრეც ვგრძნობდი, მერე რა რომ განებივრებულია...მე არ ვიცი შენ როგორ გადაწყვეტ, მაგრამ მე სულ მქონდა და მაქვს იმედი, რომ მიუხედავად ახლა ამხელა აგრესიისა, ვიკა აუცილებლად გადახარშავს და ძალიან მალე ძალიან ღირსეულად შეხედავს ამ ამბავს... რა ვიცი, ეს რა თქმა უნდა შენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე ასე მინდა smile

პ.ს. ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს heart_eyes .... მუხტი არ დაკარგო... wink

მადლობა გაიხარე

რათქმაუნდა ზედმეტი იყო გოჩას მხრიდან, მაგრამ უნდა რომ თამუნასთან თავი გამოიჩინოს და იმის საპასუხოდ რაც თამუნას მის გამო მოუთმენია და გადაუტანია ასიამოვნოს თორემ შესაძლოა მართლა არ იყო ამის დრო უბრალოდ ცდილობს მას დაანახოს რომ სხვანაირია და რომ მას იმსახურებს

რათქმაუნდა არაა ცუდი ადამიანი 14 წლის ბავსვი ცუდი ადამიანი რატომ უნდა იყოს. ის რომ ჭირვეული და განბივრებულია არ ნისნავს რომ ცუდია. უბრალოდ ასეთია. გოჩამ და თამუნამ რა იცოდნენ რომ ერთ დღეს ლილი გამოჩნდებოდა. და სხვანაირი ვიკა გახდებოდა საწირო ამ ამბის აღსაქმელად

№14 სტუმარი მიკა

umagresi xar
miyvarxar istoriebianaad. chemi fb meramdened daibloka da ramdenime dghea,verc vsargeblob da rogorc sheval,mogdzebniiii

№15  offline წევრი lisebeth

მიკა
umagresi xar
miyvarxar istoriebianaad. chemi fb meramdened daibloka da ramdenime dghea,verc vsargeblob da rogorc sheval,mogdzebniiii

ფეისბუქ კომენტარებში დაკომენტარებული მაქვს და იქედან დამიმატე
თათია ტაბატაძე
მადლობა საყვარელო

№16 სტუმარი მიკა

mechqareboda da valis.moxdasavit dagitove is uceb ,sul arapers jobiatqo

[quote=მიკა]mechqareboda da valis.moxdasavit dagitove is uceb ,sul arapers jobiatqo,mapatie)) arachveulebrivar wer, ar davighlebi gameorebit.aghprtovanebuli var shenit.ramdeni wlis xar

me dzalian momewona es tavi, rato ar mogewonat tqven ? vikasic gasagebia,lilisic da mshoblebis mdgomareobac.. vikas adgilas ra tqma unda, nebismiers eqneboda aseri reaqcia.me albat uaresic :-D :-D lilim ki ucwb miigho mama,imdenad undoda misi gacnoba.. orive personazhs aq tavis dadebiti..vighacas vikasnairebi moswons,,vighacas lilisnairi... risi tqmac mindoda ,kargad ver gadmoveci, ravi tu rame gaiget :-D :-D

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent