შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხანდახან სიტყვები სათქმელს ვერ ამბობენ (1)


6-09-2016, 16:03
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 805

ალბათ არაფერია იმაზე მეტად მნიშვნელოვანი ვიდრე საკუთარი თავისა და გრძნობების კონტროლი.ღმერთო ჩემო! რა იქნებოდა ყველას ჩვენ თვითონ გადაგვეწყვიტა როდის შეგვყვარებოდა ან როდის უნდა გვეთქვა ამ სიყვარულზე უარი? რა თქმა უნდა ამაზე ღმერთი ვერ მიპასუხებდა. თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ და ჩემს ოთახში გავდივარ, ლეპტპს ვრთავ და სოციალურ ქსელს ვათვალიერებ, მაინტერესებს ბოლოს როდის იყო " ონლაინში" 3 საათის წინ... ალბათ ძმაკაცებთანაა ვაჟბატონი. თავს უკმაყფილოდ ვაქნევ და ლეპტოპს ვხურავ. რამდენიმე წუთით ვზივარ უხმოდ საწოლზე, დეიდას ყვავილები შემოუტანია ოთხში, ახლახანს შევნიშნე, თეთრი ვარდები ჩაუწყვია შავ პრიალა ლარნაკში. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ ვარდების სურნელი შევიგრძნო, თუმცა ამაოდ.მგონი ყნოსვაც დამიქვეითდა. ვოხრავ და დაბლა ჩავდივარ პირველ სართულზე. უნდა ვაღიარო რომ აქაურობა საოცრად ლამაზია,სახლიდან ულამაზესი ხედი იშლება, ხშირად ვტკბები ხოლმე ამ სანახაობით, განსაკუთრებით კი საღამოობით, როდესაც ყველაფერი განათებულია ბიძაჩემი წარმოშობით იმერელია და მეც მიყვარს აქაურობა, მართალია გურული ვარ, თუმცა საკმაოდ მშვიდი. ძვირფას დედაქალაქ თბილისში დავიბადე და გავიზარდე. 1995-ში მოვევლინე დედამიწას, ძალზედ ჩვეულებრივი ახალგაზრდა გახლავართ, ბავშვობიდან ვცეკვავ, ახლა უკვე სუხიშვილების ანსამბლში ვარ უკვე 4 წელია,შავი გრძელი სწორი თმით, დიდი მუქი ლურჯი თვალები და აპრეხილი კურნოსა ცხვირი მერგო ჩემი უკრაინელი ბებიისგან, კანი თეთრი მაქვს, თუმცა მაინც მარტივად ვირუჯები. კიდევ კარგი, თორემ შური დამახრჩობდა სხვების მიმართ, რომლებს უპრობლემოდ, ყველანაირი სიწითლისა და დამწვრობების გარეშე შეუძლიათ მიიღონ რუჯი.ჩემი უმცროსი და ლიკა, რომელიც ჩემზე 3 წლით პატარაა სულ იმაზე წუწუნებს, რომ კაწია ბებოს ის კი არა მე დავემგვანე, სახელიც კი მისი მქვია. დეიდაჩემი რადგანაც ყველაზე უმცროსია მას ერგო პრიზად ბებოს ყოლა სახლში. სამზარეულოში შევდივარ და მაცივრიდან ლორსა და კვერცხს ვიღებ, რათა ომლეტი მოვიმზადო. სახლში არავინაა, დეიდა და ბებო ქუთაისში არიან საქმეზე წასულები, ბიძაჩემი კი სამსახურში. ომლეტს ვწვავ და მისაღებში გავდივარ, მადა არ მაქვს,თუმცა მაინც ვიჩრი პირში მოზრილს ლუკმებს, რათა კუჭი ცარიელი არ მქონდეს. ტელევიზორს ვრთავ და ვაშტერდები არადა ერთი სიტყვაც კი არ მესმის რას ლაპარაკობენ ისე მაქვს გონება გაფანტული. მესმის როგორ მეძახის ჩვენი მეზობელი სოფო, რომელც აქ რთადერთია ჩემი ასაკის. ის რომ არა ალბათ ჭკუიდან გადავიდოდი ამდენ მოზრდილ ხალხში, რომლებსაც ერთი სიტყვაც კი არ ესმით ჩემი.
-კატო, კატო სახლში ხარ?- ისე წივის სოფიკო მისი ხმა ყურებს მიხშობს
-შემოდი, აქ ვარ-ვპასუხობ დაბალ ხმაზე
-მარტო ხარ?-თავი ყოფს სალში და მეკრიჭება
-ჰო, წასულები არიან, შემოდი, გინდა ომლეტი?- ვუღიმი და ჩემს თეფშზე მყოფ ნახევარზე მეტ ომლეტს ვთავაზობ
-არა გოგო, წეღან ვჭამე-სახლში შემოდის და დივანზე,ტელეიზორის წინ ჯდება.
-ცხელა დღეს ძალიან- ვამბობ და იქვე სკამზე დადებულ ბებიაჩემის მარაოს ვიღებ
-არ მოუწერია?
-გუშინ მომწერა ბოლოს როგორ ხარო, დაახლიებით ექვსი საათი იქნებოდა
-და შენ?
-მე არ მიმიწერია
-რატომ მერე? ასე აპირებ? მერამდენე დღეა კატო?
-დღეს მეხუთე-ვპსუხობ და ჩემ ნახევარ ომლეტს ვაშტერდები
-მართლა აპირებ დასრულებას?- გაოცებული მაშტერდება
-რა თქმა უნდა-ოდნავი ღიმილით ვპასუხობ, ამჯერად თვალებში ვუყურებ.
-ხომ გიყვარს?
-მერე რა? მე მიყვარს და მას?
-კარგი რა კატო! რამდენჯერ მოგწერა და შენ უკვე 5 დღეა აიგნორებ. და კიდევ ამბობ რომ არ უყვარხარ
-ჰო, მაგრამ არცერთხელ არ დაუერეკავს.
-იმიტომ რომ მესიჯებზე არ პასუხობ
-ეგ არაა მიზეზი
-მასთან სექსი გქონდა?
-სექსი არა, თუმცა იყო რაღაც მაგდაგვარი, მშობლები მოვტყუ ვითომ მგობართან ვრჩებოდი და 2 ღამე მასთან გვატარე, თუმცა ის ჩემში არ შემოსულა ხვდები ხომ ალბათ?
-გაგიჟდი?! -ხმა უმკაცრდება და თვალებს ჭყეტს
-ჰო, მე გიჟი ვარ, ამას ახლა მიხვდი?- ამაზე ორივე გულიანად ვიცინით.
-მოგეწონა?-ტუჩს იკვნეტს
-რავიცი, ცუდი არ ყოფილა- მეცინება, თუმცა არ ვიცინი
-იქნებ ჯობს მიწერო პაუხი?-ხელებს ისრესს და შემდეგ მაშტერდება
-არა, სისულელეა და მეტი არაფერი
-რატომ ფიქრობ მასე? რომ არ უყვარდე არც მოგწერდა, თანაც ის ყოველდღე გწერდა რომ უყვარხარ
-და ეს კმარა შენი აზრით?- თავს ვაქნევ
-აზვიადებ კატო და ართულებ ყველფერს
-სოფო, სიყვარულს რას ეძახი შენ ? ან ის ვაჟბატონი? რომ ჩამოვდიოდი იცი რა გააკეთა? -სიმწრისგან მეცინება და ტუჩებს ვიჭამ რომ არ ამეტიროს- რომ წამოხვალ ერთი დღე ისევ ერთად გავატაროთო, დავთანხმდი, თუმცა წამოსვლის დღეს არ შეგიძლია ხვალ წამოხვიდეო? ბათუმში ვართ ძმაკაცები და ხვალ ჩამოვდივართო, არადა რომ მოვდიოდი ერთი კვირით ადრე იცოდა დროც და რიცხვიც,თუმცა რა გააკეთა?
-რაა? მერე?
-დაიკიდეთქო მივწერე და წამოვედი მწერდა თუმცა მე აღარ ვპასუხობდი. მაშინ გადავწყვიტე საერთოდ დამესრულებინა, თუმცა ვერ შევძელი.
-მესმის შენი, მაგრამ აქამდე?
აქამდე ანგელოზი იყო, მართლა სრული ამ სიტყვის მნიშვვნელობით .
თებერვალში გავიცანით ერმანეთი, როგორც ხდება ხოლმე უამრავ შემთხვევაში
-როგორ ხარ?
სავაჭრო ცენტრში ვიყავით მე და ჩემი დაქალი სალომე ნაკაშიძე და როგორც ყოველთვის ვშოპინგობდით. სწორედ მაშინ დაიწკაპუნა და გაისმა "messengeris" ხმა. ჯიბიდან ამოვაძვინე ჩემი apple და შეტყობინება გავხსენი
-როგორ ხარ?- მწერს ვიღაც ტიპი, პატარა ფოტოზე მოჩანს 2 ტიპი, თუმცა არ ვაპირებ ფოტოს გადიდებას, ამ მომენტში ეს ნკლებად მნიშვნელოვანია.
-ვისთან ხარ?-ვწერ და თან მეცინება, ფხუკუნით განვაგძობ "zaras" ახალი კოლექციის თვარიელებას.
-ჩემზე არ დაურეკავთ?- სიცილის სმაილს ურთავს, ამაზე მეც ვიცინი
-არა- ვწერ მოკლედ, რის შემდეგაც მგონია, რომ პასუხს არ მომწერს, ან უბრალოდ რამდენიმე ბრჭყალის მოწერით დაკმაყოფილდება. თუმცა ვცდები, ის ისევ ცდილობს საუბარი გააბას.
-ცუდია, კარგი არაუშავს, რას აკეთებ?
-მაღაიაში ვარ ტანსაცმელს ვარჩევ
-გინდა დაგეხმარო არჩევაში?
-კარგი-გასახდელში შევდივარ და ტყავის ქურთუკი შემაქვს ახალი კოლექციიდან, რომლის ყიდვასაც ვაპირებ. ფოტოს ვიღებ და ვუგზავნი
-მხოლოდ ერთია?
-ჰო
-არჩევა რომ ახსენე მეგონა რამდენიმედან ერთს არჩევდი
-არა, ეს მომწონს და მორჩა
-ლამაზია და თან გიხდება
-ჰო ვიცი-მეცინება და სალაროსთან მივდივარ ფულის გადასახდლად, სალომეც თან მახლავს. მანაც აარჩია მსგავსი ქურთუკი.სავაჭრო ცენტრიდან გამოვდივართ და მარშუტში ვსხდებით პლეხანოვის მიმართულებით.
-ლამაზი ხარ-რა თქმა უნდა! როგორც ყველა ესეც ამ გაცვეთილი ფრაზით ცდილობს ჩემს "დაკერვას".
-მადლობა- ვიცინი და სალომე ტელეფონს აშტერდება
-ვინაა?- მეკითხება და ღიმილით თავს აქნევს.
-ნიკა ფურცელაძე- ღიმილით ვპასუხობ
-ეგ ვინაა? - გაოცებული მპასუხობს
-არ ვიცი, ახლა მომწერა-მხრებს ვიჩეჩავ
-მანახე აბა-ჩემსკენ იხრება სიცილით- რომელია?
-არ ვიცი-ვპასუხობ სიცილით
-ფოტოში რომელი ხარ? -თან სიცილის სმაილს ვურთავ
-მელოტი-ისიც ურთავს სიცილის სმაილს, ფოტო გავხსენი თუმცა მელოტი არ არის, უბრალდ ქერაა, დაბალზე აქვს თმები და თან განათებაა ისეთი რომ მელოტს წააგავს. ვიცინი და სალომეს ვაჩვენებ დანარჩენ ფოტოებს.
-კარგი ტიპია
-წავა რა-ტუჩს ვიკვნეტ და ორივენი ვიცინით.
-ჰა რა ქენი დამათვალიერე?
-ჰო
-სად ცხოვრობ?
-პლეხანოვზე შენ?
-მე ქუთაისში
-გასაგებია
-ალბათ აქ ბევრი გწერს ხო?
-არც ისე
-თუმცა რას გეკითხები, ისეთი ლამაზი ხარ მოგწერენ აბა რა იქნება
-მადლობა
-მიხვედი სახლში?
-ჯერ არა, კარგი ახლა უნდა წავიდე
-ასე მალე? იყავი კიდევ ცოტახანს
-საქმე მაქვს
-კარგი დროებით კატო
მე და სალომე ვიცინით , უკვე ახლთან ვართ, მძღოლს ფულს ვუხდი და მარშუტკიდან ჩავდივართ, ნიკაზე არ ვფიქრობ და არც სალომეს ველაპარაკები მასზე, ჩემთვის სრულიად უმნიშვნელოა რამდენიმე წუთის წინ გაცნობილი ტიპი.
სალომეს ვემშვიობები და სახლში ავდივარ. ლიფტი როგორც ყოველთვისვგაჭედილია ან არ მუშაობს, მეხუთე სართულზე ზლაზნვით ავდივარ და ქოშინით ვკაკუნებ, კარს ჩემი და ლიკა მიღებს და პარკს მაცლის ხელიდან
-აუ! რა მაგარია კატო! ზუსტად ისეთია როგორიც მინდოდა! შენი ჩემი რამ გაყო? ხომ მათხოვებ ხოლმე? - იკრიჭება უაზროდ და ქურთუკს ირგებს. მე და ლიკუნა თითქმის ერთი ტანის ვართ, უბრალოდ ის რამდენიმე კილოთი მეტს იწონის ვიდრე მე. სამზარეულოში შევდივარ და ელექტრო ჩაიდანს ვაერთებ, გარეთ ყინავს, ცხელი ჩაი არ მაწყენდა. ოთახში გავდივარ, ტანსაცმლს ვიცვლი, იქვე დადებულ ფუმფულა ხალათს და საშინაო ჩუსტებს ვიცვამ და ისევ სამზარეულოში გავდივარ. ჩემს დას უკვე მოუსწრია ჭიქებში ჩაის დასხმა. გაღიმებული მელის როდის შევაქებ ამ საქციელისთვის.
-სადარის დედა?- ვეკიხები და ჩაის ფინჯანს ვიღებ, პირთან მიმაქვს და სულს ვუბერავ
-მაღაზიაშია, ცივა გარეთ?- ხელებს ასავსავებს და იბუზგება
-ჰო ზალიან, რატო? აპირებ სადმე გასვლას?
-სანდრომ დაგვპატიჟა კინოში მე და ლიზა-აათამაშა თვალები
-რომელმა სანდრომ? კვარაცხელიამ? - ვფხუკუნებ
-რა გაცინებს? - მხრებს უკმეხად იჩეჩავს ლიკა
-კარგი რა ლიკუნა, ახლა არ მითხრა ეგ ტიპი მომწონსო, თან რა დროს კინოა ამ სიცივეში? დაჯექი და იმეცადინე.-მკაცრი დის როლის მორგება არასოდეა მიჭირდა.
-უჟმური ხარ! მაინც წავალ-ენას მიყოფს და მეჯღანება-შენს ტყავს მათხოვებ?
-აუ თურმე რა! ლიკუნა იცი გარეთ რა ამინდია?იმ თხელი ქურთუკის ჩაცმა გინდა?
-აუ მერე რა. გთხოვ რა
-არა ლიკა! გაიყინები! რა გინდა ისევ სიცხე და გრიპი აიკიდო?-შუბლს ვკრავ და თვალებდაწვრილებული ვუყურებ.
-აბა შენ რისთვის იყიდე?- მებღვირება
-საგაზაფხულოა ეგ და არა ახლა ჩასაცმელი! -არ ვიშლი ჩემსას
-ოოო, წავედი მე -ხელს იქნევს და სამზარეულოდან ხმაურით გადის.
ყურადღებას არ ვაქცევ, თაროდან ჰიუგოს საბრალონს ვიღებ და კითხვას განვაგრძობ. რამდენიმე წუთში დედა ბრუნდება დატვირთული, ვეხმარები და პარკები სამზარეულოში გამაქვს.
-მოკლედ რა! სულ ლიფტი როგორ უნდა ფუჭდებოდეს! - ოხრავს და ილანძღება-სადაა ლიკა?
-თავის ოთახშია-ვპასუხობ და წიგნს ვუბრუნდები. საღამოს შევდივარ facebook-ში, ნიკას მონაწერი და მოწონებული ფოტოები მხვდება
-სად დაიკარგე?-ვხნი შეტყობინებას, პასუხს კი არ ვჩქარობ, სიმართლე გითხრათ მეზარებოდა კიდეც ახლა მასთან საუბრის გაბმა.
-აქ ხარ? -ისევ მწერს
-კი
-რას აკეთებ?
-არაფერს, შენ? -სრულიად ბანალური მიმოწერა
-სახლში ვარ, გარეთ ისე ყინვს გასვლითაც ვერ გახვალ.
-ჰო, აქაც ცივა
-რამე მომიყევი შენზე
-არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი.
-რას საქმიანობ?
-ვმუშაობ,ვსწავლობ, შენ?
-მე უსაქმური ვარ-სიცილის სმაილს ურთავს თან, მეც მეცინება,- სად მუშაობ?
-თიბისი ბანკში
-იქ რასაკეთებ?
-ოპერატორი ვარ
-ვა, მაგარია ესეთ ასაკში და თან ესეთი სამსახური
-ხო ალბათ
-სად სწავლობ?
-სახელმწიფო უნივერსიტეტში აუდიტზე.
-ყოჩაღი გოგო ხარ
-ვცდილობ-თავი დაკითხვაზე მგონია!
-სიყვარულის ამბებში როგორ ვართ? - ისევ სიცილის სმაილი
-ანუ გაინტერესებს ვარ თუ არა დაკავებული-მეცინება, ღმერთო ჩემო! რას ვაკეთებ? ასე ხომ არავის ვწერ აქ?-საკუთარ თავზე მეცინება და თავს ვაქნევ
-თავისუფალი ვარ
-ძალიან კარგი, მეც თავისუფლი მოქალაქე ვარ უკცე 4 წელია-ისევ იცინის, თუმცა ვერ მივუხვდი ნათქვამს.-ცოლი მყავდა, 4 წლის წინ, სკოლა დავამთავრე თუ არა მოვიყვანე, თუმცა არ აგვეწყო და 6 თვეში დავშორდით
-სამწუხაროა
-ეგ არაფერი, ხდება ხოლმე,შენთვის ეს პრობლემას ხომ არ ქმნის?
-არა რა შუაშია ეგ-მეცინება თუმცა არ ვუგზავნი სმაილს.
-კარგია თუ მასეა. მართლა მომწონხარ კატო და მინდა უკეთ გაგიცნო.
-იცი, მეც ვიყავი გათხოვილი-ვცრუობ და მეცინება, მაინტერესებს მისი პასუხი
-მართლა? და რატომ დაშორდი?
-ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს-ვაგრძელებ ტყუილს-და შენ?
-ჩვენს შორის მისი მშობლები ჩაერივნენ, უკრაინაში ცხოვრობდნენ და ის იქ სწავლობდა, ხშირად უწევდა წასვლა და კაროჩე რა როგორც ხდება ხოლმე. ბევრი ვუთმინე, მიყვარდა ძაან, თუმცა წავიდა და მერე აღარც დაბრუნებულა. აღარც მე გავკიდებივარ
-ცუდია
-შენ? რა მოხდა რომ დაშორდი?
-არ ვყოფილვარ გათხოვილი-ვუტყდები და თან სიცილის სმაილს ვუგზავნი, იდიოტურად გამომივიდა და ვინანე კიდეც ესეთი დებილური ტყუილი
-უკვე პირველი ტყუილი-მასაც ეცინება-დიდი ხანია წარსულზე აღარ ვფიქრობ კატო
-ახლა მგონია რომ თქვენს შორის ვდგები
-ღადაობ ხო? რაღა დროსია ეგ ურთიერთობა, შეიძლება გათხოვდა კიდეც, არ ვფიქრობ საერთოდ მაგაზე
-რთულია შენს ასაკში ოჯახის დანგრევა, შვილი?
-არა, შვილი არ მყავს-ისევ იცინის
-არადა შვილი საოცრებაა
-ალბათ, როცა გვეყოლება მაშინ ვნახვ როგორია-არ წყვეტს სიცილს
-გვეყოლება? -მეც ვიცინი
-ჰო თუ აგვეწყო გვეყოლება-ორივეს გვეცინება
-სულ რამდენიმე საათია გიცნობ და უკვე შვილზე ლაპარაკობ, სწრაფი ხარ
-კი სწრაფი ვარ, მას შემდეგ სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონია, ხომ ხვდები, მინდა პირადად გაგიცნო, ამ დღეებში ვაპირებ ჩამოსვლას საქმეები მაქვს და მინდა გნახო
-მგონი მართლა ძალიან ჩქარობ, ახლა უნდა წავიდე ნიკა, დროებით.
ლეპტოპს ვხურავ, საღამოს 8 საათია, დილით სამსახურში უნდა წავიდე, სააბაზანოში შევდივარ,ონკანს ვუშვებ და საოცრად მსიამოვნებს ცხელი წყლის წვეთები, რომლებიც ჩემს ხეულზე ენარცხებიან.
სწავლას და სამსახურს ერთმანეთს ვუთავსებ, კვირაში 3 დღე ვმუაშაობ დანარჩენი დღეები კი უნივერსიტეტში ვარ. რთულია თუმცა მსიამოვნებს კიდეც ეს სირთულე.
სააბაზანოდან გამოვდივარ, შიშველ ტანზე ლურჯ ფუმფულა ხალათს ვიცვამ და სასტუმრო ოთახში გავდივარ, მამა უკვე სახლშია და ტელევიზორთან მოკალათებული ვახშმობს. ლიკუნა სავარაუოდ კინოშია, დედა კი სამზარეულოში.
ადრე ვწვები დასაძინებლად. დილის 8 საათია, მაღვიძარა რეკავს, ძლივს ვწევ თავს ბლიშიდან და მაღვიძარას ვთიშავ, ჩემს გვერდით მწოლიარე ლიკუნას ვაჯანჯღარებ, თუმცა ვერაფერს ვხდები, მას როგორც ყოველთვი მკვდარივით ძინავს. ვეძახი და ისიც იღვიძებს, სააბაზანოში შევდივარ, ვწესრიგდები და ოთხში ვბრუნდები, კარადიდან შავ ტანზე მომდგარ ჯინსს ვიღებ, თეთრ შიფონის პერანგს ვიცვამ ტანზე და მაღალქუსლიან შუზებში ვყოფ ფეხებს. კლასიკურად ჩაცმა მიწევს სამსახურში, თუმცა მიყვარს ასეთი სტილი. მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ , თმებს მაღლა ვიწევ კოსად ვიხვავებ თავზე, ჩნთას დ მანტოს ვიღებ და მისაღებში გავდივარ. ზოგჯერ მამას მივყავართ ხოლმე, მე სამსახურში ლიკუნა სკოლაში. სწრაფად მივედით ბანკში, ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ფილიალში ვმუშაობდი. ჩემი ადგილი დავიკავე და პირველ მომხმარებელს ღიმილით მივეგებე. დღე საშინლად გაიწელა, დრო და დრო ნიკასვემესიჯებოდი ცდილობდა უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი. თავის ცხოვრებაზე მიყვებოდა რაღაცეებს. უკვე 2 საათია ვმეიჯობთ, ასე გრძელდება დღეების განმავლობაში, მობილურის ნომერს მთხოვს და მსაყვედურობს უყურადღებობაში, ვღიზიანდები და ვუხსნი, რომ ყოველ წუთას მასთან სამესიჯოდ არ მცლია. ბრაზდება,რაც მაღიზიანებს და მისგან თავის დასაღწევ მიზეზს ვეძებ. პასუხებს ვუგვიანებ ან ზოგჯერ საერთოდ არ ვწერ. ამაზე საშინლად ბრაზდება და მსაყვედურობს.
საღამოა, ჯგუფელებთან ერთად Loca launge-ში ვარ
-რას აკეთებ? - მწერს ნომერზე
-მეგობრებთან ერთად ვარ, შენ?
-მე სახლში ვარ, მალე წახვალ სახლში?-მაღიზიანებს მისი ზედმეტი ცნიბიმოყვარეობა
-არვიცი
-შენ მხლოდ მაშინ გახსენდბი როცა სამსახურში ხარ, მეგობრებთან ერთად კი მიკიდებ, ალბათ დრო გაგყვს ჩემით
-ნუ სულელობ ნიკა
-ეგრეა კატო
არაფერს ვწერ, ვაიგნორებ, რამდენიმე მესიჯს მწერს ერდროულად
-კატო! უკვე ვიანია წახვედი?
-იქნებ მიპსუხო როცა გირეკავ?! კატოო!!!
-ხო ვიცი ახლა ამას კითხილულობ და პასუხსაც კი არ მწერ!!!
როგორ მაბეზრებს თავს ნეტა ვერ ხვდება? მობეზრებულად ვაქნევ თავს და ტელეფონს ჩანთაში ვჩურთავ.გვიან ვბრუნდები სახლში, საათს ვუყურებ უკვე ღამის 3 საათია, დილით მირეკავს ნიკა და მისი ზარი მაღვიძებს
-გისმენ-გაბრუებულ თავს ვიქექავ და ვამთქნარებ
-კიდევ კარგი! ცოცხალი ხარ?!-მკაცრი ხმით ლაპარაკობს
-იცი რომელი საათია?!-საშინლად ვბრაზდები
-წუხელ არ გახსოვდა საათი!
-რამდენის უფლებას აძლევ შენს თავს?!-ნერვებზე ვიშლები და ხმას ვეღარ ვკონტროლებ
-ისე მოიქეცი როგორც საჭიროა!!!
-იცი რა? ავადმყოფი ხარ! ახლა გასაგებია რატომ გაგექცა ცოლი!- გამწარებული ვთიშავ ტელეფონს და მის ნომერს ვბლოკავ. საათს ვუყურებ დილის 6 საათია, საშინლად მეძინება, საბანს თავამდე ვიფარებ, მასში ვეხვევი და ვიძინებ.
8 საათისთვის მაღვიძებს დედაჩემი, ვწესრიგდები, ვიცვამ და უნივერსიტეტში მივდივარ. ჰოლში ვესალმები ჯგუფლებს და მათთან ერთად ლექციაზე შევდივარ. 45 წუთის შემდეგ მომდენო აუდიტორიაში ვინაცვლბთ. ყვლაფერი ჩვეულ რიტმში მიიზლაზნება, სრულიად არ ვფიქრობ ნიკაზე, არ მანაღვლებს ის. მომწონს ჩემი მდორე ცხოვრება. ნიკასთან ჩხუბის შემდეგ 1 კვირა გადის. საღამოს ისევ მწერს სოციალურ ქსელში
-როგო ხარ?
-კარგად შენ?
-ცუდად, მენატრებოდი, დამბლოკე ხომ?
-კი სწორად მიმხვდარხარ
-ხვალ თბილისში ჩამოვივარ, მნახავ?
-არ მცალია
-კარგი რა კატო, პატარა ბავშვივით რატომ იქცევი?
-მართლა არ მცალია ნიკა
-სამსახურში გამოგივლი რომ დაამთავრებ და გავისეირნოთ, სადმე დავსხდეთ ვილაპარაკოთ.
-კარგი- ცოტას გავერთობითქო ვიფიქრე, ერთხელ ვნახავ რა დაშავდება ამით.
ვთანხმდებით,რომ ხვალ 6 საათზე გამომივლის,ზუსტად ვეუბნები მისამართს და დასაძინბლად ვწვები. დილით როგორც წესი ვწესრიგდები და მივდივარ სამსახურში. მთელი დღე მწერს, რომ ერთი სული აქვს როდის მნხავს. 6 საათისთვის მწერს რომ ავტოსადომზეა ბანკის წინ. მე და ჩემი თანამშრომელი ნათია ერთად გავდივრთ ბანკიდან, ვეუბნები , რომ ბიჭი მელოდება, ვიცინით , ინტერესით ვკვდებით ორივე, და აი მანქანიდან გდმოდის ნიკა და ჩვენსკენ ღიმილით მოდის, ჰოი საოცრებავ!მეჩვენება თუ ეს მართლა ის ნიკაა? მე და ნათია დაშტერებულები ვუყურბთ მას, გვიახლოვდება
-როგორ ხარ?- მეხვევა და ლოყაზე მაგრად მკოცნის,ნათიას ღიმილით ესალმება
-კაარგად შეენ?-ლამისაა ენა დამებას, ნათია გვემშვიდობება და მიდის.მანქანაში ვსხდებით და სწრაფად ძრავს. საშინლად სიმპათიურია! შავი ჯინსი და ტყავის ქურთუკი აცვია, შიგნით მგონი ლურჯი პერანგი.
-ცოვრებაში უფრო ლამაზი ხარ-ღიმილით მეუბნება და ნიკაპზე ხელს მკიდებს, ისევ ვდუმრვარ და მის დათვალიერებას განგვაგძობ. მწვანე თვალები და სწორი ცხვირი აქვს, აი ღიმილი ნამდვილი შოკია!
-სულ ჩუმად უნდა იყო?
-უბრალოდ გადაღლილი ვარ
-და ალბათ მშიერიც, აქვე კარგი რესტორანი ვიცი დ იქ წავიდეთ, თავს ვუქნევ და მისვლამდე ხმას აღარ ვიღებ. მყუდრო და კომფორტული ადგილია, ცეზარს ვუკვეთავ, ის ორგულის სალათს, ჭამა არ მინდა, თუმცა ზრდილობის გამო რამდენიმე ლუკმას ვყლაპავ. ღმერთო ჩემო! უხერხულობისგან ლამისაა დავიწვა, ცეცხლი მიკიდია!
-ჭამე რა კატო-ღიმილით მეუბნება, ცანცარა ტიპი არარის, მეტიც, სერიოზულია და იშვიათად იღიმის.
-კარგი ხარ - თვალს მიკრვს და ორაგულის სალათს მშვიდად მიირთმევს.
-მადლობა-ვიცინი და თავს გვერდით ვატრიალებ
-და შენ შეხვედრა არ გინოდა, ხო არ ნანობ შემთხვევით? -ამაზე ორივე ვიცინით.
-არა, ნამდვილად არ ვნანობ-თავს ვაქნევ და ცეზარში ვიქექები.
-არ მოგწონს? გინდა სხვა რამ შევუკვეთოთ?
-არა, მომწონს-მეცინება და თავი ისე მომაქვს, ვითომ ძალიან მომწონს.
-ისე უყურებდი რომ-მასაც ეცინება
-რამდენი ხნით რჩები?
-დეიდაჩემს ოპერაციას უკეთებენ ზეგ, ალბათ ოპერაციის შემდეგ წავალ
-რის ოპერაციას?
-გულის
-უი ცუდია, იმედია ყველაფერი კარგად იქნება-ვიღიმი და თვალებში ვუყურებ.
-იმედია, სხვას რას მეტყვი შენზე კატო?
-უკვე ყველაფერი იცი
-ალბათ, თუმცა მეტის გაგება მინდა
-რაო რა მითხარი დედაშენი სად არის?
-იტალიაშია უკვე 15 წელია
-არ ჩამოდის ხოლმე?
-სულ სამჯერ იყო ჩამოსული
თავის ბავშვობაზე მიყვება, ოჯახზეც,ზედმეტად გულახდილი მეჩვენება, თუმცა კარგი მოსაუბრეა.
-ალბათ რთულია დედის გარეშე ცხვოვრება-ვცდილობ ავყვევე საუბარში
-კი ძალიან, თუმცა გადის წლები და ყველაფერს ეჩვევი, ხომ იცი ადამიანი ყველაფერს ეჩვევა-იღიმის და მაშტერდება
-კი ნამდვილად მასეა, იქნებ წავიდეთ?-სახეს ვმანჭავ
-რა თქმა უნდა-მიღიმის, ანგარიშს ასწორებს და რესტორნიდან გავდივართ. საღამოა, 9 სრულდება, მანქანაში ვსხდებით, საშინლად იწყებს წვიმას. მანქანას ძრავს და ჩემს ხელს თავისაში იქცევს შემდეგ კი კოცნის, ცოტახანში იხრება და შუბლზე მკოცნის და მიღიმის. მაჟრიალებს ყოველი მისი შეხებისას, ჯერ მგავსი რამ არ დამმართნია. ღმერთო რა საყვარელია! ვამბობ გულში და სულელივით მეღიმება. მისამართს ვეუბნები და მანქანას ჩემი კორპუსის ქვემოთ აჩერებს, ისევ წვიმს, საშინელი ქარი ერთვის თან.
-კარგი იყო შენთან, ხვალაც გნახავ იმედია-ისევ ჩემს ხელს იღებს და კოცნის, შემდეგ მეხვევა, ისე ძლიერდ, რომ სუნთქვაც კი მიჭირს, თუმცა ძალიან მსიმოვნებს. მეც ვხვევ ზურგზე ხელებს და ვეხვევი.
-საოცარი სუნი გაქვს-მყნოსავს ძაღლივით და იტრუნება
-რატომ მყნოსავ?-სიცილით ვეკითხები და ოდნავ ვცილდები
-სუნით ვიმახსოვრებ ადამიანებს, თუ მათი სუნი მომწონს მიყვარდებიან-იცინის და შუბლზე ჩამოყრილ თმებს მისწორებს.
-უცნაური ხარ-ვუღიმი
-შენ კიდევ მახინჯი-იცინის და ისევ მეხვევა-ჩემი მახინჯი-მკოცნის ყელში და საოცრად მაჟრიალბს,მგონი ხვდება და ისევ იცინის-დაგბურძგლა-შუბლზე მკოცნის, ტუჩთან ახლოს მიიწევს, თუმცა სწრაფად ვწევ თავს
-რასაკეთებ? - შუბლს ვკრავს და უკან ვიხევ
-რა იყო?-ისეთ სახეს იღებს თითქოს ვერ ხვდება რას ვეუნები
-მგონი დღეისთვის საკმარისია, უნდა წავიდე, დროებით. -სწრფად ვკოცნი ლოყაზე, ვემშვიდობები და მანქანიდან სწრფად გადავდივარ, კორპუსამდე მივდივარ და ლიფტის ღილაკს თითს ვაჭერ. ღმრმად ვსუნთქავ და ვიხსენებ ყველაფერს რაც უკნასკნელი სამი საათის წინ მოხდა. მეღიმება ნიკაზე და ამასობაში ლიფტიც მოდის, შევდივარ თუ არა სახლში მაშინვე მომდის მისი შეტყობინება
-მახინჯო, მიხვედი?
-კი მივედი
-რა კარგი ხარ, ერთი სული მაქვს ისევ როდის გნახვ
-რა სწრაფი ხარ ნიკოლოზ! -მეცინება, ჩანთას და მანტოს საკიდზე ვტოვებ, ფეხსაცმელებს ვიხდი და მისაღებში შევდივარ.
-ოჰ, მობრძნდი?-ტელვიზორთან მოკალათბული ლიკუნა მესალმება მარაზმით
-სადაა დედა?
-მამა და დედა დეიდასთან არიან, გვიან მოვალთო, თუ გშია მაცივარი გამოაღე და რაც მოგესურვება ჭამე, მე ვერ მოგემსახურები საშინლად ვარ დაღლილი-დაქანცული ადამიანის იმიტაციას აკეთებს და შუბლზე აფერისტულად ისვამს ხელს.
-ნეტა როდის მემსახურებოდი?-ვიცინი და ოთახში შევდივარ გამოსაცვლელად. მთელ ღამეს ნიკასთან მესიჯობაში და ლაპარაკში ვატარებ, ლიკუნას და სალომეს ვუყვები მის შესახებ. ცოტახანში ნათიას მესიჯი მომდის. წერს, რომ კარგი ტიპია. დილით უნივერსიტეტში მივდივარ,დღე საშინლად იწელება ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. თითქოს სხეულში ელექტრომავთულები მაქვს გაბმული, ვცქმუტავ და ვერ ვითმენ, ერთ ადგილას ვერ ვჩერდები. სამი საათისთვის დაბლა ჩავდივარ, ის უკვე მელოდება, ღიმილით მივდივარ მისკენ და მაგრად ვეხვევი, ნუ ეს რა თქმა უნდა ჩემს გონებაში, ისე კი მოკრძალებულად ვესალმები და ლოყაზე მუბუქი კოცნით ვიფარგლები. მანქანაში ვსხდებით, მთავაზობს სადმე საჭმელად წასვლას, თუმცა ვეუბნები რომ არ მშია და კუს ტბაზე მივდივართ, მანქანას იქვე აჩერებს, ჩვენს ირგვლივ ულამაზესი ხედი იშლება, მთელი თბილისი ხელის გულივით ჩანს, ისევ წვიმს, საშინლად ცივა, თუმცა მანქანაში სასიმოვნოდ თბილა, წვიმის წვეთები ქაოსურად დახტიან ფანჯრის მინაზე და ხმაურობენ. ჩემსკენ იხრება და მეხვევა, ყელში ვნებიანად მკოცნის, ტანზე ხორკლები მაყრის და გულისცემა მიხშირდება, აქამდე მსგავსი რამ არასოდეს განმიცდია და არც ამგავარი ახლო ურთიერთობა მქონია ვინმესთან. არ მინდოდა მომშორებოდა, ალბათ მთელი დღე რომ ეს ვყოფილიყავით არ მომბეზრდებოდა. ხმას არ ვიღებ, სიამოვნებისგან კი თვალები მებინდება.
-ასე მოგწონს?-ყელზე ნაზად და ვნებიანად მკოცნის, სველ კოცნას მიტოვებს მთელ ყელზე შემდეგ კი მკერდისკენ მიიწევს, თავს სწრაფად ვწევ და შეშინებული ვუყურებ.ზედას ვისწორებ და გამომეტყველებას არ ვცვლი
-რა გჭირს?
-მგონი ზედმეტები მოგდის ნიკა
-ხომ მოგწონს?
-ეგ რა შუაშია?
-აბა უკარებასავით რატო იქცევი?
-სულ რამდენიმე კვირაა გიცნობ და რა გინდა კისერზე ჩამოგეკიდო?
-ეგ არც მინდა, ცივად ნუ მექცევი, მეტი არფერი, ისეთს არაფერს ვაკეთებთ რისიც შეიძლება შეგრცხვეს.-ისევ მიახლოვდება და შუბლზე მკოცნის, შემდეგ კი მიღიმის, -ისეთს არაფერს ვიზამ რაც არ მოგეწონება? -მოდი ჩემთან-ხელს შლის ღიმილით და მეც ვეხუტები, თავზე მკოცნის და თვალებს ვხუჭავ ნეტარებსგან, მისი სუნამოს სუნი მაბრუებს. ბედნიერი ვარ, ვგრძნობ როგორ მიღუტუნებს გულში რაღაც, რას საშუალებას არ მაძლევს მას მოვშორდე.
-რა კარგია ასე-კიდევ უფრო მგრად მეკვრის და მეც საღად აზროვნების უნარს ვკარგავ.
ხმას არ ვიღებ და თვალებს ისევ ვხუჭავ, ვცდილობ ეს წუთები და მისი სუნი კარგად დავიმახსოვრო, მგონი ისიც იგივეს აკეთებს.
სახლში გვიან ვბრუნდები, დედა რა თქმა უნდა მსაყვედურობს
-დროის შეგეძნება დაკარგე?-წარბშეჭმუხნული დგას მაია და მიბღვერს
-გოგონებთან ერთად ვიყავი-მხრებს ვიჩეჩავ და უტიფრად ვიტყუები
-ასე გვიანობამდე? ხომ იცი მამაშენი როგორ ბრაზდება კატო?
-ჰო ვიცი დედა
-ხოდა ეცადე სახლში დროულად დაბრუნდე
თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად და სამზარეულოში შევდივარ, კუჭი საშინელ დღეში მაქვს. მაცივრიდან დედას მომზადებულ ქათმის სალათს ვიღებ და ჯამიდანვე ვიწყებ ჭამას, სულს ვითქვამ და ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ , რომ ნიკას მონაწერი შეტყობინება წავიკითხე. სახეზე ღიმილი მეფინება, როდესაც მის შეტყობინებას ვკითხულობ
-ჩემი მახინჯი გოგო რას აკეთებს? უკვე მოენატრა თავის ბიჭს.
-სულ რაღაც 15 წუთის წინ გნახე, წყლის გადავლებას ვაპირებ და შემდეგ უნდა ვიმეცადინო, შენ?
-ახლა მივედი სახლში ჯოკერი უნდა ვითამაშოთ. ხვალ ხომ მნახავ?
-კი გნახავ, წავედი ახლა უნდა ვიბანაო
-გინდა შემოგიერთდე?
-გარყვნილო-მეცინება და სააბაზანოში შევდივარ.
მთელს ღამეს მეცადინეობაში ვატარებ, დილით სამსახურში მივდივარ და იქ ვერაფერს ვისწავლი, გადაღლილი ვწვები დასაძინებლად, თუმცა ისეთი ბედნიერი ვარ ახლა სულ სიხარულით ვაკეთებ ყველაფერს. დილით ჩვეულებრივ მივდივარ სამსხურში, ისევ სულმოუთქმენლად ველი მასთან შეხვედრას, სამსახურის შემდეგ ისევ ვხვდები მას, ოღონდ ამჯერად არა ფიქრებში არამედ რეალურად ვეხვევი, ვენდისში მივდივართ საჭმელად, შემდეგ კი ისევ მანქანაში ვსხდებით. ჩემსკენ იხრება და ყელში მკოცნის. თავს უხერხულად აღარ ვგეძნობ, თუმცა არც ის მინდა სულელი და ადვილად ხელში ჩასაგდები გოგო ვეგონო, მაგრამ იმდენად მიზიდავს, რომ ამაზე ვეღარ ვფიქრობ.
-უკან გადავიდეთ?-ვნებამორეული და თვალებამღვრეული მეკითხება, უარზე ვარ თუმცა თვითონ სწრაფად გადადის უკანა სავარძელზე და მეც გადავყავარ. ორივეს გახშირებული სუნთქვა ისმის მანქანაში, გონს სწრაფად მოცდივარ და თავიდან ვიშორებ.
-ესე არ შეიძლება!-ხელს ვკრავ და მანქანიდან სწრაფად გადავდივარ, საკუთარი თავი მძულს, სწრაფად გადმოდის ისიც
-ბოდიში კატო,არ მინდოდა
-წავიდეთ კარგი?-აკანკალებული და შეშინებული ვთხოვ რომ სახლში წამიყვანოს. თავს მიქნევს და მანქანაში ვსხდებით
-კატო შემომხედე-მიყურებს, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ და გაშტერებული ვიყურები მანქანიდან-მისმინე, ცუდი არაფერი გვიქნია, მომწონხარ, ასე სერიოზულად არავისთან ვყოფილვარ მას მერე.
-ასე აღარ ვქნათ კარგი?-აცრემლებული და აკანკალებული ვეუბნები
-აღარ, შენ როგორც გადაწყვეტ ისე კატო, ნუ ტირი რა-მანქანას აჩერებს, ჩემსკენ იხრება და მეხუტება.
-ყველაფერი კარგადაა, დამშვიდდი-ცდილობს გამამხნეოს, მეც ვმშვიდდები და ცრემლებს ვიწმენდ, არ მინდა ასეთ მდგომარეობაში მივიდე სახლში. ვემშვიდობბი და სახლში ავდივარ, ვერ ვიძინებ, სულ მომხდარზე ვფიქრობ და სირცხვილის გრძნობა მტანჯავს. არც მესიჯებზე ვპასუხობ. დილით უნივერსიტეტში მივდივარ, მისი შეტყობინება მხვდება " დილამშვიდობისა პატარავ, როგორ ხარ? მენატრები" არაფერს ვპასუხობ, ტელეფონს ჩანთაში ვჩურთავ და ლექციაზე შევდივარ.მთელი დღე მომხდარზე ვფიქრობ და სირცხვილით ვიწვი, ყველაფერს ვუყვები სალომეს, ის კი როგორც მოსალოდნელი იყო დამცინის
-ვაიმე ჩემი სულელი-კვდება სიცილით და მეხუტება
-რა გაცინებს?
-გაზიარა სექსის სიამოვნებასა? -არ წყვეტს სიცილს
-რა სექსი გოგო! -მერე მეც ვიცინი ჩემს თავზე
-რატომ ნერვიულობ? ქალიშვილობა ხომ არ დაგიკარგავს?
-რამდენიმე დღის წინ გაცნობილ ბიჭთან, რომ ესე ვიყვი არაუშავს? -შუბლს ვჭმუხნი და ვაკვირდები
-კარგი რა კატო! რა ტიპი ხარ, ნუ აფიქრებინებ იმ ბიჭს, რომ გოიმი ხარ, ხომ მოგწონს?
-მომწონს,თუმცა სიჩქარე არ მინდა.
-რომელი საუკუნეა?-ისწვ იცინის და ყავას წრუპავს
-მოკლედ რა!-ხელს ვიქნევ და მეც ვიცინი
რამდენიმე წუთის შემდეგ კაფეს ვტოვებთ და სახლებში მივდივართ. იმ ღამეს არ ნახულობ,შეტყობინებებს ვუგზავნით ერთმანეთს. ყველაფერი ძალიან კარგად ეწყო, თითქმის ყოველდღე ვნახულობდით ერთმანეთს. მსგავსი რამ ჩვენს შორის აღარ გნმეორებულა. ჩვენი გცნობიდან უკვე თითქმის ერთი თვეა გასული.
მარტია, სამსახურიდან გამოვდივარ და ჩვეულბრივსამებრ ვხვდები ნიკას.
-დედაჩემს შენზე ვუთხარი-მიღიმის
-მართლა? რაო მერე?-მეც ვუღიმი და ღვედს ვიკრავ
-გაუხარდა, ბედნიერება გვისურვა-ორივრ ვიცინით
-კარგია
-შენი ფოტოები გავუგზანე და ძალიან მიეწონე შე მახინჯო-თვალს მიკრავს და იცინის
-მიხარია
-სად წავიდეთ დღეს?
-არ ვიცი-მხრებს ვიჩეჩავ
-სუში გიყვარს?
-სუში? ერთხელ გავსინჯე დიდად არ მომეწონა,შენ?
-მე არ მაქვს ნაჭამი და მაინტერესებს
-მაშინ წავიდეთ, აქვე ახლოს კარგი სუში ბარია
მისამართს მეუბნება და მალევე მივდივართ. ერთმანეთის პირისპირ ვსხდებით და სუშის როლებს ველოდებით. ფრჩილებს ვაწკარუნებ შუშის მინაზე, ჩემს ხელებს თავისაში იქცევს და კოცნის.
-ბედნიერი ვარ რომ გაგიცანი
-მეც ნიკა-ერთმანეთს ვუღიმით, ამაობაში ჩვენი სუშიც მოდის. მადლობას ვუხდით მიმტან გოგონას, რომელსც ტრადიციული სამოსი აცვია.
-ლამაზია-აკვირდება ნიკა
-მიდი გასინჯე, ჩხირებით შეჭამ?-ჩხირებს დავწვდი და გავხსენი, მასაც მივაწოდე
-ღადაობ? აზრზე არ ვარ ჩხირებით როორ უნდა ვჭამო
-მაშინ შეგიძლია ხელით ჭამო-მხრებ ვიჩეჩავ და ვუღიმი
ჭამას იწყებს, მგონი მსწონს, ისე სასაცილოდ ჭამს თავს ვერ ვიკავებ და ვფხკუნებ
-დამცინი ხო?
-არა,არა, აბა რას იტყვი მოგწონს?-სიცილს ვწყვეტ და რამდენიმე როლს თეფშზე ვულაგებ.
-გემრიელია, თევზის გემო აქვს რა, შენ რატომ არ ჭამ?
-მეტი არ მინდა-თავს ვაქნევ უარის ნიშნად.
-არ მოგონს ხო? -იცინის და ჭამს,აკარაა რომ ძალიან მოსწონს.



№1 სტუმარი Guest londa dm

Momwons da velodebi shemdeg tavs

 


№2 სტუმარი salome16

კარგია, ველი შემდეგ თავს:)

მომწონს გააგრძელეე

კარგია, ველი შემდეგ თავს:)

მომწონს...დიდი თავია და სასიამოვნო საკითხავიც

 


№3  offline მოდერი Anye-Any

მადლობაა :*

 


№4  offline წევრი Mariam Tateshvili

vauu dzalian kargiaaaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent