ჩამჭიდე ხელი _სრულად_
...... - ალექსანდრე დღეს ცისია ჩამოდის - უკვე მერამდენედ უთხრა ახალგაზრდა მამაკაცმა მეგობარს და სცადა მის სახეზე რაიმე ემოცია წაეკითხა.. - და მერე რა?.. - ისევ არანაირი ემოცია.. - რა მერე ბიჭო, ჩამოდის - მეთქი, ამდენი ხნის შემდეგ და უბრალოდ "მერე რა".. - და რა ვქნა მე?.. სალიუტები გავისროლო თუ შამპანიური გავუხსნა ყოფილ ცოლს და ისე დავხვდე.. - მაგიდაზე მუშტი დაარტა, აფორიაქებული წამოდგა და კარი ლამის გაანგრია... ... საპირფარეშოში შევიდა, იგრძნო, როგორ ხუთავდა ჰალსტუხი, ორივე ხელით მოიგლიჯა და ისროლა.. ნიჟარას დაეყრდნო და სარკეში თავის ანარეკლს შეხედა... რას გრძნობდა? - თავადაც ვერ გაეგო.. ქაოსს მოეცვა ახლა მთელი მისი პიროვნება.. ვის ატყუებდა, რომ არ ენატრებოდა ცისია.. მშობლებს, ნათესავებს თუ მეგობრებს, იქნებ საერთოდაც საკუთარ თავს.. ფაქტი ერთია, ამ სამი წლის მანძილზე სამი დღე არ სძინებია მშვიდად მის გარეშე.. რა საშინელებაა დაკარგო საყვარელი ადამიანი და თან იცოდე, რომ ეს შენი ბრალია, მხოლოდ და მხოლოდ შენი.. ერთ წამს მოეჩვენა, რომ სუნთქვა აღარ შეეძლო.. მთელი ორგანიზმი აეწვა, ონკანი გასხნა და წყალი სახეზე შეისხა.. შვება ვერ იგრძნო, თუმცა საკუთარ თავს ემოციების კონტროლისკენ მოუწოდა.. სულ ეს იყო რაც შეეძლო, კარგად დაემალა ყველა გრძნობა, იქნებ თავადაც ვეღარასოდეს ეპოვა.. სახე შეიმშრალა და საპირფარეშო დატოვა, უნდა გაშორებოდა ოფისის კედლებს, თორემ მეტი აღარ შეეძლო... უჩუმრად ჩაიარა დერეფანი.. ახერხებდა და სახეზე არანაირ ემოციას არ იტყობდა, თუმცა თვალები მაინც ყიდდა.. მიუყვებოდა ვიწრო ქუჩებს და ისევ წარსულზე ფიქრობდა.. ადრე, როდესაც ცისიაზე დაფიქრდებოდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მასთან ურთიერთობა ასე დამთავრდებოდა.. ცისია ცეკვის სტუდიაში გაიცნო, როდესაც ჯერ მხოლოდ თორმეტი წლის იყო, გოგონა კი ცხრის.. სამეჯლისო ცეკვებს ცეკვავდნენ... იმ დღიდან მოყოლებული, რაც მასწავლებელმა წყვილში დააყენა, პარტნიორი არასოდეს შეუცვლიათ, მეტიც, ცისიას მის გარდა არც არავისთან უცეკვია, ყოველ შემთხვევაში იმ დაწყევლილ დღემდე ასე იყო.. ნელ-ნელა დაიკავეს ერთმანეთის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი.. ახსოვს ალექსანდრეს, როგორ არ უნდოდა ხოლმე სამეჯლისო ცეკვებზე სიარული, მაგრამ მაინც დადიოდა, მხოლოდ ცისიას სანახავად... ახსოვს, როგორ აუხსნა სიყვარული.. მაშინ ცხრამეტი წლისა იყო, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ უკვე სიგიჟემდე უყვარდა ცისია, მაგრამ რამდენჯერაც რაიმეს თქმა დააპირა, თავი ვერ მოაბა.. ჯგუფში შეყვარებულებად როდესაც მოიხსენიებდნენ, გოგონა ბრაზდებოდა ხოლმე და ეს აბრკოლებდა ალექსანდრეს, არ იცოდა, რა პასუხს მიიღებდა მისგან და ცოტა ეშინოდა კიდეც.. იმ დღესაც ცეკვის სტუდიიდან ნაადრევად გაიყვანა, უნდოდა თავისი გრძნობების შესახებ ეთქვა, თანაც წვიმდა და იცოდა, როგორ უყვარდა გოგონას ასეთი ამინდი.. მაგრამ საშინლად დაიბნა და მას სიყვარულის ახსნის მაგიერ საკუთარი ოთახის ინტერიერი აუღწერა.. ცისია გაუბრაზდა და შუა გზაზე მიატოვა ალექსი.. ტაქსიში ჩაჯდა და მძღოლს სიჩქარის მომატება სთხოვა, მასაც არ შეეძლო ასე ყოფნა, უყვარდა ალექსი, თანაც უსაზღვროდ და პირველ ნაბიჯს მისგან ელოდა.. მაგრამ , ის ყველა სერიოზულად დაწყებულ საუბარს ასე სულელურად ამთავრებდა... ალექსანდრე ფეხით გაეკიდა.. სამი ქუჩა ალბათ ასე მისდევდა, მის ბედად შუქნიშანზეც კი არ აანთო წითელი ფერი.. საოცარ ენერგიას გრძნობდა, შეეძლო მთელი დღე ერბინა, რომ დასწევოდა, მაგრამ უეცრად ტაქსი გაჩერდა და შეშინებული ცისია გადმოვიდა.. ალექსმა ახლოს მიირბინა, სუნთქვა გახშირებოდა და მთლიანად დასველებულიყო.. - ალექს, რას აკეთებ, გაცივდები... - უთხრა გოგონამ.. . - ცისი მე უნდა გითხრა, რომ მე... - შეიძლება გაცივდე, ხომ ხედავ, როგორ წვიმს.. - გაღიმებას ეცადა გოგონა.. - მე მიყვარს წვიმა.. არა მე მზე უფრო მიყვარს.. ჯანდაბა, რა შუაშია - ბუტბუტებდა თავისთვის.. - მე, მე მიყვარს მზე, წვიმა და შენ.. მე შენ მიყვარხარ- ძლივს მოაბა სათქმელს თავი და ძლივს ძლივობით გაუღიმა - მეგონა არასოდეს მეტყოდი - წყლიანი თვალებით შეხედა გოგონამ და მკლავები ძლიერად მოუჭა, იმდენად, რომ ალექსს სუნთქვაც კი გაუჭირდა.- . მეც მიყვარხარ - დაიჩურჩულა მან ალექსის ყურთან და ბიჭმა მალევე კისერში ცრემლებიც იგრძნო... იმ წამს კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ ეს პატარა გოგო მითვის ყველაფერზე ძვირფასი იყო... ამის გახსენებაზე სევდიანად გაეღიმა, იქვე მდგარ გრძელ სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.. ისევ ფიქრებში გადაეშვა.. ახლა ის დღე მოაგონდა, როდესაც ხელი სთხოვა.. ცისიას დაბადების დღე იყო, მეცხრამეტე წელი შეუსრულდა.. სამეგობრომ გადაწყვიტა, რომ მისთვის სიურპრიზი მოეწყოთ.. ცისიას გართობა და სახლიდან გაყვანა კი მას დაავალეს.. ალექსანდრემ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დღე მისთვის დაუვიწყარი ყოფილიყო.. მისი ყველა კაპრიზი აასრულა.. მისთვის ფუმფულა სპილოც კი მოიგო.. ბოლოს ნაყინებით და ფუმფულა სპილოთი ხელში პატარა სურვილების ჭასთან მოხვდნენ.. - სურვილები ჩავიფიქროთ რა - თითქმის ძალით წაათრია ცისიამ.. - მე მინდა ყოველი დღე ასეთი იყოს - დაიყვირა გოგონამ და მონეტა მთელი ძალით ისროლა ჭაში.. - მე კი მსურს, რომ ეს ქალბატონი, ჩემ გვერდით რომ დგას ჩემი ცოლი გახდეს - ახლა მანაც მთელი ხმით იყვირა და გოგონა ხელით ახლოს მიიზიდა.. - გამომყვები ცოლად? - თითქმის მის ბაგეებთან დაიჩურჩულა - გოგონამ გაიღიმა და თავი თანხმობის ნიშნად დააქნია.. - ნამდვილად - აღტაცებას ვერ მალავდა ბიჭი.. - ნამდვილად - დაამოწმა გოგონამ.. - ახლავე?.. - კისერში აკოცა ცისიას.. - ახლავე... ეს დღე ორივესთვის უბედნიერესი იყო... მათ ღვთისა და ერთმანეთის წინაშე დადეს ფიცი, რომ ერთად იქნებოდნენ ჭირსა თუ ლხინში... რომ უერთგულებდნენ ერანეთს, სიცოცხლის ბოლომდე.. თუმცა ვერ შეძლო.. ალექსანდრემ ფიცი ვერ შეასრულა... საკუთარი ცხოვრების ყველაზე საშინელი და სამარცხვინო მომენტის გახსენებაზე გადავიდა მამაკაცი.. მათი ქორწინების მესამე წლისთავი ახლოვდებოდა.. ბოლო პერიოდში საოჯახო ბიზნესის გამო ცისიას ბევრ დროს ვეღარ უთმობდა, თუმცა ეს არ ყოფილა რაიმე დაძაბულობის ან შეკამათების მიზეზი.. ცისია რამდენიმე დღე მეგობართან იყო აგარაკზე და ისვენებდა.. ალექსმა გადაწყვიტა, რომ ქორწინების მესამე წლისთავი აღენიშნათ, თუმცა ცისიამ უთხრა, რომ ჩასვლას დროულად ვერ მოახერხებდა (როგორც ჩანს თავად გეგმავდა სიურპრიზს).. მეორე დღეს მათი.ქორწინების წლითავი უნდა ყოფილიყო, ცისიას უარის გამო კი ალექსი საშინლად გაბრაზდა, უფრო სწორად ძალიან ეწყინა.. მისთვის ამ დღეს ხ ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა.. ძმაკაცებს დაურეკა და მათთან ერთად ბარში წავიდა.. გონის დაკარგვამდე სვეს.. ბოლოს კი, როდესაც მან გაიღვიძა, გვერდით სხვა ქალი ეწვა.. საშინლად შეზიზღდა საკუთარი თავი, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ოთახში ცოლიც დაინახა.. პირველად შენიშნა მის სახეზე ამხელა იმედგაცრუება და ასეთი ტკივილით სავსე მზერა... არაფერი ახსოვდა, საერთოდ არაფერი.. მხოლოდ ის, რომ სახლამდე საბამ მიიყვანა, შემდეგ იყო.კარზე ზარი, მეტი არაფერი ახსოვდა, საერთოდ არაფერი... წამით არ დაუცდია ცისიას.. ალექსანდრე, რა თქმა უნდა, ცოლს დაედევნა და ის ქალი.ისე გაიპარა, ვერც გაიგო მასზე ვერაფერი.. ვერ შეძლო ცისიასთან ლაპარაკი, გოგონამ არ მოისურვა.. სისასტიკე იყო ქმრის მხრიდან ამგვარი საქციელი.. ორი დღის მერე იპოვა ალექსმა ის უცნობი გოგონა.. აღმოჩნდა, რომ ის უბრალოდ დაქირავებულიეძავი იყო, სცენა კი უბრალოდ წინასწარ დაგეგმილი და გათამაშებული.. დიდძალი ფული გადაუხა, რომ ცისიასთვის სიმართლე ეთქვა, თუმცა დაგვიამებული იყო.. გოგონა საქართველოში აღარ იმყოფებოდა.. ცოტა ხანში მისგან განქორწინების საბუთები მიიღო.. ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ.. ვერ იპოვი მას, ვისაც არ უნდა, რომ იპოვონ.. ბრაზდებოდა ყველაზე და ყველაფერზე.. საკუთარ თავზე, რომ ასეთი გაუგებრობის მსხვერპლი.გახდა და ცისიაზეც, რომელმაც არ მოუსმინა და უბრალოდ წავიდა.. და იცით რა ქნა?.. ასე ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზწბულმა განქორწინების საბუთებს ხელი მოაწერა... დიდ ხანს არწმუნა ყველა და ასევე საკუთარი თავიც, რომ ყველა გრძნობა გაუნელდა, თუმცა სულ ტყუილად.. ახლა ზუსტად იცოდა, რომ მას ვეღარ გაუშვებდა.. რომ დრო იყო ემოქმედა.. ..... ფიქრებიდან ზამთრის ძლიერმა სუსხმა გამოიყვანა.. ახლა გააცნობიერა, რომ ოფისიდან თხელი პერანგის ამარა წამოვიდა და ძალიან სციოდა.. ისევ ოფისისკენ წავიდა.. კაბინეტის კარი გააღო და შევიდა.. თავისი ქურთუკიც აიღო და მნიშვნელოვანი საბუთებიც.. - ცისია უკვე ჩამოვიდა - კარი შემოუღო საბამ.. - მართლა? ხომ არ იცი სად რჩება?.. - ჰკითხა და ქურთუკი მოიცვა.. - ეს პროგრესია - სახე დაბრიცა საბამ და კაბინეტში შევიდა.. - უნდა ელაპარაკო?.. - ხომ იცი, რომ მხოლოდ საუბარი არ უშველის ამ ამბავს.. თანაც კარგად ვიცნობ და არ მომისმენს.. - აბა რას იზამ?.. - ყველაფერს, რომ შეცდომა გამოვასწორო - ესღა უთხრა, ზურგი აქცია და კაბინეტიდან გავიდა.. საკუთარ თავზე უკეთესად უცნობდა ცისიას და იცოდა ახლა სადაც იქნებოდა.. საკუთარ ბინაში შეიარა, დოკუმენტაცია დატოვა, გამოიცვალა და მალევე გავიდა. ..... ცისიამ ნაბიჯი ჩამოდგა თუ არა თვითმფრინავიდან, სულუ შეეხუთა თითქოს.. ის მომენტი გაახსენდა, როგორ წავიდა, უფრო სწორად გაიქცა.. გაექცა შექმნილ მდგომარეობას და ყველაფრის დავიწყება სცადა.. ერთია სცადო რაღაცის დავიწყება, მეორე კი მართლა დაივიწყო.. არ გამოუვიდა.. ვერ დაივიეყა, არ დაავიწყდა.. ზამთრის სუსხი იგრძნო.. მონატრებულ ქალაქს თვალი გადაავლო და კიდევ ერთხელ დაასკვნა, რომ სასწაულად უხდება თბილისს ზამთარი.. შეიძლებოდა ასე ეჩვენებოდა კიდეც.. რეგისტრაცია გაიარა და აეროპორტის შენობა დატოვა.. ცხოვრებაში პირველად დაუდგა ის მომენტი, როცა არ იცოდა სად წასულიყო.. ახლა ისე გრძნობდა ალექანდრეს სიახლოვეს, როგორც არასდროს.. სჭირდებოდა და აკლდა.. როგორ იცხოვრა ეს სამი წელი მის გარეშე? არც თავად ესმოდა.. ალექსი ხომ.ის პიროვნება გახლდათ, რომელიც ყოველთვის იყო მის ცხოვრებაში... ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი საყვარელი მამაკაცის მონატრება.. ახლა კი როცა მასთან ასე ახლოს იყო, არ იცოდა რა ექნა.. ძალიან უყვარდა, მაგრამ.ვერ უვიწყებდა იმ დასაწვავ წამს, როდესაც სხვა ქალთან ერთად დაინახა.. ამ მომენტის გახსენებას ჭკუიდან გადაჰყავდა.. ცდილიბდა, მაგრამ ყოველ გახსენებაზე უფრო მეტად სტკიოდა.. საკუთარი თვალით რომ არ ენახა ამას ვერც ვერასოდეს დაიჯერებდა.. ვერ დაიჯერებდა, რომ მამაკაცი, რომელმაც ამდენი დაუვიწყარი წამი აჩუქა, სხვა ქალს ეხვეოდა და კოცნიდა.. ადრე რომ ეთქვათ, დადგება შენს ცხივრებაში ერთი ისეთი წუთი, რომელიც ყველა დანარჩენს დაგავიწყებსო, არც კი დაიჯერებდა.. ახლა კი გამოცდილი ჰქონდა.. ამერიკაში ცხოვრობდა.. იქ ცეკვის სტუდია გახსნა.. და ცეკვას ასწავლიდა.. ახლაც ალბათ არ ჩამოვიდოდა, რომ არა რამდენიმე კონცერტი, რომელიც საქართველოში დაგეგმეს.. არსად არ უნდოდა წასვლა, ამიტომ სასტუმროს ნომერი დაიქირავა.. ბავშვები დააბინავა, იბანავა, მოწესრიგდა და სასეირნოდ გავიდა.. თავადაც ვერ გაეგო, ისე წავიდა ძველი სახლისკენ, სადაც მას და ალექსს უამრავი თბილი წუთი გაუტარებიათ.. ფრთხილად შეაღო ეზოს კარი და ფაქტობრივად შეიპარა, ახლა არ იყო მზად ყოფილ ქმართან შესახვედრად და არც ის იცოდა, რომ ამ სახლში ალექსი მხოლოდ ძალიან ნასვამი თუ შეივლიდა ხოლმე, რადგან მარტო იქ არაფერი ესაქმებოდა.. გაეღიმა ნაცნობი სახლის დანახვისას.. კარი მოსინჯა და დაკეტილი დაუხვდა, იქვე ყვავილის ლარნაკი გადააადგილა და და ისევ გაეღიმა, როდესაც გასაღები დაუხვდა.. კარი შეაღო და ფეხის წვერებზე აწეული შეიპარა.. უამრავი ოთახი გაიარა, მაგრამ მხოლოდ ერთ კართან შეჩერდა, შეაღო და შევიდა.. ღრმად ჩაისუნთქა ნაცნობი სურნელი და ისევ შემოაწვა მონატრების მტკივნეული გრძნობა.. ყველაფერი ისე იყო, როგორც დატოვა და მისთვის უკვე გასაგები იყო, რომ ალექსი იქ აღარ ცხოვრობდა.. საწოლზე ჩამოჯდა და მის გვერდით მდგომ პატარა ტუმბოს თავიდან ჩარჩოში ჩასმული ფოტო აიღო.. ფოტო რაჭაში იყო გადაღებული, როგორც თავად ეძახდნენ "სურვილების ხესთან".. თვალზე ცრემლი გადმოუგორდა და მინაზე დაეცა.. ცისიამ ჯერ თვალიდან მოიწმინდა ცრემლი, შემდეგ კი მინიდან.. თავი ალექსანდრეს ბალიშზე დადო და ისევ იგრძნო მისი სურნელი.. სუნთქვა გაუხშირდა და გულიც აუჩქარდა.. თვალები დახუჭა და ოცნებებში გადაეშვა.. ვერ მიხვდა როგორ ჩაეძინა, მაგრამ ამ სამი წლის მანძილზე ასე მშვიდად ჯერ არ უძინია, რადგან განსაკუთრებულად გრძნობდა ალექსის სიახლოვეს, თითქოს იქ იყო, მის გვერდით... .... სინამდვილეში მართლაც იქ იყო, ცისიასთან.. არც ის გასჭირვებია გაეგო სად დაბინავდა და არც იმის პროგნოზირება თუ სად წავიდოდა.. გიჟდებოდა ამ გოგოზე და იმ გამბედაობაზეც, რაც მას ჰქონდა.. ხომ იცოდა, როგორ გაულირდებოდა ცისიას მასთან შეხბედრა, მაგრამ მისვლა მაინც გარისკა.. ისიც ფრთხილად შეიპარა საკუთარ სახლში.. აკვირდებოდა გოგონას და ხვდებოდა, რომ დრომ ვერაფერი შეცვალა, რომ მიუხედავად პრობლემისა, მაინც ერთნი დარჩნენ, ერთი მთლიანობა... ოდნავ შეღებული კარიდან დაინახა, თუ როგორ ჩასთვლიმა გოგონას.. ახლა თამამად შეეძლო ოთახში შესვლა და მასთან ახლოს მისვლა.. ასეც მოიქცა.. ფეხაკრეფით დაფარა მათ შორის არსებული ჰაერი, საწოლის მეორე მხარეს დაწვა და მაქსიმალურად მიუახლოვდა.. ჯერ სურათი გამოართვა და თავის ადგილზე დადო, შემდეგ კი მის სახეს შეეხო.. საოცრად აღელდა, იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა და მისი ძლიერად ჩახუტების სურვილი დაეუფლა.. აი ისე, ცისიამ რომ იცოდა, სუნთქვის შეკვრამდე... გოგონა გადაბრუნდა და მამაკაცის მკლავზე მოექცა.. თითქოს ოცნება აუხდაო ალქსს, თავადაც მიიწია და მეორე ხელიც მოხვია.. ცხვირი მის კისერში ჩაყო და ღრმად ჩაისუნთქა მისი სურნელი.. ცოტა ხანს გაჩერდა ასე, შემდეგ იგრძნო, რომ საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა და სანამ რაიმეს არასწორად იზამდა, მანამ უნდა გაცლოდა.. აკოცა, ფრთხილად ააცალა ხელი და ასევე ფრთხილად გაიხურა სახლის კარი.. ამ ჯერად აღარ დარდობდა, რადგან იცოდა, რომ მას ისევ უყვარდა.. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შანსი ჰქონდა შეცდომა გამოესწორებინა... ...... - აუ, გთხოვ გეგა.. როგორღაც მოახერხე.. - ჩააცივდა მეგობარს ალექსი... - ანუ გინდა ცეკვის სტუდიაში მასწავლებლად წახვიდე და თან ცისიას საათებს დაემთხვე.. - დააზუსტა ბიჭმა.. - კი, უკვე მერამდენედ გიხსნი - ამოიხვნეშა ალექსმმა..- მოახერხებ?.. - თვალი გაუსწორა.. - მოვახერხებ - ამაყად განაცხადა გეგამ.. - როდის?. - დღესვე.. - ძმა ხარ - გახარებულუ ადგა ფეხზე გეგას მხარზე ხელი მსუბუქად მიარტყა.. - ნელა შე ველურო - მხრის დაზელვა დაიწყო გეგამ.. - აუცილებელია ცალი ცელის გარეშე დავრჩე - აუწუწუნდა უმალ.. - რაფ მასხარა ყავხარ პატრონს - თავი გაიქნია ალექსმა და ოთახი დატოვა... ... - ანუუ?.. - სიტყვა გაწელა საბამ, რომელსაც წუთების წინ წარუდგინა საკუთარი გეგმა.. - ანუ ვიცეკვებ.. უფრო სწორად ცეკვას ვასწავლი.. - უდარდელად ამოთქვა ალექსანდრემ და სარკეში ტანსაცმლის სწორება დაიწყო.. ძალიან უხაროდა საბას ეს ყველაფერი... ხშირად ცდილობდა ხოლმე ძმაკაცთან ამ თემაზე ესაუბრა, მაგრამ არ გამოსდიოდა.. ახლა კი ამას როცა უყურებდა ბედნიერებით ივსებოდა.. მან ხომ იცოდა, რამდენი ხანი არ ინტერესდებოდა ალექსი თავისი იმიჯით, ახლა კი ცდილბდა მაქსიმალურად მომხიბლავი ყოფილიყო, მხოლოდ ცისიას გამო... თავის დრიზე წავიდა ალექსი სტუდიისკენ.. ნაცრისფერი სპორტული შარვალი, თეთრი ზედა და ნაცრისფერი მოსაცმელი ეცვა.. მართალია ძალიან ციოდა, თუმცა ის თავს კარგად გრძნობდა.. სტუდიაში შევიდა, დერეფანი არ გაევლო, როდესაც მუსიკა შემოესმა.. სადღაც, რომელიღაცა დარბაზიდან ისმოდა მატი საყვარელი მუსიკა.. მუსიკა, რომელზეც ქორწილისთვის საკუთარი ცეკვა დადგეს.. გულმა არ მოუთმინა და იქით წავიდა, სადიდანაც ხმა ისმოდა.. .... დილაადრიან მივიდა ცისია სტუდიაში, ბავშვები დარბაზში შეიყვანა და მეცადინეობას შეუდგა.. დღეს ცოტა ადრე იწყებდნენ ვარჯიშს.. შესვენებისას ყავის დალევა გადაწყვიტა და ბავშვები ცოტა ხნით დატოვა.. გასული არ იყო დარბაზუდან, როდესაც საყვარელი მელოდიის ხმა გაიგო და იქით წავიდა.. ... იდგნენ ორივენი და უყურებდნენ მოცეკვავე წყვილს, თუმცა ერთმანეთს ვერ ხედავდნენ.. უბრალოდ იდგნენ, თორემ არაჟჟვინ იცის, უკვე მერამდენედ იცეკვეს ფიქრებში "მათი" ცეკვა... ალექსი ღიმილს ვერ იკავებდა, ცისია კი ცრემლებს.. ძალიან ლამაზი იყო ცისია, ძალიან.. ასე აცრემლებულიც კი... მუქი ლურჯი თვალები ზღვასავით უელავდა, გრძელი ქერა თმა კი ლამაზად ეფარებოდა მთელ მის ზურგს... ... ცისიას დიდი დრო არ წაართვა ყავის აღებამ.. ისევ ცეკვის სტუდიისკენ წავიდა და ახლაღა დააკვირდა, რომ ეზოში ალექსანდრეს მანქანა იდგა.. თითქოს შეაბარბაცა.. რაღაც უხილავი შიში დაეუფლა.. იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული და ხელები გაუოფლიანდა.. მხოლოდ ამას იმეორებდა გონებაში.. ჩათვალა, რყომ ახლა ყველაზე ძლიერი უნდა ყოფილიყო, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ცეკვის სტუდიაში შეაბიჯა.. მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა მისი სიძლიერე.. უეცრად ღია კარიდან დაინახა, როგორ ავარჯიშებდა ბავშვებს ალექსანდრე.. სუნთქვა შეეკრა.. ისე უნდოდა მისულიყო ახლა და მაგრად მოჰხვეოდა, მისი სურნელი ეგრძნო და მის მკლავებში ამოეყო თავი.. თუმცა ისევ ის დაწყევლილი წამი.. ჩუმად ჩამოგორებული ცრემლი მოიშორა და ისე გაბრუნდა, ყოფილ ქმარს რომ არ დარნახა... ნეტავ თუ დადგებოდა ის დრო, როცა ეს წამი აღარ გაახსენდებოდა.. ის წამი როდის დადგებოდა, რომელიც ამასაც გადაფარავდა.. ალბათ მაშინ მივიდოდა ალექსთან, ჩაეხუტებოდა და ეტყოდა, რომ აპატია, რომ დაივიწყა ის საშინელი სცენა.. სამუდამოდ გაიქრო მეხსიერებიდან.. თუმცა არა, არა და არა.. ვერ ივიწყებდა, არ შეეძლო... როგირღაც მოახერხა ბავშვების გავარჯიშება, ცოტა ადრეც დაითხოვა და გადაწყვიტა შეუმჩნევლად წასულიყო.. დარბაზის კარი ჩაკეტა, გასაღები შეინახა და გზა განაგრძო.. არც კი მოელოდა, ისე შეეჯახა ვიღაცის მკვრივ სხეულს.. თვალები დახუჭა და არაფრის დიდებით ახელდა, რადგან იცოდა, რომ მის წინ ის იდგა, ვის დავიწყებასაც აშე გამალებით ცდილობდა... - გამარჯობა ცისი - ჩაესმა ასე საყვარელი და მონატრებული ხმა.. თავის ხელში აყვანა შეძლო და თვალებიც გაახილა. - გამარჯობა - ძლივს შესამჩნევად ამოილაპარაკა - და ნახვამდის.. მეჩქარება - მიაძახა და უკანმოუხედავად წავიდა... გულში რაღაც ჩასწყდა ალექსს.. იცოდა, რომ ცისია დატანჯა და მისი ბრალი იყო ამ დღეში რომ ჩავარდა.. წინა დღით ასეთი განადგურებული არ ჩანდა.. ახლა კი? ახლა მასთან საუბრის გაბმაც არ შეეძლო.. კიდევ ერთხელ შეიძულა ახლა საკუთარი თავი.. იმისთვის, რომ ოდესღყაც სანიმუშო ურთიერთობა ფერფლად აქცია.. მაგრამ შეძლებდა.. არა, ვალდებული იყო შეძლებოდა და ამ ფერფლიდან ყველაფერი თავიდან აეშენებინა.. ცისიას უკან გაჰყვა.. დაინახა, როგორ შევიდა ახლომდებარე ბარში და სასმელიც შეუკვეთა.. აქამდე სასმელი არ გაესინჯა ქალბატონს და ერთმა ყლუპმა რომმაც კი საშინლად გააბრუა.. მეორე ჭიქას სვამდა, როდესაც ალექსი მივიდა და ჭიქაზე ხელი დაუფარა.. ცრემლიანი თვალებით ახედა ცისიამ და ჭიქას სწრაფად მოაშორა თავისი ხელი, რადგანაც ალექსის შეხება ისევ თავბრუს ახვევდა, აგიჟებდა.. მამაკაცმა ხელი ჩასჭიდა და გარეთ გაიყვანა...თავის მანქანასთან მიიყვანა და მის წინ გაჩერდა.. ვეღარ მოითმინა და ცრემლი შეუმშრალა.. - ასე რატომ მომექეცი ალექს.. ასე როგორ მომექეცი... - ძლივს ამხოთქვა სათქმელი ქალმა და ისევ ცრემლები წამოცვივდა.. ალექმა ძლიერად მოსჭიდა ხელები და ჩაეხუტა.. აღარაფერი აკლდა ტირილამდე.. - ნუ ტირი გთხოვ.. შენი ყოველუ ცრემლი დანასავით ერსობა გულს, მაგრამ მილიონჯერ მტკივნეულია.. მე დავისაჯე, ყოველი შენ გარეშე გატარებული წუთი სასჯელი იყო.. მზად ვარ უარესად ვაგო პასუხი, მხოლოდ შენ ნუ იტირებ... - ახლა უკვე ვეღარ შეიკავა თავი და მის ლოყაზეც გავჩნდა ობლად ჩამოგორებული ცრემლი.. ცისიასკენ დაიხარა, მაგრამ შეამჩნია, რომ უკვე ეძინა. მას აქამდე წვეთი ალკოჰოლი არ გაესინჯა ამიტომ ერთმა ჭიქამაც კი ასე დაათრო, რომ ჩამოეძინა.. ალექსმა ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა.. სახლში წაიყვანა, საწოლზე მიაწვინა და ტანსაცმლიანად მიუწვა.. ისევ ისე იწვნენ, როგორც გუშინ, მაგრამ.ამ ჯერად ალექსი წასვლას აღარ აპირებდა... .... ...... მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა ალექსმა.. რამდენი ხანია, რაც მის გვერდზე არ დაუძინია. უჩვეულოდ მშვიდად გრძნობდა თავს.... ისევ ეხუტებოდა, ისევ გრძნობდა მის სურნელს.. ხელებს უმისამართოდ დააცოცებდა მის სახეზე და მთელს სხეულში ჟრუანტელი უვლიდა, როდესაც მის გლუვ და ფაფუკ კანს შეიგრძნობდა... გაეღიმა.. გული გამალებით უცემდა, თითქოს საგულედან ამოხტომას ლამობსო.. ხელები უფრო მჭიდროდ მოხვია და უფრო ახლოს მიჩოჩდა მასთან, ერთი ღრმად ჩაისუნთქა მისი თმის სურნელი და ისევ ფიქრებში წავიდა.. გამთენიისას ჩაეძინა... აშე ერთი საათის ჩაძინებული იყო ალექსი, როდესაც ცისიამ თვალები გაახილა.. არ გაჰკვირვებია მისი იქ ყოფნა.. მამაკაცს ძლიერად მოეხვია ხელები და მშვიდად სუნთქავდა.. ძლივს მოახერხა და გამოძრავდა.. მაღლა აიწია და საწოლის თავს ზურგით მიეყრდნო.. უნდოდა უბრალოდ ამდგარიყო, მაგრამ ვერ შეძლო.. ხელები თავისით გაექცნენ და უმისამართოდ აწრიალდნენ ალექსის სახეზე, შემდეგ კი თმებში.. როგორ უყვარდა ეს შეგრძნება.. ამ წამს გაუასმაგდა მონატრება.. მაგრამ ისევ ის დასაწვავი ერთი წამი.. წამი, რომელიც ვერაფრუთ ამოშალა ცხოვრებიდან და ვერ ამოიგდო გონებიდან.. ცივად შეუშვა ხელი და წამოდგა.. მისაცმელი აიღო სა სახლი სასწრაფოდ დატოვა.. ვერ შეკავებული ცრემლებიც უმალ გადმოსცვივდა და იქვე, კიბესთან ჩამოჯდა.. ზამთრის სუსხი ძვალსა და რბილში ატანდა , სციოდა, მაგრამ ამ წამს სულ ერთი იყო.. რა დროს ამაზე წუწუნი იყო, სული ეყინებოდა.. ცოტა ხანი დასჭირდა სუნთქვის დასარეგულირებლად და აზრზე მოსასვლელად.. შემდეგ, რიდესაც საკუთარი მანქანა ვერსად შეამჩნია, გამვლელი ტაქსი გააჩერა და მშიბლების სახლისკენ წავიდა.. თავს მშობლების წინ დამნაშავედ თვლიდა.. ამდენი ხანია ჩამოსული იყო და მათი ნახვა ვერ მოასწო.. - ჯანდაბა, როგორ ჩავიკეტე ჩემს თავში.. როგორ მივეჩვიე მარტოობას.. ალექსის გარეშე თითქოს ფერები წაერთვა ჩემს სამყაროს.. როგორ შემეძლო.. როგორ შემეძლო ამის გამო მშობლებს გავუცხოებოდი.. მე მიღალატა ალექსანდრემ, თუ ეს მე ვუღალატე ყველას.. რა ჯანდაბა ვქენი.. იმის მაგიერ, რომ დავრჩენილიყავი და მემოქმედა, გავიქეცი.. ყველა მივატოვე.. ჩემი თავიც კი.. - მთელი გზა ფიქრობდა ცისია და საკუთარ თავს უწყრებოდა - მე.. მე მთელი ცხოვრება მასწავლიდნენ, რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ პირველივე სურთულემ ფრთები მომამტვრია.. თუმცა სირთულეც არის და სირთულეც - უკვე თავის გამხნევებაზე გადადიოდა ფიქრებში.. - სირთულე კი არა ტრაგედიაა, როდესაც შენთვის უბედნიერეს დღეს სახლში ბრუნდები და კაცს, რომელსაც ყველა შენი ტკბილი მოგონება უკავშირდება, სხვა ქალთან ხედავ.. აცნობიერებ, რომ ტუჩებით, რომლის შეხება და შეგრძნება ყველაფერს გერჩია, სხვას ჰკოცნიდა.. მკლავებში, რომელსაც არაერთხელ მოუტანია შენთვის არნახული სიმშვიდე, სხვა მოექცია.. სხვის კანს ეხებოდა მაშინ, როდესაც შენ ვერავის შეხებას იტანდი, გარდა მისი შეხევიდა.. - ასჯერ მაინც დააკვირდა მძღოლი მის სახეზე მიმიკების ცვლილებას.. მაინც ვერ გაეგო, რაზე ფიქრობდა იმდენ ხანს, რომ ვერც კი გაიგო, როდის მივიდნენ დანიშნულების ადგილზე.. - გოგონა - ალბათ მეხუთწდ მაინც მიმართა ცისიას და ძლივს დააბრუნა სააქაოს - მოვედით - მაინც გულიანად გაუღიმა საჭისკენ მიბრუნდა.. ცისიამ.მგზავრობის თანხა გადაუხადა და სახლში შევიდა... იმაზე ემოციური გამოდგა მშობლებთან შეხვედრა, ვიდრე მოელოდა.. ბოდიში მოუხადა გოგონამ, იმის გამო რომ ასე გაექცა მათ და მთელ სამყაროს, რომ ეგოიზმმა და ტკივილმა დააბმავა.. ახლა თავს თავს უკეთ გრძნობდა, რადგან დაუბრუნდა მათ, ვისაც გულწრფელად უყვარდა... .... სინათლემ თავისი ქნა და ალექსი გამოაფხიზლა.. თვალები მოისრისა და ხელების ცეცებას მოჰყვა, თუმცა ცისია ვერ იპოვა.. რა იგრძნო?.. - სიცივე, სიცარიელე.. როგორი ცარიელი იყო მის გარეშე.. მთელი ეს წლები ყველა ეუბნებოდა, რომ ძალიან მშვიდი იყო'. სინამდვილეში კი ცარიელი იყო, ცისიას წასვლამ დააცარიელა.. - წავიდა, ისევ გამექცა.. - ფიქრობდა ის, თვალებზე ცალი ხელი აიფარა და გადაწვა - ღმერთო. როდემდე.. როდემდე უნდა გაგრძელდეს - ხმამაღლა წამოიყვირა.. - ვინანიებ.. ვინანიებ გესმის.. - საწოლიდან წამოხტა - ვინანიებ ყოველ ჩემს ცოდვას, გატეხილ ფიცს, ცისიას ყველა ცრემლს - თავზე ორივე ხელი მოიჭიდა და ისევ საწოლზე დაენარცხა.. - ვინანიებ.. - კოდევ ცოტა ხანს ისმოდა მისი ნათქვამი "ვინანიებ".. უბრალოდ მისი ხმის ტემბრი ნელ-ნელა ტყდებოდა და დაბლდებოდა, მანამ, სანამ სრული სიჩუმე არ ჩამოწვა ოთახში.. ცოტა ხანში.კი ახალი იდეით წამოხტა საწოლიდან და სახლი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა... .... - წელში გასწორდი - უთხრა ცისიამ ერთ-ერთ მოსწავლეს და მასთან ახლლოს მივიდა - აი ასე, გაიმართე და ისე მოხვიე ხელი - გაასწორა ვაჟი.. - იქნებ სჯობს ვაჩვენოთ, როგორ უნდა - ალექსის ხმა შემოესმა და ტანში ჟრუანტწლმა დაუარა.. ალექსანდრე მიუახლოვდა, მხარზე ხელი მოსჭიდა და მისკენ მიაბრუნა.. პულსაცია საშინლად ჰქონდა აჩქარებული... მამაკაცმა რევერანსი გააკეთა და ხელი გაუწოდა ქალს.. - ჩამჭიდე ხელი, ჩამჭიდე ხელი.. - მხოლოდ ამას ფიქრობდა იგი და ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.. მალევე უფრო მეტად აუჩქარდა გული, რადგან საკუთარ ხელზე მისი თბილი შეხება იგრძნო... ფრთხილად შეაცურა მისი ხელი ქალბატონის წელზე და ახლოს მიიზიდა.. - ბავშვებო, თუ გინდათ, რომ კარგად იცეკვოთ, მუსიკის მაგივრად პარტნიორს უნდა გრძნობდეთ - ორი ნაბიჯი გადადგა ცისიას მიმართულებით და ქალმაც, შესაბამისად, უკან დაიხია, ალექსმა კი განაგრძო - თვალებში უყურეთ მათ, რათა წინასწარ მიხვდეთ მის ქმედებებს - ცისიამ.წასვლა სცადა, მაგრამ ალექსის ძლიერმა მკლავმა შეაჩერა, გოგონამ.რამდენიმე ბრუნი გააკეთა და მამაკაცის მკერდს აეკრო, მაღლა ახედა და ალექსის მოელვარე თვალებს წააწყდა.. სრულიად გაეთიშა სამყაროს, თითქოს იქ მხოლოდ ისინი დარჩენილიყვნენ.. ჯადოსნურს გავდა ახლა ალექსის ყველა შეხება და მოძრაობა.. ცისია მის მოძრაობებს მისდა უნებურად იმეორებდა, მარიონეტივით.. თუმცა არა, მარიონეტს ხომ არ დეყძლია იგრძნოს და დაუტიოს ის, რასაც ახლა ცისია იტევდა... - მთავარი ნდობაა - აგრძელებდა ალექსანდრე და სახე ძალიან ახლოს ჰქონდა ქალთან - ის მიდის, რადგან მენდობა - ისევ ერთი ბრუნი გააკეთებინა ცისიას და გაჩერდა.. არეული სუნთქვის დარეგულირებას ეცადა, ბავშვებს გაუღიმა და მისმენისთვის მადლობა გადაუხადა... ბავშვებმა კი აღფრთოვანებით დაუკრეს ტაში და ალექსი ისე გააცილეს.. - მოიცადე - გაყვა უკან ცისიაც - ეს რას ნიშნავს ალექს - სიმკაცრე გარეოდა მას ხმაში... ალექსი ადგილზე გაშეშდა, შემდეგ მკვირცხლად შებრუნდა, მას ხელები ჩაავლო.. ახლოს მივიდა, იმდენად ახლოს, რომ მის არეულ სუნთქვასაც გრძნობდა.. თვალი თვალში გაუყარა.. - ყველაფერს თავიდან ვიწყებ - დახშული ხმით ჩასჩურჩულა გოგონას და ცხვირი ლოყიდან ყელის მიმართულებით ჩაასრიალა.. იგრძნო, როგორ აეხორკლა კანი ცისიას და გაეღიმა.. შემდეგ ლოყაზე ხელიც ჩამოუსვა გოგონას და საკუთარ თავთან მარტო დატოვა... გაიღიმა, ამოისუნთქა და ისე შეაღო დარბაზის კარი, დრო იყო თავისი მოსწავლეებისთვისაც მიეხედა... ..... ..... - თუ შეიძ... - სიტყვა პირზე შეეყინა ცისიას, როდესაც ტაქსის მძღოლის ადგილზე ალექსი დაინახა, კარის გაღებას ეცადა, თუმცა მამაკაცს მოესწო ავტომატურად ჩაეკეტა.. - საით მივდივართ ქალბატონო - მხიარული ჩანდა მამაკაცის ხმა.. - არსაით - მკვახედ მიუგო ქალმა და კარის გაღებას ეცადა, თუმცა ისევ უშედეგოდ.. შემდეგ კი მოდუნდა და ალექსს მიენდო.. დიდ ხანს არ უვლია ალექსს, ახლომდებარე სკვრეში შეჩერდა და კარი გააღო.. - ახლა როგორღა დამილერ ალექს - მრავალმნიშვნელოვნად იკითხა ცისიამ, როდესაც მანქანიდან გადავიდა.. - აი ასე - მიუახლოვდა მამაკაცი და სწრაფად დასწვდა ქალის ბაგეებს.. მართალია ცისია თავიდან ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ეს წინააღმდეგობა მალევე შესუსტდა და გაქრა.. - ალექს, შენ შეიძლება ფიქრობ, რომ ყველაფრის ხელახლა დაწყება შეგიძლია, მაგრამ მე.. მე არ ვიცი - ბუტბუტებდა ცისია, ისე, რომ მას სახეს არ აცილებდა.. - ჩუუ, ჩუმად - ისე ამოთქვა მამაკაცმა, რომ წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო და ისევ ტუჩებზე შეეხო... შემდეგ ალექსმა ისევ მხიარულად ჩასლიდა ხელი და წაიყვანა.. ასე იბორიალეს სკვერში დიდ ხანს.. შემდეგ კი მათ საყვარელ კაფეში შევიდნენ.. სასიამოვნო იყო ცისიასთვის, რომ ალქესს ახსოვდა, თუ რა უყვარდა მას და რა არა... შეიძლება არ იმჩნევდა, მაგრამ გოგონა ბედნიერი იყო, თითქოს ყველაფერი თავიდან იწყებოდა, ერთი მეპრეს მიყოლებით.. ალექსი კი ფრთხილობდა, რათა ძველი შეცდომა აღარ დაეშვა.. მეტიც, ეს ყნდა დაევიწებუნა ცისიასთვისაც... .... ალექსი ბოლომდე ცდილობდა და ყველა მათთვის ძვირფას მომენტს იხსენებდა, ნაბიჯ-ნაბიჯ მისდევდა და ყველა ძველ შეცდომას ასწორებდა.. - სად მივდივართ? - ღიმილით იკითხა ცისიამ, როდესაც ალექსის მანქანაში ჩაჯდა და ღვედიც შეიკრა.. - იქ, სადაც ორივეს მოგვეწონება - ძალიან თბილი იყო ამ წამს ალექსის ხმა.. ცისიასთვის ცხადზე ცხადი გახდა სადაც მიდიოდნენ მაშინ, როდესაც თბილისი დატოვეს.. მან კარგად იცოდა, რომ არსებობდა ერთი განსაკუთრებული ადგილი, რომელიც უძვირფასესი იყო ორივესთვის.. ეს რაჭა იყო, მთიანი რაჭა.. იქ, მთაზე, მაღლა, სადაც ღრუბლების ზემოდან იყურები, იდგა მათი პატარა სახლი.. ახლა სახიფათოც კი იყო იქ ასვლა, მაგრამ ალექსთან ერთად თანახმა იყო ყველაფერზე... მიუახლოვდნენ სახლს, მაგრამ უკვე ვეღარ წავიდოდნენ მანქანით, ამიტომაც გზას ფეხით გაუყვნენ და თან საჭირო ნივთებიც წაიღეს.. ნახევარი საათი იარეს და პატარა ლამაზი სახლის გამოჩნდა.. არც თუ ახალი დენობა გახლდათ, თუმცა კარგად შენახული და გარემონტებული.. ლამაზი ეზოთი, რომელიც ახლა უკვე თოვლის სქელ ფენას დაეფარა... ძალიან სციოდა ცისიას,ამიტომაც ალექმა მაშინვე ბუხრის ანთება მოინდომა.. მალე კი აგიზგიზებული ბუხრის წინ ისხდნენ და ცხელ შოკოლადს მიირთმევდნენ.. - გმადლობ - უეცრად წამოიწყო ცისიამ, ალექსმა კი.გაკვირვებით გახედა.. შუქი არ იყო.. ბუხრის სინათლეზე კი უფრო მეტად ელამაზა ცისია.. - ამ ყველაფრისთვის - დაამატა გოგონამ და ისევ ცეცხლს შეხედა.. ალექსანდრე ადგა, მობილურში მათი საყვარელი მუსიკა ჩართო და ცისიას ხელი გაუწოდა.. - მეცეკვე ცის.. ჩამჭიდე ხელი - ხელი გაუწოდა და დაელოდა, მალევე ცისიამაც შეაგება ხელი და ლამაზად შეირხა ორი სხეული სიბნელეში, რომელსაც მბჟუტავი სინათლე არღვედა.. არა, ჯადოსნური არ იყო, მაგრამ რატომ ეჩვენებოდათ ორივეს, რომ ყოველი მოძრაობა მაგიური იყო? - ალბათ სიყვარულის გამო.. სიყვარული ხომ ერთადერთია, რომელიც უბრალო მოძრაობასაც კი ჯადოსნურს ხდის... - მიყვარხარ - ჩასჩურჩულა ალექსმა ქალს და ხელი ნაზად ჩამოუსვა ლოყაზე... - მეც მიყვარხარ ალექს - ღიმილით ამოთქვა ცისიამ და თავისი ლურჯი თვალები შეანათა მამაკაცს.. დაეფიცება ალექსს, რომ მსგავსად ლამაზი თვალები არასოდეს უნახავს.. იგრძნო, როგორ ერეოდა ვნება, როგორ გაუწყდა მოთმინების ძაფი და ისევ შეეხო მის ბაგეებს.. ამჯერად არანაირი წინააღმდეგობა მოდიოდა ქალისგან... ალექსმა ხელში აიყვანა ცისია, ისე რომ კოცნა არ შეუწყვეტია და ფრთხილად შეიყვანა საძინებელში... შუა ღამისას გამოეღვიძა ცისიას, წყურვილის სურვილა შეაწუხა და ძლივს წამოიზლაზნა საწოლიდან.. სიბნელეში ძლივს მოძებნა ფეხსაცმელები და ოთახიდან გავიდა.. წყალს სვამდა, როდესაც წელზე ხელები იგრძნო და წამოიკივლა.. - რა გაყვირებს? - იგრძნო, როგორ გაიღიმა მამაკაცმა - მე, შემეშინდა - საწყლად ამოთქვა ცისიამ და ალექსისკენ შებრუნდა.. - მეც შემეშინდა.. შემეშინდა, რომ ისევ წახვიდოდი.. ცისი დამპირდი, დამპირდი, რომ აღარ მიმატოვებ.. უშენოდ ცარიელი ვარ გესმის?.. - გატეხილი ხმით საუბრობდა მამაკაცი - მე კი უშენოდ ვარ ცარიელი - სახეზე ჩამოუსვა თლილი ხელები მამაკაცს და შემდეგ ძლიერად მოეხვია.. ისევ ისე, როგორც ადრე.. .. დილით ისევ ცისიას გაეღვიძა პირველს.. ჩუმად ადგა და ოთახიდან გაიპარა.. საუზმე მოამზადა ორი კაცისთვის და დაელოდა, როდის ადგებოდა ალექსი.. მამაკაცს ღრმად ეძინა და იცოდა, რომ კარგა ხანს მოუწევდა ლოდინი.. შემოსასვლელში დაბალი ტუმბოს თავიდან ხელნაკეთი ყუთი აიღო და გახსნა, არ ელოდა აქ თუ მოიტანდა ალექსი.. ყუთში უამრავი ქაღალდის "ნაგლეჯი" ეყარა.. ეს ყუთი ალექსმა გააკეთა, სახელი და დანიშნულება კი ცისიამ მოიფიქრა.. ეს იყო ე.წ "პატიების ყუთი".. ნუ, ხო.. შესაძლოა ეს ბანალურად ჟღერს, მაგრამ ესაეთლაც პატიების ყუთი იყო.. ყოველთვის, როდესაც ერთმანეთს აწყენინებდნენ, ამას ქაღალზე წერდნენ და ყუთში ათავსებდნენ, ამის შემდეგ საუბრობდნენ, პატიობდნენ და ადრესატი წერილს დიდი ასოებით აწერდა "გაპატიე".. ეს სხვებისთვის სისულელე იყო, მათთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი.. შემთხვევითი არჩევის წესით ერთი წერილი აიღო და გახსნა... გაეღიმა, როგორც ჩანს მასაც უწყენინებია ალექსისთვის.. " დღეს დილა უაზროდ დაიწყო - წერდა ცისია- ამიტომ გადავწყვიტე, რომ რაიმე სიხალისე შემეტანა.. შევიპარე სააბაზანოში, ვიპოვე მაკრატელი, მივეპარე ჩემს ქმარს და თმა ძალიან პატარა ადგილზე შევაჭერი.. .. შემდეგ დავხედე და მივხვდი, რომ ეა პატარა ადგილი არ იყო საკმარისი და ცუდად ჩანდა.. ამიტომ ვიფიქრე სულ შევჭრი-მეთქი.. რა ჩემი ბრალია, თუ მას ადრე გაეღვიძა და ვერ მოვასწარი გამოსწორება.. მაგრამ კი ბატონო, დავაშავე და ბოშის ვიხდი... მაპატიე... " - ახლაც გაახსენდა ის ემოცია, რითიც ამ წერილს წერდა.. როგორ გაებუტა მაშინ ალექსი.. ორი დღე ხმას არ სცემდა, ეს კი რეკორდი იყო მათთვის... ხელი დაავლო ყუთს და ოთახსი შევიდა, როდესაც ალექსის ხმა გაიგონა, მობილურზე, როგორღაც, საუბრობდა.. - რა თქმა უნდა.. მე და ჩემი ცოლი დროულად ვიქნებით მანდ.. - ცისიას თავზარი დაეცა.. << მე და ის ოფიციალურად დავშორდით, ანუ ეს ნიშნავს, რომ.. >> ფიქრიც კი არ დაუმთავრებია, ყუთი გაუვარდა და გაიქცა.. ალექსი მიხვდა, რომ ცისიამ ისევ არასწორად გაიგო რაღაც.. სწრაფად მოიცვა რაც ხელში მოყვა და გაეკიდა... - ციის არასწორაფ გაიგე - დაუყვირა გოგონას, რომელსაც მალევე დაეწია... - რატომ.გარბიხარ.. სულ რატომ გარბიხარ.. რატომ არასოდეს არ მისმენ - უკვე უვიროდა ალქსი, მაგრამ მასთან ახლოს არ მიდიოდა... - შენ ხარ, შენ ხარ ჩემი ცოლი, მე მოვაწერე საბუთებს ხელი, მაგრამ.ვერ შევძელი, რომ სასამართლომდე მიმეტანა.. არ მეთმობოდი და ასე არ მოვიქეცი.. ვიზრუნე იმაზე, რომ სხვა ინფორმაცია გქონოდა.. - შვებით ამოისუნთქა გოგონამ..- მაგრამ.დავიღალე ციის, შენ ყოველთვის ისე მიდიხარ, რომ.არ მისმენ, ახლა შეგიძლია წახვიდე...- ზურგი შეაქცია ქალს.. თავს მოუწოდებდა, რომ არ გაეხედა, თუმცა უეცრად ცისიას განწირული კივილი გაიგო... ამ დაძაბულობაში ვერ შენიშნეს, რომ ცისია მათ მიერ ხელოვნურად შექმნილი ტბის ზედაპირზე იდგა.. ყინულმა კი ვერ გაუძლო და ჩატყდა.. ლამის გაგიჟდა ალექსი, ტანზე გაიძრო და ისიც ჩახტა.. მალევე იპოვა გოგონა და ამოიყვანა.. ცისია ერთიანად გაყინული იყო.. ნევრი არ უფიქრია, მაშინვე სახლისკენ წაიყვანა.. ქალი მის ხელებში კანკალებდა, ტუჩები გალურჯებოდა და თვალებსაც კი არ ახელდა.. - ჩემი სულელი გოგო - მთელი გზა იმეორებდა ალექსი და შუბლზე კოცნიდა მას.. გზა გაეწელა, ან თავად ეჩვენა ასე.. სწრაფად მოაშორა სველი ტანსაცმელი და საწოლში შეაწვინა და თბილად დააფარა.. თვითონაც გაიხადა სველი ტანსაცმელო და მოუწვა.. ისევ გულზე მიიკრო ქალი და საკუთარი სხეულის სითბო გაუზიარა... ცოტა ხანში ცისიას სუნთქვაც დაურეგულირდა და კანკალიც შეწყვიტა, თუმცა თვალები არ გაუხელია.. ალექსმა მისი ხელი აიღო და მუჭში მოიქცია.. გაეღიმა, ის დღე გაახსენდა, როცა პირველად ჩასჭიდა ხელი ცისიამ... - იცი ცის, ბავშვობაში, როდესაც მშობლებმა სამეჯლისო ცეკვებზე შემიყვანეს პანიკაში ჩავვარდი.. არ მოვდევდი, მაგრამ მაინც თავისი გაიტანეს.. სტუდიის შესასვლელში ერთი პატარა გოგო დავინახე, რომელიც მშობლებს ემუქრებოდა, რომ კარგად არ ისწავლიდა, თუ ცეკვებზე არ შეიყვანდნენ.. ვიფიქრე გიჟია-მეთქი.. შემდეგ კი, როდესაც მასწავლებელმა წყვილში დაგვაყენა და ის პირველად ჩამეჭიდა, საოცარი სითბო ჩამეღვარა გულში.. მაშინ ფუმფულა თითები გქონდა ციის - თითებზე ხელი დაუსვა - და მე ის საშინლად მათბობდა.. იმ დღის მერე კი შენს ჩაჭიდებულ ხელს დავყავდი... ისე შევეჩვიე მაშინ 12 წლის ბიჭი ამ ხელის ჩაჭიდებას, რპმ ერთი სული.მქონდა ცეკვებზე მოვსულიყავი, რომ ხელი ისევ ჩამეჭიდა... მერე ძალიან შეგეჩვიე ციის.. შეგისისხლ-ხორცე... იცი? როცა დაიჩემე მხოლოდ ალექსთან ვიცეკვებ, სხვასთან არაო, რა ვიგრძენი?.. - გული ლამის გამისკდა სიხარულისგან ციის.. ეგოისტურად მესიამოვნა, რომ შენი შეხება მხოლოდ ჩემთვის იქნებოდა შესაძლებელი, ეგოისტურად მესიამოვნა მე, 13-14 წლის ბავშვს.. . ნეტავ იცოდე, რამდენი ხნით ადრე მინდოდა მეთქვა, რომ შენით ვსუნთქავდი, რომ ჩემი ყველაფერი იყავი, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი.. ბოლოს მოვახერხე ციის.. მოვახერხე და ჩემი საყვარელი ადამიანი ჯერ შეყვარებული, შემდეგ კი ცოლი გახდა.. ჩვენ ფიცი დავდეთ და ყველაზე საშინელი ისაა, რომ ვერ შევასრულე.. გიღალატე ციიის.. რა მბიშვნელობა აქვს ეს ვინმეს დაგეგმილი იყო, მთვრალი ვიყავი თუ ფხიზელი.. მე ხომ ვიგრძენი, როგორ გეტკინა მაშინ.. მაგრამ შენ სიყვარულს ვფიცავარ ციის, პასუხი ვაგე, დავისაჯე, გავნადგურდი.. შენს გარეშე დავცარიელდი ცისი.. რა გასაკვირია, რომ აღარ მენდობი.. თუმცა გთხოვ, ძალიან გთხოვ მაპატიე.. ჩამჭიდე ხელი და ასე მატარე... ჩამჭიდე ხელი, ჩამჭიდე ხელი - სუნთქვა არეოდა მამაკაცს და აღელვებულიყო... უცებ ცრემლის ჩაგორება და სისველე იგრძნო ყელთან, ეს ცისია იყო.. გოგონამ მთელი ძალით მოუჭირა ხელი ხელზე და ძლივს შესამჩნევად წარმოთქვა - მაპატიე.. - ალექსმა საფეთქელთან.აკოცა და ძლიერად მიიკრო გულზე.. მეორე დღეს კი ორივე მოკალათებულიყო ბუხრის წინ და წერილს წერდა.. - მე არასოდეს ვუსმენ ქმარს და საშინელი დასკვნები გამომაქვს, პანიკას ვტეხ და ალექსს გულს ვტკენ - ხმამაღლა წარმოთქვა ქალმა ის, რაც დაწერა.. - მე ჩემს ანგელოზ ცოლს ვუღალატე და მისი ცრლების მიზეზი გავხდი..- მამაკაცმაც იგივე გაიმეორა... - მაპატიე - ორივემ ერთად წარმოთქვა.. - უბრალოდ ჩამჭიდე ხელი, ეს ყველაფერზე მეტია - გაიღიმა ალექსმა.. ცისია ჩაეჭიდა მას, მამაკაცმა კი ნაზად აკოცა ხელზე.. ხელზე, რომელსაც ეჭიდებოდა, თუ რომელიც ეჭიდებოდა, ვერც კი გაეგო.... ********* ამ წამს მოვრჩი წერას და ვერ გამიძლო გულმა, რომ ხვალამდე მომეცალა... ველოდები თქვენს შეფასებებს პ.ს ბეჭდვით შეცდომაზე ბოდიშს ვიხდი :-( მიყვარხართ და ველი კომენტარებს..♥♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.