სვანის შეყვარება შარია(თავი 15
ზეგ სალოსა და რეზის ქორწილია.მიუხედავად იმისა,რომ წასვლა არ მინდა სხვადასხვა მიზეზთა გამო.ჩემი საუკეთესო მეგობრების ქორწილში უნდა წავიდე.ვიცი ,რომ იქ სანდროც იქნება ,ჯონათანი ჩემი შეყვარებული იქნება დროებით.ცოტახანში ამას მასაც ვეტყვი.ისე უნდა გამოვიყურებოდე ,რომ ზოგ ზოგიერთს თვალები შუბლზე აუვიდეთ.ამიტომ გადავწყვიტე დღეს წავიდე და კაბაც შევარჩიო. სხვადასხვა კაბა მოვიზომე და როგორც იქნა ბევრი ძებნის შემდგე მივაგენი სასურველ ვარიანტს,სასურველი ფერითა და სილუეტით. ტელეფონზე ზარია -ხო ჯონათან. -სად ხარ მოგაკითხავ? -მაღაზიასთან ვარ.არ მინდა კაფეში შევხვდეთ ერთმანეთს 15 წუთში. -კარგი დაგელოდები მაშინ. კაფისკენ გავეშურე და ჯონათანი უკვე იქ იყო.მივედი მაგიდასთან და გადავკოცნე -როგორ ხარ? -კარგად გვანცა შენ? -ნორმალურად.რაღაც უნდა გითხრა,უფროსწორად გთხოვო სულ რაღაც რამოდენიმე დღით -გისმენ -ჩემი შეყვარებულის როლი უნდა მოირგო გთხოვ(თვალები ავუფახულე საწყლად,ჩვეულ მსახიობობას მივმართე) -რატომ?ის ბიჭი იქნება იქ? -რომელი ბიჭი?(ვითომ გამიკვირდა) -ნუ ცდილობ ჩემს მოტყუებას -ხო კარგი.უბრალოდ მინდა იცოდეს ,რომ მის გარეშეც კარგად ვარ და ახალი ცხოვრებით ვცხოვრობ.ასე ,რომ ან დამეხმარეა ან გაგებუტები.(გამეცინა) -კარგი დაგეხმარები ამ ერთხელ ოღონდ მეორედ აღარ მთხოვო მსგავსი რამ’ -გპირდები.ხო სხვათაშორის მინდა ,რომ ხვალევე წავიდეთ და ქალაქსაც დაგათვალიერებინებ.იქაურ კაფეში მიგიყვან და გაგასინჯებ ჩემს საყვარელ კერძებს. -კაი შევთანხმდით .მაშინ ხვალ დილით გამოგივლისი -კაი მაშინ მე ბილეთებს დავჯავშნი დილის რეისზე -კარგი. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მეც სახლში მივედი.ჩემოდნის ჩალაგება დავიწყე.მაინც ვჭოჭმანობ წასვლაზე,არ მინდა მისი ნახვა .მაგრამ რადგანაც მომიწევს ,ისე მოვიქცევი,როგორც არ ელის ,რომ გავაკეთებ. გათენდა.და დილის 6 საათზე კარზე ზარია. -დედი გაიღვიძე .ჯონათანი მოვიდა -ახლავე დე -შემოდი სახლში ჯონათან გვანცა ახლავე გამოვა -კარგით გმადლობთ მალევე ავდექი .გავემზადე და წასასვლელად მოვემზადე. -დედა მე საქართველოში მივდივარ. -რაა რატომ? -რეზის და სალოს ქორწილია და მეც დამპატიჟეს -ხომ აღარ ეკონტაქტებოდი და როგორ გაახსენდი? -ჩემი მეგობრები არიან და ვერც დავივიწყებდით ერთმანეთს.გარდა ამისა რეზი აქააა.ჩემი უფროსია სამსახურში და დამპატიჟა -რატომ არ ვიცოდი ეგ აქამდე? -ალბათ გონებიდან ამომივარდა ,რომ მეთქვა.დაშლას აზრი არ აქვს მაინც წავალ.ვიცი რასაც ფიქრობ.მაგრამ ჩემი საუკეთესო დაქალისა და მეგობრის ქორწილში უნდა წავიდე. -კარგი შვილო შენი საქმის შენ იცი მაგრამ იგივე შეცდომა აღარ დაუშვა -ერთი და იგივე შეცდომას სულელები უშვებენ.წამოდი ჯონათან წავიდეთ დაგვაგვიანდება რეისზე -წამოდი.რაზე ელაპარაკებოდი დედაშენს თუ საიდუმლო არ არის? -საინტერსო არაფერზე.ამ დღეებში რაც მოხდა იმას ვუყვებოდი -ისე თქვენი ენა საინტერესოდ ჟღერს ხო იცი? -კი ვიცი(გაგვეღიმა) მალევე აეროპორტში ვიყავი და მივფრინავდით ,ნუ მივფრინავდი მშობლიურ ქალაქში,როდესაც საქართველოს საჰაერო სივრცეში შევედით გული უცნაურად ამიძგერდა .მომნატრებია ჩემი ქვეყანა.. *სანდროსთან* ტელეფონზე ზარია -ხო რეზი. -ხო კი არა გვანცა ჩამოდის -რაა?როდის? რატომ?მეგონა აღარასდროს ჩამივიდოდა -არც უნდოდა ჩამოსვლა ,მაგრამ დავაძალე ,ვუთხარი ,რომ ჩვენს ქორწილში აუცილებლად უნდა ყოფილიყო.სალო მისი საუკეთესო დაქალია და მე კი დასავით მიყვარს -ანუ ამდენი ხნის მერე 4 წლის მერე ჩამოდის? -ხოოო ჩამოდის.შენს მოსალოდნელ ქორწილზეც გაიგო. -მერე რა რეაქცია ჰქონდა? -არაფერი შეუმჩნევია,მაგრამ შენც ხომ იცი ? -ვიცი და ეგ გულს უფრო მიკლავს.ალბათ ყურადღებასაც არ მომაქცევს და უცნობივით მიმიღებს -ალბათ -სულ აპირებს დარჩენას? -არა .ქორწილისთვის მოდის.მერე უკან დაბრუნდება -კიდევ კარგი გაუთიშეს ერთმანეთს.სანდროს ამ ამბის გაგებისას მათი ყველა ისტორია გაახსენდა.მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო გარდა ამისა უკვე გვიანია რამის გამოსასწორებლად. *გვანცა* როგორც იქნა ჩავედით თბილისში ..ჩემს ბინაში წავედით მე და ჯონათანი,რომელიც 4 წლის წინ დავტოვე და ვინ იცის რა მდგომარეობაშია? -ჯონათან ეხლა ჩემს ბინაში ავიდეთ და მერე ქალაქსაც დაგათვალიერებინებ. -კარგი შენი ნებაა.უკვე მომწონს აქაურობა -მერე უფრო მოგეწონება დამიჯერე(გავუღიმე) ბინა არც ისე ცუდ მდგომარეობაში იყო.თურმე ჩემი და და მამჩემი მიდიოდნენ და უვლიდნენ ხოლმე.მანამ სანამ ჩემი დაიკო ინგლისში წამოვიდოდა.ცოტახანში კი ქალაქის დასათვალიერებლად წავიდნენ . -წამოდი ჩემს კაფეში შევიდეთ მომენატრა ეკლერი,რომელსაც აქ თავისებურად ამზადებენ -კაი .,მაინტერესებს მეც შევედით კაფეში და ლატე და ეკლერი შეუბუკვეთეთ.ნაცნობი არავინ შემხვედრია ,სხვათაშორის სიტუაციაც შეცვლილა.კაფეც გადაუკეთებიათ ოდნავ მაგრამ ძველი სურნელი ისევ იგრძნობა -ძალიან კარგი ატმოსფეროა აქ(ღიმილიანი სახით მოათვლაიერა გარემო ჯონათანმა და მე გადმომხედა) -გეთანხმები ამიტომაც მიყვარს აქ ყოფნა მე ასე ძალიან ცოტახანს გავჩერდით კაფეში და მალევე წამოვედით ქორწილისთვის მოსამზადებლები ვიყავით და კარებში ლატეს „წრუპვით“ გავედი.და მაშინ რაღაც სასაცილო მითხრა ჯონათანმა და მეც გულიანად გავიცინე *სანდრო* მანქანით მივდიოდი ქუჩაში,როდესაც ნაცნობი სილუეტი შევნიშნე.მივიხედე და გვანცა დავინახე ,ვიღაც ბიჭთან ერთად.ლატეს სვამდა და გულიანად იცინოდა ,მაგრამ თვალები ხომ ყიდის ადამიანს,სევდიანი თვალები ჰქონდა.ჩემს თავს ვერ ვპატიობ ,იმას რაც მას 4 წლის წინ გავუკეთე.ყურადღებასაც არ მომაქცევს ალბათ ხვალ.ალბათ ძალიან ლამაზი იქნება.ეს ბიჭი ვინაა ნეტავ?რა უნდა მასთან ერთად? *გვანცა* როგორც იქნა გათენდა ნანატრი დღე რადგან,ამ დღის შემდეგ რაც შეიძლება მალე მოვცილდები აქაურობას.ქორწილი საღამოსკენ იყო.მე ხელისმოწერაზე მისვლას ვერ ვახერხებდი და ამიტომ დავურეკე რეზის და ვუთხარი პირდაპირ ქორწილში მოვალთქო.სალოს ძალიან გახარებია ჩემი ჩამოსვლის ამბავი ,როცა გაიგო.საღამოც დადგა და მე და ჯონათანი წასასვლელად გავემზადეთ.მუხლს აცდენილი შინდისფერი კაბა მეცვა ,დეკოლტეთი უკან ელვა შესაკრავით,უნდა ვაღიარო საკმაოდ სექსუალური კაბა იყო.ფეხზე შინდისფერი საკმაოდ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ტუჩზე კი ამავე ფერის მუქი ტუჩსაცხი.ერთი სიტყვით შინდისფერ ფერში იყო ყველაფერი გადაწყვეტილი და შავი ხელჩანა დამატებული.გრძელი თმები გასწორებული მხრებზე დაყრილი.და ეს სწორი თმები უფრო მიმზიდველს ხდიდა ამ ლამაზ გოგოს..ჯონათანს რაც შეეხება მის ცისფერ თვალებს შავი შარვალ კოსტუმი ძალიან მოუხდა .გარდა ამისა ნავარჯიშებ ტანზე უფრო მეტად უხდებოდა.მაგრამ მწვანე თვალებს ვერავინ ჩაანაცვლებს. შესვლისთანავე,რადგანაც რეზი ცნობილი ბიზნესმენი იყო და ასევე სხვა ცნობილი ბიზნესმენებიც იყვნენ იქ.ჟრნალისტებიც არ გამოკლებიან ამ მოვლენას .ყველა შეკრებილია იყო.ჩვენ ბოლოები მივედით და არც არავის გამოპარვია ჩვენი მისვლა .კამერებმა ჩხაკუნი დაიწყეს.ჩემი მეგობრები სიძე -დედოფლის გარდა შესასვლელში იყვნენ და სტუმრებს ეგებებოდნენ .სანდროც იქ იდგა ხელკავით მის „საყვარელ“ საცოლესთან.მაგრამ მე რისი მსახიობი ვარ ახლა თუ გუნება გავიფუჭე ზოგ ზოგიერთების გამო.ისეთი შთაბეჭდილება შევქმენი ვითომ არც არაფერი მომხდარა 4 წლის წინ. -მარი,ზურა .(მაგრად გადავეხვიეთ ერთმანეთს)როგორ ხართ? -კარგად შენ როგორ ხარ?.როგორ მოგვანატრე თავი.ამდენი წელი არ ჩამოსულხარ. -ხო .არც ვაპირებდი.მალევე უნდა დავბრუნდე .აქ ქორწილსითვის ვარ.გაიცანით ეს ჯონათანია ჩემი შეყვარებული. -შეყვარებული?(გაუკვირდათ მათ)სასიამოვნოა -გამარჯობა(ინტონაციით უთხრა ჯონათანმა სიტყვა ,რომელიც წვალებით ვასწავლე) -ხო შეყვარებულია.თუ სხვები ახალ ცხოვრებას იწყებენ,მეც რომ იგივე გავაკეთო არ შეიძლება?(მარი მიხვდა ვის გასაგონადაც იყო ნათქვამი და ჩაეცინა) ამ დროს კი სანდრო შევნიშნე ,რომელიც გაკვირვებული უყურებდა ჯონათანს და ალბათ ელის ჩემგან იგნორს,მაგრამ ცდება -სანდრიკკ როგორ ხარ ?(ირონია ნარევი ხმით მივედი მასთან) -კარგააადდ გვანცა ..შენ?(ძლივს ამოილუღლუღა მან.მე კი სახიდან ღიმილს არ ვიშორებდი) -აა ეს ნატალიაა ხომ? შენი საყვარელი საცოლე -დიახ მე ნატალია ვარ სანდროს საცოლე,(მკალვზე მაგრად მოეჭდო .მომინდა ერთი მაგრად მეთავაზებინა მისთვის)და თქვენ ვინ ხართ(ინტერესეიანი მზერა მომაპყო მან. -მე გვანცა ვარ.სიძე -დედოფლის საუკეთესო მეგობარი და სანდროს ძველი ნაცნობი.კარგია თქვენთან საუბარი, მაგრამ ახლა მათთან უნდა მივიდე და ცოტახნით დაგემშვიდობებით.(გაუღიმა და ტანის რხევით გაემართა სიძე- დედოფლისკენ.ხელკავით ჯონათანთან.იმდენად მყარი ნაბიჯებით მიდიოდა ,რთული იყო არ შეგემჩნია,ქორწილში ყველასგან გამოირჩეოდა.ქალური და მყარი ნაბიჯებით მიაბიჯებდა ხალხისგან შექმილ კორიდორში და ღიმილიანი სახით მივიდა პატარძალთან და სიძესთან. -გვანცა(იყვირა პატარძალმა და გვანცასკენ გამოემართა) -როგორ ხარ სალ?(გადაკოცნა მარიამი) -კარგად .შენ რომ დაგინახე უკეთესად გავხდი.რეზის არაფერი უთქვამს შენს ჩამოსვლაზე -სიურპრიზი გაგიკეთე ლამაზო(ლოყაზე აკოცა რეზიმ უკვე ოფიციალურად მეუღლეს) -ეს თქვენ ჩემო სიხარულებო(და საჩუაქარი გაუწოდა მათ -ეს ბიჭი ვინ არის .იკითხა სალომ. -რეზი იცნობს .და ისე ჯონათანია ჩემი შეყვარებული(რეზის თვალები შუბლზე აუვიდა,მე კი სანდროს დასანახად მივეხუტე ჯონათანს და ისიც ამყვა მსახიობობაში და ხელი წელზე მომხვია. მათი შემხედვარე სანდრო თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა.ხელები ჯიბეში ჰქონდა ჩაწყობილი და უყურებდა გვანცას,თუ როგორი ლამაზი და დაქალებული იყო.გაძლიერებული თითქოს წარსულში მიღებული ტკივილისგან. -რა ლამაზი გოგოა.ძალიან ლამაზია და ეშხიანი.ერთი შეხედვაც საკმარისია და მაშინვე დაგატყვევებს(უთხრა გაოცებული სახით სანდროს ნატალიამ) -ხო ძალიან ლამაზია და იყო კიდეც.მაგრამ ახლა დაქალებულა საოცრად(ტუჩის კუთხე ჩატეხა ) -შენ საიდან იცნობ.? -ძველი ნაცნობია.ადრე კარგი მეგობრები ვიყავით და მერე ისე მოხდა ,რომ ის წავიდა და დავშორდით(უსიამოვნოდ ამოილაპარაკა სანდრომ) -მხოლოდ ნაცნობები?სხვანაირად უყურებ.ასე ჩემთვისაც კი არ შემოგიხედავს. -ასე არავისთვის შემიხედავს(ჩუმად ამოილაპარაკა მან) -რამე მითხარი არა არაფერი. და ისინიც დარბაზში შემოვიდნენ.დაიწყო ქეიფიც და ყველა სადრეგრძელოს იძახდა მეფე-დედოფლის საპატივცემულოდ.და აი ჩაირთო მუსიკა ,რომელსაც სანდროსთან ვიზიარებდი.(Viva La Vida).და ზურამაც არ დააყოვნდა და ჩემთან მოვიდა. *სანდრო* თვალები შუბლზე ამივიდა როცა ეს სიმღერა ჩაირთო.ვიცოდი ,რომ რეზის ნაჩალიჩარი იყო.,ისეთ კმაყოფილი სახით იყურებოდა.როცა ზურა რეზისთან მივიდა ვიფიქრე გვანცა იცეკვებსთქო ამ სიმღერაზე გიჟდებოდა. -წამოდი გვანცა ვიცეკვოთ ეს ხომ შენი საყვარელი სიმღერაა. -ცდები იყო აღარ არის და სენ თუ გინდა იცეკვე მე სურვილი არ მაქვს -კარგი რა გთხო მეცეკვე -არა და თავი დამანებე .მე გითხარი უკვე -შენ ხომ ვერ გადაგათქმევინებს კაცი ვერაფერს -ვიცეკვებ ოღონდ სხვა სიმღერაზე.(უკმაყოფილოდ ამოვილაპარაკე) ჯონათანი ადგა და სიმღერის დაკვრა სთხოვა დამკვრელებს,და მიკროფონშიც მე მომიძღვნა.(რათქმაუნდა ინგლისურად)მე კი ვიღაც ვიღაცეების დასანახად ისეთი ,ღიმილიანი სახე მქონდა იფიქრებდით გიჟდება ამ ადამიანზეო.მაგრამ სიმართლე ხომ არ იციან.ჯონათანი მოვიდა და ხელი გამიწოდა და მეც არ დავაყოვნე და საცეკვაო მოედნისკენ გავყევი.დავიწყეთ რითმული ცეკვა.ჯონათანი კარგი მოცეკვავეც აღმოჩნდა. ერთმანეთზე ჩახუტბულები ვცეკვავდით მე და ჯონათანი.ის კი ყურში მეჩურჩლება. -შენ გიყურებს? -ვინ ? -ვის გამოც შეყვარებულის როლის მორგება მთხოვე. -მართლა?გვიყუროს არ მადარდებს -დარწმუნებული ხარ? -ხო ..მოიცა (თქვა და გადამაწვინა მის მკლავებზე და საკმაოდ მოქნილი მოძრაობაც გამოვიდა) -რა იყო ეხლა ეს? -რა იყო და უნდა დაგანახა კინაღამ წამოხტა სკამიდან ისეთი სახე ჰქონდა. -ძალიანაც კარგი იტანჯოს ეხლა. სანდროს გამწარებულ სახეებზე ძალიან ვხალისობდი.კარგად მიდიოდა საღამო.მაგრამ ჩემი მთავარი საჩუქარი წინ იყო.. ქორწილი შესანიშნავად მიდიოდა.აშკარად ვგრძნობდი სანდროს მზერას,თვალს არ მაშორებდა,მაგრამ მე არაფერს ვიმჩნევდი.შესანიშნავად ვგრძნობდი თავს,როცა ვიცოდი ,რომ მისი მზერის ობიექტს მე წარმოვადგენდი და არა ნატალია მაგრამ ეს გოგოც მეცოდება რაღაცნაირად. და ჩემი მთავარი საჩუქარის დროც მოვიდა. ბოლო ცეკვის დამთავრების შემდეგ,ცოტა ხანი იყო გასული და ყვეალ სუფრასთან იჯდა,როდესაც გვანცა ჯერ დამკვრელებთან მივიდა ,რაღაც უჩურჩულა ,ადგა და მოულოდნელად დარბაზი დატოვა. -სად მიდიხარ? -სიურპრიზზს(გაუღიმა ჯონათანს და წავიდა.მისი სიტყვები კი წამში გავრცელდა ხალხში და ყველა მოუთმენლად ელოდა გვანცას დაბრუნებას) და აი ჩაირთო მუსიკა და ვიღაც უცნობი საცეკვაო ჩუსტებითა და ჩოხა-ახალუხით ,თავზე ფაფახით შემოვარდა დარბაზში და მთიულურის მუსიკაზე ცეკვა დაიწყო.იმდენად მაგრად და უშეცდომოდ იცეკვა ხალხი პირდაღებული აკეთებდა.უმრავლესობას ბიჭი ეგონა ისეთ სალტოებს აკეთებდა .ოვაციები არ წყდებოდა ცეკვის დამთავრებისას,ყველა ტაშს უკრავდა მოცეკვავე „ბიჭს“,მანამ ეგონათ ის ბიჭი სანამ ფაფახი არ მოიხადა და გრძელი ლამაზი თმები არ დაეყარა მხრებზე,ეს გვანცა იყო.მისი ვინაობის გაგებისას ყველა პირდაღებული უყურებდა .გონს მოსვლისას კი მსგავსი კომენტარები ისმოდა“მე ბიჭი მეგონა ,ეს რა გოგო ყოფილა ყოჩაღ“ „ასეთი დახვეწილი გოგონა,უცებ ასეთ მოცეკვავედ გადაიქცა ძალიან მაგრად იცეკვა ,პროფესიონალს არაფრით ჩამოუვარდებოდა“ „მოხდენილი გოგოა.შემოვიდა თუ არა ყველას ყურადღება მიიქცია ,იმდენად მოხდენილად და ლამაზად მოაბიჯებდა და ისე იცეკვა გაშტერებულები დაგვტოვა,ბევრ ბიჭ მოცეკვავეს შეშურდება მისი ცეკვის“ და სხვა კომენტარები ,რომელთა მოსმენისას გვანცას მხოლოდ ეღიმებოდა. -ეს ნახე რა..(უკვირს რეზის და ელოდება გვანცასთან მისვლის საშუალებას ,რომ შეამკოს კომპლიმენტებით)შემოვიდა ქალი რასაც ჰქვია.მოჰქონდა ყველაფერი ისეთი მყარი ნაბიჯებით მოაბიჯებდა და როგორ იცეკვა ნახეთ? -კი ვნახეთ და გაოცებისგან პირი ღია დაგვრცა(დაამატა მარიმ)სანდრო შენ რას იტყვი(ეშმაკურად გახედა სანდროს) -რა უნდა ვთქვა.გაკვირვებული ვარ..(თქვა და თავისთვის ჩუმად დაამატა)იმდენად ლამაზი და დახვეწილი იყო დღეს ამას არ ველოდიო ,მაგრამ ისევ ის გიჟია ,რაც აქამდე იყო,როგორც ცანს ხასიათებით არ შეცვლილა. -ძალიან სხვანაირია ეს გოგო.მაგარი გოგოა(აღტაცებით თქვა ნატალიამ ,რომელიც სანდროს ხელზე ეკიდებოდა) -ხო.ჩვენი საამაყო გოგოა ეს.(თქვა რეზიმ და ახლად მოსულ გვანცას ლოყაზე აკოცა.) უცებ შეამკეს კომპლიმენტებით გვანცა მეგობრებმა -მადლობა მადლობა. -მადლობა შენ ასე ,რომ გაგვილამაზე ქორწილი(ჩაეხუტა სალო) -არაფრის ჩემო სიხარულო არაფრის(გადაეხვია გვანცაც) სანდროსკენ არც გაუხედავს ისე იღებდა მადლობებს ის კი ღიმილიანი სახით უყურებდა. -სანდრიკ შენ არაფერს მეტყვი?(ახლა სანდროს მიუბრუნდა.ის ასეთ დამოკიდებულებას არ ელოდა მისგან) -ძალიან მაგარი იყავი.ძალიან მომეწონა ყოჩაღი ხარ(ცდილობდა მთელი გულით ეთქვა ,მაგრამ სათქმელს ძლივს მოაბა თავი) -ვიცი(ირონიულად გაიღიმა გვანცამ და ჯონათანს ხელკავი გაუკეთა.რაზეც სანდრომ თვალი აარიდა და გვანცას გაეღიმა) უკვე ჩვეულ ფორმაში დაბრუნებული გვანცა ყველას თვალს ჭრიდა, იმდენად მიმზიდველი იყო. -ჯონათან მე საპირფარეშოში გავალ ხო და მალე მოვალ -კაი გვანცა გავიდა და უკან გამოსულს გასასვლელში სანდრო დახვდა,რომელიც სიგარეტს ნერვიულად აბოლებდა.გვანცამ მისი იქ ყოფნა არ შეიმჩნია და არჩეულ მიმართულებას არ გადაუხვია. -გვანცა -ხოო(სარკაზმით სავსე თვალებით შეხედა გვანცამ სანდროს) -(გაუღიმა და ის მხოლოდ დუმილით დააჯიდლოვა) -ასეც ვიცოდი,რომ ვერაფერს მეტყოდი(უთხრა და წასვლა დააპირა) -მაპატიე(მოესმა უკნიდან) -ადვილი სათქმელია ხომ?(შეუბრუნდა ისიც და სევდიანი თვალები მიაპყრო) -სულაც არა.ვიცი ,რომ ოთხი წლის წინ გული ძალიან გატკინე -მართლა მე არ მახსოვს.და საერთოდ ჩვენს შორის რამე იყო და არ ვიცი?(ირონია ნარევი ხმით ჰკითხა გვანცამ) -ვიმსახურებ შენგან მასეთ ლაპარაკს.მაპატიებ იმედია ოდესმე -მე ,რომც გაპატიო შენ ამას ვერასოდეს გაიგებ(თქვა და წავიდა ) სანდრო დარჩა ადგილზე გაშეშებული და ტანის რხევითა და სასწაულად მიმზიდველი ნაბიჯებით მიმავალ ქალს თვალს არ აშორებდა.იმდენად უნდოდა ახლა ჩახუტებოდა ,მისთვის თვალებში ჩაეხედა და ეთქვა ,რომ უყვარს ,მაგრამ ახლა არ შეუძლია და მომავალში შეეძლება რო?ორივე იტანჯება მაგრამ არცერთი არ აღიარებს.მითუმეტეს გვანცა.მაგრამ სანდრო არანაკლებ დამნაშავეა 4 წლის წინ უფლება მისცა საყვარელ ქალს ,რომ წასულიყო და წასვლის წინ გულიც მოუკლა მას და ამით ძალიან დაშორდა. გვანცა მალევე წავიდა ქორწილიდან ჯონათანთან ერთად,რადგან თავი ასტკივდა და იქ გაჩერება უკვე აღარ შეეძლო. -მე წავალ რა რეზი და სალო.თავი ძალიან ამტკივდა და არ გეწყინოთ რა(მუდარის თვალებით შეხედა ბავშვებს) -არა რა გვეწყინოს წადი.(უთხრა რეზიმ, შუბლზე აკოცა და გამოაცილა თვითონ კარგახანს დარჩებოდნენ კიდევ ალბათ) გასასვლელისკენ მიდიოდა გვანცა ჯონათანზე დაყრდნობილი და გასასვლელში სანდროს გახედა ,რომელიც მათ მზერას არ აცილებდა და მის მხარზე თავჩამოდებულ ნატალიას ყურადღებასაც არ აქცევდა. -რა გჭირს სანდრო რას მიაშტერდი? -არაფერი რა არის რო?(თქვა ,ნატალიას მოშორდა და ბავშვებისკენ გაემართა) -სად წავიდნენ? -ცუდად იყო გვანცა და წავიდა -ცუდად ?რატომ? -თავი სტკიოდა(რეზიმ და ბავშვებმა ერთმანეთს ღიმილიანი სახეებით გადახედეს) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.