შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყვე (დასასრული)


8-09-2016, 20:27
ავტორი nicol
ნანახია 20 314

თავი 5
– ბევრად ადრე გნახე... – წამოიწყო მოულოდნელად.
ქვევიდან ავხედე. მხარზე ხელი ძლიერად მომხვია და სხეულზე ამიკრო.
– სასამართლომდე გნახე. იმ დღეს სალოცავისკენ რომ მიდიოდი... მანქანით ჩაგიარე.
სუნთქვაც კი შევიკარი. ასეთი გულახდილი სიდი არასდროს მენახა.
– შენ ჩემთვის მხოლოდ მოვალეობა არ ყოფილხარ. – ყველა ჩემ კითხვას სცემდა პასუხს. – შენი დატყვევების ამბავი ამალისგან გავიგე, მაგრამ სანამ გნახავდი ვიცოდი ვინც იყავი. მაშინ სასამართლოზე შენი გულითვის არ გამომითქვამს შენი ცოლად მოყვანის სურვილი. ეს ჩემი გულისთვის გავაკეთე.
– სხვა რომ ყოფილიყო...
– სხვას ცოლად არ მოვიყვანდი – გამაწყვეტინა. – ყველანაირად ვეცდებოდი გადამერჩინა, მაგრამ ცოლად არ მოვიყვანდი. სხვისი გულისთვის უბრალოდ ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. ევა, გამიგე, ჩემთვისაც ძნელია... ძნელი კი არა აუტანელია ვიყო ვიღაცის უბედურების მიზეზი. ჯერ ნილიც ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის. შენ სხვა იყავი. შენ მიმართ ეგოისტური გრძნობა მქონდა. მე მინდოდა რომ გეცოცხლა... თან ჩემ გვერდით...
– ანუ... – წამოვჯექი და მკერდზე ზეწარი შემოვიხვიე. – არსებობდა სხვა გზაც?
– არ ვიცი ევა... მსგავს სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ. შენ პირველი იყავი ვინც იმ ადგილას ფეხი დადგა. სხვას არავის გაუბედავს. ეს პროცესიც პირველი იქნებოდა. ალბათ შეიძლებოდა რამე სხვა გამოსავალის პოვნაც, მაგრამ სარისკო იყო. წესდებაში წერია რომ შენი საქციელი სიკვდილით ისჯება, მაგრამ ალბათ რაღაც-რაღაც გარემოებების გათვალისწინება შეიძლებოდა. უბრალოდ...
– უბრალოდ შენ თვითონ გადაწყვიტე რომ კიდევ ერთი ცოლი არ აწყენდა შენ ჰარამხანას არა?
გაგულისებული გადმოვედი საწოლიდან და შარვალს დავწვდი.
– ევა... – მუდარით გადმომხედა.
ყურადღება არ მიმიქცევია, მაისური გადავიცვი და აივანზე გავედი. ბნელოდა. ქალაქიდან საკმაოდ მოშორებულები ვიყავით. აივნის მოაჯირს ჩამოვეყრდენი და სიდის ნათქვამის გადახარშვას ვცდილობდი. შეეძლო ეს ქორწინება აეცილებინა თავიდან, მაგრამ...
სიდიც გამოვიდა. არც კი შემიხედავს. ჩვეული დინჯი ნაბიჯით მომიახლოვდა და გვერდით დამიდგა. წელსზევით შიშველი იყო, მხოლოდ შარვალი ამოეცვა.
– ნანობ? – ჩემთვის არ შემოუხედავს ისე მკითხა. – ამ ყველაფერს... თუნდაც ჩვენ ქორწინებას ნანობ?
– შენ არ გესმის სიდი. ისე თამაშობ ადამიანების ბედით გეგონება უსულო თოჯინები იყვნენ. რა იცოდი, – მისკენ შევბრუნდი და თვალებში ჩავხედე. – რა გარანტია გქონდა რომ მე რამე გრძნობა გამიჩნდებოდა შენ მიმართ, ან იქნებ შენ თვითონ გაგციებოდა ეგ ეიფორია. იქნებ სულაც არ ვყოფილიყავი ისეთი როგორიც წარმოგედგინე. ერთი ნახვით რას უნდა მიმხვდარიყავი... მერე რას იზამდი? სასიკვდილოდ გამიმეტებდი? მაინც შენი დახსნილი ვიქნებოდი სიკვდილისგან და ამის უფლება გექნებოდა? – ნელ-ნელა ხმას ვუწევდი და ნელ-ნელა ეცვლებოდა მას სახე.
– შენ უბრალოდ სახლში დაგაბრუნებდი... – სივრცეს გახედა. – არც ისეთი მტარვალი ვარ როგორიც გგონივარ.
– და საკუთარ ბედს დადებდი სასწორზე? – შეშინებულმა შევხედე და ხმას დავუწიე.
არაფერი მიპასუხა, მხოლოდ ხელები მომხვია და ახლოს მიმიზიდა.
– ნეტავ ერთი შენს გონებაში ჩამახედა. – უფრო ჩემთვის ჩავიბუტბუტე.
დიდხანს ვიდექით ასე და მზის ამოსვლას ვუყურებდით. უსიტყვოდ. ჩემთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყებოდა. ალბათ ყველაზე ბედნიერი, მაგრამ ეს ადგილი მაშინებდა... გულისწასვლამდე.
– სიდი... მოდი წავიდეთ აქედან. მე და შენ.
– ეს ჩემი ქვეყანაა ევა... აქ ჩემი ოჯახია. მიდას ან მშობლებს რა ვუყო? ასე ადვილი არაა წამოსვლა.
გავჩუმდი. თავში უამრავი ფიქრი მერეოდა. ბოლოს მაინც ვთქვი ის რაც მოსვენებას არ მაძელვდა.
– არჩევანის წინაშე რომ დადგე... მე რომ მივდიოდე... შანსი რომ არ იყოს ჩემი დარჩენის... შენ წამოხვიდოდი? – თვალებში ვერ ვუყურებდი ისე ვკითხე.
თვითონაც ვხვდებოდი, რომ აშკარა ცუდ სიტუაციში ვაყენებდი, ისეთ რამეს ვეკითხებოდი რაზეც პასუხი არ ჰქონდა...
– ევა... გთხოვ... – შიში ჩაუდგა თვალებში, პირველად ვხედავდი ასეთს. მისი რეალური შიში დავინახე. – გთხოვ ამას ნუ აკეთებ.
მეტი არაფერი მითქვამს, არ მინდოდა ის ღამე გამეფუჭებინა. ისედაც საკმარისზე მეტი დრო დავხარჯეთ ამ უსიამოვნო საუბარზე. იმ ღამით მინდოდა მხოლოდ მე და სიდის გვეარსება, ყველანაირი ვალდებულებების და სხვა ადამიანების გარეშე.

****
მეორე საღამოს დავბრუნდით სახლში. მიდამ დამინახა თუ არა ჩემკენ გამოექანა.
– სად იყავი? მოვკვდი ნერვიულობით. ამალიმ მითხრა... – ცოტა ხმას დაუწია და ძმას გადახედა.
– საზღვრიდან მოვაბრუნე – ჩაიღიმა სიდიმ და როგორც ჩვეოდა მშვიდი ნაბიჯებით შევიდა სახლში.
– ევა, – საყვედურით გადმომხედა. – შენ იცი რა საფრთხეში იგდებდი თავს? გამაგებინე რა გჭირს?
– ჰაერი არ მყოფნის მიდა, ვიხრჩობი. თქვენ აქ დაიბადეთ, თქვენ აქაურობას შეჩვეული ხართ, იცით როგორ უნდა გამოიზოგოთ ჟანგბადი რომ არ გაიგუდოთ... მე კი ვიხრჩობი. – ვუთხარი და სახლში შევედი.
ოთახში ამომყვა.
– შენ იცოდი რომ შეეძლო ყველაფერი სხვანაირად მოეგვარებინა? – კარებთან მდგარ მიდას მივუბრუნდი. – იცოდი რომ ჩემი განაჩენი შეიძლება სულაც არ ყოფილიყო სასიკვდილო?
– ევა, დამერწმუნე, აქ სხვანაირი სასჯელი არ იციან. რის სანაცვლოდ შეიძლება გაენთავისუფლებინე? არაფრის. ეს სიდი გრძნობს თავს დამნაშავედ და ჰგონია, რომ ყველა შანსი არ გამოიყენა რომ შენი თავისუფლება არ შეეზღუდა.
კამათის თავი აღარ მქონდა.
ამ ამბის მერე ასე თუ ისე შევეგუე ჩემ მდგომარეობას, ერთადერთი რაც ამ სამყაროში არსებობას „მაიძულებდა“ სიდი იყო. მისი სიმშვიდე, მისი სიყვარული, ჩემი მისდამი გრძნობა. რაღაცის იმედი მქონდა. რისი მეც არ ვიცი.
ბედნიერი ვიყავი? – უფრო შეყვარებული.
იმ სამყაროში არსებობა მიჭირდა. იქ მე მე არ ვიყავი. ყოველთვის თავისუფლების მოყვარულს ახლა ერთადერთი რაც მევალებოდა სიდის სიყვარული იყო და მეტი არაფერი. რაღაცით დედაჩემსაც გავუგე. მივხვდი რომ ალბათ თავს ისიც ასე შეზღუდულად გრძნობდა, თითქოს ფრთებდაჭრილი ადამიანი ვიყავი.
ცოტა ხნით მთის სახლში გადასვლა გადავწყვიტეთ. ის ადგილი ჩემთვის უკვე განსაკუთრებული გახდა. იქ თითქოს თავს უფრო მშვიდად ვგრძნობდი. სულ ერთი კვირით წავედით, მაგრამ ის ერთი კვირა ჩემთვის დაუვიწყარი იყო. სიდიც სხვანაირი იყო. ზუსტად ისეთი მე რომ ჭკუას მაკარგინებდა. მოსიყვარულე, ვნებიანი მზრუნველი, თუმცა ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული.
– სიდი, – ნაზად ვუხახუნებდი ცხვირისწვერს ყელზე და ვცდილობდი მის მკერდზე უფრო მოხერხებულად ჩამომედო თავი. – რა იქნება მერე?
– მეყვარები. – თავზე მაკოცა.
სიგიჟემდე მიყვარდა მასთან ერთად აივანზე ჯდომა და ჩაის სმა. მთებს გადავხედე და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი. დღეს ვბრუნდებოდით უკან... რეალობაში. არ მეთმობოდა აქაურობა, თითქოს აქ ჩემი წილი თავისუფლება ვიპოვე.
– აქაურობა მომენატრება. – კალთაში გადავუჯექი და ხელები კისერზ შემოვხვიე. – არ წავიდეთ რაა, აქ დავრჩეთ.
– მე შენ მენატრები. – ჩემ ყელში ჩარგო თავი და ისე ამოიჩურჩულა. – ყოველთვის, მაშინაც კი როცა ასე ახლოს ხარ. – გავშეშდი, ასეთი გულწრფელი და ემოციური პირველად იყო. – მეშინია... შენი ნახვის მერე პანიკურად მეშინია რომ ერთხელაც ეს ყველაფერი დასრულდება. ხანდახან ილუზია მგონიხარ... რეალობისთვის ზედმეტად კარგი ხარ. ასე მგონია შენთან ყოფნის დრო განსაზღვრული მაქვს. ვცდილობდი არ შეგჩვეოდი. შეგეჩვიე და შიში ვისწავლე. მეშინია ცოლი გიწოდო... შენ ბევრად მეტი ხარ. მეშინია შენი და აქაურობის. შენ გაცილებით მეტი ხარ. ევა... შენ ზუსტად ის პირველი ქალი ხარ, შენი რელიგიიდან. ის პირველი მაცდური, რომლისთვისაც მზად ვარ ყველანაირი სასჯელი ვზღო...
ევა!
გეძახი და მოდი,
მინდა შეგეხო და გიგრძნო.
ადამს შენ წაართვი ნეკნი
გულის წართმევასაც ვითხოვ.
მიდი, გაახილე თვალი
თმები გაიშალე მკერდზე,
არ ხარ სულ პირველი ქალი,
კარგი ნუ ბრაზდები ჩემზე.
პირველსაწყისია ცოდვა,
ვნების გამოჩენას გირჩევ,
ადამს აუხილე თვალი
გულის მიცემასაც გირჩევ.
მერე კი იქნება სევდა...
თავი ჩამალული მხრებში
წამში დაკარგული ნდობა,
საკაცობრიო წყევლით. (ავტ. თათა დემეტრაშვილი)
ყველაზე სასურველი წყევლა ხარ ჩემი ევა. ჩემი ნებაყოფლობითი წყევლა. ვიცი რომ ნელ-ნელა გფიტავ, გაქრობ, მაგრამ ვერ გელევი. მენატრები... შენი სუნთქვა მენატრება... ჩემ შეხებაზე გახშირებული სუნთქვა. შენი სუსტი, მოქნილი თითები მენატრება, რომლებმაც იციან როგორ უნდა შეეხონ ჩემ სხეულს, ისე რომ თითოეული უჯრედი ააფეთქონ. შენი ხმა მენატრება... ამ ბოლოს მიმქრალი, თითქოს ჩამწყდარი, მაგრამ ყველაზე სასურველი ხმა. შენი სხეული მენატრება... ჩემ მკლავში მთრთოლვარე სხეული. მენატრები ევა... ყოველთვის... ახლაც... როცა შენი გახშირებული სუნთქვა მესმის, როცა თითებს ჩემს მკერდზე დაასრიალებ, როცა შენი ძლივსგასაგონი კვნესა მესმის, როცა აი აქ ხარ, ჩემ მუხლებზე მოკალათებული და ჩუმად ტირი... მენატრები ევა...
მართლა ვტიროდი. ასეთი სიდი არასდროს მენახა. თავიდან ბოლომდე შემოვიდა ჩემში, მთელი ორგანიზმში გაიარა. მართლა ყველა უჯრედი ამიფეთქა.
კიდევ დიდხანს ვიყავი გაუნძრევლად, უხმოდ მომდიოდა ცრემლები, მაგრამ ვერ ვიყავი ბოლომდე ბედნიერი. მეც ის მაწუხებდა რაც სიდის. კიდევ დიდხანს ვიჯექით ასე. მის მკლავებში მოქცეული, თითქოს ვემშვიდობებოდი. ვბრუნდებოდით რეალობაში იქ სადაც ბევრად რთული იყო ამ ყველაფრის თქმა ან თუნდაც გააზრება.
ღამდებოდა მთის სახლიდან რომ გამოვედით. მანქანს შემოვუარე და მძღოლის გვერდით დავიკავე ადგილი. სიდიმ კარი ჩაკეტა და მანქანის კარი გამოაღო. ის იყო უნდა ჩამჯდარიყო, რომ იარაღის ხმამ გაჭრა ჰაერი. უკან მივიხედე შეშინებულმა მაგრამ მანქანის უკანა ხედვის მინიდან სიბნელეში ვერაფერი გავარკვიე. შეშინებული სიდისკენ მოვბრუნდი და კინაღამ გული გადამიტრიალდა. უკვე მუხლებზე იდგა, ორი ჭრილობა ჰქონდა, მუცელზე და ხელში.
შევკივლე, საკუთარმა ხმამ მეც კი შემაძრწუნა.
არ მახსოვს როგორ გადმოვედი მანქანიდან და როგორ მივვარდი სიდის. უკვე გონება ჰქონდა დაკარგული. მანქანის უკანა კარი გამოვგლიჯე და მის სხეულს შემოვხვიე ხელები. ახლაც ვერ ვხვდები როგორ მოვახერხე იმხელა უგონო სხეულის მანქანში შეთრევა. გაჭირვებით მოვათავსე უკანა სავარძელზე და კარები მივხურე. საჭეს მივუჯექი და ქვითინი ამივარდა. რამდენიმე წამი დაქოქვაც ვერ მოვახერხე, ხელები სულ სისხლიანი მქონდა. სისხლით იყო მოსვრილი მთელი მანქანაც. ისიც კი არ ვიცოდი საავადმყოფო სად იყო. საკუთარ თავს ვამხნევებდი და ვეუბნებოდი, რომ ახლა პანიკის და ისტერიკების დრო არ მქონდა. მეც არ ვიცი როგორ მოვახერხე საერთოდ მანქანის მართვა. გზაც არ მახსოვდა წსიერად, მაგრამ მაინც მივდიოდი. როგორც იქნა სახლამდე მივაღწიე. მანქანა კარებთან გავაჩერე, გადმოვხტი და ორივე ხელი ალაყაფის კარს დავუშინე. იქვე ჩავიკეცე. დაცვა მაშინვე გამოვიდა და სისხლიანი რომ დამინახეს მაშინვე ზედ გადამეფარნენ, იფიქრეს მე მესროდნენ.
– მანქანაში სიდია. – ესღა ამოვთქვი და თვალებზე ხელი ავიფარე.
სახლიდან პირველი მიდა გამოვარდა და ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა კინაღამ გული წაუვიდა.
– ესროლეს მიდა. – ისტერიულად ვკიოდი.
დაცვას უკვე გადმოეყვანა მანქანიდან სიდი და სახლში შეიყვანეს. მიდამ გონზე მოსვლა რომ შეძლო ხელები მომხვია, წამომაყენა და სახლში შემიყვანა. მაშინვე ჩემ ოთახში შემიყვანა და შხაპის ქვეშ დამაყენა. ერთიანად ვკანკალებდი. ჩუმად ცრემლებს ყლაპავდა და ისე ცდილობდა ჩემი ხელებიდან სისხლი მოეშორებინა. შხაპმა ცოტა აზრზე მომიყვანა. მიდამ მარტო დამტოვა და სისხლიანი ტანსაცმელი გავიხადე. მეშინოდა გამოსვლა და სიდის ამბავის კითხვა. არ მინდოდა ისეთი რამ მომესმინა რაც საბოლოოდ გამანდგურებდა.
მაინც გამოვედი და სასოწარკვეთილი მზერით შევხედე მიდას.
– ორი ტყვია აქვს მოხვდერილი. – ხმა უკანკალებდა.
ვხვდებოდი რომ მხოლოდ ჩემი გულისთვის აკონტროლებდა თავს.
– კარგად იქნება... სხვა შანსი არაა. – ამით საკუთარი თავის დარწმუნებასაც ცდილობდა.
მძიმედ იყო სიდი დაჭრილი. მუცელში მოხვდერილი ტყვია საშიში იყო. რამდენიმე დღე უგონოდ იყო. ის დღეები მისი ოთახიდან არ გამოვსულვარ. მის საწოლზე ვიწექი და ველაპარაკებოდი. ველაპარაკებოდი ყველაფერზე, რაც მანამდე არ მითქვამს მისთვის ყველაფერი ვუთხარი. როგორც თვითონ იტყოდა – მოქნილი თითებთ ვეხებოდი მის სხეულს და მინდოდა თითოეული უჯრედი ამეფეთქებინა, რომ ეგრძნო და ებრძოლა. რომ დაბრუნებულიყო. უნდა დაბრუნებულიყო!
სამი დღე იყო უგონოდ. სამი ჯოჯოხეთური დღე გამოვიარე...
გონს რომ მოვიდა გამოკეთებაც დაიწყო, ნელა, მაგრამ მთავარი იყო რომ ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. მეც საღად განსჯის უნარი დამიბრუნდა.
– ვინ იყო... – პირველი ეს კითხვა დავუსვი.
არაფერი მიპასუხა. სუსტად გაიღიმა და ხელზე მომეფერა.
– იცი რა გადავიტანე? – გაბუტული ბავშვივით ვსაყვედურობდი. – კინაღამ ჩემ თვალწინ მოგკლეს.
– მოდი ჩემთან. – ოდნავჩახლეჩილი სუსტი ხმით მითხრა და წელზე ხელი მომხვია.
თავი ფრთხილად დავდე მის მკერზე და ტირილი ამივარდა. ნაზად დაასრიალებდა თითებს ჩემ მხარზე და მშვიდად, რიტმულად სუნთქავდა.
– სიდი... წავიდეთ აქედან... გთხოვ... – უკვე ჩუმად ვსლუკუნებდი. – აქ ჯოჯოხეთია.
– აქ თუ ჯოჯოხეთია, მე თვითონ ვარ ჯოჯოხეთის მოციქული. მე და ჩემნაირები ვქმნით აქ სამყაროს.
მეტი არგუმენტი არ მქონდა. მას საკუთარი, თუნდაც ჯოჯოხეთი უნდოდა.
ფეხზე წამოდგომა რომ შეძლო, უფრო მეტად შემეშინდა. იმის გაფიქრებაც არ მინდოდა, რომ შეიძლება გარეთ გასულიყო და ვიღაცას ბოლომდე მიეყვანა ის რაც რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ალაყაფის კარებთან გადავუდექი წინ და გარეთ გასვლის საშუალებას არ ვაძლევდი. ტრადიციულად მშვიდად მიყურებდა.
– ევა, უნდა წავიდე.
– არ გესმის სიდი... – ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. – იქ... იქ...
ვხვდებოდი რომ მთლიანი ფსიქიკა მენგრეოდა. უმნიშვნელო რამეზეც კი საშინელი რეაქცია მქონდა.
იმ დღეს დარჩა. შეუძლებელიც იყო... ისტერიკამდე ვიყავი მისული. მთელი დღე ჩემთან ერთად გაატარა და ცდილობდა მაქსიმალური კომფორტი მეგრძნო.
– გინდა რამდენიმე დღით მთის სახლში წავიდეთ? – ვხვდებოდი რომ თვითონაც აშინებდა ჩემი მდგომარეობა.
– არა... – ორივე ხელით ჩავაფრინდი და შეშინებულმა შევხედე.
ჩემი მაშინდელი მდგომარეობა მეც კი მაშინებდა. ცოტა მოგვიანებით მივხვდი ამ ყველაფრის მიზეზს. ფეხმძიმედ ვიყავი.
ვერაფრით წარმოვიდგენდო ოდესმე ამას თუ ვაღიარებდი, მაგრამ ორსულობამ ისე შემაშინა როგორც არასდროს. თითქოს შიგნიდან მართლა უცხო სხეულს ვგრძნობდი. როგორც არასდროს ისე მომინდა აქედან გაქცევა. უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა რა ვითარებაში, მთავარია რომ წავიდოდი.
საკუთარი შვილისთვის აქაურობა არ მემეტებოდა. წარმოდგენაც არ მინდოდა იმის რომ გოგო დაიბადებოდა და ამ სამყაროში არსებობა მოუწევდა. იმ ტრადიციებით უნდა გაზრდილიყო, უფრო მეტიც – მე უნდა გამეზარდა ამ ტრადიციებით. მერე ვინ იცის დაუშვებდა უმნიშვნელო შეცდომას და... გაფიქრებაც არ მინდოდა. ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე პანიკური შიშები დამეწყო. თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ უშვილო იქნებოდა და თითქმის ნათლადაც წარმოვიდგენდი როგორ სჯიდა ქმარი სიკვდილით. ან შეიძლებოდა სიგიჟემდე ყვარებოდა ვინმე, გათხოვილიყო და მიდასავით სულ პატარა ასაკში დაქვრივებულიყო. არცერთი ცხოვრებისთვის არ მემეტებოდა ჩემი ჯერ არდაბადებული შვილი. მაშინ პირველად გავუგე ქალებს, რომლებსაც ქალიშვილის დაბადება უდიდეს ტრაგედიად მიაჩნიათ. იმ სიტუაციაში მეც მზად ვიყავი მუხლების გადაყვლეფამდე მელოცა ოღონდ ბიჭი ყოფილიყო ჩემი შვილი. გავუგე იმ დედებს... მათ საკუთარი ქალიშვილი ეცოდებოდათ იმ რეალობისთვის, რომელშიც თვითონ უწევდათ ცხოვრება.
იქნებ ბიჭი იყოს...
დაახლოებით ათასჯერ მაინც გამიელვა თავში ამ აზრმა და ათასჯერვე შემძულდა საკუთარი თავი. ალბათ არც ბიჭს ექნებოდა დალხენილი ცხოვრება. ამ სამყაროში თუ მოვახერხებდი და „სწორ“ ადამიანად აღვზრდიდი, ათჯერ მეტი ბრძოლა მოუწევდა რომ საკუთარი თავი არ დაეკარგა. ან სიცოცხლეს მოუსპობდნენ ნაადრევად, როგორც ჰადის, ან სიდივით...
შეიძლება მეტისმეტად მუქ ფერებში ვხედავდი ყველაფერს, მაგრამ მე ვიყავი ჯერ არშემდგარი დედა, რომლისთვისაც იმის გაცნობიერებაც კი რთული იყო რომ მასზე სულ ახალი სიცოცხლე იყო დამოკიდებული. ჯერ არდაბადებული, უსუსრი, თავიდან ბოლომდე ჩემზე მონდობილი. მე უნდა შემექმნა მისთვის სამყარო და რას ვპირდებოდი? ჯოჯოხეთს, სადაც სუნთქვა მეც კი მიჭირდა?
სიდისთვის არ მითქვამს ჩემი ფეხმძიმობის ამბავი. მეშინოდა რომ ვეტყოდი და ყველაფერი გადაწყდებოდა...
ახლა ჯერ კიდევ მქონდა არჩვანის უფლება...
ჩემში ცვლილებას ყველა ატყობდა. გავხდი, თითქმის ვერაფერს ვჭამდი. მეშინოდა ყველაფრის, საკუთარი ჩრდილისაც კი. ერთხელ ამალისგან მომავალი სულ შემთხვევი გადავაწყდი პროცესიას, როცა 14 წლის ბავშვი ზარ-ზეიმით მიჰყავდა ვიღაც ჩასუქებულ ულვაშიან არსებას სახლში ცოლად. ბავშვის სახე არ დამავიწყდება არასდროს – სასოწარკვეთილი თვალებით ითხოვდა შველას. როგორც მერე გავიგე, იმ არაკაცმა ძალა იხმარა ბავშვზე და მშობლები იძულებულები იყვნენ ნამუსის მოსაწმენდად გაეთხოვებინათ. საერთოდ არავინ კითხულობდა პატარა ბავშვს რამხელა ტრავმა შეიძლებოდა ჰქონოდა. სამაგიეროდ ნამუსი ხომ ჰქონდა სუფთა?!
მინდოდა მივვარდნილიყავი და ეს ბავშვი ხელიდან გამომეგლიჯა იმ არაკაცისთვის, მაგრამ მივხვდი როგორი უძლური და უსუსური ვიყავი მთელი ამ უსამართლობის წინაშე. მაშინ იმ ბავშვში მე საკუთარი შვილი დავინახე.
სახლამდე ძლივს მივედი. მიდა მიხვდა რომ საშინლად იმოქმედა ნანახმა ჩემზე. მაშინვე სიდი მოვძებნე – ეზოში იყო.
– სიდი, წავიდეთ აქედან... – სასოწარკვეთამდე მისული საკუთარ თავს ძლივს ვაკონტროლებდი. – თუ გიყვარვარ, თუ გინდა ჩვენ ურთიერთობას მომავალი ჰქონდეს, უბრალოდ წამომყევი. წავიდეთ და საერთოდ დავივიწყოთ აქაურობა.
არ მიპასუხა. პასუხი ისედაც ვიცოდი.
– ევა... – მხოლოდ ეს მითხრა და ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა.
– არ მოხვიდე! არ შემეხო. – ცრემლებთან ერთად ჩავყლაპე ეს სიტყვები.
მივბრუნდი და სახლისკენ წავედი. ყველა სართული დავიარე და ბოლოს ჰანას სამზარეულოდან მომავალს მივაგენი. კიბეებზე ჩამოვდიოდი, მაგრამ რომ დავინახე უკან ავბრუნდი და მის ოთახში დაველოდე. ჩემ ნახვას საკუთარ ოთახში ნამდვილად არ ელოდა, კარებშივე გაჩერდა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და მის წინ მუხლებზე დავდექი. ხელები მაჯებში მოვკიდე. იმ წუთას ალბათ შეშლილი ადამიანის სახე მქონდა.
– ჰანა... – წამოვიწყე ქართულად. – შენც დედა ხარ და გამიგებ... მიეცი საშუალება აქედან წავიდეს. გთხოვ, აქედან უნდა წაგვიყვანოს. მერე გვიან იქნება, ძალიან გვიან.
გაოგნებული მიყურებდა. დაახლოებით ხვდებოდა ალბათ რას ვთხოვდი, მაგრამ ბოლომდე რთული დასაჯერებელი იყო მე მის წინ მუხლებზე ვიდექი და შეშლილი თვალებით ვემუდარებოდი. უკვე ვტიროდი... ვტიროდი კი არა მოვთქვამდი და მის ხელებს ჩავფრენოდი. გაოგნებისგან ვერაფერს აკეთებდა. იდგა მხოლოდ და თვალებგაფართოებული მიყურებდა.
მერე მისი მშვიდი ნაბიჯების ხმა გავიგე. დავინახე როგორ გასწია გვერდით დედამისი და ჩემკენ დაიხარა. ორივე ხელი მომხვია და მსუბუქად ამიტაცა ხელში. მკერდზე ამიხუტა და ჩემი ოთახისკენ წამიყვანა. თავი მის მკერდზე მქონდა მიყრდნობილი და მის აუღელვებელ მშვიდ მსუნთქვას ვუსმენდი. დავრწმუნდი რომ მცირედი შანსიც კი არა არსებობდა იმის რომ სიდი აქედან წამომყვებოდა. ვეცოდებოდი ასეთ მდგომარეობაში, ყველაფერს იზამდა ჩემი დეპრესიიდან გამოსაყვანად, მხოლოდ აქედან არ წამომყვებოდა.
ვუყავრდი... ალბათ სიგიჟემდეც, მაგრამ ის მართლა აქაურობის შვილი იყო. რომ წამომყოლოდა ჩემ სამყაროში, მასაც იგივე დაემართებოდა რაც მე მჭირდა აქ.
სხვა გზა არ იყო...
გადავწყვიტე...
უნდა წავსულიყავი...
მე და ჩემი შვილი...
სიდის გარეშე არსებობა უნდა მეცადა.
იმავე ღამეს გავიპარე ოთახიდან და ჰანასთან მივედი. ჟესტებით და ოროდე სიტყვით რაც მიდასგან ვიცოდი, მივახვედრე რომ სანდო თარჯიმანი მჭირდებოდა რომ მასთან მესაუბრა. თავი დამიქნია და მივხვდი გამიგო.
მეორე დღეს მიდა მოვიდა ჩემ ოთახში და შეშფოთებაშეპარული ხმით მითხრა:
– დედა გთხოვს რომ დღეს მთავარ მოედანზე გაყვე. – გაჩუმდა და დამაკვირდა რა რეაქცია მექნებოდა ამ სიტყვებზე. მშვიდად ვიყავი. – აქაური ტრადიციაა დედამთილის და რძლის ერთად გასვლა ხალხში. თუ წინააღმდეგი არ იქნები...
– რა თქმა უნდა მიდა. გავემზადები და ჩამოვალ. – მივხვდი რა სარჩულიც ედო ჩვენ ერთად გასვლას სახლიდან.
სწორად მივხვდი – ჰანამ „სანდო“ ადამიანთან წამიყვანა. რა თქმა უნდა ჯერ მთავარ მოედანზე გავედით, მერე ერთ ვიწრო ქუჩაზე გადაუხვია და დიდხანს ვიარეთ მიხვეულ-მოხვეული გზით. ბოლოს ქუჩის განაპირას ერთ პატარა სახლში შევედით. ოთახში ასე 50 წლის ქალი იჯდა და პატარა ბავშვს აჭმევდა. ჰანამ უზარმაზარი კალათა მაგიდაზე შემოდგა. ქალმა ჰანას თავი მდაბლად დაუკრა და როგორც მივხვდი მადლობებით აავსო. ჰანაც გამოეპასუხა და კაბის კალთაზე კოცნის უფლება არ მისცა. ბოლოს ქალი მე მომიბრუნდა და რუსულად მკითხა:
– გისმენ შვილო, რა გინდა რომ ვუთარგმნო?
– აქედან გაქცევაში უნდა დამეხმაროს. – ჩემდაგასაკვირად საკმაოდ მტკიცედ წარმოვთქვი.
ქალს სახე შეეცვალა. ორჭოფობდა ეთარგმნა თუ არა.
– გადაუთარგმნე! – თითქმის ვუბრძანე.
უთარგმნა. ჰანას სახე შეეცვალა, თქმით არაფერი უთქვამს.
– უშვილო ვარ... დიდი ხანია ვიცი და ამიტომ მეშინოდა სიდის ცოლობა. – ნერვიც არ მითამაშებდა ისე ვტყუოდი. – ახლა თუ არ წავედი მერე გვიან იქნება.
ჰანას ფერი აღარ ედო სახეზე.
– მე აქედან წავალ, თქვენ კი იტყვით რომ თავი მოვიკალი. – გზადაგზა ვიგონებდი საშინელ სცენარს. – სიდიმაც უნდა დაიჯეროს, – აქ უკვე ხმა ამიკანკალდა. – სხვა შემთხვევაში წასვლის ნებას არ მომცემს.
იქ არაფერი უთქვამს ჰანას. ისევ მდუმარედ წამოვედით, მაგრამ დარწმუნებულ ვიყავი რომ დამეხმარებოდა.
სახლში დაბრუნებულმა როგორც კი სიდი დავინახე, პირველი თოვლივით ხელში შემომადნა მთელი გამბედაობა. აუტანლად მეტკინა იმის გააზრება რომ ცოტაც და შეიძლება ვეღარასდროს მენახა. ტირილი მომინდა. გავექანე და გულში ჩავეკარი. მშვიდად იდგა და მხრებზე მეფერებოდა. უკვე ჭკუის დაკარგვამდე მიყვარდა მისი სიმშვიდე, მისი აუღელვებელი პულსაცია. ერთი რამ ზუსტად ვიცოდი – თავს ვერასდროს ვაპატიებდი სიდის მიტოვებას. მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. ამ გარემოში შვილს ვერ გავაჩენდი.
რამდენიმე დღის მერე ჰანამ წერილი მომცა, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი როგორ უნდა წავსულიყავი აქედან. მთავარი იყო მე გამეღწია აქედან და დანარჩენზე ჰანა იზრუნებდა. ის დაარმუნებდა სიდის რომ მდინარეში დავიხრჩე თავი. აუტანელი სისასტიკე იყო, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი მაშინ. ყველა დეტალი ჰქონდა ჰანას გათვლილი, თითოეული წვრილმანი გაეთვალისწინებინა. ისიც კი რომ სიდი შეიძლებოდა ჩემ საძებრად წამოსულიყო. მარწმუნებდა რომ ამას არაფრით დაუშვებდა და ყველას დააჯერებდა ჩემ სიკვდილს.
ხელისკანკალით დავწვი წერილი ცეცხლში.
ყველაფერი დაგეგმილი იყო, ამაღამ უნდა წავსულიყავი აქედან.
ოთახში შევედი და სიდის მივუახლოვდი. არ ეძინა.
– სიდი, – გვერდით მივუწექი და თავი მკერდზე ჩამოვადე. – გახსოვს ერთხელ გკითხე... – ჩავახველე ხმა რომ დამემორჩილებინა. – არჩევანის წინაშე რომ იდეგე-თქო... ჩემი აქ დარჩენის მცირედი შანსიც რომ არ იყოს-მეთქი... – ვიგრძენი როგორ დაუმძიმდა სუნთქვა. – არაფერი შეცვლილა? – ძლივს გადავაგორე ყელში გაჩხერილი ცრემლი.
პასუხი არ ჰქონდა. ასეც ვიცოდი... უბრალოდ უკანასკნელად ვცადე.
შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო, ჩუმად რომ ავდექი საწოლიდან. სიდისთვის არ შემიხედავს, არ მინდოდა ყველაფერი ჩამეშალა. ვხვდებოდი რომ ზღვარზე ვიყავი, სულ ცოტა მაკლდა და...
მოვერიე თავს...
არ შემიხედავს ისე დავტოვე ოთახი და გავედი სახლიდან. დაცვაზე ჰანამ იზრუნა. არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ კარეთან არავინ იდგა. მხოლოდ ის ქალი დამხვდა იმ დღეს მე და ჰანა რომ ვესტუმრეთ. ხელი მომკიდა და თავისი სახლისკენ წამიყვანა. იქ შუახნის მამაკცი უკვე გველოდებოდა. სწორედ მან მიმაცილა საზღვრამდე და საბოლოოდ დავემშვიდობე იმ ქვეყანას... სიდის... და ალბათ საკუთარ თავსაც.
ტკივილი...
აუტანელი ტკივილი მტანჯავს მთელი ცხოვრება...
შევცვლიდი რამეს თუ არა?..
ისევ იქ და იმ დროში რომ ვიყო?
ალბათ არაფერს... ტკივილს შევეჩვიე... აუტანელი ტკივილის მართვა შევძელი... ზუსტად სიდივით... ახლა ვხვდები – მან სიმშვიდე ზუსტად ასე მოიპოვა. ზედმეტმა ტკივილმა აიძულა საკუთარი ნერვული სისტემა მოეთოკა.

ეპილოგი
ცრემლმორეულმა მოუსმინა ბოლო კასეტას და დიქტოფონი გამორთო. მაგიდაზე მდგარ ქაღალდის ცხვირსახოცების შეკვრას დასწვდა და სახე მოიწმინდა. სამარისებულ სიჩუმეს ახლა მისი სლუკუნი არღვევდა. ერთხანს ასე იყო, ცდილობდა დამშვიდებულიყო. ბოლოს წამოიწია და ტელეფონს დაწვდა.
– გამარჯობა დიმა, – შეეცადა ნამტირალევი ხმა დაემორჩილებინა. – ევას ქალიშვილი გაწუხებთ.
– დიახ გისმენთ, მიიღეთ ჩემი ამანათი?
– ახლა მოვრჩი მოსმენას... თქვენ... – ხმა ვეღარ დაიმორჩილა. –თქვენ იცით რა არის ამ კასეტებზე?
– დიახ, ქალბატონ ევას უნდოდა რომ თავიდან ბოლომდე მცოდნოდა ყველაფერი... ყველა ჩანაწერი მოსმენილი მაქვს.
– ღმერთო... – ისევ ტირილი აუვარდა. – არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა... უნდა ვადანაშაულებდე თუ არა...
– ქალბატონი ევა ძლიერი ქალი იყო... მართალია ბოლო რამდენიმე თვე ვიცნობდი მხოლოდ, მაგრამ ავადმყოფობის პერიოდშიც კი საოცრად ძლიერი იყო. თქვენი უფლებაა, მაგრამ მგონია რომ არ ღირს მისი დადანაშაულება.
– დიმა, იქ წასვლა მინდა... უნდა ვნახო... თუ ცოცხალია...
– იქ აპირებთ წასვლას? დარწმუნებული ხართ?
– ვალდებული ვარ. უნდა დავბრუნდე. თან ამ კასეტებში არის ერთი, რომელსაც სიდი აწერია. სავარაუდოდ მისთვის იყო განკუთვნილი. იმსახურებს რომ დედასგან ბოლო შეტყობინებები მაინც მიიღოს. ღმერთმა ქნას ცოცხალი იყოს.
– მარტოს ვერ გაგიშვებთ. ორი დღე მომეცით საქმეების მოსაგვარებლად და ერთად გავემგზავროთ.
– არც კი ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა.
– ეს ჩემი მოვალეობაა როგორც ქალბატონი ევას ადვოკატის და მისი ანდერძის აღმსრულებლის. – მერე ღიმილით დაამატა. – შეგიძლიათ მადლობა ფინჯანი ყავით გადამიხადოთ. ოღონდ მე გპატიჟებთ, თქვენ უბრალოდ დამეწვევით.
გაეღიმა, ცრემლიან სახეზე ნათელმა სხივმა გადაურბინა.
– მივიღებ თუ ჩაი იქნება და ისიც ჩემ სამშობლოში დამზადებული.
– შევთანხმდით.

****
– ვღელავ. – ღვედი შეიკრა და მანქანის სავარძელზე გასწორდა.
– თქვენ კი არა მეც ვღელავ. – ღიმილით გადახედა დიმამ და ძრავი დაქოქა.
საღამოვდებოდა ქალაქში რომ შევიდნენ.
– ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უკვე ნამყოფი ვარ აქ. – ყურადღებით ათვალიერებდა ყველაფერს.
– თქვენ კი არა მეც ასე მგონია. შესანიშნავად აღწერა ყველაფერი ქალბატონმა ევამ. აი ის სალოცავებიც.
– იქიდან დაიწყო ყველაფერი. – თითით მინაზე წრე შემოხაზა. – წესით ბევრი რამ უნდა შეცვლილიყო ოც წელში, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ყველაფერი ზუსტად ისეთივეა, როგორც დედამ აღწერა. იმედი მაქვს არ დავაგვიანეთ და ამ კასეტების ადრესატი ისევ ცოცხალია. – თავს ვერაფრით აიძულებდა მამა ეწოდებინა.
– ეს არის. – მანქანა ალაყაფის კარებთან გააჩერეს.
ჯერ დიმა გადმოვიდა, მცველებს მიუახლოვდა ბატონი სიდი იკითხა.
– ეს სახლია. – კმაყოფილი ღიმილით წამოვიდა მანქანისკენ და კარი გაუღო.
გაუბედავად გადმოვიდა და გაოფლიანებული ხელისგულები ერთმანეთს გაუსვა.
– ახლავე დაუძახებენ სახლის პატრონებს. – გაუცნობიერებლად მოხვია ხელი მხრებზე. მისი გამხნევება უნდოდა. ხედავდა როგორ უცახცახებდა მთელი სხეული.
კარებში ორმოციოდე წლის ქალი გამოჩნდა. შავებში ჩაცმული. თეთრი კანითა და შავი წყლიანი თვალებით. იცნო – მიდა იყო.
სტუმრებს შეხედა თუ არა პირზე ხელები აიფარა.
– ღმერთო... შეუძლებელია.
საოცრად ჰგავდა დედას.
– საღამო მშვიდობის. – ისევ დიმამ წამოიწყო. – ბატონ სიდის ვეძებთ თუ შეიძლება...
ქალი ყურადღებას არ აქცევდა მხოლოდ გოგონას უყურებდა.
– ევა... როგორ გავხარ ერთ ჩემ ძველ ნაცნობს.
– ევას ქალიშვილი გახლავართ. – როგორც იქნა შეძლო ხმის ამოღება და ხელი გაუწოდა.
– რომელი ქალიშვილი... შეუძლებელია... ევა აქ...
– მოდით სადმე მშვიდად დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. – ისევ დიმამ შეძლო საღი აზრის შენარჩუნება.
– რა თქმა უნდა... რა თქმა უნდა. – ქალი გონს მოეგო და სახლში შეიპატიჟა სტუმრები.
ჩაით გაუმასპინძლდა მიდა სტუმრებს.
– არც კი ვიცი რა გითხრათ ამ ყველაფრის მერე. – თვალცრემლიანმა მოისმინა მიდამ ყველაფერი. – მართლა უჭირდა აქ. როგორც ერთხელ თვითონ თქვა, ალბათ ჟანგბადი ამოეწურა. ვერ ვამტყუნებ, არ შემიძლია გამტყუნება, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გადავიტანეთ. იმ დღის მერე სიდიც მოკვდა.
სტუმრებს სუნთქვა შეეკრათ.
– არა, ფიზიკურ სიკვდილს არ ვგულისხმობ. ის ძველი სიდი აღარ არსებობდა. მხოლოდ მისი სხეული ცხოვრობდა ჩვენთან ეს წლები.
– ახლა სად არის? შიძლება ვნახო? – იმედი მოეცა.
– იმ დღის შემდეგ მთის სახლში გადასახლდა და ფაქტიურად არც გამოდის იქიდან. მე თუ ავაკითხვ ხოლმე ხნადახან, ეგ არის და ეგ.
– მიგვასწავლით გზას?
– რა თქმა უნდა. თვითონაც გამოგყვებით. ასე თუ ისე სანამ გნახავს ცოტა უნდა შევამზადო.
კიდევ ცოტა ხანს ისაუბრეს და მთის სახლში წასასვლელად მოემზადნენ. მანქანასთან მისულები სანამ ჩასხდებოდნენ, მიდამ ხელები გაშალა, გულში ჩაიკრა ძმიშვილი და აქვითინდა. ცრემლი მოერია მასაც. საოცარ სითბოს გრძნობდა მიდასადმი. ჯერ კიდევ დედის მონათხრობიდან სცემდა დიდ ატივს, ახლა კი აქ იყო მასთან და ორივე ხელით იკრავდა გულში. მონატრებული დედის სითბო გაახსენა.
უკვე კარგად დაბიდნდებული იყო მთის სახლთან რომ მივიდნენ. მიდამ ეზოში დატოვა ისინი და თვითონ სახლში შევიდა. ცოტა ხანში უკან ნამტირალევი გამობრუნდა და ხელით ანიშნა გამომყევიო.
სიდი აივანზე იდგა. ორივე ხელით მოაჯირს ეყრდნობოდა და ემჩნეოდა თავის ხელში აყვანა დიდი ძალისხმევად უჯდებოდა. როგორც კი ნაბიჯების ხმა გაიგო, ნელა შემობრუნდა და ამოიგმინა. მის წინ ევა იდგა... ზუსტად ისეთი, როგორიც ახსოვდა. ნელი აუღელვებელი ნაბიჯით დაიძრა მისკენ. წელში გამართული და მხრებგაშლილი წამოვიდა. ხელები გაშალა და გულში ჩაიკრა.
– მადლობა ევა... – თავისთვის ბუტბუტებდა. – მიუხედავად ყველაფრისა...
საოცარი სიმშვიდე იგრძნო მის მკლავებში – სწორედ ის სიმშვიდე, რაზეც ევა ყვებოდა. საოცარი სითბო იგრძნო – ზუსტად ისეთი როგორსაც ევა აღწერდა. მისი სიყვარულიც იგრძნო – ამდენი წელი რომელიღაც ღრმა კუნჭულში მიმალული, ნაგროვები და ახლა ერთბაშად ამოხეთქილი. ის დაკარგული წონასწორობაც იგრძნო – ოდნავშესამჩნევი, მაგრამ მაინც ვერდამალული.
მერე ერთი ნაბიჯით მოშორდა ქალიშვილს, თუმცა ხელები მაინც არ გაუშვია მისი ხელებისთვის.
– რა გქვია... – უსაზღვრო მზრუნველობა და სითბო იგრძნობოდა მის ხმაში.
– ისიდა. – ცრემლი მოიწმინდა და აკაკნკალებული ხმა ძლივს დაიმორჩილა.
სიდიმ თვალები დახუჭა და კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში.
– ევა... ცოცხალია?
– ერთი თვის წინ დავკრძალეთ. – ტირილი ვეღარ შეიკავა. – იცით... ყოველთვის უყვარდით. არასდროს ლაპარაკობდა თქვენზე, მაგრამ ვიცი, სიგიჟემდე უყვარდით.
სიდიმ აივანზე მდგარი დივანისკენ წაიყვანა და ჩამოსვა. ისიდას ხელები ისევ თავისაში ჰქონდა მოქცეული.
– მეც ახლახანს გავიგე. არასდროს საუბრობდა თქვენზე. მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გადმომცეს მისი აუდიოჩანაწერები, იქ ყველაფერი გულახდილად მიამბო. მთელი თქვენი სიყვარულის ამბავი ვიცი.
სიდიმ ხელები დაუკოცნა ქალიშვილს.
– იმ ჩანაწერებში იყო ერთი კასეტა რომელსაც თქვენი სახელი ეწერა. რა თქმა უნდა არ მომისმენია. ის მე მგონი მხოლოდ თქვენთვის იყო განკუთვნილი. – ჩანთიდან კასეტა და დიქტოფონ ამოიღო და გაუწოდა. – წამოგიღეთ, ალბათ გენდომებათ მოსმენა.
სიდიმ ორივე გამოართვა. ისიდამ შეამჩნია როგორ უკანკალებდა ხელები.
– აი ამ დიქტოფონში შეგიძლიათ მოუსმინოთ. – კასეტა დიქტოფონში ჩადო და ფეხზე წამოდგა.
– უკვე მიდიხარ? – მაშინვე ფეხზე წამოდგა სიდიც.
– არა, რამდენიმე დღე დავრჩებით. როგორც ვიცი აქ სასტუმრო არ გაქვთ, – თბილად იღიმებოდა. – ქალბატონმა მიდამ შემოგვთავაზა მასთან დარჩენა და ვისარგებლებთ მისი სტუმართმოყვარეობით.
– ესე იგი კიდევ შევხვდებით. – მშვიდი ღიმილით გაუწოდა ხელი.
– აუცილებლად. – გაუცინა და კარისკენ დაიძრა. – იცით, – კარებთან მისული შემობრუნდა. – შეიძლება რაღაც გკითხოთ?
– რა თქმა უნდა.
– ახლა როცა ყველაფერი ასე მოხდა... მაშინ რომ გცოდნოდათ... – ცოტა შეყოყმანდა. – რომ გცოდნოდათ ყველაფერი ასე მოხდებოდა, შეძლებდით დედასთან ერთად აქედან წასვლას?
დუმდა.
– ნანობთ რომ მაშინ არ წამოყევით?
სიდის არც წლების წინ ჰქონდა და ვერც ახლა, ამდენი წლის შემდეგ, აძლევდა პასუხს საკუთარ ქალიშვილს მისთვის უკვე მარადიულ კითხვაზე.
– კარგით, გასაგებია... ყველაფერი მოხდა ისე როგორც უნდ მომხდარიყო. – თბილად გაუღიმა. – არცერთი არ იყავით ამაში დამნაშავე. არცერთს არ გქონდათ არჩევანის უფლება.
ისიდა ოთახიდან გავიდა. სიდი ისევ აივანზე დაბრუნდა, სავარძელში მოკალათლდა და პირველი კასეტა მოათავსა დიქტოფონში. ძალიან დიდხან ეჭირა ხელში და ვერ ბედავდა ჩართვის ღილაკისთვის დაეჭირა. ბოლოს მაინც შეძლო...

„სიდი... ღმერთო როგორ მენატრებოდა შენი სახელის წარმოთმა. – ტირილნარევი ხმა გაისმა აივანზე. ასე სანატრელი... ასე ახლობელი... სწორედ მის მუხლებზე იჯდა და მის მკერდში ჩაკარგული ესაუბრებოდა. – დღეს ქალიშვილი შეგვეძინა. რომ იცოდე როგორი ბედნიერი ვარ. მე ახლა შენი რაღაც ნაწილი მყავს გვერდით. ნეტა განახა როგორი უსუსურია, პატარა, ლამაზი არსება. მეუბნებიან შენ გგავსო, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ თავიდან ბოლომდე შენი ასლია? ჩვენი ქალიშვილი... ჩვენი ისიდა...“

„უშენობა მკლავს... უძილო ღამეები კიდევ უფრო გრძელია და ათასჯერ მეტი დრო მაქვს შენზე ფიქრისთვის. ნეტავ თუ მაპატიე? არ მინდა რომ მაპატიო... მინდა გძულდე. ასე ჩემთვისაც იოლი იქნება. მეც შევეცდები შეგიძულო. აღარ მინდა მიყვარდე. სიმშვიდე მინდა. აი ისეთი სიმშვიდე შენ რომ დაგყვებოდა ყოველთვის. როგორ ახერხებდი ამას? შენი სიმშვიდე მენატრება. შენს მკერდზე რომ ვგრძნობდი, მშვიდ აუღელვებელ სუნთქვას.“

„ისიდა ერთი წლისაა... რამდენი დრო მოგპარეთ შენ და შენ ქალიშვილს?! არ მქონდა ამის უფლება. მე შენ შვილი წაგართვი. მე შენ მასთან ყოფნის დრო წაგართვი. ღმერთო რა საშინელი ადამიანი ვარ. სარკეშიც ვეღარ ვუყურებ საკუთარ თავს. არ მაპატიო სიდი, გთხოვ ამას ნუ მაპატიებ. მეც ვერ ვპატიობ საკუთარ თავს. ტკივილამდე მენატრები.“

„მითხარი რომ კარგად ხარ... მითხარი რომ ისევ აგრძელებ არსებობას ამ სამყაროში. გუშინ საშინლად სევდიანი ვიყავი. მთელი დღე ტირილი მინდოდა. არ მინდა ვიფიქრო რომ... ხშირად ვფიქრობ, რა მოხდა ჩემი წამოსვლის მერე? შენ რა დაგემართა. იდარდე? აღელდი? შეეგუე? გეტკინა სიდი? უჩემობა გეტკინა? სიდი... ცოცხალი ხარ? ჩემს მერე სიცოცხლე შეძელი?.. მე ვერა. შენ უნდა იცოცხლო. სიდი ვერ ვიარსებებ სამყაროში სადაც შენ არ იქნები. სადაც ათასობით კილომეტრის იქითაც კი ვერ ვიგრძნობ შენ მშვიდ, აუღელვებელ სუნთქვას.“

„მენატრები სიდი... უსაშველოდ მენატრები – ტკივილამდე. დღეს ისიდა სკოლაში მიდის. უკვე შენზე მეკითხება... ვერაფერს ვეუბნები. ვერც ტყუილს. თითისტოლა ბავშვის წინაშე მდუმარედ ვდგავარ ამხელა ქალი და არ ვიცი რა ვუთხრა. შენ ჩემ ადგილას აუცილებლად იპოვიდი სიტყვებს. შენ შეძლებდი სიმშვიდის შენარჩუნებას და ყველაზე გასაგები ენით აუხსნიდი ყველაფერს. შენ იმ ყველაფერს მისცემდი მას რაც მე ვერ შევძელი. ჩემი ბრალია... მე წაგართვით ერთმანეთი...“

„აღარაფერს მოგიყვები – ეს ბოლოა. მორჩა! გივიწყებ. დღეიდან მშვიდად დავიძინებ. გპირდები აღარ ვიფიქრებ შენზე. წარსულში დაგტოვებ და აღარასოდეს მოგიკითხავ. აღარც ვიტირებ უშენობით გამოწვეული მარტოობისას. აღარც დაუძლეველ სურვილს ვიგრძნობ ყველაფრის მიტოვებისა და შენთან გამოქცევისას. აღარც თავს დავიდანაშაულებ შენ გამო. აი ასე... სრულიად ამოგშილ ჩემი ცხოვრებიდან. მშვიდობით სიდი...“

„ღმერთო რა ცოტა ხანი მეყო გამბედაობა უშენობაზე მეფიქრა... თქმა ადვილია – დავიწყება შეუძლებელი. უკვე რამდენი წელი გავიდა, მაგრამ მე ისევ პირველი დღესავით მტკივა. ნეტავ მანდ რომ დავრჩენილიყავი უფრო ძლიერად მეტკინებოდა? შეუძლებელია... ამაზე მეტი შეუძლებელია. უკვე ვნანობ... ხედავ? უკვე უშენობას ვნანობ.“

„შენ ცოლი გყავს. აი ისეთი რომელიც შენ სამყაროში თევზივით თავისუფლად დაცურავს. შენ შენი ჩვეული კომფორტის ზონაში ხარ. მშვიდად, აუღელვებლად უვარცხნი ბალანს უკვე ბებერ ქურანს. გარშემო შვილები დარბიან... ალბათ სამი... არა ოთხი. სამი ბიჭი და ერთი გოგო. რჩები შენ საქმეს და ოთხივე სახლისკენ მიგყავს, რომ დედასთან შეარიგო, რომელმაც ოთხივე დასაჯა მურაბის ქილის გატეხისთვის... ნეტა ბედნიერი ხარ? სიდი უჩემოდ ბედნიერი ხარ?“

„აი ისიც – აღსასრული! პირველი შენ გამახსენდი. ჯერ კიდევ იქ ექიმის კაბინეტში. მივხვდი რომ სულ ცოტაც და ბოლო მოეღებოდა ყველაფერს. ამდენი ტკივილი გაქრებოდა. ფიზიკური ტკივილის არ მეშინია. მე ხომ ამდენი ხანი უშენობას ვუძლებდი? ამასაც გავუძლებ.“

„ხშირად ვფიქრობ ეს ჩანაწერები რომ მოგესმინა რას მეტყოდი... ღირსი ხარ ევა! თითოეულ ტკივილს იმსახურებ. დაჯდებოდი აივანზე, აი იქ – მთის სახლში და რეკვიემივით მოუსმენდი ჩემ ხმას, რომელიც სიმშვიდეს მოგგვრიდა, მხოლოდ იმიტომ რომ სასოწარკვეთილ ტკივილს იგრძნობდი მასში... ჩემ უსაზღვრო სინანულს იგრძნობდი და შენ ბედნიერი იქნებოდი... რევანშით დატკბებოდი. მაგრამ მე არ დავიჯერებდი ამას. შეუძლებელია... ამის მაგივრად ახლა შენ ზიხარ მთის სახლის აივანზე სავარძელში, თვალებდახუჭული. წინ დიქტოფონი გიდგას და ლოცულობ რომ ლენტა არ გათავდეს. არ გაჩუმდეს ის ერთადერთი ხმა რომელიც ამდენი წლის მერე ისევ იმ ჩვეულ სიმშვიდეს გიბრუნებს. იქნებ ტირი კიდეც? აი ამას კი სიამოვნებით ვნახავდი. ეგოისტურად მინდა შენი ატირებული თვალების დანახვა... თვალების, რომელიც უჩემობას გლოვობს...“

„მორჩა! ეს მართლა ბოლოა... ლენტაც მთავრდება სულ რამოდენიმე წუთიღა დამრჩა... ღმერთო, მხოლოდ ერთ კასეტაში ჩავატიე ყველაფერი... შეუძლებელია. ყველაფერი რომ ჩამეტია ახლა მსუბუქად და თავისუფლად ვიგრძნობდი თავს... მაგრამ მძიმეა... აი ისევ ასტონიან გირად მ'კიდიხარ სხეულზე და თავისუფლად მოძრაობის საშუალებას არ მაძლევ... მაგრამ უკვე თავდება... ლენტაც და სიცოცხლეც... ახლაც მენატრები... რა უცნაურია, როცა სიცოცხლეს უნდა ვნატრობდე, მე შენ გნატრობ... მართალი ყოფილა – სიკვდილამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე უშენობა მტანჯავს.
ევა!
გეძახი და მოდი,
მინდა შეგეხო და გიგრძნო.
ადამს შენ წაართვი ნეკნი
გულის წართმევასაც ვითხოვ.
მიდი, გაახილე თვალი
თმები გაიშალე მკერდზე,
არ ხარ სულ პირველი ქალი,
კარგი ნუ ბრაზდები ჩემზე.
პირველსაწყისია ცოდვა,
ვნების გამოჩენას გირჩევ,
ადამს აუხილე თვალი
გულის მიცემასაც გირჩევ.
მერე კი იქნება სევდა...
თავი ჩამალული მხრებში
წამში დაკარგული ნდობა,
საკაცობრიო წყევლით. (ავტ. თათა დემეტრაშვილი)
ბოლომდე შენ წყევლად დავრჩი სიდი... მშვიდობით, ახლა უკვე სამუდამოდ.“

აივანზე იჯდა, თვალებდახუჭული და ცრემლი სდიოდა... ევას უკანასკნე სურვილს უსრულებდა... მისი გულისთვის ცხოვრებაში პირველად ტიროდა. მის დაკარგვას ტიროდა... დღეს მან ევა დაკრძალა. ზუსტად დღეს...
წამოიმართა. მაგიდას გადაწვდა და თავიდან ჩართო ჩანაწერი...
აივანზე იჯდა... სუფთა ჰაერს ღრმად უშვებდა ფილტვებში. ევა მის მუხლებზე მოკალათებულიყო და ამ ყველაფერს უყვებოდა. მოქნილ თითებს დაასრილებდა მის ფართო გულმკერდზე და თითოეულ უჯრედს უფეთქებდა. სიჩუმეს ევას ბოლო რეკვიემის ხმა არღვევდა მხოლოდ...

დასასრული...

-------------------------------------
დასრულდა... ისე როგორც უნდა დასრულებულიყო. შეიგძლიათ ყველა ის სიტყვა მიწოდოთ რაც ახლა გონებაში მოგივიდათ. დამერწმუნეთ მე უკვე ათჯერ მეტი ვუწოდე საკუთარ თავს.
ეს ერთადერთი ისტორიაა, რომლის სხვანაირი დასასრული უბრალოდ ვერ დავინახე. შეიძლება სხვა ისტორიებში ბევრად უფრო გამოუვალი სიტუაციებიდანაც მიპოვია გამოსავალი, მაგრამ აი აქ გავიჭედე. იმსახურებდნენ, ნამდვილად იმსახურებდნენ ბედნიერ დასასრულს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს ერთადერთი წყვილი იქნებოდა ჩემი ისტორიებიდან, რომლებიც ასეთ დასასრულს ღირსეულად გადაიტანდნენ.
მეც ვბრაზობ საკუთარ თავზე, იმიტომ რომ მგონია საერთოდ დაუსრულებელი დავტოვე ისტორია. ალბათ ამ ფაილსაც ცალკე ფოლდერში შევინახავ ჩემი სხვა ისტორიებისგან მოშორებით, მეც რომ არ მომხვდეს ხშირად თვალში.
ბევრს ალბათ იმედი გაგიცრუათ ასეთმა დასასრულმა... გრაფო ალბათ ცალი თვალითაც აღარ შემოიხედავს ჩემ პროფილში smiley . ერთადერთი რატომაც კითხულობდა ჩემ ისტორიებს მე მგონი გარანტირებული ჰეფი ენდი იყო. მარიკუნა, კიდევ ერთხელ მაპატიე დაუგეგმავი ცრემლის შადრევნები. ნინე (შამანი) ასე თუ ისე შეგუებული მყავდა ასეთი დასასრულისთვის და ლიზაზუ, კიდევ შენ... ვიცი ძალიან ელოდებოდი ბედნიერ დასასრულს, მაგრამ...
გებოდიშებით? კი, გებოდიშებით და ეს ჩემი უფლებაა.
ერთმა ძალიან თბილმა და საყვარელმა გოგომ Mariposa Azul-მა მითხრა ამასწინათ, როცა რაიმე წიგნს ვკითხულობდი და იქ ისეთი დასასრული არ იყო როგორიც მინდოდაო, მერე მე თვითონ ვიფიქრებდი სასურველ ფინალსო. ხოდა თქვენთვის მომინდვია... ყველამ საკუთარი ფინალი მოუფიქრეთ ამ ისტორიას.
აქვე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ლორელაის (თათა დემეტრაშვილს) ასეთი ლამაზი ლექსისთვის, რომელსაც სულ შემთხვევით ფეისბუქის მის კედელზე გადავაწყდი და მივხვდი რომ სპეციალურად ამ ისტორიისთვის დაწერა თათამ ისე რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.

უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით თინა ნიკოლი. kissing_heart kissing_heart kissing_heart



№1 სტუმარი მიკა

wavikitxe da mivshterebivar klaviaturas... sityvebi ar myopnis, tvalt damjbnelda da boghmac ki mkmawva.... ehhh ((( guli sashinlad metkina.... velodi raghac amdagvara, anu vicodi ro happy end ar eqneboda am istorias, magram mainc dzalian dzalian imoqmeda.... magram.. mainc avghnishno unda, rom arachveulebrivi iyo cudi pinalis miuxedavad pantastiuri iyo mainc.. yvela istorias ver eqneba bednieri dasasruli .. gansxvavebuli da gansakutrebulia... me albat ver gavimetebdi aseti dasasrulistvis mat, am yvelapers nebisyopa unda... dzalian magari iyo tavidan bolomde..gansxvavebuli,gansakutrebuli,saucxoo..ar vici kide ra sityvebit shevamko,magram mgoni ukve yvelaperi vtqvi..jer kide mazhrialebs

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ვაიმე თინა, გული გამისკდება ახლა.გულს ბაგა-ბუგი გააქვს, ლამის ამომვარდეს.ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩემი ლექსი აქ, ამ შედევრში ვიხილე, თანაც მართლაც მგონი რაღაც ძალამ მიკარნახა ამ ლექსის დაწერა, სრულიად შემტხვევით.( განგების ხელი ურევია).აუ, თინა, ყველანაირად მზად ვიყავი ამ დასასრულისთვის, ვგრძნობდი, ვიცოდი, მაგრამ...
აუ, არ შემიძლია რა...
ვიტირე...
რა ბანალურია არა?
ასე აღარ მოიქცე რა, ახლა ვხვდები რას გრძნობდა მარიკუნა მე ირაკლი რომ მოვკალი.
ყველაზე, ყველაზე მაგარი გოგო ხარ, ეს ისტორია კი საიტის საზღვრებს ნამდვილად სცდება. მეტს იმსახურებს.
ამ ისტორიას სიდის, ევას და წიგნის ფურცლის სურნელი აქვს.
თინა, შენ ჯერ " თათა" მაჩუქე, ახლა კი ჩემს ლექსს "უკვდავება" მიანიჭე.მადლობა ამისთვის.

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ღმერთო.... მოვკვდი...

 


№4 სტუმარი მიკა

dilidan meramdened shemovixede am istoriis molodinshi da roca vnaxe ukve dadebuli, yoymanit gavxseni, pinalis wakitxva mashinebda(((( dzalian magari iyo isidas chasvla mamis sanaxavad, aman gaabatilasavit is cudi pinali.. mati siyvarulis nayopis xilva dzalian bebrs nishnavda sidistvis

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მთელი დღე მეშინოდა ამ ისტორიის დასასრულის გაგების აი ვგრძნობდი რომ ეს იდეალური წყვილი ასე დაამთავრებდა კანკალით ვკითხულობდი დასასრულს და ბოლოს მეც მოვკვდი... მათი სიყვარული კი ისევ ისეთი დარჩა ისეთი ძლიერი და დაუძლეველი... დრომ რომ ვერ აჯობა ისეთი ორივე კვდებოდნენ უერთმანეთოდ მაგრამ სიყვარულს სიკვდილის უფლება არ მიცეს... არ ვიცი რა ვთქვა მე დღეს იმდენი ვიტირე რაც ალბათ მთელი წელი არ მიტირია ერთად

 


№6 სტუმარი მიკა

ლორელაი
ვაიმე თინა, გული გამისკდება ახლა.გულს ბაგა-ბუგი გააქვს, ლამის ამომვარდეს.ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩემი ლექსი აქ, ამ შედევრში ვიხილე, თანაც მართლაც მგონი რაღაც ძალამ მიკარნახა ამ ლექსის დაწერა, სრულიად შემტხვევით.( განგების ხელი ურევია).აუ, თინა, ყველანაირად მზად ვიყავი ამ დასასრულისთვის, ვგრძნობდი, ვიცოდი, მაგრამ...
აუ, არ შემიძლია რა...
ვიტირე...
რა ბანალურია არა?
ასე აღარ მოიქცე რა, ახლა ვხვდები რას გრძნობდა მარიკუნა მე ირაკლი რომ მოვკალი.
ყველაზე, ყველაზე მაგარი გოგო ხარ, ეს ისტორია კი საიტის საზღვრებს ნამდვილად სცდება. მეტს იმსახურებს.
ამ ისტორიას სიდის, ევას და წიგნის ფურცლის სურნელი აქვს.
თინა, შენ ჯერ " თათა" მაჩუქე, ახლა კი ჩემს ლექსს "უკვდავება" მიანიჭე.მადლობა ამისთვის.

is leqsi ro vnaxe, tavidan megona ro am istoriistvis dawera avtorma.roca vnaxe ro saxeli hqonda mititebuli, mainc is vipiqre ro am istoriistvis dauweratqo albat.. dzalian sheavso ertmaneti, umagresi iyo

 


№7 სტუმარი Guest dudu

პირველად ვწერ კომენტარს,სიტყვები უძლურია,არაჩვეულებრივად დაწერილია,აფერუმ შენს ქალობას

 


№8  offline წევრი მონაცისფრო

არვიცი რაგითხრა.... ძაან მაგარი იყო აი სიტყვები არმყოფნის... დასასრულმა გული მომიკლა და მატირა კიდეც, მაგრამ სხვანაირად ვერ დასრულდებოდა. ვერ წარმოვიდგენდი ევა როშეგუებოდა იმ ცხოვრებას და იმ წესებით ეცხოვრა. გული დამწყდა ევა და სიდი ერთმანეთს რომ ვერ შეხვდნენ და სიდმა შვილის შესახებ წლების მერე რომ გაიგო, მაგრამ სხვანაირად მაინც არშემეძლო ამ ისტორიის დასასრულის წარმოდგენა...
გყვარობ ძაან მაგარი გოგო ხარ❤ ისე გადმოცემდი ემოციებს, ისე დახატე იმ სოფლის არქიტექტურა ცხოვრება სალოცავები ლოცვის სტილიც კი წარმოვიდგინე... მოკლედ მიყვარხარ❤

 


№9  offline წევრი ივინე

სხვანაირი დასასრულითაც რომ დაწერო? გთხოვ რა...
არა ესეც საოცრება იყო, სასწაული ხარ საუკეთრსო.
ძალიან გამიხარდება სხვანაირ დასასრულსაც თუ დაწერ ნუ შესაძლებელი თუა
--------------------
ივინე.პიპი პი ემი

 


№10 სტუმარი Guest just me

დღეს ვერაფერს დავწერ.. გარდა იმისა, რომ ყველას დარდს ვიზიარებ :(

 


№11  offline მოდერი bibo

ai sityvas ver vambob damamunje ara gadamamunje .daglili movetrie saxshi ro vnaxe haershi ki ar davxtodi mgonia frtebi mqonda da zecisken vigac an ragac mimaprenda ar getyvi da tyuils ar davwer dasasrulma guli ertmagad ara asmagad chamiwva da matkina vityvi vagiareb am dasasruls ar velodi megona dadzlevdnen am pirvelyopili adamianis azrovnebas da im adgilas cxovrebac sadac adamianebi tviton igoneben samartals da ise gamoaqvt qalistvis ganachni gegoneba cxoveli iyos cxovela upro did pativs scen vidre qals mgoni.msurda menaxa mati sheclili es sopelia tu and alaqi raca ar memeteboda arcerti am dasasrulistvis.me kai dassasrulis moyvaruli var da am istoriam guli orad ki ara asad gayo ai warmoidgen emociurad ise viyavi ise vkitxulobdi ro chavisuntqe bolo wertili ro dasvi mashin amovisuntqe da vnaxe teleponze cremlebi romlebic agiqvamda shens shesadzleblobebs.romelmac mimaxvedra tu ramdenad shedzeli chemshi am istoris gamoxatva da ramdenad moitane gultan .guli dafarfatebs haershi ai suli ise maq ro maq saertod sakitxavia tvalebi kide chawitlebuli maq da vagiarot ro xar saswauli shen cudi dasasrulis miuxedavad shen xar chemi gasagijdebeli emociebi mefanteba haershiiii ai emociurad vfetqav da feierverkivit ise var mgonia tbilisis caze marto me vanateb varskvlavebi da mtvare ar arsebobs.ai vagiareb ro shen ver itev am saits msurs iyos sheni wiknebi da gpirdebi pirveli me viqnebi magram avtografsac movitxov bartyi :******chemo tkbilo da gbilo lukmav suls miheradeb tvalebs mitkbob da guls mitbobs sheni erti naweri ki ara erti dasmuli werili.ai ar vici emociurad gadamwvma ra vibidiale chemo saswauli da saocrebav.chemo doxrukulo kartiohkav da dobrawuloo qatamoo :p chemi torti da atmis busui xaro shena chemi mosiarule pozitivi xar qalbatono shen.:* snikersis txili xaro aluchis kurka tortis kremo amokazmulo marwyvo.rogorc tbilis megrelebi uxdebit ise uxdebi shen am saitso.rogorc xashurs hamaki mase gixdeba es saiti shena vafren shenze gavetrie ra vibodiale da vitingice mec ar vici emociurad gadaviwvi da

 


№12  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ვაიმეე გული ამომიჯდა კი არა, მე ვზივარ ის კი გვედზე მიზის და ჩემთან ერთად ქვითინებს :დ ნუ აიი მართლა ეხლაც მეტირება ვაიმე!

ხუთი წუთია თავს ვიწყნარებ :დდ თავში სიდის სახელს როგორც კი გავივლებ იქვე მეტირება :დდაი კიდევ! :(

როგორი ისტორიაც იყო ისეთი დასასრული ქონდა❤❤❤❤საოცრებაა ❤❤❤არაბუნებრივი ისტორია იყო❤❤❤ვაიმეე მოაშორეთ ეს ცრემლები ჩემს თვალებს :დ ვერაფერს ვწერ :( ნუ ევა მართლაც ძლიერი ქალი იყო მეტად ძლიერი თან❤❤❤❤ესეც ბედნიერი დასასრულია მთავარია ჩვენ შევხედოთ ამ მხრიდან❤ბოლო ბოლო სიდიმ კვლავ იხილა ევას ხატად ისიდა❤კვლავ იგრძნო მთის სახლში მისი "მოქნილი თითების" ნარნარი და მისი ნაზი ხმა❤❤❤იმდენად ახლოს განვიცადე ეს ყველაფერი მომენტ თავი ევა მეგონა მომენტებში სიდიც :დდ ვაიმეეე ვიკივლებ ეხლა!!!!!! რა ნამუსით უნდა დამავიწყდეს ეს ისტორია და რა ნამუსით უნდა დაგძრახო რამე! სასწაულიააა სასწაულიიი❤❤❤❤მართლაც იმ საოცარ სამყაროში გვამოგზაურე და აი დღეს ვიჯექი და ვფიქრობდი "აუ,რა მაგარი იქმება "ტყვე" ზე ფილმი რო გადაიღონ" რა ეგზოტიკური და განსაკუთრებული ფილმი იქმებოდა❤❤❤ეს სახელები საიდან მოფიქრე? ისიდა რა ლამაზი სახელიაააა❤❤❤❤❤❤❤❤ნუუუ პერფექტო რა! საუკეთესო ისტორიის საუკეთესო დასასრული!!!
სხვაგვარად ასეთი ემოციური არ იქნებოდა❤❤❤ნამდვილად შესაფერისი იყო❤❤❤მწერლები ხომ ვერ მართავთ როგორი დასასრული ექნება ისტორიას,ის თავისით მოდის წერისას მოდის და აღარც იცვლება, ამ გამოგონილ სამყაროშიცაა რაღაც ზღვარი დაცული❤❤❤❤რა ვთქვა არ ვიცი !
მომენატრება ეს სამყარო , ჩემი ევა და სიდი მათი ისიდა. მაინტერესებს რა მოხდა ამის მერე? ისიდას ბედი ყველაფერი❤❤❤იქნებ იფიქრო მეორე ნაწილზეც? ჰაა შემოგაპარე?! :დდ მიყვარს ეს მოთხრობა❤❤❤❤❤❤❤❤
ზებუნებრივი მოთხრობაა :დ შენ კიდე უცხოპლანეტელი ხარ თუ რაიმე ღვთაება? :დდ
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
ღმერთო გავაფრინე

 


№13 სტუმარი Guest თამარა

ვახ,გეფიცებით,სამჯერ მაინც დავწერე კომენტარი და წავშალე,ვთვლი,რომ უდაოდ კარგი და შეუფასებელია მთლიანად ისტორია,შენ კი-გრძნობებისა და ემოციების ფეიერვერკი ხარ....ყოჩაღ!!დასასრული იყო სუპერ,ჩემი აზრით,ასე უნდა დასრულებულიყო...მათი სიყვარული და მომავალი ასე უფრო გადარჩებოდა...რომ ვკითხულობდი,თითოეული სიტყვა და ფრაზა,თითქოს,დენს მარტყამდა....წამიკითხავს შენი ნაშრომები,სხვებიც,რომლებიც ამ საიყზეა განსხვავებული,მაგრამ ეს მართლაც გამორჩეულად გამორჩეულია და შენი ფანტაზიის უნარი....ბევრი ვიბოდიალე...საუკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის...ეს ჩემი პირველი კომენტარია, ზოგადად ამ საიტზე...არასდროს არ ვწერ ხოლმე...ველი ახალ შედევრს,მწერალო!!!! დიდი პატივისცემით,უცნობი თამარა!!:დდ

 


№14 სტუმარი ემი

მე შენ აღარ მიყვარხარ!!!

 


№15  offline მოდერი chica sol

ნიკოლ...
ვიფიქრე, ახლა არა და ცოტა როცა ჩავცხრები და თვალებიდან გამოვიხედავ, მერე მივწერ პირადში-თქო. ეს ნახევარი საათის წინ იყო. იმდენი ვიარე წინ და უკან...შეუძლებელია ეს ჩემში დავიტოვო, დავწვე და უბრალოდ დავიძინო. არ შემიძლია!
მივყვეთ თავიდან, რადგან ამ ისტორიის არც ერთ თავზე არ გამომითქვამს ჩემი აზრი. წინასიტყვაობიდან ვიცოდი, რომ ეს ქვეყანა, ქალაქი, რელიგია, ტრადიციები, ყველაფერი შენი ფანტაზიის ნაყოფია, თორემ გეფიცები დავიჯერებდი. ვიფიქრებდი, რომ უბრალოდ მე არ ვიცოდი ამ ყველაფრის შესახებ და ძებნას დავიწყებდი რუკაზე,ინტერნეტში, წიგნებში, რომ უფრო ღრმად შემესწავლა ეს რელიგია, ტრადიციაც და წეს-ჩვეულებებიც. ყველაფერი კარგად მოფიქრებული და წინასწარ გათვლილი იყო. ბრავო! ❤❤❤
იმდენად ლაღად მეკითხებოდა მთელი ისტორია, მიუხედავად მისი მძიმე სიუჟეტისა, რომ დასასრულმა მომანგრია. ეს არ იყო შადრევნები...მეტი იყო- ზღვა იყო და მტკივა! თუმცა...
ეს "თუმცა" არ მაძლევს საშუალებას რაიმე გადაბრუნებული ვთქვა. ეს საუკეთესო და "სწორი" განვითათარება-დასასრული იყო, რასაც ისტორია იმსახურებდა. სხვა დასასრულით ეს ის ისტორია არ იქნებოდა, რომელის ასეთი დასამახსოვრებელი გახდა ჩემთვის. უბრალოდ წარმოუდგენელი მიმაჩნია შემოეხურა სიდის ოთახის კარი და სიბერემდე ბედნიერად ეცხოვრა ევასთან ერთად. ეს იქნებოდა ლამაზი ზღაპარი, ლამაზი დასასრულით. ისტორიის ამ განვითარებამ მანახა მისი სიახლოვე რეალურობასთან ( მიუხედავად გამოგონილი ქვეყნისა, რელიგიისა, წეს-ჩვეულება, ტრაფიციებისა).
მეტკინა ევას გარდაცვალება. მეტკინა სიდის ყოფა, მეტკინა ევას ტანჯვა და სიძულვილი საკუთარი თავისადმი, მეტკინა იმ სიდის სულიერი გარდაცვალებაც, რომელიც ასე მომწონდა/მიყვარდა მასში.
ჩანაწერებმა საბოლოოდ დამასამარა...
ნიკოლ, ჩემო გოგო, ვფიქრობ ამ ისტორიით ყველა კიდევ ერთხელ მოუთითებს შენსკენ, კიდევ ერთხელ და არა უკანასკნელად აღნიშნავს, რომ უნიჭიერესი ხარ და რომ სწორედ წერაა შენი საქმე, კიდევ ბევრის სიყვარულს დაიმსახურებ და კიდევ ბევრს გაუჩნდება სურვილი გიცნობდეს/გიხილოს. კიდევ ბევრი შემეცილება შენს სიყვარულში :დ
არ ვიცი...მიყვარხარ ძალიან და ვამაყობ შენით.❤❤ უზომოდ მიხარიხარ.
უყვარს შენს მარიკუნას თავისი ნიკოლი ❤❤❤

პ.ს.ეს რამდენი დამიწერია. .. მგონი უფრო სწორი იქნებოდა საკონკურსო სიახლეებში გამეგზავნა და არა კომენტარად დამედო:დდ

 


№16  offline მოდერი ლილიანა

გული ამიდუღდა,არანორმალურად შემეცოდა სიდი ასეთი სიცოცხლისთვის.საოცარი ეგოისტი გამოსგა ეს ევა.
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№17  offline მოდერი chica sol

პ.ს.ს. ევა, სასწაული ხარ!❤❤❤

ევა ლორელაი ვიგულისხმე :დ

 


№18  offline წევრი Indigo

აბსოლიტურად ყველაფერში ვეთანხმები ლორელაი-ს! ამ ისტორიას წიგნის ფურცლის სურნელი აქვს! ვიცოდი რომ ჰეფი ენდით უბრალოდ ვერ დამთავრდებოდა და თითქოს შეგუებულიც ვიყავი მაგრამ, წაკითხვა და შეგრძნობა დასასრულის... არვიცი როგორ აგიხსნა, გული დამეფლითა, ყველანაირად ვეცადე ცრემლისთვის გადმოსვლის უფლება არ მიმეცა მაგრამ მაინც გაიკვლია გზა.
P.S. სხვანაირი დასასრული უბრალოდ შეუძლებელი იყო და რამდენიც არ უნდა ვეცადო მე "ჩემ" დასასრულს ვერ დავწერ, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი და განუმეორებელი(ნუ საუკეთესო რომ არის და შენ საერთოდ საოცრება რომ ხარ მაგაზე აღარც ვლაპარაკობ).
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№19  offline ახალბედა მწერალი -venus-

პირველი რასაც გეტყვი ისარის რომ ძალიან ბევრი ვიტირე.. მეორე ისარის რომ ყველასაგან განსხვავებული და დახვეწილი ისტორია იყო.. მომეწონა დასასრულიც იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ყველა ჰეფი ენდს ელოდება და ასე არ არის ხოლმე ხანდახან მწუხარებაც საჭიროა. გული დამწყდა იმაზე რომ მის სიყვარულთან დიდი დრო ვერ გაატარა და მამა-შვილი დააშორა თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მთავარია დაუტოვა მისი თავი სიდის.. სახელიც მომეწონა "ისიდა" მოკლედ ძალიან მომეწონა და ველოდები შენს ახალ ისტორიას წარმატებები... ♡♡♡

 


№20  offline წევრი mako-makako

თინ რაღაცით ვგრძნობდი რომ ევა წავიდოდა,მაგრამ დასასრულს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ისეთს როგორიც წავიკიYხე.მინდა გითხრა რომ მესიამოვნა რადგან ამ ისტორიას სხვანაირი დასარული არც მოუხდებოდაცხოვრებაში ყველაფერი ჰეფი ენდით არ მთავრდება როგორც არ უნდა გულით გვინდოდეს ჩვენ.ამ ერთი წლის მანძილზე ჩემში იმხელა ემოციები, ტკივილი,მონატრება და დარდი დაგროვდა რომ ალბათ ამის ახსნა სიტყვებით ახსნა ძალიან ძნელია,სიმართლეს გეტყვი არ მიტირია წაკითხვის დროს,ჩემი ემოციები განცდები და მდგომარეობა ცრემლებზე მეტი იყო,რადგან მე თითოეულ სიტყვას ვგრძნობდი,ისე თითქოს სხეულის ყველა ნაწილში ნემსებს მირჭობდნენ,ყველა სიყვარულის გამოხატულ სიტყვებზე ტანში ასიამოვნო ჭრუანტელი მივლიდა, შენი გმირის მონატრება ჩემს მონატრებულ სიყვარულს უფრო და უფრო მანატრებდა,ისედაც ტკივილით გადაღლილს მეტად გადამღალე,მაგრამ ეს სასიამოვნო გადაღლა იყო.კითხვისას მოვწყდი სამყაროს და მხოლოდ ამით ვარსებობდი.იმდენი რამ მინდა დავწერო და გითხრა მაგრამ ამ ყველაფრის ახსნა სიტყვებით წარმოუდგენელია. ძალიან ძნელია ტკივილის ატანა როცა არავინ გყავს ისეთი ვისაც გულს გადაუშლი და მასში ჩაახედებ.ევა ძალიან ძლიერი ქალი იყო და ასეთად დარჩა ბოლოდე.ყველა ვერ დათმობს თავის სიყვარულს.
იმდენად ბედნიერი ვარ ეს საიტი რომ აღმოვაჩინე,ამ ისტორიებმა მომცეს იმის საშვალება რომ ჩემი დარდი კითხვის დროს ცრემლებში ჩამეხრჩო და ასეთი შესანიშნავი ავტორების ისტორიები წამეკითხა.
ძააააააააააააააალიან მაგარი გოგო ხარ ასეთ ემოციებს როცა გვიზიარებ და მინდა ცხოვრებაში გისურვო ის რაც შენ ყველაზე მეტად გულით გინდა აგიხდეს... <3 წარმატებები თიიინ...
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№21  offline მოდერი Eleniko13

ჯერ ისევ ვყლაპავ ცრემლებს.
რომ გავჩერდები, გეტყვი ყველაფერს...

თინანო, მეტკინა ძალიან.
არ ვიცი რა შეიძლება დავწერო ახლა...
ვერც სიდის ვამტყუნებ, ვერც ევას.
არადა ორივემ მაგრად მიქარა.
სიდის შეეძლო წასვლა, რომ სცოდნოდა...
კი, აუცილებლად იპოვიდა გამოსავალს.
აუცილებლად. სიდი მოაგვარებდა.
სიდის უნდა სცოდნოდა უბრალოდ...
მას უნდა გაეგო.
ევამ მანდ დააშავა. ბევრჯერ თქვა,
როგორ უყვარდა და ენდობოდა
და როგორ სჯეროდა მისი, და
მისი სიყვარულის. რეალურად
არ იყო ასე. ასე რომ ყოფილიყო,
დარწმუნებული ვარ ეტყოდა.
უბრალოდ სიდი დუმდა და...
არ უნდა გაჩუმებულიყო.
ჩუმად რომ არ ყოფილიყო, ახლა
ბედნიერი იქნებოდა.
რა ირონიაა, ევამ მოკლა სიდი და
საკუთარი თავიც მოიკლა.
ნეტა სხვანაირად ყოფილიყო...

თინანო, არ უხდება შენს ისტორიებს
ცუდი დასასრული.
მე ასე ვფიქრობ, სხვას შეიძლება მოეწონოს.
არ უხდება, იმიტომ რომ ჯერ კიდევ
მიწვავს სახეს მარილიანი სითხე
და მგონი მთელი საყლაპავი მილი
გამინადგურა.
იმოქმედა, ძალიან.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№22 სტუმარი Tako

მომწონს მოულოდნელი დასასრული. ამბავი ჩემთვის უფრო ფასეულია, როცა ის ჰეფი ენდით არ მთავრდება (რაც არუნდა წარმოუდგენელი იყოს). მსგავსი შინაარსის ისტორიები ყოველთვის ინტერესს იწვევს ჩემში... გულის სიღმეში წყენამ იჩინა თავი ევას სიკვდილის გამო, მაგრამ ღირდაასეთი დასასრული. ვფიქრობ, სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო.. მადლობა რომ არ გააბანალურე და არ გააუფასურე ეს ისტორია. და ყოჩაღ!!!!

 


№23  offline წევრი nestanuka13

სიმართლე რომ გითხრა სადღაც ჩემთვის მჯეროდა რომ ბედნიერი დასასრული ექნებოდა რადგან შენგან არ ვარ მიჩვეულ ასეთ დასასრულს, თუმცა შინაარსიდან გამომდინარე ვერ ენებოდა ალბათ, ეხლა დასასრულს რომ ვკითხულობ მარტო ვარ და მინდა გითხრა რას მერჩოდი რატომ მატირე ასე :((

 


№24 სტუმარი Guest ქეთი

იმდენი ვიტირე რომ გული დამიმძიმდა მაგრამ ძალიან კარგი იყო და ასეც უნდა დასრულებულიყო...ძალიან მაგარი ხარ მინდა გითხრა...სიტყვებიც არ მყოფნის რომ დავწერო ყველანაირი მარაგი ამომეწურაო თითქოს ისე ვარ....მადლობა ამ სიამოვნებისთვის ...ველი კიდევ ასეთ კარგ ისტორიებს

 


№25  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ნიკოლლ შენნ ხარრ შეუდარებელიი ადამიანიიი :* სიტყვები არრ მყოფნის რა გითხრაააა :*** აი არვიცი ასეე აქქ არცერთიი ისტორიააა არრ მომცნებიაა როგორცც შენიი ისტორიიებიი :**** შენი ისტორიწბიი არის უნაკლო :**** რაგაცნაირი ტკბილი ტბილიიი

 


№26  offline წევრი Anna-mariaa

სასწაულია.. პირველად მაქვს ისეთი შემთხვევა,რომ ისტორიის წაკითხვისას ვტირი,ცრემლებს ვღვრი.. საოცარი ადამიანი ხარ. ზე ნიჭიერი.. არვიცი,როგორ ახერხებ ,რომ თითოეული მათთაგნი ასე დაამუნჯო,აატირო.. თან მეღიმება და თან ვტირი, ახლაც ამ კომენტრის წერრის დროსაც.. უდიდეს მადლობას გიხდი ამ ბედნიერებისთვის.. ტრაგიკული მაგრამ საოცარი ისტორია.. შენ ყველა ადამინის სულს და გულს შეეხე,მიკკვირს როგორ შეგიძლია.. სასწული ხარ.. მინდა მეც მიყვარდეს ასე ვინმე,ეს ბედნიერება ვიგრძნო. აი სწორეს ის მასთან მის გვერდით,რომ ხარ და მაინც გენატრება ტკივილამდე.. მთლიანად საოცრება ხარ.. თვალები ადამიანის სარკეა,მაგრამ ამ შემთხვევაში არაა აუცილებელია თვალებში ჩაგხედო, რადგან აქ ჩანს... არვიცი რა დამმართე და არც ვიცი ამას რა დავარქვა. კიდევ დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩემთვის უცნობმა ადამიანმა ბედნიერება მომანიჭა.. ❤️❤️❤️ კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა,რომ ემოციებისგან დავიცალო მაგრამ აღარ ვიცი რა გითხრა..

 


№27  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

5 დგე ამმ ისტორიტტ ვიცოცხლეე .. ვცხოვრობდიი მათი ცხოვრებიტტ , მტკიოდაა მატნაირად , მიხაროდააა :* დამენანაა ევა ALიანნნ..... Aრცერტსს არ ვამტყნებბ არცც სიდის და არც ევასს:***** იციი პირველი ისტორიაა რომელიცც არ გამიპროტესტებია დასასრული :****** დხალიანნ მაგარი ხარრრ ნიკოლლ :*********** გულსს მითბობსს შენი ისტორიებიიი :*** გელოდებიი ახალი ისტორიიტტ :*** მალეე დაგვიბრუნდიი :**** არრ გვალოდინოო :***

 


№28 სტუმარი Meocnebe

Es ra gamikete, rom mcodnoda amdens matirebdi arc wavikitxavdi, rato daamtavre ase ,sityvebi ar myofnis ,eiforiashi var,
p.s. au rato ,rato, rato,yopiliyvnen ertad, evas da sidis xom ase dzlier uyvardat ertmaneti :-(:-(:-(:-(

Es ra gamikete, rom mcodnoda amdens matirebdi arc wavikitxavdi, rato daamtavre ase ,sityvebi ar myofnis ,eiforiashi var,
p.s. au rato ,rato, rato,yopiliyvnen ertad, evas da sidis xom ase dzlier uyvardat ertmaneti :-(:-(:-(:-(

 


№29  offline აქტიური მკითხველი lalita

საოცარი დასასრიული იყო ზუსტად ისეთი როგორიც შეეფერებოდა . შეიძლება ევამ იეგოისტა როგორც ამას გრაფო აღნიშნავს , მაგრამ ის დედა იყო დედას კი შვილისთვის ყოველთვის კარგი უნდა. რაც შეეხება სიდის ასეთი გაწონასწორებული და ძლიერი სულის კაცი იშვიათია. ყოჩაღ

 


№30  offline წევრი taia21

Es albat yvelaze kargi dasasruli iyo mwerlis gadmosaxedidan.yoveltvis ver iqneba kargi dasasruli.vtvli ROM es istoria sxvagvarad dakargavda xibls. aucilebeli iyo ROM mkitxvels egrdzno ganshorebisas mowolili emocia.tumca mogezgveba chemi atirebistvis :D :D <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent