ჟურნალისტი ერთი თვით (სრულად)
სამსახურიდან გამოსული პირდაპირ ლიკასთან წავედი. ლიკა ჩემი სკოლელი იყო,ყველაზე კარგი ურთიერთობა მშობლების შემდეგ მასთან მაქვს. ჩემზე ერთი წლით უფროსია, სულ რაღაც ორ კვირაში მისი მეჯვარე გავხდები. ლიკას საქმროს კარგად არ ვიცნობ,მხოლოდ რამდენჯერმე შევხდი ,მაგრამ მაინც ზედმეტად კარგად ვარ მის მიმართ გამწყობილი. მაღაზიაში შევიარე და რძიანი ყავა ვიყიდე, ყველაზე მეტად რძიანი ყავის დალევა გვიყვარს. ⁃ მომიტანე ყავა? - გადამკოცნა თუ არა მაშინვე მკითხა. ⁃ როგორც ყოველთვის , -პარკში ჩაწყობილი რამდენიმე "პაჭკა" ყავა ავწიე მაღლა ,- ნაყინი შენზეა ხომ იცი , - გავიცინე და პირდაპირ სამზარეულოში გავედი. ⁃ სამსახურში ისევ არეულობაა? ⁃ ერთი ამბავია როგორც ყოველთვის, უფროსი ყველანაირად ცდილობს ცხელ-ცხელი სტატიების დაბეჭვდას რეიტინგისთვის. ⁃ რაც "მაღალი საზოგადოება" გამოჩნდა იმის მერე ნელ-ნელა თქვენი ჟურნალის რეიტინგი ეცემა. ⁃ ხო და მაგაზეა გაგიჟებული,ხვალ მე და რამდენიმე თანამშრომელი დაგვიბარა,როგორ მაინტერესებს რა ხდება. ⁃ აბა მე რა ვიცი,ხვალ გავიგებთ. კოსტამ დამირეკა ახლახანს . ქორწილამდე შენი დაქალები და ჩემი რამდენიმე ძმაკაცი ზღვაზე წავიდეთო.რა მაგარი იქნება,როგორ გავერთობით აზრზე ხარ ,- ხელები მაღლა აწია ლიკა და ტაში დაუკრა . ⁃ მე ვერ წამოვალ. ⁃ სამსახური? - თავი დავუქნიე, - ერთკვირიანი უფასო შვებულება დაწერე. ⁃ ხო ,ვიფიქრებ. ***. დილით ადრე გამეღვიძა,წყალი გადავივლე და სამზარეულოში გავედი. დედა ბლინებს აკეთებდა. ⁃ უჰ ,რა კარგი სურნელია. ⁃ მიდი დე ჩაიცვი და მერე მიირთვი. ⁃ ნწ , ახლა მინდა ,- მანამდე ვჭამე ბლინები სანამ მუცელი არ ამტკივდა. კიდევ კარგი წონაზე არ მეტყობა რასაც ვჭამ,მშვენიერ ტანზე ვარ. არასდროს ვმდგარვარ დიეტაზე ,სულ იმდენს ვჭამ რამდენიც მინდა. ცოტახანში მოვემზადე, თეთრი ზედმეტად თხელი პერანგი და ჯინსის ქვედაბოლო ჩავიცვი. როგორც ყოველთვის ავტობუსით წავედი სამსახურში . სტატიას ვწერდი ცხოველებზე , უფროსმა კაბინეტში რომ დამიბარა. კარზე დავაკაკუნე და მანამდე არ შევედი სანამ "შემოდი" არ გავიგე. ⁃ დილამშვიდობისა ქალბატონო მაგდა. ⁃ მოდი ნენე, რამდენიმე თამამშრომელს დავუძახე კიდევ და რომ შემოვლენ მერე აგიხსნი სიტუაციას. ⁃ როგორც გენებოთ. მალევე შემოვიდნენ ოთახში გოგონები. ⁃ მოკლედ თქვენი იმედი მაქვს... *** ⁃ რაო რა გითხრა უფროსმა? ⁃ ნუ მახსენებ. ვიღაც სპორტსმენზე უნდა გავაკეთო სტატია. ⁃ რა უნდა მერე მაგას, - ჩაეცინა ლიკას. ⁃ სხვანაირადაა საქმე. წიგნივით უნდა დავწერო იმ ბიჭზე , ყველანაირი დეტალი უნდა ვიცოდე მასზე. ერთი თვე მაქვს დრო , თუ ვერ მოვასწრებ სამსახურიდან გამიშვებს და ხომ იცი ჩემი ხელფასი როგორ მჭირდება. ⁃ ფუ,ნაგავი. მოასწრებ აბა რას იზამ. იმედია მალე დაფარავ ბანკის სესხს. ⁃ იმედია, კარგი წავედი ,აღარ მცალია საერთოდ. ***. მაგდამ სახლში მალევე გამიშვა . დედას არ მოეწონა ის საქმე რაც დამავალა. ⁃ დედი,ცუდად იქცევი,სხვის ცხოვრებაში რომ ერევი. ⁃ რა ვქნა დე,აქამდე მხოლოდ ცხოველებზე ვწერდი,ისიც ისე იშვიათად იქ თუ ვმუშაობდი ვერც ვხვდებოდი.არ ვიცი ქალბატონმა მაგდამ მე რატომ შემარჩია. ხომ იცი ვერ ვიტან სხვის პირადში ჩარევას ,მაგრამ კარგად იცი სამსახური როგორ მჭირდება. ⁃ ხო ვიცი, კარგი მიდი იმუშავე და რძიან ყავას ოთახში შემოგიტან,- დედას ლოყაზე ვაკოცე და საძინებელში გავედი. ტანსაცმელები გამოვიცვალე,თხელი სარაფანა გადავიცვი და საწოლზე წამოვწექი. ლეპტოპი ჩავრთე და "google-ში" ილია ლიპარტელიანი ჩავწერე. არასდროს გამიგია ასეთი სპორტსმენის არსებობის შესახებ. უამრავი მასალა ამომიყარა რამაც ზედმეტად გამაკვირვა. ჯერ ფოტოებში გადავედი, თვალები ლამის გადმომიცვივდა ისეთი სიმპატიურ კაცს ,რომ გადავაწყდი, კარგახანს გაშტერებული ვუყურებდი,დედას ხმა რომ არა ასე დიდხანს ვიქნებოდი. ⁃ რას უყურებ ამისთანას მეც ,რომ ვერ შემამჩნიე? - ვითომ გამიბრაზდა ნინო, თან ეღიმებოდა. ⁃ არაფერს ,ჩავფიქრდი. უჰ,რა კარგი სურნელია, დე კარამელითაა ხო? - ფინჯანი გამოვართვი. ⁃ ხო, გავალ მე ,- გემრიელად მოვსვი ყავა,მნიამ...რა გემრიელია. მერე ისევ ლეპტოპის ეკრანს დავაკვირდი, იქიდან ყავისფერ თმიან , ყავისფერთვალებიანი კაცი მიმზერდა. ოდნავ წვერი ჰქონდა მოშვებული,რომელიც ალაგ-ალაგ ქერაში გადადიოდა . ტანი იმდენად მამაკაცური ჰქონდა ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, მოჭიდავეობისთვის საკმაოდ მაღალი ჩანდა. მერე სტატიების კითხვას შევუდექი, არ ვხსნიდი ახლახანს დადებულებს. wikipedia გავხსენი და კითხვა დავიწყე . ⁃ " ილია ლიპარტელიანი (დ. 22მაისს 1989, თბილისი ) -ქართველი ძიუდოისტი. ევროპის 4 -გზის ჩემპიონი ,4-გზის ვერცხლისა და ბრინჯაოს (2010 )პრიზიორი, ასევე მსოფლიოს ოქროსა და ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიო თასებზე მოპოვებული აქვს ექვსი ოქროს მედალი. მსოფლიო დონის სპორტსმენად ითვლება. ოლიმპიადაზე სულ ორჯერ იყო გასული სადაც მოსალოდნელი შედეგები დადო -ორი ოქროს მედალი. სამწუხაროდ მისი კარიერა მალევე დასრულდა. " მოიცა ... რას ჰქვია დასრულდა? ამდენი წარმატების შემდეგ ასე როგორ დაასრულა,ზედმეტად გავბრაზდი. მერე ერთ სტატიაში წავიკითხე ,რომ ავარიაში მოყვა რის გამოც (ზუსტად ვერ დავიმახსოვრე დაზიანების სახელწოდება) აეკრძალა კარიერის გაგრძელება. მერე მისი ინტერვიუ გავხსენი ,ჟურნალისტი ჰკითხა ადასტურებდა თუ არა რომ ტრავმის გამო დაასრულა კარიერა. თავი ზემოთ არ აუწევია ისე გასცა პასუხი ." ვადასტურებ" - საშინლად მეუცნაურა მისი ხმა,რაღაცნაირად ხრიწიანად ,ტკივილიანად და ცივად ჟღერდა. ლეპტოპი მაგიდაზე დავდე,შუქი ჩავაქრე და დავწექი. ილიაზე მეფიქრებოდა... დილა ჩვეულებრივად დაიწყო,რძიანი ყავა , დედას დიალოგი და სამსახურში წასვლა. მივედი თუ არა მაშინვე ლიპარტელიანზე მასალების ძებნას შევუდექი . ერთ-ერთ სტატიაში ეწერა,რომ წლებია ერთ ქალზეა შეყვარებული,მაგრამ ის ქალბატონი არაფერს გრძნობს მის მიმართ. ამ ფაქტს არ ადასტურენდა ილია,მაგრამ რატომღაც დავრწმუნდი რომ თითოეული სიტყვა ჟურნალისტის მართებული იყო ( რადგან რამდენიმე ძველ ინტერვიუში ,რომელსაც შემთხვევით გადავაწყდი კითხვაზე უყვარს თუ არა ვინმე ჩაეღიმა ,თავი დაუკრა და ერთ ინტერვიუში თქვა რომ სიყვარულისთვის იბრძვის. ) . სანამ ყველანაირ სტატიას არ წავიკითხავ მასზე მანამ არ დავიწყებ მასთან შეხვედრებს. ყველანაირი მასალის წასაკითხად ორი დღე დამჭირდა. სამსახურში არ დავდიოდი ,უფროსმა ეს რ ერთი თვე ნუ ივლი სანამ ყველაფერს არ დაწერო. დედა ყველანაირად ხელს მიწყობდა, საძინებელში შემოჰქონდა საჭმელი და რძიანი ყავა. ზედმეტად მივეჯაჭვე ლიპარტელიანზე ფიქრს... საღამო ხანი იყო ლიკამ რომ დამირეკა. ⁃ ახლა კარგად მომისმინე,ალაგებ ბარგს სამი დღისთვის ,არ მოგაქვს ლეპტოპი და ეს დღეები ივიწყებ იმ სპორტსმენზე მასალების მოძიებას. პარასკევს დილით ადრე გავალთ ,რომ მალე ჩავიდეთ სოფელში ,- მომეწონა ეს აზრი,რამდენიმე დღე დასვენება კარგი იქნება. ⁃ ვის სოფელში მივდივართ? ⁃ კოსტას მამიდაშვილის,ძაან მაგარი სოფელიაო.მდინარეცაა. ⁃ ვაუ,მაგარია ,კარგი წავალ ჩემებს გავაგებინებ . უი,მოიცა არ გათიშო. ხვალ შენთან გამოვიდე თუ სად შევხვდებით ერთმანეთს? ⁃ ჩვენ მოგაკიხავთ. ⁃ კაი, გკოცნი. მისაღებში გავედი სადაც ჩემი მშობლები ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. ⁃ დე,მა ,ლიკამ დამირეკა სამი დღით სოფელში ავდივართო ,წავალ რა. ⁃ ვის სოფელში? ⁃ კოსტას მამიდაშვილის მამა. ⁃ კარგი,წადი. არ გადარიო ოღონდ ხალხი , იცოდე ხშირად დაგირეკავ , - გაიცინა და თვალი ჩამიკრა . ორივეს ლოყაზრ ვაკოცე და საძინებელში გავედი. *** დილით ძალიან ადრე გამაღვიძა მაღვიძარამ , წყალი გადავივლე და ჩემი საყვარელი თეთრი ,წითელ ყვავილებში გაწყობილი სარაფანა გადავიცვი. თმები აბურდულად დავიწენი,რა ვქნა სხვანაირად არ გამომდის, წითელი პომადა წავისვი და სამზარეულოში ჩუმად გავედი ჩემებს ,რომ არ გაღვიძებოდათ. წერილი დავუტოვე სამზარეულოში და რძიანი ყავის დალევას შევუდექი. მალევე ტელეფონზე ტექსტური შეტყობინება მომივიდა " ჩამოდი ,ეზოში გელოდებით" . პატარა ჩანთას მოვკიდე ხელი,სარკეში ჩავიხედე და სახლი დავტოვე. ეზოში იდგა ლიკა უცხო მანქანასთან .მანქანიდან კოსტა გადმოვიდა ორივე მოვიკითხე და უკანა სავარძელზე დავჯექი ჩემს გვერდით უცხო მამაკაცი იჯდა, სახეზე დაჯდომის მერე დავაკვირდი. ჩემს გვერდით ილია ლიპარტელიანი იჯდა. შოკისგან ენა ჩამივარდა. სუნთქვა აღარ მყოფნიდა ,გაშტერებული ვუყურებდი. ისიც უცნაურად მიმზერდა. ⁃ რა გჭირს? - ჩემკენ ახლოს მოიწია, სუნთქვა ამიჩქარდა,არ ვიცი ასე რამ ამაღელვა. ცოტახანში დავწყნარდი ... ⁃ მდა... უკვე აღარაფერი ,გამიარა. ⁃ რა დაგემართა ვერ მივხდი, - აღარაფერი მითქვამს ან რას ვეტყოდი.ჩუმად ვიჯექი ჩემთვის და ხმას არ ვიღებდი, კოსტა და ლიკა რაღაცას განიხილავდნენ. ლიპარტელიანი გაშეშებული იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა. თეთრი თხელი მკლავიანი მაისური ეცვა, ერთი ღილი შეეხსნა. ტანზე ბატიბუტებივით ჰქონდა კუნთები დაყრილი, არა გატყუებთ. ვაბუქებ, ნამდვილად დაკუნთულია ,მაგრამ არა ზედმეტად. ზედმეტად მამაკაცური აღნაგობა აქვს, აი ისეთი ერთი შეხედვით რომ მოეწონება მანდილოსნებს. კიდევ უფრო მამაკაცურს ხდიდა მკაცრი სახე და შოკოლადისფერი კანი. აბა მე... ისეთი თეთრი ვარ ზოგჯერ გარეთ გასვლაც მიტყდება, ხანდახან რუჯის კრემს ვისვამ,მაგრამ გადამიყვითლებს ხოლმე მთელ სხეულს. ეჰ,რას ვიზამ ასეა როცა არ ისვენებ. რამდენჯერმე ვიყავი აუზზე ისიც მხოლოდ გასაგრილებლად. ყურსასმენები გავიკეთე და Adele-Million years ago ჩავრთე. როგორ მიყვარს ეს სიმღერა... თვალები დავხუჭე და შევეცადე ჩამძინებოდა. ⁃ მალე ჩავალთ ? - ყურსასმენი მოვიხსენი და თვალმოჭუტულმა (ჩვევა რომელიც ვერ მოვიშორე) გავხედე კოსტას. ⁃ ისე რა , - მოკლედ გამცა ჩემს გვერდით მჯარმა პასუხი. *** ულამაზეს სოფელში ამოვყავი თავი, ყველგან ხეები და მთები იყო. ამინდიც კარგი დაემთხვა. მანქანა ულამაზეს სახლთან გაჩერდა, კოსტამ დაასიგნაკა და მაშინვე გარეთ ორი მოხუცი გამოვიდა . ქალი ქოთქოთით მორბოდა, კაცი დინჯად მოაბიჯებდა. სწრაფად გააღეს კოსტამ და ილიამ მანქანის კარები და მათკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდნენ. ერთმანეთს მთელი ძალით ეხვეოდა ოთხივე და ამავდროულად იცინოდნენ . პირველად ვხედავდი ლიპოს ( მთელი ინტერნეტსივრცე ასე ეძახის ) სიცილს , ისე უხდებოდა კარგახანს მონუსხული ვუყურებდი. ლიკა უეცრად ახარხარდა. ⁃ რა გაცინებს გოგო ? -უკმაყოფილოდ ამოვიფრუტუნე. ⁃ ვიღაცას ვიღაც მოეწონა?-ისევ იცინოდა. ⁃ მოიცა,რა? ⁃ რა იყო? რა გიკვირს? მთელი გზა დებილივით რომ უყურებდი გგონია ვერ შევამჩნიე? ⁃ ნუ სულელობ ! ⁃ წამოდი გადავიდეთ თორე სირცხვილია, - ჩვენს დანახვაზე მოხუცები მალევე ჩვენკენ წამოვიდნენ. ორივეს გადაგვეხვივნენ. ⁃ მერი ბებო გაიცანი ჩემი საცოლე - ლიკა, კოსტამ ხელი გადახვია ლიკას. ⁃ სასიამოვნოა შვილო,რა ლამაზი ხარ, -სახეზე მოეფერა მერი ბებო ლიკას.რა თბილი ქალია. მერე უცნაურად დამაკვირდა მე , - ეს გოგონა ვინც მე მგონია ის არის? ⁃ ვინ გგონია ბებო? - ჩაეკითხა იქე მდგარი ილია. ⁃ ის გოგონა ამდენი წელი რომ გიყვარდა , - გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა. გამართლდა ჩემი ეჭვები . ე.ი . მართლა ყვარებია ლიპარტელიანს ის გოგონა. ⁃ არა მერი ბებო, ეს ლიკას დაქალია , - მის მაგივრად უპასუხა კოსტამ. ⁃ უი , - იმხელა ხმაძე შეჰყვირა შიშისგან შევხტი , - უკაცრავად. რა გქვია შვილო? -ნინე მესხი,სასიამოვნოა მერი ბებო , - თბილად გავუღიმე. ⁃ რა ლამაზი სახელი და გვარია, შენც ძალიან ლამაზი ხარ. ⁃ მადლობა , - ლოყები ამიწითლდა. ⁃ ოჰ , დაასვენე მერი ბავშვები .რამდენს ლაპარაკობთ ,წამოდით შვილებო გეშიებათ, - საუბარში ჩაერთო იქვე მდგარი მოხუცი. ⁃ მომიკვდეს თავი,სულ დამავიწყდა გურამ ეგ. წამოდით,წამოდით ,- ქოთქოთი მიდიოდა სახლისკენ ბებო, ჩამეღიმა, გვერდით გავიხედე .ლიპარტელიანი იდგა... მიყურებდა და ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა. სახლი ულამაზესი აღმოჩნდა,ყველაფერი ღია ფერებში იყო გადაწყვეტილი . ნამცხვრის უგემრიელესი სურნელი ტრიალებდა მთელ სახლში .მაშინ მივხვდი რომ ძალიან მომშიებოდა. ⁃ მიდი ხელი გადაიბანეთ, ილია აჩვენე სააბაზანო გოგონებს,მერე დაისვენეთ,მანამდე ყველაფერს გავაკეთებ მე. ⁃ ერთი არ ქოთქოთებდე , - ჩაიცინა გურამმა . დავიბანე თუ არა ხელები კოსტას ვკითხე სამზარეულო სად იყო,მინდოდა მერი ბებოს ოდნავ მაინც დავხმარებოდი. ⁃ მერი ბებო, რაში დაგეხმარო? - უცებ გავუშინაურდი. ⁃ არ გადამრიო ახლა,დაჯექი და დაისვენე . ყავას ან ჩაის ხომ არ დალევ? ⁃ არა,არ მინდა მადლობა. მთელი გზა ვისვენებდი რამეში დაგეხმარებით თორე ტყუილად გაჩერება არ შემიძლია ,- შემომხედა და გაიცინა. ⁃ კარგი შვილო, აგერ ჩემს ბიჭს ცხელ-ცხელი მჭადები უყვარს და თუ გეხერხება დააცხვე ,მე ხაჭაპურს მივხედავ , - ისე გამეხარდა ილიასთვის რამის გაკეთება რომ შემეძლო უცებ დავტრიალდი. მინდოდა ძალიან გემრიელი გამომსვლოდა , არ ვიცი რატომ ვფიქრობ მასზე ამდენს ,ანდაც რატომ მინდა რამით ვასიამოვნო. ჩემი თავის მიკვირს ასე არასდროს ვყოფილვარ. ტაფაზე უნდა დამეწყო მჭადები ოთახში ილია,რომ შემოვიდა . ზუსტად იმ დროს ზეთის წვეთები შემომესხა . ⁃ აჰ , -უცებ შევყვირე,საშინლად ამეწვა თითები. ილია და მერი ბებო უცებ ჩემთან გაჩნდნენ. ⁃ გეწვის? როცა არ იცი თავი უნდა დაანებო , - უკმაყოფილო სახით მიყურებდა ილია. ⁃ დაანებე ბავშვს თავი , დაჯექი შვილო მე გავაკეთებ. ⁃ არა,გამიარა უკვე. მე გავაკეთებ. ⁃ ფრხილად იყავი არ დაიწვა , - თვალი ჩამიკრა და ოთახი დატოვა ილიამ. ძალიან მეწყინა მისგან ასეთი დამოკიდებულება. საბოლოოდ უგემრიელესი მჭადები გამოვიდა სალათიც დავჭერი და სუფრის გაშლაშიც დავეხმარე ბებოს. ყველა გემრიელად ილუკმებოდა , ილიამ ჯერ ერთი მჭადი გადმოიღე , მერე მეორე და მესამე რომ უნდა აეღო ჩავიცინე და შევხედე. ⁃ რაო მოგეწონა მჭადები? ⁃ არაუშავს რა , - უხ,უტაქტო. რა მოუვიდოდა ეთქვა - ძალიან .გემრიელად მივირთვი ყველაფერი. ⁃ ჩაის ან ყავას არ დალევთ ? - იკითხა მერიმ. ⁃ ესენი მარტო რძიან ყავას სვამენ , - გაიცინა კოსტამ. ⁃ მართლა? - აყვა ყურამიც. ⁃ დიახ, სხვას არაფერს ვსვამთ , - ჩემს მაგივრად უპასუხა ლიკამ , - მერი ბებო რძიანი ყავა წამოვიღე ბლომად და შოკოლადები, წამოგყვებით სამზარეულოში. ლიკა და მერი ბებო სამზარეულოში გავიდნენ. მალევე ზარი შემოვიდა ტელეფონზე. თანამშრომელი მირეკავდა. ⁃ ხო ჯაბა, რა ხდება? ⁃ მაგდამ მუშაობას თუ აგრძელებს კითხეო და ერთ თვეში ყველაფერი მზად იყოსო. ⁃ ვაგრძელებ რა თქმა უნდა, კი იქნება ერთ თვეში. სხვები რას შვებიან? ⁃ რავი,მაგათაც უნდა დავურეკო, ისე რთული საქმე შეგხვდა. ⁃ ჰო,მაგრამ რას ვიზამ. ⁃ კარგი,წარმატებები. ⁃ მადლობა ჯაბა, კაი კარგად . ⁃ კარგად, - ტელეფონი გავთიშე და მაგიდასთან დავბრუნდი. ⁃ ხო მშვიდობაა? - ჩამეკითხა კოსტა. ⁃ კი , მშვიდობაა. ⁃ ხვალ პიკნიკზე წავიდეთ და მერე მდინარეზე , - გეგმა დააწყო ლიპომ. *** დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს, სე კარგად დიდი ხანია არ მძინევია . პირველ სართულზე ჩავედი , სააბაზანოში მოვწესრიგდი და სუფთა ჰაერზე გავედი ეზოში . იქვე ჰამაკი დავინახე და ბედნიერებისგან ერთ ადგილად შევხტი თან ვიცინოდი. გავიქეცი და უცებ ჩავწექი , უცებ ვიგრძენი რომ ვიღაცის სხეულს ვეწექი ზემოდან. თბილი სხეული ვიგრძენი.მერე ყურთან გახშირებული სუნთქვა. ფეთიანივით წამოვხტი და ბალახზე საჯდომით დავენარცხე. -აუ, მტკივა , -უცებ წამოვიყვირე. საშინლად მტკიოდა საჯდომი,ისე ლამის ცრემლები წამომივიდა. ნაცნობი სიცილის ხმა გავიგე. თავი ზემოთ ავწიე და ლიპარტელიანის ყავისფერ თვალებს გადავაწყდი. ო... არა... ჯანდაბა , ე.ი. მას დავახტი მთელი ძალით ტანზე .სირცხვილისვან თვალები მოვაშორე. არა რას მივრბოდი ქაჯივით ,დავკვირვებოდი ნორმალურად ჰამაკს,მაგრამ რა ჩემი ბრალი იყო მზე ისე ანათებდა არაფერი ჩანდა. ილია სიცილს არ წყვეტდა,ქვედა ტუჩს კბილები ჩავასვე. - კიდევ დიდხანს უნდა დამცინო? - ფეხზე ძლივს წამოვდექი,საჯდომი ტკივილისგან მეწვოდა,მაგრამ როგორ შევიმჩნევდი. - ისე მძიმე ყოფილხარ. - მოიცა რა? სულაც არ ვარ დიდი. 54 კილო ვარ,სიმაღლეც ნორმალური მაქვს, - ვერ ვხვდები რატომ ვუხსნიდი რამეს. - ოჰ,რას ვარდები, -უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა და გვერდი ჩამიარა. ფუ,უტაქტო ,როგორ მექცევა. მოიცადე ილია ლიპარტელიანო , შენ განახებ ავარდნა როგორი უნდა. თან იმაზე ვფიქრობდი რომ მასზე ბევრი რამ შემეტყო რაც სტატიისთვის გამომადგებოდა. *** პატარა ჩანთაში ჩავაწყეთ საჭმელები და გზას გავუდექით. ლიკა და კოსტა ხელგადახვეულები მიდიოდნენ ,მათ წინ სწრაფი ნაბიჯებით ილია მიდიოდა. მე კი ყველაზე ბოლოს ვიყავი,ულამაზესი სოფელი აღმოჩნდა ,ყოველ დეტალს ვაკვირდებოდი. - მალე მივალთ? - ხმამაღლა ვიკითხე. - ხუთი წუთის გზა დაგვრჩა ,- მიპასუხა ლიპომ. გამეხარდა მის ხმაში აგდებული ტონი ოდნავ მაინც რომ არ იგრძნობოდა. და მართლაც ზუსტად ხუთ წუთში ულამაზეს ადგილას ამოვყავით თავი. გადასაფარებელი ბალახს გადავაფარეთ და ჩრდილში დავსხედით. მე და ლიკამ მალევე გავშალეთ სუფრა . ბიჭებმა მწვადების კეთება დაიწყეს. მალევე საოცარი სურნელი დატრიალდა. ერთი სული მქონდა მწვადით პირს როდის ჩავიტკბარუნებდი. ლიკა და მე ბიჭებისგან მოშორებით ვიდექით. - რა გემართება გოგონი? - რას გულისხმობ ლიკა? - გგონია ვერ ვამჩნევ როგორ უყურებ ილიას? - ნუ ჩერჩეტობ რა, -ხელი ავიქნიე, არ მინდოდა მასაც შეემჩნია ჩემი ინტერესი ილიას მიმართ. - აი ვერ ვხვდები რა გაქვს დასამალი. პროსტა არ იფიქრო ამ ბიჭზე , მგონი ვიღაც უყვარს, - რაღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა " ძალიან უყვარს" ,რომ გავიგე. - არც ვფიქრობ. - რაზე საბრობთ გოგოებო ? - დაიძახა კოსტამ. - შენთვის საინტერესო არაფერზე , - ჩაიცინა ლიკამ. მე ბიჭებისკენ წავედი . - მალე იქნება ? - კი ნინე, -პირველად მომმართავდა ილია სახელით. გემრიელად ვილუკმებოდით .ილია ჩემს წინ იჯდა. - სიმღერა ,რომ ჩავრთო ხომ არ შეგაწუხებთ ? - არ შეგვაწუხებს , - ერთად მიპასუხა ყველამ. Jay Jay Johanson - far away ჩავრთე და მინდორზე წამოვწექი. ძალიან მშვიდად ვგრძნობდი თავს . სიმღერა ,რომ დასრულდა ყველამ მე მომბაძა და ბალახზე წამოწვა. - ვისი სიმღერაა ნინე? - ჩამეკითხა ილია. - Jay Jay Johanson - ის ,მოგეწონა? - შევეცადე გულგრილად მეკითხა. - ძალიან ,აუცილებლად ჩავწერ მაგ სიმღერას ფლეილისთში. - ჰო ,ჩემი გოგო ძალიან გემოვნებიანია , - გაიცინა ნატამ. - გეთანხმები , - ძალიან მესიამოვნა ის ფაქტი ,რომ გემოვნებიან ადამიანად მივაჩნდი ილიას. - გია ყანჩელის მუსიკა არ გაქვს რამე? - მკითხა ილიამ. - კი,კი . როგორ არა, მაინც რომელი გინდა? - გამეხარდა ყანჩელს რომ უსმენდა. - როცა აყვავდა ნუში გაქვს? მოუხდება ამ სიტუაციას. - კი , მაქვს. მოიცა დავძებნი და ჩავრთავ ,- და მართლაც საოცარი ატმოფერო შეიქმნა, ყველა ჩუმად ვუსმენდით ყანჩელს. თავში ათასი აზრი მიტრიალებდა... ვფიქრობდი დილით მიმხდარზე და იმაზე როგორ ამეგდო ილია. ნახევარი საათი გავჩერდით და მდინარისკენ მიმავალ გზას დავუყევით , ბევრი ადამიანი ირეოდა . ილიას დანახვაზე აყაყანებული საზოგადოება წამსვე გაჩუმდა. სათითაოდ ამოდიოდნენ წყლიდან და მოწიწებით ესალმებოდნენ მას. ეტყობოდათ ძალიან დიდი რიდი რომ ჰქონდათ მის მიმართ. მერე მაღალი და გამხდარი ბიჭი გაკრეჭილი ამოვიდა წყლიდან და ბედნიერი მოაბიჯებდა. - ჩემპიონი ჩამოსულა,როგორ ხარ ძმაო? - ერთმანეთს გადაეხვიენ. - ჩემპიონი წარსულში ვიყავი, - ხმაში სევდა შეერია, - კარგად შენ როგორ ხარ? - შენ სულ ჩვენი ჩემპიონი იქნები, მაგრად ძმა , - მერე კოსტა მოიკითხა . - ეს ლიკაა ,კოსტას საცოლე , - კოსტას გვერდით მდგარ ლიკაზე მიუთითა ,- ლიკა ეს ავთოა , ჩვენი მეგობარი. - სასიამოვნოა ავთო . - ჩემთვისაც ლიკა , -ხელი ჩამოართვა ლიკას. - ჰო, ეს კი ,- ჩემსკენ მიუთითა ავთოს - ნინეა. ლიკას მეგობარი. ჩვენც სასიამოვნოათქო ვთქვით. მინდოდა ცოტახნით მაინც გადამეყვანა ჭკუიდან ილია და მაგრად დამეიგნორებინა. ისე ვიქცეოდი თითქოს ერთმანეთთან რამე გვაკავშირებდა. მდინარეში გოგოები შორტებით და მაისურებით ბანაობდნენ, სარაფანა გადავიძვრე და შევეცადე ისე გამევლო მისი ყურადღება რომ მიმექცია,ნამდვილად არ ვიცი გამომივიდა თუ არა ,მაგრამ წყალში მყოფი ბიჭების უმეტესობა მე მიყურებდა რაც სულ არ გამხარებია. ნელა შევედი წყალში , საკმაოდ თბილი აღმოჩნდა წყალი, მუცლამდე რომ მომწვდა წყალში ჩავყვინთე და ისე გავცურე. ცურვა მამამ მასწავლა ბავშვობაში . ამასობაში ლიკაც შემომიერთდა კოსტასთან ერთად. ლიკა ახლოს მოიწია და ყურში მიჩურჩულა. - რა იყო რას გადარიე ის ბიჭები , - გაიცინა და მეც ამიყოლია სიცილში. - ახლა რომ გკითხოთ რაზე იცინით ისევ იმას მეტყვით შენ არ გეხებაო? - უკმაყოფილობისგან ტუჩი ზემოთ აწია კოსტამ , ამაზე ისევ ჩაგვეცინა . მერე ნაპირისკენ გავიხედე ილია ვიღაც გოგოსთან ერთად შემოდიოდა . უკმაყოფილობისგან დავიჭყანე. წყალზე ტივტივი დავიწყე , მზის სხივებზე ვიღაცის ჩრდილი დამეფარა, გავსწორდი და უცხო ბიჭს ავხედე. - აქ პირველად გხედავ , - მომიგო უცნობმა. - იმიტომ რომ პირველად ვარ , - ზედმეტად ცივად ვუპასუხე. - მე გიორგი მქვია ,- უაზროდ გაიკრიჭა, ისე იქცეოდა თითქოს ვერ ჰხვდებოდა მასთან საუბარი ,რომ არ მსურდა. - მგონი არავის უკითხავს , - ცურვა განვაგრძე. ცოტახანში ნაპირზე ავედი . ჩანთიდან შარფი ამოვაძვრინე, ქვიშაზე დავაფინე და გასარუად დავწექი. მალევე კოსტა ,ლიკა და ილია შემომიერთდნენ . ცოტახანს ჩუმად ვიყავით. - ისე მშობლებს ზრდილობა არ უსწავლიათ ? -იკითხა ილიამ. - ვის ეუბენები? - ჰკითხა კოსტამ. - ნინეს,სხვას ვის ვეტყვი. - რას გულისხმობ? - გაკვირვებულმა შევხედე. - ადამიანს შენი გაცნობა უნდოდა და ზედმეტად უხეშად ესაუბრე ,- ტონზე უკმაყოფილობა იგრძნობოდა ,მაგრამ რატომღაც თვალებით იცინოდა. - არაა შენი საქმე , - ისე ვუთხარი თითქოს სულ არ მაინტერესებდა რას იტყოდა ან იფიქრებდა. ასე ჯობს,ახლა იგრძნოს როგორია "ფეხზე " სიარული. კარგახანს მზეს ვეფიცხებოდი კანი ,რომ ამეწვა ისევ წყალში შევედი, ცოტახანს ვიცურავე ... და ისევ ვიღაც ავიკიდე . ოხ,ჯანდაბა. რა ჭირად ჩავიცვი ასეთი საცურაო კოსტუმი. - გამარჯობა გოგონი , რა გქვია? - ოხ,როგორ ვერ ვიტან ხამ ბიჭებს, ასე დებილივით რომ არ მონშტერებოდა ვუპასუხებდი კიდეც. გვერდი ავუარე და წყლიდან ამოვედი, ის ბიჭი კი ისევ იმ ადგილას იყო და მიყურებდა. ცოტახანი არ დავწოლილვარ შარფზე ,რომ არ დამესველებინა. როცა ოდნავ გავშრი მაშინვე დავწექი. ვერც კი მივხვდი ისე ავლაპარაკდი. - უიმე,რა ხამივით მიყურებდა , - ამოვიფრუტუნე ჩემთვის. - რამე მითხარი? - მკითხა ლიკამ. - არა, რას გეტყოდი. ლიკა იქით ბიჭები რომ თამაშობენ, -ხელით ფრენბურთზე მოთამაშეებისკენ მივუთითე , - არ წამოხვალ? იქნებ გვათამაშონ. - აუ კი, წამო რა ხანია არ მითამაშია , -კოსტას ლოყაზე აკოცა და ფეხზე წამოდგა, მეც მას მივბაძე და ბიჭებისკენ წავედით. - გამარჯობა, ბიჭებო ვერ გვათამაშებთ? - გამეხარდა ხამებივით რომ არ დაგვაკვირდნენ. ორივე გადავნაწილდით და თამაშს შევუდექით. სკოლაში ვთამაშობდი ფრენბურთს,თანაც ისე რომ რამდენიმე შეჯიბრზეც ავურჩევივარ სკოლას. ჩემმა გუნდმა გაიმარჯვა. - ვა, რა კარგად თამაშობ ნინე , - მითხრა "თანაგუნდელმა" . - მადლობა, დიდი ხანია არ მითამაშია, კაი კარგად ბიჭებო ,- ბიჭებს დავემშვიდობეთ . ჩვენს ადგილზე დავბრუნდით თუ არა, კოსტამ მაშინვე ის თქვა თქვენ რა მაგრები ყოფილხართო. რაზეც ლიკა გააბრაზა. - კოსტა, ნუ თუ აქამდე არ იცი მაგრები რომ ვართ? , - ლიკას ბავშვობაზე ჩამეღიმა. - ერთი ტყუილად არ მებუტებოდე რა, აქამდეც ვიცოდი მაგრები რომ იყავით ,მაგრამ ის არ ვიცოდი ასე კარგად თუ თამაშობდით ფრენბურთს,განსაკუთრებით ნინე. - ჰო ,ნინე ძაან მაგარად თამაშობდა სკოლაში, სკოლის გუნდშიც ხშირად გაუმარჯვია. - ჰო, ძალიან მიყვარს ეს სპორტი , - გავუღიმე კოსტას. ილია რაღაცნაირად მოიღუშა სპორტის ხსენებაზე. - შენ ის მითხარი რომელი სპორტი არ გიყვარს , - ჩაიცინა ლიკამ ,- რაგბის და ჭიდაობის გარდა ყველგან იარა მგონი. და ალბათ ეს სიტყვები გახდა იმის მიზეზი სწრაფი ნაბიჯით რომ დაგვტოვა ილიამ. - რა დაემართა ?- იკითხა ლიკამ. - არ ვიცი ,- ამოილაპარაკა კოსტამ. მაგრამ მე მაშინვე მივხვდი რაც დაემართა. მას დღემდე მოუშუშებელ ტკივილად ჰქონდა ქცეული მისი განვლილი ცხოვრების მიზანი - ჭიდაობა. გარშემო მყოფები კი თითქოს საერთოდ ვერ ამჩნევდნენ , გულს როგორ ტკენდნენ თუნდაც ერთი ჩვეულებრივი სიტყვით. *** სახლში ოთხის საათისთვის დავბრუნდით. მივედი თუ არა გურამს და მერი ბებოს ბოდიში მოვუხადე და დასასვენებლად ავედი ოთახში, ლიკას დავუბარე ნახევარ საათში გავეღვიძებინე. დავწექი თუ არა საწოლზე მაშინვე ჩამეძინა. არ ვიცი რამდენხანს მეძინა ,კარზე კაკუნმა გამომაფხიზლა. - შემოდი ,- საწოლზე წამოვჯექი და თვალების სრესა დავიწყე, ბოლომდე ვერ გამოვფხიზლებულიყავი. - უი , არ ვიცოდი თუ გეძინა , - ილიას ხმა როგორც კი გავიგე ადგილზე შევხტი,რატომღაც ლიკას ველოდი. ო , არა , წარმომიდგენია ახლა რას ვგავარ,თმაზე ხელი ჩამოვისვი,ისე იყო აფუებული ვინმეს ეგონებოდა ბალიში ამიფეთქდა. - აბუქებ,მასე ცუდადაც არ გამოიყურები. - გადი სასწრაფოდ ! - გაბრაზებულმა ვუთხარი, რას ნიშნავდა "მასე ცუდადაც არ გამოიყურები" , უტაქტო . ე.ი. ფიქრობს რომ ცუდად გამოვიყურები... განა მე არ ვიცოდი ცუდად რომ გამოვიყურებოდი,უბრალოდ მისგან ამის მოსმენა არ მომეწონა. ავდექი და სარკეში ჩავიხედე, ფერი მომკიდებოდა თამაც ძალიან შესამჩნევად . მოიცა ბატონო ილია, შენ გაჩვენებ გაგიჟება როგორი უნდა. თმები კარგად ჩამოვივარცხნე და ნორმალური ფორმა მივეცი, საკმაოდ მოკლე კაბა გადავიცვი და მზად ვიყავი. მისაღებიდან ხმები გამოდიოდა მეც იქით წავედი. ყველას გავუღიმე და დივანზე დავჯექი. - ჩვენ გოგონას გაუღვიძია , კარგად გეძინა შვილო? - ძალიან მერი ბებო. - გემრიელობები გავაკეთე და აქ მოვიტან. - წამოვალ, დაგეხმარებით , - ფეხზე ავდექი და მერი ბებოს გავყევი. მისაღებში სუფრა გავშალე, მერი ნამცხვარს ჭრიდა. - შვილო,შეყვარებული არ გყავს? - ეშმაკურად ჩაიცია. - არა ,არც მყოლია. - ძალიან კარგი. - უკაცრავად რა მითხარი მერი ბებო , ვერ გავიგე. - არაფერი შვილო,წამოდი გავიდეთ. ლიკას გვერდით ვჯდებოდი. - არა შვილო მაქეთ არ დაჯდე ,აგერ ჩემ ბიჭს მიუჯექი, - ეშმაკურად იცინოდა,მეც არ გამიპროტესტებია და ილიას გვერდით დავჯექი. ჩემს წინ ხაჭაპური იდო უნდა ამეღო იმ დროს ილიამაც აღება რომ დააპირა. - მიდი აიღე , - მეც ყველაზე დიდ ნაჭერს დავტაცე ხელი და გემრიელად ჩავკბიჩე . სახეზე კი დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი. - ნინე რამდენის წლის ხარ? - მკითხა გურამმა. - ოცდაორის ვარ. - უჰ, პატარა ყოფილხარ , - გაიცინა მერიმ , - სწავლობ უნივერტეტში? - არა , დავამთავრე . ვმუშაობ უკვე . - ყოჩაღი გოგო ხარ. - მადლობა მერი ბებო. ლიკა ნამცხვარი მომაწოდე რა. ლიკას მაგივრად ილიამ მომაწოდა. გავუღიმე და თავი დავუკარი,მანაც გამიღიმა. ცოტახანში მაგიდის ალაგებას შევუდექით, ილია თვალს არ მაშორებდა,არც იმის დამალვას ცდილობდა რო მიყურებდა. სხვა თუ უყვარს მე რას მაშტერდები შე კაცო. არა ,განა არ მსიამოვნებს... საღამოს ყველა ტელევიზორთან ისხდა და რაღაც გადაცემას უყურებდნენ, მე ჰაერზე გავედი. თანაც ვიფიქრე ჰამაკში ჩავწვებითქო,კარგად მოვკალათდი და Lady Gaga - Dope ვუსმენდი ყურსასმენებით. მოკლე კაბა ზემოთ კიდევ უფრო აიწია ,მაგრამ ამ სიბნელეში ვინ დამინახავდა თანაც ყველა სახლში იყო. ცოტახანში მკლავზე შეხება ვიგრძენი. შიშისგან შევხტი და ლამის ისევ გადმოვარდი ჰამაკიდან , რომ არა ძლიერი ხელები იგივე განმეორდებოდა. - მერამდენედ უნდა გადმოვარდე ჰამაკიდან? - მომეჩვენა ან მართლაც მზრუნველი ტონი იგრძნობოდა ილიას ხმიდან . - რა ვქნა შემეშინდა , - ჩემს ნათქვამზე ჩაეღიმა. - შეიძლება მეც ჩავწვე? - კი , რა თქმა უნდა . დიდია ორივე ჩავეტევით. გვერდით მომიწვა , სასიამოვნო სურნელი ასდიოდა. სხეული ისევ ძალიან თბილი ჰქონდა. ვუსმენდი სიმღერას და ილიას გვერდით ძალიან მშვიდად ვგრძნობდი თავს. ერთი წუთით ყველაფერი დამავიწყდა ისიც კი რომ ჩემს გვერდით იწვა მამაკაცი ,რომელზეც სტატია მქონდა დასაწერი. - მომასმენინებ მეც? - ისე მკითხა სიმშვიდე არც დაურღვევია. მეც ერთი ცალი ყურსასმენი მივაწოდე, მისი უზარმაზარი თითები ჩემს გაჩხინკულ თითებს შეეხო. - რა სასიამოვნო გარემოა ,- მითხრა მან. - ჰო , ძალიან ,- არ ვიცი რატომ მაგრამ ხმა ჩამხრიწიანებოდა,- აქ ყველა გაფასებს ,-მინდოდა ნორმალურად აგვწყობოდა დიალოგი. - ჰო ,ტყუილად გადაჭარბებულად თან. - რატომ? - ვერ გავიგე რას გულისმობდა. - არ ვიმსახურებ ,ადრე სპორტსმენი ვიყავი,ხშირად ვიღებდი მედლებს მერე ავარიაში მოვყევი , ვიღაც ნასვამი ქალი დამეჯახა. მას შემდეგ წერტილი დაესვა ჩემს კარიერას. გამეხარდა ყველაფერი რომ მომიყვა განა იმიტომ რომ სტატიისთვის გამომადგებოდა ,არა... იმიტომ რომ მისთვის რაღაცას წარმოვადგენდი. - რა სპორტს მიყვებოდი? - ვცდილობდი ისე მივქცეულიყავი თითქოს არაფერი ვიცოდი. - ჭიდაობას, ბავშვობიდან დავდიოდი. მამამ შემიყვანა გასახდომად .იმდენად არასპორტული და დონდლო ვიყავი ვერავინ იფიქრებდა სპორტში რამეს თუ მივაღწევდი. - ჰაჰა, მოიცა შენ დონდლო? - გულიანად ვიცინოდი. - გიხდება სიცილი, მართლა ძალიან დიდი ვიყავი , - ისიც ამყვა სიცილში . *** სახლის აივნიდან მერი ბებო იყურებოდა და ეშმაკურად უციმციმებდა თვალები ჰამაკში მყოფი ადამიანების ყურებისას. *** დილით ადრე ავდექი , თხელი სარაფანა გადავიცვი და პირველ სართულზე ჩავედი. სამწუხაროდ ამ სახლში ბოლო დღეა, საღამოს მივდივართ. მინდა მერის და გურამს რამით მადლობა გადავუხადო,ხელ-პირი დავიბანე და სახლის დალაგებას შევუდექი. უხმაუროდ გავაკეთე ყველაფერი, ჯერ ისევ ძალიან ადრე იყო. მერე სამზარეულოში გავედი და ფიქრი დავიწყე თუ რა გემრიელობა გამეკეთებინა. მერე გამახსენდა დედას რეცეპტით შოკოლოდის ტორტი . კიდევ რამდენიმე სხვადასხვა სახის პიცას გავაკეთებ. მაღაზიაში გავედი არ მინდოდა მათი საკვები დამეხარჯა. ჩემდა საბედნიეროდ სახლის გვერდით 24 საათიანი მარკეტია. ყველა საჭირო პროდუქტი ვიყიდე და სახლში დატვირთული წავედი. ჯერ პიცის ცომი მოვზილე , მერე ტორტის კეთებას შევუდექი.შევდე თუ არა ღუმელში ფორმა ,მაშინვე ყველანაირი ბუსტნეულის დაჭრა დავიწყე რაც ჭირდებოდა და ძეხვიც თხლად დავჭერი .ყველი კი გავხეხე. სულ სამი პიცა გამოვაცხვე.ერთი ბოსტეულის და ძეხვის, ერთი სოკოსი და ერთიც ლორის. ამასობაში ოთახში მერი ბებო შემოვიდა. ⁃ უჰ, რა სურნელია, რა სურნელი. რა გააკეთე შვილო ასეთი გემრიალობა? -ახლოს მოვიდა და ლოყაზე მაკოცა,რა თბილი ქალია. ⁃ შოკოლადის ტორტს ახლა დავასრულებ. ზედ უნდა გადავასხა შოკოლადის მინანქარი და კიდევ სამი სხვადაეხვა სახეობის პიცა გავაკეთე , - თბილად გავუღიმე. ⁃ შენ რა ყოჩაღი გოგო ხარ! მაგრამ არ დაიღალე? როგორ შეწუხდი ჩვენს გამო . ⁃ არა პირიქით ყველაფერი გულით გავაკეთე, მინდა რამით ცოტა მაინც გასიამოვნოთ. ⁃ მადლობა შვილო, რა ბედნიერია ის ოჯახი ვისთანაც შენ შეხვალ ,- მის ნათქვამზე გამეცინა . ტორტს შოკოლადის მინანქარი დავასხი და სამზარეულოს მილაგებს შევუდექი. ⁃ დაჯექი ახლა, მე გავაგრძელებ, - აღარ შევწინააღმდეგებივარ . დაღლილობას ვგრძნობდი მაგრამ ღირდა როცა მერის თვალებში სიხარული ამოვიკითხე. მალევე ოთახში ილია შემოვიდა მაიკა არ ეცვა. ვაი გული... ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. რას მიკეთებს ეს კაცი. ⁃ უჰ რა სურნელია, ამის კეთება როდისღა მოასწარი ბებო? - ლოყაზე აკოცა ილიამ მერის და სკამზე ჩამოჯდა. ⁃ არც მომისწრია, - ეშმაკურად ჩაიღიმა მერიმ. ⁃ ვერ გავიგე. ⁃ მე არაფერი გამიკეთებია, ყველაფერი ნინემ გააკეთა სახლიც დაალაგა და უამრავი გემრიელობა გაგვიკეთა. უცნაურად შემომხედა ილიამ, თითქოს ვერ იჯერებდა ჩემი გაკეთებული რომ იყო . ⁃ ყოჩაღ ნინე,მადლობა , - ბოლოს ძლივს მოიფიქრა პასუხის გაცემა. ⁃ მადლობა, - მეც გავუღიმე . მალევე სახლი ახმაურდა , ყველას ეღვიძა. სუფრაც გავშალეთ . ⁃ მოდით ვისაუზმოთ , - დაიძახა მერიმ. ⁃ უჰ რა მაგარი რაღაცებია, - ტუჩებმოკვნეტილმა კოსტამ ჩაილაპარაკა და დამჯდარი არ იყოს პიცის ნაჭერს რომ დაწვდა ,- უჰ რა კარგია. ⁃ ყველაფერი ნინემ გააკეთა, - ყველა გაოცებული მომაშტერდა ილიას და მერის გარდა. ⁃ რა იყოთ რა გიკვირთ , - ჩემს მაგივრად თქვა მერიმ , - სადმე გასვლას არ აპირენთ? ⁃ აუ მდინარეზე წავიდეთ რა, - აწუწუნდა ლიკა. ⁃ წავიდეთ რა პრობლემაა,- გაუღიმა კოსტამ და ლოყაზე აკოცა. ⁃ რა კარგია, ასე ნახევარ საათში გავიდეთ , - თქვა ლიკამ. მალევე მოვწესრიგდით, კვლავ ვარდისფერი საცურაო კოსტუმი ჩავიცვი(მეტი არ მქონდა წამოღებული) , თეთრი ბრეტელებიანი მაისური და მოკლე ჯინსის შორტი ამოვიცვი. პირველ სართულზე ჩავედი , ჯერ-ჯერობით მხოლოდ ილია იყო მზად. ⁃ აღარ გავდივართ? - გვერდით ამომიდგა და ისე მკითხა. ⁃ აბა მე რა ვიცი, ლიკა ზედმეტად ზანტია დააგვიანდება,-გავიცინე. ⁃ კოსტაც მასეთია, სად იპოვეს ერთმანეთი , - გაიღიმა ილიამ. ⁃ ძალიან კარგი წყვილია, ხილს და წყალს ჩავაწყობ ჩანთაში მანამდე ისინიც ჩამოვლენ. ვაშლი,ატამი და ქლიავი ჩავაწყვე პარკში. ერთი გაყინული ბოთლი და ერთიც გაუყინავი ჩავდე და მისაღებში გავედი სადაც ილია დავტოვე. კოსტა და ლიკაც იქ დამხვდნენ. ⁃ წავედით ? ⁃ კი, - გვერდით დამიდგა ილია და ჩანთა გამომართვა რომელიც ჩემთვის საკმაოდ მძიმე იყო. მადლიერმა თბილად გავუღიმე. მანქანით წავედით მდინარეზე და ძალიან მალე მივედით. ისევ ბევრი ადამიანი ირეოდა.თითქმის ყველა ჩვენ გვიყურებდა და გუშინდელივით ყველა რიდით ესალმებოდა ილიას. მაისური და შორტი გავიხადე და წყალში შევედი,ამჯერად სულ არ მიცდია გამომწვევი მიხრა-მოხრით გამეარა,მაგრამ რატომღაც მაინც უმეტესობა მე მაკვირდებოდა. რა უბედურებაა , თან მიკვირს მათი ასეთი ყურადღება რით დავიმსახურე... სამივე შემომიერთდა და ერთად დავიწყეთ ცურვა. ცოტახანში დაღლილები ნაპირზე ავედით, გასარუჯად ისევ შარფზე წამოვწექი. რა კარგია ასე ადვილად რომ მეკიდება ფერი, მეშველა სულაც აღარ ვარ ფითქინა ... გვერდით გავიხედე ,ილია იწვა. ⁃ ისე ამ სოფელში მართლაც ყველაფერს გადაჭარბებულად აღიქვამენ მგონი. ⁃ რას გულისხმობ? ,- თვალებმოჭუტულმა გამომხედა. ⁃ მეორე დღეა თვალი არ მოუშორებიათც , რანაირდ მაშტერდებიან. ⁃ და მერე გადამეტებული რა არის? არასწორად ფიქრობ შენზე. ოპ,ოპ... ანუ იმის თქმა უნდა რომ ... რომ რავიცი, აშკარად კარგი რამ უგულისხმა. დიდხანს ვიწექით და ვირუჯებოდით . შუადღისკენ მზემ ზედმეტად რომ დააჭირა ტანსაცმელები ჩავიცვით. ერთადერთი ილია იყო იმავე ფორმით. შორტი ეცვა მხოლოდ და ხელში სათამაშო გველი ეკავა. ლიკამ და კოსტამ ფოტოს გადაღება მთხოვეს,უამრავი ფოტო გადავუღე ,მაგრამ ლიკუნა ყველას იწუნებდა. ⁃ კარგი რა ლიკუ, ივარგებს რომელიმე ,მეასე ფოტოა მგონი, - გაიცინა კოსტამ. ⁃ კარგი ხო, ილია მიდი ნინეს გვერდით ამოუდექი სამახსოვრო ფოტოს გადაგიღებთ. ილია გვერდით ამომიდგა , არანაირი ემოცია ეტყობოდა სახეზე, უაზროდ უყურებდა კამერას. ⁃ ოპ,ოპ , მასე ვერანაირ ფოტოს ვერ გადაგიღებთ. ერთმანეთს მიუახლოვდით და ნორმალური სახეები მიიღეთ, - ეშმაკურად იღიმოდა ლიკა. ⁃ ლიკა ეს ვაშლი გამომართვი,ამით რა ფოტო უნდა გადავიღო? ⁃ არა,გეკავოს. სახესთან ახლოს მიიტანე ეგ,- ფოტოებს გვიღებდა და თან გაყვიროდა , - ილია ნორმალური სახე მიიღე. მალევე მოვშორდი ვეღარ ვუძლებდი მის სიახლოვეს, იმდენად ახლოს იყო შეიძლება გავგიჟებულიყავი თანაც ნახევრად შიშველი მედგა . ⁃ კარგი აღარ გვინდა მეტი ფოტო. ⁃ ყველა კარგი გამოვიდა , - გაიცინა ლიკამ, ზუსტად ვიცოდი ყველა ფოტო კარგი რომ გამოვიდოდა. პროფესიონალურად იღებს . *** ⁃ ლიკუნა რა გჭირს დღეს? რა ფოტოების გადაღება მოიდომე? ⁃ ოჰ,მოიცა რა. სხვანაირად გიყურებს ვაჟბატონი. ⁃ საიდან მოიტანე? შენ არ თქვი მის მიმართ რამე იმედი არ დაამყაროო? ⁃ კი ვთქვი ,მაგრამ ნუ თუ ვერ ატყობ როგორ გიყურებს. ⁃ ვაიმე, ნუ აჩერჩეტდი ამხელა ქალი, -თავში ხელი წამოვარტყი. ⁃ ვაიმე,- შეკივლა, - ფუ რა ცხოველი ხარ გოგო. რა გიკვირს ის გამაგებინა რომ მოსწონხარ ანგელოზივით გოგო ხარ. ⁃ კაი წამო მერი ბებო გვეძახის.ჩანთაც ჩამოიტანე გავდივართ მალე. ... მოვიწყინე,ეს სამი დღე იმაზე კარგი აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი. რა კარგი იქნებოდა კიდევ რამდენიმე დღით ,რომ ვჩერდებოდეთ. ძალიან მივეჩვიე ყველას. დიდხანს ვეხუტებოდით მე და ლიკა მერი ბებოს. ⁃ კარგად ბრძანდებოდეთ ბოლოჯერ გადავკოცნე მერი და გურამი. ⁃ ჩამოგვიარეთ ხოლმე შვილებო. მანქანაში ჩავჯექით , საჭესთან კოსტა იჯდა. ჩემს გვერდით ილია დაჯდა, ლიკა უკან ჯდომის დროს სულ ცუდად ხდებოდა. სიჩუმე იყო ჩამოწოლილი მანქანაში არც ერთი ხმას არ ვიღებდით, ერთად გატარებული სამი დღე არ გვემეტებოდა. თბილისში დაბრუნებისთანავე უაზრო და ერთფეროვანი გახდება ჩემი ცხოვრება. ნეტავ ილიაზე დასაწერი არ მქონდეს,უარს ვიტყოდი მაგრამ მერე ვინღა გადაიხდის ბანკის ფულს. რა მინდოდა რისთვის წამოვიწყე ჩემი ბიზნესი წლების წინ. მეორადების პატარა მაღაზია მქონდა, რომ არ მოეპარათ საქონელი ვალებში არ გადავვარდებოდი. რამდენიმე ათასი ლარი მაქვს გადასახადი, ყოველ თვე შემაქვს ფული ბანკში . სხვაგან დავიწყებდი მუშაობას მაგრამ არსადაა ნორმალური შემოსავალი. ვიცი სტატიას ილიაზე თუ გამოვაქვეყნებ არასდროს მაპატიებს. ისიც ვიცი თბილისში დაბრუნებულს მასთან შეხება რომ არ მექნება ,მაგრამ მაინც ვდარდობ იმაზე ,რომ შეიძლება შემიძულოს. ნეტავ ახლა ისევ ცხოველებზე მეწერა სტატიები. დაბალ ხმაზე ვუსმენდით სიმღერებს. რამდენიმე საათში ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას დავუბრუნდით. თბილად დამემშვიდობა ყველა,ახლაც ვგრძნობდი ილიას კოცნის კვალს ჩემს ლოყაზე. -დე,მაა , მოვედი, - ყვირილით შევედი სახლში. მაშინვე ჩემს გვერდით გაჩნდნენ ჩემი მშობლები. -მამას გოგო, - ლოყაზე მაკოცა მამამ. ⁃ დაიღალე დედი? ⁃ არა ,დე საერთოდ. მომენატრეთ ძალიან. ⁃ ჩვენც ძალიან,ისეთი ჩუმი იყო სახლი ეს დღეები ლამის ჩამოგაკითხეთ ,- გაიცინა დედამ, - წამოდით სამზარეულოში რძიან ყავას გავაკეთებ და ტორტი მივაყოლოთ. საღამოს წყალი გადავივლე და საწოლში დავწექი,თურმე როგორ მომნატრებია ჩემი საძინებელი. ძილი მინდოდა,მაგრამ ვერაფრით მოვისვენე. ინსტაგრამზე შევედი , ლიკას შეტყობინება დამხვდა. Likunaa - ჩემ ლოგინს და პაროლს მოგწერ ფეისბუქის შედი და ნახე რა ამბებია. მე - რამე სერიოზულია? Likunaa - არ გაგეუქმებინა ფეისბუქი სამუდამოდ და ნახავდი. ლიკას ფეისბუქზე შევედი, ნეტავ არ შევსულიყავი, ყოველი მეორე ფოტო ჩემი და ილიასი იყო. ლიკუნას დაედო ილიას კედელზე ჩვენი ფოტო ,უამრავი ლაიქი და კომენტარი ჰქონდა. 50 გაუხსნელი შეტყობინება ჰქონდა მოსული , უმეტესად იმას ეკითხებოდნენ მე ვინ ვიყავი. სრული შოკი მაშინ მივიღე სტატია რომ ამომიგდო - "ჩემპიონი და გოგონა,რომელიც წლებია უყვარს" ...  მთელი ღამე სტატიაზე ვმუშაობდი , დრო აღარ მქონდა დასაკარგი. ისეთი რაღაცები ვიცოდი ილიაზე რაც არცერთ ჟურნალისტს ცოდნია მასზე. მთელი გულით ვწერდი, მაგრამ ვცდილობდი ილიასადმი უზარმაზარი პატივისცემა და უხილავი გრძნობა შესამჩნევი არ გამხდარიყო. არაფერ ახალს დავწერდი რომ არა უფროსის მოთხოვნა სიახლეები შემეტყობინა ხალხისთვის. ჰო და მეც ცოტ-ცოტა ახალი ამბები შევმატე. ღამის ოთხი საათი იყო როცა ჩამეძინა. დილით დედას რომ არ გავეღვიძებინე ალბათ კიდევ დიდხანს მეძინებოდა. თვალებს ნორმალურად ვერ ვახელდი. ხალათი მოვიცვი და სააბაზანოში შევედი.თვალები სულ ამომწითლებოდა, წყალი გადავივლე მალევე გამოვფხიზლდი. სამზარეულოში გავედი და რძიანი ყავა გავიკეთე,ოთახში დედა შემოვიდა . ⁃ პირველი ხდება უკვე, მე რომ არ გამეღვიძებინა ისევ გეძინებოდა. ⁃ გვიანობამდე ვმუშაობდი. ⁃ ვის გაუგია ეგრე მუშაობა, რა სტატიას წერდი ასეთს. ⁃ იმ სპორტსმენზე ვწერდი, - მეუცხოვა ჩემგან ილიაზე ისე ლაპარაკი თითქოს არაფერს წარმოადგენდა. ⁃ ეჰ დედა, არ მომწონს მის პირადში ,რომ ერევი. ⁃ არც მე დე,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს გაიგე. ⁃ ვიცი , ვიცი. ნეტავ არ გაექურდათ ის მაღაზია . აღარ იქნებოდი მასე დამოკოდებული მაგ სამსახურზე. ან ჩვენ მაინც გვართმევდე ბანკისთვის ფულს. ⁃ არა მასე არ შემიძლია,ჩემი გაფუჭებული მე თვითონ უნდა გამოვასწორო. ⁃ ვის გავხარ ასეთი ჯიუტი? - ამოიბურტყუნა დედამ. ⁃ მშობლებს ხომ არ დავემსგავსებოდი. მეზობელ თამილას ვგავარ დე, - ორივე ავხარხარდით თამილას ხსენებაზე. მთელი დღე აღარც ინსტაგრამზე შევსულვარ აღარც ფეისბუქზე არ მინდოდა აღარანაირი პოსტის წაკითხვა ჩემზე. გოგონები სულ ამაზრზენ კომენტარებს წერდნენ . ილიას სახლის მისამართი გავიგე, ფოტოები უნდა გადავუღო ჩუმად და ავღწერო მისი ერთი ჩვეულებრივი დღე. ამისთვის ხვალ მოვიცლი,დღეს კი ისევ სტატიას ჩავუჯდები. საღამოს როგორც კი მამა დაბრუნდა ისევ იმაზე დამიწყო ლაპარაკი ,რომ ბანკის ფულს თვითონ შეიტანდა. ⁃ არა !გაიგე ერთხელ და სამუდამოდ რომ მე უნდა გაფავიხადო თითოეული თეთრი. ⁃ რა შენი ბრალია ,რომ გაგქურდეს? ისე მუშაობ ხოლმე აღარაფრისთვის იცლი ,სულ იმის ფიქრში ხარ სამსახურიდან რომ არ დაგითხოვონ. ⁃ ერთი წელიც აღარ დარჩა . ⁃ ვიცი,მაგრამ მთელი ერთი წელია აღარაფერი გიყიდია შენთვის,სულ მეორადში ყიდულობ და ისიც იშვიათად , - გაბრაზებული მელაპარაკებოდა მამა. ⁃ უბრალოდ იმდენი რამე მაქვს მეტი აღარ მჭირდება ,- თავის მართლებას შევუდექი. ⁃ კარგი დაწყნარდით, კახა არ გშია? ⁃ კი ნინო, - ჟურნალს მოკიდა მამამ ხელი და დედას გაყვა სამზარეულოში ცოტახანში მამას ყვირილის ხმა გავიგე. ⁃ ნენე, სასწრაფოდ აქ გაჩნდი,- ძუნძულით წავედი სამზარეულოში. ⁃ რა ხდება? ⁃ მე მეკითხები კიდევ? ეს რა არის ამიხსენი, - ჟურნალი სახეზე ამაფარა . ო... არა , არ არსებობს. ჩემი და ილიას ფოტო იყო , წარწერით " ჩემპიონი და გოგონა რომელიც წლებია უყვარს" . კარგახანს გაშტერებული ვუყურებდი. ⁃ ამას აქ რა უნდა , - ჩუმად ამოვიბურტყუნე. ⁃ შეყვარებული თუ გყავდა არ უნდა გეთქვა და მითუმეტეს ერის საამაყო კაცი? - ზედმეტად ნაწყენი ხმა ჰქონდა ნინოს. ⁃ რა ხდება აგვიხსენი! - ზედმეტად გაბრაზებული ხმა ჰქონდა მამას. ⁃ კარგი კახა,დამშვიდდი და აცადე ახსნა. ⁃ მართლა არაფერი ხდება ჩვენს შორის! ⁃ სტატიაში სხვა რამ წერია, ფოტოდანაც არ იგრძნობა ის რომ არაფერი ხდება თქვენს შორის. ⁃ გეფიცებით, კოსტას მამიდაშვილია ილია . სოფელში გავიცანით ერთმანეთი, მეც არ მესმის მსგავსი სათაურის სტატია რატომ დაბეჭდეს რაში ჭირდებოდათ. ⁃ კარგი მჯერა,უბრალოდ ძალიან გავბრაზდი არაფერი რომ არ გქონდა ნათქვამი ჩვენთვის. ⁃ რამე რომ ყოფილიყო ხო გეტყოდით. ტელეფონზე ქალბატონი მაკას ზარი შემოვიდა. ⁃ შენ როგორ გიყოჩაღია! მასე განაგრძე,ძალიან დაუახლოვდი და ყველაფერი გაიგე მასზე! იცოდე ისეთი სტატია უნდა გამოვიდეს ყველა რომ ავალაპარაკოთ. უბრალო ფოტოთი ყველა აალაპარაკე და წარმოიდგინე რა ამბებს დავატრიალებთ ცოტახანში. მუშაობა დაიწყე? - ისე სწრაფად აბავდა სიტყვებს ერთმანეთს ძლივს გავიგე რას ამბობდა. ⁃ დიახ ქალბატონო, რა ხანია დავიწყე. ხვალ ფოტოების გადაღებას ვგეგმავ . ⁃ ყოჩაღ კარგია,გამომიგზავნე აუცილებლად. კარგი ,ღამემშვიდობისა. როგორ მრცხვენია ილიასთან ჩემი საქციელის, ისეთი ფაქტები უნდა გავამჟღავნო რაც ნამდვილად არ მოეწონება. ალბათ მერი და გურამიც ძალიან გაბრაზდებიან. საღამოს ინსტაგრამზე შევედი - Liparteliani started following you. ისე გამეხარდა საწოლზე ხტუნაობა დავიწყე, რა კარგია... მე მეგონა აღარც ვახსოვდი ,თურმე ძალიან ვცდებოდი. შეიძლება სხვისთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ერთ გამოწერას ... შეტყობინება მომივიდა . Liparteliani- როგორ ხარ? ახლა ისე ავხტი ლამის საწოლი დავლეწე. მე - კარგად ,შენ როგორ ხარ? Liparteliani - კარგად, ეს ორი დღეა ყველა ჩვენზე ლაპარაკობს, ბევრი უარყოფითი აზრიცაა და ბოდიშს გიხდი ამისთვის. მე - არაფერი გაქვს საბოდიშო,ლიკუნას რომ არ აეტვირთა არაფერი მოხდებოდა. Liparteliani - ჰო, რა ვიცი. მალე ჩაცხრება სიტუაცია არ იდარდო. მე - არც ვდარდობ. Liparteliani- კარგი, ძილინებისა ნინე. აღარაფერი მიმიწერია, ძალიან კარგი სიზმრები მესიზმრა. დილით კარგ განწყობაზე გავიღვიძე, სპორტულები ჩავცვი, პროფესიონალი ავიღე და ტაქსით ილიას სახლთან მივედი. ულამაზესი სახლი ჰქონია, რამდენიმე ფოტოც გადავუღე. ნახევარ საათში სპორტულებში ჩაცმული გამოვიდა ილია გარეთ, ხეებს ამოვეფარე და კარგად დავაკვირდი. სადღაც მიდიოდა ძაღლთან ერთად, ჩუმად ფოტოებს ვუღებდი თან. როცა მივხვდი რომ აღარ დაბრუნდებოდა გაჩერებისკენ წავედი. ტაქსით ვეღარ დავბრუნდენოდი სახლში. ოცი წუთი ვიდექი და ველოდი ავტობუსს,როცა ფეხებთან BMF ფირმის შავი ავტომობილი,რომ გაჩერდა ჩემს ფეხებთან. ⁃ ჩაჯექი ... *** -როგორ ხარ ნინე? ⁃ კარგად ილია შენ როგორ ხარ? ⁃ მეც კარგად, სად მიდიხარ? ⁃ რავი სახლში მივდიოდი. ⁃ აქვე კარგი კადე ვიცი ,წამოხვალ? -თბილად გამიღიმა ,თურმე როგორ მომნატრებია მისი შემოხედვა,ღიმილი. ⁃ წამოვალ. ჩუმად ვმგზავრობდით,მხოლოდ მუსიკის ხმა არღვევდა სიჩუმეს. ძალიან მყუდრო კაფეში ამოვყავით თავი. ფანჯარასთან დავსხედით,მიმტანიც მაშინვე მოვიდა. ⁃ რას შეუკვეთავთ? ⁃ რძიანი ყავა ხო? - ჩამეღიმა ,მას ახსოვდა თუ რა მივყვარდა. ⁃ ხო და შოკოლადის ნამცხვარი. ⁃ თქვენ რას მიირთვემვთ? - ილიას მიუბრუნდა ოფიციანტი. ⁃ ცივი ყავა მინდა მხოლოდ. ⁃ კარგი, - გაიღიმა ოფიციანტმა და დაგვტოვა. ⁃ ისე არ ვიცოდი ასეთი პოპულარული თუ იყავი,- ისე ჩავილაპარაკე კარგად გაეგო. ⁃ ხო არც მე ვიცოდი ,- გაიცინა. ⁃ მომენატრნენ გურამი და მერი. ⁃ წავიდეთ სხვა დროსაც,გუშინ მელაპარაკა მერი რაც შენ გაქო,-გაგვეცინა ორივეს. მალევე მოგვიტანეს ყავა და ნამცხვარი. გემრიელად დავიწყე ნამცხვირს ჭამა, ლიპოს უცნაური მზერა რომ შევამჩნიე. ⁃ რა იყო? - გაკვირვებულმა გავხედე. ⁃ შოკოლადის ჭია ხარ რა, - გაიცინა, - არცერთი გოგო არ მეგულება შენნაირი. ⁃ რა არ მოგწონს? - უკმაყოფილოდ ავწიე ზედა ტუჩი. ⁃ პირიქით ყველაფერი მომწონს... -რისი თქმა გინდა? ⁃ ახლა მეტი არაფრის,გასაგებად გითხარი რომ შენი ყველაფერი მომწონს. ⁃ კი,მაგრამ,- უაზროდ ავბლუყუნდი. ⁃ აღარანაირი მაგრამ,- გაეცინა ჩემს სახეზე. ⁃ უბრალოდ ცოტა დავიბენი... ⁃ მოდი ახლა ნამცხვარი გემრიელად მივირთვათ და თუ თანახმა იქნები ხვალ ისევ შევხვდეთ. ერთმანეთს. ⁃ კარგი,როგორც გინდა,- გაურკვევლიბაში ვიყავი. ჩემი საყვარელი ნამცხვარიც ისე ვჭამე გემო ვერ ჩავატანე,სულ ილიას სიტყვებზე ვფიქრობდი.ის კი ჩუმად იჯდა და კარგახანს მაკვირდებოდა. ⁃ მასე რატომ მიყურებ? ⁃ როგორ გიყურებ? ⁃ რა ვიცი, თვალი არ მოგიშორებია ,- ისევ უაზროდ ავბლუყუნდი. ⁃ რა დაბნეული ხარ დღეს ,- გაეღიმა , ტანით ჩემკენ გადმოიწია, ერთ ადგილას მივიყინე. თითები ჩემი სახისკენ გამოწია და ტუჩთან ახლოს ნაზად მომისვა,მერე კი ისევ თავის ასგილს დაუბრუნდა ,თითები კი ხელსახოცით გაიწმინდა. ⁃ შოკოკადი გეცხო და,- ჩაილაპარაკა. ⁃ მადლობა ლიპო, - გავუღიმე,ამ სახელის გაგონებაზე თვალებში ჭიბკები აუთამაშდა. ⁃ მასე დამიძახე ამიერიდან,მომწონს, - ჩაიცინა და ყავა მოსვა. ⁃ კარგი ლიპო... სახლში ძალიან ბედნიერი დავბრუნდი,მინდოდა ვინმესთვის დღევანდელ დღეზე მომეყოლა ,მაგრამ სტატიის გამო თავს ვიკავებდი. მთელი დღე სულელივით გაღიმებული დავდიოდი,არაფერი მიკეთებია.აღარც სტატიაზე მიმუშავია,ამის არანაირი სურვილი არ მქონდა. დედა მთელი დღე იმას მეკითხებოდა რა მჭირდა მაგრამ არაფერს ვეუბნებოდი, ველოდებოდი როდის დაღამდებოდა და შემდეგ გათენდებოდა ,რომ ისევ ილიას შევხვედროდი.ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი.საღამოს ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა . " საღამომშვიდობისა ნინე,ილია ვარ . ხვალ საღამოს გამოგივლი, რესტორანში წავიდეთ." ვერაფრით გავიგე საიდან გაიგო ჩემი ტელეფონის ნომერი ან საიდან გაიგო სადაც ვცხოვრობდი. მალევე ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე. "საღამომშვიდობისა ,კარგი . ძილინებისა ლიპო . " არაფერი შემიმჩნევია ... მალევე მომივიდა შეტყობინება. " კიდევ გიმეორებ მომწონს ლიპოს ,რომ მეძახი . ძილინებისა ნინე. " რანაირი "უსმაილო" ბიჭია , ერთი შეტყობინება არ გამოუგზავნია ისეთი სმაილიც ,რომ ყოფილიყო. მალევე დავწექი. ლიპარტელიანზე ფიქრში ჩამეძინა. დილით ადრე გამაღვიძა დედამ, ქოთქოთით შემოვარდა ოთახში. ⁃ დედა ,რა გჭირს დამშვიდდი. ⁃ გამაფრენინებ შვილო შენ, ნახე რა ამბებია , - ლეპტოპი მუხლებზე დამიგდო, რაღაც სტატია იდო ჩემზე და ილიაზე. თვალები გადმომიცვივდა,კაფეში რამდენიმე ფოტო გადაუღიათ ჩვენთვის და იმ მომენტში ტუჩიდან შოკოლადს ,რომ მაშორებდა. აღარ ვიცოდი რაზე მეფიქრა. ⁃ ამიხსენი ნინე რა ხდება! ⁃ დედა მართლა არაფერი არ ხდება ,- საწყლად ამოვიბურტყუნე. ⁃ ვის ატყუებ ,ვის? გგონია მასთან ურთიერთობას დაგიშლი? უბრალოდ არ მესმის ამხელა გოგო ხარ , რატომ მატყუებ რომ არაფერი ხდება თქვენს შორის. ნუ თუ ასე დავშორდით ერთმანეთს ... ⁃ დედა მართლა გეუბნები. ⁃ სუფთა ძროხა ხარ ამხელა გოგო, მატყუარა,- ნაწყენი ხმით მითხრა, "ძროხას" მხოლოდ მაშინ მეძახდა თუ ხვდებოდა,რომ რამეს ვატყუებდი. ⁃ დე მე კარგახანია მომწონს, - არაფერს მოვუყვებოდი გარდა იმისა ,რომ მომწონდა, - მაგრამ მართლა არ გვაქვს არანაირი ურთიერთობა,უბრალოდ ჩემი სურვილია გვქონდეს. ⁃ განაგრძე, - გაღიმებულმა ამოილაპარაკა. ⁃ დღეს შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს, კაფეში დამპატიჟა ,ცოტა ვილაპარაკეთ. უბრალოდ რაღაც ვერ გავიგე ასე მითხრა "შენი ყველაფერი მომწონსო" . შენი აზრით რას გულისხმობდა? ⁃ რა მიხვედრა მაგას უნდა, მომწონხარო ანუ, - გაიცინა დედამ. ⁃ ვერ ვიჯერებ დედა და რა ვქნა, საღამოს რესტორანში დამპატიჟა. ⁃ რა მაგარია ,- ტაში შემოკრა, -მე ვიზრუნებ შენს ჩაცმულობაზე. ოღონდ ახლა ინგასთან წავიდეთ . ჩავიცვი და მალე დედას დაქალთან წავედით. *** ⁃ დედა , რა ჩავიცვა?- საწოლზე უამრავი ტანსაცმელი ეყარა.თავში ხელებს ვირტყავდი. ⁃ რა დღეში ხარ? - გაიცინა დედას ჩემ შემხედვარე. ⁃ გავაფრენ, ერთ საათში უნდა შევხვდეთ და აზრზე არ ვარ რა ჩავიცვა. ⁃ წადი ახლა გადაივლე ამასობაში მე ყველაფერს მოგიმზადებ. ⁃ კარგი,შენი გემოვნების იმედზე ვარ ,- ლოყაზე ვაკოცე და სირბილით წავედი საპირფარეშოში. ოც წუთში პირსახოც შემოხვეული დავბრუნდი საძინებელში. ⁃ აბა რა ქენი დე? - ოთახში კისკისით შევვარდი. ⁃ მოგიმზადე ჩანთაც,კაბაც და ფეხსახმელიც. ⁃ ყველაზე მაგარი დედა ხარ,- ლოყაზე ვაკოცე. მალევე მზად ვიყავი, ღია იისფერი მუხლებამდე კაბა მეცვა,ამავე ფერის ჩანთა მეკავადა ძალიან სადა მაკიაჟი მეკეთა. ⁃ აბა როგორ გამოვიყურები? ⁃ ძალიან ნაზად,არც ზედმეტად გადაპრანჭული ხარ. აი ნახე დღესვე ახალ ეტაპზე თუ არ გადახვიდეთ,- იცინოდა დედა. მალევე ტექსტური შეტყობინება მომივიდა. ლიპო - გელოდები. სულ კისრის ტეხით ჩავირბინე კიბეები. ჩავედი თუ არა ეზოში გვერდით გავიხედ-გამოვიხედე ,მაგრამ ვერსად დავინახე. ისევ შეტყობინება მომივიდა "წინ გამოიხედე" . გავიდედე და შავებში ჩაცმული ილია დავინახე. რაც უფრო ვუახლოვდებოდი მით უფრო სწრაფად მიფეთქავდა გული, ხიდთან იდგა, რაღაცნაირი სახით იყურებოდა. ისეთი სიმპატიური იყო ლამის გული ამომივარდა. შავი გრძელმკლავიანი მაისური, შავი შარვალი და ფეხსაცმელი ეცვა. თმებს ქარი უწეწავდა.გაღიმებული მივუახლოვდი. ლოყაზე ძალიან ნაზად მაკოცა . ⁃ ძალიან ლამაზი ხარ,- ლოყები ამიწითლდა,კიდევ კარგი საღამო იყო და ვერაფერს დაინახავდა. ⁃ მადლობა, -გაღიმებულმა ვუთხარი. ⁃ წამოდი ჩავჯდეთ,- მანქანისკენ მიმითითა. ჩავჯექით თუ არა საოცარი სურნელი მეცა, ილიას სურნელი იყო ოღონდ ბევრად მძაფრი . შეტყობინება მომივიდა , "რა სიმპატიურია,აბა შენ იცი" დედა მწერდა. გამეღიმა ,როგორ მიხარია ასეთი კარგი დედა რომ მყავს. Ocean Drive ჩართო, როგორ მიყვარს ეს სიმღერა ,საოცარ ხასიათზე მაყენებს. ⁃ მიყვარს ეს სიმღერა,- გაღიმებულმა ვუთხარი, მიხაროდა კიდევ ერთი საერთო რომ ვიპოვე. ⁃ მეც ძალიან,ვარჯიშის დროს ვუსმენ. *** საოცრად სასიამოვნო გარემო იყო რესტორანში. ათას სისულელეზე ვსაუბრობდით. ძალიან მშვიდ მუსიკას უკრავდნენ,ახლა ისე მინდოდა მეცეკვა. ⁃ წამოდი ვიცეკვოთ რა. ⁃ სიამოვნებით , - გამიღიმა და მისი ძლიერი თითები ჩამკიდა. ძალიან ნელა ვმოძრაობდით, გული ამოვარდნას მქონდა, რატომღაც ვგრძნობდი ,რომ არანაკლებ დღეში იყო ილიაც. სუნთქვა გახშირებოდა , მერე ისე უცებ მოხდა ყველაფერი გააზრებაც ვერ მოვასწარი... ცხელი ბაგეები ჩემს ბაგეებს შეეხო. მთელ ტანი დამეხორკლა. არ ყოფილა პირველი კოცნა,მაგრამ ასეთი შეგრძნება სხვა დროს არ მქონია. ისე ნაზად მეხებოდა თავი ამ ქვეყნად ყველაზე სათუთი არსება მეგონა. ⁃ რა ტკბილი ხარ , - თვალებით მიღიმოდა,ხელები ჩამჭიდა სიმღერის დასრულებისთანავე და ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით. თავს სულაც არ ვგრძნობრდი უხერხულულად , კარგახანს მაკვირდებოდა სახეზე. ⁃ ყველასგან განსხვავებული გოგო ხარ, ხან ბავშვური ხანაც ძალიან ქალური. ⁃ შენ კი ზედმეტად მამაკაცური , - თავი დახრილი მქონდა. ⁃ ოჰო, - გაიცინა. ⁃ სტატია ვნახე დღეს , უფრო სწორად დედამ მაჩვენა. ⁃ მეც ვნახე, ასე გაგრძელდება ჩემთან თუ იქნები. მზად ხარ ამისთვის? - ისეთი ღიმილით მიღიმოდა გულს ,რომ მიჩქარებდა. ⁃ მზად ვარ, - და ზუსტად ვიცოდი ამ დღიდან ჩემი ცხოვრება რადიკალურად ,რომ შეიცვლებოდა . მზად ვიყავი ყველაფრისთვის ოღონდ მასთან ვყოფილიყავი. ⁃ ისე რაღაც მაინტერესებს, სად მუშაობ? - ოპ ,ოპ ეს არ უნდა ეკითხა. ⁃ ჟურნალისტი ვარ, სტატიებს ვწერ ცხოველებზე , - ასე თუ ისე სიმართლე ვუთხარი. ⁃ კარგიათქო გეტყოდი ,მაგრამ შენი პროფესია გიხსენე თუ არა სახეზე ფერები გადაგივიდა , ეტყობა არ მოგწონს სადაც მუშაობ. ⁃ ხო,ცუდი სიტუაციაა... ⁃ მერე შენც სხვაგან ,რომ სცადო? ⁃ სადაც ვცადე არ მიმიღეს. ⁃ მაშინ მართლა არ ვიცი რა გირჩიო. ⁃ ჰო, შენ რას საქმიანობ? ⁃ ნუ ადრე მხოლოდ ჭიდაობას მივყვებოდი, ახლა სპოტული სკოლები გავხსენი . ⁃ რა მაგარია, - აღტაცებულმა ჩავილაპარაკე. ⁃ არც თუ ისე დიდი ხნის გახსნილია. აუზებიცაა შიგნით. ⁃ მოვალ ერთხელ აუზზე. ⁃ ახლა გვიანია თორე წაგიყვანდი, - გამიღიმა. ⁃ არც ისე გვიანია . ⁃ წამოდი წავიდეთ , - ამხიარულდა ლიპოც... უზარმაზარი იყო სპორტდარბაზი, ისეთ დროს მივედით უკვე აღარავინ ,რომ არ იყო. აუზთან მივედით თუ არა მაშინღა გამახსენდა საცურაო კოსტუმი ,რომ არ მქონდა. ⁃ წამოდი ,ჩავიდეთ. ⁃ აუ, საცურაო კოსტუმი არ მაქვს, - ავწუწუნდი მაშინვე. ⁃ არაუშავს, კაბა გაიხადე და ისე ჩამოდი. ⁃ ეგრე მრცხვენია. ⁃ ოჰ ,კარგი რა. მდინარეზე უკანალის ქნევით დადიოდი სულ და ჩემთან რისი გრცხვენია, - გაეცინა. ⁃ კარგი ჰო, ოღონდ გაიხედე. ⁃ კარგი, - ჩემს წინ დადგა, თვითონაც გაიხადა და წყალში მაშინვე ჩახტა,მაგრამ კარგად მოვავლე თვალი მის სხეულს. ნერწვი მძიმედ გადავყლაპე. ⁃ იქით გაიხედე,- დავუძახე ლიპოს, ამასობაში კი კაბა და ფეხსაცმელები გავიხადე და წყალში ჩავხტი. ერთი შევყვირე სხეულზე წყლის შეხებაზე ,შემდეგ კი სიცილით ამიტყდა.ილია მომიახლოვდა . ⁃ ხშირად გატარებ ისეთ ადგილებში სადაც თავს ბედნიერად იგრძნობ. ⁃ წამოდი შევეჯიბროთ. ⁃ ხომ იცი ,რომ მოგიგებ,- გაეცინა მას. ვიცოდი ,მაგრამ ამას როგორ შევიმჩნევდით, სამამდე დავითვალეთ და სწრაფად გავცურეთ. უფრო სწორი იქნებოდა სწრაფად გაცურა, მალევე მივიდა ფინიშამდე და სიცილი აუტყდა. ⁃ ჯიუტო, - იცინოდა, - გითხარი გაგასწრებთქო. ⁃ ეგ კუნთების ბრალია თორე ისე ვერ გამასწრებდი,- ისევ ვიცინოდი. მასთან ახლოს მივედი და "მოღატუნება" დავუწყე. საერთოდ არ გაცინებია. ⁃ აჰ ,ანუ ჩემი წვალება გინდა, ჰო და მიიღებ, - ახარხარდა ილია. ახლოს მიმიზიდა და ჩემი წვალება დაიწყო. თავიდან მეცინებოდა,მაგრამ ცოტახანში სიცილისგან სუნთქვა გამიჭირდა. ⁃ კარგი, ილია გთხოვ,გთხოვ გაჩერდი, - როცა მიხვდა რომ სუნთქვა გამიჭირდა შემეშვა . მაგრამ სამაგიეროდ კისერზე მომისვა და ისე დაიწყო ცურვა. ⁃ აჩუ ცხენო . ჩქარა გაფრინდი , - სიცილით ვუთხარი. იმაზე სასიამოვნო დრო გავატარეთ ვიდრე წარმომედგინა. მანქანაში როცა ვსხდებოდით ისევ ისე ნაზად შეეხო მისი ბაგეები ჩემსას. გაღიმებული ჩავჯექი მანქანაში, ისევ ჩემი საყვარელი სიმღერები ჩართო და ერთად ვყროყინებდი .არ ვაბუქებ მართლაც რომ ყროყინი ერქვა ჩვენს სიმღერას. ისე მიმიყვანა სახლთან ვერც კი შევანჩნიე. ⁃ მოვედით,-გამიღიმა მან. ⁃ მადლობა ყველაფრისთვის ლიპო, ყველაზე სასიამოვნო და მხიარული დღე გავატარე დღეს. ⁃ სულ ასე იქნება სანამ ჩემთან იქნები, - თბილად მიღიმოდა. ⁃ ძილინებისა ლიპო. მანქანიდან უცებ გადავხტი,მაგრამ მივხვდი ,რომ რაღაც დამავიწყდა. ისევ მანქანაში ჩავჯექი ,ილიასკენ ახლოს მივიწიე და ტუჩებში ვაკოცე.სანამ გონს მოეგებოდა მე უკვე სადარბაზოში ვიყავი. სულ ღიღინ-ღიღინით ავირბინე კიბეები. დედა და მამა დივანზე ისხდნენ. შევედი თუ არა თვალებით მეუბნებოდნენ როგორი დრო გავატარე. ორივესთან მივირბინე და ლოყები დავუკოცნე. -უმაგრესი საღამო გავატარეთ... მა მოგიყვა დედამ ყველაფერი ხო? - გავუცინე მამას მან კი თავი დამიკრა , - დე წამოდი ახლა ოთახში ვიჭუკჭუკოთ. ⁃ აბა როგორ ჩაიარა საღამომ? ⁃ უმაგრესად, ისე გავერთეთ , რომ რა ვიცი. ⁃ თმები სველი რატომ გაქვს? ⁃ აუზზე ვიბანავეთ. ⁃ მოიცა აუზზე რა გინდოდათ? ⁃ რა დროს აუზია დე,ილიამ მაკოცა... *** დილით ილიას შეტყობინებამ გამომაფხიზლა. " დილამშვიდობისა,იმედი მაქვს არ გამიღვიძებიხარ. დღეს გცალია?" მალევე გავუგზავნე შეტყობინება - დილამშვიდობისა, არ გაგიღვიძებივარ. კი მცალია. ლიპო - რომელზე შევხვდეთ? შვიდამდე არ მცალია. მე - რვისთვის . ლიპო- კარგი მაგ დროისთვის გამოგივლი. დროებით ,გკოცნი. მე- მეც გკოცნი . ბოლო შეტყობინების გაგზავნისას ლოყები ამიწითლდა,ჯერ არ ვიყავი შეჩვეული ასეთ ურთიერთობას. სააბაზანოში გავედი და მანამ არ გამოვედი სანამ არ ვიგრძენი კანის დარბილება. თხელი სარაფანი გადავიცვი და ლიკასთან წავედი (დღეს არ მუშაობს) . მან ჯერ კიდევ არ იცოდა ჩემი და ილიას ურთიერთობის შესახებ. უეჭველი ერთ ამბებს ატეხავდა. *** ⁃ აქამდე სად იყავი? რატომ არაფერს მეუბნებოდი,მოსაკლავი ხარ რა. ⁃ დამშვიდდი ახლა, რა ხანია ქოთქოთებ. ⁃ უნამუსო ხარ პროსტა,- მეცინებოდა მის ლაპარაკზე, - არა რა გაცინებს ეგ გამაგებინა ,აქეთ დამცინის , - ამოიბურტყუნა. ⁃ მოიცადე გოგო , შენ არ იცი რა ცუდ დღეში ვარ. ხომ გახსოვს უფროსმა ერთ სპორტსმენზე სტატიის დაწერა რომ მთხოვა? ⁃ მოიცადე... შანსი არ არის,არ მითხრა რომ,- სახეზე გალურჯდა. ⁃ ეგრეა, პირველად მანქანაში რომ დავინახე მეც მაგ დღეში ვიყავი. ბედი არ მაქვს, - ლამის იყო ავტირებულიყავი. ⁃ რას აპირებ? უნდა უთხრა ილიას ხომ იცი... ⁃ ვიცი,მაგრამ აბა მითხარი როგორი სათქმელია.აღარ ვიცი რა გავაკეთო. ⁃ იცოდე უთქმელობით ყველაფერს წერტილს დაუსვამ,- საშინლად მკაცრი ხმა ჰქონდა ლიკას. ⁃ ვიცი,ლიკუნ, ვიცი... მარტო ილიას კი არა უფროსსაც უნდა ველაპარაკო. ⁃ ხო, მასე სჯობს, - ამ დროს ტელეფონზე ზარი შემომივოდა. უფროსი რეკავდა. ⁃ როგორ ხარ ნინე? საქმეები როგორ მიდის? - ისევ ისეთი გულგრილი ხმა ჰქონდა. ⁃ კარგად თქვენ როგორ ბრძანდებით? ⁃ კარგად, რა ხდება ახალი? ⁃ ამ დღეებში შემოგივლით სალაპარაკო მაქვს თქვენთან. ⁃ კარგი გელოდები ,- მითხრა თუ არა ეს მაშინვე გამითიშა. ⁃ რაო ალქაჯმა? -ინტერესიანი მზერა ჰქონდა ლიკას. ⁃ არაფერი როგორ მიდის საქმეებიო. მეტი მართლა აღარ შემიძლია ვეღარ გავაგრძელებ მაგ სტატიის წერას. ⁃ ხომ იცი რომ გაგათავისუფლებს და ბანკის სესხს რა უნდა უყო? ⁃ აზრზე არ ვარ, მაგრამ ილიას მართლა არ მირჩევნია ეგ სამსახური. ⁃ ხო , ვიცი. *** ექსვი საათისვის სახლში წავედი, ცოტა წავიჭორავეთ მე და დედამ მერე კი ყველანაირი შეგროვებული მასალა,ფოტოები და ჩემი დაწყებული სტატია წავშალე ლეპტოპში. ვიცოდი რომ სწორად ვიქცეოდი, ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი . წამოვწექი და მე შენამდის ყურება დავიწყე. ბევრისგან გავიგე რომ ძალიან მაგარი ფილმია, იმედებიცარ გამცრუებია, ცრემლებიც კი მომადგა. უბრალოდ ასეთი დასასრულისთვის არ მემეტებოდა. ძალიან მოვიწყინე, ამასობაში ილიამაც დამირეკა ⁃ ჩამოხვალ? ⁃ კი ჩამოვალ , - ისევ სევდიანი ხმა მქონდა. დედას და მამას ლოყაზე ვაკოცე და კიბეები ჩავირბინე. სადარბაზოსთან იდგა, დამინახა თუ არა ჩემკენ წამოვიდა და ჩამეხუტა, ისეთი თბილი იყო არ მინდოდა ცოტახნით მაინც მოვშორებოდი,დიდხანს ვიდექით ასე ჩახუტებული.ცოტახანში თვალებზე დამაშტერდა. ⁃ რა გჭირს? ⁃ რა მჭირს?- ისევ მთელი ტანით მასზე ვიყავი აკრული. ⁃ შენ რა იტირე? - გაოცებული ხმა ჰქონდა. ⁃ შენ რა იცი? - გულუბრყვილოდ ვკითხე. ⁃ თვალებზე გეტყობა, რა დაგემართა? ⁃ არაფერი მართლა, - გამეღიმა მის მზრუნველობაზე , - უბრალოდ ფილმს ვუყურე. ⁃ ჩაეღიმა ჩემს ნათქვამზე, - შენ რა გულჩვილი ყოფილხარ, წამოდი მანქანაში დავსხდეთ და თან მომიყევი როგორი ფილმი იყო. ⁃ "მე შენამდე "ალბათ გაგონილი გექნება, ძალიან მომეწონა. წიგნიც ყოფილა და უეჭველი ვიყიდი. ლაპარაკ-ლაპარაკში მანქანაშიც დავსხედით. ⁃ რამე კარგი სიმღერა ჩართე რა, - ჩემი საყვარელი სიმღერა ჩართო - Imagine Dragons - shots. ⁃ მოგწონს ეს სიმღერა? ⁃ კი ძალიან მიყვარს. აუ, აუზზე წამიყვანე რა ,- ამოვიწუწუნე . ⁃ უჰ წყნეთში ამყავდი, კარგი წამოდი და ხვალ წაგიყვან წყნეთში. ⁃ კარგი, მადლობა ,- გადავიწიე და ლოყაზე ვაკოცე ,მაშინვე შეაკანკალა. ⁃ მანქანაში აღარ მაკოცო მეტჯერ,- გაეცინა ლიპოს , - დღესაც იმაზე უნდა მეწუწუნო საცურაო კოსტუმი არ მაცვიაო? ⁃ არა სხვათაშორის, - გამეცინა,- მაცვია უკვე. *** ძალიან მაგარი საღამო გამოვიდა . მანქანიდან სანამ გადავიდოდა ილიას ვუთხარი,რომ სერიოზულ თემაზე უნდა გვესაუბრა ხვალ... *** მთელი დღე მოუსვენრად ვიყავი, ღამე თითქმის არ მიძიანია , სულ იმაზე ვფიქრობდი როგორი რეაქცია ექნებოდა ჩემს მონათხრობზე. საშინლად მეშინოდა, არ ვიცოდი მაპატიებდა თუ არა ჩემ საქციელს,ყველაზე მეტად ხომ ტყუილს ვერ იტანს. უძილობისგან თვალებიც ამომიწითლდა. დედაც ძალიან ავანერვიულე ,მაგრამ თქმით არაფერი მითქვამს. ყველაზე მეტად გულს ის მატკენს მის თვალებში უპატივცემულობას და სიცივეს თუ დავინახავ. რთულია მერე თუ იმედებს გავუცრუებ ისე ჩემკენ შემოვაბრუნო. უამრავი რამ წავიკითხე ინეტრნეტში რაც ნდობას,ურთიერთობას,იმედგაცრუებას და სიყვარულს ეხებოდა. ლამის იყო ჭკუიდან გადავსულიყავი,მგონი ზედმეტად ვაბუქებდი... არაფრის თავი არ მქონდა , მაგრამ სახლში უკვე სუნთქვაც კი მიჭირდა. სარაფანი გადავიცვი და გასასეირნებლად გარეთ გავედი. სანამ ძალიან არ დაცხა სახლში არ წავედი. სულ მთლად ოფლში ვცურავდი, მივედი თუ არა სახლში წყლის გადასავლებლად შევვარდი სააბაზანოში. დიდხანს ვიდექი წყლის ქვეშ , Jay Jay Johanson - Far Away ვუსმენდი და ზოგჯერ ვყვებოდი კიდეც. წყალმაც ვერ მიშველა თავს ისევ ისე ვგრძნობდი. საძინებელში დაბრუნებული არ ვიყავი ტელეფონზე ზარი ,რომ შემოვიდა. ⁃ ალო,- ლიკა რეკავდა. ⁃ გოგო ილიას მამაა ცუდად,- ხმა ძალიან აფორიაქებული ჰქონდა. ⁃ სერიოზულადაა საქმე? - მაშინვე ავნერვიულდი. ⁃ ძალიან ,მისამართს მოგწერ და მოდი. მაშინვე გამითიშა და მალევე ტექსტური შეტყობინება მომივიდა -მისართი ეწერა. სასწრაფოდ ჩავიცვი,დედას მოკლედ ავუხსენი სიტუაცია და საავადმყოფოში წავედი. ბევრი ძებნა არ დამჭირვებია ,შესასვლელათან კოსტა იდგა. მაშინვე მისკენ წავედი, ძალიან მოწყენილი სახე ჰქონდა. ⁃ კოსტა,გამარჯობა, რა ამბებია? ⁃ კარგი არაფერი ისმის,- თვალები უფრო სევდიანი გაუხდა. ⁃ წამიყვანე რა ილიასთან. ⁃ ახლავე,გვერდიდან არ მოშორდე ძალიან ცუდადაა. ისეთი საშინელი სიტუაცია დამხვდა რასაც არც კი ველოდი. მთელი ხმით ტიროდა ორი ქალი, ერთი ვიცანი ილიას დედა იყო. მეორე უცნობი იყო ჩემთვის. ილია იქვე იდგა, თუ შეხედავდი გეგონებოდა აქ სულაც არ არისო. თვალი კედლისთვის გაეშტერებინა ,სახე ისეთი სევდიანი ჰქონდა ლამის იყო ავტირებულიყავი. თვალსაც არ ხუჭავდა.ერთადერთი რამ რაც გაფიქრებინებდა რომ ილიას ფიტული არ იყო ეს იყო ხელების წვალება. ახლოს მივედი, თითები მხარზე შევახე.თითქოს ამ წამს დაუბრუნდა ამ ქვეყანას . ტუჩის კუთხე აუთამაშდა ჩემს დანახვაზე. ვერ გავიგე რისგან იყო გამოწვეული. თითები კისერზე მოვხვიე , დიდხანს ვეხუტებოდი.თვითონ გაუნძრევლად იდგა არც არაფერს ამბობდა. ხმას არ ვიღებდი არ მინდოდა ზედმეტად შემეწუხებინა. დიდხანს ვიდექით ასე ჩუმად , ის უაზროდ გაშტერებული მე კი მასზე ჩახუტებული. კარგახნის შემდეგ ექიმი მოგვიახლოვდა,ყველა მისკენ წავედით. -როგორ არის ექიმო? - ამდენი ხნის შემდეგ ძლივს გავიგე ილიას გატეხილი ხმა. ⁃ ჯერ-ჯერობით დამაიმედებელს ვერაფერს გეტყვით, ძალიან სუსტადაა.24 სთ თუ გაძლო მაშინ გადარჩება,- არაფრის თქმა არავის აცადა ექიმმა ისე გაგვერიდა. ილიამ ისე მძიმედ ამოიხვნეშა გეგონებოდა მთელმა საავადმყოფომ გაიგო მისი ხმა. სწრაფი ნაბიჯით წავიდა, მეც ავეკიდე...სხვაგან სად წავიდოდი. საავადმყოფოს ეზოსთან გავიდა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. მეც გვერდით მივუჯექი . თითებზე მოვკიდე ჩემი ხელები, ძლიერად მომიჭირა ხელი.ცოტა გვერდით ჩაიწია და თავი კალთაში ჩამიდო. ისევ ისე ჩუმად ვიჯექით,სიტყვები ზედმეტად უადგილო იქნებოდა. თავზე ნაზად დავატარებდი ჩემს თითებს,ხანდახან ხელზე მკოცნიდა. ვგრძნობდი როგორ ტკიოდა გული და მე ორმაგად მტკიოდა ... არ ვიცოდი რითი დავხმარებოდი, ბევრჯერ უთქვამს რომ მამამისი მისთვის ყველაზე ძვირფასია. ⁃ უნდა გადარჩეს,უნდა გადარჩეს, - ძლივს გავარჩიე მისი სიტვები. მთელი დღე ილიას გვერდით გავატარე, მისი ხელი მეკავა და არ ვუშვებდი. ველოდით 24 საათის გასვლას, უნდა გაეძლო. უნდა გადარჩენილიყო. აქამდეც ვიცოდი როგორი ძვირფასი იყო ილია ჩემთვის,მაგრამ ახლა მივხვდი რომ მის ტკივილს ჭკუიდან გადავყავდი. მისი ტკივილი ჩემი ტკივილი გამხდარიყო. 24 საათის გასვლის შემდეგ ექიმი ჩვენთან მოდიოდა და იღიმოდა. მაშინვე მივხვდით რომ გაუძლო... ნაცნობები თუ უცნობები ერთმანეთს ვეხუტებოდით, ამდენი ხნის შემდეგ ძლივს ამოვისუნთქე. მთელი ძალით მოვეხვიე ილიას. ⁃ გადარჩა,- თითქოს ყოველი ნაკვთი იღიმოდა. ⁃ ჰო , გადარჩა ,- არანაკლებ გახარებული ვიყავი. კიდევ დიდხანს დავრჩი მასთან,მინდოდა ბოლომდე გვერდში დავდგომოდი. ერთადერთი რაც ფეხზე დგომის საშუალებას მაძლევდა ყავა იყო. უძილობისგან და შიმშილისგან ლამის იყო გული წამსვლოდა. ⁃ წადი ნინე სახლში , -კარგახანი იყო სახლში წასვლას მეხვეწებოდა. ⁃ არა ვიქნები შენთან, -ისევ ვეწუწუნებოდი. ⁃ ისედაც ბევრი ვინერვიულე და ნუღა მიმატებ, წადი დაისვენე და მერე მოდი, - ლოყაზე მაკოცა. ⁃ კარგი , ხო , - ჩავეხუტე და დავემშვიდობე... სახლში ტაქსით წავედი, ზედმეტად დაღლილი ვიყავი,აღარაფრის თავი მქონდა. მალევე მივაღწიე სახლში . მამა სახლში არ დამხვედრია სამსახურში იყო. ⁃ დედიკო ,როგორ არის?- დამინახა თუ არა დედამ მაშინვე მკითხა. ⁃ უკვე კარგად არის ,გაუძლო. ⁃ ღმერთმა გააძლიეროს. რა დაღლილი ხარ შვილო, წამოდი ცეზარი გავაკეთე. ჭამე და მერე დაწექი დაღლილი ხარ. გემრიელად მივირთვი ცეზარი და საძინებელში შევედი,კარები გადავკეტე, ტრუსით დავწექი საწოლში.ახლა არც გადავლების თავი მქონდა. დავწექი თუ არა მაშინვე მკვდარივით ჩამეძინა. კარგახანს მეძინა, დილით იმავე პოზაში გავიღვიძე როგორც დავწექი. სარაფანი გადავიცვი და წყლის გადასავლებლად სააბაზანოში შევედი, კარგახანს ვიტარებდი სხეულის პროცედურების. მერე სახის ნიღაბი წავისვი და სამზარეულოში გავედი. მაცივრიდან ლორი,ყველი და ძეხვი გამოვიღე პურში ჩავაწყვე.კონტეინერი გასარეცხი იყო და გარეცხვას შევუდექი. საგულდაგულოდ გავამშრალე ბუტერბროდი ,რომ არ დაესველებინა. გაეხარდებოდა ილიას ჩემი მიტანილი საჭმელი. ჩემთვისაც გავიკეთე და ჭამას შევუდექი. მივრჩი თუ არა სააბაზანოში შევედი და ნიღაბი მოვიშორე. მერე ყველაფერი რაც მჭირდებოდა ჩანთაში ჩავაწყვე და ეზოში ჩავედი . ტაქსი მალევე მოვიდა, ოც წუთში საავადმყოფოში ვიყავი, ილია გარეთ იჯდა თავისვის მარტო. მივუახლოვდი დამინახა თუ არა ფეხზე წამოდგა და მთელი ძალით მომეხვია. ⁃ მაგიჟებს შენი სურნელი, - გამაჟრჟოლა მის სიტყვებზე.ერთმანეთისთვის არასდროს გვითქვამს რომ ერთმანეთი გვიყვარდა,მაგრამ ალბათ ამას თქმაც არ ჭირდებოდა. ⁃ უკვე მომენატრე, - გავიღიმე და ტუჩებში ვაკოცე. ⁃ გემრიელო, - მომშორდა თუ არა გაეღიმა. ⁃ ბუტერბრუდი მოგიტანე. ⁃ უჰ, -მივაწოდე თუ არა ჩაეღიმა, ხელიდან გამომტაცა და გემრიელად ჩაკბიჩა. ორი დიდი ბუტერბროდი ისე ჭამა თითქოს არაფერი. ⁃ ღორმუცელა ,-ჩამეღიმა,მაგრამ ეს ღიმილი მალევე სხვა მიმიკამ ჩაანაცვლა... ჩემგან ოდნავ დაშორებით ჩემი ამაზრზენი თანამშრომელი იდგა. ყველანაირად შევეცადე თავი ამერიდებინა მისთვის,მაგრამ მგონი არაფერი გამომივიდა. შეიძლება ილიასთვის რაღაც საშინელება ეთქვა რაც ნამდვილად არ მაწყობდა. მერე დავინახე ხელი როგორ ამიწია და აფერისტული ღიმილით ჩემკენ როგორ წამოვიდა. ტანის ვითომდა ნაზი რხევით მოდიოდა,ისევ ორ მეტრიანებზე იდგა... ო,როგორ მაღიზიანებდა ეს ქალი. სამსახურში თითქმის ყველას ზემოდან უყურებდა. ილიას თითები ძლიერად მოვუჭირე,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გავძლიერდი. ⁃ ოჰ,ნინაჩკა საყვარელო,როგორ ხარ? - პირზე აფერისტული ღიმილი დათამაშებდა. ⁃ კარგად ქალბატონო ნატო,თქვენ? - არანაკლებ ირონიული ტონით ვუპასუხე. ⁃ მშვენივრად,როგორც ჩანს სამსახურის საქმეები კარგად მიდის,- ილიაზე მანიშნა ხელით, - იქნებ გამაცნო ეს სიმპატიური მამაკაცი. ილიას ავხედე ,ორივეს უცნაურად გვიყურებდა. ⁃ ოჰ,დიახ, რა თქმა უნდა . ქალბატონო ნინო, ეს ილიაა,- მერე ილიას მივუბრუნდი და ხელით ნატოსკენ ვანიშნე , - ეს კი ჩემი თანამშრომელი ნატოა. ⁃ სასიამოვნოა,- უცნაურად იღიმოდა ილია,თითქოს ირონიულადაც. ⁃ ჩემთვისაც სიმპატიურო ყმაწვილო, აბა შენ იცი ნინე მასე გააგრძელე. კარგად იყავით, - გაიღიმა და დაგვტოვა. ამოვისუნთქე ... ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მხრებიდან სიმძიმე მომშორდა. ⁃ ნინე, ჩემ ხელს რას ერჩი? - ახლაღა დავხედე ხელს ,სულ არ მახსოვდა ფრჩხილებით რომ ვიყავი ზედ ჩაფრენილი. თურმე იმდენად ვაჩერდი სისხლი მოდიოდა. ⁃ ვაიმე,ბოდიში რა, - ამოვისრუტუნე. ⁃ არაფერია, -გამიღიმა, - მაგარი არ გევასება ეგ ქალი. ⁃ საშინლად,საშინლად ამპარტავანი და ფულზე შეყვარებული ქალია,ყველაფერს გააკეთებს ფულისთვის. საერთოდ ყველაფერს,- ზოგადად ვერ ვიტან ჭორაობას მაგრამ ამ ქალზე სულ რაღაცას ვამბობდი. ⁃ ოჰ,დამშვიდდი, - ჩაეცინა , - შენ კი ჩემი კეთილი გოგო ხარ. სახე უცებ მომექუფა ნეტავ, რომ იცოდეს ჩემზე ყველაფერი ამას ისევ გაიფიქრებდა?.. ⁃ გეჩვენება. ⁃ ისე რა იყო რანაირად გამაცანი? ⁃ რანაირად? - ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. ⁃ ის ჩვეულებრივად წარადგინე ვინ იყო და ჩემზე მარტო სახელი უთხარი. ⁃ ეგ იმიტომ რომ მაგ კუდიანის საქმე არ არის, - განა ვცდილობდი ამ სიტყვებით მომეტყუებინა,მართლა არ იყო მისი საქმე ჩვენი ურთიერთობა...მაგრამ სიმართლის თქმა რომც მდომოდა ნატოსთვის თუ ვინ იყო ილია ჩემთვის ვერც ვეტყოდი,ამის უფლება ჯერ-ჯერობით არ მქონდა. ჩაწყნარდება თუ არა სიტუაცია და საბოლოოდ გამოჯანმრთელდება ილიას მამა მაშინვე ყველაფერს მოვუყვები ილიასაც და ქალბატონ მაგდასაც. ⁃ მახინჯი რომ ვიყო ვიფიქრებდი იმიტომ არ აცნობს ჩემს თავს ჩემი ცხვენიათქო,- გადაიხარხარა და მეც ამოყოლია სიცილში... ⁃ კოსტა და ლიკა ქორწილის გადადებას აპირებენ. ⁃ ჰო ვიცი, ამდენი ხანი ემზადებოდნენ და არ ღირს. მამა რომ გაიგებს ეწყინება. ⁃ ერთ კვირაში უნდა ყოფილიყო წესით. ⁃ არაა გასაკვირი რომ გადაიხადონ. ერთ კვირაში მამა ისე იქნება როგორც აქამდე. ⁃ იმედია, - გავუღიმე. ⁃ მე კოსტას გადავაფიქრებინებ ,შენ ლიკას მიხედე, - თვალი ჩამიკრა , -წამოდი ბუფეტში ყავა დავლიოთ და მერე ავიდეთ მაღლა. ⁃ მე რძიანი მინდა ხო იცი, - ორივეს გაგვეცინა. *** მალე გამოჯანმრთელდა ილიას მამა. იმდენი გავაკეთეთ კოსტას და ლიკას ქორწილი ზუსტად ოთხ დღეში დაინიშნა. ბატონი ნოდარი უკვე ისე კარგად იყო მუშაობასაც შეუდგა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. ილიასა და ჩემი საუბარი ისევ გადაიდო, ქორწილის შემდეგ უეჭველი დაველაპარაკები. ახლა ამის დრო არ არის . წიგნს ვკითხულობდი ლიკას ზარი,რომ შემოვიდა. ⁃ ხო ,ლიკა. ⁃ რას შვები? ⁃ რავი,წიგნს ვკითხულობ. შენ რას შვები? ⁃ არაფერს,კოსტასთან ერთად ერთად ვარ. ⁃ სიძე მომიკითხე. ⁃ ოკეი, გოგო ორი დღით წყნეთში ასვლა გვინდა. ⁃ მერე ჩემთან რა გინდა? - გამეცინა. ⁃ რა და წამოდი რა. ⁃ რა მინდა გვრიტებთან,მურმანის ეკალივით ვიქნები,- სიცილი ამიტყდა. ⁃ ოხ რა მაგრად გაკლია,- ლიკასაც გაეცინა, - ილიაც მოდის. აბა ახლა რას იტყვი? ⁃ ოჰო,რა თქმა უნდა მოვდივარ. ⁃ ილიას გარეშე ნაბიჯი აღარ გადადგა ,- ჩაიცინა ლიკამ ,- კაი წავედი რაღაცებს ჩავალაგებ და მალე გამოგივლით. ⁃ კაი წავედი მეც. თხელი მოსაცმელი და სარაფანი ჩავდე ჩანთაში. შორტი და თეთრი მაისური ჩავიცვი.სამზარეულოში გავედი ,დედა როგორც ყოველთვის რაღაცას აკეთებდა. ⁃ დე , წყნეთში ავდივართ მალე. ⁃ ოჰ. კაი წადი ოღონდ არ იცელქო, - გაეცინა დედას. ⁃ მე და ცელქობა დე? ⁃ ჰო რა იყო? ⁃ არაფერი, - გამეცინა. ⁃ რამდენი დღით მიდიხარ? ⁃ ორი დღით. ⁃ კარგია,დაისვენებ. მალევე შეტყობინება მომივიდა "ჩამოდი გელოდებით" . დედას გემრიელად ვაკოცე და კიბეები სირბილით ჩავირბინე. სადარბაზოსთან იდგა ილია,გავიქეცი და კისერზე ჩამოვეკიდე... ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი. ისე უცებ შემიყვარდა გაგიჟებით მეც ვერ გავიგე, იმდენად მივეჯაჭვე ცოტახანიც ვერ ვძლებდიის გარეშე... ვიცოდი რომ ეს სიგიჟე იყო,მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. კისერში ძალიან ნაზად მაკოცა , გამაჟრჟოლა,რას მიშვებოდა ეს ბიჭი... ⁃ ეი ,გვრიტებო გეყოთ ახლა, - ჩაიცინა კოსტამ. დენდარტყმულივით მოვშორდი ილიას, რა მექნა ვეღაფერს ვარჩევდი როცა ილიასთან ვიყავი. ⁃ წავედით ? - გადამკოცნა თუ არა კოსტამ მაშინვე ეს მკითხა. ⁃ წავედით, - ღიმილით ვუპასუხე. ⁃ წავედით, - ჩაიღიმა კოსტამ და მანქანაში ჩავსხედით. მე და ილია უკან ვიჯექოთ. მანქანაში Lean On იყო ჩართული, ოთხივე მთელი ხმით ვმღეროდით. თან ვიდეოს ვიღებდი , ისეთი ბედნიერები ვიყავით როგორც არასდროს. ქარი თმას მიწეწავდა,მაგრამ ძალიან მსიამოვნებდა. დასრულდა თუ არა სიმღერა ოთხივემ ერთდროულად ამოვიბუზღუნეთ,მაგრამ მალევე Ocean Drive ჩაირთო. ისევ ავყევით მუსიკას, ამავდროულად ვცეკვავდით კიდეც. მთელი გზა ისე გავიარეთ ვერც კი ვიგრძენი. მალევე ულამაზეს სახლში ამოვყავი თავი. ეზოში უზარმაზარი აუზი იყო,სახლიც საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. როგორც გავიგე ილიასი იყო, ვიცოდი მდიდარი რომ იყო,მაგრამ მაინც გამიკვირდა ამხელა სახლი. ბიჭებმა საბარგულიდან პროდუქტები ამოალაგეს და სამზარეულოში შეიტანეს. ⁃ დაჯექით ახლა, - ბიჭებს მიუთითა ლიკამ , - ჩვენ რაღაცებს გავაკეთებთ, ეზოში გავიტანოთ და მერე ვიცურაოთ. სალათები ,პიცა, ხაჭაპური და ხორცეულობა თეფშებზე გადავიტანეთ და ეზოში მდებარე შუშის მაგიდაზე დავაწყვეთ. ილიამ საიდანღაც წითელი ღვინო და ამოიტანა. მალევე შემოვუსხედით სუფრას , სიმღერები დაბალ ხმაზე გვქონდა ჩართული და ათას სისულელეზე ვსაუბრობდით პირგამოტენილები. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ეს სიტუაცია ხშირდ გვქონდა. წითელმა ღვინო ცოტა შემათრო და მეტად თამამი გამხადა. მანამდე ვჭამდით სანამ მუცელი არ აგვტკივდა. ⁃ წამოდი ვიცურაოთ, - ხელი ჩამკიდა ლიკამ. სირბილით წავედით აუზისკენ, ახლა ისე ვიქცეოდით როგორც ბავშვობაში. ტანსაცმელი გავიხადეთ და წყალში ხელჩაკიდებულები ჩავხტით,წყლის შეხებისას სიცილი აგვიტყდა. აშკარად სასმელი მოგვკიდებოდა. მერე ბიჭებს გავხედეთ ორივე ღიმილით გვიყურებდნენ. ⁃ თქვენ არ ჩამოხვალთ? - სიცილით გასძახა ბიჭებს ლიკამ. ⁃ კი , ჩამოვალთ, - სირბილით წამოვიდნენ, მოუახლოვდნენ თუ არა აუზს მაიკა გადაიძვრეს და შორტით ჩამოხტნენ. ვცურავდით და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. მთელი დღე სიცილ კისკისში გავატარეთ. საღამოს ოთახებში გადავნაწილდით, მე და ილია ერთ ოთახში ავღმოჩნდით. ⁃ ძლივს მარტო დავრჩით, - ტუჩებზე დამაცხრა ლიპო , - ჩემი გემრიელი გოგო. ⁃ მიყვარხარ, - პირველად ვუხსენე სიყვარული, თავი ძირს დავხარე. ⁃ მეც მიყვარხარ,ყველაფერზე მეტად, - კიდევ უფრო ნაზად დამიწყო კოცნა და საწოლზე ავღმოჩნდით... ილიას ეძინა,საათი პირველს აჩვენებდა. ისე მშვიდად ეძინა როგორც პატარა ბავშვს. სახეზე ნაზად ვეფერებოდი,არაფერს ვნანობდი საერთოდ არაფერს... ახლაც ვგრძნობდი მის შეხებას სხეულზე და სახეზე ღიმილი დამთამაშებდა.კარგახანს ვაკვირდებოდი მის მშვიდ სახეს და ამასობაში ჩამეძინა კიდეც... საშინელი სიზმარი მესიზმრებოდა, თითქოს ილიამ მიმატოვა... ათას საზიზღრობას მეუბნებოდა, მინდოდა გამღვიძებოდა მაგრამ ვერაფრით ვიღვიძებდი. ვიღაცის ძახილმა გამომაფხიზლა. როცა გავიღვიძე მთლიანად ოფლში ვცრურავდი. ღრმად ვსუნთქავდი , ზედმეტად გულნატკენი ვიყავი,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რეალობა იყო ის რაც მესიზმრა. ⁃ კარგად ხარ? - ნაზად ჩამომისვა თითები სახეზე. ⁃ კი,უბრალოდ ცუდი სიზმარი მესიზმრა . მთელი სხეულით ამეკრო, ისე უცებ დავმშვიდდი თითქოს არაფერი მომხდარიყო. თმაზე ნაზად მეფერებოდა. ⁃ ჩემს გვერდით არასდროს არ უნდა შეგეშინდეს ,- ყურში ჩამჩურჩულა. *** ულამაზესი ღია იისფერი კაბა მეცვა, ზურგი მთლიანად ამოღებული და წინ თითქმის მთლიანად დაფარული გული ჰქონდა. ალაგ-ალაგ იისფერი პეპლები ჰქონდა მიმაგრებული. კაბა სულაც არ ყოფილა ტანზე მოჭერილი, ზედმეტად გაშლილი იყო,მაგრამ საკმაოდ ნაზი და ლამაზი. ოდნავ შეფერადებულ კანს ძალიან უხდებოდა , ფეხზე კრემისფერი მაღლები მეცვა. სალონში არ წავსულვარ არც მაკიაჟის და არც ვარცხნილობის გასაკეთებლად. რა ვქნა მერჩივნა ყველაფერი ჩემით გამეკეთებინა. თვალზე ნაცრისფერი ჩრდილი წავისვი,რომელიც თითქმის არ ეტყობოდა . ხელოვნური წამწამებკ დავიმაგრე და ტუში წავისვი მეტი ეფექტისთვის . ისეთი კანი მაქვს ტონალურს თითქმის არ ვისვმევ,მხოლოდ თხევადი კორექტორი და პუდრი წავისვი. ტუჩის ფერი კონტურით ტუჩებს მეტი ეფექტი მივეცი. თმები აბურდულად შევიკარი ,ალაგ-ალაგ ჩამოვიყარე. არაფერი ზედმეტი არ მესვა, ყველაფერი იმდენად სწორად და კარგად გავიკეთე ბევრ ვიზაჟისტს შეშურდებოდა. სარკეში ჩავიხედე საბოლოოდ ჩემი თავის უზომოდ კმაყოფილი ვიყავი, კაბა ისე მიხდებოდა გავოგნდი... ღია იისფერი კლაჩი ავიღე,ტელეფონი და საჭირო ნივთები ჩავაწყვე და მისაღებში გავედი. დედა და მამაც მზად იყვნენ,ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ. ⁃ ვაუ, რა ლამაზი ხარ მამი,- აღტაცებულმა ჩაილაპარაკა მამამ. ⁃ ოჰ,როდის არ ვარ ლამაზი,- სიცილი ამიტყდა. ⁃ ნარცისო,- გაიცინა დედამ, - ფრთხილად უნდა ვიყოთ დღეს ბიჭებთან განსაკუთრებით ილიასთან. ⁃ რატო? - უცებ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. ⁃ რაღა რატო, ისეთი ლამაზი ხარ გვეშინია შენი თავი არ მოგვტაცონ, - თვალი ჩამიკრა მამამ. ⁃ ისე ეგ დღეც დადგება... ⁃ ვატყობ მალე, - თბილად გაიღიმა დედამ,ასეთები იყვნენ ჩემი მშობლები... პატივს ყოველთვის სცემდნენ ჩემს არჩევანს,ახლა კი განსაკუთრებით მოწონდათ ჩემი არჩევანი. ზოგჯერ ისიც მეგონა ილიას ჩემზე მეტადაც რომ აფასებდნენ... ⁃ კარგი წავიდეთ ახლა ლიკასთან თორე გამიხეთქა ტელეფონი... მალევე მივედით ლიკასთან, ჩემს დანახვაზე უზროდ ატეხა ყვირილი. ⁃ გოგო შენ რა დაქალი ხარ? სად ხარ ამდენი ხანი? - ბუზღუნებდა ლიკა... ჯერ კიდევ არ ეცვა კაბა. ⁃ აბა ახლა დამშვიდდი!რანაირად დადიხარ ერთი ერთი ეგ მითხარი, სასწრაფოდ მოემზადე თორე მალე შენ კი არ იჩხუბებ კოსტა იჩხუბებს,- ბოლო სიტყვების თქმის შემდეგ სახე უცებ მოეღრუბლა.ლამის ატირებულიყო,- ეი,ლიკა მშვიდად . ახლოს მივედი და მთელი ძალით მოვეხვიე. უცებ ყველა მოგონებამ თვალწინ ჩამირბინა,რა უცებ გავიდა დრო... ლოყაზე ძლიერად ვაკოცე. ⁃ აბა ახლა დავტრიალდეთ , ჩავილაპარაკე ჩემთვის და ლიკას გარეგნობაზე ვისაც უნდა ეზრუნა ყველა ოთახში შემოვუშვი. ⁃ ვერ მოვასწრებ, -ლამის ატირებულიყო... მოასწრო,ყველაფერი ნახევარ საათში გაუკეთეს. ულამაზესი იყო,კარგახანს გაშტერებული ვუყურებდი. პრინცესას გავდა, ერთ ადგილას ვეღარ ისვენებდა აღტაცებული უყურებდა საკუთარ ანარეკლს სარკეში... *** ილია დავინახე თუ არა ყბა დიდხანს მქონდა ჩამოვარდნილი. ⁃ დავიჯერო ასე კარგად გამოვიყურები? - ირონიულად გამიღიმა. ⁃ დაგღუპავს ეგ ირონია ლიპარტელიანო. ⁃ ოჰ ,ჩემი ბრაზიანი გოგო, - ახლოს მოიწია,ნაზად მომეხუტა და ყელში მაკოცა , - ულამაზესი ხარ იისფერო ქალბატონო... *** ჯვრისწერისას ტირილი აგვიტყდა მე ლიკას,სულ ასეთი უცნაურები ვიყავით... რესტორანში უამრავი ადამიანი ირეოდა,ზოგი ნაცნობი ,ბევრიც უცნობი,მაგრამ ყველაზე მეტად მერის და გურამის ნახვამ გამახარა. შორიდან დავინახე ილიასთან ერთად იდგნენ. სირბილით გავიქეცი მათკენ. ⁃ მერი ბებო, - შორიდან დავუძახე,გამოიხედა თუ არა სახე გაებადრა,ჩემსკენ წამოვიდა და გულში ჩამიკრა. ⁃ ჩემი ლამაზი გოგო ,როგორ ხარ შვილო? ⁃ კარგად მერი ბებო,თქვენ როგორ ხართ? - თბილად გავუღიმე . ⁃ კარგად ვარ ,ახლა კი განსაკუთრებით კარგად... რაც ახალი ამბები შევიტყვე , - ეშმაკურად ჩაიცინა და თვალი ჩამიკრა. ⁃ მე არ მნახავ შვილო? - აწუწუნდა გურამი. მისკენ წავედი და ჩავეხუტე.საოცარი ადამიანები არიან. ძალიან გამახარა მათთან შეხვედრამ. ⁃ როგორ გიკითხო შვილო? ⁃ კარგად,თქვენ როგორ ბრძანდებით? ⁃ ძალიან კარგად, - თბილად გამიღიმა. ⁃ დამითმეთ ახლა ქალბატონი, - ჩაიცინა ილიამ და ხელი წელზე მომხვია, - მე არ ჩამეხუტები? ⁃ შენ სხვა დროს , - ეშმაკურად გავიღიმე. ⁃ ოჰ , შენ ვინც არ გიცნობს, - ვითომ გაბრაზდა ილია,მაგრამ მე რას მომატყუებდა. მთელი ძალით მოვეხვიე,ერთი წუთით ისიც დამავიწყდა სად ვიყავით... ⁃ ძალიან გამახარა თქვენმა ამბავმა,- თბილად გვიღიმოდა გურამი. ⁃ ჩემი ჩარევა აღარ გახდა საჭირო ისე შეუყვარდათ ერთმანეთი, - გაიცინა მერი ბებომ და ყველა აგვიყოლია სიცილში... ქორწილი ისე მიდიოდა არავის ეტყობოდა დაღლა,ყველა მაგრად ერთობოდა. თითქმის არავინ იჯდა სიმღერის დროს სკამზე, ცეკვავდნენ და მხიარულობდნენ დიდებიც და პატარებიც... უამრავჯერ ვიცეკვე ილისთან. მასთან ურთიერთობამ ისე შემცვალა საკუთარ თავსაც ვეღარ ვცნობდი,მის გვერდით ბევრად კარგი ვხდებოდი. ძალიან რომ დავიღალე ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ცოტახანში ილიაც ფეხზე წამოდგა და სცენისკენ წავიდა,მომღერლებს რაღაც გადაუჩურჩულა... მუსიკოსმა ცოტახანში მიკროფონი მისცეს. ⁃ მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩათვალეთ ჩემი ძმის ქორწილია. მე და კოსტა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ,ყველაფერი ერთად გვაქვს გადატანილი , მინდა რომ ამიერიდან კოსტა შენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგი მოხდეს. ლიკა საოცარი გოგოა,ისეთი ყველას თავს რომ შეაყვარებს,ბედნიერებას გისურვებთ, - თბილად გაიღიმა და ხალხის ტაშიც გამოიწვია, - ერთი წუთი ჩუმად,გთხოვთ, - თქვენ უზარმაზარი ბედნიერება მაჩუქეთ ნინეს სახით , - ცრემლებმა გზა გაიკვლეს... ⁃ შეიძლება ბევრი ნინეს არ იცნობდეთ ,მაგრამ იცოდეთ ის საოცრებაა. ზოგადად ვინც მიცნობს ყველამ კარგად იცის ამდენს არასდროს რომ არ ვლაპარაკობ, ნუ სასმელმაც თავისი ქნა ,მაგრამ მინდა რომ ყველაფერი ვთქვა... ნინე ის ქალია ვის გვერდით ჩემი დარჩენილი ცხოვრება წარმომიდგენია , - ჩემკენ წამოვიდა ... გული ამიჩქარდა. მთელი ხმით ავტირდი,მიყურებდა და თბილად იღიმოდა , ახლოს მოვიდა და მთელი ძალით ჩამეხუტა, მერე კი ყველას გასაგონად ჩაილაპარაკა, - ნინე ცოლად გამომყვები? ამ სიტყვების გაგონებისთანავე გავიყინე... თითქოს ყველაფერი გაჩერდა. თვალებგაფართოებული შევყურებდი, მერე ყველას გავხედე გაღიმებულები იყურებოდნენ... რა მოხდებოდა ეს რომ არ ეთქვა? ჩემი ოცნების მამაკაცი,ჩემი ცხოვრების სიყვარული ცოლობას მთხოვდა მე კი ვერაფერს ვამბობდი... გაშეშებული ვიდექი. ⁃ ნინე , რას იტყვი? - ისევ იღიმოდა... ამჯერად სიმწრისგან ავტირდი. რა იქნებოდა იმ დაწყევლილ სამსახურში რომ არ მემუშავა... ახლა აქ აღარ ვიდგებოდი ასეთი გულგატეხილი და ყველაზე ბედნიერი ქალი ვიქნებოდი... მაგრამ მე ხომ ამაშიც არ გამინართლა. ვიცოდი ჩემი უარით გულს როგორ ვატკენდი ,მაგრამ ამ წამს სხვას ვერაფერს ვფიქრობდი, სიმწრით მოვუჭირე მაჯაზე ფრხილები ... ცოტახანს თვალებში ვუყურებდი,წამდაუწუმ ეცვლებოდა გამომეტყველება . მერე კი სიტყვის უთქმელად გავიქეცი ... ყველა აფსოლიტურად ყველა გაშეშებული დავტოვე. ახლა მხოლოდ ილიას არ ვტკენდი,ყველას ვტკენდი. ერთადერთი ვინც სიმართლე იცოდა ლიკა იყო ... ვიცოდი რომ ახლა მხოლოდ ის მპატიობდა... სხვა დანარჩენს ყველას იმედი გავუცრუე... მათ ხომ სიმართლე არ იცოდნენ. მთელი ძალით გავრბოდი,მაგრამ სად ეგეც არ ვიცოდი, მივრბოდი და არ ვჩერდებოდი. ქუჩაში გამვლელები უვნაურად მიყურებდნენ,მაგრამ სად მცხელოდა მათთვის. საშინლად მტკიოდა გული,ისე საშინლად ლამის იყო გამსკდარიყო. როცა მივხვდი რომ სიარული აღარ შემეძლო ადგილზე ჩავიკეცე , არ შემეძლო ... ჩემ უსაქციელობას თავს ვერ ვპატიობდი... ზოგჯერ რა უაზროდ ვიქცებით ქალები... ფეხიდან სისხლი მომდიოდა მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. გამვლელები მეკითხებოდნენ დამხარება ხომ არ მჭირდებოდა,მაგრამ პასუხის გაცემის არც ძალა და არც თავი მქონდა... კეფელთან მივედი და მთელი ძალით დავუშინე მუშტები ,თავს ჩემ არაადამიანობას ვერ ვპატიობდი. მერე ორად მოვიკეცე და მთელი ხმით ავბღავლდი. ვიღაც გოგო და ბიჭი მომიახლოვდა. ⁃ რაში დაგეხმაროთ? - ხმა აუკანკალდა გოგოს.პასუხის გაცემის არც თავი მქონდა არც სურვილი. ⁃ ჩვენთან წავიყვანოთ,ასე როგორ დავტოვოთ... *** საშინლად იყო ილია,ყველა განადგურებული უყურებდა მას. ასეთი არასდროს ენახათ,არ მაშინ როცა შეიტყო რომ ჭიდაობას ვერასდროს გააგრძელებდა. ხედავდნენ წამებში როგორ მოტყდა. ილია ათას რამეს ფიქრობდა,მაგრამ რა იცოდა სიმართლე რა იყო...რომ სცოდნოდა გაუგებდა,ყველაფერს გაუგებდა... მერე განმარტოებულს ,კედელთან ჩამომჯდარს მიუახლოვდა ლიკა. ისიც მასსავით დაჯდა ამხელა კაბით. ხელი მხარზე შეახო. მაშინვე გახედა ილიამ,თვალებში სევდა ჩადგომოდა. ⁃ რატომ? და მერე ყველაფრის მოყოლა დაიწყო ,არაფერი გამოუტოვებია. დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი. გგონიათ ამ ამბის გაგონებაზე ილია გაბრაზდა? პირიქით ერთი ღრმად ამოისუნთქა. ⁃ მეგონა არ ვუყვარდი,ჩემი ჩურჩუტი გოგო თურმე რა დღეში იყო, - თვალებში ბედნიერების სხივი გაუკრთა. ლიკამაც ამოისუნთქა ,ახლა ისეთი ბედნიერი იყო... გრძნობდა რომ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდენოდა. ილიას ნომერზე ზარი შემოვიდა. მისთვის უცნობი გოგონა უხსნიდა რომ მასთან ახალგაზრდა გოგონა იმყოფებოდა,ყველაფერი აუხსნა ... უცებ წამოხტა მოსმენილის გადახარშვის შემდეგ ილია. ⁃ რა ხდება? - ვეღარ გაიგო ლიკამ რა უთხრეს ტელეფონზე ასეთი. ⁃ ცუდათაა ნინე,უნდა წავიდე ... შენ კი ახლა კოსტასთან გადი და თაფლობის თვეზე წახვალთ! უარი არ გამაგონო! *** ძილში თბილ შეხებას გრძნობდა სახეზე ,თმებზე. ხმები ჩაესმოდა ,მაგრამ ყველაფერს სიზმარს აბრალებდა. კანი მეწვოდა,სხეული დაბრუჟებული მქონდა. იმდენად მტკიოდა ყველაფერი თვალსაც ვერ ვახელდი. შევეცადე გვერდი მეცვალა ,მაგრამ ვიღაც მთელი ძალით იყო ჩაფრენილი ჩემს სხეულზე. ისე უცებ ვჭყიტე თვალები მაშინვე ამეწვა. ...მეგონა მეჩვენება,მაგრამ არდ აშკარად არ მეჩვენება. ნუ თუ ეს ილიაა... კი მაგრამ ჩემთან რა უნდა,ან რატომ ვწევარ მის საძინებელში... არაფერი მითქვამს არ მინდოდა გამეღვიძებინა ისე მშვიდას ეძინა. უკვე მერამდენედ ვიღვიძებდი მის მკლავებში,მაგრამ ეს სულ სხვა ვითარებაა... ახლა ალბათ თვალებშიც ვერ შევხედავ. სახეზე ნაზად ჩამოვუსვი თითები, ო ღმერთო ჩემო... რა სიმპატიურია,ვერასდროს ვერ ვწვყვეთ თვალებს მის სახეს. ⁃ ლიპო,- მთელი გრძნობით ვთქვი მისი მეტსახელი,- რა გიჟურად შემიყვარდი ნეტავ იცოდე, ამას ალბათ რომ არ გეძინოს ვერასდროს გეტყვი. არ შემიძლია ...ვერ ვხვდები შენს გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო. აქამდე ყოველი დღე შენით იწყებოდა,ნეტავ ახლა რა იქნება... პრინციპში ვიცი რაც იქნება... არ ვიცი სიმართლე როგორ მოგიყვე. მეზიზღება ვერ ვიტან თავს , ვერც სამსახურს ვიტან.ბოდიში რა... შენ ყველაზე ნათელი წერტილი ხარ ჩემ ცხოვრებაში,- ხმადაბლა ვეჩურჩულებოდი, ახლოს მივწიე თავი მის სახესთან და ნაზად ვაკოცე კისერში. შეაჟრჟოლა ,ან უბრალოდ მომეჩვენა, - რა უფლება მაქვს რომ გეხები ,მაგრამ სხვანაირად მართლა არ შემიძლია, -ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი,ჯერ ხმადაბლა ვტიროდი მერე ისტერიული ტირილი ამიტყდა. უკვე ვეღარ ვჩერდებოდი,ძლიერი მკლავები ვიგრძენი ჩემს სხეულზე. გავხედე,ილია მიყურებდა , ვგრძობდი რომ მასაც ტკიოდა.მთელი ძალით ჩამეხუტა ,ძვლების ტკაცუნიც კი ვიგრძენი. ⁃ რატომ მეხუტები?- თავს ისევ ვერ ვაკონტროლებდი. ჯერ ლოყაზე მაკოცა,მერე ყელში... გავიტრუნე,აღარ ვტიროდი ,არც არაფერს ვამბობდი.გული ამოვარდნას მქონდა,თავს ისევ ისე მშვიდად ვგრძნობდი. მერე ბაგეებს წაეტანა...ავყევი. ასე მომთხოვნად არასდროს უკოცნია. ⁃ მაპატიე გთხოვ,- მის ტუჩებს მოვშორდი. მაგრამ ისევ სხეულზე ამეკრო და კოცნა განაგრძო. ისევ ზღაპარში გადავეშვი... ⁃ ილია ,იცი მე... ⁃ ვიცი,- უცნაურად გავხედე,ვერ მივხვდი რას გულისხმობდა,- ყველაფერი ვიცი ნინე. ⁃ არა ,არ იცი,-თავი ძირს დავხარე. ⁃ ლიკამ მომიყვა,- შემეშინდა,მისი დაკარგვის შემეშინდა... ⁃ მერე? ⁃ რა მერე? გაჩუმდი და მაკოცე,- გამეღიმა,მერე გამეცინა და ისტერიულ სიცილში გადამივიდა... ამ ბოლო დროს მგონი ვგიჟდები. ისე მიყურებს როგორც ადრე,ახლაც სიყვარულის ნაპერწკლები აქვს თვალებში.ვერ ვიჯერებ რომ მაპატია ამდენი რამის შემდეგ. ⁃ გელოდები ნინე,- ავკისკისდი ,ხელი ვკარი და საწოლზე დავაგდე თან ვიცინოდი,თვითონაც ამყვა. ზემოდან მოვექეცი ,ჯერ ნაზად ვუკოცნიდი ყელს,მერე ტუჩებს,თვალებს... და ვეღარაფერზე ვფიქრობდი იმის გარდა ,რომ ილია საუკეთესოა. ერთმანეთს დიდხანს ვეხუტებოდით და ხმას არ ვიღებდით. ⁃ აღარასდროს არ დამიმალო არაფერი! - მკაცრად ჟღერდა მისი ხმა. ⁃ არასდროს! ყველაზე კარგი ხარ , - კისერზე ხელები შემოხვიე,გაეცინა. ცოტახანში ილია ადგაც,მეც ავდექი მაგრამ ისე მტკიოდა მუხლები ისევ საწოლში დავბრუნდი. ⁃ აუ,ილია,- დავიძახე ხმამაღლა,სააბაზანოში იყო გასული. კბილების ხეხვით გამოიხედა კარებიდან. ⁃ ჰოუ, - სასაცილოდ ჟღერდა მისი ხმა. ⁃ მალამო არ გაქვს რამე რომ წავისვა? ⁃ წყალს გამოვივლებ და ამოგიტან. ჩემით არ წამასმევინა მალამო,თვითონ მისმევდა. ისე ნაზად მეხებოდა თავი პატარა ბავშვი მეგონა. არც ფეხზე ადგომის ნება მომცა. ცოტახნით დამტოვა. ათას რამეზე ვფიქრობდი,თავს ცოტათი უხერხულადაც კი ვგრძნობდი. მერე ლანგრით ხელში შემოვიდა სამზარეულოში,ერბო კვერცხი, ძეხვის და ყველის ტოსტი და ფორთოხლის წვენი შემოიტანა. ⁃ უმ ,რა კარგია,- ნერწყვი მომადგა. გვერდით მომიჯდა ერთად ვისაუზმეთ. ⁃ დღეს რას აპირებ? - როგორც კი დავასრულეთ მაშინვე მკითხა. ⁃ აბა რა ვიცი. ჩემები ალბათ ძალიან გაბრაზებულები არიან ,თან სახლში ღამით არ ვყოფილვარ და გააფრენენ,- ავნერვიულდი მათი გახსენებისას. ⁃ ყველაფერი მოვაგვარე,იციან აქ რომ ხარ. დღეს მთელი დღე ჩემთან რჩები, გარეთ მაინც ვერ გახვალ მარტო ისეთ დღეში გაქვს მუხლები. ფილმებს ვუყუროთ, აუზში ვიბანაოთ ან რავი რაც გინდა. ⁃ რა ყურადღებიანი ხარ, ჯერ ვიწვეთ რა. *** კომედიური ჟანრის ფილმებს ვუყურეთ,ახლა ნამდვილად ვერ ვუყურებდი სხვა ჟანრს. მერე ეზოში ჩავედით საცურაოდ. თეთრეულით ვიბანავე, საცურაო კოსტუმი არ მქონდა. ერთმანეთზე ჩახუტებულები ვიყავით, ილია ცდილობდა ოდნავადაც არ მეფიქრა გუშინდელზე.ყველაფერს აკეთებდა თავისუფლად რომ მეგრძნო თავი. ზურგზე მოვაჯექი და ისე დაიწყო ცურვა. ⁃ გუშინდელ შემოთავაზებაზე რა აზრის ხარ? - მითხრა თუ არა ეს უაზროდ ამიტყდა ხველა,თვითონ იცინოდა, - იმისთვის არ მითქვამს რომ გაგუდულიყავი. ⁃ მეღადავები? ⁃ ნინე,მაბრაზებ!- უცებ გაუმკაცრდა ხმა. ⁃ ვაიმე,ილია,- ზურგიდან ჩამოვახტი და ისე მოვეხვიე, თან უაზროდ ვფართხალებდი. ხელი რომ გაეშვა შეიძლება წყალი მეყლაპა . ⁃ ნეტავ იცოდე როგორ გამიმართლა, -ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი. ⁃ ანუ ? - ეშმაკურად იღიმოდა. ⁃ დიახ,დიახ, თანახმა ვარ,- სულელებივით ვიცინოდით. *** წყლიდან ამოვედით თუ არა მისი ხალათი მომახვია, მერე საძინებელში ავედით. -აუ,ლიპო რამე მაისური მათხოვე რა. ⁃ ტრუს რას უშვები? - ირონიულად ჩაიცინა. ⁃ ვერაფერს. ⁃ არაა პრობლემა,მაიკით იარე,-ეშმაკურად ჩაიცინა და ტუჩი მოიკვნიტა. ⁃ ფუ, გარყვილო. კარადასთან იდგა და მაისურს ეძებდა. ვერ გავიგე ამდენი ძებნა რაში სჭირდებოდა. მერე თეთრი მაისური მომაწოდა,არც დამიხედია ისე გამოვართვი. სააბაზანოში შევედი და გამოცვლა დავიწყე. აი ,თურმე ამდენხანს რას ეძებდა. მუხლებამდე მწვდებოდა მაისური ,მაგრამ ბოლომდე ლანდავდა. ოხ... რა ტუტუცია ... მაგრამ მე შენ განახებ, უკანალის ქნევით დავბრუნდი საძინებელში,ერთი გამომხედა და ადგილზე გაშეშდა , მე ისე ვიქცეოდი თითქოს არაფერი. ⁃ თმის საშრობი მომეცი რა,- მალევე აიღო და შეაერთა. ⁃ რას აკეთებ?- ვერ გავიგე რას აპირებდა. ⁃ მოდი დაჯექი,- სარკესთან მდგარ სკამზე მიმითითა. მეც მაშინვე დავჯექი,ნაზად აასრილა თითები ჩემს თმებში და მერე ცხვირთან ახლოს მიიტინა და შეისუნთქა. ⁃ მმ,ვგიჟდები ამ სუნზე,-თმების გაშრობა დაიწყო, ღიმილი შემეპარა სახეზე. *** ისე წარიმართა ჩემი ცხოვრება როგორსაც ვერც კი ვინატრებდი. *** ზარი შემოვიდა,სახელი რომ წავიკითხე მთელი სხეული ამიკანკალდა. ოღონდ ეს არა. ⁃ გამარჯობა ქალბატონო მაგდა. ⁃ გავიგე შენი ამბები,ღრმად შეგიტოპავს.სტატია ხვალ უნდა მომიტანო, - ნუ თუ მას ეგონა რომ ამ ყველაფერს სტატიისთვის ვაკეთებდი. ⁃ იცით,სტატია აღარ იქნება.ბოდიშს გიხდით, სამსახურიდანაც მივდივარ. ვწუხვარ ქალბატონო მაგდა,- ბოლო სიტყვები ბლუყუნით წარმოვთქვი. ⁃ შენ თავი ვინ გგონია? ან ხვალ მოიტან ან იცოდე გაგანადგურებ. გამითიშა,აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. საწოლზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. ნაბიჯების ხმა გავიგე, მაგრამ თავის აწევა არ მინდოდა. -ნინე ,რა ხდება? -გვერდით მომიჯდა ილია, ერთი კვირაა რაც მასთან გადავედი. მშობლები კარგად შეხვდნენ ამ ფაქტს. ქორწილი ორ კვირაში გვექნება... ⁃ მაგდამ დარეკა, მემუქრება ხვალ სტატია თუ არ იქნება გაგანადგურებო,- ხმა ამიკანკალდა ,- რა გავაკეთო? ⁃ შენ ნუ ნერვიულობ, დავიჯერო არ მიცნობ? ვერავინ ვერ გაგიბედავს ზედმეტს. მე თავში წამოსაკრავი ლაწირაკი არ ვარ, ჩემს გვერდით არაფრის შეგეშინდეს. მაცადოს მაგ ქალბატონმა აქეთ არ გავანადგურო... ისე მოაგვარა ეს საქმე არც კი ჩავრეულვარ. ჩემს გვერდით ისეთი მამაკაცია მასთან ერთად არაფრის რომ არ უნდა შემეშინდეს. ჯერ-ჯერობით უმუშევარი ვარ. ვცდილობ ბლოგერობას მივყვე ხელი, უცხოურ ბლოგზე ვარ მოდერი. როგორც მარწმუნებენ მალევე საკმაოდ კარგ ხელფას ავიღებ. ვცდილობ ილიას ყველანაირად გვერდში დავუდგე,ათას რამეს ვაკეთებ ოდნავ მაინც რომ ვასიამოვნო. ყოველდღე სიუპრიზებს ვუწყობ. *** არ ვიცი რა მჭირს ,რამდენიმე დღეა გული მერევა,ათას რამეს გადავაბრალებდი ასე დიდხანს რომ არ გაგრძელებულიყო. აფთიაქში წავედი ტესტის გასაკეთებლად. სახლში სულ სირბილით მივედი. ძალიან ვნერვიულობდი,მაგრამ ვგრძნობდი რომ დადებით პასუხს გავიგებდი. და ასეც მოხდა... ცოტახანს გაშტერებული ვიჯექი სააბაზანოში, მერე ხტუნვა და კივილი დავიწყე. მუცელზე ხელი მოვისვი,უკვე ვგიჟდებოდი პატარა წერტილზე. საღამოსთვის ულამაზესი კაბა ჩავიცვი.მისაღებში ულამაზესი სუფრა გავაწყვე, წითელი სანთლებიც დავდე. ზარის ხმა გავიგე თუ არა ჯერ სანთლები ჩავრთე და მერე სირბილით წავედი კარისკენ. დაღლილი იდგა ილია კართან. დამინახა თუ არა გამიღიმა და ტუჩებში მაკოცა. ⁃ წამოდი მისაღებში,- მოსაცმელი გამოვართვი და საკიდზე დავკიდე. მისაღებში გაშრილი სუფრა დაინახა თუ არა გაეღიმა. -ჩემი მზურნველი ქალბატონი. ⁃ დაჯექი ბატონი ილია,-თბილად გავუღიმე. ⁃ მომწონს დღევანდელი სიუპრიზი,მაგრამ მე რომ ვერაფრით გაგახარე დღეს? ⁃ პირიქით ,საოცრება გააკეთე, - გაკვირვებულმა შემომხედა. სასაჩუქრე პარკი მივაწოდე,ყუთი ამოიღო და უცნაურად გამომხედა. ⁃ ეს რა არის? ⁃ წინა საქორწილო საჩუქარი,გილოცავ მამობას. ტესტი ხელში ეკავა და ერთ ადგილზე იყო გაშეშებული, ადგილიდან არ იძროდა. ხან მე მიყურებდა,ხან ტესტს ხანაც მუცელს. მერე სწრაფი ნაბიჯით მომიახლოვდა და მთელი ძალით მომეხვია . ⁃ ჩემი სასწაულები ხართ, - მკოცნიდა და თან მუცელზე წრიულად დაასრიალებდა თითებს... *** ⁃ რას შვები ასრულებ მოთხრობას? ⁃ კი, ავტვირთავ ახლა. ⁃ როდის წამაკითხებ? - გვერდით დამიდგა და ინტერესიანი მზერა მომავლო. ⁃ რა წაკითხვა უნდა ჩვენზე დავწერე,- თვალები გაუფართოვდა... ⁃ ჰო და მითუმეტეს ახლავე წამაკითხე. რა დაარქვი? ⁃ ჟურნალისტი ერთი თვით.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.