შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (16)


10-09-2016, 02:00
ავტორი annabelle
ნანახია 2 508

-მე მია ვარ!-გამეცნო შრეკის და.მე ხელი გავუწოდე,მან კი მისკენ დამქაჩა და გადამეხვია.საოცრად თბილები იყვნენ.-შენ მისი შეყვარებული ხარ?-გულუბრყვილოდ მკითხა,ისიც ძმებს ჰგავდა.ოთხივეს ფოსოები უჩნდებოდა ღიმილისას.
-ოუ არა-გავიცინე მე, და შამპანური მოვსვი-ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ.
-არადა,ისე ჩანს თითქოს...-სიტყვა აღარ დაუმთავრებია,თვალები აენთო.
-სკოლა დაამთავრე?-შეამჩნია თემის შეცვლა,რომ ვცადე,საყვარლად ჩაიხითხითა და თავი გაიქნია.
-წელს ვამთავრებ. მინდა ვეტერინარი გავხდე მაგრამ ჩემს მშობ...სად იყავი?-მოულოდნელად სიტყვა გაუწყდა. სახე მშვენიერმა ღიმილმა გაუნათა მისი ძმის დანახვისას.
-ტუალეტში-დას გაუღიმა შრეკმა და ხელი წელზე მომხვია.ბრთხილად შემომხედა,თითქოს აინტერესებდა რას გავაკეთებდი.არაფერი მითქვამს,თვალი ავარიდე მაგრამ არ მოვშორებივარ.
-ცოტახნით წავიყვან კარგი?-თვალი ჩაუკრა გოგონას.მის პასუხს არ დალოდებია, მსუბუქად მიბიძგა,რომ გავყოლოდი.
-არ მინდა შენთან ლაპარაკი.შენი ძმის ქორწილში ხარ,შენს საყვარელ ადამიანებთან და ისევ წამალზე ფიქრობ,რომლის გამოც დაშორდი მათ. და...და კიდევ...-სიტყვა ვეღარ დავასრულე.თითები კეფაზე შემომხვია,მისკენ მიმიზიდა და ჩემს დუჩებს დაეწაფა.მაშინვე შევიგრძენი პიტნის გემო.მინდოდა მომეშორებინა მაგრამ ძალა არ შემრჩა.მუხლები შემისუსტდა და ლამის ხელებში ჩავადნი.თვალები დავხუჭე და მეც ვაკოცე.ასე არასდროს,არავისთვის მიკოცნია.პულსი ნელ-ნელა მიჩქარდებოდა და ვაცნობიერებდი,როგორ ძალიან მინდოდა დრო გაჩერებულიყო.
-თუ არ ამომასუნთქებ გავიგუდები-ამოვილუღლუღე ბოლოს მის ტუჩებში და გავიცინე.მასაც გაეცინა.ოდნავ მომშორდა და ამჯერად შუბლზე მომაწება მისი ბაგეები.
-ეს წამლის სურვილის დასაფარად გააკეთე არა?-პირდაპირ ვკითხე.
-არა! რათქმაუნდა არა! ჯანდაბა!-წარბებ შეკრულმა შემომხედა.ჩემი ხელი აიღო და მისი თითები ჩემსაში ახლართა-მე შენ მომწონხარ სულელო დოქტორო ბოროტებავ!
-ახლა სულელიც გავხდი?-თვალები ადავატრიალე და ენა გამოვუყავი.
-დიახაც! ხომ ხედავ.გითხარი,რომ მომწონდი,შენ კი ,,სულელი’’ რომ გიწოდე იმაზე გაამახვილე ყურადღება.-ამოიოხრა.
-ანუ მოგწონვარ?-ღიმილი ვერ დავფარე,როცა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.ხუმრობით ლოყაზე ვუჩქმიტე და გავუცინე.ვერაფერს ვიზამ! ყოველთვის ახერხებს ჩემს გაოცებას და შემორიგებას...როგორც არ უნდა ვბრაზობდე მასზე.
-ბოდიში,ხელი თუ შეგიშალეთ!-მოგვესმა ჩახველების ხმა და ორივემ მაღალ,მშვენიერ გოგოს შევხედეთ,რომელიც არც თუ ისე კეთილად მიყურებდა...
-გამარჯობა მარიამ-მიესალმა მწვანე თმიანი და მისი თითები ჩემსაში ახლართა,რამაც გოგონას ყურადღება მიიპყრო.წარბები ზემოთ ავზიდე ამაზე.
-არ მეგონა აქ თუ გნახავდი-მიუახლოვდა და კისერზე მოეხვია.იძულებული გავხდი განზე გავმდგარიყავი.შრეკი უხერხულად შეიშმუშნა,მსუბუქად დაუტყაპუნა ზურგზე ხელი და მოსცილდა.ჩუმად ჩავიხითხითე.
-რა?-სასტიკად გამომხედა მარიმ და ცალი წარბი ისე მაღლა აქაჩა მეგონა შუბლს გადასცდებოდა.
-არაფერი.-მხრები ავიჩეჩე და შრეკს გავხედე.ხელით მანიშნა ისევ მასთან მივსულიყავი.მეც სწრაფად ამოვუდექი გვერდით და მაგრად მოვუჭირე თითები.
-წამომყევი დედაჩემს გაჩვენებ.მოენატრე.თუ შენი თოჯინა წინააღმდეგი არ იქნება რათქმაუნდა-მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა.
-ჰო რათქმაუნდა.წავიდეთ-ამოიგმინა მწვანეთმიანმა.-მალე დავბრუნდები.აპატიე მას,დაბადებიდან ძუკნ@ა-ყურში ჩამჩურჩულა და ლოყაზე მაკოცა.არაფერი მითქვამს, გამეცინა.
როგორც კი წავიდნენ მეც გავეცალე იქაურობას.ვიცი უნდა წავსულიყავი მაგრამ შრეკს ვერ დავტოვებდი.მარტო მივსეირნობდი ხელოვნური ტბის სანაპიროზე და შამპანურს ვწრუპავდი.აქამდე არასდროს გამისინჯავს.საოცრება იყო.ირგვლივ მიმოვიხედე.ყველა ერთობოდა.ლამაზი საღამო იყო და მეც უკეთ ვიგრძნობდი თავს,მწვანე თმიანი,რომ არ მომშორებოდა.
-ჯანდაბა!-შევიკურთხე,როცა ფეხის ძარღვი დამეჭიმა.ნაბიჯის გადადგმას ვეღარ ვახერხებდი.სწრაფად დავჯექი მწვანე მინდორზე და ქლარჩიდან შოკოლადი ამოვიღე.სიამოვნებიდან თვალები დამეხუჭა და უცნაური ბგერები აღმომხდა.
-რომ არ ვიცოდე დიაბეტი გაქვს ვიფიქრებდი,რომ რაღაც ,,ჰორმონების დასაკმაყოფილებელ საშუალებებს“ შეიცავს ეგ შოკოლადი-ნაცნობი ხმა გავიგე ზურგს უკან.
-რა საზიზღარი ხარ-გამეცინა.სწრაფად წამოვდექი და კაბა გავისუფთავე.
-ჰოო,ვცდილობ-ჩაიხითხითა.ბაფთა კისერზე ჩამოეკიდებინა და რამდენიმე ღილი შეეხსნა.საოცრად გამოიყურებოდა.
-ცოტაც და ვიფიქრებდი,რომ ,,მის მშვენიერებასთან“ ერთად გაიპარე-თვალები სიცილით გადავატრიალე.-გველს გავს.არა მე გველები ძალიან მომწონს და ვიცი,შეიძლება ამით მათ შეურაცხყოფას ვაყენებ,მაგრამ მინდოდა მეგულისხმა,რომ მათსავით გესლიანი ენა აქვს.
-წარმოუდგენლად ბოროტი ხარ-საყვარლად გადაიხარხარა-ნამდვილი დოქტორი ბოროტება ხარ.გეფიცები!
-სულაც არა!-გავაპროტესტე მაგრამ ის მაინც თავისას ამტკიცებდა.ბოლოს ხელი ჩამკიდა და მისი ოჯახისკენ წამიყვანა.
-კიდევ ერთხელ უნდა გავუძლოთ ამას-თავი სასაცილოდ შეიგულიანა.
888
-ძალიან მომენატრე საყვარელო-ამოისრუტუნა დედამისმა და ძლიერად მოეხვია.მამა არ იყო მის გვერდით და ამან უფრო შეაგულიანა ორივე.შრეკი სათითაოდ ყველას გადაეხვია და დაემშვიდობა.ამაღელვებელი და საშინელი საყურებელი იყო გამომშვიდების სცენა.
საბოლოოდ მანქანაში ჩავსხედით და წამოვედით.გზა საშინლად გაიწელა.მწვანე თმიანს სიტყვაც არ დასცდნენია,მეც ჩუმად ვიყავი.არმინდოდა ხასიათი უარესად გამეფუჭებინა მისთვის.ჩემი სახლის გზას,რომ ავცდით წარბები შევკარი.
-მე იქეთ ვცხოვრობ!-ვერ მოვითმინე და ამოვილუღლუღე.
-ვიცი!
-გადასარავია.ჰოდა შეგიძლია მოაბრუნო?-ირონია შემეპარა.
-დღეს ჩემთან დარჩი-მუდარასავით გაისმა მისი სიტყვები.რათქმაუნდა მისი ეს ტონი ,,პიკი“ იყო ჩემთვის.ისევ შრეკის დაცვის მექანიზმი ამოქმედდა და მეც წინააღმდეგობის გარეშე დავუქნიე თავი,თანხმობის ნიშნად.
888
-მადლობა-საყვარლად გამიღიმა,როცა ორივენი კომფორტულად მოვეწყვეთ ლოგინში.ჩემსკენ იყო გადმობრუნებული და თავი ხელზე ჩამოედო.მე კი ჭერს მივშტერებოდი.ვაანალიზებდი,როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება ამ 2 თვეში.
-რისთვის?-გაკვირვებულმა გადავხედე.
-რომ წამომყევი-მხრები აიჩეჩა.-ვერ გავბედავდი მისვლას.
-ნუ სულელობ.კარგი დრო გავატარე-გავუღიმე დასამშვიდებლად და მისკენ შევტრიალდი-მამაშენი გამოკეთდა,როგორც ჩანს?
-ჰო.მანამ სანამ გაიგებდა,რომ მეც წამალზე ,,ვიჯექი“, 2თვე სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობდა-მშვიდად ამიხსნა.თვალები ეხუჭებოდა.
-მაპატიე მაგრამ არასწორად მოიქცა.ჯობდა შენც იქ მიეყვანე.ღმერთო ჩემო! ახლა ნარკოტიკზე არც კი იფიქრებდი!-ამოვიოხრე.
-ჰო,მაგრამ მისი ნერვები არც ისე კარგ მდგომარეობაშია.ბრაზს ვერ აკონტროლებს-თვალები არ გაუხელია ისე წაილუღლუღა.
-ეგ ვერ ამართლებს მის საქციელს-თავი გავიქნიე.მინდოდა კიდევ რაღაც მეთქვა მისთვის მაგრამ მივხვდი აზრი არ ჰქონდა.უკვე მშვიდად ეძინა და ჩემიც აღარ ესმოდა.ლამაზი იყო! როგორც ყოველთვის ბავშვივით საყვარლად ეძინა.მაღვიძარა ექვსის ნახევარზე დავაყენე და მეც მალევე ჩამეძინა.
888
დილით მაღიძარას ხმამ გამომაღვიძა.თვალები ძვლივს გავახილე და ოთახი მოვათვალიერე.მინდოდა წამოვმდგარიყავი,მაგრამ შრეკი ისე ძლიერად მიჭერდა ხელს ვერაფრით მოვახერხე.იმაზე ფიქრი,თუ რამდენად მშვენიერი იყო ასეთ მდგომარეობაში ტვინის უკან მოვისროლე და ოდნავ შევანჯღრიე,რომ გავეთავისუფლებინე.
-ეიი! გამიშვი!-ამოვიგმინე.არ გაუღვიძია,მხოლოდ წარბები შეკრა,ხელი გამიშვა და გვერდი იცვალა.მე,აბაზანაში შევედი,წყალი გადავივლე.როგორც კი მოვწესრიგდი,წამალი გავიკეთე და საძინებელში დავბრუნდი.უკვე 7 საათი გამხდარიყო.
-ჯანდაბა! გაიღვიძეეე!-პანიკისგან ხმამაღლა ჩავძახე ყურში ტკბილლად მძინარე შრეკს.
-გაიღვიძეე! გთხოვ რა-ხელი მოვკიდე და ძლიერად შევაქანე.
-ადექი ვიროო!-დავიყვირე უკვე მოთმინება დაკარგულმა.
-სამსახურში ვერ დავიგვიანებ! მე კიდე სახლში უნდა წამიყვანო,გამოვიცვალო და მოვწესრიგდე! ადექი!
-ღმერთო! რომელი საათია?-ამოიბუტბუტა და ცალი თვალი ძვლივს გაახილა,ელექტრო მაღვიძარასთვის,რომ დაეხედა-შენ გიჟი ხომ არ ხარ?-აღმოხდა,როცა დრო გაარჩია.-დაწექი!-ამოიოხრა და ძილი განარძო.
რამდენიმე წამი ერთ ადგილზე ვიდექი,გაბრაზებული.ბოლოს ვეღარ მოვითმინე,ქვაბი წყლით ავავსე და საწოლთან მივედი.
-ადექი,ბოლოჯერ გეუბნები!-გავაფრთხილე.ხმა,რომ არ გამცა ჩავიხითხითე და ზედ დავასხი ცივი, ალბათ ექვს ლიტრამდე წყალი.შრეკმა ამოიღმუვლა და საწოლიდან წამოხტა.მე კი სიცილისგან თავს ძვლივს ვიკავებდი.ტუჩზე ვიკბინე და ხელები წელზე შემოვიწყვე.
-შენ ნორმალური ხარ?-სველი სახე ჩამოიწმინდა-გააფრინე?
-არ იღვიძებდი!-ენა გამოვუყავი და გადავიხარხარე-ბანაობა აღარ მოგიწევს!
-გირჩევნია გაიქცე!-ავისმომასწავებლად აუელვარდა თვალები.
-არ გაბედო! არ შემეხო!-თითი გავიქნიე და უკან დავიხიე.როგორც კი ჩემსკენ გამოიქცა მეც გავიქეცი.სამზარეულოში,საღამოს კაბით,მაგიდის გარშემო დავრბოდით.ალბათ კიდევ დიდხან მოგვიწევდა ასე ,,ტომი და ჯერის“ მსგავსად თამაში შრეკს რომ არ ეყოჩღა.მაცივრიდან მაკარონის წვნიანი გამოიღო და თავზე გადამაწუწა.მოულოდნელობისგან გავშეშდი.მწვანე თმიანი კი,სიცილისგან მიწაზე ხოხავდა.ვგრძნობდი,როგორც გამოვიყურებოდი,სულ შველი.თმაზე,ცხვირზე,ყურებზე კი მაკარონები მომდებოდა.
-ტრ@კი ხარ!-თავი გავიქნიე.გარეთ გავედი და მის მანქანაში ჩაჯნომისას,განგებ ჩავებერტყე სავარძელში,რომ დამესვარა.
-არ გაბედო!ღმერთო ჩემო! ჯანდაბა!-განცვიფრებულს აღმოხდა,როცა დაინახა,როგორ მოვიძვრე მაკარონი თმიდან და მოწყობილობათა პანელს ,,შევაზილე“.
888
სამსახურის მერე შრეკის ძმას შევხვდი.კიდევ რამდენიმე ბინა დავათვალიერეთ.მაგრამ არცერთი მომეწონა.
-მადლობა,რომ მეხმარები არჩილ.მაგრამ მგონი ჯობია დროებით შევწყვიტოთ ძიება.-ვუთხარი და ნაცნობ,ლურჯ თვალებში ჩავხედე.საოცარი იყო მათი ასეთი მსგავსება.
-როგორც გინდა.თუ რამე კარგი გამოჩნდება,მაინც დაგიკავშირდები-თბილად გამიღიმა.მე ხელი გავუწოდე დასამშვიდობებლად მაგრამ თავი გაიქნია.
-რამე ხომ არ დაგველია?-უხერხულად მკითხა.
-ოუ.ჰო.კარგი იქნება-უარის თქმა არ მიფიქრია.მას ხომ,შეეძლო შრეკზე ყველაფერი მოეყოლა.ჩემი ჩანთა ავიღე და უახლოეს ბარში შევედით.
-ორმაგი ვისკი-გაუღიმა ბიჭს და მე გამომხედა-ანუ შენ და ჩემი ძმა მეგობრები ხართ?
-ჰო.რაღაც ამის მსგავსი-უხერხულად წარმოვთქვი.მართლა არ ვიცოდი ,,რა ვიყავით“ მე და შრეკი.-მე ფორთოხლის წვენს დავლევ.შევუკვეთე და ისევ არჩილს მივუბრუნდი.
-ბედნიერია.ვფიქრობ შენი დამსახურება უნდა იყოს-მომეჩვენა თითქოს მის თვალებში მადლიერებამ გაირბინა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
-ის წვრილმანითაც ბედნიერდება-ვუთხარი დარწმუნებით.მართალია სულ 2 თვეა რაც ვიცნობ მის ძმას, მაგრამ საკმარისად კარგად შევისწავლე.
-მართალია-გაეღიმა და ვისკი მოსვა-მარი უკვე გაიცანი?
-კი.მხვდა პატივი-თვალები გადავატრიალე, რაზეც ორივეს გაგვეცინა.
-სხვათაშორის,ერთადერთი გოგო იყო,რომელსაც არ შეძულდა იმის შემდეგ,რაც გაიგეს,რომ ნარკომანი იყო.-შრეკის ,,ნარკომანად“ მოხსენიებამ,მუცელში უსიამოვნო გრძნობა გამიჩინა.
-ჰო,მგონი ყურებამდეა შეყვარებული-თავი გავიქნიე და წვენი მოვწრუპე.-სულაც არ მიკვირს-ჩემთვის ჩავილაპარაკე.მალე გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს.არჩილმა მომიყვა,როგორი იყო შრეკი ბავშვობაში,როგორ გადავარდა კლდიდან,როცა მან და მისმა ძმებმა ჩუმად გადაწყვიტეს ასვლა.შრამზეც მითხრა,რომელიც მაშინ გაუჩნდა,როცა ლავიწის ძვალი გაუტყდა.თურმე ერთი თვე იტანჯებოდა ტკივილისგან.
888
-ის კაბა გადავაგდე!-გაბრაზებულმა ამოვიბუზღუნე.მწვანე თმიანის ლოგინზე უკუღმა ვიწექით,ფეხები კედელზე გვქონდა მიდებილი.
-მე,კიდევ დღეს მთელი დღეა მანქანის სალონს ვხეხავ,მაკარონი,რომ ამომეშორებინა-ენა გამომიყო.
-ღირსი ხარ!
-ჰო რათქმაუნდა,პირველი მე არ დავიწყე?-თვალები გადაატრიალა.
-აბა არ იღვიძებდი და...
-მომავალში,გავითვალისწინებ,რომ წყალი გადავკეტო!-ჩაიხითხითა.
-ყოველთვის მოიძებნება შენს სახლში რამე ისეთი,რაც შენს გაღვიძებას შეძლებს-ავისმომასწავლებლად გავუღიმე და მუშტი მსუბუქად მივარტყი მხარზე.
-მაგალითად?
-მაგას შემდეგ სერიაში ნახავთ-გავუცინე.უცებ უცნაურმა სურვილმა შემიბყრო.დაუფიქრებლად მივჩოჩდი მასთან ახლოს და მაისური ზემოთ ავუწიე.
-ოუ,ოუ,ოუ დამშვიდდი პატარავ.რას აკეთებ?-გაკვირვებულმა შემომხედა,ვხედავდი სიცილს იკავებდა.
-ჯანდაბა!-სწრაფად მოვშორდი-ფუუ! მასე ნუ მიყურებ!-ხელი მკერდზე დავარტყი-უბრალოდ შენი შრამის ნახვა მინდოდა.რა საზიზღარი ხარ!
-ახლახან ლამის მაიკა შემომახიე და კიდე მევარ საზიზღარი? მეკაცთანე-მოჩვენებითი გაბრაზებით წარმოთქვა და გაიცინა.
-სულელო!-მეც გამეცინა.დარცხვენილმა ხელები სახეზე ავიფარე სიწითლის დასაფარად.
-გეხუუმრე რაიყო-ჩემს დაცინვას აგრძელებდა.ხელი სახიდან მომაშორებინა შემომხედა.-აღარ დაიფარო ჩემგან არაფერი-ღიმილით მითხრა.
-შრამს მაჩვენებ?-ვკითხე და ვიგრძენი,ისევ შემეფაკლა ლოყები.გაეცინა.თავი დამიქნია და მაისური ზემოთ აიწია...
===========================================================

დავბრუნდი :დდ ვიცი საშინლად დავიგვიანე მაგრამ ვეცდები მალე დავდო თუ დააკომენტარებთ.



№1  offline წევრი marus

ბავშვებო,ვინც ბოლო 3-4 წლის მანძილზე ისტორიებს აქტიურად კითხულობთ,აუცილებლად მომწერეთ რაა,ძალიან გთხოვთ,საქმე მაქვს kissing_heart

 


№2 სტუმარი nita nita

agar daagviano ra plzzz

 


№3  offline წევრი Ana Imnadze

ვგიჟდები ამ მოთხრობაზე ^^

 


№4 სტუმარი hipo

vaimee rogor velodebodiii

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

Magari xar shen ROM gaagrdzele.ici rogor miyvars es istoria.male dade
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი SillyGirl

ძალიან ძალიანნ მომწონს
იმედია ასე აღარ დააგვიანებ <3

 


№7  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ძაალიაან მაგარია და ძალიან სასიამოვნო წასაკითხია, უცხოა და რაღაცნაირად კარგი წასაკითხია, შრეკის სახელი მაინტერესებს მაგრამ არც მაინტერესებს იმედები არმინდა გამიცრუვდეს ამიტომ ართქვა ჯერ:დდდდდ

 


№8 სტუმარი mtvaro svani

ase nu agvianeb raa.mavicydeba xolme cinashi ra cavikitxe.velodebiiii

 


№9 სტუმარი A

Veli shemdeg tavs......

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent