შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მწვანეთვალება (5)


10-09-2016, 15:33
ავტორი მომწვანო
ნანახია 2 378

შემდეგ სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშეთ.
პირველები ლუი და ჯეიკი ამოვიდნენ. ჯეიკს მოუწია ტბაში გადამხტარიყო. ნიკმა ამოსუნთქვის გარეშე დალია მთელი ლუდი. როდესაც მე და ამანდა ამოვედით ამანდამ ლუდის ბოთლი გადაისხა თავზე. მე კი სიამოვნებით ვუცქერდი. შემდეგ ჰარი და ამანდა ამოვიდნენ
-ჰარი სიმართლე თუ მოქმედება?
-ჰმმ მოქმედება
-მაკოცე
-რა>
-მაკოცე- მე გვერდით გავიხედე
-რა სისულელეა ამანდა ლუდის სუნად ყარხარ.თან მე და შენ მგონი უკვე დავშორდით. ჰარის ამ სიტყვებზე გულში ვზეიმობდი. შემდეგ დატრიალებაზე მე და ჯეიკი ამოვედით.
-ბელ სიმართლე თუ მოქმედება?
-მოქმედება
-კარგი მაშინ ტყეში შედი ღრმად ოღონდ და მერე გამოდი
-კი მაგრამ რომ დავიკარგო?
-ნუ ღელავ ჩვენ აქვართ
-კარგი
ტყეში ნელ-ნელა შევედი. ცოტა მეშინოდა, რადგან ძალიან ბნელოდა და ვერაფერს ვხედავდი. უკან ხოარ გავბრუნდე? არა არა დამცინებენ. ჯობია გზა გავაგრძელო
***
უკვე 15 წუთია აქედან გაღწევას ვცდილობ., თუმცა არაფერი გამომდის. ყოველი ადგილი ერთმანეთს გავს. ერთ-ერთ ხესთან ჩამოვჯექი და ხელები ჩემს მუხლებს მოვკიდე. ძალიან შეშინებული ვიყავი. უცბად რაღარც ხმა გავიგე. უფრო ტოტის მტვრევის. ნაბიჯების ხმა უფრო და უფრო მიახლოვდებოდა. ვაიმე იქნებ ვიღაც მანიაკია. მიწიდან ტოტი ავიღე და შეშინებულმა სიარული დავიწყე
-აქ ვინარის?-დავიყვირე. ხის უკან სხეული დავლანდე, მეც არდავაყოვნე და ტოტი მოვუქნიე. სხეული მიწაზე დაეცა, მე კი ზემოდან ამაყად დავყურებდი...
*** Harry’s P.O.V
-აუ ბელზე ვღელავ უკვე 15 წუთი მაინც იქნება არ გამოჩენილა
-მე მოვიყვან
ჯანდაბა სად წავიდა ეს გოგო-ვბურტყუნებდი და თანმივდიოდი. უკვე ღრმად ვიყავი შესული, როდესაც რაღაც ხმა გავიგე. გავიხე და ხესთან გოგონა დავინახე. ნამდვილად ბელი იყო. მისკენ წავედი, თუმცა უცბად ტკივილი ვიგრძენი და ძირს დავეცი. თვალები გავახილე თუ არა ბელსის შეწუხებული სახე დავინახე. წამოვდექი და მკაცრად ვუთხარი
-გოგო ნორმალური ხარ?
-უბრალოდ ძალიან შემეშინდა.მაპატიე-დავინახე როგორ ჩამოუგორდა ცრემლები. ჩემსკენ მოიწია და ჩამეხუტა. გამიკვირდა მისი ეს საქციელი. მაშინვე ხელები მოვხვიე და ძლიერ ჩავიხუტე. მისი შეხებისას რაღაც უცნაური გრძობა დაეუფლა. მინდოდა ეს წამი არასდროს დამთავრებული.
-ბოდიში ძალიან შეშინებული ვიყავი-დამორცხვილმა მითხრა როდესაც მომერიდა
-მაინც და მაინც უნდა შეგეშინდეს რო ჩამეხუტო?
-კაი მაგის დრო არაა. აქედან უნდა გავაღწიოთ. გზა ხოიცი?
-ამმ მგონი
-შენ ნორმალური ხარ?ახლა ორივე დავიკარგეთ. სად მოდიოდი თუ გზა არ იცოდი. სინამდვილეში გზა ვიცოდი უბრალოდ ბელთან დიდი დროის გატარება მინდოდა. ლუის მივწერე რო არ დაგვლოდებოდნენ და რომ ბელს მოვიყვანდი. გზა გავაგრძელეთ და ცეცხლის ალს მოვკარით თვალი
-ჰარი შეხედე.წამოდი მგონი ბავშვები არიან
მივედით მაგრამ ბავშვების ნაცვლად სრულიად უცხო ხალხი დაგვხვდნენ. მათ შორის ერთი ჩემი მეგობარი ამოვიცანი.
-ჯონ ძმაო როგორხარ?
-ჰარ? კარგად ძმაო შენ?
-მეც კარგად
-ამ დროს აქ რაგინდათ?
-უბრალოდ გზა აგვებნა.ქალაქისკენ გზას ვერ მიიგვასწავლით-საუბარში ბელიც ჩაერთო
-რათქმაუნდა, თუმცა ჩვენც ხვალ დილით მივდივართ დღეს დარჩით და ხვალ ერთად წავიდეთ
-შესანიშნავი აზრია-ორივე დავეთანხმეთ
***
ჯონმა თავისი მეგობრები გაგვაცნო. ძალიან მაგრები იყვნენ.მუსიკოსები იყვენენ და სულ უკრავდნენ. ყვებოდნენ თავიაანთ ისტორიებს. ჯონი ჰარისაც აძალებდა იმღერე რამაგარი ხმა გაქვსო. მეც შევეხვეწე და დაიწყო სიმღერა. მომაჯადოებელი ხმა ჰქონდა. არმეგონა ასეთი კარგი ხმათუ ექნებოდა. თვალებში მიყურებდა. როგორც კი სიმღერა დაასრულა ყველამ ტაში დავუკარით. უკვე ძალიან გვიანი იყო ამიტომ ყველა კარვებში წავედით. კიდევ კარგი ჰქონდათ ადგილი. ვერაფრით ვერ ვიძინებდი ამიტომ გარეთ გამოვედი და ცეცხლთანდავჯექი, რომელიც სულ ცოტახნის წინ ჩამქრალიყო, თუმცა მაინც მათბობდა. ნაბიჯების ხმა გავიგე და გვერდით ჰარი მომიჯდა
-რატო არ გძინავს?
-ვერ დავვიძინე შენ?
-ვერ ცმე.თან ხმა გავიგე და მივხვდი რომ შენიყავი.
-ჰარი შეხედე რა სილამაზეა-წინვიყურებოდი და მზის ამოსვლას ვუყურებდი, რომელიც ნელ-ნელა ანათებდა ტყეს და აცოცხლებდა გარემოს.თუმცაღა ჰარი მე მომჩერებოდა.მის მზერას ვაიგნორებდი, თუმცა ვგრძნობდი.გული ხომ ასე სწრაფად მიცემდა, მტკიოდა. სხეული მეწვოდა, მაგრამ ეს არ იყო კოცონის ბრალი, რომელიც ჩემს წინ ტკაცუნობდა. უბრალოდ თვალების ბრალი იყო, რომლებიც უბრალოდ მომჩერებოდნენ და აკვირდებოდნენ ჩემს ყოველ მოძრაობას. მის მზერას ვეღარ გავუძელი და მას შევხედე. იგი ახლოს, ძალიან ახლოს მოიწია ისე რომ ერთმანეთის შუბლებს ვეხებოდით, ერთმანეთის სუნთქვაც კი გარკვევით გვესმოდა. თვალებში მთელი ყურადღებით მიყურებდა, ტუჩის კუთხესთან იღიმოდა. ბაგეები ენით გაილოკა და ჩემს ტუჩებს დააცქერდა.
-თვალები დახუჭე- ჩურჩულით გამაფრთხილა მან და მეც დავემორჩილე.
ვიგრძენი მისი ბაგეების თბილი შეხება. ეს იმ კოცნას არ გავდა მაშინ რომ კლუბში მაკოცა. ეს იყო რაღაც გულრწფელი და საოცრად ნაზი. მინდოდა კიდევ და კიდევ ეკოცნა ჩემთვის. თითქოს მისი კოცნით დავთვერი და ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი, მაგრამ აღარ უკოცნია. თვალები გავახილე ის კი თავისი მწვანე თვალებით მიცქერდა. ამ დროს კარვებიდან ბავშვებიც გამოვიდნენ , რომლებიც წასასვლელად უკვე მზად იყვნენ. შუადღისთვის უკვე სახლშივიყავი. კარას დავურეკე, რომ მოსულიყო. როგორც კი მოვიდა დავსვი და ჩემზე და ჰარიზე ყველაფერი მოვუყევი. სიხარულისგან კინაღამ იკივლა
-ანუ ბელს უყვარხარ
-ალბათ.თქმით არ უთქვამს, მაგრამ ეს რას უნდა ნიშნავდეს?
-შენ რას გრძნობ?
-მანამდე მეგონა, რომ უბრალოდ მომწონდა, მაგრამ ამით დავრწმუნდი რომ სიგიჟემდე შემიყვარდა.
***
Harry’s P.O.V
დღეს სკოლის გამოსაშვები საღამოა. არც ვაპირებდი წასვლას, თუმცა ბელი შემეხვეწა და მისი ხათრით ახლა აქვარ, სმოკინგში გამოწყობილი. ბედნიერი ბავშვები ერთმანეთს ულოცავენ, ზოგიც ცეკვავს, ლაპარაკობენ. ჩემი თვალები კი მხოლოდ ერთ ადამიანს ეძებს.გავიხედე და პირდაპირ ჩემს ზღვისფერ თვალება გოგოს შევხედე.
როგორც იქნა, დავინახე ულამაზესი გოგო, რომელიც რაღაცაზე იცინოდა. არვიცი, რამ გააცინა ასე ძალიან, მაგრამ ბედნიერი ვარ, როცა მას ასეთს ვხედავ. გაღიმებული ვუყურებდი შემოსასვლელიდან, თუმცა ღიმილი მალევე წამეშალა, როცა მივხვდი, რაზე იცინოდა.
თვალები დავაწვრილე და მუქთმიანი იდიოტი შევნიშნე, რომელიც ბელის გვერდით იჯდა და როგორც ჩანს მას აცინებდა.
წყეული დენი.
საერთოდ აქ რა ჯანდაბას აკეთებს? ზუსტად ვიცი, რას გრძნობს ბელსის მიმართ. პირველი დღიდან ვიცი და ზოგადად ეს სასაცილოდ მიმაჩნდა. მაგრამ ახლა ბელსი ჩემია, ასე რომ დენმა უნდა დაახვიოს.
ბელი ჭიქის ღვინით შევსებას აპირებდა, რომ დენმა უკნიდან ხელი მოჰხვია მის სკამს. მის მოქმედებზე მუშტები მოვჭიმე, თუმცა ბელას არ შეუმჩნევია, რადგან სიცილს განაგრძობდა. ნიძლავს ვდებ, სასაცილო საერთოდ არარის, უბრალოდ ზრდილობიანად ექცევა. დენს მხოლოდ რამდენჯერმე დავლაპარაკებივარ და ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მოსაბეზრებელი იდიოტია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ.
ნიკმა, რაღაც მკითხა, მაგრამ მე შემოსასვლელს მოვშორდი და პირდაპირ მომცინარი წყვილისკენ წავედი.
დროა, დენმა გაიგოს თავისი წყეული ადგილი.
ბელმა ვერ დამინახა, როგორ მივუახლოვდი მაგიდას. მაგრამ ახლავე გაიგებს. მაგრამ, რაც მთავარია, დენი გაიგებს, რომ აქ ვარ. დავაიგნორე ხელი, რომელიც ბელსის სკამს იყო შემოხვეული და მეორე მხრიდან მივედი, რაზეც მაგიდის მეორე მხრიდან ვიღაცის ყურადღება მივიქციე.
ყველაზე მეტად მინდოდა, დენის წყეულ სახეში მუშტი გამექანებინა. ბელმა, როგორც კი დამინახა, ყურებამდე გაეღიმა და მეც დროაღარ დავკარგე. ნაზად წამოვაყენე ხელებით, რაზეც გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. როგორც კი ფეხზე დადგა, ტუჩებზე ვეცი, ხელები წელზე შემოვხვიე და ახლოს მოვწიე. თავიდან შოკირებული იყო, რადგან ტუჩებს თითქმის არ ამოძრავებდა, მაგრამ, როგორც კი ენა გადავუსვი ქვედა ტუჩზე, მაშინვე მიპასუხა. ორივემ ვიცით, რომ ხალხი გვიყურებს, მაგრამ ფეხებზე . მინდა, რომ ეს დაინახონ. განსაკუთრებით დენმა. იმედია, მიხვდება მინიშნებას და გაიგებს, რომ ბელი დაკავებულია. ძალიან ვნებიანი კოცნის შემდეგ ბელსი სწრაფად მომშორდა და საოცრად დაბნეულმა და შერცხვენილმა შემომხედა. მე კი ეშმაკურად გავუღიმე, ვიცოდი, რომ ყველა ჩვენ მოგვჩერებოდა. ოთახს გადახედა და ლოყები აუვარდისფრდა. შემდეგ ნელა დაეშვა სკამზე, ღვინის ჭიქა აიღო და თავიჩახარა.
მისი სკამიდან რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან. დენს თვალები გაუფართოვდა და პირი დააღო. ძალიან დაბნეული იყო . დაკარგულ ლეკვს ჰგავდა. და მეც კმაყოფილი ვიყავი, რომ ასეთი რეაქცია ჰქონდა იმაზე, რომ მე და ბელამ ერთმანეთს ვაკოცეთ ზუსტად მისთვალწინ. ხელი აღარ ჰქონდა სკამზე მოხვეული. და კიდევ კარგი მოაშორა, თორემ ხელს მოვატეხდი, ისე შემოვცხებდი. ქვემოთ ჩავიწიე და დენს გავუთანაბრდი. მისკენ რომ გადავიხარე, უხერხულად გასწორდა სკამზე.
-მემგონი ჩემს ადგილზე ზიხარ -ხმადაბლა ვთქვი, რომ მხოლოდ მას გაეგო, მაგრამ მივხვდი, რომ არ გამომივიდა, როცა ბელის ამოხვნეშა გავიგე.
-რა? -უხეშად დაიჩურჩულა და სკამიანად მობრუნდა, რომ ორივე ჩვენგანისთვის შემოეხედა. საბოლოოდ ოთახში მყოფმა ხალხმა ლაპარაკი ისევ განაგრძო, მას შემდეგ, რაც მე და ბელამ შევაწყვეტინეთ ჩვენი კოცნით.
-აჰ, ხო, ბოდიში, გადავალ -დენმა მაგიდაზე მიმოიხედა. თვალი ამარიდა და ადგილის ძებნა დაიწყო.
რამდენიმე წამის შემდე გადგა, სკამის საზურგეზე გადაკიდებული პიჯაკი აიღო და მაგიდის მეორე მხრისკენ უთქმელად წავიდა. მე ბედნიერმა დავიკავე მისი ადგილი და იმ გოგოს გვერდით დავჯექი, რომლის გვერდითაც უნდა ვიყო წესით, მაგრამ ის არ ჩანდა ამით კმაყოფილი და ურწმუნო სახით მიყურებდა.
-ახლა რა გააკეთე.
-რა გავაკეთე? -მხრები ავიჩეჩე. ფეხებზე , რას იტყვის ახლა დენი ან სხვა ვინმე ჩემზე.
მეც და დენმაც ვიცით, რომ ის გიჟდება ბელაზე და ახლა მან იცის თავისი წყეული ადგილი. ნებისმიერ ადგილას, ბელას განმოშორებით.
-აიძულე დენი, რომ გადამჯდარიყო -გამომიცხადა და სწრაფად გახედა მოსაბეზრებელ იდიოტს, რომელიც ჩუმად უსმენდა ერთ-ერთ ,მასწავლებელს და ყოველ წამს ჩვენკენ იხედებოდა.
-არა, მე არ ვაიძულე. თვითონ უნდოდა
-ჰო, იმის მერე, რაც შენ უთხარი, რომ გადამჯდარიყო! -წარბები შეკრა.
Izabelle’s P.O.V
-ჰარიი
-დენს რას ეუბნებოდი. რაზე ლაპარაკობდით?-ჩემი ნათქვამი დააიგნორა
-ბევრ რამეზე -ნელა ვუპასუხე. ვფიქრობდი, საით მიდიოდა.
-შენთვის ძალიან სასაცილო უნდა ყოფილიყო, ასე ძალიან რომ იცინოდი -დაცინვით, მაგრამ ოდნავ გაღიზიანებულმა თქვა.
-სასაცილო იყო -თავდაჯერებულმა ვთქვი, ხმა მის გაღიზიანებულ ტონს შევუსაბამე.
-ეჭვი მეპარება -ჩაიბუზღუნა.
-რატომ?
-იმიტომ, რომ დენი გონებაჩლუნგია -თქვა უხეშად და მაგიდის იქით ზრდილობიან ბიჭს გახედა.
-არა, არარის, საყვარელია. რატომ უხეშობ? -ვცადე ჩუმად მეთქვა, თუმცა უფრო და უფრო ვმწარდებოდი, რომ ის აქ იჯდა.
-არ ვუხეშობ. მას რატომ იცავ? -მანაც წამკბინა.
-იმიტომ, რომ ნაძირალასავით იქცევი.
ღმერთო, რაპრობლემა აქვს? ჯერ ყველას წინაშე არ ერიდება კოცნას, მერე საშინლად უხეშობს დენთან. გადავწყვიტე დავაიგნორო, რადგან არცერთი სიტყვის გაგონება აღარ მინდა. ვიცი, რომ რაღაცაზე გაღიზიანებულია, რადგან მოღუშული სახით იყურება მაგიდის მეორე მხარეს. მაგრამ მაინც ძალიან გაბრაზებულივარ იმაზე, თუ როგორ მოექცა დენს. უხეშობა და უპატივცემულობა იყო.
წამოვდექი და ბავშვებს შევუერთდი, როლებიც ცეკვავდნენ, ჰარი კი გაბუსხული იჯდა. მარტომ გავაგრძელე ცეკვა, თუმცა რამოდენიმე ხანში უკნიდან შეხება და ცხელი სუნთქვა ვიგრძენი. მივხვდი ვინც იყო. შემოვბრუნდი და მწვანე თვალებს შევეჩეხე. ხელები კისერზე მოვხვიე და ცეკვა გავაგრძელეთ, თუმცა ზედ არ ვუყურებდი.
-რაღაცას ვგრძნობ შენდამი, ბელ -მისი ცხელი სუნთქვა ყურზე მელამუნებოდა. ამ სიტყვებზე ყველა ნერვი ვიგრძენი ჩემს ტანში და კინაღამ დავდნი.



№1  offline წევრი მომწვანო

anuki15
არ შეწყვიტო წერა, საინტერესო ისტორიაა, ახალ თავს ველოდები relaxed relaxed

მადლობა kissing_heart რათქმაუნდა არ შევწყვეტ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent