შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარულის ფობია მემართება (36)


12-09-2016, 01:12
ავტორი Natta
ნანახია 2 247

ცვეტში ბევრჯერ მითქვამს, რომ უაზრო ლაპარაკი ჩემი სტილი არ არის, ამიტომ წასვლის თემაზე მოკლედ ვიტყვი ყველაფერს - ნიტამ საბოლოოდ გადაწყვიტა ჩემთან ერთად დაბრუნდებულიყო საქართველოში, ამით რაღათქმაუნდა მაგარი კმაყოფილი დავრჩი და იმასაც შევპირდი, რომ როდესაც საჭირო არ იქნებოდა მასთან „უაზრო“ სინაგლე, მაშინვე გავაქრობდი. გიუშას ძმაკაცებს წასვლამდე შევხვდი და გაწეული „სამსახურისთვის“ ჩემგან ის მიიღეს რაც ეკუთვნოდათ. ჩვენმა გვრიტებმა „უცნაური“ გადაწყვეტილება მიღეეს, რადგანაც ქორწინებამდე მოუწყეს ერთმენეთს დაუვიწყარი თაფლობის თვე ბერლინში, გიუშაც მათთან დარჩა, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც საქმეები კიდევ ჰქონდა გერმანიაში. გამგზავრების საკითხებზე „სირბილმა“ ნიტა ძალიან დაღალა, ამიტომ დარწუნებული ვარ მთელი ფრენის განმავლობაში ხმას, არ ამოიღებდა ისევ მე, რომ არ დამერღვია უაზრო დუმილი ჩვენს შორის - სინამდვილეში კი იმიტომ ვერ ვახერხებდი გაჩუმებას, რომ ფრენა მაგარი არ „მევასებოდა“.
- მოისვენე ადამიანო ერთი წუთი მაინც მოისვენე, რაც აქ დაჯექი იმის შედეგ არ გაჩერებულხარ. ( ნიტა )
- არც გავჩერდები, ასეთ ხასიათზე ვარ და აქ დამთავრდა.
ჩემს პასუხზე გაეცინა და საუბარი განაგრძო.
- აჰჰ ეგ სულ დამავიწყდა. ( ნიტა )
- რა?
- რა და ფრენის, რომ გეშინია. ( ნიტა )
- არ მეშინია, უბრალოდ არ „მევასება“.
- ჰაჰა კი კი როგორ არა. ( ნიტა )
გაბრაზებულმა შევხედე, მაგრამ მისმა „მომაჯადოვებელმა“ სიცილმა მაშინვე შემიცვალა განწყობა და ღიმილიც ვერ დავმალე, ამან კი ქალბატონი კიდევ უფრო გაათამამა.
- მე კი მეგონა, რომ დადა დემეტრაძეს არაფრის ეშინოდა. ( ნიტა )
- ნიტა, საკმარისია.
- კარგი, ნუ გეშინია ჩემო სიმპატიურო მე ხომ შენთან ვარ. ( ნიტა )
ამის გაგონებაზე თვალები გამიბრწყინდა და ჩემი ჩვეული სინაგლე გავიხსენე, მხოლოდ მსუბუქ „ფორმებში“ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს დაპირებას კიდევ ჰქონდა ძალა.
- რა მითხარი?
- არ შეგეშინდეს-მეთქი. ( ნიტა )
- ჩემო სიმპატიურო, თუ მომესმა ეს სიტყვები?
- არა არ მოგესმა, მერე? ( ნიტა )
- მერე როდიდან ვარ შენი? სიმპატიურზე არაფერს ვამბობ.
- შენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან დავიღალე, ამიტომ ცოტახანს დავიძინებ. ( ნიტა )
- ჰაჰა სხვა თემაზე რატომ გადადიხარ?
- მაინც რისი მოსმენა გინდა ჩემგან? ( ნიტა )
- იქნებ თავად გინდა ჩემთვის რაღაცის თქმა.
- რას გულისხმობ? ( ნიტა )
- კარგი კარგი, დაიძინე.
კომფორტულად მოვთავსდი და ნიტასკენ გადავიხარე.
- შეგიძლია თავი ჩემს მხარზე დადო, მგონი ასე უფრო უკეთესი იქნება.
- შენთვის იქინება უკეთესი თუ ჩემთვის? ( ნიტა )
- ზედმეტად უაზრო შეკითხვაა, რაღათმქუნდა შენთვის.
ამის თქმა იყო და ქალბატონი მაშინვე მომშორდა.
- ანდაც ორივესთვის.
- ასე უკეთესია. ( ნიტა )
ღიმილით დამადო თავი და თვალები დახუჭა - მისი სურნელი მაგიჟებდა, საოცარი სურვილი მიპყრობდა, რომ ძლიერად მიმეკრო გულზე და მოვფერებოდი, მაგრამ საკუთარ თავს შესანიშნავად ვაკონტროლებდი - თვალები დავხუჭე და როგორც აღმოჩნდა დაღილილობას მეც „შევუპყრივარ“ და მაშინვე დამეძინა. საბოლოოდ ფრენაც დასრულდა და საქართველოშიც მშვიდობით „ჩავაღწიეთ“, აეროპორტში მხოლოდ ჩემს ძმაკაცებს ველოდი, მაგრამ მოულოდნელად ანუკიც გამოჩნდა და მისგან თბილი ჩახუტებაც მივიღე.
- რომ იცოდე, როგორ მენატრებოდი. ( ანუკი )
ქალბატონმა გაბრაზებული თვალებით შეხედა ანუკის, რომელიც „გიჟივით“ მეკვროდა, შემდეგ კი ვაკოსკენ გაიქცა.
- ნახე ბიჭო ეს კიდევ უფრო გალამაზებულა. ( ვაკო )
- ჰაჰა როგორ ხართ? ( ნიტა )
- ჩვენნაირ ხალხს როგორც ეკადრება. ( თემუკა )
- კარგი გოგო, ჩვენამდე მოსვლა მაინც დააცადე. ( ვაკო )
ამის გაგონებაზე ანუკი სიცილით მომშორდა და ნიტასკენ წავიდა, მე კი ბიჭებისკენ გავემართე - ერთი ორი და მაშინვე მათ „წრეში“ გავჩნდი, მეხუტებოდნენ და უაზროდ ყვიროდნენ რაღაც სიგიჟეებს. საოცარი „დახვედრაც“ დასასრულს მიუახლოვდა და „რეალობაში“ დავბრუნდით.
- შენი და შემეცოდა ალექსადნრესთან ყოფნის ბედნიერაბა, რომ წამერთმია, ამიტომ წამოსვლის თემა მასთან მეორედ არ მიხსენებია.
შეგახსენებთ, რომ თემუკა ლენას საამაყო ძმის „ტიტულით“ სარგებლობდა.
- ჰაჰა ხო ყველაფერი ვიცი, ცოტახნისწინ ველაპარაკე ლენას. ( თემუკა )
- კარგი კარგი, ახლა ყველანი ჩემთან. ( ვაკო )
ნიტამ „შეწუხებული“ თვალებით შემომხედა, მის გამოხედვაში ნათლად ჩანდა რას ფიქრობდა იმ წუთში ვაკოსთნ წასვლაზე, ამიტომ ბიჭებს მაშინვე შევაცვლევინე გეგმები.
- ეგ ხვალისთვის გადავდოთ ძმაკაც, ნიტა სახლში უნდა მივიყვანო და მეც ჩემები „უეჭველი“ უნდა ვნახო, ისედაც არ იციან დღეს რომ ვაპირებდი ჩამოსვლას და ალბათ ნინო გაგიჟებსაა.
ყველამ იცოდა, რომ ჩემთან შეპასუხებას აზრი არ ექნებოდა, ამიტომ მალევე დამემშვოდობნენ, იმ პირობით, რომ გართობაში ხვალ მაინც ვერაფერი შეგვიშლიდა ხელს - რამდენიმე წამში ჩემს BMW - ში აღმოვჩნდი და ვერ აგიღწერთ, იმ მომენტში რას ვგრძნობდი, საბოლოოდ მართლა მაგარი მენატრებოდა მისი ხმა და გიჟური მოძრაობები - ამ თემაზე საუბარი აქ შევწყვიტოთ, რადგან უაზრო იქნება გაგრძელბა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ კარგად იცით მანქანისადმი ჩემი დამოკიდებულემა.
- შენ აგიყვან და წავალ.
- არა. ( ნიტა )
- რა არა ტო.
- ჯერ შენთან, შემდეგ კი ჩემთან. ( ნიტა )
- ჰაჰა კარგად ჟღერს,
- უაზრო, უბრალოდ შენს მშობლებს გავიცნობდი. ( ნიტა )
- დაღლილი ვარო?
- არაუშავრს. ( ნიტა )
- იქნებ სხვა დრ
ნიტამ სიტყვის დაბოლოება არ მაცადა.
- მე ახლა მინდა. ( ნიტა )
ქალბატონს ღიმილით შევხედე და სიჩქარეს მოვუმატე. რამდენიმე წუთში ჩემი კორპუსის წინ ვიყავით, მანქანა დავკეტე და ნიტასთან ერთად კიბეები სწრაფად ავირბინე, ჩემები საერთოდ არ მოელოდნენ ჩემს დაბრუნებას, ამიტომ კარებთან დიდხანს მოგვიწია ლოდინი, შემდეგ კი დედაჩემის „დაღილი“ თვალებიც გამოჩნდა, მაგრამ ჩემმა დანახვამ მაშინვე დაუბრუნა მათ „ბწყინვალება“.
- დადა, ეს შენ ხარ? ( ნინო )
სიტყვები ზედმეტად ჩავთვალე და მაშინვე გულზე მივიკარი.
- მაგარი მომენატრე ტო.
ჩემთვის უცხო იყო სიტყვებით გრძობების გამოხატვა, მაგრამ იმ მომენტში, როგორც ჩანს მონატრებამ მართლაც საგრძნობლად იმოქმედა და მგონი ნინომ პირველად მოისმინა ჩემგან ასეთი სიტყვები, ხმაურზე რამდენიმე წამში გიაც გამოჩნდა და მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მე დამინახა.
- შვილო, შენ აქ საიდან? როდის ჩამოფრინდი? რატომ არ გვითხარი? ( გია )
ამ დროს განმავლობაში ნიტა არავის შეუმჩნევია შემდეგ კი როგოციქნა მიხვდნენ, რომ მარტო არ ვიყავი.
- სტუმარი მოგიყვანია. ( ნინო )
- გაიცანით ეს ნიტაა.
მშობლების ამბავი ხომ იცით, ცვეტში დაპანიკდნენ - გოგო მოიყვანა ჩვენს გასაცნობათ და აქ რაღაც „ამბავიაო“.
- შემოდით, შემოდით კარებში რატომ დგახართ. ( გია )
- არა ნიტა დაღლილია, სახლში გადავიყვან და ამოვალ მალე.
რას ამბობ დადა, ეს ხომ უზრდელობაა? შემოდი შვილო შემოდი. ( ნინო )
- არა მადლობთ ქალბატონო, დადა მართალია, თანაც უკვე გვიანია, სხვა დროს აუცილებლად გესტუმრებით. ( ნიტა )
ნიტას სიტყვების შემდეგ როგოციქნა დარწმუნდნენ, რომ „უაზრო“ ლაპარაკს აზრი არ ექნებოდა და ქალბატონიც სახლში მივაბრძანე.
- კარგად.
- კარგად. ( ნიტა )
ამის თქმა იყო და მაშინვე გადავიდა მანქანიდან, ის იყო უნდა წავსულიყავი, რომ მოულოდნელად ისევ გავიგე მისი ხმა.
- ხომ არ ამოხვდიდოდი? ( ნიტა )
ასეთმა შემოთავაზებამ ოდნავ „დამაბნია“.
- სად?
- ჩემთან, უბრალოდ სახლში მარტო ვიქნები და ვიფიქრე, ანდაც აღარაფერი, წადი. ( ნიტა )
- მოიცადე, სახლში მარტო რატომ იქნები?
- ალექსადნრეს მშობლები დასასვენებლად არიან წასულები და მათ დაბრუნებამდე სახლი ჩემს განკარგულებაში იქნება. ( ნიტა )
მანქანიდან გადმოვედი და მის გვერდით „დავიკავე“ ადგილი.
- ცოტახანს ამოვალ.
- ცოტახანს, აბა დარჩენას კიარ გთხოვ. ( ნიტა )
- არც ეგ იქნებოდა პრობლემა.
- უაზრო. ( ნიტა )
- რამეს მაჭმევ? მაგარი მშია.
- კი კი მეც მასე ვარ, რამეს ვიზავთ. ( ნიტა )
- ჰაჰა რას ვიზავთ?
- საზიზღარო საჭმელი ვიგულისხმე. ( ნიტა )
- მეც ტო.
- კი როგორარა. ( ნიტა )
- კარგი ავიდეთ, ავიდეთ და იქ გავარკვიოთ ეგ.
- ჰაჰა რა უნდა გავარკვიოთ? შენ მგონი საბოლოოდ გაგიჟდი. ( ნიტა )
- კარგი ხო უბრალოდ ვიხუმრე, წამოდი.
ხელი გადავხვიე და კორპუსისკენ წავედით.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მაგარი იყო კარგად ვიხალისე laughing laughing smile smile satisfied satisfied გამიხარდა მეტი რო აღარ გვალოდინე ...... მალე დადე შემდეგიც.. უკვე მიყვარს ეს ისტორია უკვე კი არა სიგიჟემდე მომწონს მიყვარს და აღფრთოვანებული ვარ მისით heart_eyes heart_eyes იმედია შეძლებისდაგვარად მალე დადებ innocent

 


№2  offline წევრი Natta

ანი ანი
მაგარი იყო კარგად ვიხალისე laughing laughing smile smile satisfied satisfied გამიხარდა მეტი რო აღარ გვალოდინე ...... მალე დადე შემდეგიც.. უკვე მიყვარს ეს ისტორია უკვე კი არა სიგიჟემდე მომწონს მიყვარს და აღფრთოვანებული ვარ მისით heart_eyes heart_eyes იმედია შეძლებისდაგვარად მალე დადებ innocent

ყოველთვის მახარებ შენი შეფასებებით heart_eyes ძალიან ძალიან საყვარელი და პოზიტიური მკითხველი ხარ heart_eyes მადლობა მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა შენ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent