შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შიშის სინდრომი (2)


12-09-2016, 20:41
ავტორი Genius))
ნანახია 3 446

როდესაც მათთან მივედი შემდეგ გავიაზრე რომ დიდი სისულელე გავაკეთე , ორივე ისეთი თვალებით მიყურებდა უთქმელად მეუბნებოდნენ "შენ ვაბშე ვისთან ხარო?"
მე კი სულელივით ვიდექი და ეშმაკურად ვუღიმოდი იმ ბიჭს რომელიც ჩემ წინ იდგა.
კარგი სიმართლე ვთქვათ , მეც გოგო ვარ და რათქმაუნდა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა გარეგნობამ ჩემზე. ჩემზე მაღალი იყო ,მაგრამ ძალიან არა , ნავარჯიშები სხეული, მაგრამ მხოლოდ კუნებიც არ იყო , ნახშირივით შავი თვალები , დიდი ტუჩები , პატარა ცხვირი არ ჰქონდა მაგრამ არც დიდი , მოკლედ უხდებოდა მის სახეს , თმა ერთზე ჰქონდა და ძალიან უხდებოდა , თეთრი "საროჩკა" ეცვა და შავი შარვალი , ეტყობოდა რომ ფულიანი მამიკოს ბიჭი იყო , ამას მხოლოდ მის სახეზე წაიკითხავდით.
ზუსტად ამიტომ მასზე ცუდი შეხედულება ჩამომიყალიბდა...
თუნდაც ვაპირებდი ამ გოგოს დაცვას, მაგრამ იქ მისულს საერთოდ დამავიწყდა რა მინდოდა , ვერ გავერკვიე მათ შორის რა ხდებოდა , გოგონას ჩემი მისვლა არ ესიამოვნა
ანუ გამოდიოდა, რომ უნდა გაყოლოდა, მაგრამ რაღაცნაირად თავს იფასებდა .
ბიჭმა კი ზიზღით გამომხედა რადგან ხელი შევუშალე
-რამე დაკარგე? - გავიგე ბოხი ბარიტონი და სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დამიარა , ვგიჯდებოდი როდესაც ბიჭს კარგი ხმა ჰქონდა , მას გავხედე , ის ისევ ისე ზიზღით მომშტერებოდა და ჩემ პასუხს ელოდა
-არა - დაუფიქრებლად ვუპასუხე და გავუღიმე
-მაშინ? - გაიღიმა და ვითომ ინტერესით მომაშტერდა - რამე საქმე გაქვს? - ეს ყველაფერი უზომოდ ირონიული იყო
-დაახლოებით - ღიმილით ვუპასუხე და გამოვიწიე რადგან გოგონას ვეფარებოდი - მისი ყვირილი მთელ ქუჩაზე ისმის - ხელით გოგონასკენ ვანიშნე და ნაღვლიანი სახით მივაშტერდი
-შენ ახალი ხარ? - მაცდურად ჩამათვალიერა და ეშმაკურად ჩაიღიმა
-რა? - დაბნეულმა ვუპასუხე რადგან ვერ გავიგე რას ამბობდა
-ანუ არა - გაეცინა მას და გოგონას გახედა - გთხოვ დაგვტოვე რა , არავის არ დაუპატიჟებიხარ! - გვერდი ამიარა და გოგონას ხელი მოჰკიდა , თან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა
-მოიცა სად მიგყავს? - მათკენ მივტრიალდი და ხმას ავუწიე - ვერ გავიგე რა გითხრა? თ ა ვ ი დ ა მ ა ნ ე ბ ე ო! - ბოლო სიტყვები დავუმარცვლე და გაბრაზებულმა თვალი თვალში გავუყარე
-მოიცა მეძავს იცავ? - ისტერიკული სიცილი აუტყდა ბიჭს და ჩემკენ ტაშის კვრით წამოვიდა , გვერდით მომიდგა და მას გეხედა - როგორ გავბედე და შევაწუხე ხომ? - ნაღვლიანი სახით გამომხედა და გამიღიმა
მისი სიტყვების შემდეგ ინსტიქტურად ავათვალიერე გოგონა და შემდეგ მივხვდი რომ ეს საქციელი ნამდვილად ცუდი იყო , კიდევ უფრო ცუდი კი ის იქნებოდა რომ წავსულიყავი და მისთვის გზა დამეთმო.
უკან საერთოდ არ ვიხევდი და ვინ იყო ეს ბიჭი რომ ჩემი წესები შეეცვალა?!
არც არავინ...
-და რა მნიშვნელობა აქვს მაგას? - მოვტრიალდი და წინ დავუდექი - არ უნდა? ანუ არ უნდა! - ღიმილით ვუპასუხე და გოგონას გავხედე
-არა და იცი როგორ უნდა? - ჩემკენ თავი გადმოსწია და ყურთან ირონიით მიჩურჩულა
-რა ამბიციებით ხარ - ღიმილით ვუპასუხე და თავი გავაქნიე - თავი დაანებე! - მკაცრად გავუმეორე და გოგონასკენ მივტირიალდი - რას ჩამოდექი? დრო მოგეცი რომ წასულიყავი - ირონიულად ვუთხარი მაგრამ ის არც შერხეულა და ჩვენ გვიყურებდა
-და რომ არა? - ინტერესით მომაშტერდა "ვაჟბატონი" და ცალი წარბი ასწია
-აქ სულ დადის პოლიცია - ირონიულად ვუპასუხე და თან იმ გოგოს ვუყურებდი და მისი საქციელი მიკვირდა
-შენ რა მამაცი ხარ - ტაში დამიკრა და თავი გააქნია - მე ძალიან "" გამომყვება თუ არა ხო იცი? თვითონ დაკარგავს - ნაღვლიანად გახედა გოგონას
-იქნებ მიხვდე, რომ შენ არ მოსწონხარ და ურჩევნია რამე დაკარგოს - არც ვიცოდი რას ვლაპარაკობდი , მითუმეტეს მაშინ როდესაც გოგონას აზრი არ გამოუხატავს
-შენ არ მოგწონვარ? - წარბები აათამაშა
-ზედმეტი არ მოგივიდეს - გავუღიმე - შენთვის ვამბობ
-უბრალოდ კითხვა დაგისვი - გამიღიმე და ინტერესით მომაშტერდა
-არა - დაუფიქრებლად ვუპასუხე და ირონიით ავათვალიერე
-როგორ გიყვართ ამ გოგოებს ტყუილები! - თავი გააქნია და ჩაიცინა
-ღმერთო რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე! - თითქოს გაკვირვებულმა ჩავილაპარაკე
-მოკლედ შენ წამოხვალ თუ არა ? - სიცილით გახედა გოგონას
-არა! - მის მაგივრად მე გამეცი პასუხი, მაგრამ რატომ ვერ მივხვდი
-კაი დავიღალე - ნაღვლიანად გახედა გოგონას , შემდეგ მე თავი დამიხარა და შეტრიალდა - საინტერესო იყო შენთან ბაასი ხუჭუჭავ! - ხელი ამიწია და წავიდა
მე კი სახეზე გაბრაზება მეტყობოდა , მინდოდა დავწეოდი და შემომერტყა მაგრამ ეგეთი იდიოტიც არ ვყოფილვარ...
ვიდექი და ვუყურებდი , ხან მეცინებოდა მასზე, ხან კი ვბრაზდებოდი
ამასობაში გვერდით ის გოგონა მომიდგა
-მადლობა - ღიმილით გამომხედა - ისე მართლა მაგარი ბიჭია - წყენით ჩაილაპარაკა და თავი გააქნია
არაფერი არ მითქვამს , თვალები ავარიდე და უაზროდ ცეცება დავიწყე
"საიდან ესეთი უთავმოყვარეობა?" ვფიქრობდი გულში და მეცინებოდა
-ისე სამუშაოს ხო არ ეძებ? - უეცრად მკითხა და თვალები მომაპყრო
-ბატონო? - სახიდან ღიმილი გამიქრა და წარბებშეკრული მივაშტერდი
-ჰო რა იყო? - გოგონამ ისე ჩაილაპარაკა ვითომც არაფერიო
-შენც გინდა რომ მოგხვდეს? - ხმას ავუწიე - დაიკარგე ახლა აქედან! - თავით ვანიშნე რომ მალე გამცლოდა და როდესაც წამებში გაქრა სიცილი დავიწყე...
**************************************
ბარში რომ შევედი თემო მაგიდასთან იჯდა და რაღაცას სვავდა , უკვე ჩემთვისაც ეყიდა სასმელი , თან თვალებს აცეცებდა და მე მეძებდა , როდესაც დამინახა თვალები მოჭუტა და დამემანჭა, სინამდვილეში კი უნდოდა სიბრაზე დასტყობოდა.
გამეღიმა და მისკენ წავედი
ჩემი ადგილი დავიკავე და სიტყვის უთქმელად მოვსვი სასმელი , დაველოდე როდის დაიწყებდა ჩემთან ჩხუბს
-სად იყავი? - მაგრამ მისი ხმა ძალიან თბილი მომეჩვენა და გაკვირვებულმა გავხედე
-გარეთ - დაბნეულმა ვუპასუხე და გამეცინა
-მეც ვიცი რომ გარეთ - უცებ დასერიოზულდა მაგრამ ბოლოს მაინც ვერ შეიკავა სიცილი - რას აკეთებდი? - მკითხა და სასმელი მოსვა
-აუ რავი ვიღაც ბიჭს ველაპარაკებოდი - არ ვაპირებდი მისთვის სიმართლე დამემელა , პირდაპირ ვუთხარი რაზეც პასუხად დაბნეული გამომეტყველება მივიღე - გოგოს ეუხეშებოდა და - ისე ვუთხარი ვითომც არაფერი
-და შენ გმირობა გადაწყვიტე ხო? - სიცილი დაიწყო თემომ
-ჰო მაგრამ ჩავფლავდი - სინანულით გავაქნიე თავი რაზეც მას კიდევ გაეცინა
-შენ გოგო? - გაკვრივებულმა გამომხედა თემომ
-ხო გოგოს გამო თორემ მოგებული დავბრუნდებოდი! - ამაყად ჩავილაპარაკე
-მაგრამ არ დაბრუნდი - სიცილით მითხრა მან
-გოგო გამო! - ხმას ავუწიე
-ვინ იყო ის გოგო? - მკითხა თემომ და ეცადა დაწყნარებულიყო
-ო რავიცი - უხეშად ვუთხარი რადგან არ მინდოდა მასზე ლაპარაკი - ვიცეკვოთ გინდა? - ღიმილით გავხედე
მაგრამ როდესაც მისგან უარი მივიღე სახის გამომეტყველება შემეცვალა
-და მე ვარ უჟმური ხო? - ნიშნისმოგებით ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი
ტანის რხევით შევუერთდი ხალხს და ცეკვა დავიწყე , ვინც ჩემთან ცეკვას ცდილობდა ყველას ვიშორებდი და ჩემთვის ვიყავი , როდესაც თამუნა ჩამივლიდა მას მივყვებოდი და ნერვებს ვუშლიდი.
ცოტახანში ძალიან დავიღალე , თემოს გავხედე და ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა , უფრო ეფლირტავებოდა , ამიტომ გადავწყვიტე გიორგისთან წავსულიყავი .
ჩემს ბერმენს წინ ჩამოვუჯექი და თავი ხელებში ჩავრგე
-შენ წესით უნდა გეძინოს - ღიმილით მითხრა გიორგიმ და ჩემ გვერდით მდგარ გოგონას სასმელი მიაწოდა
-შენ როგორ ხარ? - თბილად ვკითხე , სახეზე ეტყობოდა რომ ძალიან დაღლილი იყო
-აუ რავი , თითქოს გამოვიძინე მაგრამ მაინც დაღლილი ვარ - ნაღლიანად ჩაილაპარაკა - სადაცაა აქ დამეძინება - თან მე მელაპარაკებოდა და თან კლიენტებს უღიმოდა
-მეც დიდი სიამოვნებით დავიძინებდი კიდევ - თავი მაგიდაზე ჩამოვდე და გიორგის ავხედე
-ხვალ მოვა დათო და სამი დღე დავისვენებ - მხიარულად ჩაილაპარაკა და გამიღიმა
-ვაიმე გილოცავ - სიცილით ვუთხარი და თემოს გავხედე - ნახე ის გოგოებს კერავს -თვალებით ვანიშნე მისკენ
-ჰო საქმე აღარ აქვს და გავიგულავებო - სიცილით ჩაილაპარაკა - ეს ერთია , მეორეზეც გადავა - დამაჯერებლად მითხრა და გამეცინა
-როგორ მაინტერესებს რას ელაპარაკება - სიცილით ვუთხარი - თან ისიც როგორ უსმენს - თვალები დავახამხამე და ორი წამის წინ მოსული თამუნა კოცნით დავაჯილდოვე
-მადლობა მაგრამ უფრო გამახარებს თუ ჩემ მაგივრად ირბენ - ნაღვლიანად გამიღიმა , შეკვეთა აიღო და ბიჭებისკენ წავიდა
მეც მათ გავხედე და რატომღაც ერთერთის თვალები ჩემსას გადააწყდა , როდესაც დამინახა როგორ ვუყურებდი არც უფიქრია რომ მზერა მოეშორებინა , პირიქით მე მომინდა სახის დამალვა მაგრამ არ გავაკეთე , მსგავს მომენტებზე მე არ ვწყითლდებოდი და რატომ უნდა დავმალულიყავი.
უეცრად გაეღიმა და თამუნას გახედა , რაღაც კითხა და მე თვალებით ვანიშნე "არ გამოგივათქო" თან გავუღიმე
თამუნა სიცილით წამოვიდა ჩემკენ
-მოეწონე - პირდაპირ მითხრა და გვერდით დამიდგა რადგან შეკვეთა აღარ იყო
-ვა რა მაგარია - ირონიულად ჩავილაპარაკე და სახეზე მომებეზრებელი გამომეტყველება მივიღე
-კარგი ბიჭია - მითხრა გულწრფელად თამუნამ და წარბები აათამაშა
-მხოლოდ გარეგნულად - უემოციოთ ვუთხარი და ჩემი ვისკი მოვსვი
ამ დროს თემო მომიჯდა გვერდით და ღიმილით მოგვაშტერდა
მის საქციელებზე მეცინებოდა , ყოველთვის როდესაც რაღაც უახროდა ამას ვერასდროს ვერ მალავადა , სულელივით იღიმოდა და შეეძლო მთელი კვირებიც კი ესე ყოფილიყო
-დაკერე? - ირონიულად ვკითხე და გოგოზე ვანიშნე
-თვითონ დამკერა - ბედნიერმა ჩაილაპარაკა და გოგონას ღიმილით მიაშტერდა
-მაგარია - სიცილით ვუთხარი და მხარზე თავი ჩამოვადე - არ წავიდეთ ? დავიღალე
-ცოტახანში - საფეთქელთან მაკოცა და სასმელი მოსვა
კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ , ბევრი ვიცინეთ და ეს "ცოტახანი" ვერ მიილია , დაღლილობა გამიქრა და უფრო გავმხიარულდი , თემომ ის გოგო ჩვენთან მოიყვანა და გაგვაცნო , ეს არ ვიცოდი რას ნიშნავდა მაგრამ ის მომეწონა , მარიამი ერქვა , თვრამეტი წლის იყო , ძალიან საყვარელი და თბილი გოგონა , თემოს ის აშკარად ძალიან მოეწონა და ვხვდებოდი რომ ჩემი ძმაკაცი სერიოზულ გეგმებს აწყობდა.
-ორმაგი ვისკი, ყინულით - გავიგე ვიღაცის ხმა მაგრამ საერთოდ არ გამიხედია , მხოლოდ ხმა მომეწონა და რაღაცნაირად ჩამეღიმა
-ვიბლიანი - ზიზღით ჩაილაპარაკა გიორგიმ როდესაც ის თვალს მოეფარა
-მამუკა მოვიდა? - დაბნეულმა ვკითხე გიორგის და თვალების ცეცება დავიწყე
ეს ბარი სადაც ვმუშაობდით მამუკა ვიბლიანის იყო , საერთოდ ვერ გაუგებდი მაგ კაცს , ზოგჯერ მხიარული, ზოგჯერ კი ძალიან მოსაწყენი იყო , ჩვენთან უფრო ხშირად "დაბღვერილი როჟით" მოძრაობდა მაგრამ როდესაც გამოიდარებდა მასზე საყვარელი არავინ მეგულებოდა.
-არა მისი შვილი! - ვერ ვხვდებოდი რატომ არ მოსწონდა გიორგის ასე ძალიან ის , მაგრამ მე მას საერთოდ არ ვიცნობდი ამიტომ...
-და ესე რატომ ლაპარაკობ მასზე? - დაბნეულმა ვკითხე
-როგორ ესე? - მას თვალს არ აშორებდა გიორგი
-ზიზღით - მის თვალებს გავყევი და ვიბლიანის ძებნა დავიწყე
-შენ არ იცი ეგ რა არის - თავი გააქნია - ნეტა მაგრად მაცემინა - დაიძაბა გიორგი
-ვცემოთ! - სიცილით ვუთხარი და მას ვეძებდი
-ერთ დღეს მართლა ვცემ - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა მან
-და აქამდე რატომ არ ვიცოდით ჩვენ? - უეცრად დამაინტერესა
-არ იყო საქართველო - უემოციოდ მპასუხობდა გიორგი
-რომელია? - მას გავხედე
-აი თეთრი პერანგით - თვალებით მანიშნა - შავგრემანი გოგოს გვერდით რომ დგას...
თვალებით გიორგის აღწერილი პიროვნების ძებნა დავიწყე და როდესაც ის დავინახე საერთოდ არ გამკვირვებია რატომ არ ევასებოდა ასე ძალიან გიოს...
***********************************************
სახლში რომ მივედი უკვე პირველი საათი იყო , მინდოდა დამეძინა მაგრამ ძილი საერთოდ არ მეკარებოდა
და როგორც ყოველთვის , როდესაც არ გეძინება აუცილებლად მოგაწვება უამრავი ფიქრი
როტომღაც პირველი რაც გამახსენდა დღევანდელი საღამო იყო , უფრო ის ნაწილი სადაც გმირობა მომინდა.
ის ვაჟბატონი თურმე მამუკა ვიბლიანის შვილია და საერთოდ არ მიკვირდა რატომ იყო ესეთი საზიზღარი.
რაც მამა ის შვილიო! ნათქვამია.
და ეს ნათქვამი ამ შემთხვევაში ათიანზე ჭრის.
მხოლოდ ახლა ვხვდებოდი რომ მართლაც გავდა ის მამამისს , მაგრამ იმ მომენტში როდესაც მას ველაპარაკებოდი საერთოდ არ გამხსენებია მამუკა.
პატარა ვიბლიანი კი ნამდვილად საინტერესო ტიპი ჩანდა , საინტერესო იმ მხრივ რომ ესეთი უხეში იყო , მაგრამ სინამდვილეში ის სახეს მალავდა.
ადამიანი უხეში არ იბადება , ის ცდილობდს გახდეს ეგეთი ან ხდიან როდესაც ცხოვრებას ასწავლიან.
მაგრამ მე რატომ არ ვარ ეგეთი?
ან იქნებ ვარ?
მაგრამ ამდენადაც არა როგორც პატარა ვიბლიანი.
მე არ მყოლია მშობლები მაგრამ ვიცი ცხოვრების ფასი , ვიცი როგორ უნდა მოვექცე უცხო ადამიანებს.
მას კი როგორც ვიცი შესანიშნავი დედა ყავს , არც მამამისია ისეთი რომ შვილი "გაატუტუცოს"
ალბათ სახლში სხვანაიარია და მამიკომ ეს არ იცის...
საინტერესოა... ამ მიზეზების გამო უფრო საინტერესო პიროვნება იყო ჩემთვის პატარა ვიბლიანი.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა რომ მასთან ოდესღაც საქმეს დავიჭერდი!
მე არ შემეძლო გვერდით გამეჩერებინა ადამიანი რომელიც ჩემზე უხეში იყო , რომელიც ყოველ წამს მიკბენდა და მასთან ჩხუბი ერთგვარი წეს-ჩვეულება გახდებოდა...
არა რა! მაინც მამამისის ასლია!..
ეს დასკვნა გამოვიტანე და გამეცინა
და ნეტავ ვის ვგავარ მე?...
დედას თუ მამას?
ალბათ უფრო მამას რადგან გოგოები ხშირად ემსგავსებიან მამებს , თითქმის ყოველთვის
მაგრამ ვინ იცის...
მე ხომ მათ არ ვიცნობ... არც დედას... არც მამას...
მე ხომ მარტო ვარ?
ანუ მე მხოლოდ მე ვარ , ინდივიდი და არ ვგავარ არავის!
მარტო იმიტომ რომ გვერდით არავინ არ მყავს!
და ნეტავ რა იქნება როდესაც გავთხოვდები? ან საერთოდ გავთხოვდები?
მე მეშინია მსგავსი რაღაცეების
ყველაზე მეტად კი დედობის...
და შეიძლება მხოლოდ ამის გამო არ გადავდგა ეს ნაბიჯი...
შეიძლება რომ მხოლოდ ამ მიზეზის გამო ვთქვა ჩემს სიყვარულზე უარი
ხო ესეთი ვარ...
როგორ გამოვსწორდე?
ან საერთოდ საჭიროა ეს?...
მე ვარ ძლიერი , თავს არასდროს არავის დავუხრი , არ ვარ უგულო , შემიძლია ადამიანთან კონტაქტის დამყარება
მაგრამ ამავე დროს ვარ უსუსური...
როგორ გამოვსწორდე?
ან საერთოდ საჭიროა ეს?...
*******************************************
ამ ფიქრებში ჩამეძინა და კიდევ დიდი ხანი მეძინებოდა კარზე კაკუნის ხმა რომ არ გამეგო.
მინდოდა კარს უკან მდრომი პიროვნება გამომელანძღა, მაგრამ კარები რომ გავაღე და მარგო ბებო შემომხვდა სახეზე ღიმილი დამეხატა.
ეს ის ქალია ვის ბინაშიც ვცხოვრობ , ვინც მივლის და მას ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უჭირავს , ის ჩემთვის ბებიასავითაა.
ძალიან თბილია.
როდესაც პირველად ვნახე მაშინვე მივხვდი როგორიც იყო , თითქოს იმ წამს მისგან ის სითბო ვიგრძენი რაც არავისგან არასდროს არ მიმიღია ,
როდესაც ჩემ შესახებ გაიგო უფრო შევუყვარდი , უფრო თბილად მიმიღო.
რათქმაუნდა ეს იყო შეცოდების ფაქტორი მაგრამ უფრო დიდი იყო სიყვარულის.
-როგორ ხარ ჩემო თოჯინა? - გამიღიმა და თმებზე წამეთამაშა
-მობრძანდით მარგო ბებო - კარი გამოვაღე და შემოვიპატიჟე , ისიც შემოვიდა და დივანზე წამოჯდა - თქვენ როგორ ხართ? - თბილად გავუღიმე და მის წინ ჩამოვჯექი
-რავი ჩემო გოგო კარგად , არ მუშაობ ხო დღეს? - ვგიჟდებოდი მის ლაპარაკზე
-არა, დღეს არა, ხვალ გავდივარ - გავუღიმე - ყავას ხომ არ დალევთ? - წამოვდექი და სამზარეულოსკენ წავედი
-არა , არ შეწუხდე - გამიღიმე - რაღაც უნდა მეთქვა შენთვის - ხელით მანიშნა ჩემთან მოდიო
მეც მივუახლოვდი და ისევ ჩემი ადგილი დავიკავე
-გისმენთ - ინტერესით მივაშტერდი
-მოკლედ კი მეუხერხულება მაგრამ სხვა გზა არ მაქვს - თავი დახარა და ჩემ პასუხს დაელოდა
-რას ამბობთ? - ხელზე ხელი მოვკიდე - რისი გეუხერხულებათ კარგით რა - გავუღიმე
-მოკლედ ჩემო თოჯინა , ის ოთახი გავაქირავე და ვიღაც შემოგისახლდება - დამნაშავესავით ჩაილაპარაკა და ნაღვლიანმა გამომხედა
-მარგო ბებო! ეს თქვენი სახლია და როგორც გინდა ისე მოიქცევით , ესე ნაღვლიანად ნუ მელაპარაკებით - ლოყაზე ვაკოცე
-ხო ხვდები სხვა გზა არ მქონდა , ფული მჭირდება რომ ვიმკურნალო , მართალია მარტო ცხოვრება გინდოდა მაგრამ... - ფეხზე წამოდგა
-ბებო მესმის თქვენი და კარგიც არის,3 რომ გვერდით ვიღაც მეყოლება , გამიხარდა , მარტოც ვიწყენ ხოლმე ამიტომ ეს კარგი ამბავია - გავუღიმე
-კარგი - მასაც გაეღიმა - მოკლედ დღეს საღამოს მოვა - მითხრა და სახლი დატოვა
კარი მივხურე და ჩემი ოთახისკენ წავედი
სიმართლე რომ ვთქვა ამას საერთოდ არ ველოდი , მაგრამ ბოლოს მაინც ვიპოვე ამ ამბავში კარგი მხარე
მარტო აღარ ვიქნები და ახალ მეგობარსაც შევიძენ...
ნეტავ როგორი გოგო იქნება?...
იმედია ავიტან...
ჩხუბის თავი ნამდვილად არ მაქვს!
ხმამაღლა ვლაპარაკობდი და სარკეში ვუყურებდი ჩემს თავს
ბევრს გიჟი ვეგონებოდი მაგრამ ესე ნამდვილად არ იყო
ბოლოს გამეცინა და სააბაზანოსკენ ავიღე გეზი...
ახალ მეზობელს ნორმალურად უნდა შევეგებო!..

**************************
აბა ღირს გაგრძელება? მადლობა ყველას ვისაც მოგეწონათ.



№1  offline წევრი LoNdA DM

Momewona. Vibliani saintereso pirovneba chans da am gogos mshoblebi mainteresebs vin arian?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent