შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარულის ფობია მემართება (37)


13-09-2016, 16:06
ავტორი Natta
ნანახია 2 414

სახლში შევდით თუ არა, ქალბატონს სწორედ მაშინ გაახსენდა ჩანთები.
- დადა, ჩანთები დაგვავიწყდა. ( ნიტა )
- მაგარ დროს გაგახსენდა.
- წადი, წადი ამოიტანე. ( ნიტა )
- კარგი ღადაობ გოგო? სად უნდა წავიდე, წასვლის წინ ამოგიტან.
- არა, მჭირდება. ( ნიტა )
- რა გჭირდება?
- მაგას რა მნიშნველობა აქვს? ( ნიტა )
- ძალიან დიდი მნიშნველობა აქვს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მხოლოდ მაგის მიხედვით გადავწყვეტავ ჩავიდე თუ არა.
შეწუხებულმა შემომხედა და წუწუნი გააგრძელა.
- ეს კაბა უნდა გავიხადო და რაიმე კომფორტული ჩავიცვა, თორემ დავიტანჯე უკვე. ( ნიტა )
- აჰჰ ეგ საერთოდ არ არის პრობლემა.
- რა? ( ნიტა )
- რადა თუ გაწუხებს გაიხადე.
- დადა საერთოდ არ ვარ ხუმრობის ხასიათზე. ( ნიტა )
ერთს ამბობდა, მაგრამ მისი ღიმილი სულ სხვა რამეს ამტკიცებდა - ის ღიმილი „ფრთხილად არ შეგამჩნიონ“, რომ ჰქვია.
- არც მე ტო.
- ასე ხო? კარგი. ( ნიტა )
ფეხსაცმელები გაიხადა და სავარძელში კომფორტულად მოთავსდა.
- რას აკეთებ? ასე უცებ გაგიქრა შიმშილის გრძნობა? ადექი რაიმე ქენი. ( ნიტა )
- ჰაჰა რაიმე ვქნა? ( ნიტა )
- რავიცი წეღან რამეს ვიზავთო და ჩემგან რა გაგიკვირდა?
- არც არაფერი, ხოდა მიდი რაცგინდა ის ქენი. ( ნიტა )
- მიდი გოგო მოვკვდები შიმშილით.
- ჩანთები? ( ნიტა )
სასწაულად მომეშალა ნერვები და კარებისკენ „ბურტყუნით“ წავედი - რამდენიმე წუთი და ქალბატონის დავალება შესრულებული იყო.
- ხედავ, სულ არ ყოფილა ძნელი. ( ნიტა )
უაზროდ გავუღიმე და ისევ დავუბრუნდი ჩემს „ნაგლურ გამოხედვებს“.
- შენ რას შემომთავაზებ?
- რასაც ინებებ. ( ნიტა )
- ასე უცებ როგორ მოასწარი?
- სულელო არაფერიც არ მომისწვრია, თავად ალექსადნრეს დედიკომ მოამზადა წასვლამდე ყველაფერი, რადგან იცოდა ჩემი ჩამოსვლის შესახებ. ( ნიტა )
მის სიტყვებზე მაგარი გავბრაზდი და „ოდნავ“ ხმას ავუწიე.
- ყოველთვის ბავშვივით რატომ იქცევი გამაგებინებ? სულელი ხარ ნიტა სულელი.
ჩემს გაბრაზებაზე ერთ წარბიც კი არ შეუტოკებია, პირიქით ჩემი განრისხებული თვალების დანახვა და მისი სიცილი ერთ იყო.
- სასაცილოს რას ხედავ?
სწრაფად გაჩნდა ჩემს გვერდით და პასუხად მისი „მეგობრული“ კოცნაც მივიღე.
- იცი, გაბრაზებული დადა ძალიან საყვარელია. ( ნიტა )
ნელი მოძრაობით მომშორდა და თავის ოთახში შევიდა - ჩემი გასულელება მოუნდა ხო, ახლა გამოჩნდება ვინ არის ნადმვილი სულელი - ჩემთვის გავიფიქრე და სამზარეულოში შევედი, რამდენიმე წუთში კი ნიტაც გამოჩნდა - კაბა მოკლე შორტით და უბრალო შავი ზედით შეცვალა და სამზარეულოში ღიმილით შემოვიდა.
- ისევ მიბრაზდები? ( ნიტა )
- ჰაჰა რა უაზრობაა.
- რავიცი წეღან სხვანაირად ფიქრობდი. ( ნიტა )
- როგორ გეტყობა, რომ არცისე კარგად მიცნობ ლამაზო.
- ეგ როგორ გავიგო? ( ნიტა )
- მგონი გშიოდა.
საჭმელზე მივუთითე და წყილით სავსე ჭიქა ავიღე.
- მიდი რა მეც დამისხი. ( ნიტა )
ჭიქა გამოვართვი და წყლის დასხმა დავაპირე, რომ მოულოდნელად მისმა ყვირილმა ის შედეგი გამოღიო რაც მისთვის არცისე ხელსაყრელი იქნებოდა - რაღათქმაუნდა იმ მომენტში ჩემთვისაც არ იყო სასიამოვნო, მაგრამ შემდეგ მაგარი გავერთე.
- ჭია, ჭია. ( ნიტა )
მისი ყვირილი და ჭიქაში დასხმის მაგიერ, წყალი მე გადავიხსი.
- ამის ******, ეს გოგო მართლა სულელია, გამაგებინებ რა გაყვირებს?
ნიტამ სიცილი დაიწყო და ჩემი გაბრაზებაც მაშინვე სიცილმა შეცვალა - ბევრი ვიცინეთ და ამ თემაზე მაგარი ვიღადავეთ - სულ სინამდვლიეში კი ყველაზე მეტად მისი გაბრწყინებული თვალების ყურება მაგარი მისწორებოდა და მინდოდა მისი სახიდან ღიმილი არასოდეს გამქრალიყო.
- სულ სველი ხარ. ( ნიტა )
სწორედ იმ მომენტში გაისმა ჩემი ტელეფონის ხმა და სამზარელოდან მომიწია გასვლა. ტელეფონი მალევე გავთიშე მაგრამ საზმარელოშ დაბრუნების მაგიერ სველი ზედა გავიხადე და სავარძელში კომფორტულად მოვთავსდი, რამდენიმე წუთში ნიტაც გამოჩნდა და ჩემი „თამაშიც“ გახსნილად გამოვაცხადე.
- რას აკეთებ? ზედა რატომ გაიხადე? ( ნიტა )
- ნეტავ რატომ უნდა გამეხადა ტო, ერთი ჩვეულებრივად სულელი გოგოს გამო ჩემი საყვარელი ზედა ახლა გასაშორაბად არის გადაკიდებული.
- ჰაჰა კარგი ბოდიში, ბოდიში, უბრალოდ მართლა მომეჩვენსავით, რომ იატაკზე რაღაც უცნაური არსება დაცოცავდა. ( ნიტა )
- კარგი.
ნელი მოძრაობით მივუახლოვდი და რამდენიმე წამში მასთან „ზედმეტად“ ახლოს აღმოვჩნდი.
- არ მიდიხარ? ( ნიტა )
მის ასეთ რეაქციაზე ღიმილი ვერ დავმალე და ჩემსკენ კიდევ უფრო მივიზიდე - ძლიერად მივიკარი და მისი გულის ცემაც ვიგრძენი - საოცარმა სურვილმა შემიპყრო და მომინდა მისთვის ის “უაზრო” ზედა შემომეხია, მაგრამ მაშინვე მოვედი გონს, როდესაც გავიაზრე, რომ ჩემს წინ ჩვეულებრივი გოგო კიარა ნიტა იდგა, რომელიც მათ საერთოდ არ გავდა - ნელი მოძრაობით მისი ყელისკენ გადავინაცვლე და მისი წელი ჩემს მკლავებში მოვაქციე, რამდენიმე წამით დავკარგე საკუთარ თავზე კონტროლი და თითქმისდა მთელი ძალით „მოვუჭირე“ ხელები, მაგრამ იმის გაფიქრებამ, რომ ჩემს წინ წარმოუდგენლად ნაზი არსება იდგა და შეიძლებოდა რაიმე სტკენოდა, მაშინვე მოვედი გონს და ხელები სწრაფად გავუშვი.
- რატომ? რატომ იქცევი ასე? იქნებ საბოლოოდ გაბედო და მითხრა რას მოითხოვ ჩემგან? რატომ ცდილობ ჩემს გაგიჟებას? რის მიღწევას ცდილობ დადა? ( ნიტა )
- კიდევ ბედავ და მეკითხები მე რა მინდა ტო? შენი ქცევები, შენი გამოხედვა, შენი ღიმილი და შენი სურნელ
სიტყვის დამთავრება ვერ მოვახერხე, რადგან მაშინვე გაისმა კარების ხმა - გადავწყვიტე ყურადღება არ მიმექცია და ავანზე გავედი, ნიტა კი კარების გასაღებად წავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ „უცნაური“ ხმა გავიგე.
- მარტო რატომ ხარ ლამაზო? არ გინდა შენთან დავრჩე? ()
უცნობის ხმას მაშნვე დაემატა ნიტას ყვირილი და გიჟივით გავვარდი ოთახიდან.
- აქ რა ხდება?
ნიტას წინ უგონოდ მთვრალი მამაკაცი იდგა და მასთან მიახლოებას ცდილობდა - ვერ აგიღწერთ იმ მომენტში რა დამემართა, დენთივით ავფეთქდი და მაშნვე მისკენ წავედი.
- გართობა მოგინდა ******, მე შენ *******.
ძლიერად დავარტყი და იქიდან გამომდინარე, რომ მაგარი მთვრალი იყო ვერ ახერხებდა წონასწორობის შეკავებას.
- დადა გაჩერდი, დადა. ( ნიტა )
ნიტა უაზროდ ყვიროდა და ცდილობდა შევეჩერებინე, მაგრამ იმდენად ვიყავი განრისხებული, რომ არაფერი გამოუვიდა.
- ადექი, ახლავე ადექი *******.
ძლიერად ჩავჭიდე ხელი და სახლიდან „თრევით“ გავიყვანე - შეწყინააღმდეგებას ცდილბდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, რადგან მოუხერხებლობასთან ერთად ხელს „მიღებული“ სასმელი უშლიდა.
- რას აკეთებ, გაჩერდი დადა, გაჩერდი. ( ნიტა )
რამდენიმე წამში გარეთ აღმოვჩნდით და მისი ცემა „გამწარებულმა“ განვაგრძე, მაგრამ ნიტას თვალებზე დანახულმა ცრემლებმა მაშინვე შემაჩერა, იმ ტიპს სწრაფად გავუშვი ხელი და მისკენ გავიქეცი.
- ნუ ტირი ტო, დამშვიდდი ნუ ტირი.
გულზე ძლიერად მივიკარი, მინდოდა მის სახეზე აღარ დამენახა ცრემლები, მაგრამ ასეთ სიტუაციაში მოხვედრამ მასზე იმდენად იმოქმედა, რომ დაშვიდებას ვერ ახერხებდა.
- წამოდი ჩემო ლამაზო.
ხელი გადავხვიე და კიბეებზე სწრაფად ავირბინე - ნიტას „ყურებით“ იმდენად ვიყავი შეშინებული, რომ ის „ტიპი“ სულ არ გამხსენებია და იქვე დავტოვე ნაცემი. ნიტა თავის ოთახში შევიყანე და რამდენიმე წუთის შემდეგ, როგორციქნა შევძელი მისი დარწმუნება, რომ საშიში აღარაფერი იყო.
- მიდი ტო დაწექი და დაისვენე, დღეს ისედაც მაგარი დამღლელი დღე გვქონდა.
ნიტამ ჩემი დავალება შეასრულა მე კი ოთხიდან გასვლა დავაპირე, რომ მისმა ხმა შემაჩერა.
- არ წახვიდე. ( ნიტა )
- კარგი არ წავალ, აქეთ ვიქნები თუ რაიმე დაგჭირდა.
- არა, ჩემთან დარჩი. ( ნიტა )
მისგან ასეთ შემოთავაზებას ნადმვილად არ ველოდი, ამიტომ ცოტა „დავიბენი“.
- კარგი კარგი ეს სისულელეა წადი, ალბათ შენებიც ნერვიულობენ. ( ნიტა )
უაზროდ გამეღიმა და მის გვერდით დავიკავე ადგილი, რამდენიმე წამში კი მისი საოცარი ღმილიც დავიმსახურე.
- შენ რომ არ ყოფილიყავი ვინ იცის რა მოხდებოდა, ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ უკვე რამდენჯერ აღმვოჩნდი ასეთ საშინელ სიტუაციაში და „მაშველის“ როლი ყველგან შენ ითამაშე. ( ნიტა )
ჩვენს შორის რაღაც პატარა „დაშორება იყო, რადგან ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული შევძლებდი თუ არა იმ მომენტში მასთან უფრო მეტად მიახლოებას, მაგრამ საბოლოოდ როგორციქნა გავბედე უბრალოდ მეკითხა-მაინც.
- შეიძლება, ჩაგეხუტო?
ნიტას გაეღიმა და ძლიერად მომეკრა - იმ მომენტში ორივე ვგრძნობდით ერთმანეთის გულის ცემას და სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდით.


აბა როგორი იყო? მოგეწონათ თუ არა? ♥ ისტორია დასასრულს უახლოვდება, ამიტომ გამიხარდება თუ თქვენს აქტიურობას ისევ დავინახავ, მადლობა ყველას ვინც ყოველთვის წერს საკუთარ აზრს. ♥



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუუუუუუ უმაგრესი იყო... ძალიან საყვარლობა ისტორიაა ვგიჟდები ამ ისტორიის პერსონაჟებზე და სიგიჟემდე მიყვარს ისინი .. მიხარია რომ არ დააგვიანე და მალევე დადე როგორც წინა... ყოველთვის მახარებს ამ ისტორიის დანახვა ... იმედია შემდეგი "თავიც" მალე იქნება
ცოტა არ იყოს მწყინს კიდეც რომ მთავრდება

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო.მომეწონა
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი iovane

dzalian magari istoriaaa martla da gamixardeba tu amit ar daasruleb da gagrdzeldeba 100 amde mainc kargi iqneboda

 


№4  offline წევრი marus

ბავშვებო,ვინც ბოლო 3-4 წლის მანძილზე ისტორიებს აქტიურად კითხულობთ,აუცილებლად მომწერეთ რაა,ძალიან გთხოვთ,საქმე მაქვს kissing_heart

 


№5  offline წევრი Natta

ანი ანი
აუუუუუუუ უმაგრესი იყო... ძალიან საყვარლობა ისტორიაა ვგიჟდები ამ ისტორიის პერსონაჟებზე და სიგიჟემდე მიყვარს ისინი .. მიხარია რომ არ დააგვიანე და მალევე დადე როგორც წინა... ყოველთვის მახარებს ამ ისტორიის დანახვა ... იმედია შემდეგი "თავიც" მალე იქნება
ცოტა არ იყოს მწყინს კიდეც რომ მთავრდება

მე კი "სასწაულად" მახარებს შენი შეფასებები heart_eyes მადლობა მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა შენ. heart_eyes როგორც კი მოვახერხებ მაშინვე დავამატებ შემდეგ თავს heart_eyes

La-Na
კარგი იყო.მომეწონა

მადლობა შეფასებისთვის. heart_eyes

iovane
dzalian magari istoriaaa martla da gamixardeba tu amit ar daasruleb da gagrdzeldeba 100 amde mainc kargi iqneboda

საბოლოოდ სულ ორმოცი თავია, მაგრამ ისტორიის ბოლოს თუ კი აქტიურობა და შეფასებები "მაღალი" იქნება მეორე ნაწილსაც შემოგთავაზებთ, წინასწარ ვერფაერს გეტყვი heart_eyes მადლობა შეფასებისთვის. heart_eyes

Gvantsa Malatsidze - ძალიან ძალიან დიდი მადლობა. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent