შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელქუდა (გიდი)


13-09-2016, 18:13
ავტორი kravaih
ნანახია 1 945

წითელქუდა
(გიდი)
,,დაე ვიფრინოთ დაუსრულებლად,
ჰაერში ჰპოვებს ფრინველი თავისუფლებას,
მაგრამ ყველას ცხოვრებაში დგება ეტაპი
და მფრინავი დაბლა ეშვება და მისთვის
ყოველი ეს შეხება მტკივნეულია.“
დამიჯერებთ რომ პირველად 21 წლისას დავიბადე?! რთულია დაჯერება, მაგრამ ჩემთვის ეს უბრალოდ ნაპოვნი გამოსავალია დასნობებულ ერუდიტსა და თავგასულ აღვიარხსნლობას შორის. სამწუხაროდ, ღმერთების სამყაროდ ქცეულმა წიგნების სამეფომ ჩამძირა და მეც ვადიდე კერპები: შექსპირი,მოპასანი,რემარკი,ზოლა,ჰემინგუეი,გოტიე,ძმები გონკურები. ეს მცირე ჩამონათვალია მათი, ვინც ბავშვობა წამართვა, ამას მაშინ მივხვდი პირველად, როდესაც ნამდვილი, თვალთ აღუქმელი ღმერთის ხმა ჩამესმა, რომ მე განსაკუთრებული ვარ, რომ მე მაქვს უფლება ვაკეთო ყველაფერი და ეს უბრალოდ საკუთარი პიროვნების განდიდება იყო. მე ხომ გამოვტოვე ეტაპი ერუდიციიდან აღვირახსნილობამდე და საბოლოოდ მიზეზი ხომ მაინც სიყვარულია, ის რაც თავს დაგავიწყებს და დედოფლად მოგნათლავს, თავს გაგრძნობინებს იმ ერთადერთად, რომელიც ფუტკართა სკაშიც კი ერთია და სრულუფლებიანი, ის ვის გარშემოც სამყარო ბრუნავს. „ერთში ერთს უნდა თამაშობდეს კაცი, თორემ ცხოვრებას გატაცება ჩვევიაო“, სწორედ ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, დავკარგე საკუთარი პიროვნება და დავიკარგე ამ უკიდეგანო სამყაროში.
უცნაურად შემიყვარდა, იმდენაც უცნაურად, რომ დამოკიდებული გამხადა და ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ვერ ვიტანდი მეოცნებეებს და გულთმისანივით მანაც თავისი ბნელი სამყარო დამიხასიათა, თუმცაღა კი დაავიწყდა, ან აღიარების შერცხვა რომ ძალიან მელანქოლიური იყო. წიგნებშიც ასეა, თითქოს არასდროს ცდილობენ დამალონ საკუთარი უფერული სამყარო, როგორც რავიკმა(ტრიუმფალური თაღი), თუმცა გპირდებით მე არ ვიქნები ჟოანი, არა, უბრალოდ არ შემშვენის მისი როლი. უცნაურ ადგილას გავიცანი, იქ სადაც ჰიპების თავშეყრის ადგილია, სადაც უზღვავი სიბინძურეა, სადაც სიტყვებს მნიშვნელობა დაეკარგა; ქალაქის ცენტრალური ხიდის ქვეშ ვიჯექი და წიგნს ამოუცნობი სამიზნესავით შევცქეროდი, ეს გადახვევა იყო, სამუდამო გადახვევა ცხოვრებიდან. თუკი გინდათ ნახოთ როგორ ცხოვრობენ მოზარდები დღეს, უბრალოდ ეწვიეთ ამ ხიდს და ეს ნათელი გახდება. ვუყურებდი და რაღაც უცნაურს განვიცდიდი, როდესაც ვხედავდი როგორ მიჰქონდა ნემსი გაწრთვნილი ხელით ვენისკენ ბიჭს. აშკარა ზიზღს კი ღრმად დაეტოვებინა მის სახეზე კვალი, ჩანს არც თვითონ იყო ბედნიერი იმ არჩევნით, რომელიც ღმერთმა თავისუფალი ნების სახით მოგვანიჭა, ნათელი იყო, ევას სატანჯველი გზა აერჩია მასაც.
-საინტერესოა იმის ყურება როგორ იტანჯება ოცი წლის ახალგაზრდა ცხოვრების ხვედრით?-ეს მე მითხრა, ვგონებ, ქალური ინსტინქტით უნდა წამოვწითლებულიყავი, თუმცა წიგნებით გაწვრთნილმა გადავწყვიტე სიტუაცია საინტერესოდ წარმემართა.
-რატომ აკეთებ ამას? ნუთუ არ გინდა შეიგრძნო სამყარო რამდენად ლამაზია?!
- სამყარო არ არის ლამაზი, უბრალოდ იგი ადამიანის ფანტაზიის ყოფითობის გამრავალფეროვნებით დანახული საპირისპირო სამყაროა, სამყარო რომელსაც ნარკოტიკის დიდი დოზით ვუცქერთ და მაშინ როდესაც მას მოიხმარ, თვალს უსწორებ რეალობას და ხვდები რომ ლამაზი მართლაც არაფერია, თუნდაც ფერების გამრავალფეროვნებით.
-იქნებ ეს შიშია, რომელიც კაიფის შემდეგ მოდის?
-არა, ეს ისაა, რისთვისაც სიფხიზლეში თვალის გასწორება მიწევს.- არ აღიარა ჩემი სისწორე.
-რეალობის აღქმის უნარის დაკარგვა, ჰო, ამას ასე ეძახიან , სწორედ ეს გჭირს შენ - ნემსი უჰორიზონტოდ მოისროლა და შემდგომ, დაყენებული ამერიკულ ღიმილს რომ ეძახიან, თითქოსდა ანთებული თვალები შემომანათა, რომლის უკან საშველი არ ჩანდა.
-არა, არა ცდები, მშვენივრად აღვიქვამ ახლა სად ვარ და რას ვაკეთებ, ისიც მშვენივრად ვიცი, ახლა თუ არ შემეშვები, ზუსტად ორ წუთში ჩემს საზღვრებს გადმოკვეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გონება უნდა დაძაბო და მაგნიტად წარმომიდგინო.
-ცდილობ ნარკოტიკი და მაგნიტი ერთმანეთს შეადარო?
-არც მიცდია, ისინი ერთმანეთისგან ისე გასხვავდებიან.
-მე კი რატომღაც ეს შედარება გამოწვევად მივიღე.
-ვხვდები გზას სადამდეც იკვალავ, მაგრამ ერთს გეტყვი , მაგნიტის შემთხვევაში პლიუსი მინუსს იზიდავს, მაგრამ ნარკოტიკის შემთხვევაში, როგორც გამოცდილს, მენდე და გეტყვი, პლიუსს პლიუსი ურჩევნია.
-ოუ, დავიბენი,- ახლა უბრალოდ თვალებში ჩამხედა, გამიღიმა, მაგრამ ეს არ ყოფილა დაწყევლილი ამერიკული ღიმილი, ეს იყო ღიმილი მოსეს სამყაროდან.
-მეუბნები, რომ რეალობის აღქმის უნარი მაქვს დაკარგული, მაშინ დამეხმარე გამოსწორებაში და ჩემი აზრი გაშიფრე, ვფიქრობ, რომ ახლა ცდილობ სხვა გზა გამოძებნო რათა უახლოეს წუთებში ჩემთან ერთად შეძლო აქედან წასვლა.
-იცი, ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი წითელქუდა ვყოფილიყავი, მგელი საოცრად მიმზიდველ პერსონაჟად მიმაჩნდა და როდესაც ზღაპარი მთავრდებოდა კომბლეს ყოველთვის მგლად წამოვიდგენდი და მიხაროდა როგორ ტკბილად და ბედნიერად განაგრძობდნენ არსებობას.
-მე გიდი მინდოდა ვყოფილიყავი.
-ახლაც გინდა?
-არა, არა, გეფიცები, ახლა შენ რაც გაივლე აზრად, ჩათვალე, რომ სიგიჟეა.
-მე მინდა შენი სამყაროს მონახულება.
-დარწმუნებული ხარ?
-ერთხელ ყველაფერი შეიძლება.
მივედით იქ, სადაც მთავარი ფულია იმისთვის, რომ ბედნიერი იყო და მას შემდეგ როგორც უწინ ბიბლიოთეკა, ახლა ჩემს სახლად ეს ნანგრევები იქცა, აქ კარგი ხალხია, თავს განსაკუთრებულად არავინ გაგრძნობინებს და პრინციპში არავინ არაფერს გაგრძნობინებს, შეკრებილთათვის მთავარი კაიფია, თუმცა გამონაკლისებში გამონაკლისები არებობენ, გამიკვირდა როდესაც 18 წლის ორსული გოგონა დავინახე, რომელიც უმოწყალოდ ანადგურებდა მის ნაყოფს და მივხვდი, როგორი უსამართლოა ცხოვრება, როგორ სასტიკად ექცევა განურჩევლად სქესისა და ასაკიასა ადამიანებს.
თვეების შემდეგ გავაანალიზე, რომ დამოკიდებული გავხდი, არა, ნარკომანი არა, დამოკიდებული. დავინახე, რომ ჩვენს სამყაროში ყველაფერი უკან მიდის განადგურებისთვის, ხოლო რეალურ ცხოვრებაში კი პირიქით, წინ, კვლავ განადგურებისთვის.
თვეებმა ბევრის ისტორია შეიწირა, გოგონამ, რომელიც დიდი მუცლით დადიოდა, თავი მოიკლა, კიდევ იყო ასეთი რამდენიმე შემთხვევა, ბევრიც დიდი დოზის გამო დავკარგეთ და შიშმა შემიპყრო, რომ შემდეგი მე ვიქნებოდი, გადავწვიტე, მშობლებისთვის გამემხილა ჩემი ცხოვრების არასწორი საფეხურები, თუმცა ტკივილები ჩემს სურვილებს აჭარბებდა, ამიტომ იძულებული ვიყავი განმეახლებინა. ვცადე ეკლესიაში შევსულიყავი და საბოლოოდ მიმეტოვებინა ჩემი დაწყევლილი სულის ის ბნელი მხარე, მაგრამ არც ეს შემეძლო, მე და ბიჭი, რომლისთვისაც ეს ნაბიჯი გადავდგი, ყოველდღე ვამბობდით, რომ შემდეგი დღე უკეთესი გათენდებოდა, რომ ჩემი გიდობის დროც დადგებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ღმერთი ჩვენს ტირილზე აღარ გაიცინებდა, მაგრამ არც ამას დაადგა საშველი.
-აღარ მინდა ასეთი ცხოვრება, მეც მინდა ჩემი მეგობრებივით პირველ პაემანზე წასვლა,-შევჩივლე, თუმცა ჩვენ, ჩვენ არ ვიყავით, ჩვენ შორის დიდი დოზა იყო .
-კი, მაგრამ ეს ხომ უკვე მოხდა.
-როდის? როდის იყო, გამახსენე, მაშინ, ხიდის ქვეშ? იქნებ ეს შეცდომა იყო, იქნებ არც უნდა გამოგლაპარაკებოდი, იქნებ ეშმაკი იყავი ანგელოზის ტყავში, რომელიც მე დავინახე - დახმარებას მთხოვდა, რომელსაც ჩვეულებრივი ბიჭობა უნდოდა, მაგრამ არ გამოსდიდოდა, რადგან მეგობრებმა შეაცდინეს, იქნება უნდოდა სამაგალითო მოსწავლე და შვილი ყოფილიყო, ნუთუ ვერ ხვდები, რის გაკეთებას ვცდილობ.
-უკვე გვიანია.
-არ არის, მე კიდევ ველოდები შენს სიტყვას, რომ რეალური სამყარო ფერებით დაგანახო.
-ეს შენც აღარ შეგიძლია.
-ჯანდაბა, როგორ შეგიძლია ასე მომექცე, ნუთუ ხვალინდელი დღის იმედით იმიტომ აჭკნობდი ჩემს გულს, რომ იცოდი თავს დავკარგავდი ?!
-გთხოვ, უბრალოდ გაჩუმდი, დავიღალე.
მეორე დილით ბახუსით გამოფხიზლებული ვცდილობდი ჩემი ტკივილის მიზეზიც გამომეღვიძებინა, რათა წინა დღის კამათი კეთილად დამესრულებინა , მაგრამ შემდეგითობის პრინციპით სამყაროს ის გაეწირა. ამის შემდეგ იყო ბევრი ტირილი, ცრემლი, იმედგაცრუება, ყველამ უარი თქვა შენზე.
ბოლოჯერ უყურებ, ბოლოჯერ გრძნობ, ბოლოჯერ იცი, ბოლოჯერ გიყვარს და შენშია, თუმცა იცი რომ ბოლოა, ბოლოა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი შეცდომაა, ცდილობ, მაგრამ სიამაყეს ვერ გადაგიბიჯებია, გიყვარს მაგარმ გაბოროტებული ვეღარ გრძნობ, გინდა კიდევ ერთი შანსი, მაგრამ მორჩა. ბოლოჯერ უყურებ, ბოლოჯერ გრძნობ, ბოლოჯერ იცი, ბოლოჯერ გიყვარს და შენშია თუმცა იცი რომ ბოლოა. გტკივა, მაგრამ ყველა გზა დამსხვრეულია, ყველამ გაგრიყა. დროა. მიწას მიბარებული უკუნით სიბნელეს მიეცა და მორჩა.
სამყარომ წამართვა ის, ვის გამოც ჩემი არსებობა გავწირე, რათა დავხმარებოდი, ან მეიძულებინა დამენახებინა სამყარო როგორი ლამაზია ფერებში, მაგრამ ვერ შევძელი, ვერც ის შევძელი, რომ ჩემი განვლილი ცხოვრების ეს უშნო დაღი დამევიწყებინა. ერთადერთი, რაც გულში ტკივილად დამრჩა, ის არის, რომელიც სადღაც უკიდეგანობიდან გვიცქერს და ალბათ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი თოჯინების თეატრში გათამაშებული დრამა იყო.
ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ მოეღო ბოლო მის ტანჯვას, ნარკოტიკი ის არის, რაზეც უარის თქმა ყველაზე რთულია, რისი გასინჯვაც არასოდესაა მიზანშეწონილი. ალბათ მისი გადაწყვეტილებით ისიც ბედნიერია რადგან სხვა ვარიანტი არ არსებობს. მე ხომ მას შევთავაზე, ერთხელ მაინც ვყოფილიყავი გიდი.
ერთია, ზედმეტი არაფერია კარგი, მათ შორის არც განათლება, უბრალოდ უნდა გრძნობდე ზომიერებას და რაც შეეხება წარსულს, ვიყავი რომ დამოკიდებული?!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent