შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქირურგებსაც შეგვიძლია სიყვარული - თავი 6


14-09-2016, 02:02
ავტორი sophiaa
ნანახია 1 818

საწოლისკენ უეცრად შევბრუნდი. ლილიანას ზღვისფერი თვალებით თბილად მიყურებდნენ
-ლილიანა? კარგად ხარ?
-რათქმაუნდა ქალბატონო ნატალია, თქვენი წყალობით
-ჩემი არა ზურამ გაგიკეთა ოპერაცია
მის საწოლზე ჩამოვჯექი და თმაზე ხელი გადავუსვი. უეცარი სითბო ვიგრძენი. თითქოს საკუთარ შვილს ვუყურებდი.
-ნატალია ექიმო დიდი მადლობა რომ მარტო არ დამტოვეთ
გავუღიმე. ღიმილი ხომ ყველა სიტყვას ჯობია? პალატიდან გამოვედი. თავს უცნაურად ვგრძნობდი. მინდოდა სადმე წყნარ ადგილას წავსულიყავი და ბოლო ხმაზე მეტირა.
-ნატა ოპერაცია გაქვს 15 წუთში
პაციენტის ისტორიას რომ გადავხედე გული გამიჩერდა 4 წლის გოგონას ჰემატომა ჰქონდა. ვერ ვიტანა ასეთ შემთხვევებს. უბრალოდ არ შემიძლია ოთხი წლის გოგონას ტვინში ქექვა
-ნატალია ცუდად ხარ
-არა კახა, გადავიღალე
ხანხადან მიფიქრია უბრალოდ ავმდგარიყავი და ქირურგობისთვის თავი დამენებებინა მაგრამ შემდეგ იმ ადამიანების სახე გამახსენდა, რომლებიც გადავარჩინე.
-სკალპელი
ოპერაცია წარმატებით დასრულდა, გული ისე მქონდა აჩქარებული კინაღამ მოვკვდი. ლილიანას პალატაში შევედი
-ლილი იცი ჩემს დას გამსგავსებ ძალიან
-თქვენ დას? არ მეგონა და თუ გყავდათ
-მყავდა, 6 წლის წინ მშობიარობას გადაჰყვა. სამწუხაროდ ბავშიც ვერ გადაარჩინეს
ყველა ადამიანს ხომ თავისი საშინელი ისტორია აქვს? ჩემი ისტორია ის არის რომ და დამეღუპა. 19 წლის გოგონამ ჩემს მკლავებში დალია სული და თანაც ისე რომ საკუთარი შვილი ვერ ნახა. ყველაფერი იმდენად ტრაგიკულად მოხდა რომ გახსენებაც მიჭირს
-ლამაზი იყო?
-ულამაზესი, გრძელი ყავისფერი თმა ჰქონდა, ზღვისფერი თვალები, პატარა ტანის გოგო იყო, 19 წლის ასაკში 12 წლის გეგონებოდა
ზურას ხმაზე ფეხზე წამოვდექი, არასდროს უყვარდა ამ თემაზე საუბარი. პალატიდან გამოვედი.
-ნატა შეიძლება ერთი წუთით ვილაპარაკოთ?
ბავშვობიდან სია მქონდა სადაც ცუდ დღეებს ვწერდი, ეს დღე სიის სათავეში მოექცევა. ლექსო, რა ჯანდაბა უნდა ჩემგან? საერთოდ ყველა თქვენგანს რა გინდათ ჩემგან?
-ლექსო რა გინდა?
-იქნებ დღეს სადმე წავსულიყავით?
-იქნებ ოდესმე ქირურგივით იფიქრო და არა 24 წლის ბიჭისავით?
-იქნებ შენ იფიქრო ახალგაზრდა გოგოსავით და არა თითქმის მენოპაუზა დაწყებული ქირურგივით?
მეეე? მე ვარ თითქმის მენოპაუზა დაწყებული ქალი?
-დაგიმტკიცებ
-მართლაა? ველოდები
ეს თავხედი ლაწირაკი ბიჭი, რეებს იძახის. ღმერთო რა თაობა მოდის, საკუთარ მასწავლებელს ასეთ რამეს როგორ გავუბედავდი?
-ზურა მითხარი მე თითქმის მენოპაუზა დაწყებულ ქალს ვგავარ?
იმხელა ხმაზე დაიწყო სიცილი მთელს საავადმყოფოში გაიგეს ალბათ. ღმერთო ამხელა პროფესორი ქალი ვისი დასაცინი ვხდები
-ვინ გაკადრა კლიმაქსიანი ხარო?
-დაახვიე ეხლა დროზე
-შენ მკითხე აზრი და მეც გიპასუხე
ისეთი გაცოფებული ვიყავი ყურებიდან ბოლს ვუშვებდი. 35 წლის ქალი ვარ, ახლა ვიწყებ გაფყურჩქვნას და იმ სოსკიან ლაწირაკმა კლიმაქსიანი მიწოდა.
-მოკლედ დღეს ლილიანა არ არის და დიდი ხანი არც იქნება ალბათ, ანასტასია მე და ზურას დაგვეხმარები, კოტე ლადოსთან და ტომოგრაფიები შენია
-და მე?
-ლექსოო, ანალიზები, ცხრილები, განრიგი, პაციენტების გაწერა და რექტალური შემოწმება
ყველა დაიშალა მხოლოდ ლექსო იდგა გაოცებული
-იმიტომ მსჯი რომ კლიმაქსიანი გიწოდე?
-იმიტომ გსჯი რომ გრძელი ენა გაქვს და მოკლე ჭკუა, პაციენტებს რამეს დაუშავებ
-ნატალია როგორ ხარ?
ხელში ჩემი ყოფილი ქმარი ერეკლე შემრჩა, მისი ნახვა აკლდა ამ იდეალურ დღეს
-ლექსო წადი საქმეს მიხედე, ერეკლე აქ რამ მოგიყვანა?
-ვიფიქრე მე შენ და ელენე ამ საღამოს სადმე გავისეირნებდით
დღეს არ მეცალა. დღეს იმ ვაჟბატონს უნდა ვაჩვენო ვინაა კლიმაქსიანი
-ერეკლე არ მცალია, მორიგე ვარ
-შენ სულ ასე იყავი, სანამ დავქორწინდებოდით სწავლობდი და არ გეცალა ჩემთის, რომ დავქორწინდით პრაქტიკებს გადიოდი და კვირაში 100 საათი წასული იყავი, დავშორდით და ქირურგი გახდი. ელემენტარულად აღარც მკითხულობ
-ერეკლე რა გინდა ვერ გავიგე? მე ჩემი ცხოვრება მაქვს, შენ შენი. მე და შენ 10 წლის წინ დავასრულეთ ურთიერთობა, მხოლოდ ელენე გვაკავშირებს.
-ელენე? ელენე ჩემი შვილია, შენ იმისთვისაც კი ვერ მოიცალე რომ დაფეხმძიმებულიყავი
რატომ გადამთელა დღეს ყველამ? რატომ გადაწყვიტა ყველამ ჩემი დამცირება? გამეცინა, რა უნდა მეპასუხა? მართალი იყო, ვერ მოვიცალე. შვილის გასჩენად, მის გასაზრდელად ვერ მოვიცალე. მთელი ცხოვრება კარიერას შევწირე, მთელი ცხოვრებაა ქირურგობისთვის ვიბრძვი და ახლა როდესაც წარმატებას მივაღწიე მივხვი რომ მარტო დავრჩი. არც ქმარი, არც შვილი, საკუთარი დედ-მამა ბოლოს ორი წლის წინ ვნახე ახალ წელს. 35 წლის ვარ საუკეთესო ნეიროქირურგი მაგრამ მარტო. მხოლოდ ერთ დღიანი რომანები მაქვს
-შენ ხომ მოგწონდა ეს? ხომ გინდოდა წარმატებული ვყოფილიყავი?
-მინოდა ნატალი მაგრამ შენ ყველაფერი ფეხებზე დაიკიდე. მხოლოდ სწავლა გახსოვდა. დაფიქდი ოდესმე სადმე წავსულვართ? ოდესმე გაგვისეირნია? მხოლოდ ერთხელ ისიც სახლის წინ პარკში ვისხედით და რეზიდენტურის კითხვებ გისმევდი.
-თუ ასეთი არ მოგწონდი რატომ შემიყვარე? რატომ მომიყვანე ცოლად?
ცრემლები ყელში მაწვებოდა. ამდენი წლის მანძილზე რაც ჰქონდა დაგროვებული ყველაფერი ამოხეთქა.
-ვნანობ რომ ამდენი წელი შენს ლოდინში გავატარე, არ მინდა შენსავით მარტო დავრჩე
მე მარტო ვარ? ჩემთან ერთად იმ ადამიანების სიცოცხლეა რომლებიც გადავარჩინე, მე ქირურგი მეგობრები მყავს, ინტერნები მყავს, ზურა მყავს
-ნატალია ეს ბოლო იყო, ელენეს არ დავუშლი შენთან ურთიერთობას რადგან დედასავით უყვარხარ, მე და შენ კი სამუდამოდ დავასრულეთ
გული არ მტკენია, რატომ უნდა მტკენოდა? იმის გამო რომ დამამცირა? სისულელეა. სისულელეა ყოფილი ქმრის გამო ტირილი, სისულელეა მასზე დარდი . დერეფანში ლექსო ვიპოვე და თავისუფალ ოთახში შევათრიე
-უბრალოდ იმოქმედე, ზედმეტი ლაპარაკის გარეშე ლექსო
თითქოს გავთავისუფლდი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩვეულ რუტინას დავუბრუნდი. განსაკუთრებული იყო, ასეთი ჯერ არასდროს მქონია. ალბათ იმის ბრალია რომ მენოპაუზის მართლაც მეშინია, სიმართლე გითხრათ გული მისკდება. დამიჯერეთ მისი შეჩერების რაიმე ხერხი რომ არსებობდეს პირველი მე გავიკეთებდი. ფეხზე წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე
-სად მიდიხარ ნატალი?
-სად მივდივარ?
-ხო, მხოლოდ სექსი და ამით დამთავრდა ყველაფერი?
-ოღონდ არ მითხრა რომ ვაჟიშვილი იყავი და გეგონა ქმრად მოგიყვანდი
გასვლის წინ ენა გამოვუყავი და გავედი. რაღაცნაირად დავმშვიდდი, თითქოს საჭირო ენერგია მივიღე. ოთახიდან რომ გამოვდიოდი შემთხვევით კახას დავეჯახე
-ნატალია კარგია რომ გნახე, შენთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს
-გისმენთ რა ხდება?
-ცოლად უნდა გამომყვე და ამ კლინიკის მმართველი შენ გახდები



№1 სტუმარი მ კ

გელოები გელოდები გელოდები და აღარ აგრძელებ რატო??

 


№2  offline წევრი ანა-ბერიძე

მალე დადებ ახალ თავს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent