მათხოვარი (15 თავი)
მეთხუთმეტე თავი იმ ღამით, სანდროსგან განსხვავებით, თვალი არ მომიხუჭავს, ვიწექი და მივჩერებოდი ოთახის კუთხეში არსებულ აბლაბუდას, ჩემი აზრებიც ასე ახლართულიყო, ვერც თავს ვუგებდი და ვერც ბოლოს: - როგორ მოვიქცე? სადამდე მიმიყვანს ეს ყველაფერი? იქნებ მეცხოვრა დღევანდელი დღით, მივყოლოდი დინებას და არ მეფიქრა მომავალზე? რაღაც ნაწილი მეუბნებოდა, რომ აშკარად დიდ, საშიშსა და წამლეკავ გრძნობას წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევდი. დავიღალე, ფიქრით, ანალიზით, საკუთარ თავთან ჭიდილით. ერთად-ერთი რაც ზუსტად ვიცოდი, ის იყო, რომ ჩემს პირდაპირ მდებარე, მცირე ზომის ოთახში ამ არეულობის გამომწვევი ადამიანი იწვა. მამაკაცი, რომელმაც ჩემში არ არსებული შეგრძნებები გააღვიძა, ცხოვრების ხალისი დამიბრუნა და იმედი გამიჩინა, რომ ოდესმე ვიპოვიდი ბედნიერებას. მერე რა, რომ ეშინოდა?! ვაღიარებ, მეც დაბნეული ვიყავი, მერე რა, რომ საკუთარ გრძნობებზე სალაპარაკოდ სიმთვრალე გამოიყენა, ასე იოლია, ალბათ, ასე უნდა ყოფილიყო... უკვე ვეღარ ვისვენებ, მოჩვენებასავით პიჟამით დავდივარ ოთახებში, სივრცე აღარ მყოფნის. სანდროს თხელი პლედი გადმოვარდნოდა, პატარა ბავშვივით მოკუნტულიყო და ისე ეძინა, შემეცოდა, ფრთხილად მივაფარე გადასაფარებელი. ძილში ვიღაცას უღიმოდა, ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა, რომ თავი ვეღარ შევიკავე, სულ-სულ ოდნავ შევეხე ღიმილნარევ ტუჩებზე. შეიშმუშნა, თუმცა არ გაუღვიძია, უდარდელად იცვალა გვერდი და ისევ ძილი გააგრძელა, მე კი.. ისევ ფანჯრიდან ვიყურები, რამოდენიმე წამი მჭირდება სიბნელისთვის თვალის მისაჩვევად და სილუეტების გასარჩევად. ნიავი ოდნავ არხევს ხის ტოტებს, ლამპიონები ალაგ-ალაგ ანათებს ჩაბნელებულ ქუჩებს და სულაც არ მეჩვენება, რესტორნის ეზოს გადაღმა, ხის ძირში ისევ დგას ვიღაც სიგარეტით ხელში. - ბავშვი, არ გძინავს?! - მოულოდნელობისგან კინაღამ შევხტი გაბურძგნილი, წელს ზემოთ შიშველი სანდრო რომ წამადგა თავზე - რას უჭყიტინებ?! - ჩემს მხარს ზემოდან ინტერესით გაიხედა თვითონაც. ვიგრძენი მისი მცირედი შეხებისგან როგორ დამბურძგლა, ოდნავ გვერდზე ვიწევი და მხარს ვარიდებ. ჩემი მოქმედება შეუმჩნეველი არ რჩება, თუმცა არ იმჩნევს. - ხის ძირში ვიღაც დგას!... - რატომღაც ვჩურჩულებ მე. - რას მელაპარაკები?! - რამდენიმე დღეა მანდ დგას!... - მის ირონიულ ტონს ყურადღებას არ ვაქცევ, ისევ ჩურჩულით ვამატებ. - აქამდე თუ არ იცოდი, დღეიდან მაინც დაიმახსოვრე, ზოგჯერ, უმეტესად კი ღამით, მარტოხელა, ან იქნებ არამარტოხელა მამაკაცებიც, ქუჩაში გამოდიან და მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მანდილოსნებს ეძებენ, რომლებსაც ხან ხის ძირში ელოდებიან, ხან - ბუჩქებში... რამოდენიმე წამით გაოცებული მივჩერებივარ, ტვინი აშკარად გვიან იაზრებს მისი სიტყვების მნიშვნელობა. - უზრდელი ხარ, უტაქტო... - თავს ვეღარ ვიკავებ და გამეტებით ვურტყამ მკერდში. - სჯობს, ისევ მე გითხრა, ვიდრე სხვამ... კაი, მწარე ხელი კი გქონია... - ჩარტყმულ ადგილს ისრესს - ბავშვი აღიარე, უცნობი თაყვანისმცემელი გეგონა ხომ?! - ხუმრობას არ წყვეტს. - რატომ ხარ დარწმუნებული, რომ ქალს ელოდება, იქნებ ჩვენ გვითვალთვალებს?! - ცოტა არ იყოს მწყინს მისი აგდებული დამოკიდებულება. - გირჩევ ძილის წინ დეტექტივებს არ უყურო, აშკარად ცუდად მოქმედებს!... - დამრიგებლურად მიცხადებს და მორიგი დარტყმის ასაცილებლად სიცილით მშორდება. მაცივრიდან მინერალურს იღებს და ურცხვად მიმზერს. - არც არავის ხვდება და არც მიდის!... - გაღიზიანებულმა გავხედე ბართან წამოსკუპებულს, აშკარად ზედმეტად ერთობა ჩემი სიბრაზით, აჭარხლებული ისევ თვალს ვარიდებ. - ისეთ პახმელიაზე ვარ, ეხლა მაგ კაცზე ფიქრი არ შემიძლია, ხვალიდან კი ბატონო... გემუდარები, ყავა ამიდუღე რა?! - ამდენი ყავის სმისგან, გული დაგარტყამს! - ღრენით ვრთავ ელექტრო ჩაიდანს. - ჩემი მზრუნველი!... - ღიმილი ეპარება ხმაში. - მაისური რომ ჩაიცვა არ გინდა?! - უკმაყოფილო სახით ვეკითხები. - აღიარე, მოგეწონე ხომ?!.. შენს პიჟამებზე მეც ხომ არაფერს ვამბობ? - თვალს მიკრავს ის. გაოცებული დავცქერი ჩემს მიკი მაუსებიან, დახურულ საღამურს: - ზედმეტად უხეში და თვითდაჯერებული ხართ, ბატონო სანდრო! - ალბათ! - დაბნეული ვწითლდები. - ერთ დღესაც ჩემს ნათქვამ კომენტარზე, რომ არ გაწითლდე ალბათ მოვკვდები! პასუხად სათქმელ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ისევ გაჩუმებას ვამჯობინებ და ყავით სავსე ჭიქას წინ ვუდგამ. - მალე გათენდება! - და, უპატრონო ძაღლივით მომისვრი შენი ბუნაგიდან!... - შენ თუ უპატრონო გქვია, მაშინ საშველი არ ყოფილა! – მის მწველ მზერას ვეღარ ვუძლებ, უხერხულად ვიშმუშნები, ისევ ფანჯარასთან მივდივარ და უკვე ნათება შეპარულ ცას ვუმზერ. - არ გეცოდები, ხომ?! ეჰ... - მოულოდნელად უკნიდან მეხვევა და ცხვირს კეფაზე მიხახუნებს. - სულ ცოტაც და ავტირდები!... - დაძაბული, ნერვიულ სიცილს ვეღარ ვიკავებ. - ატირდები და მე დაგამშვიდებ!... ჟრუანტელი მივლის, როცა წინ ჩამოყრილ თმას უკან მიწევს, მისი თითებისგან დატოვებული კვალი მიხურს, ვწითლდები, მთელი სხეულით ვცახცახებ. ალბათ, უნდა გავრბოდე, მისი მარწუხებივით მოჭერილი თითებისგან გასხლტომას უნდა ვცდილობდე, მაგრამ არ შემიძლია. მთელი არსებით მასზე მინდობილი, სხეულზე ბეჭებით ვეკვრი. გავარვარებული ტუჩებით ფრთხილად მეხება კისერზე, მხრებზე, ყვრიმალზე... ციებიანივით ვკანკალებ. ისე მაბრუნებს მისკენ, რომ ხელებს არ მიშვებს, სულ რამოდენიმე წამით თვალებში ვუმზერ, იქ მხოლოდ სურვილია, იქ მხოლოდ მე ვარ... ჩვენს შორის არსებული მილიმეტრებიც კი გამქრალა, პირველად ვხედავ მამაკაცის თვალებში დაკარგულ საკუთარ გამოსახულებას, პირველად მინდა ასე ძლიერად მასთან ჩახუტება, მისი შეგრძნება, იმდენად ძლიერია სურვილი, რომ თითის წვერებზე ჩემითვე ვიწევი, სუსტი ხელებით კისერზე ვეკიდები, მისი ტუჩებისკენ ჩემით მივილტვი. ნელ-ნელა ვკარგავთ სამოსს, ნელ-ნელა ვრჩებით დედიშობილა, პირველად მავიწყდება სირცხვილი. ემოციებით დაღლილებს, ერთმანეთზე ლერწმებივით გადახლართულებს, ნახევრად ძილში მყოფს მწყდება: - შენ არც კი იცი, როგორ... - მიყვარხარ! - ჩემს ნაცვლად ასრულებს წინადადებას და საფეთქელთან მკოცნის. ცხვირით თმას ეხება, მის ღიმილს ისევ ვგრძნობ, სადღაც შორიდან, იქნებ სიზმარშიც ბედნიერების ცრემლებში მეკარგება სანახევროდ ნათქვამი: - მე უფრო!... დილიდანვე ერთად ვდგებით, მე ლექციებისთვის ვემზადები, ის კი - სამსახურისთვის. ვითომ ვემზადებით, უფრო სწორედ, ხელს ვუშლით ერთმანეთს. ერთად ვაწყოთ საუზმეს, ერთად ვცდილობთ დავრეცხოთ ჭურჭელი, თუმცა საბოლოოდ რეცხვის ნაცვლად, წუწაობით ვასრულებთ. ბედნიერებისგან გაცისკროვნებული, კი არ დავდივარ, დავფრინავ. ცხოვრებაში არ მიმღერია, დღეს კი ვღიღინებ. ღიმილით მიმზერს სანდრო. მომწონს მისი მზერაც, ღიმილიც, ირონიაც, ოდნავ ჩატეხილი ლოყაც და საერთოდაც ეს ბიჭი. - ბავშვი, პეპი გრძელი წინდა წაგიკითხავს? - მოულოდნელად მეკითხება სასტუმროდან გამოსვლის დროს. - კი. რატომ მეკითხები?!. - თვალებს ვაფახუნებ დაბნეული. - ჭორფლები რომ გადახატო, ჩემი პეპი იქნები! - დახატვა არ მჭირდება, ერთი დღით მზეში ყოფნა და თავისითაც გამიჩნდება... - შენ არც კი იცი, როგორ მინდოდა კიკინებიანი, საკუთარი პეპი! - მარცხენა ნაწნავს მთელი ძალით მქაჩავს, ის - ისაა საპასუხოდ უნდა ჩავარტყა, რომ ისევ იმ უცნობ მამაკაცს ვხედავ. მოქნეული ხელი ჰაერში მიშეშდება. - აქ ?! - სადღაც შორიდან მესმის სანდროს ხმა. ყველაფერი წამებში ხდება. მამაკაცის დაქაჩული თვალები, სანდროს დაძაბული სახე, მზის შუქზე ალაპლაპებული მაყუჩიანი იარაღი, მისი ხმა არ მესმის, მაგრამ ტუჩების მოძრაობით ვხვდები, რომ სანდროს სახელს იმეორებს. რკინის ყრუ ტკაცუნს, დენთის ნაცნობი მყრალი სუნი იმაზე სწრაფად მოჰყვება ვიდრე ველოდი. სანდრო მოწყვეტით, მთელი ტანით მეჯახება და მასთან ერთად ძირს ვენარცხები. მსროლელი გარბის. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს უკვე იყო, ერთხელ უკვე გადავიტანე. გული მეფლითება, მინდა ვიკივლო, მაგრამ ვერ ვახერხებ. - ღმერთო, არ გამწირო, ღმერთო არ დამღუპო! - რაც არ უნდა მოხდეს, არ გაინძრე, არ ადგე! - ზემოდან ფარად დაწოლილი სანდროს ხმა მესმის და შვებით ვსუნთქავ, რაც მთავარია ცოცხალია, ესე იგი მას, არა!... თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ, ეზოში მხოლოდ ჩვენ ვართ, ვერ ვხვდები ვინ იყო თავდასხმის ობიექტი. სანდრო გვერდით ინაცვლებს, როგორც იქნა ვდგები, მტვრიან ტანსაცმელს ვიფერთხავ და ეხლაღა ვამჩნევ, რომ ხელები გაურკვეველი სითხით მისველდება. მაისური წითლად მაქვს შეღებილი, თუმცა ეს ჩემი სისხლი არაა. შეშინებული მისკენ ვბრუნდები: - სანდრო! - ნუ გეშინია!... - აშკარად ვხედავ მუცელზე მიჭერილი ხელიდან გამოჟონილ ბლანტ სითხეს. - დაჭრილი ხარ?! - სასოწარკვეთილს ხმა მიწყდება მე. - სასწრაფოში დავრეკავ! - ხელის კანკალით ძლივს ვიღებ ძირს დავარდნილ ტელეფონს. - არა! -პოლიციაში?! - აზრი აღარ აქვს, უკვე გაიქცა!... - როგორ?! - თვალებგაფართოებული, დაბნეული ვუმზერ სანდროს. - სერიოზული არაფერია, ოთახში ასვლაში დამეხმარე, შოთი ან იკა, რომელიმესთან დარეკე. ამ ნაგავს ისედაც დავიჭერთ, არ არის აუცილებელი ჩემებმა გაიგონ, პანიკაში არ ჩავარდე, დამეხმარე! - თვალებით მბურღავს ის. მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები, მაინც მხარში ვუდგები, ბიჭების მოსვლამდე მაისურს ვხდი, ჭრილობას სუფთა წყლით ვბან, არ მინდა ვიტირო, მაგრამ ცრემლები მისით მდის: -სისხლი მუქი ფერის არაა, ესე იგი შინაგანი ორგანოები დაზიანებული არ მაქვს, ოდნავ გამკაწრა, ნაკერის დადებაც კი არ მჭირდება! - რატომღაც მგონია, რომ ამ სიტყვებს მხოლოდ ჩემს დასამშვიდებლად ამბობს. მის გაფითრებულ სახეს ვუმზერ და მისი დაკარგვის პანიკურად მეშინია. - შენ ხომ ექიმი არ ხარ, სისხლი გდის, რომ ვერ შევაჩეროთ, იქნებ მაინც დაგვერეკა?!- მუდარით ვუმზერ. - პოლიცია მე ვარ გვანცა! - ხუმრობას ცდილობს - ისედაც მუდმივი ემუქრება, ასე რომ... – „ვიდრე დაიჭერენ, რამე რომ დაუშავოს?“ - ამის გაფიქრებაზეც კი თვალები ცრემლებით მევსება. - არ გინდა გთხოვ! ჩემზე ნუ ღელავ! გვანცა, არ გინდა!... მაგრამ ცრემლები გზას მისით მიიკვლევდნენ. სანდრო მიყურებს, მის თბილად მომზირალ თვალებში გამკრთალ სხივში საკუთარი შეშინებული, ატირებული გამოსახულება შევნიშნე. - ვერ გადავიტან!... - თითქმის ჩემთვის ვჩურჩულებდი. - შოთი ექიმია, დამეხმარება, არაფერი მომივა! - გულში ძლიერად მიკრავს და სიცილნარევი ხმით ჩემს დამშვიდებას ცდილობს. მე კი, დაუფიქრებლად ვეკვრი, ძლიერად, იმდენად ძლიერად, თითქოს ამ ჩახუტებით მინდა მისი ტკივილის შემსუბუქება. - დედას გაფიცებ, ხომ არ მატყუებ?! - არ გატყუებ, გვანცა, არ გატყუებ! - თავზე მკოცნის ის. გონს კარებზე კაკუნის ხმას მოვყავარ. - ისინი დამეხმარებიან! - სწრაფად გავრბივარ სტუმრების შესახვედრად. ორი აბსოლიტურად ერმანეთის მსგავსი მამაკაცი სერიოზული, დაბღვერილი სახით მომჩერებიან, სამედიცინო ჩემოდნით ვარჩევ, მარჯვნივ მდგომი ნამდვილად შოთია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.