შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შიშის სინდრომი (4)


15-09-2016, 15:55
ავტორი Genius))
ნანახია 3 127

ყველაფერს ველოდი მაგრამ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ ადამიანი რომელსაც ვლანძღავდი ჩემთან ერთად იცხოვრებდა
როდესაც ვიბლიანი სახლში შემომივარდა ვფიქრობდი რომ უბრალოდ ჩემი გაღიზიანება სჭირდებოდა , მაგრამ როცა ყველაფერი გავიაზრე მეგონა ყველაფერი თავზე ჩამომენგრა
ველოდებოდი საყვარელ და მხიარულ გოგონას , მაგრამ სახლში ჩემი უფროსის შვილი შემომისახლდა
ისე ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო
მამასისი ფაქტიურად მილიონამდე ადიოდა მისი ბიზნესებით , მაგრამ პატარა ვიბლიანი მაინც ბინას ქირაობდა...
ნეტავ რა მოხდა?
ალბათ მამამისმაც ვერ აიტანა ესეთი საძაგელი და სახლიდან გამოუშვა
ყველაზე მეტად მე ის მაშინებდა რომ მის გამო შეიძლებოდა სამსახურში პრობლემები შემქმნოდა...
ეს კი ძალიან არ მაწყობდა...
************************
ის დღე რომ არა შეიძლებოდა მე და ვილიანს კარგი ურთიერთობა გვქონოდა მაგრამ ყველაფერი ხომ ჩემ ბედად ხდება!
მან გაიგო უკვე როგორიც ვიყავი და ჩემთან თამაში მოინდომა , მისთვის ალბათ კარგიც იყო ჩემ გვერდით ცხოვრება
ერთობოდა და მეტი რა საქმე ჰქონდა!
მე კი ვხვდებოდი რომ ამ წამიდან იწყებოდა ჩემთვის დაუვიწყარი მომენტები...
ახლა ი დგას ჩემ წინ ბატონი ვიბლიანი , კარს მიყრდნობია და ეშმაკურად მიღიმის
მე სახეზე ღიმილის კვალი საერთოდ არ მემჩნევა , სადაცაა მივვარდები და ვცემ მაგრამ როდესაც ამას ვფიქრობ მახსენდება რომ გოგო ვარ და თავს ვიკავებ
ვუყურებ და არვიცი რა ვუთხრა , მინდა გავლანძღო მაგრამ ვიცი რომ მაინც ვერაფერს გაიგებს , მე კი ასე უბრალოდ შემობრუნება და წასვლა არ შემიძლია
სახეზე ეტყობა რომ ჩხუბისთვის მზადაა და ზუსტად ამას ელოდება ჩემგანაც
უეცრად მომინდა რომ მისთვის იმედები გამეცრუებინა და სახის გამომეტყველება ღიმილით შევცვალე
-მაგას გაბედავ და შემდეგ მთელი ცხოვრება ინანებ - თბილად ვუთხარი რადგან შემოთავაზებაზე პასუხი უნდა გამეცა
-სხვა შემთხვევაში ჩემი შეყვარებული ეგონებით და გაწყობს ეს შენ? - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და გაეღიმა
-რატომაც არა - დაუფიქრებლად ვუპასუხე რადგან იმ მომეტში ეს მისი გამწარებისთვის კარგი შესაძლებლობა მომეჩვენა , მაგრამ შემდეგ ვინანე
-ესე თუ მოგწონვარ პირდაპირ მითხარი - ტუჩები გამობურცა და თვალი ჩამიკრა
-ეს შენი ამბიციები - თავი გავაქნიე
-აი ახლა მივხვდი იმ დღეს რატომ დაეხმარე იმ გოგოს , შენ მოგეწონე - ირონიულად ჩაილაპარაკა და უეცრად იმის შიში გამიჩნდა რომ ის ამას მართლა ფიქრობდა
ხველება ამიტყდა და ინსტიქტურად დივანს დავეყრდენი
-მომისმინე... - მინდოდა მისი გვარი მეთქვა მაგრამ გადავიფიქრე -შენ ხომ გინდა თბილი ურთიერთობა ? - გავუღიმე - მაშინ ეს სისულელეები აღარ გაიმეორო - თავი გავაქნიე და ღიმილით სამზარეულოსკენ წავედი წყალი რომ დამელია
-ხუჭუჭ - დანანებით ჩაილაპარაკა - შენ მე არ მოგწონვარ და ურთიერთობის დამყარებას ვერასდროს შეძლებ - გამიღიმა
-იცი ესე თუ გადავჭერით ყველა პრობლემა ვერასდოს ვერ გავიგებთ იმას თუ რა იქნებოდა რომ გვეცადა - გავუღიმე და წყალი მოვსვი - მე კი ცდები მიყვარს!
-და რითი მთავრდება შენი ცდები უმეტესად? - მკითხა ირონიულად და კარი გამოაღო
-უზარმაზარი აფეთქებით - ჩუმად ჩავილაპარაკე და გამეცინა
-იმედია კარს არ ჩაკეტავ და გარეთ არ დამტოვებ! - მომაძახა სანამ გავიდოდა - მაღაზიაში გავდივარ
-რა სისულელეა - ისე ჩავილაპარაკე ვითომ მაგას არასდროს არ ვიზავდი - კარგი იდეა არის მაგრამ მაინც არ ვიზავ! - გავუღიმე და ისიც სიტყვის უთქმელად გავიდა
ნამდვილად აღარ მინდოდა მისი ნახვა თორემ თავს ვეღარ გავაკონტროლებდი და აფეთქებას დავაჩქარებდი
ამიტომ გადავწყვიტე დამეძინა და ის აღარ მენახა , ფინჯანი თავის ადგილას დავაბრუნე და ჩემს ოთახში "გავტანტალდი" , აბაზანაში შევედი და სახეზე ცივი წყალი შევისხი , ერთ რამეში ნამდვილად გამიმართლა , ამ სახლს ორი სააბაზანო ჰქონდა და მას ჩემს ოთახში არ მოუწევდა სიარული...
წყალი გადავივლე , საღამური ჩავიცვი და საწოლში შევწექი , უკვე ნახვარი საათი გასულიყო მაგრამ ვიბლიანი არ ჩანდა , თვალები დავხუჭე და ტკბილად დაძინება ვცადე მაგრამ ზუსტად ამ დროს გაიღო სახლის კარი და ვიბლიანის ხმა გაისმა
-ხუჭუჭ! - დაიძახა და იქ რომ არ მნახა ნაბიჯების ხმით მივხვდი რომ ჩემს ოთახში მოდიოდა
თავი მოვიმძინარე და ბალისში დავმალე
მთელი სხეული დამეძაბა როდესაც მისი სუნთქვა ვიგრძენი , როგორც ჩანდა თავზე დამადგა და მიყურებდა , შემდეგ გაიწია და ოთახიდან გავიდა
როგორც კი კარის მოხურვის ხმა გავიგე ინსტიქტურად საწოლზე ჩამოვჯექი და კარს ვივაშტერდი
რა იყო ეს?!
ნუთუ უკვე აქვს უფლება ჩემს ოთახში შემოვიდეს და შეამოწმოს მძინავს თუ არა
არ მინდოდა ამაზე ფიქრი , კარს დავეჯღანე და ისევ ჩემს ბალიშს ჩავეხუტე
ხო არ მინდოდა მაგრამ ფიქრებს ჩვენ არ ვარჩევთ , რაღაც რომ მოფრინდება ისე ჩასახლდება ჩვენს ტვინში რომ ძნელია შემდეგ ამ ყველაფრის უკან გაშვება , ეს იმ მომენტს გავს არასასურველი სტუმარი რომ მოდის შენთან და გაშვება თითქმის შეუძლებელია
ბოლოს როგორც იქნა გავიმარცხე და ჩამეძინა
**********************************
საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა , რატომღაც მეგონა რომ მაღვიძარა იყო , ტელეფონს ხელი დავავლე და სადღაც მოვისროლე , ფანჯრისკენ გადავბრუნდი და როდესაც მზის შუქი თვალებში არ მომხვდა გამიკვირდა , გავიხედე და მთვარე დავინახე...
ჯერ კიდევ ღამე იყო და მე გამეღვიძა?!
ხმაურიც აღარ იყო და ვერ გამეგო რა მომივიდა
ბოლოს ყველაფერი დავაიგნორე და გადავბრუნდი რომ ძილი შემომებრუნებინა მაგრამ ამ დროს რაღაცის დაგდების ხმა გავიგე და ჩემმა თავმა ისე დაიწყო ჭრიალი როგორც იატაკზე ჩამოვარდნილმა ჭურჭელმა
ეს ხმა უკვე გაუსაძლისი იყო , მეგონა ვიღაც ჩემ გვერდით იდგა და ყურში მიყვიროდა , ამ ვითარებაში კი მე ძილს ნამდვილად ვერ გავაგრძელებდი
წამოვდექი და მისაღებში გავბარბაცდი , ჯერ კიდევ მიჭირდა ყველაფრის დანახვა რადგან ბურანიდან ვერ გამოვედი
გასულს სინათლე მომხდა თვალებში და ისე დამაფრთხო რომ ხელი ავიფარე
თანდათან გონს მოვდიოდი , ხელი ჩამოწვიე და ძირს ვიყურებოდი რომ მენახა რა დავარდა , სამზარეულოსკენ გამექცა თვალები და როდესაც ვიბლიანი დავინახე ტირილი მომინდა , კედელს მივეყრდენი და თავი მივაბჯინე
ის წინსაფარი ჰქონდა მოხურული და რაღაცას დიდი შემართებით ამზადებდა , თან გემოს უსინჯავდა და ამაყად ჩაიღიმებდა ხოლმე
-რას აკეთებ? - ჩუმად ვუჩურჩულე და მისი სტიქიიდან გამოვიყვანე
ჩემკენ გამოიხედა და თვალები ამაყოლა
მეც მაშინ გამახსენდა რომ მოკლე შორტის და მაისურის ამარა ვიდექი მისწინ და იქვე დაგდებულ პლედს დავსწვდი
-როგორც მითხარი საჭმელს ვიკეთებ - ჩემს საქცეილზე გაიცინა
-გასაგებია მაგრამ არ შეგიძლია ცოტა ჩუმად გააკეთო ? - ჩუმად ვლაპარაკობდი რადგან ჩემი ხმაც კი მაფრთხობდა
-შენი გაღვიძება არ მინდოდა - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მაგრამ მის ნათქვამში საერთოდ არ იგრძნობოდა ირონია - ვეღარ დაიძინებ? - ოდნავ გაეღიმა
-უკვე ვეღარ - მისკენ წავედი და სამზარეულოსთან მდგარ სკამზე ჩამოვჯექი
-მაშინ შეჭამ? - მხიარულად ჩაილაპარაკა და მე გამომხედა
სახეზე არანაირი ემოცია არ მეხატა , თუმცა ეს არც შემეძლო იმდენად გათიშული ვიყავი
იმ დონემდე რომ შემეძლო ვიბლიანითვის მეთქვა კარგი ბიჭი ხართქო და მე თუ ამას ვიზავდი ანუ გავაფრინე ხო?
-გვიანია! - ვუპასუხე და თავი მაგიდაზე ჩამოვდე - შენ საერთოდ რა გაჭმევს ამ ღამეს? - უეცრად მასთან საუბარი დავიწყე
-მე ღამით ვცხოვრობ - დაუფიქრებლად მიპასუხა და ჩემს პასუხს დაელოდა
-როგორც ღამურა? - გამეცინა
-კი როგორც ღამურა - ღიმილით მიპასუხა
-მაგრამ მე რომ ძილი მჭირდება? იმედია ყოველ ღამე არ აპირებ ჩემ გაღვიძებას - წარბებშეკრულმა ავხედე
-შემთხვევით გამივარდა - სიცილით მიპასუხა და გაზქურა გამორთო - მართლა არ შეჭამ? - გამიღიმა და მომაშტერდა
-რა გააკეთე ? - ვკითხე ინტერესით და ტაფას დავაშტერდი
-საქონლის ხორცია სოუსში - ის მითხრა რასაც მეც ვხედავდი
-კაი ერთი - გამეცინა - გემრიელია?
-მე ძალიან მიყვარს - მხიარულად ჩაილაპარალა და ორი თეფში გადმოიღო , ორი ფინჯანიც და ღვინო გამოიტანა - ძალიან უხდება - მითხრა და გადმოღება დაიწყო
-არა! არ მინდა - უეცრად მივახალე და თეფში ხელებით დავფარე
ვიბლიანს გაეცინა და წინ ჩამომიჯდა
-არც გაძალებ - დამეჯღანა - ისე დათი მქვია - გამიღიმა - მაინც რომ იცოდე
-გკითხე? - უხეშად მომივიდა და შემდეგ ვინანე , ახლა მე ვიწყებდი ჩხუბს
-ერთად ვცხოვრობთ და მგონი უნდა იცოდე ხუჭუჭ - ირონიულად ჩაილაპარაკა - არ მეტყვი შენს სახელს?
-და სახელს დამიძახებ? - ირონილად ვკითხე
-არა - ისე მიპასუხა როგორც არაფერიო - ხუჭუჭა მშვენიერი სახელია - ჩაიცინა და ღვინო მოსვა
-მაშინ რა საჭიროა გითხრა - გავუღიმე
-როგორც გინდა - უემოციოდ ჩაილაპარაკა და ჭამა გააგრძელა
ისე გემრიელად ჭამდა მეც მომინდა გამესინჯა , თან ეტყობოდა კიდევაც რომ ცუდი არ იყო , საჭმელს მივაშტერდი და ვფიქრობდი მეჭამა თუ არა , თან ტუჩებს სასაცილოდ ვათამაშებდი
-ჭამე - ისე მითხრა ვიბლიანმა რომ თავი არც აუწევია , მაგრამ მიყურებდა
-არა გვიანია - თავი გავაქნიე და წამოდგომა ვცადე
-ცოტა რომ შეჭამო არ გაგასუქებს , თან მშვენიერ ტანზე ხარ - ეშმაკურად გაიღიმა და ამომხედა
მე კი ის სცენა გამახსენდა სადაც მის წინ ნახევრად შიშველი ვიდექი , ამან გამაღიზიანა და გაბრაზებულმა გავხედე
-რა გინდა? - წარბებშეკრულმა გავხედე
-კომპლიმენტი გითხარი - ისე ჩაილაპარაკა ვიბლიანმა ვითომც არაფერიო
-და მადლობა უნდა გითხრა? - უხეშად ვუთხარი
-რავი საერთოდ ამბობენ - თვალების უაზროდ ცეცება დაიწყო დათიმ
-საერთოდ კი! - დაუფიქრებლად ვუპასუხე და შემდეგ მეც გამიკვირდა ჩემი ნათქვამი სისულელე
-დილამშვიდობისა - უეცრად სახეზე ღიმილმა გადაურბინა და ფეხზე წამოდგა
-რა? - დაბნეულმა გავხედე , ვერ მივხვდი ეს რატომ მითხრა
-გათენდა - ფანჯრისკენ მანიშნა
უკვე მზე ამოსულიყო , მე კი მხოლოდ ახლა გამახსენდა ჩემი სამსახური და ის რომ იქ ნახევარად გამოუძინებელი მივდიოდი
ყავის აპარატს დაფეთებული ვეტაკე და ყავის გაკეთება დავიწყე
ვიბლიანს ჩემი რეაქცია გაუკვირდა და გაშტერებული მიყურებდა
როდესაც არაფერი ვუთხარი ონკანთან ჩამოდგა და მომაშტერდა , თან ჩემს ხელებს აყოლებდა თვალებს
-ყავის გარეშე არ შემიძლია - მოკლედ ვუთხარი რომ მისი მზერა მომეშორებინა
-მეც მინდა - გამიღიმა და ორი ფინჯანი მომაწოდა
მეც აღარ ვიქაჯე და დავუსხი , შემდეგ ისევ მაგიდასთან ჩამოვჯექი და ყავის სმა დავიწყე
-და რატომ? - უეცრად მკითხა ვიბლიანმა და წინ დამიჯდა
-რა რატომ? - მას ავხედე და ფინჯანი მაგიდაზე დავდე
-რატომ არ შეგიძლია ყავის გარეშე? - გამიღიმა
-მერე მა... - უნდა მეთქვა მამაშენითქო მაგრამ უცებ გავჩერდი - უბრალოდ მერე ცუდ ხასიათზე ვარ - გამეცინა
-ხვალ ყავას შევინახავ - ირონიულად მითხრა და სიცილი დაიწყო
-სახლში ზეგ მოვალ შუადღეს - გავუღიმე და ფინჯანი გასარეცხად ონკანთან ჩამოვდე - სამსახური - თავი გავაქნიე
-სად მუშაობ? - დაბნეულმა მიპასუხა ვიბლიანმა
-ჩემს ნათესავს ვეხმარები , პაციენტებთან - უეცრად ყველაზე დიდი ტყუილი ვთქვი და მეც ვერ მოვედი აზრზე რატომ გავაკეთე ეს
-მაგარია! - დამაჯერებლად ჩაილაპარაკა და გამიღიმა
მეც ინსტიქტურად გავუღიმე და ჩემი ოთახისკენ წავედი
-სად მიდიხარ? - მისი ხმა უკან დამეწია
-სამსახურში! - უხეშად ვუპასუხე და ოთახში შევედი , უეცრად გამეღიმა და თავი ისევ მისაღებში გამოვყავი , მანაც ჩემკენ გამოიხედა - კატუშა - ღიმილით ვუთხარი და კარები მივხურე
დაახლოებით წარმოვიდგინე როგორ გაეღიმებოდა ვიბლიანს და თავს გააქნევდა , შემდეგ ალბათ მისი ოთახისკენ წავიდოდა
თავი გავაქნიე და სააბაზანოსკენ წავედი
წყალი გადავივლე , მოვწესრიგდი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე , დახეული ჯინსი ,უბრალო თეთრი მაისური და NewBalanceბი ფეხზე , ჩანთან ხელი დავტაცე და ოთახიდან გავედი
-სახლი არ აურიო! - გაფრთხილება დავუტოვე ვიბლიანს და გასასვლელისკენ გავემართე
-ჩემი ცოლივით ნუ იქცევი! - ირონიულად მომაძახა ვიბლიანმა
-ჩვენ ერთ სახლს ვიყოფთ! - გავუღიმე და კარი მივხურე
*************************************
ძალიან მეზარებოდა კიდევ ორი დღე მუშაობა , კიდევ დაღლილობა , ერთი წამით ისიც გავიფიქრე რომ სამსახურიდან წამოვსულიყავი მაგრამ ეგ ფიქრი მალევე ამოვაგდე თავიდან , მე სახვა შემოსავალი არ მქონდა და მეორე კურსელს არავინ არ ამუშავებს ექთნად
კიბეებზე სირბილით დავეშვი და გამეღიმა როდესაც სახლის წინ თემო დავინახე
მანქანასთან იდგა და სიგარეტს "აბოლებდა" , მისკენ წავედი და ლოყაზე ვაკოცე
-ყავა დალიე? - სიცილით მკითხა თემომ და მანქანის კარი გამიღო
-კი - დავეჯღანე მისი ირონიის გამო და კარი მთელი ძალით მოვხურე
-გააფუჭებ? შენვე გააკეთებ - მშვიდად მითხრა თემომ მაგრამ ამ სიტყვებით მაგრად მეჩხუბა
-მეზარება მაგრად - ნაღვლიანად ჩავილაპარაკე და მინას თავი მივადე
-მეც მაგრამ რას ვიზავთ - ღიმილით გამომხედა თემომ - გავძლებთ ორი დღე
-გავძლებ მაგრამ მეშინია სახლი არ ჩამოინგრეს - ჩუმად ჩავილაპარაკე მაგრამ თემოს სახეს რომ წვაწყდი მივხვდი რომ ეს "ჩუმად" არ იყო
-რა? - დაბნეულმა მკითხა და თან იცინოდა
-მერე გეტყვი - გავუღიმე და ბარს გავხედე , თამუნა გარეთ იდგა და მანქანის ნახვისას ხტუნაობა დაიწყო
თემომ მანქანა გააჩერა და ძალიან არ მინდოდა გადასვლა , მართლაც დავრჩებოდი რომ არა თამუნა
კარი გამოაღო და ხელი მომკიდა რომ გადმოვეყვანე
მეც ნაღვლიანად წამოვდექი და თამუნას გავუღიმე
მან მაკოცა და ბარში "შემათრია"
-პრივეთ გაიზ - მოგვესალმა დათო და ხელში ბოთლების ბზრიალი დაიწყო
მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ გიორგი სამი დღე არ იქნებოდა და გული დამწყდა
მაგრამ არც დათო იყო ცუდი ადამიანი , ჩვენთან კარგად იყო უბრალოდ ზოგჯერ მასზე ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა თითქოს მოვწონდი
ეს კი ძალიან მაღიზიანებდა
-აბა წარმატებები და გაძლება - მითხრა თამუნამ როდესაც გასახდელიდან გამოვიდა და ღიმილით ხელი დამიქნია
არაფერი მითქვამს უბრალოდ დავეჯღანე და თემოსკენ მივბრუნდი
ამ დროს ელენე შემოვიდა და ჩვენსკენ წამოვიდა
-როგორ ხართ? - მხიარულად ჩაილაპარაკა და ორივე გადაგვკოცნა - დათო შენ ვერ მოგწვდები - ხელი აუწია და გაუცინა
-კარგად შენ როგორ ხარ? - ხელი გადახვია თემომ
-ძალიან კარგად! - თითქოს ის ბედნიერებისგან ბრწყინავდა
ღიმილით წავიდა გასახდელში და მეც მას გავეკიდე
რომ შევედი კარი ჩავკეტე და წარბებშეკრული გავხედე ელენეს
ისიც მომაშტერდა და სულელივით მიღიმოდა
-რა გჭირს? - დაბნეულმა ვკითხე და თვალებში მივაშტერდი
-რა მჭირს? - მან თვალები ამარიდა და ფორმა გადაიცვა , გვერდი ამიარა და გასვლა სცადა
-მოიცა მოიცა! - სიცილით გავეკიდე და კარი ხელით დავიჭირე - ჯერ მითხარი რა გჭირს? - ტუჩები "დავპრუწე" და წარბები ავათამაშე
-რა უნდა მჭირდეს? - მან სიცილი დაიწყო
-ესე რამ გაგაბედნიერა? - მაცდურად შევხედე
-ძალიან მეტყობა? - სიცილი დაიწყო ელენემ და გამარჯვების დასაფიქსირებლად ეშმაკურად გავიღიმე
-ძალიან - თავი დავუქნიე
-შეყვარებული ვარ! - უეცრად მითხრა და იქვე სკამზე ჩამოჯდა , თავი დახარა და ვაშლივით გაწითლდა
-მართლა? - მხიარულად შევყვირე - ვინ არის ის ბედნიერი? - სახე ავაწევინე
-ერთია არ იცნობ შენ - გამიღიმა და წამოდგა - მიდი გამოიცვალე და გავიდეთ
მეც აღარაფერი მითქვამს და ფორმის ჩაცმას შევუდექი
უცებ გადავიცვი და ელენესთან ერთად ბიჭებთან გავედი
თემო დათოსთან იდგა და რაღაცაზე ლაპარაკობდა, როდესაც გავედით ორივე ღიმილით მოგვაშტერდა
მათკენ წავედით და დახლთან შემოვჯექი
-ეს დღეს ძალიან ბედნიერია - წარბები ავათამაშე და ბიჭებს გავუღიმე
-რატომ? - კითხა თემომ და სახე ახლოს მისწია
-მე კი ძალიან უბედური - ჩუმად ჩავილაპარაკე მაგრამ როგორც ჩანს მე არვიცი "ჩუმად"ის მნიშვნელობა
-რატო? - სახის გამომეტყველება შეეცალა ყველას მაგრამ მხოლოდ თემომ მკითხა
-აუ რავიცი - თავი გავაქნიე
-მიდი თქვი - დაბნეულმა მითხრა ელენემ
-რომ გეუბნებოდი ჩემს ბინაში ვიღაც შემოდისთქო ხომ იცი? - თემოს გავხედე - თქვენთვის არ მითქვამს - შემდეგ ბავშვებს ვუთხარი
-კი ცუდი გოგოა? - დაბნეულმა მკითხა ახლა თემომ
-გოგო? - ჩავიცინე
-მოიცა ბიჭია? - გაბრაზებულმა იკითხა
-პატარა ვიბლიანი შემომისახლდა! - ვუთხარი და თავი დავხარე და მათ რეაქციას ველოდებოდი
-გამარჯობა ბატონო მამუკა! - მაგრამ სულ სხვა სიტყვები გავიგე ელენესგან და თავი ავწიე
თემომ თვალებით მანიშნა შენს უკანო და ამ წამს ღმერთს ვთხოვდი ჩემთვის რისხვა არ დაეტეხა...

**************************
ველოდები თქვენ შეფასებებს...



№1 სტუმარი ...........

gaagrdzelee

 


№2  offline წევრი LoNdA DM

GAagrdzele dzalian momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent