შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ირმის ნახტომი -7-

15-09-2016, 19:47
ავტორი sopiko
ნანახია 1 800

[თავი 7]
-პაციენტი თავიდანვე შეგუებული იყო იმ აზრს, რომ თუ ბავშვის გაჩენა უნდოდა, თავად სიცოცხლე უნდა გაეწირა. მშობლები და ნათესავები არ ჰყავს. ისიც გვითხრა, რომ მისი მეგობარი ქალი მეორე ბავშვის შენახვას ვერ შეძლებს. ვერ გავიგეთ, ვისი ან რის იმედი ჰქონდა. თუ არავინ გამოჩნდება, პატარა გოგონას ბავშვთა სახლში აღზრდიან.-მიცხადებს სამშობიარო ბლოკიდან გამოსული ექთანი და სხვა პაციენტების მოსანახულებლად მიდის.
სკამზე მძიმედ ვჯდები და თვალის უპეებში თითებს ვისმევ. ცრემლებით დამნამია და დამსიებია. უკვე ძალიან გვიანია. წესით ახლა სახლში უნდა მივდიოდე. ის ქალი დღეს პირველად ვნახე. არაფერი მაკავშირებს მასთან. არ მავიწყდება, რომ მთხოვა, პატარა თათას მიმიხედეო, მაგრამ არც ის მრჩება მხედველობიდან, რომ მე მისთვის პირობა არ მიმიცია. არანაირი ვალდებულება არ მაკისრია, მაგრამ ასე მგონია, ზურგზე მაინც ძალიან დიდი ტვირთი მაწევს, რომლის მოშორებაც ადვილი არ იქნება. ალბათ როგორი სუსტი და ლამაზია პატარა თათა. ჯერ ისევ ვარდისფერი ფერი ედება მთელ სხეულზე, ლოყები კი საყვარლად ექნება დაბერილი. მე მისი ნახვა მსურს. უნდა ვნახო, ხელში ავიყვანო, გულში ჩავიკრა და მისი თითები ჩემსაში მოვიქციო. უცნაური შეგრძნება მეუფლება. თითქოს დღეს მე გავხდი დედა, მე მეყოლა შვილი, მე მეტკინა, მე გამიხარდა, მე მიყვარს ისევე, როგორც ჩემი პირმშო... იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ დედობრივ ინსტიქტებს ჩემში არასდროს უჩენია თავი, რადგან არც დედა მქვია და არც ძიძად მიმუშავია არასდროს, მართლაც რომ რაღაც საოცრება ხდება ჩემს თავს. ჰაერს სხვანაირი გემო აქვს, გული სხვანაირად მიცემს, სულ სხვანაირად მეშინია, მტკივა და მიხარია. გაოცებული აზრებს ვეღარ ვალაგებ. ვერ ვხვდები, ახლა რა უნდა გავაკეთო, რა გამაბედნიერებს ყველაზე მეტად... უფრო სწორად ვხვდები და არ მჯერა, რომ ასეთ მდგომარეობაში ვარ. ეს ხომ სიგიჟეა. სხვისი შვილის წარმოდგენაზე განვიცდი იმას, რასაც ჩემი შვილის წარმოდგენაზე განვიცდიდი მომავალში. ხო, ხო, ასეა. რისი ბრალი უნდა იყოს ეს? ერთმა რიგითმა მათხოვარმა რაღაც მთხოვა და მეც უცებ ის ვიგრძენი, რასაც ის იგრძნობდა, ცოცხალი რომ ყოფილიყო? სანამ მთლად გადავსულვარ ჭკუიდან, აქედან უნდა წავიდე. გასასვლელისკენ ნაბიჯსაც ვდგამ, მაგრამ არ შემიძლია. გამჭოლი ქარი უკან მხევს, არ მაძლევს წასვლის უფლების. მე ამ ბავშვს ვჭირდები. მარტო ვერ დავტოვებ. მე უნდა ვაჩუქო მშობლიური სითბო, სიყვარული და მზრუნველობა. უჩვეულო ანგარება მამოძრავებს. არ მსურს ფული, სიმდიდრე, ქონება, მხოლოდ ის მინდა, რომ პატარა თათასაც ისე შევუყვარდე, როგორც მერი ეყვარებოდა. მშურს, რომ მისი ნამდვილი დედა არ ვარ და გადაწყვეტილებასაც წამში ვიღებ.
ექთანს ვთხოვ, რომ თათასთან მიმიყვანოს. მოუთმენლობა მტანჯავს, როცა ხალათს ვიცმევ და პირბადეს ვიკეთებ. ჯერ კიდევ ფანჯარაში რომ ვხედავ პატარა საწოლს და მასში უდარდელად მძინარე ანგელოზს, ყველაფერი მავიწყდება. სიფრთხილის გარეშე ვაღებ კარს და ისიც არ მახსოვს, რომ აუცილებლად უნდა მივხურო, ბავშვს რაიმე ვირუსმა საფრთხე რომ არ შეუქმნას.
-თათა... ჩემო თათა.-ვჩურჩულებ და მისკენ ხელებს ვიწვდი.
მძინარე მზეთუნახავს ჰგავს თათა. ღია ყავისფერი თმა თავზე სულ ოდნავ ამოზრდია. სისხლისფერი ტუჩები წინ გამოუბურცია და ერთმანეთისთვის დაუშორებია. ლოყები ვარდისფრად აქვს აღაჟღაჟებული. იმის ბრალი თუა, რომ აქ ძალიან ცხელა. ლამისაა დავიხარო და პაწუა ცხვირზე ვაკოცო. ცდუნებას ძლივს ვუმკლავდები. პატარა საწოლიდან ამომყავს და მკერდზე ვიხუტებ თუ არა, გული გამალებით იწყებს ცემას.
-ჩემო პატარა... რა ლამაზი ხარ... როგორი სათუთი...-საალერსო სიტყვებს არ ვიშურებ და იმას, რასაც წუთის წინ ოცნებებში ვაკეთებდი, ვანხორციელებ.
ბავშვი იშმუშნება, თუმცა თვალების გახელა არ ნებავს. ფანტაზიებში ვხედავ, როგორ წევს მაღლა გრძელ, შავ წამწამებს და ყურებამდე ვიკრიჭები. გარესამყაროს სრულიად ვწყდები. ჩვენ ირგვლივ, ჩემსა და თათას ირგვლივ საპნის ბუშტი ჩნდება. ოდნავადაც არ ვინძრევი, რომ ის არ გასკდეს და ხელი არ შეგვიშალონ. უნებურად უხმოდ ვიწყებ ტირილს, რადგან ვხვდები, თუ რაოდენ უყვარდა მერის თავისი შვილი, რომ მხოლოდ ცხრა თვე იკმარა მასთან ყოფნისთვის, შემდეგ კი სიცოცხლეზე უარი თქვა. ტკივილამდე მებრალება ის, რომ იმხელა სიამოვნება, რასაც ახლა მე განვიცდი, მოაკლდა. შეიძლებოდა ახლა ჩემს ადგილას ის ყოფილიყო, თათას მოფერებოდა და ეგოისტურად მიხარია, რომ აქ მე ვარ, ლეა.
ფანჯრის მინაზე ექთანი აკაკუნებს და იქიდან მანიშნებს, რომ გამოსვლის დროა. რაღაც გაუმაძღრობა მჭირს. კიდევ და კიდევ მინდა, რომ თათას მოვეფერო, მაგრამ ექთანმა ისედაც დიდხანს მაცადა. ბავშვს საწოლში ვაწვენ და გამოსვლის წინ კიდევ ერთხელ ვიხედები მისკენ.
კარებს ვხურავ თუ არა, ექთანი რაღაცას მიწვდის. ვერ ვხვდები, რა უნდა ეწეროს ამ ფურცელზე. თვალებს ვხუჭავ, ვახელ... ვხუჭავ, ვახელ... საკმარისია. წაკითხვა მაინც მომიწევს. ექთანს შეშინებულ მზერას ვაპყრობ და წერილს გულში ვკითხუოობ.
''შენ, ვინც ამ წერილს კითხულობ, ალბათ უკვე იცი, რომ ცოცხალი აღარ ვარ. შენთან რამდენიმე თხოვნა მაქვს. ჩემს გოგონას თათა დაარქვი, ეს პირველი და ყველაზე მარტივი. გაუწიე დედობა ცოტა ხნით მაინც, ეს მეორე და შედარებით რთული, მაგრამ მესამე ალბათ ყველაზე მეტად გაგიჭირდება. უნდა მოძებნო თათას მეურვე. მისი სახელი და გვარია შიო მენაბდე. ირმის ნახტომი უნდა იპოვო, გესმის? ადგილი, სადაც ირმის ნახტომია მოხატული... ესაა ერთადერთი, რაც მე ვიცი მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ის დედაც იქნება თათასთვის, მამაც და კიდევ სხვა ყველაფერი... ეს ჩემი უკანასკნელი სურვილია. წინასწარ დიდი მადლობა. მშვიდობით.''
პირველ რიგში, რასაც ვფიქრობ ისაა, რომ წერილი გასაოცრად გულგრილადაა დაწერილი, რაც მომაკვდავ ადამიანს არ შეეფერება, თუმცა ყველა როდია ისეთი სუსტი, რომ ვერ შეძლოს ემოციების მოთოკვა მაშინ, როცა სიკვდილის შემდეგ იმ ქვეყნიდან მოუწევს შვილის მფარველობა. ამით კიდევ ერთი საფეხურით ზემოთ იწევს მერი ჩემს თვალში, მაგრამ იმის გათვიცნობიერებაზე, რომ თათას დედობა მხოლოდ ცოტა ხნით უნდა გავუწიო, თავზარს მცემს. წესით და რიგით ნორმალურ ადამიანს უნდა უხაროდეს, რომ ეს შარი მხოლოდ დროებითია, მაგრამ სინამდვილეში გოგონას, რომლის დანახვაც ახლა მხოლოდ ფანჯრიდან შემიძლია, სულაც აღარ ვთვლი საშინელებად, მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ზუსტად ასე ვფიქრობდი. ამ ბოლო დროს მართლაც ბევრი უცნაურობა დამემართა. წამებში მეცვლება აზროვნება, გადაწყვეტილებები, სურვილები... ღმერთო, შენ დამიფარე!
და მესამე თხოვნა? მერის თქმით, გმირი, მებრძოლი სულის ქალის თქმით ყველაზე რთულად შესასრულებელი იმ ადამიანის პოვნაა, რომლის ადგილსამყოფელზეც მე ბევრეად მეტი ვიცი, ვიდრე თავად წერილის დამწერმა. შესაძლებელია ირმის ნახტომი ბევრგან იყოს მოხატული, თუმცა არ ვიცი, ეს აზრი რატომ უნდა დაებადოს ადამიანს თავში, როცა უამრავი უფრო ადვილი და მნახველებისთღვის საინტერესო რაღაცები არსებობს ამ ქვეყნიერებაზე. ამას ისიც დავუმატოთ, რომ წერილში ნათლად ჩანს, მერი დარწმუნებული იყო იმაში, მე რომ შიოს ვიპოვიდი. ესე იგი მანვე უთხრა, რომ მის პოვნას ასე შეძლებდა. ხო, შიოა პიროვნება, რომელმაც ამხელა თავსატეხი გამიჩინა, რომელმაც ჩემი ინტერესები და ფიქრები დაიპყრო, დიდი აურზაური მომიწყო და ცხოვრება ამირ-დამირია, თუმცა იმასაც ვერ დავუკარგავ, რომ არა ის, ვერ ვნახავდი გაბოს, ვერ მივხვდებოდი ნინოს საწუხარს და საფიქრალს, ვერ შევძლებდი მის დახმარებას, ვერ ვისიამოვნებდი თათას ჩახუტებით და კიდევ უამრავი ''ვერ''...
ამ ერთ კვირაში რამდენი რამ მოხდა... რამდენი კარგი, რამდენი ცუდი და რამდენი დამაბნეველი რამ... ნეტავ, რას უნდა ვფიქრობდე ახლა? ჩემს ფეხებს ვწყევლიდი, იმ დღეს ვითომ სასტუმროში რომ წამაბოდიალეს, თუ მიხაროდეს, ოდნავ საინტერესო რომ მაინც გახდა ჩემი ყოველდღიურობა? ოჰ, ლეა! ნუ ივიწყებ შენს ასაკს, გამოცდილებას, გარემოებებს, ქვეყანას, სადაც ცხოვრობ... ნუ დაივიწყებ, რას ეძახიან იმ აცუნდრუკებას, რასაც ახლა შენ განიცდი, მაგრამ... მაგრამ ვირჩევ ვიყო ბედნიერი! ვირჩევ იმას, რისი გაკეთებაც მსურს და რისკენაც მიისწრაფვის ჩემი სურვილები! რისკენ თუ ვისკენ, რა მნიშვნელობა აქვს. მოდი, ვაღიაროთ... როცა კი მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში თავგადასავლების სერია იწყებოდა, შემეძლო უკან დახევა, სარისკო მომავლისთვის კარის მიკეტვა და კვლავ მომაბეზრებელ თარგმანებში ჩაფლობა, მაგრამ თავს დავაჯერე, რომ ეს შეუძლებელი იყო და ისე განვაგრძე ბავშვური შტერობების ჩადენა, ვითომ სხვა გამოსავალი არ მქონდა და ამიტომაც ვიქცეოდი ამგვარად. რაოდენ საბრალოდ ვცხოვრობთ ადამიანები, როცა იმდენად გვრცხვენია იმის გაკეთების, რაც გვსურს, რომ შინაგან მესაც კი ვემალებით. ხალხის აზრის კი არა, სინდისის ხმისაც კი გვეშინია და ვცხოვრობთ იმით, რომ დავცინით სხვას, ისე რომ არ იქცევა, როგორც ჩვენ, რადგან ის ამით ბედნიერებას პოულობს, თავად კი უფრო ვიკარგებით მოწყენილობის ლაბირინთში.
-რაიმე ისეთი წერია ამ წერილში, რაც მეც უნდა ვიცოდე?-მეკითხება ექთანი და ეტყობა, რომ გაქცევაზეა. სავარაუდოდ ყველაფერი, რასაც ვფიქრობდო, სახეზე მახატია და ჩემი ყურება სასიამოვნო ნამდვილად არავისთვის იქნება.
თავს უარის ნიშნად ვაქნევ და ისიც მარტო მტოვებს.
ირმის ნახტომი! ფული! ნინო! ჯანდაბა, მე ხომ გაბოს უნდა შევხვედროდი... მთელი დღე ეს მიტრიალებდა გონებაში და ახლა რა დამემართა... თუმცა რაღა რა! გასაოცებლად ცოტა მიზეზი მაქვს იმის მერე, რაც თათა დაიბადა? სიყვარულით სავსე თვალებით შევცქერი ბავშვს და ვოხრავ. ნელ-ნელა ჩემს თავში ქაოსი უფრო ჩახლართული ხდება და ძნელად დასალაგებელ ოთახს ემსგავსება.
პალატას მძიმე ნაბიჯებით ვშორდები და თან მობილურში ნინოს ნომერს ვეძებ. ამ ბინაში ახალი გადმოსული რომ ვიყავი, პირველად მისი ნომერი ჩავიწერე და წესით უნდა მქონდეს. აი, სწორედ ესაა. ''ნინო (მეზობელი)'' ამ სახელით მონიშნულ ცხრა რიცხვის კომბინაციას ვირჩევ და მასთან ვრეკავ.
ტუ... ტუ... ტუ... და ნაცნობი შხრიალის ხმაც მესმის.
-ნინო, ნინო... იმდენი რამ მოხდა... იმდენი, რომ... მოკლედ ასე ვერ მოგიყვები.-ველაპარაკები კარგი დაქალივით.-რაღაც მიზეზების გამო გაბოს ვერ შევხვდი.
-ღმერთო, ლეა! ისედაც ძლივს დავითანხმე შეხვედრაზე... ასეთი შანსი ხელიდან როგორ გაუშვი?-აღშფოთებულია ნინო.
-რა მექნა, ნინო... სხვა გზა არ მქონდა, თორემ ფული ახლაც ჩანთაში მიდევს. ჩანთა! ჩანთა სადაა?-ახლაღა მახსენდება ის, მათხოვარს რომ მივდევდი, მხარზე ჩემი საყვარელი, ყავისფერი ჩანთა რომ მქონდა გადაკიდებული. ფულიც შიგნით მედო და რაც ყველაზე მთავარია, საერთოდ არ ვიცი, ამ წუთას სად იმყოფება და ვის ხელშია ის.
-ჩანთა დაკარგე? ლეა, არ გამაგიჟო.
-ნინო, მერე დაგირეკავ... გული გამისკდება ახლა... ის ფული...-ტირილით ვემშვიდობები და უნებლიედ გადმოყრილ ცრემლებს ყურადღებას არ ვაქცევ.
იმ ჩანთაში არაფერი მედო ისეთი. მისი დაკარგვა ისედაც დამწყვეტდა გულს, მაგრამ იქ სხვისი საკუთრებაა, რომელიც დროებით მქონდა ჩაბარებული. ამ დროსაც ვერ გავუძელი და დავკარგე. ყველაზე უყურადღებო ადამიანი ვარ და დღეს ამისთვის ვისჯები. დამეხმარე, უფალო... გთხოვ, დამეხმარე. იმ პატარა ანგელოზის გამო მაინც დამეხმარე, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ წინ ჩემს მკლავებში ეძინა. ნეტავ, ახლა რა მოხდება? რა ქარტეხილში მოვყვები? ვის უნდა ჰქონდეს ჩემი ჩანთა? სადმე დავდე? ვინმეს მივეცი? ჯანდაბა! არაფერი მახსოვს. იმაზე, თუ ასე რამ გამომითიშა გონება, პასუხი არ მაქვს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, ფული ყველა შემთხვევაში უნდა დავიბრუნო, თორემ ის კიდევ ვიღაცას დაუნგრევს ცხოვრებას.

^^^
გილოცავთ ახალ სასწავლოს წელს! ვუალა!
მოგეხსენებათ, სკოლა დაიწყო და გამიჭირდება ისევ ყოველდღე დადება, როცა ბოლომდე დასრულებული არ მაქვს. ჩემს პუნქტუალურობას არ შევეხები, თითო თავი იქნება ორ დღეში ერთხელ. აბა, აქამდე რომ არ გქონდა ამაზე პრობლემაო, იკითხავთ... აქამდე ყველა ისტორიას დასრულებულს ვდებდი, მაგრამ ეს სხვებთან შედარებით სამჯერ დიდი მაინც იქნება. აქ არ მყავს მხედველობის არეალში მხოლოდ ერთი პერსონაჟი. ვისზე არაა ეს ისტორია... ლეაზე, რაღა თქმა უნდა, ნინოზე და მის ცხოვრებაზე, გაბოზე და მის წარსულზე, ნიცაზე და მის შეცდომებზე და... და... და... ირმის ნახტომზე!
რაღაც არ მოგწონთ... რაღაცას ვერ იგებთ, თუმცა მე იმ ოთხმოცი მკითხველის გამოც კი გავაგრძელებ დადებას, თორემ წერას არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტ.
უყვარხართ სოფიკოს
და ელის თქვენს შეფასებებს!

№1  offline წევრი Klio

გამიხარდა.. შენი გამიჩენა სულ მიხარია.. შენი ისტორიები მიყვარს.. ზოგადად არ ვტოვებ კომენტარებს ვარ ჩემთვის წყნარად, მაგრამ ეს შენთან შეუძებელია.. ისე ველი ხოლმე როდის გამიჩნდები.. წავიკითხე ეს ქალი რაღაცნაირად ახლოა ჩემთვის, რაღაც აქვს რითიც ვგავართ ამიტომ განსაკუთრებით მაინტერესებს რა მოხდება. არ მინდა დავწერო ჩემი შეხედულება ან განვიხილო ნაწერი ხანდახან ტკბობა ჯობს.. წატმატებულ სასწავლო წელს გუსურვებ.. ❤️

№2  offline წევრი mimimimo

ვკითხულობდი და ჟრუანტელი მივლიდა.

№3  offline წევრი neilo

vau sainteresoa ra moxdeba,damaintrige...

№4  offline წევრი marus

ბავშვებო დამეხმარეთ,ისტორიას ვეძებ:
ადრე ისტორია იდო ესე 3-4 წლის წინ და ერქვა ,,მინდა გახსოვდე".მთავარ პერსონაჟებს ნიკო და ელენე ერქვათ.ელენე ცნობილი ბიზნესმენის თუ ადვოკატის შვილი იყო და ამ კაცის გამო გაიტაცეს ელენე (შვილი).რომ გაიტაცეს ნიკოს ყავდა ეს გოგო სახლში გატაცებული და ერთმანეთი შეუყვარდებათ.მერე რაღაც მოხდება და ეს გოგო გააღწევს იქიდან,შემდეგ უცხოეთში (მგონი გერმანიაში) ისევ შეხვდებიან ერთმანეთს.ბოლოს ნიკოს მანქანა ეჯახედა თუ სწორად მახსოვს და კვდება.ისტორიას ,,მინდა გახსოვდე" ერქვა,მაგრამ ის ისტორია არაა ეხლა რომ დევს საიტზე იგივე სახელით.მომხმარებელს minda gaxsovde ეწერა.მაინტერესებს თუ იცით ეს ისტორია და გახსოვთ დიალოგები ან რაღაც მომენტები,მომწერე რა პასუხი აუცილებლად <3

პ.ს ეს ისტორია სხვა საიტზეც იდო,მაგრამ იქ სახელები შეცვლილი იყო,ლიზი და ანდრეა იყვნენ

№5  offline მოდერი sopiko

Klio
გამიხარდა.. შენი გამიჩენა სულ მიხარია.. შენი ისტორიები მიყვარს.. ზოგადად არ ვტოვებ კომენტარებს ვარ ჩემთვის წყნარად, მაგრამ ეს შენთან შეუძებელია.. ისე ველი ხოლმე როდის გამიჩნდები.. წავიკითხე ეს ქალი რაღაცნაირად ახლოა ჩემთვის, რაღაც აქვს რითიც ვგავართ ამიტომ განსაკუთრებით მაინტერესებს რა მოხდება. არ მინდა დავწერო ჩემი შეხედულება ან განვიხილო ნაწერი ხანდახან ტკბობა ჯობს.. წატმატებულ სასწავლო წელს გუსურვებ.. ❤️

გმადლობ, ტკბილო heart_eyes
ხო, ლეა მეც მგავს, თუმცა მთლად ჩემზეც არაა აგებული მისი პიროვნება.
მაწითლებ ხოლმე ასეთი სიტყვებით!
mimimimo
ვკითხულობდი და ჟრუანტელი მივლიდა.

ჩემი ჟრუანტელი ხარ შენ :დ kissing_closed_eyes
neilo
vau sainteresoa ra moxdeba,damaintrige...

ინტრიგების გარეშე, აბა, როგორ...
გმადლობ heart_eyes
marus

სამწუხაროდ არ ვიცი, რა ისტორიაა. ასეთი ბანალური სიუჟეტი რომ არ იყოს, ალბათ მეც დავიწყებდი ძებნას, მაგრამ...

№6  offline წევრი marus

sopiko

არადა ბანალური რომ არაა მაგიტომ დამაინტერესდა :P

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent