შენი სიყვარულის ფობია მემართება (38)
ჯადოსნური მომენტია, როდესაც შენს საყვარელ ადამიანთან ერთად იღვიძებ - რამდენიმე წუთი უაზროდ ვუყურებდი მის სახეს და ცვეტში ვტკბებოდი მისი სილამიზით, ბავშვივით დავუწყე ფერება, ნელი მოძრაობით შევეხე ჯერ თვალებს შემდეგ კი ტუჩებს, რომელთა კოცნაც უბრალოდ არ შემეძლო - სწრაფად მოვედი გონს, მაშინვე გავაკონტროლე საკუთარი თავი და ნიტას მოვშორდი. სამზარეულოში ყოფნისას „საოცარი“ აზრი მომივიდა - ჩემთვის ეს იდეა მართლაც საოცარი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ დადა დემეტრაძეს არასდროს გაუკეთებია ასეთი რამ - გადავწყვიტე გამეკეთებინა ჰამბურგერები და ყავა - სხვა არაფერი შემეძლო, რადგანაც სამზარეულოსთან არასდროს მქონია შეხება - სწრაფად შევუდექი საქმეს და ცოტახანის შემდეგ ყველაფერი მზად მქონდა, ერთი მომენტი ვიფიქრე პირდაპირ მიმერთმია ქალბატონისთვის ყველაფერი, მაგრამ ეს მართლაც უჩვეულო საქციელი იქნებოდა ჩემთვის, ამიტომ მაშინვე გადავიფიქრე და გადავწყვიტე ყველაფერი სამზარეულოში დამეხვედრებინა. ოთახში შევედი და ნიტას გვერდით კომფორტულად მოვთავსდი. - ნიტა. დაბალი ხმით რამდენჯერმე გავიმეორე მისი სახელი, მაგრამ არაფერი გამომივიდა, შემდეგ კიდევ უფრო მივუახლოვდი, შუბლზე ვაკოცე და მის სახეზეც მაშინვე შევნიშნე ღიმილი. - ნუ მეთამეშები ლამაზო. კმაყოფილმა შემომხედა და კიდევ ერთხელ დავიმსახურე მისი ღიმილი. - დილამშვიდობისა. ( ნიტა ) - ადექი ადექი, მაგარი მშია რამე გააკეთე. - მშვენიერია, ყველაფერი გააფუჭა. ( ნიტა ) - ჰაჰა ხომ იცი ასეთი საუბრები ჩემი სტილი არ არის. - კი რათქმაუნდა შენ ხომ ისიც არ შეგიძლია ადამიანს უბრალოდ „დილამშივოდობისა“ უთხრა. ( ნიტა ) - კარგი. - რა კარგი? ამოიტანე ჩანთები? ( ნიტა ) - არა ტო დამავიწყდა. უაზროდ შემომხედა და წარბები აათამაშა. - უკვე დამღალე, წავალ ხო ამოვიტან იქამდე მოწესრიგდი შენ. - მოვწესრიგდე? ( ნიტა) - ერთი ეს მითხარი, გოგოები ყველაფერს „ცუდად“ რატომ ღებულობთ? - ჰაჰა კარგი ხო მიდი. ( ნიტა ) სწრაფად ჩავირბინე კიბეები და რამდენიმე წუთში ისევ ნიტასთან გავჩნდი, მაგრამ ქალბატონი რაღათქმაუნდა იქ არ დამხვდა სადაც დავტოვე - გაოცებული უყურებდა მომზადებულ ჰაბურგერებს და ყავისთვის გამზადებულ ჭიქებს. - დადა, ეს ეს შენ ( ნიტა ) - კი კი მე გავაკეთე. - ხომ კარგად ხარ? ( ნიტა ) ყველაფერთან ერთად უმადურიც ყოფილხარ ტო. ჩანთები იქვე დავყარე და აივანზე დავაპირე გასვლა, რომ ნიტას მოულოდნელმა ჩახუტებამ გამაჩერა. - რა კარგი იქნებოდა სულ იმას, რომ აკეთებდე რაც მოგესურვება, უაზრო სინაგლის გარეშე. ( ნიტა ) - ყოველთვის იმას რაც მომესურვება? - კი. ( ნიტა ) - დარწმუნებული ხარ? - კი. ( ნიტა ) ნელი მოძრაობით კიდევ უფრო მომიახლოვდა, ცოტაც და ალბათ ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხებოდა, მაგრამ საკუთარ თავზე კონტროლს ნაგლურად განვაგრობდი. - რას აკეთებ? - მითხარი. ( ნიტა ) - რა? - ის რასაც ახლა ფიქრობ. ( ნიტა ) სწორედ ამ დროს ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა და ნიტას მაშინვე „მოვშორდი“. - ძმაკაც სად ხარ? ( ვაკო ) - რა ხდება? - უნდა შევხვდეთ, რაც შეიძლება სწრაფად. ( ვაკო ) - სად ხარ? - თემქაზე. ( ვაკო ) - კარგი, მოვდივარ. ამის გაგონებაზე ნიტამ გაკვირვებულმა შემომხედა. - სად მიდიხარ? ( ნიტა ) - პატარა საქმეა. - კი მაგრამ ეს ყველაფერი. ( ნიტა ) მაგიდისკენ მანიშნა და წუწუნი გააგრძელა. - მეჩქარება ნიტა. - შენ სულ გეჩქარება. ( ნიტა ) - რა დაგემართა? დღეს მთელი დღეა უცნაურად იქცევი. ამის გაგონება იყო და მაშინვე ყვირილი დაიწყო. - უცნაურად? კიდევ მე ვიქცევი უცნაურად? მითხარი ეს ყველაფერი რატომ გაკეთე? რაში გჭირდებოდა? ( ნიტა ) - რა გაყვირებს ტო. - როგორ შეგიძლია ასე მშვიდად მელაპარაკო? ნუთუ ვერაფერს ხვდები? დავიღალე დადა ძალიან დავიღალე, ისე მეთამაშები თითქოსდა რაღაც „ფუმფულა“ სათამაშო ვიყო, რაღაც მომენტში „თბილი“ ხარ, შემდეგ კი მოულოდნელად ყოველგვარი მიზეზის გარეშე საშინლად „ცივი“ ხდები. ( ნიტა ) - ნიტა, ახლა მაგის დრო არ არის. - რისი დრო არ არის? არ შეგიძლია საბოლოოდ ჩამოყლიბდე და გააკეთო ის რაც გულით გინდა? რაც რეალურია, არ შეგიძლია უბრალოდ სინაგლის გარეშე გამოხატო შენი გრძნობები და თქვა ის რისი თქმაც ნადმვილად გინდა? მაგრამ იქნებ, იქნებ შენ ( ნიტა ) მოულოდნლეად გაჩუმდა შემდეგ კი კიდევ უფრო მომიახლოვდა. - დადა, გიყვარვარ? ( ნიტა ) ამ კითხვას ნადმვილად არ ველოდი, ერთ ადგილას გავშეშდი და ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი, რამდენიმე წუთი უაზროდ ვუყურებდით ერთმანეთს შემდეგ კი ისევ ნიტამ დაარღვია ის „აუტანელი“ დუმილი. - ასეც ვიცოდი, რა სულელი ვარ. ( ნიტა ) რამდენიმე წამიანი გაბედულება და როგორციქნა შევძელი ხმის ამოღება, მაგრამ ნეტავ არაფერი მეთქვა. - თვითონაც არ იცი რას ამბობ, ყველაფერი არასწორად გესმის და ბავშვივით იქცევი ტო. - რა? კიდევ მე მესმის არასწორად? ამდენი ხნის განმავლობაში შენ უბრალოდ მეთამაშებოდი და ჩემი გრძნობებით ერთობოდი, ამ ყველაფრის შედმეგ როგორ ბედავ მაგის თქმას. ( ნიტა ) - რა სულელი ხარ, ადნაც ეგ რა კითხვა? მიყვარხარ თუ არა? კი, მაგრამ როგორ შეიძლება, რომ მეზიზღებოდე? - რომ გეზიზღებოდე? ეგ როგორ გავიგო? მშიშარა ხარ დადა, გრძნობების გამოხატვის გეშინია, ვერ ბედავ მითხრა ის რასაც სინადმვილეში ფიქრობ. ( ნიტა ) - თუ იცი რასაც ვფიქრობ სინამვდილეში, რაღაში გჭირდება ეგ უაზრო კითხვები? ვერ აგიღწერთ რა დამემართა, როდესაც მის თვალებზე ცრემლები დავინახე - ნიტა მართალი იყო, მართლაც „მეშინოდა“, მეშინოდა იმის რაც შეიძლება მოჰყოლოდა ჩვენს ურთერთობას - ჩემი ცხოვრება „ომი“ იყო და ვფქირობდი, რომ თუ სიმართლეს ვიტყდოი ნიტასაც იმ ომში „ჩავითრევდი“, რომელიც არასდროს დასრულდოებოდა, სულ შარში ყოფნა - აი ეს იყო ჩემი ცხოვრება, ჩხუბი, სისხლი, კამათი და კიდევ ათასი „სიბინძურე“, ამ ყველაფრით მე მაგარი კმაყოფილი ვიყავი, ასეთი ცხოვრებით მე ვებრძოდი უსამართლობას, ტყუილს და კიდევ ათას სისაძაგლეს, ვუსწორდებოდი ყველა არასწორს და ვასწავლიდი მათ სწორ ცხოვრებას - მხოლოდ ორ გზას ვხედავდი, პიველი ეს იყო ასე ვთქვათ „ქუჩისთვის“ თავის დანებება და საძმაკაცოს „ მიტოვება“, მეორე კი ნიტას ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრობას შეეხებოდა - ვფიქრობდი, რომ თუ მე გავაგრძელებდი არასწორებთან ბრძოლას და ამასთან ერთად ნიტაც ჩემს გვერდით იქნებოდა, მას მხოლოდ ზიანს მივაყენებდი და მშვიდად ცხოვრებას ვერასდროს შევძლებდით. სწრაფად მივუახლოვდი და ცმრელმები ნელი მოძრაობით მოვწმინდე - ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოსდა იმ თვალებს საბოლოოდ ვუყურებდი, საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და მის ტუჩებს შევეხე - ვერ აგიღწერთ იმ მომენტში რას ვგრძნობდი, საკუთარი თავი მაგარი მეზიზღებოდა და უბრალოდ ვერ ვახერხებდი გაჩერებას, ნიტა გაუნძრევლად იდგა, მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ „ნაზად უპასუხა“ ჩემს კოცნას. - შენ არ შეგიძლია ჩემთან ყოფნა. ამის გაგონებაზე გაკვირბებულმა შემომხედა და სწრაფად მომშორდა. - წადი. ( ნიტა ) საკუთარი თავის მიმართ „საოცარ“ ზიზღს ვგრძნობდი, სწრაფად დავტოვე სახლი და მანქანა დიდი სისწრაფიდ დავძარი - რამდენიმე წუთში ვაკოსთან გავჩნდი და პირდაპირ საქმეზე დავიწყე საუბარი. - რა მოხდა? - გოგი გამოჩნდა. ( ვაკო ) - ბიჭები სად არიან? - მასთან შეხვედრის საქმეს აგვარებენ. ( ვაკო ) - მშვენიერია, ახლავე უნდა ვნახო და ყველაფერი საბოლოოდ დავამთვარო. - ჩვენც ეგ გვინდა. ( ვაკო ) მანქანას დავეყრდენი და თითები ნიერვიულად ავათამაშე. - ბიჭო უცნაურად გამოიყურები, ხომ კარგად ხარ? ( ვაკო ) - კი კარგად ვარ. - დარწმუნებული ხარ? ( ვაკო ) - ვაკო. განრისხებულმა შევხედე და მაშინვე მიხვდა, რომ ჩემთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. რამდენიმე წამში დანარჩენებიც გამოჩნდენ და დანიშნული ადგილისკენ წავედით. გოგის დანახავზე მაქნანა სწრაფად გავაჩერე, მანქანიდან გადავედი და პირდაპირ მისკენ წავედი. - დადა. ( ბექუშა ) გოგიც მაშინვე მომეგება და ჩემს წინ ამაყად დაიკავა ადგილი, იქიდან გამომდინარე, რომ მის უკან ოცამდე ბიჭი იდგა. - ეს ვინ მოსულა, როგორ ხარ დადიკო? ( გოგი ) რამდენიმე წამში ჩემი რამდენიმე ძმაკაციც გამოჩნდა და ჩემს უკან დადგნენ - დავალებული მქონდა, რომ დანარჩენები მხოლოდ საჭირო მომენტში გამოჩენლიყვნენ - ერთმანეთს ზიზღით ვუყურებდით შემდეგ კი უაზროდ გავუღიმე. - ეს მომენტი კარგად დაიმახსოვრე ******. ამის თმქა იყო, თვალი ჩავუკარი და სახეში ძლიერი დარტყმაც მიიღო - საბოლოოდ ჩხუბი ასე ვთქვათ „გახსნილად“ გამოვაცხადე - რაც იქ ხდებოდა ცვეტში „საშინელება“ იყო, ყველა ვიღაცას ურტყავდა და მე კი გოგის არ ვუშვებდი ხელიდან. - ნიტა როგორ გყავს? ნუთუ ისევ უყვარხარ? როგორ მეცოდება შენნაირი ******* ხელში, რომ არის. ( გოგი ) ამ სიტყვებზე დენთივით ავფეთქდი და ძლიერად დავარტყი, მაშინვე მივიღე მისგანაც საპასუხო დარტყმა და ორივე ძირს დავეცით - ყვირილი, გინება და ათასი საზიზღრობა ისმოდა - გამახსენდა გერმანირა, ნიტას გატაცება რაც მხოლოდ და მახოლოდ იმ ******* -ის ბრალი იყო, რომელიც იმ მომენტში ჩემს ხელში იყო. - მისი სახელის ხსნება აღარ გაბედო ******. - ჰაჰა შენც კარგად იცი, რომ ეგ გოგო შენთან უბედური იქნება. ( გოგი ) შეეხო იმ თემას, რომელსაც არ უნდა შეხებოდა, ზემოდან მოვექეცი და მისი ცემა განვაგრძე, რომ მოულოდნელად მუცელში რაღაც „დარტყმა“ ვიგრძენი და მაშინვე მის გვერდით დავეცი. - სუფთად ბრძოლა არასდროს შეგეძლო, შენ ხომ დანის გარეშე არაფერს წარმოადგენ ******. - კიდევ ბედავ და „მებლატავები“ *******, შეგიძლია შენი საბოლოო სურვილი მითხრა, მაგრამ იმსაც გეტყვი, რომ შენი სურვილი შენთან ერთად დაიმარხება *****. ( გოგი ) ადგომას შევეცადე, მაგრამ მაშინვე მივიღე ძლიერი დარტყმა სწორედ ჭრილობის ადგილას, დანებებას არ ვაპირებდი, კიდევ ერთხელ მოვიკრიბე ძალა და ფეხზეც დავდექი, სოწრედ ამ დროს გამოჩნდა ვაკო და დავინახე როგორ დაეაცა გოგი უგონოდ. - დადა როგორ ხარ? გესმის ჩემი? ( ვაკო ) პასუხის გაცემა ვერ მოვახერხე, რადგან მაშინვე ჩავიკეცე. - ბიჭო სწრაფად მანქანა, დადა დაჭრილია. ნელი მოძრაობით ამაყენს და მანქანისკენ წამიყვანეს, საკუთარ თავს ძალა დავატანე და დაბალი ხმით ვთქვი. - კარგად ვარ ტო. - რა კარგად ბიჭო, დაჭრილი ხარ. ( ბექუშა ) მანქანაში ჩამსვეს და რამდენიმე წამში ჩემი ტელეფონის ხმაც გავიგე. - ნიტაა, მერე დაურეკე. ( ვაკო ) - მომაწოდე. - შენ სულ შეიშალე ბიჭო? ახლა ამის დროა? ნუ მოძრაობ. ( ვაკო ) - მომაწოდე-მეთქი. ჩუმად გავიმეორე და ვაკოს ტელეფონისკენ ვანიშნე. - დადა უბრალოდ მომისმინე და არ შემაწყვეტინო - ჩემს აქ ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს, ბევრი ვიფიქრე შენს პასუხზე და შენი ჩემდამი დამოკიდებულება ჩემთვის გასაგებია, სულელი ვარ თითქოსდა დავიჯერე, რომ გიყვარდი, სასაცილოა ხო? იმდენჯერ გადავრჩი შენი დახმარებით და იმდენჯერ ჩაიგდე საკუთარი თავი საფთხეში, რომ მე უბრალოდ ვიფიქრე, ანდაც შეიძლება ესეც უაზრობაა, არაფერს გთხოვ უბრალოდ დაგირეკე, რომ მეთქვა ოთხზე ამერიკაში მივფრინავ. ( ნიტა ) თითქოს კიდევ აპირებდა რაღაცის თქმასო, მაგრამ მაშინვე გამითიშა და ვერაფრის თქმა მოვასწარი, ხელმეორედ ვცადე დარეკვა მაგრამ არაფერი გამოდიდა, საათს დავხედე და მხოლოდ ჩვიდმეტი წუთიღა მქონდა დარჩენილი. - აეროპორტში წადი. - გადაირიე? რა აეროპორტი სისხლად იცლები, შენ მგონი სულ *******. ( ბექუშა ) - ბექუშ კარგად მიცნობ, როგორიც ვარ და რისი გაკეთებაც შემიძლია იცი, რომ ერთიდაიგივეს ორჯერ არ ვიმეორებ. - ეს სულ ******, მოკვდები ბიჭო. ( ვაკო ) განრისხებულმა შევხედე ვაკოს და ეს პასუხი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მაშინვე აეროპორტისკნ წავედით. აბა როგორია? მოგეწონათ თუ არა? ეს ერთერთი საუკეთესო თავია ამ ისტორიაში, ამიტომ გამიხარდება თუ თქვენს შეფასებებს დავინახავ მადლობა ყველას ვინც ყოველთვის წერს საკუთარ აზრს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.