შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცვლილება ან ჩანაცვლება 4


17-09-2016, 11:00
ავტორი მარე:)
ნანახია 2 660

- ვაიმე ამათ შეხედე. არ გაიტლიკეს ენები? ხო და თუ მასე ძალიან მაგრები ხართ მაშინ იმაზე მაინც იზრუნეთ რომ ორმოაცდაათი წლით უფროსი ადამიანები არ შეგიყვარდეთ და ამის გამო სკოლაში სალაპარაკოები არ გახდეთ.
- - როდის მერე ღელავთ ასე ჩვენს მომავალზე? არ მაინტერესებს თქვენი აზრი ჩვენს პირად ცხოვრებაზე. გაცოფებული და თვალებ ამღვრეული სოფი თვალებში უყურებდა მასწავლებელს და ცრემლებს ძლივს იკავებდა.
- კი ბატონო როგორც შენ გინდა. მე აღარ დამაინტერესებს შენი მომავალი და სამუდამოდ დაგინგრევ ცხოვრებას. უთხრა და კარები გააღო. ბავშვები ნელ-ნელა დაიშალნენ და კარისკენ წავიდნენ. ბოლოს როცა ყველა გავიდა გაბრაზებულმა მასწავლებელმა კარი ისე გაიჯახუნა რომ შემეშინდა კედლებს ბზარები არ გაუჩნდეს მეთქი.
- კაი დაწყნარდი ყურადღებას ნუ მიაქცევ მაგ ქალს. მაგ ქოფაკს, მასეთებს ყურადღებას თუ მიაქცევ გადაგივლიან. საკუთრი სივრცე უნდა გქონდეს, საკუთარი საზღვრები რომლის დარღვევის უფლებაც არავის უნდა მისცე, მუდმივად უნდა გეკეთოს ნიღაბი და თითქმის არასდროს არ უნდა იყო ის ვინც ხარ. სწორედ ამიტომაა ასეთი საშინელი სკოლა კლასი ადამიანები და საერთოდ ცხოვრება. მაგრამ შენ ნუ გეშინია ყველა დაიკიდე და არავის არ მიაქციო ყურადღება. რაც შეეხება შენს გრძნობებს დემიენის მიმართ ეს არავის განსახილველი არ არის და მითუმეტეს მასწავლებლებისა და ასეთი ხალხის რომელიც საერთოდ არ გიცნობს. ნუუ მოვრჩები ახლა ამ ლექციას. უკვე დიდი ხარ შენც ჩემი ტოლი ხარ და კარგად გესმის ეს ყველაფერი მაგრამ ვეცადე დამეწყნარებინე.
მელაპარაკებოდა ჩემს საწოლზე მჯდომი სოფი მშვიდად და აუჩქარებლად მაგრამ მასსაც აკანკალებული ხმა ქონდა და მე საერთოდ ხმის ამოღების მეშინოდა ვიცოდი ცრემლებს ვერ შევიკავებდი და ისევ დებილი დაუცველი ბავშვივით მოვჰყვებოდი ტირილს. მაგრამ მაინც გავბედე და სოფის მადლობა გადავუხადე
- მადლობა ყველაფრისთვის. ოღონდ მართლა. იმისთვის რომ არ მიმატოვე და მიუხედავად იმისა რომ ჩემი ტოლი ხარ ცდილობ დიდი ადამიანივით დამიდგე გვერდში და როცა ვაცნობიერებ რო საერთოდ არავინ მყავს ამ ქვეყნად შენს გარდა მეშინია რომ მალე სულ მარტო დავრჩებით მე და ჩემი მეორე მე.
- ახლა რა გინდა უნდა მატირო? ვიცი რომ შენს გვერდით ვარ და მინდა შეგახსენო რომ არც მე არ მყავს არავინ შენს გარდა. და მეც მარტო ვარ ამ იდიოტურ სამყაროში და არ მინდა ახლა ნიანგის ცრემლები, მე და შენ თუ არ მივხედავთ ერთმანეთს ანნა აბა ვინ უნდა იზრუნოს ჩვენზე.
საწოლიდან ადგა და კარისკენ წავიდა. მარტო დაგტოვებ, ყავას მოგიდუღებ და შოკოლადის კრუასანებთან ერთად მოგიტან .
- კაი მიდი მღონდ ხო იცი სამი კოვზი. ვუთხარი და ორივეს გაგვეცინა. სოფი სულ სამ კოვზ შაქარზე დამცინოდა ხოლმე.
ოთახში სიჩუმემ დაისადგურა და ძალაუნებურად დემიენზე დავიწყე ფიქრი, ჩემს ერთ ნაწილს უნდოდა სხვა, მეორეს სხვა, ერთი ნაწილი მიბიძგებდა მივსულიყავი და მეთქვა ჩემს გრძნობაზე , მეორე კი პირიქით მეუბნებოდა რომ მას უნდა ებრძოლა ჩემთვის. ნუ მე არცერთს არ დავუჯერე და არც მეორეს. მე მე ვიქნები დანარჩენი არ მაინტერესებს და მორჩა ვისაც შეყვარება უნდა ასეთსაც შემიყვარებს.
ამ ფიქრებში გართულს სოფიმ ფეხით შემომინგრია კარი და სიმღერა მორთო.
- ლა ლა ლა ლა ლაოოო მე ვინ მიყვარს დააოოო. რა გჭირს მის ნერვიულო.
არაფერი ვთქვი და საბანი თავიდან მოვიშორე წამოვდექი და ბალიშს მივეყუდე საწოლის საყრდენზე.
- ოხ გაგიტკბა? მართლა ავადმყოფი ხო არ გგონია ქალბატონო თავი? მოიტანა ყავა და ფუნთუშები და იქვე საწოლთნ მდებარე პატარა სათვსოზე დადო. მიირთვით მისის დეორესიავ. ამის თქმა იყო და ბალიში ვესროლე. და სიცილით გადავბჟირდი.
- რა იყო რამე ტყუილი თქვი?
- სწორედაც მე აღრ ვდარდობ იმის გამო რომ დემიენი ზედ არ მიყურებს ავდგები და არც მე შევხედავ , საერთოდ ყურადღებას არც მივაქცევ, ან ვინაა საერთოდ, ერთი იდიოტი რომელსაც თავში ტვინი არააქვს.
ავიღე ჭიქა და ყავა მოვწრუპე.
- ოოო მამა მიაა. თქვა და ცეკვა დაიწყო. ისე გამხიარულდა რომ მცოდნოდა ეს სიტყვები ამგვარ ბედნიერებას მიანიჭებდა დიდი ხნის წინ ვიტყოდი.
- ვაიმე ნუთუ ეს შენ ხარ ანნა. რამე ხო არ ჩაგიყარე სადმე. მეუბნება და თან მღერის პაპიტოს.
- ხო მევარ აბა მამაჩემი კი არ ჩამოსულა. ვუთხარი სერიოზულად. ახლა ფუნთუშას დავუწყე ჭამა. და დაანებე თავი მაგ პაპიტოს.
- გამიხარდა შენ რომ შენ ხარ და აღარ ტირი უაზრო დებილი ბიჭისთვის.
თქვა და მუსიკა გამორთო.
- სოფი დაჯექი ახლა და ჭამე, მერე ერთად ვუყუროთ რამე კარგ ფილმს ან მითხარი რა მოგვცა ამ იდიოტმა დავალება და გავაკეთოთ.
- კაი მაწყობს ესეიგ შენ ამ წუთიდან იწყებ ნორმალურ ცხოვრებას?
- დიახ ცხოვრებას სადაც არანაირი ბიჭი არ იქნება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent