შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მადერა (1)


17-09-2016, 22:55
ავტორი N7
ნანახია 2 818

მადერა
1
უნივერსიტეტი გამიცდა. ეს ამბავი ბოლო დროს სანატრელი გამიხდა. რადგან სახლში არ მეჩქარებოდა, გზიდან გადავუხვიე და კაფეში წავედი. ლიტერატურული კაფე, რომელიც სახლიდან საკმაოდ შორს მდებარეობდა, ჩემი საყვარელი ადგილი იყო განსატვირთად. უკვე მეორე წელი იწურებოდა, რაც დედაჩემი უცხოეთში წასულიყო, უზრმაზარ სახლში მარტო დარჩენილმა კი ოთახის მეზობლები ავიყვანე. ვიფიქრე, დედაჩემს დავეხმარები–მეთქი და სწორი სტრატეგიაც აღმომაჩნდა, რადგან ამ ოთახებიდან რვა ას ლარს ვიღებდი, რაც, დამეთანხმებით, ცოტა არ არის. უბრალოდ, დედაჩემმა არ მომიწონა ნაბიჯი, რადგან უცხოების სახლში შემოშვება არა თუ უბრალოდ უგუნური, არამედ გაუმართლებელი საქციელიც კი არისო. ამის გამო, მთელი ორი კვირა არ მელაპარაკებოდა, მაგრამ გადავლახეთ. გადავლახეთ, რადგან მე ჩემი მეზობლები გავიცანი და დედაჩემს მოვატყუე, რომ ძალიან დავახლოვდით. არა, ცუდად არ ვიყავი მათთან, მაგრამ ვერ შემოვუშვი ჩემს ცხოვრებაში და ესეც გრძელი ამბის ნაწილია. მოგიყვეთ?! მაშ, კარგი.
აბიტურიენტობისას შემიყვარდა. ალექსანდრეს დიდი ხნის განმავლობაში ვუყვარდი, მაგრამ მეცადინეობის გადამკიდე, ვერასდროს ვამჩნევდი. ის მუდამ ცდილობდა ჩემთან დაახლოებას და ერთ დღეს, როცა ისტორიის კერძო მეცადინეობიდან მეგობრებთან ერთად ვბრუნდებოდი, შეგვეჩეხა. იმ წუთს მეგონა, რომ შემთხვევითობის ბრალი იყო ყველაფერი, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ გათვლილი გეგმის ნაწილი იყო. იმ დღეს შევნიშნე და მას მერე დავუახლოვდი. მომეწონა და თან იმდენად, რომ მეგონა მიყვარდა. დროთაგანმავლობაში ისე მივეჩვიე და ისე ვენდე, რომ, გეფიცებით, ჩემ სიცოცხლესაც თვალდახუჭული უდარდელობით ვანდობდი. მეგონა, ცხოვრების სიყვარული ვიპოვნე და ასეც გრძელდებოდა დიდი ხანი. ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად, ბევრს შევეჭიდეთ და გადავაგორეთ. ასევე, აბიტურიენტობა. ერთადაც დავისვენეთ მთაში. ის არ მეკარებოდა, რადგან არ მსურდა. მერე სტუდენტობის პირველი პერიოდი დამაძლევინა და მალევე ყველაფერი აირია. ჩემს უახლოეს დაქალთან, რომელსაც ყველ დეტალს ვუყვებოდი, რომელიც ჩემს დად მიმაჩნდა, მიღალატა. ვიცოდი, რომ ცდუნებას ვერ გაუძლო, რადგან ბიჭებს არ შესწევთ ამის ძალა და ყველაფერი მაგდას დავაბრალე. დაქალს, რომელიც დად მიმაჩნდა. და ზუსტად ვიცოდი, ჩემი ბრალდება სუფთა და მართალი იყო. მას მერე არავინ მყოლია; არც შეყვარებული და არც მეგობარი. ყველასთვის სათვალიანი ელენიკო ვიყავი, რომელიც წიგნის იქეთ ვერაფერს ხედავდა. და ეს ასეც იყო; ყველა მართალი იყო.
მოკლედ, როცა ჩემი სახლის ‘მეწილენი’ ზედმეტად მღლიდნენ, მივდიოდი შორს, კაფეში, სადაც ფინჯან ყავასთან ერთად წიგნს ვკითხულობდი.
იმ დღეს გაწვიმდა და სანამ არ გადაიღო, მანამ არ გამოვედი კაფიდან. რაღაც უაზრო დღე იყო, არაფრისმომცემი. ყავა კი დავაგემოვნე და ძალიან მომეწონა, მაგრამ წიგნს ვერაფრით დავუდე გული. ჯერ ერთი ვცადე, მერე მეორე და მესამეზე მივხვდი, რომ კითხვის დღე არ იყო. ხშირად მქონდა ასეთი დღეები და არ გამკვირვებია, მაგრამ ცუდ განწყობაზე დავდექი,რადგან ასეთ დღეებში ყოველთვის რაღაც ფათერაკს ვაწყდებოდი ხოლმე.
ჯერ იყო კაფეში ვიღაც ტიპი დამეჯახა. აწოწილი, დაკუნთული. თვითონ დამეჯახა და ბოდიშები ჩემგან მიიღო. არ ვიცი, რამ გაამწარა, მაგრამ ჯავრი ჩემზე იყარა.
– ბოდიში? – დაიწყო ყვირილი, – ბოდიში?! რაში მჭირდება შენი ბოდიში, შენთვის შეინახე!
დავიბენი. თვალები გაოცებისგან გამიფართოვდა და ცრემლები ჩამიდგა. რა დავაშავე განა ასეთი? თვითონ დამეჯახა და ბოდიშიც კი ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ აქეთ უნდა ეთქვა.
– აწი წინ იყურე, თორემ ღმერთმა არ ქნას კიდევ დამეჯახო, სადმე და როგორღაც! – კიდევ ერთხელ მოაღო პირი, მერე მხარი გამკრა, ისე შემარხია, რომ წონასწორობა ვერ დავიცავი და მაღალ მაგიდას პირდაპირ მხრით შევეჯახე. სიმწრისგან სახეზე ფერები გადამივიდა, თვალებში ცრემლები ჩამიდგა, თავმოყვარეობა შემელახა უამრავი ადამიანის წინ, მაგრამ არ გამოვკიდებივარ. თავისი გაჭირვებაც ეყოფოდა იმ ავადმყოფს.
გამოვედი კაფიდან. მხარი საშინლად მაწუხებდა და დროდადრო ვიზელდი. ქუჩას თავისებური სურნელი ასდიოდა, ოქტომბრის სურნელი. წვიმას დიდი ხნის წინ გადაეღო და სქელ ფენა ღრუბლებში გაჩენილ ღრიჭოებში მზის სხივები ზანტად იპარებოდნენ. ხასიათი ისედაც არ მიჭრიდა დილიდან, ამ ინციდენტის შემდეგ კი სულ გამფუჭებოდა. ფეხით გავუყევი ქუჩას. ნელა მივსეირნობდი და თან იმ უცნაურ მამაკაცზე ვფიქრობდი. ღმერთს ვუწყრებოდი, ვფიქრობდი, საჭირო არ იყო ასეთი უგუნური ხალხის შექმნა. მაგრამ ფაქტები ფაქტებად რჩებოდნენ და მე მორბენალ ხალხში მივსეირნობდი. ცხადი იყო, კვლავ გაწვიმდებოდა, თან წეღანდელზე უფრო მსხვილად, მე კი არ მადარდებდა.
შარის სურნელმა ცხვირი ამიწვა, ინსტიქტები კარგი მქონდა. გააზრება ვერც კი მოვასწარი, ისე შეეხო ჩემს ყურთასმენას პოლიციის სირენების ხმაური, მერე ჩემს გვერდზე ბუჩქები ახმაურდნენ და ვერც კი გავაცნობირე, ისე გადმომიხტა წინ ახალგაზრდა მამაკაცი. შიშისგან სუნთქვა შემეკრა და წამით გონება გამეთიშა. წამწამები მძიმედ დავაჭირე ერთმანეთს და გავახილე, ასე მეგონა, სანამ თვალები დახუჭული მქონდა, მთელი საუკუნე გასულიყო. ჩემ წინ ბიჭი იდგა ან კაცი, სახეზე ავი შიში გადაჰფენოდა და რაღაცას მიწვდიდა.
– დროებით შემინახე. იცოდე, არავითარ შემთხვევაში გახსნა.
ინსტიქტებმა მიკარნახეს, რომ უნდა ამეღო. გამოვართვი, მან კი სირბილი გააგრძელა. მეგონა ხელში ნელმოქმედების ბომბი მეჭირა, რომელიც ეს–ესაა უნდა აფეთქებულიყო და მაინც არ მეშინოდა. განუზომელ ადრენალინს ვგრძნობდი და ეს მომწონდა.
ქუჩაში პოლიციის მანქანა გამოჩნდა. წამიერად ზურგი ვაქციე პოლიციას და მოძრაობა გავაგრძელე. თითქოს მარიონეტი ვიყავი და ამ ფუთის შეკვრა ცხოვრების დავალებად მიაჩნდა. სწრაფად ვმოძრაობდი, თან უკან ვიხედებოდი, ვაი თუ მე მომსდევს პოლიცია–თქო. დავინახე, როგორ დაადეს ხელბორკილები ბიჭს და მანქანაში ძალით ჩასვეს. პულსი ამიჩქარდა და ფეხები ამიკანკალდა. პირი გამიშრა. მანქანამ ჩამიარა. შევნიშნე, როგორ გამომაყოლა თვალი ბიჭმა. მეჩვენა, თითქოს მუქარასვით ისმოდა მის მზერაში არსებული რჩევა, რომ შემენახა და არ გამეხსნა. პირველივე ტაქსი გავაჩერე.
7
დღეები ერთფეროვნად ეცილებოდნენ ერთმანეთს. ყოველდღე ველოდი კარზე ზარს და მის მიღმა პოლიციელებს, რომელიც ჩემთან გასაუბრებას ითხოვდნენ. მეშინოდა და თან მომწონდა ეს შიში. რაღაც უფრო დიდი, იდუმალი და იმდენად შორეული აზრი იდო ამ ყველაფერში, მხიბლავდა; მერე რა, თუ ვერ ვწვდებოდი, მიუხდავად ამისა, ვიწვოდი უცხო ხილის დაგემოვნების სურვილით. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ჩემი ოთახის კუთხეში მდგარ სკამის ქვეშ შენახულ ფუთას მოვკრავდი თვალს.
7
ყოველღამ მესიზმრებოდა, როგორ მადებდნენ ხელბორკილებს და როგორ მიმათრევდნენ მანქანისკენ ჯმუხი პოლიციელები იმ კაცივით. მესიზმრებოდა, რომ სამუდამოს მისჯიდნენ, მე კი არ ვიცოდი – რატომ; და ოფლში მცურავს მეღვიძებოდა.
7
ჯერ ისედაც სიტყვაძუნწს, ახლა დანა სულ აღარ მიხსნიდა კბილს. ჩემი მეზობლები წუხდნენ და თავს დამტრიალებდნენ. ხან საყვარელი იოგურტი ამოჰქონდათ, ხან ლუდები და კარგ ფილმს რთავდნენ. ეგონათ, დერპრესია მქონდა, მაგრამ რა იცოდნენ, რომ ინტერესი უნებურ აგონიაში მაგდებდა?! ან კი, როგორ აუხსნიდი ამ ყველაფერს?! ჰოდა, მეც ვპასუხობდი, რომ ჩემი საშემოდგომო დეპრესია იყო და დროთაგანმავლობაში გადამივლიდა, სანერვიულო არ ჰქონდათ. მათაც სჯეროდათ, მე კი იმის მჯეროდა, რომ ის უნდა დაიჯეროს ადამიანმა, რაც სიმშვიდეს მიჰგვრის. მათთვის იმის ცოდნა, რომ დეპრესია მქონდა, საკმარისი იყო, დასამშვიდებლად, რადგან დეპრესია ინკურნება, ინტერესს კი დაკმაყოფილება სჭირდება.
7
დიდხანს მიტრიალებდა თავში იმ ბიჭის სახე. შიში, რომელიც სიმშვიდეში ეცვლებოდა, ყოველწამიერ. მასზე ფიქრი კი ინტერესს უფრო მიცხოველებდა. განა რა იყო ასეთი იმ პატარა ყუთში, ასეთი სიმკაცრით მომთხოვა დაცვა და რის გამოც, ალბათ, დაიჭირეს? ნარკოტიკი? იქნებ ადამიანი მოკლა და მისი სხეულის რომელიმე ნაწილი შეინახა? იქნებ სადისტი იყო, რომელსაც ხელს ვაფარებდი? და, როცა ეს კითხვები გონების ფსკერიდან ზედაპირზე ამოტივტივდნენ, სერიოზულად გადავწყვიტე ყუთის გახსნა.
დიდხანს ველოდი შესაფერის მომენტს, როცა მარტო დავრჩებოდი, რომ გამეხსნა. შესაძლოა მართლაც ბომბი იყო შიგნით ან ადამიანის ყური, ვერც აფეთქებისთვის გავიმეტებდი ჩემს მეზობლებს და ვერც ჩემ თავს – გალიისთვის. და იმ საღამოს, როცა მარტო დავრჩი და აკანკალებული ხელებით ყუთი გავხსენი, ვინატრე დროის უკან გადახვევა შემძლებოდა.

მოკლედ, დაგიბრუნდით ძალიან დიდი პაუზის შემდეგ.
ბოდიშს გიხდით, რომ გადავიკარგე. არ მინდოდა, მაგრამ საშინელი უმუზობის პერიოდი მქონდა.
ეს ისტორია ეფუძნება რეალურ მოვლენებს, რა თქმა უნდა, თითქმის ყველაფერი შეცვლილია, მაგრამ "დედა აზრი" მიდის რეალურ ხაზზე. ის, რომ დაგიბრუნდით, თანაც ამ ისტორიით Sopiko-ს დამსახურებაა. მან მომაწოდა იდეა და აწი განხორციელება ჩემზეა.
ვერ შეგპირდებით, რომ ახალი თავები ყოველ დღე იქნება, რადგან საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ დასაწყისისთვის მაქვს რამდენიმე თავი გამზადებული.
მიყვარხართ და გაფასებთ!
გმადლობთ, თუ კიდევ შემორჩით ჩემი მკითხველები.. ვალში ვარ თქვენთან!



№1  offline წევრი N7

Kristy
საინტერესო დასაწყისია, თან წერის სტილიც ძალიან მომეწონა (მართალია, იყო რაღაც ლაფსუსები, მაგრამ ყველას მოგვდის ხოლმე) heart_eyes heart_eyes შემდეგ თავს დიდი ინტერესით დაველოდები !!

მიხარია, რომ მოგეწონა! heart_eyes
ლაფსუსებზე რა გითხრა, რასაც ვწერ, იმასვე ვდებ, გადახედვის გარეშე. არ მეზარება, უბრალოდ, არ შემიძლია. ეს რომ გავაკეთო, მერე აღარ დავდებ საიტზე... ამიტომ, მომიტევე <3
გმადლობ! heart_eyes
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№2  offline წევრი N7

Kristy
N7
Kristy
საინტერესო დასაწყისია, თან წერის სტილიც ძალიან მომეწონა (მართალია, იყო რაღაც ლაფსუსები, მაგრამ ყველას მოგვდის ხოლმე) heart_eyes heart_eyes შემდეგ თავს დიდი ინტერესით დაველოდები !!

მიხარია, რომ მოგეწონა! heart_eyes
ლაფსუსებზე რა გითხრა, რასაც ვწერ, იმასვე ვდებ, გადახედვის გარეშე. არ მეზარება, უბრალოდ, არ შემიძლია. ეს რომ გავაკეთო, მერე აღარ დავდებ საიტზე... ამიტომ, მომიტევე <3
გმადლობ! heart_eyes


ჰო, მესმის ეგ მომენტი laughing laughing
მაგრამ მართლა მომეწონა, წერის სტილი განსაკუთრებით (როგორც აღვნიშნე), ინდივიდუალობას განსაკუთრებული ხიბლი აქვს heart_eyes

ვაი, უღრმესი მადლობა! თუ ჩემს წერის სტილში ინდივიდუალურობა იგრძნობა, მე ვარ ყველზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე! მართლაა blush heart_eyes
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

Adrenalini, tan amxela, tan pirvelive tavshi.
Mariam aq var da geli...
Ra devs yutshi? Iaragi? Vin mova mis wasagebat?
Ra vqna vgijdebi mdzafrsiujetian ambebze <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

შენი სტილია და ძალიან გიხდება. მომეწონა, არანაირი ლაფსუსი მე არ შემიმჩნევია. საინტერესო სიუჟეტი ჩანს და იმედი მაქვს მოლოდინს გამიმართლებს.
აბა, წარმატებები, შვიდიანო!

 


№5  offline წევრი N7

lullaby
Adrenalini, tan amxela, tan pirvelive tavshi.
Mariam aq var da geli...
Ra devs yutshi? Iaragi? Vin mova mis wasagebat?
Ra vqna vgijdebi mdzafrsiujetian ambebze <3

მარიამ, როგორ გამახარე!
ოო, ინტრიგა, ინტრიგა...
მეც ვგიჟდები მძაფრსიუჟეტებზე და თუ გამომივა, მაგაზეც გავგიჟდები, თან როგორ!

ლორელაი
შენი სტილია და ძალიან გიხდება. მომეწონა, არანაირი ლაფსუსი მე არ შემიმჩნევია. საინტერესო სიუჟეტი ჩანს და იმედი მაქვს მოლოდინს გამიმართლებს.
აბა, წარმატებები, შვიდიანო!

დიდი მადლობა, ევა!
ძალიან გამიხარდა, რომ კითხულობ, თან მოგეწონა.
მეც იმედი მაქვს, რომ იმედებს არ გაგიცრუებთ..
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline მოდერი Eleniko13

მომენატრე შვიდიანო,
ხომ იცი.
როგორ გამიხარდი ვერ წარმოიდგენ,
მაგრამ ცოტაც დამაკლდი ...
ალბათ, უკეთესი მინდა.
შენ მგონი მორჩი დასვენებას და
დროა ფორმაში ჩადგე :დდდ

ძალიან საინტერესოა,
მართლა. პირველივე თავი რომ
ასეთი მაგარია, მერე რა იქნება.
და მაინც, ვერ ვხვდები იმ წარსული
სიყვარულის შესახებ ამბავი აქ
რა მოსატანი იყო?
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№7  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Pirvelad vkitxulob shens istorias, dzalian sainteresoa . Mdaa rtuli yopila shepaseba mokled kargi weris stili gaqvs da gaagrdzele, male dade ra shemdegi <3

 


№8 სტუმარი hipo

wooooww umagresia

 


№9  offline წევრი N7

Eleniko13
მომენატრე შვიდიანო,
ხომ იცი.
როგორ გამიხარდი ვერ წარმოიდგენ,
მაგრამ ცოტაც დამაკლდი ...
ალბათ, უკეთესი მინდა.
შენ მგონი მორჩი დასვენებას და
დროა ფორმაში ჩადგე :დდდ

ძალიან საინტერესოა,
მართლა. პირველივე თავი რომ
ასეთი მაგარია, მერე რა იქნება.
და მაინც, ვერ ვხვდები იმ წარსული
სიყვარულის შესახებ ამბავი აქ
რა მოსატანი იყო?

ეჰ, ფორმაში ჩადგომა არ ყოფილა მარტივი საქმე.. :დ
ჰოო, ძველ სიყვარულს რაც შეეხება... ისე არაფერს შევიტან მოთხრობაში, მერე რომ არ ამოტივტივდეს, განსაკუთრებით კი მსგავს საკითხს. ასე რომ, დაელოდე ძველი სიყვარულის გამოჩენას :დ
გამიხარდი, ელენიკო!
მადლობა, რომ ხარ!

Gossipy girl
Pirvelad vkitxulob shens istorias, dzalian sainteresoa . Mdaa rtuli yopila shepaseba mokled kargi weris stili gaqvs da gaagrdzele, male dade ra shemdegi <3

მდაა, დიდი მადლობაა! heart_eyes
მიხარის, რომ მოგეწონა!

hipo
wooooww umagresia

მადლობა დიიდი! kissing_heart
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№10  offline აქტიური მკითხველი La-Na

Ai intrigac amas hqvia.saintereso da kargi wasakitxi istoriaa
--------------------
ლანა

 


№11  offline წევრი N7

La-Na
Ai intrigac amas hqvia.saintereso da kargi wasakitxi istoriaa

მიხარია, რომ მოგწონს!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№12  offline წევრი Kiki )))

დზედზაა ეს რა იყოო გოგოოო ♥ გადავირიე ქალიი, ვაიმეე რაკაი იყო . ისიალურია გენიალურია მშვენიალურია ♥♥ ვაიიჰ მართლა უმაგრესი იყო. დედაა რამდ

 


№13  offline წევრი N7

Kiki )))
დზედზაა ეს რა იყოო გოგოოო ♥ გადავირიე ქალიი, ვაიმეე რაკაი იყო . ისიალურია გენიალურია მშვენიალურია ♥♥ ვაიიჰ მართლა უმაგრესი იყო. დედაა რამდ

მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონააა! heart_eyes
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№14  offline წევრი lucifer :)

ძალიან მომწონს აუცილებლად გააგრძელე kissing_heart heart_eyes

 


№15  offline წევრი N7

lucifer :)
ძალიან მომწონს აუცილებლად გააგრძელე kissing_heart heart_eyes

მიხარია, რომ მოგწონს! აუცილებლად გავაგრძელებ heart_eyes
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№16  offline წევრი ჯინა

პირველად ვკითხულობ შენს მოთხრობას შვიდიანო და ბედნიერი ვარ რომ ეს საიტი ნიჭიერ ხალხს ეხმარება თავიანთი ძაან მაგარიმოთხრობები გამოაქვეყნონ, რომელშიც დარწმუნებული ვარ მთელ გულს დებთ ( ეს იგრძნობა ყველა დეტალში) მომწონს წერის სტილი, სიუჟეტი, საინტერესო პერსონაჟები, ინტრიგა, მოკლედ ყველაფერი <3

 


№17  offline წევრი N7

ჯინა
პირველად ვკითხულობ შენს მოთხრობას შვიდიანო და ბედნიერი ვარ რომ ეს საიტი ნიჭიერ ხალხს ეხმარება თავიანთი ძაან მაგარიმოთხრობები გამოაქვეყნონ, რომელშიც დარწმუნებული ვარ მთელ გულს დებთ ( ეს იგრძნობა ყველა დეტალში) მომწონს წერის სტილი, სიუჟეტი, საინტერესო პერსონაჟები, ინტრიგა, მოკლედ ყველაფერი <3

ძალიან დიდი მადლობა. <3 <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent