შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შიშის სინდრომი (6)


18-09-2016, 23:35
ავტორი Genius))
ნანახია 3 337

როგორც იქნა გათენდა! როგორც იქნა დამთავრდა მტანჯველი ორი დღე და უკვე სახლში წასვლა შემიძლია! როგორც ყოველთვის ველოდებოდი თამუნას რომ თავისუფალი ვყოფილიყავი და სახლისკენ გავმგზავრებულიყავი თემოსთან ერთად...
როდესაც ის გამოჩნდებოდა იგივე მეორდებოდა , ვაკოცებდი , გაძლებას და წარმატებას ვუსურვებდი და ამის შემდეგ მშვიდად გავეშურებოდი ჩემს თბილ კერაში...
ერთი სული მქონდა თავი ბალიშზე დამედო და მთელი დღე დამეძინა , ისეთი დაღლილი ვიყავი ჩემ გაღვიძებას ვერავინ შეძლებდა...
თემომ სახლთან დამტოვა და მთელი სიჩქარით ისიც დასაძინებლად წავიდა , უკვე გაუსაძლისი იყო ჩვენი მუშაობის გრაფიკი , ესე არ შეიძლებოდა! ორი დღე ადამიანს რომ არ დააძინებ ტირანი უნდა იყო! თუმცა მეც მამუკაზე ვლაპარაკობ და რა მიკვირს!
გასაღები ამოვიღე კარი რომ გამეღო მაგრამ უკვე ღია დამხვდა , ფიქრებში პატარა ვიბლიანს ვლანძღავდი და სიტყვებს ვალაგებდი მასთან ჩხუბი როგორ დამეწყო
კარი რომ შევაღე უეცრად გამიჩნდა კითხვა ”სხვაგან ხომ არ მოვხვდი?” , კარს კიდევ ერთხელ დავხედე და აშკარად ჩემს სახლში ვიყავი...
სახლი სანაგვეს გავდა! ყველა კუნჭულში რაღაც ეყარა , პარკეცი , საჭმლის ნარჩენები და ბოთლები!
ინსტიქტურად ხელი თავისკენ წავიღე და თვალები დავხუჭე , მინდოდა ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო და როდესაც გამოვიხედავდი სისუფთავე დამხვდებოდა
მაგრამ კიდევ რა გინდა კატო?!.
შეეგუე რეალობას ჩამო კატუშა!
უნდა მეკივლა როდესაც დაღებული პირი ისევე გაქვავდა ვიბლიანის ოთახიდან გოგოს გამოსვლისას , ის საროჩკას ისწორებდა და თითქოს მის დეკოლტეს მალავდა
ნაცნობი სახე იყო მაგრამ ამაში დარწყმუნებული არ ვყოფილვარ რადგან თავი დახრილი ჰქონდა
-შენ?! - გავიგე გოგონას დაბნეული ხმა და მის სახეს მივაშტერდი , ის გაფართოებული თვალებით მიყურებდა და ვერ იჯერებდა რომ მე ვიყავი
-შენ! - უკვე მობეზრებულმა ჩავილაპარაკე , მის სახეს კარგად რომ დავაკვირდი ვიცანი ჩემი დაცვის ობიექტი - აქ რა გინდა? - გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და მისი თავმოყვარეობა (ნუ რაც დარჩა ის) ჩემს ფეხებთან დაიმსხვრა
-იგივე უნდა მეკითხა - ისე ლაპარაკობდა თითქოს მისთვის ხელი შემეშალა და მის სახლში მე დავდიოდე
-ეს ჩემი სახლია! - ხელით სახლში წრე მოვხაზე და მას ღიმილით გავისწორე თვალები
-მოიცა შენ და ის? - დაბნეულმა ჩაილაპატაკა და თითით პატარა ვიბლიანის ოთახისკენ მანიშნა
-ო არა! - ისე შევიცხადე თითქოს ვინმეს მკვლელობას მაბრალებდნენ - უბრალოდ ორივეს ნაქირავები გვაქვს ეს სახლი - გავუღიმე
გოგონა გაკვირვებული მომაშტერდა , თავს უაზროდ ატრიალებდა და ცდილობდა ყველაფერში გარკვეულიყო
მე აღარაფერი ვუთხარი , მას დავაკვირდი . დავინტერესდი როდის მიხვდებოდა ყველაფერს , ფიქრობდა მაგრამ ვერ იაზრებდა ერთად რა გვინდოდა , ამას ვერც გაიაზრებდა მაგრამ ამ ყველაფრის ყურება სახალისო იყო
-თქვენ ერთმანეთს იცნობდით? - მხოლოდ ეს კითხვა მოიფიქრა და ინტერესით მომაშტერდა - მაშინ მე რატომ დამიცავი? - მისი გონება მაინც იმას იზარებდა რომ მე და პატარა ვიბლიანი ერთად ვიყავით
-არა მაშინ პირველად ვნახე! - რატომღაც მასთან საუბარმა კარგ ხასიათზე დამაყენა და გადავწყვიტე კიდევ გამაგრეძელებინა მისი დაბნევა - მაშინ მართლა შენ გამო მოვედი - სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი მაგრამ ეს სულაც არ იყო მარაზმი
-მაშინ ერთ სახლში როგორ აღმოჩნდით ? - სიცილი დაიწყო და მეც გამეცინა როდესაც მივხვდი რა უნდა მეთქვა
-მას კითხე - ხელი ჩავიქნიე და ჩემი ოთახისკენ წავედი
-მას ძინავს - ისე ჩაილაპარაკა თითქოს მისი ცოლი ყოფილიყო და თავდახრილს გაეღიმა
-შენ ის შეგიყვარდა? - უკან გამოვხედე და გაკვირვებული მივაშტერდი
-აა არა! - დაბნეულმა მაგრამ უეცრად მიპასუხა
-კი! - ეშმაკურად ვუპასუხე და საჩვენებელი თითი მისკენ გავიშვირე და ამით ვანიშნე "გამოგიჭირეთქო"
-იცი მგონი ჯობია მე წავიდე - გამიღიმე და კარისკენ გაემართა
დამაინტერესა რატომ მიდიოდა? პატარა ვიბლიანს ეღვიძა და გამოაგდო? მაგრამ ჩემი ხმა რომ გაეგო აუცილებლად გამოვიდოდა
-აბა აბა! - რამდენიმე დიდი ნაბიჯი გადავდგი კარისკენ და წამში მის გვერდით გავჩნედი , კარი ხელით დავიჭირე და ძლიერად დავაწექი რომ არ გასულიყო
-რა გინდა? - დაბნეულმა მკითხა გოგონამ და კარის გამოღება სცადა
-არ არსებობს მე შენ აქედან გაგიშვა - ღიმილით ვუპასუხე და მისი ხელი ნაზი მოძრაობით კარიდან მოვაშორე
-ვერ გავიგე - მან ხმა დაასერიოზულა და დოინჯ-შემოყრილი ჩამომიდგა
მე სიცილი წამიტყდა
-შენ მე გაბრაზებული არ გინახივარ ხო? - თავი მისკენ გადავწიე და ყურთან ვუჩურჩულე
-არც შენ მე! - თვალი თვალში გამიყარა
-შენი გაბრაზება დაახლოებით წამომიდგენია - სიცილით ჩავილაპარაკა და კარი გასაღებით ჩავკეტე
-გამიშვი მეჩქარება! - გასაღების წართმევას შეეცადა , მე კი უკან გავიწიე და საჭერობანას თამაში დავიწყე
-აუ შენც ახალი საქმე არ გამოგიჩნეს უეცრად - მივხვდი რომ ცუდად გამომივიდა მაგრამ სიტყვის შეცვლაზე საერთოდ არ მიფიქრია
-და ვერ ვხვდები რატომ უნდა ვიყო აქ?! - მისი ხმა ყვირილში გადავიდა , მე კი სიმშვიდე არ დამიკარგავს
-ვიბლიანო! - მისთვის პასუხი არ გამცია , ჩემი მეზობლის გვარი მთელ ხმაზე ვიყვირე
-ძინავს! - თითქოს შეშინებულმა და მზრუნველი ხმით მითხრა გოგონამ
-ერთი წამი მოისვენე რა! - მკაცრად ვუთხარი და ყვირილი განვაგრძე - ვიბლიანო!
მაგრამ მას მართლა ეძინა , ან უბრალოდ თავს იყრუებდა
მისი ოთახისკენ წავედი და კარზე ბრახუნი დავიწყე
-ვიბლიანო! - თან უაზროდ ვიძახდი მის გვარს და თან კარს ვურტყამდი , ცოტახანიც რომ არ გამოეხედა ალბათ კარს ჩამოვიღებდი
უეცრად კარები გაიღო და ჩემი ხელი მის მკერდს ისე ძლიერად მოხვდა რომ ტკივილსგან დაიკივლა
მე კი ზიზღით ვაშტერდებოდი მის ფორმას , ადამიანმა უნდა მოისაზრო ხო რომ უცხოსათან საცვლების ამარა არ უნდა გამოხვიდე?!
-რა გაღრიალებს? - სერიოზული ხმით მკითხა პატარა ვიბლიანმა და თვალებზე ხელები მოისვა
-ჩაიცვი და გამოდი! - განკარგულება გავეცი და მას მოვშორდი
ის უბრალოდ გამოვიდა და კარი გამოხურა , ინტერესით მომაშტერდა , მხოლოდ ცოტახანში შეამჩნია რომ "ის" გოგონაც ჯერ კიდევ აქ იყო , მას მობეზრებული სახით გახედა
-შენ კიდევ აქ ხარ? - ნაღვლიანად ჩაილაპარა და ინსტიქტურად ხელი თავისკენ წაიღო
-არ მიშვებს! - ისე მორიდებულად უთხრა გოგონამ თითქოს წინა ღამეს მხოლოდ ცხოვრებისეულ თემებზე ესაუბრათ
გაკვირვებულმა გამომხედა პატარა ვიბლიანმა , ვერ მიხვდა რა მინდოდა , ან რას ვაპირებდი , მაგრამ იმას იაზრებდა რომ კარგი არაფერი იყო
-მოიცა შენ რა აქ უნდა იბატონო და ყველაფერი დამიშალო? - ირონიულად ჩაილაპარაკა პატარა ვიბლაინმა
-მე მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას განვაგებ - ღიმილით ვუპასუხე - შენსაში კი არასდროს ჩავერევი! - ხმა დავასერიოზულე და თავი დამნაშავესავით დავხარე
-კარგი , კარი გაუღე და გაუშვი! - ხმას აუწია და ჩემკენ წამოვიდა რომ გასაღები გამოერთვა
-დაიჭი! - მხიარულად გავხედე და ცოცხი ვესრულე
მან ისნტიქტურად დაიჭირა და ერთ ადგილას გაჩერდა , მე გამომხედა და უფრო დაიბნა...
გოგონას გავხედე და ტილო ვესროლე , საწმენდი საშუალება კი ჩემი ხელით მივუტანე
ვერაცერთი ვერაფერს ვერ ხვდებოდა , ორივე სულელივით მიყურებდა და ელოდნენ როდის დავიწყებდი სიცილის და ვიტყოდი "გაშაყირებთ!"
-რას მიყურებთ? - თითქოს გაკვირვებულმა ვკითხე და ხელები ჰაერში გავშალე - სახლში მე არაფერი დამიყრია და არც იფიქროთ რომ დაგეხმარებით! - საჩვენებელი თითი ცხვირწინ ავუბზრიალე ვიბლიანს და სამზარეულოსკენ წავედი
მან სიცილი დაიწყო და ცოცხი ძირს დააგდო , შეტრიალდა და ოთახში აპირებდა შესვლას , გოგონა კი სულელივით უყურებდა და თითქოს ვიბლიანის ნაბიჯს ელოდებოდა მუშაობის დასაწყებად
-დათო საით გაგიწევია? - ისე ჩავილაპარაკე რომ მისთვის არც შემიხედავს და სამზარეულოდან ჩემი პიცა გამოვიტანე
-შენგან შორს! - გაბრაზებულმა გამომხედა
-სახლიდან მიდიხარ? - თვალებ გაბრწყინებულმა ავხედე
-არც იოცნებო! - ჩაეღიმა
-მაშინ სასწრაფოდ ცოცხს ხელი მოკიდე და ისე დაასუფთავე ყველაფერი როგორც მე წასვლისას დავტოვე! - სახე დავასერიოზულე
-მეღადავები? - მას სიცილი აუტყდა მაგრამ ინსტიქტურად მაინც წამოვიდა ცოცხისკენ
-იცოდე ბებოს შემოვიყვან და ვანახებ ვინ ცხოვრობს მის სახლში - გავუღიმე და ცოცხი მივაწოდე - შენ კიდე რატომ გაშეშდი ვახტანს გორგასლის ძეგლივით? - გოგონას გავხედე - ცოცხლად ხალხნო! - ტაში შემოვკარი და დივანზე წამოვჯექი
პიცა წინ დავიდე და ტელევიზორი ჩავრთე
პატარა ვიბლიანის სახის დანახვა მსიამოვნებდა , მან გაიაზრა ვინ ვიყავი მე და ამიტომ ამის შემდეგ არც შემკამათებია , ცოცხის მოსმა დაიწყო და საქმეს შეუდგნენ
-მოიცა - გავხედე პატარა ვიბლიანს - ჯერ ფეხებთან მოგავე და მერე გადადის სხვაგან - გავუღიმე და სიცილი ძლივს შევიკავე როდესაც ჩემკენ წამოვიდა
-შენც ჩამოგაშორებ ჭუჭყს რა! - ცოცხი ასწია და სახესთან მოჰქონდა მაგრამ ხელი ავუფრიალე და უკან დადო
-მართლა ხომ არ დამეწვევით ? - მხიარულად ვუთხარი და პიცაზე ვანიშნე - თუმცა ჯერ იმუშავეთ და შემდეგ აუცილებლად მიიღებთ ბავშვებო - მე ღადაობას ვიწყებდი , ისინი კი ისეთი სახეებით მიყურებდნენ რომ ცოტაც და მომკლავდნენ
ვუყურებდი ვიბლიანს და ვფიქრობდი...
მხოლოდ ჩემს გონებაში ვფიქრობდი! მაგრამ ზედმეტს არც გავბედავდი.
ვფიქრობდი რა მაგარი ბიჭი იყო , აი ისეთი ბიჭი ცოცხიც რომ უხდებოდა , იდელური სხეული და გარეგნობა საერთოდ! ისეთი რომ ნებისმიერ გოგოს მოუნდებოდა მასთან ყოფნა , მაგრამ ის დღეს ჩემთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობს და მე თავი შემაძულა!
რატომ განვსხვავდები ყველასგან? ბევრი ჩემს ადგილას მას თავზე დაახტებოდა მაგრამ მე მხოლოდ მის გაბრაზებაზე ვფიქრობ!
თავმოყვარეობა დიდი მაქვს , არასდროს არ გავაკეთებ იმას რაც მე მავნებს , სხვები არ მაინტერესებს , ისე ცხოვრებას ვარ შეჩვეული რომ ჯერ საკუთარი თავი უნდა დააყენო წინ , შემდეგ კი ყველა დანარჩენი , თორემ შეიძლება ყველამ მიგატოვოს და როდესაც დარჩები მარტო შემდეგ ვეღარ გადაჭრი იმ პრობლემებს რაც შენ გეხება...
რატომ? იმიტომ რომ ადრე მათ ყურადღებას არც უთმობდი! ფიქრობდი სხვებზე და შენი თავი გავიწყებოდა
მერეც დაგავიწყდება! და მაინც სხვებზე ფიქრით ჩახვალ მიწაში!
მაგრამ სრულიად მარტო! ცრემლების და ყვავილების გარეშე!
ეს სიტუაცია კი ჩემსას ყველაზე მეტად ერგებოდა , არ ვამბობ რომ არავინ მიყვარდა , უბრალოდ ადამიანი ვიყავი რომელსაც მისი ცხოვრება ძულდა და მის გამოსწორებას ცდილობდა!
ესეთი კი მხოლოდ მშობლების გამო გავხდი...
საიდან სად მოვედი არა? მაგრამ რა ვქნა , საერთოდ ყველა ფიქრს ვუკავშირებ იმას რომ მშობლებმა მიმატოვეს...
ეს ჩემი ცხოვრების ხვედრია... ვცდილობ შევეგუო მაგრამ მაინც მტკივა!
**
ფიქრებიდან რაღაცის დაგდების ხმამ გამომიყვანა , შეშინებულმა უკან გავიხედე და პატარა ვიბლიანს დავაცქერდი , ცოცხი იატაკზე ეგდო ის კი გაბრაზებული მიყურებდა
-დავიღალე! - ხმას აუწია და ჩემკენ წამოვიდა - მეორეჯერ უბრალოდ არ გაბედო და მსგავსი რამ მითხრა! - სახე ახლოს მოსწია და ჩუმად ჩაილაპარაკა - გაიგე? - სახეზე ეტყობოდა რომ მთელი სხეული დაძაბული ჰქონდა
-მეორეჯერ არ გაბედო და სახლი ესეთ მდგომარეობაში დამახვედრო გაიგე? - ზუსტად ისეთი ტონით გაეცი პასუხი როგორც მას ქონდა , ცოცხისკენ ვანიშნე - ცოტა დაგრჩა! - ვუთხარი და თავი მივაბრუნე
რატომღაც ამ სიტყვების შემდეგ ჩემი თავი შემძულდა! მასთან ასე არ უნდა მელაპარაკა , პირიქით საერთო ენა მომეძებნა , ესეთი უხეშიც არ უნდა ვყოფილიყავი!
პატარა ვიბლიანზე ფიქრებში საერთოდ დამავიწყდა გოგონა რომელიც ჩემს სახლში "სტუმრად" იყო...
მისკენ გავიხედე და როდესაც თავის ადგილას დავინახე გამეღიმა , მან მე გამომხედა და ჩემი სახე რომ დაინახა დაიჯღანა
ისე არ მესმოდა მისი! იმ საღამოს საერთოდ არ უნდოდა პატარა ვიბლიანს გამოყოლოდა და დღეს ჩემს სახლში ზუსტად პატარა ვიბლიანთან ერთად დამხვდა!..
რა სასაცილოა! გინდოდეს და მაინც თავს იფასებდე, შემდეგ კი შენვე "ეტენებოდე"
ზუსტად ეს გააკეთა ამანაც , არამგონია პატარა ვიბლაინი მასთან მისულიყო და კიდევ ერთი შანსი ეთხოვა , ის არ გავდა ესეთ ბიჭს რომ ვინმესთვის თავი დაეხარა და ოდნავ სიმპატიაც კი გამოემჟღავნებინა , მითუმეტეს "მეძავს" არ დაანახებდა რომ ის მოსწონდა...
ანუ თვითონ ეს გოგო აეკიდა პატარა ვიბლიანს და ნუ შემდეგ სახლის დალაგებაც მოუწია!
რა საძაგელი ვარ!
თავი გავაქნიე და პიცას ხელი დავტაცე , ტელევიზორში რამე საინტერესოს ვეძებდი , თვალში "ხელოვნური სუნთქვა" მომხვდა და მეც დიდი სიამოვნებით მოვისროლე პულტი ჯანდაბაში
ვგიჟდებოდი თორნიკე გოგრიჭიანზე! ის საოცარი მსახიობი იყო და ჯერ კიდევ მაშინ შემიყვარდა როდესაც "გოგონა გარეუბნიდან"ში დაიწყო თამაში...
საერთოდ ეს სერიალი სხვანაირად აზროვნების საშუალებას მაძლევდა...
მასში სხვანაირად იყო გადმოცემული სიყვარულის არსი , უფრო კი ალბათ ის რომ წლები გადის და შეიძლება ადამიანი მოგბეზრდეს... დაკარგო პირველი , იპოვო მეორე და ის პირველი ყველაფერში ხელს გიშლიდეს...
მე ზოგადად სიყვარულის არ მჯეროდა!
ეს ჩემთვის უბრალოდ შეჩვევა იყო რომელსაც შეგიძლია თავი დააღწიო , როგორც ფუმფულა სათამაშოს რომელიც ბავშვობაში გაჩუქეს...
მართალია მე ჯერ სათამაშო არ გადამიგდია მაგრამ იმდენად აღარ მაინტერესებს როგორც ადრე , ანუ მისი ადგილი ჩემს ცხოვრებაში ივსება სხვა რამით...
შეიძლება ის რასაც ვამბობ სულელურად ჟღერს იმას ტუ გავითვალისწინებთ რომ არ მყვარებია , მაგრამ ყველა ადამიანს თავისი შეხედულება აქვს ყველა საკითხზე , მაგრამ ერთნაირი არავის!
ხო არავის! იქ ყოველთვის მოიძებნება ერთი ზედმეტი სიტყვა , თუნდაც მძიმე , მაგრამ აუცილებლად განსხვევბული იქნება
მე კი ჩემი აზრი მქონდა , რასაც ყველგან ვიტყოდი და ჩემსას მაინც გავიტანდი...
შეიძლება როდესაც შემიყვარდება ეს აზრი შემეცვალო , მაგრამ ვნახოთ...
დაველოდები მაგ დღეს...
***********
ამ ფიქრებში ვერც კი შევამჩნიე რომ ჩემი სახლი ისეთი გახდა როგორიც მიყვარდა , ორივე მის საქმეს მორჩა და დაღლილები მომშტერებოდნენ
მე გამეცინა
-პიცა გინდათ? - ღიმილით ვკითხე
-არა! - გაბრაზებულმა გამცა პასუხი გოგონამ მაგრამ ვიბლიანმა ხელები დაიბანა და ჩემკენ წამოვიდა
ერთი ნაჭერი აიღო და გვერდით მომიჯდა
-მოდი შენც - ვეცადე თბილად მეთქვა მისთვის მაგრამ როდესაც მის სახეს გადავწყდი მომინდა რომ სახლიდან გამეგდო - აა ხო შენ გეჩქარებოდა არა? - ირონიულად ჩავილაპარაკე და ფეხზე წამოვდექი
პატარა ვიბლიანს კი გაეცინა
გოგონა დათის უყურებდა და მისგან ელოდა დამშვიდობებას , მაგრამ პატარა ვიბლიანს ის საერთოდ არ აინტერესებდა
კარები გავაღე და ოგონას მივაშტერდი
-აი გიშვებ! - ხელი თვალებთან აუფრიალე - მადლობა დალაგებისთვის - ხელით ვანიშნე რომ გასულიყო და გავუღიმე
მან მხოლოდ ზიზღით შემომხედა და სახლიდან აუჩქარებლად გავიდა
კარი მივხურე და პატარა ვიბლიანს გავხედე , ის მე მიყურებდა და თან იღიმოდა
-რა იყო? - გაღიზინებულმა ჩავილაპარაკე
-არაფერი , მე შენ გოგო მეგონე და თურმე... - სიცილით თავი გააქნია პატარა ვიბლიანმა
-ბიჭი აღმოვჩნდი? - ირონიით ჩავილაპარაკე და გვერდით მივუჯექი , მაგრამ მისი სიტყვების არსს ვხვდებოდი
-არა ის ვიგულისხმე რომ ძალიან გიყვარს ბრძანებების გაცემა - ნაღვლიანად ჩაილაპარაა და სახლს თვალი მოავლო
-შენ კიდევ კარგად ალაგებ სახლს ნახე - მხიარულად ჩავილაპარაკე და გამეცინა
-ისე რამდენი წლის ხარ? - უეცრად ინტერესით გამომხედა პატარა ვიბლიანმა
-ცხრამეტის ვხდები - დაუფიქრებლად ვუპასუხე და მის სახეზე გამეცინა , არ ელოდა , უფრო დიდი ვეგონე - შენ? - რატომღაც მომინდა მეკითხა
-ოცდაორი - დაუფიქრებლად მიპასუხა და ტელევიზორს მიაშტერდა -ამას რა გაყურებინებს? - თემა შეცვალა , პულტს დასწვდა და გადართვა დააპირა
-ე რა გინდა?! - ვეცადე პულტი წამერთვა მაგრამ ამაოდ - ძალიან კარგი სერიალია! - ხელები ერთმენთზე გადავაჯვარედინე
-კაი რა - გაეცინა პატარა ვიბლიანს - შენ ისეთი ხარ რომ დრამას კი არა მძაფრსიუჟეტიანს უნდა უყურებდე - სიცილი დაიწყო
მე კი მის სიტყვებზე საერთოდ არ გამცინებია , მეტიც ეს ბიჭი იუმორის არ ქონისთვის კიდევ უფრო შემძულდა
-აღარ იხუმრო - თითქოს ნაღვლიანმა ჩავილაპარაკე
-იცი რას ვუყუროთ? - რაღაცის ძებნა დაიწყო - აი გუშინ გადიოდა იდეალური მკვლელობა და მაგას , ძალიან მაინტერესებს მეც - პიცას ხელი დაავლო და საყურებლად მოემზადა
-აჰ ვუყუროთ? - "თ" სიტყვისგან გამოვყავი
-ჰო - ღიმილით გამომხედა ვიბლიანმა - ტელევიზორი ერთია , ჩვენ ორნი - ნაწყენმა თავი გააქნია - როგორმე უნდა მოვრიგდეთ
აღარაფერი აღარ მითქვამს , პიცას ხელი მოვკიდე და ფილმის ყურება დაიწყე
*************************************************
უკვე ღამე იყო , ესე ალბათ ორი დაიწო , ვიბლიანი დივანზე იჯდა და მის გვერდით მძინარე პატარა გოგონას უყურებდა...
ის არ აღიარებდა მაგრამ მოსწონდა ეს გოგონა , მისი ხასიათები განსაკუთრებით , მისთვის ის არ გავდა სხვებს , ყველასგან განსხავევული "ბავშვი" იყო , რაც უფრო მეტად ხიბლავდა პატარა ვიბლიანს
გიჟდებოდა მის ხუჭუჭა თმაზე , ახლაც კი უნდოდა შეხებოდა , მაგრამ არ გამოსდიოდა
არა და რა შესაძლებლობა ჰქონდა! კატოს მის მხარზე ედო თავი და მშვიდად ეძინა , მაინც ვერ გაიგებდა მაგრამ ვიბლიანს ეშინოდა
რისი თვითონაც არ იცოდა
კატოს ისე მშვიდად ეძინა რომ ვიბლიანს უკვირდა , ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ესე გოგო მასთან ასე ახლოს იქნებოდა , ვერასროს წარმოიდგენდა რომ შეიძლებოდა მათ შორის რამე "მეგობრული" მომხდარიყო
მაგრამ ყველაფერი მათ წინაა!
ვიბლიანს ეს სიამოვნებდა , მაგრამ ამ ყველაფერზე მეტად უყვარდა როდესაც ამ გოგოს გაფართოებულ თვალებს უყურებდა რომელიც სასწაულის მომასწავლებელი იყო...
ხო გიჟდებოდა ამ მომენტზე და მასთან ჩხუბზე
მერე რა რო საერთოდ არ იცნობდა? მასში პირველი წამიდან დაინახა ის რასაც სხვაში ვერასდროს ვერ იპოვიდა
-ხვალ გადაგიხდი! - თავისთვის ჩაილაპარაკა პატარა ვიბლიანმა და ბოლოს მაინც ვერ გაუწია სურვილს წინააღმდეგობა , კატოს თმებში ხელი შეაცურა და მასთან თამაში დაიწყო...


****************************************
ვინმე იფიქრებს რამე გამორჩაო მაგრამ არაფერი გამომრჩენია. უბრალოდ კატოს და მამუკას საუბარი აღარ დავასრულე და ახალი დღე დავიწყე. კატოს პასუხს შემდეგ თავებში გაიგებთ. იმედია მოგწონთ
ველოდები თქვენ კომენტარებს...



№1 სტუმარი Guest nita

ufff perfect! magari gogo xar :-*

 


№2  offline წევრი Just give me a Hand . . .

ეხლა წავიკითხე ყველა თავი მომეწონა ძალიან :* და არშეწყვიტო მალე დადე ხოლმე რა ველი შემდეგ თავს :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent