შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შიშის სინდრომი (7)


20-09-2016, 18:51
ავტორი Genius))
ნანახია 3 248

რომ გავიღვიძე გარემო მეუცნაურა , ისე კომფორტულად ვიწექი რომ თავის აწევა დამეზარა , თვალები გავახილე და როდესაც ტელევიზორს მოვკარი თვალი გუშინდელი საღამო გამახსენდა
ინსტიქტურად სწრაფად წამოვჯექი დივანზე და ჩემ უკან ნელა მივატრიალე თავი , როგორც ვფიქრობდი პატარა ვიბლიანი იქ დამხდა!
ჯანდაბა! ისე როგორ მეძინებოდა რომ ვიბლიანი ჩემი ბალიში გავხადე!
წამიერად ყველა ფიქრი თავიდან გაქრა , უბრალოდ პატარა ვიბლიანს ვუყურებდი და საღეზე ღიმილი მეფიქნებოდა , როდესაც მოვჩორდი პატარა ბავშვივით შეიშმუშნა , ტუჩები აათამაშე და თავი ჩემი კალთისკენ წამოიღო , გაშტერებული ვუყურებდი , თავი რომ ჩამომადო ხელებით ჩემს ხელს ჩაებღაუჭა და ტუჩებთან ახლოს მიიტანა , თითქოს უნდა ეკოცნა
ახლა საერთოდ არ ვფიქრობდი რომ ის მომეშორებინა , პირიქით მსიამოვნებდა რომ ვუყურებდი , ესეთი ძალიან საყვარელი იყო ,
შემდეგ კი მივხვდი რომ ზედმეტები მომდიოდა და ვეცადე ისე ავმდგარიყავი რომ არ გამეღვიძებინა, მისი ხელები ფრთხილად მოვიშორე და თავთან შევუცურე , თავი ფრთხილად ავაწევინე და გამოვეცალე , ბალიში ამოვუდე და სააბაზანოსკენ გავეშურე
-რა უხეში ხარ! - გავიგე მისი მძინარე ხმა და გამეღიმა
თავი დავხარე და თვალები მისკენ გავაპარე , ბალიშს ისე ჩაეხუტა თითქოს მისი საკუთრება ყოფილიყო და ვინმე ათმევდა , მინდოდა რამე მეთქვა მაგრამ თავი შევიკავე და სააბაზანოში შევვარდი
წყალი მოვუშვი და დუშის ქვეშ დავდექი , მიყვარდა როდესაც წყლის წვეთები თავიდან ფეხებამდე გზას გადიოდნენ და მერე სადღაც უფსკრულში ვარდებოდნენ , ხშირი იყო მათ ჩემი ცრემლებიც გაყოლოდა , უფროსწორად თითქმის ყოველრიური მაგრამ დღეს რატომღაც კარგ ხასიათზე ვიყავი
იმის მიუხედავად რომ ყავა არ დამილევია მაინც უაზროდ ვიღიმოდი , ან პატარა ვიბლიანს დავცინოდი მის ბავშვურ საქციელებზე
ერთ წერტილს მიშტერებული ვიყავი და ვიცინოდი , გონებაში გუშინდელი დღე მიტრიალებდა და ჩემს საქციელზე ვხალისობდი , პატარა ვიბლიანი წინააღმდეგობას არ მიწევდა , ან ამ ერთხელ არ გამიწია მაგრამ მაინც მოგებული ვიყავი!
სიმართლე რომ ვთვქთ მომწონდა მასთან ერთად თანაცხოვრება , ყოველწამს ვერთობოდი , ჩხუბი საერთოდ ჩემთვის პირველი გამრთობია , განსაკუთრებით მაშინ როდესაც პირიდან ისეთ რაღაცეებს რომ ვისვრი რომელიც მეც კი მაკვირვებს
პატარა ვიბლიანთან კი ეს ძალიან ხშირად ხდებოდა , ერთმანეთს უაზროდ ვეკინკლავებოდით და ბოლოს მაინც რაღაც საინტერესოზე ერთად ვსაუბრობდით
მერე რა რომ მას საერთოდ არ ვიცნობ! როგორც არ უნდა გაიცნო ადამიანი მასზე მაინც პირველი შთაბეჭდილება გექნება ბოლომდე
მე კი ვიბლიანზე ვფიქრობდი რომ ის ერთი ჩვეულებრივი ტიპი იყო , რომელსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ქონდა
კარგი ვაღიარებ ჰო!
მაგრამ ძალიან მაგარი ბიჭი! ყველაფრით...
****
ამ ფიქრებში ვერც გავიაზრე რამდენი დრო გასულა , თავი მოვიწესრიგე , თმაზე პირსახოცი შემოვიკარი და აბაზანიდან გამოვედი , კარადასთან ჩამოვდექი და ტანსაცმლის შერჩევა დავიწყე , არჩევანი ტპორტულ ნაცრისფერ შორტზე და უბრალო თეთრ მაისურზე შევაჩერე , სარკეში ჩემს თავს გავუღიმე და მისაღებში "შლოპანცებით" გავტანტალდი...
კარი რომ გაიღო ვიბლიანმა ჩემკენ გამოიხედა
"გაუღვიძია" გავიფიქრე ჩემთვის და თვალები ავარიდე , სამზარეულოში შევედი რომ ყავა გამეკეთებინა
-მეც მინდა რა - მომაძახა და თავი დივანს ჩამოადო , ღიმილით მომაშტერდა და ჩემ ყველა მოქმედებას აკვირდებოდა
არაფერი მითქვამს უბრალოდ თავი დავუქნიე და შესამჩნევად გამეღიმა
-და საჭმელს არ მაჭმევ? - ფახზე წამოდგა პატარა ვიბლიანი და ჩემკენ წამოვიდა
-საჭმელი შენ გააკეთე - ყავა ჩამოვასხი და იქვე მაგიდასთან მოვთავსდი
მან მაცივარი გამოიღო და მზა რომ ვერაფერი დაინახა მობეზრებულად რაღაც უაზროდ ჩაიბურტყუნა
-შენ არ იცი გაკეთება? - ჩემკენ მოტრიალდა და ღიმილით მომაშტერდა
-მარტო ვცხოვრობ დათი - პირველად მივმართე სახელით და მეც გამიკვირდა
-უი ისე ჩემი გვარი საიდან იცი? - მაცივარი მიხურა და წინ ჩამომიჯდა
ჭიქა პირთან გავიჩერე და მას ავხედე , გავუღიმე და დებილივით მივაშტერდი სანამ ვფიქრობდი რა მეთქვა
-ხომ უნდა მცოდნოდა სახლში ვინ შემომისახლდა - ვუთხარი და თვალების უაზროდ ცეცბა დავიწყე , თითქოს რაღაცა დამეშავებინა და აღიარება არ მინდოდა
-და საიდან გაიგე? - დაბნეულმა მკითხა პატარა ვიბლიანმა და გაეცინა
-შენი სურათით დავდიოდი და ხალხს ვეკითხებოდი - უკვე გაღიზიანებულმა მივახალე და ყავა მოვსვი რომელიც უკვე მიცივდებოდა
-კარგი საჭმელს დავუბრუნდეთ - გაეცინა და ყავა მოსვა
-რაო რას გავაკეთებო? - მაცდურად გავხედე და გაფართოებული თვალები მივაშტერე , თან სიცილს ვიკავებდი
-მე არაფერს არ ვაპირებ - მშვიდად ჩაილაპარაკა პატარა ვიბლიანმა და ყავა მოსვა - შენ გელოდები - მანაც გამისწორა თვალები
-ძალიან მეზარება - თავი ხებეზე ჩამოვდე და ფანჯარას მივაშტერდი
-მაშინ ერთად გავაკეთოთ! - შემოთავაზება გამიკეთა პატარა ვიბლიანმა და ფინჯანთან ერთად ფეხზე წამოდგა
-შენ გააკეთე რა - მაინც ჩემ აზრზე ვიყავი და იმას ვერ ვიაზრებდი რომ პასუხებში "არა" არ შედიოდა
-მაშინ არ გაჭმევ - ისე ჩაილაპარაკა თითქოს არაფერიო და მაცივარი გამოაღო
პროდუქტები გამოჰქონდა და მე ზედ არ მიყურებდა , მე კი თვალს არ ვაშორებდი , მინდოდა დავხმარებოდი მაგრამ ადგომა "მესიკვდილებოდა"
გაზქურაზე ქვაბი დადგა და თვითონ ხორცის დაჭრა დაიწყო
-რას აკეთებ? - ვკითხე და მის პასუხს დაველოდე , მაგრამ პასუხი საერთოდ არ იყო
ფეხზე წამოვდექი და გვერდით დავუდექი , მის ხელებს მივაშტერდი , უეცრად გაჩერდა და გამომხედა , მეც თავი ავწიე და მის თვალებს შევეჩეხე , სახის გამომეტყველება არ შესცვლია , მშვიდად მიყურებდა , თითქოს მაკვირდებოდა და რაღაცას ეძებდა
-მე რა გავაკეთო? - ვუთხარი რადგან უკვე ამ სიჩუმის ატანა აღარ შემეძლო , თან მისი მზერა მთელ სხეულს მიხურებდა , არადა ადრე მსგავსი რამ არ მომსვლია
-კარტოფილი შეწვი - ისე მითხრა რომ ჩემთვის არც შემოუხედავს
-რა? - მეგონა მეღადავებოდა და ზურგი შევაქიე , ხელები გადავაჯვარედინე , პატარა გაბუტულ ბავშვს დავემსგავსი
-ხო შეწვი , ძალიან მომინდა ახლა და აღარ მე მომიწევს ამ სისულელეების გაკეთება - დანა გვერდით მიაგდო და მე გამომხედა - გააკეთებ? - გაბუტული რომ დამინახა სახე შეეცვალა მაგრამ ვერ გეტყვით ეს რას ნიშნავდა , ან რას ამბობდა ამით
-კი! - მხიარულად ვუპასუხე და პარკიდან კარტოფილი ამოვალაგე - ოღონდ გათლაში დამეხმარე კარგი? - სიცილი გავხედე
მან თავი დამიქნია , დანა მოიმარჯვა და მაგიდასთან დაჯდა
მეც წინ დავუჯექი და ჩემს საქმეს შევუდექი , მომენტებში ვგრძნობდი როგორ მიყურებდა და ვაშლივით ვწითლდებოდი , მაგრამ თავს არ ვწევდი , არ მინდოდა თვალები გამესწორებინა მისთვის და ჩემი "სიმორცვე" დაენახა
-მე მოვრჩი! - მისი ჯამი წინ დამიდგა და ფეხზე წამოდგა
-ორი ცალი დარჩა , ერთი შენ , ერთი მე - ღიმილით ავხედე და როდესაც მის ადგილს დაუბრუნდა რაღაცნაირად გული გამითბა
საქმეს რომ მორჩა უსიტყვოდ წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა , დივანზე მოკალათდა და ტელევიზორი ჩართო
ეს ყველაფერი ძალიან მაგონებდა ოჯახურ იდელიას , ცოლი სამზარეულოშია და საჭმელს ამზარებს , ხოლო ქმარი ტელევიზორს უყურებს და მას ელოდება
რათქმაუნდა ძნელი წარმოსადგენი იყო მე და პატარა ვიბლიანი ერთად მაგრამ უეცრად ეს ჩემს გონებაში მართლა კადრად გადაიქცა
ეს მეც მიკვირდა,მაგრამ ამას ვერ ვუარყოფდი , ძნელია მხოლოდ "გძულდეს" ადამიანი რომელსაც ყოველ წამს უყურებ...
პატარა ვილიანის ვუყრებაში ისე გავერთე რომ ცხელ ტაფას ხელი მოვკიდე და ტკივილისგან კივილი დავიწყე
ვიბლიანი ფეხზე წამოხდა და ჩემკენ წამოვიდა
-რა მოგივიდა? - შეშინებულმა მკითხა და ხელზე დამაკვირდა
ხელი მას გავუწოდე და ავხედე , ცოტაც და თვალებიდან სითხე დაიწყებდა სვლას , ვიბლიანმა სული შეუბერა და შემდეგ ონკანიდად ცივი წყალი მოუშვა
ხელზე რაღაც ცივის შეხება ძალიან მესიამოვნა , ასე დამაყუდა და წამლებისკენ წავიდა , რაღაც მალამო მოიტანა და ხელზე გადამისვა
-რას უყურებდი ასე რომ გამოგაშტერა? - დაბენულმა და თან გაბრაზებულმა მკითხა დათიმ
-შენ გამო დავიწვი ხელი! - უეცრად ვუთხარი და თვითონაც გამიკვირდა ჩემი სიტყვები , ეს რა ძალამ მათქმევინა?
-მე რა შუაში ვარ? - დაიბნა პატარა ვიბლიანი და მისი ნახშირივით თვალები თვალებში გამიყარა
-შენ რომ არ ჩაგერთო ტელევიზორი ყურადღება არ გამეფანტებოდა - მეც ვიცოდი რომ ეს სიტყვები სისულელე იყო მაგრამ პასუხი აუცილებლად უნდა გამეცა , თან ისეთი რომ თავი დამეძვრინა
-ხუჭუჭ შენ მგონი გიჟი ხარ - ირონიულად ჩაილაპარაკა პატარა ვიბლიანმა - ან ძალიან არ გევასები! - თავი გააქნია
-მართლა ეგრე იყო! - წარბებშეკრულმა გავხედე და მივხვდი რომ ზედმეტი მომდიოდა - კაი ხო შენი რა ბრალია! - თავდახრილმა ჩავილაპარაკე
-შენ მე ვერასდროს გეგიგებ! - თავი გააქნია ვიბლიანმა - მოდი ვჭამოთ კარგი? - ორი თეფში აიღო და კარტოფილი მეც მისი ხელით გადმომიღო
წინ დამიდო და მაცივრიდან კოკაკოლა გამოიტანა , ჭიქებში ჩამოასხა და ჭამას შეუდგა
მე კი ჭამა არ შემეძლო! ხელი ისე მტკიოდა რომ როდესაც ვხრიდი მინდოდა მეკივლა , რამდენჯერაც ვცადე რომ ჩანგლისთვის ხელი მომეკიდა იმდენჯერ უკან დავაბრუნე და ვიბლიანს მკვდარიით გავხედე
ის საერთოდ არ მიყურებდა , ჭამდა და მე არც ვაინტერესებდი
თავი დავხარე და კარტოფილს მივაშტერდი
"როგორ გჭამო?" ჩემს გონებაში მას ველაპარაკებოდი და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა
ჩანგალს მარცხენა ხელი მოვკიდე და თეფშზე დავცხე , მაგრამ იმდენად მოუქნელად გამომდიოდა რომ ხელიდან გამივარდა და იატაკზე ჭრიალი გაისმა
-გაჭამო? - უეცრად მკითხა ვიბლიანმა და თავი ასწია
-ისეთი არაფერი მჭირს რომ შენ მაჭამო - უხეშად ვუპასუხე და ჩანგლის ასაღებად კარადას გადავსწვდი
-კარგი! - ისე ჩაილაპარაკა ვითომც არაფერიო და მისი საქმე გააგრძელა
კიდევ ერთხელ ვცადე მაგრამ ეს ჩანგალიც იატაკს ვაჩუქე და ნაღვლიანმა თავი დავხარე
უეცრად ვიბლიანმა სკამს ხელი დასტაცა და გვერდით მომიჯდა , ჩანგალს ხელი დაავლო , კარტოფილს დაარჭო და ჩემი პირისკენ წამოიღო
-აბა მოვიდა თვითმფრინავი - მითხრა და სიცილი დაიწყო
გაბრაზებულმა თავი გავატრიალე და ადგომა ვცადე მაგრამ ხელი დამავკო და უკანვე დამსვა
-მიდი ჭამე - გამიღიმა - ხო ჩემი ბრალია რომ დაიწყვი და ახლა მე გაჭმევ - საჭმელი უფრო ახლოს მომიტანა
პირი გავაღე და დავთანხმდი მის ძიძობას
ესე მაჭამა მთელი თეფში და როდესაც მოვრჩით ხელსახოცით პირი მომისუფთავა , თითქოს მართლა პატარა ბავშვი ვყოფილიყავი
ჭურჭელი ონკანთან დადო და მე გამომხედა
-შენ თავი დაანებე ვერ გარეცხავ - ღიმილით მითხრა - მე ახლა მივდივარ და საღამოს მოვალ - სამზარეულოდან გავიდა
-სად მიდიხარ? - უეცრად მივაძახე
-შენი საქმე არაა - უხეშად მიპასუხა და კარი მოიხურა
******************************************************
საღამომდე სახლში მარტო ვიყავი და მოვიწყინე , ამ სახლში მარტო პირველად მოვიწყინე და ეს მეუცნაურა , ანუ იმდენად მართობდა პატარა ვიბლიანი რომ მის გარეშე უკვე უაზროდ უნდა ვყოფილყავი?
ამ აზრმა შემაშინა
ოთახში წავედი , ტელეფონი მოვიმარჯვე და თემოს დავურეკე
**
-გისმენ - ძალიან ოფიციალურად მიპასუხა თემურიმ
-სად ხარ? - დაბნეულმა ვკითხე რადგან ესე არ იცოდა ხოლმე
-მეგობართან ერთად ვსადილობ , რა იყო? - ჩაიცინა მაგრამ ეს სიცილი მე სულაც არ მეკუთვნოდა
-გოგო? - ინტერესით ვკითხე
-კი - საჩქაროდ მპასუხობდა რომ მოვეშორებინე
-უიმე კაი ბოდიში რომ დაგირეკე! - გაბრაზებულმა ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე..
***
თემოზე გაბრაზებულმა კიდევ უფრო მოვიწყინე , საწოლზე გადავწექი და ჩემს ბალიშს ჩავეხუტე
ჩემი ტელეფონი ისევ აწკრიალდა , თემო იყო
***
-რა გინდა? - გაბრაზებულმა ვუპასუხე და სიცილის შეკავება ვცადე
-კაი რა გჭირს? გეწყინა ? - დამნაშავესავით ლაპარაკობდა
-დიახ! - ამაყად ვუთხარი
-კაი რა , შენ მაინც ხო სულ გესმის ჩემი და ახლა რა მოგივიდა? - ნაღვლიანმა ჩაილაპარაკა
-კაი ხო ვხუმრობ! - გამეცინა - მიდი და საღამოს დაგირეკავ
-ჩემი სიცოცხლე ხარ შენ - მხიარულად ჩაილაპარაკა თემომ
-ვიცი - სიცილით ვუპასუხე და ტელეფონი გავთიშე
******************************
თვალები დავხუჭე და კარის გაღების ხმა გაისმა
არ ავდექი რადგან არ მინდოდა მზრუნველი შეყვარებულივით დავხვედროდი
-ფეხბურთს ვუყუროთ ხო?
მაგრამ გავიგე სრულიად უცხო ხმა და შეშინებული წამოვდექი საწოლიდან , ხელში რაც მომხვდა ის ავიღე და კარისკენ ჩუმად წავედი
კარი გამოვაღე შეშინებული თვალებით დავიწყე უცნობის მოძებნა მაგრამ მომეშვა როდესაც პატარა ვიბლიანი დავინახე
-ეს ვინაა? - შიშისგან შევხტი როდესაც დივანთან ვიღაც ორი დავინახე და კარს ავეკარი
ვიბლიანს დაბნეულმა გავხედე და შემდეგ ბიჭებს მივაშტერდი
-ჩემი შეყვარებული! - პასუხი ჩემ მაგივრად გასცა ვიბლიანმა და ჩემკენ ბედნიერი სახით წამოვიდა - შენ არ მითხარი მაწყობსო? - ყურთან მოჩურჩულა და მეც ის საღამო გამახსენდა როდესაც ვიბლიანი მოვიდა
”ანუ ესენი ძმაკაცები არიან” - ჩემთვის გავიფიქრე და როდესაც ბიჭების მზერას წავაწყდი მათ გავუღიმე
-რადგან ესე გინდა იმედი მაქვს კარგად გიცნობენ , ნამდვილად არ ვაპირებ შენ შექებას - ჩუმად ვუჩურჩულე ვიბლიანს და ბიჭებისკენ წავედი
ისიც უკან გამომყვა და წელზე ხელი მომხვია
-ეს ლევანია , ეს კი ანდრია - გამაცნო ბიჭები და გამიღიმა
-მე კატო ვარ - ხელი გავუწოდე ორივეს და გავუღიმე
-ძალიან სასიამოვნოა , არასდროს გვეგონა მას თუ შეყვარებული ეყოლებოდა - მითხრა ლევანიმ და ვიბლიანისკენ მანიშნა
აი ანდრია კი აშკარად მეორე ვიბლიანი იყო , ისიც უჟმური...
-ჰო მეც მიკვირს ამასთან რა მინდა - თავი გავაქნიე და ბიჭების წინ ჩამოვჯექი
ვიბლიანიც გვერდით მომიჯდა და ხელი გადამხვია , მინდოდა მომეშორებინა მაგრამ ძალიან ცუდად გამომივიდოდა
-აბა ძალიან მაინტერესებს როგორ გაიცანით ერთმანეთი - მხიარულად ჩაილაპარაკა ლევანიმ და ტაში შემოკრა
-მამაჩემის ბარში იყო და იქ გავიცანი - მოკლედ მოახსენა პატარა ვიბლიანმა
ბარის ხსენებაზე სახის გამომტყველება შემეცვალა და ეს ანდრიას არ გამოპარვია , შემომხედა და მეც ისე გავხედე როგორც თვითონ , ალბათ არ მოვეწონე , პაქტი იყო მამოწმებდა
-რა უაზროდ ყვები დათ - სიცილით გავხედე ვიბლიანს - მე მოგიყვები - გავხედე ლევანის - მოკლედ ბართან ვიყავი და გავიგე გოგოს ყვირილი , გავიხედე , გამოვიხედე და შორს დავინახე ორი ადამიანი , ერთი ნუ გოგო და მეორე ვინ? რათქმაუნდა ჩვენი დათი! - სიცილს ძლივს ვიკავებდი - ხო და მივედი , იმ გოგოს დათის მოშორება უნდოდა , ეს კი არ შორდებოდა , ვიფიქრე მოვაშორებთქო მაგრამ მე ჩავდგი ფეხი ხაფანგში! შემდეგ მე ამეკიდა და მთელი ერთი კვირა სიყვარულს მიხსნიდა - ღიმილით დავამთავრე - რა საყვარელი იყავი გახსოვს დათ? - მას ავხედე
-ჰო ამასაც უყვარს ტირანები და ამიტომ არის დღეს ჩემთან - ბიჭებს ღიმილით გახედა და თვალი ჩაუკრა
-უკვე იმდენად მაღიზიანებს! ხშირად ვფიქრობ რომ დავშორდე მაგრამ მეცოდება - ნაღვლიანად ჩავილაპარაკე და თავი დავხარე
ლევანის სიცილი აუტყდა , ანდრიასაც გაეღიმა და ეს გამარჯვებად ჩავთვალე
-ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები! - სიცილით გვითხრა კომპლიმენტი ანდრიამ და ლუდს თავსახური გადააძრო
-მეც დავლევ - ვუთხარი ღიმილით ბიჭებს და ქილას ხელი დავტაცე
-არ დალევ! - მიბრძანა ვიბლიანმა და ქილა თავის ადგილას დააბრუნა
-დავლევ! - ისევ ავიღე და გავუღიმე
-არ დალევ! - ისევ წამართვა
-დავლევ! - ხელიდან გამოვგლიჯე სანამ დადებდა
-კაი დაანებე თავი! - უთხრა ანდრიამ სანამ კიდევ რამეს იტყოდა დათი - დალიოს თუ უნდა - გამიღიმა და მეც თბილად გავუღიმე
-არ დალევს! - მაინც წამართვა და ხელი ისე მაგრად მოუჭირა რომ წართმევას აზრი აღარ ჰქონდა
-მაშინ კოკაკოლა მომიტანე რა - გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე
ვიბლიანი რატომღაც დაიბნა , უსიტყვოდ წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა , ხუთი წუთი იქ დებილივით იდგა , შემდეგ კი ჩვენთან დაბრუნდა
კოკაკოლა და ჭიქა წინ დამიდო და ისევ მისი ადგილი დაიკავა
-ფეხბურთი გიყვარს კატო? - მხიარულად მკითხა ლევანიმ
-კი ძალიან - დაუფიქრებლად ვუპასუხე რადგან ასე იყო საჭირო , სინამდვილეში კი ფეხბურტის მოყვარული არ ვყოფილვარ
-უყურებ დღეს ჩვენთან ერთად ? - გამიღიმა და ლუდი მოსვა
-ხვალ სამსახურში მიდის და უნდა დაისვენოს - ჩემ მაგივრად პასუხი გასცა ვიბლიანმა
-და ჩვენ აქ უნდა ვიხმაუროთ შე*ემა? - თავი გააქნია ანდრიამ - სადმე წავიდეთ
-არა! - უეცრად ხმას ავუწიე - სამსახურში გვიან მივალ და დიდი სიამოვნებით ვუყურებ თქვენთან ერთად ფეხბურთს , თან უკეთ გაგიცნობთ ბიჭებო - ამ სიტყვებს ბედნიერი ვამბობდი , მაგრამ ვინ იცოდა რა მქონდა ჩაფიქრებული
-და რომ ვერ გამოიძინებ ჩემო სიცოცხლე? - მზრუნველი შეყვარებულივით დამხედა ვიბლიანმა
-არაუშავს , თუ დავიღლები აუცილებლად გეტყვი და დავიძინებ - თავი მის მხარს ჩამოვადე
-კარგი - ირონიულად მითხრა ვიბლიანმა და შუბლზე მაკოცა
ბიჭები კი გაშტერებულები გვიყურებდნენ და უხაროდათ ძმაკაცის "ტყუილი" ბედნიერება!
-მაგარი წყვილი ხართ თქვენს თავს ვფიცავარ! - სიცილით ლაპარაკობდა ლევანი
-რატომ? - რადგან წყვილი არ ვიყავით ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მაინტერესებდა
-ჯერ გერეგნობის ფაქტორი - გამიღიმა - ძალიან ლამაზი ხარ. და მეორე ხასიათები! ზუსტად შენნაირი გოგო სჭირდება ამ იდიოტს! - ღიმილით დაამთავრა და ძმაკაცს გახედა რომელიც მე მომშტერებოდა
-კი ნამდვილად იდიოტია! - თავი დავუქნიე
-ნამდვილად! - დამეთანხმა ლევანიც სიცილით
-აუ მე ბევრი რამე არ ვიცი დათიზე , არ უყვარს საუბარი ხომ იცით როგორი უჟმურია და არ გინდათ მომიყვეთ ? - საათს გავხედე - თან ჯერ ფეხბურთის ადრეა
-კი დიდი სიამოვნებით მოგიყვები - გამიღიმა ლევანიმ
-მოიცა ახლავე დავბრუნდები და - ფახზე წამოვდექი და სამზარეულოსჰი წავედი პიცის მოსატანად
ჩემთვის ახლა ნამდვილი კინო იწყებოდა და რამე აუცილებლად მჭირდებოდა
სანამ სამზარეულოში გავიდოდი მოვბრუნდი და ვიბლიანს თვალებში ჩავხედე
პირის მოძრაობით ვანიშნე სიტყვები "ჯერ სად ხარ" და ხტუნვით წავედი სამზარეულოსკენ...

**************************
იმედია მოგეწონებათ... ველოდები თქვენ შეფასებებს



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ძალიან კარგია მომეწონა

ძალიან კარგია მომეწონა
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი LoNdA DM

Malaria as wyvili Dzalian momwons . ukve vvijdebi am motxrobaze

 


№3  offline წევრი isterichka123

ყველა თავი ეხლა წავიკითხე და ძალიაან მომეწონა ასე გაგრძლე ჩემო კესანე მალე დადე რა გთხოვ ველოდები ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent