შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''ორმაგი ცხოვრება'' (დასასრული)


20-09-2016, 22:57
ავტორი lisebeth
ნანახია 4 731

თიკომ ყავა მოიტანა და მისაღებ ოთახში თამუნასთან ერთად დაჯდა. წუტის წინანდელი ემოიცები ჯერ ისევ ეტყობოდა ქალს სახეზე. თამუნას ხელი ნიკაპის ქვეშ ამოედო და ეზოში უმიზნოდ იყურებოდა. თიკო, რომ გამოჩნდა გამოერკვა.
-სიმართლე გითხრა უკვე დიდი ხანია ვცდილობდი ანასთან მკაცრად დალაპარაკებას , მაგრამ ვერიდებოდი. არ მინდოდა ზედმეტი მომსვლოდა და გაქცეულიყო. ზოგად ასე არაპროგნოზირებად ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან სახიფათოა არასდროს იცი რას მოიმოქმედებენ.
-მესმის.შესაძლოა მეც ზედმეტი მომივიდა, მაგრამ... იქნებ არც არის ჩემი საქმე
-როგორ თუ არ არის. ეს ისევეა შენი საქმე როგორც ანასი.
-შეიძლება...
-მითხარი რა უნდა გეთქვა ჩემთვის?
-რა და გუშინ ძალა მოვიკრიბე და გოჩას ვუთხარი, რომ ორსულად ვარ.
-რაა? მერე რაო რა გითხრა?_ ინტერესისგან აწითლდა ქალი
-თვითონაც შოკში ჩავარდა. ხომ წარმოგიდგენია არა? მაგრამ მაინც გაუხარდა. ახლა იმაზე ვფიქრობთ ვიკას ეგ როგორ ვუთხრათ,
-ლილის ძალიან გაუხარდება როცა გაიგებს და ან ძმა ეყოლება.
-გოჩას უნდა ,რომ კანონიერ შვილად აღიაროს
-ჰო ვიცი მითხრა. შენ რას ფიქრობ?
თამუნამ მხრები აიჩეჩა
-რაა?
-რავიცი არაფერს. მისი უფლებაა ასე მოიქცეს. სიმართლე გითხრა არ მინდა ამ ამბავში გარევა. ისე მოიქცეს როგორც გგული უკარნახებს. მისი შვილია ბოლოს და ბოლოს. მაგ ბავშვის ცოდვა ისედაც ბევრმა დაიდო. აღარ მინდა მეც ზედ დავემატო.
-ამასწინ ლუკა მეკითხებოლა ლილიზე და გოჩაზე. როგორც შემეძლო ავუხსენი სიტუაცია.
-მე ვიკას კლასელის დედამ დამირეკა ცოტა ხნის წინ . როგორც ცანს ვიკამ სთხოვა ნიას დედაშენს დაარეკინეო. წარმოგიდგენია?გოჩამ არაფრით გაუშვა და ახლა ცდილობს სხვა გზით შემოგვიტიოს. იმანაც მკითხა ლილიზე. ღმერთო რა გაუძლებს ამდენ ჭორავს და ამდენ ახსნა-განმარტებას. ღმერთო გაძლება მომეცი...
-ისე არ გინდა ცოტა ხანს სადმე წახვიდე? მანამდე ჩაწწყნარდება სიტუაცია.
-დასრულდეს სკოლა და დედაჩემთან წავალ. ვიკასაც წავიყვან. მერე შეიძლება ჩამოვიდე მარა ვიკას დავტოვებ.
-რა უდნაა აქეთ მთელი ზაფხული? იყოს იქ ზღვაზე და დაისვენოს.
-ლუკა გაუშვი არ გინდა? დედაჩემის სახლში ოცი კაცი იცხოვრებს შენი ბიჭი კი არა. თან დედასაც მიეხმარებიან. იცი რამდენი ტურისტები ყავს?
-კარგად მუშაობს ხომ მაგის სასტუმრო?
-ძაან. სულ უცხოელები ყავს. ამასწინ მეუბნებოდა ინგლისურიც ვისწავლე ამასობაშიო. ახლა საქმე აქვს და აღარ ბეზრდება მარტო ყოფნა. მშვენივრად უძღვება სასტუმროს
-თბილისის სახლს რას უპირებს?
-მე დამიტოვა. ვიკა,რომ გაიზრდება და დამოუკიდებლად ცხოვრებას ისწავლის მას მივცემ და იცხოვროს იქ ისე როგორც უნდა.
-ძალიან კარგი აზრია. ლუკას ვეტყვი და წავა მაინც მიდის ზღვაზე და...
-დედაჩემი მიხედავთ მე რომ დავბრუნდები არ იჯავრო.

***&&&***
ანა ტაქსისი იჯდა დაფანჯრიდან ხალხით სავსე ქუჩას გაჰყურებდა. მანქანა ნელა მოძრაობდა. ქალაქში პიკის საატი იყო. ყველა გამოსული იყო ფეხით თუ მანქანებით. შუქნისანთან 3-5 წუთს მაინც უწევდათ დგომა. ბოლოს მძოლს მისამართი შეუცვალა სხვა მიმართულებით წასვლა სთხოვა. არც ამ მხარეს იყო ნაკლები საცობები.
ბოლოს როგორც იყო დანისნულების ადგილას მივიდა. გზის მეორე მხარეს ბევრი ბავშვი ირეოდა. ცოტა ხანს იდგა, მაგრამ ამაოდ ვის დანახვასაც ელოდა არ გამოჩენილა. იფიქრა ზედმეტად აქვთ გაკვეთილიო და კიდევ ერთ საათს დარჩა, მაგრამ ამაოდ. ნაცნობი სახე არც ამჯერად გამოჩენილა.
გაიფიქრა მეც იმ შემთხვევაში ხომ არ ვარ რაღაცის შეცვლა გვიანი, რომ არისო.
ყურებჩამოყრილ კურდღელს დაემსგავსა. რაღაც ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს დაპატარავდა. განცდები აემღვრა. აღარ იცოდა კიდევ როდესმე თუ შეძლებდა გამბედაობა მოეკრიბა და მასთან მოსულიყო.
ხელები უღონოდ ჩამოუშვა და იქაურობას გაცილდა. უკვე ცხადი იყო, რომ ცდას აზრი აღარ ჰქონდა.

***###***

ვიკა მძოლის მანქანიდან ისე გადმოხტა უკან არც მოუხედავს. არც სკოლაში აქცევდა ყურადღებას ლილის. ისე იქცეოდა თითქოს არც არცებობდა. ჩანთა მხარზე მოიგდო და ნაბიჯებს აუჩქარა.
გამოლაპარაკებისთვის თავი არც ლილის გამოუდია. უკვე ხვდებოდა, რომ ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა. შეხედულებები მხოლოდ დროს შეეზლო შეეცვალა.
მისაღებში, რომ შევიდა ვიკას ძიძა აქეთ-იქეთ დაფუსფუსებდა.
ლილი მიუახლოვდა:
-უკაცრავად, მამაჩემი სახლშია?
ქალმა რაღაცნაირი სახით გამოხედა. თითქოს ეს მიმართვა ეუცნაურაო. მიუხედავად ამისა პასუხი დაუბრუნა:
-კაბინეტშია, ცოტა ხნის წინ მოვიდა, მაგრამ ახლა მასთან ქალბატონი თამუნაა. სჯობს არ შეაწუხო ალბათ მნიშვნელოვან საკითხე საუბრობენ.
-კარგი, გმადლობთ_ გაურიმა ბავშვმა და კაბინეტთან ახლოს სკამზე დაჯდა.
კარი მართლა დაკეტილი იყო. რამდენიმე წუთში გაიღო და თამუნა გამოვიდა.
-მე წავალ ვიკას დავუძახებ და დაველაპარაკოთ._ უთქხრა ქმარს. ჯერ ისევ კარებში იდგა. რომ მობრუნდა ლილი დაინახა.
-გამარჯობა...
თავი უხერხულად იგრძნო გოგონამ
-გამარჯობა. ასე ადრე რატომ მოხვედი?
-ერთი გაკვეთილი გაგვიცდა. შეიძლება მამაჩემს დაველაპარაკო? თუ ისევ რამე საქმე არ გაქვთ მასთან
-არაა, მე უკვე მოვრჩი შეგიძლია შეხვიდე.

ლილი კაბინეტში შევიდა. გიჩა ფურცლებში იქექებოდა. მოიბოდიშა და დალაპარაკება მინდაო განაცხადა
-მითხარი რა გინდა შვილო. თუ რამე გჭირდება მითხარი არ მოგერიდოს .
- რაღაც მინდოდა მეკითხა. თქვენ რომ მითხარით დედაჩემს პრობლემები აქვსო და...
-ჰო მერე ?
-მინდოდა მეკითხა როდესაც ეს პრობლემები მოგვარდება შევძლებ ისევ ბებოსთან დავბრუნდე?
-მაგას რატომ ამბობ? მეორე დღეა რაც აქ ხარ. ჩემთან ყოფნა არ მოგწონს? ვინმე ცუდად გექცევა?
-არა რას ამბობთ უბრალოდ მინდა სახლში დავბრუნდე. ბებო მარტო დარჩა და ის ...ის ძალიან ინერვიულებს ჩემს წამოსვლას. მე მირჩევნია იქ ვიცხოვრო სადაც ჩემი ადგილია.
- მესმის საყვარელო, მაგრამ ჯერჯერობით შენი შინ დაბრუნება შეუძლებელია. როდესაც ყველაფერი მოგვარდება შეგიძლია შენს სახლში დააბრუნდე მაგრამ დაიმახსოვრეე ეს ყოველთვის შენი სახლიიიქნება. როცა მოგინდება მოხვალ და დარჩები.. მპირდები?
-გპირდებით...
-ჰო და კიდევა არანაირი თქვენობით საუბარი . ჩემი შვილი ხარ გესმის?
-კარგი...-გაიცინა გოგონამ
-კარგი...რა...?
-კარგი მამა-თვალები მოჭუტა ლილიმ და კაცსს მოეხვია
-ასე უკეთესია. ახლა მისაღებში გავიდეთ. თამუნა ვიკას დაუძახებს და რაღაც მნიშვნელოვან საკითხზე უნდა დავილაპარაკოთ.
-რაზე? რამე მოხდა? მე მეხება?
-არა საყვარელო . ეს ყველას გვეხება
გოჩამ ხელი ჩაჰკიდა და მისაღებში გაიყვანა ბავშვი. ვილა უკვე იქ იჯდა. ძიძა ტავზე დასტრიალებდა და ხან რას სთავაზობდა ხანახც რას.
-მარტო დაგვტოვე გთხოვთ - უთხრა თამუნამ როცა მამა-შვილი გამოჩნდა
-რა ხდება? ესეც უნდა დაგვესწროს? -ცხვირი აიბზუა ვიკამ და ლილიზე მიანიშნა
-ის შენი დაა შვილო - ხელი უფრო მაგრად მოხვია გოჩამ
- ჰო როგორც თქვენნ იტყვით
-ვიკა გაჩუმდი და დედას მოუსმინე. როცა გაიგებ რის თქმას აპირებს მიხვდები რომ ჩვენი ცხოვრება მალე კიდევ უფრო შეიცვლება .
-მეტი რაღა უნდა შეიცვალოს?
- ვიკა გეყოფა შვილო ადამიანებისს მოსმენა ისწავლე -დაუცაცხანა თამუნამ- მე და მამამ რაღაცც უნდა გითხრათ . ის რასაც არ ელოდებით, მაგრამ...
-ჰო ამ ბოლო დროს სულ მასეთ ამბებს ვიგებ საერთოდ რომ არ ველოდები
-ვიკა შენ მალე ისევ გეყოლება და ან ძმა.
-რაა? -წამოიკივლა გოგონამ
- ორსულად ვარ ვიკა და მალე ისევ გავაჩენ შვილს
- არა, არა ეს შეუძლებელია... შეუძლებელია მე მიკეთებდეთ ამას - ფეხზე წამოიჭრა იგი.
-გეყოფა ვიკა...-ხმას აუწია გოჩამ_ შენი თავი ვინ გგონია? ამდენი ხანია გეფერები და თავზე ხელს გისვამ .არ გეგონოს იმიტომ ,რომ შენი ვინმეს ეშინია. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მიყვარხარ და არ მინდა გაწყენინო. არაფერი არ შეგეშალოს იცოდე.
-მოდიხართ და თავზე მატყდებით ამ თქვენი ახალი ცხოვრების წესით. ჩემი ცხოვრება დაანგრიეთ და გამაუბედურეთ და კიდევ მე ვარ დამნაშავე?
-ვიკა-მეთქი. დედაშენს პატივი ეცი და წესიერად ილაპარაკე. არამგონია შენ უნდა გითანხმებდეთ იმას უნდა გავაჩინოთ თუ არა მეორე შვილი მე და დედაშენმა. ეს ჩვენი პირადი ცხოვრებაა და ამაში ჩარევის უფლება ვინ მოგცა? შენ თუ როდესმე რამე დაგაკლდება პრეტენზიები მერე გამოთქვი
-საერთოდ არაფერი არ გესმით არა? ვერ ხვდებით მე რა მაწუხებს. ჩემი არავის გესმით... ჩემი აღარავის გესმით. რატომ გგონიათ, რომ ეს თქვენი ახალ-ახალი ბავშვები უნდა ავიტანო?_ ცრემლები წამოსკდა ვიკას.
-შვილო მესმის რასაც გრზნობ. ნაწილობრივ თუ არა ბოლომდე ჩვენი ბრალია, რომ ასეთ ეგოისთ ადამიანად გაგზარდეთ, მაგრამ შენს კლასელებს ხომ ჰყავთ და-ძმა? ამის გამო ვინმე სახლიდან გარბის? შენ რატომ არ შეიძლება გყავდეს?
-იმიტომ ,რომ მე ყოველთვის მარტო ვიყავი და მინდა ისევ ასე იყოს
-მარტოობა კარგი არ არის შვილო. როდესაც დედმამიშვილი გყავს ის შენი დასაყრდენია. მე და დედაშენი ყოველთვის ვერ ვიქნებით შენს გვერდზე შენ კი გეყოლება და და ძმა რომლებიც ყოველთვის შენს გვერდით იქნებიან,დაგეხმარებიან და როცა გაგიჭირდება მხარში დაგიდგებიან.
-იცი შვილო როგორ მინდა და ან ძმა მყავდეს?_ჩაერია თამუნა._ დედმამიშვილი მხოლოდ აძლიერებს ადამიანს. ჩემო ერთადერთო გგონია როდესმე ისეთ რამეს გავაკეთებთ შენ გავნოს? დედმამიშვილები მხოლოდ სიმდიდრეა შვილო. არ შეიძლება ისინი უარყო მხოლოდ იმიტომ, რომ ეგოისტობ
-ჰო, მაგრამ.....
-შვილო შენ ხომ ჭკვიანი გოგონა ხარ? შენზე სულ ტყუილად ვამყარებდი იმედებს ამდენ ხანს? მე ხომ ვიცი, რომ შენ კეთილი გული გაქვს? დაივიწყე ეს უაზრო ბოღმა და ნახავ რა ბედნიერი იქნები. თავს რა უკეთ იგრძნობ _ შუბლზე აკოცა გოჩამ ქალიშვილს და გულში ჩაიკრა
-ვიკა იცი?_დაიწყო ლილიმ და თან როგორც ჩვეოდა თითებს იგრეხდა ნერვიულობისგან _ცოტა ხნის წინ მამას ვუთხარი, რომ როგორ კი პრობლემები მოგვარდება მე ბებოსთან დავბრუნდები. არ ინერვიულო აქ დარჩენას საერთოდ არ ვაპირებ. ეს დროებითია...
-ეს არაფერ შუაშია ლილი. ასეც რომ იყოს ვიკა უნდა მიეჩვიოს და შეეგუოს, რომ ყველაფერი ისე ვერ იქნება როგორც მას უნდა. უნდა შეეგუოს იმას, რომ და ჰყავს, უნდა შეეგუოს , რომ ისევ ეყოლება _ჩაერია გოჩა
-ჰო მაგრამ მისიც გასაგებია. ეს მისი სახლია მე კი ასე უბრალოდ შემოვიჭერი.
-შენ არსად შემოჭრილხარ შვილო. ისევე ხარ ჩემი შვილი როგორც ვიკა. გაიგეთ ბოლოს და ბოლოს რომ ორივე ჩემი შვილები ხართ. ერთმანეთისგან არასდროს გაგარჩევთ. თუ ვიკას აქვს აქ ყოფნის უფლება შენც გაქვს, თუ შენ გაქვს უფლება ჩემი შილი იყო, მასაც აქვს. ამის უფლება ორივეს გაქვთ. გთხოვთ ამ საკითხზე აღარ ვიდაოდ... გთხოვთ... თუ მამა მართლა გიყვართ
-მამათქვენი მართალია. უნდა შეწყდეს ეს დაპირისპირება თუ არა და ყველა დავზარალდებით. მშვიდად ყოფნა ყველაფერს ჯობს გოგონებო_ გადაჭრით თქვა თამუნამ
-თან დედიკოს ნერვიულობა აღარ შეიძლება. შენ ხომ გიყვარს დედიკო?_ლოყაზე მიეფერა გოჩამ ვიკას._მითხარი ხომ გიყვარს დედიკო? მისთვის გაააკეთე ეს ჩემო სიცოცხლევ. არ ანერვიულო დედიკო თორემ შეიძლება ცუდად გახდეს.
-დედა ძალიან მიყვარხარ ხომ იცი? _წელზე მოხვია ხელი ვიკამ და გულზე მიეკრო. უკვე ბეჭებს ზემოთ სწვდებოდა ქალს.
-ვიცი ჩემო ანგელოზო... ვიცი ... ყოველთვის ჩემი პატარა გოგონა იქნები. ახლა ის გააკეთე რასაც მამა გთხოვს. ის იმსახურებს შენგან პატივი სცე მის გადაწყვეტილებას.
-შვილო, მიდი და შენს დას გადაეხვიე,_ მხრებზე ხელი დაადო გოჩამ_მიდი ჩემო გოგო. შეცდომების აღიარება არასდროსაა დამამცირებელი. პირიქით ეს მხოლოდ ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ.
-ერთმანეთს ბევრი ვაწყენინეთ ვიკა. ვიცი რომ იმ დღეს არ უნდა მეთქვა სკოლაში ჩვენი ამბავი. ვიცი, რომ შენთვის ეს შეურაცმყოფელი იყო. მაგრამ მე არც მიფიქრია ასე მომხდარიყო. გეფიცები წამომცდა. განზრახ არ მიქნია. თუ შეგიძლია მაპატიე. ჩემი ნათქვამის გამო ლამის უბედურება შეგემთხვა...
ვიკა თავდახრილი იდგა და მხოლოდ ისმენდა , მაგრამ მისთვის არ შეუხედავს.
გოჩამ ისევ დაადო მხრებზე ხელი და ქალიშვილი შეანჯღრია.
-ახლა შენი ჯერია საყვარელო. ხედავ რა მარტივია? შენც აღიარე, რომ შეცდი და მორჩა. ყველაფერი შეიცვლება.თქვენ არაფერი არ გაქვთ გასაყოფი.
-მაპატიე_ამოიბურდღუნა ვიკამ ისე, რომ თავი არ აუწევია_მაპატიე უხეშად რომ გექცეოდი. ვხვდები, რომ არასწორი ვიყავი. ეს აღარ განმეორდება
-ყოჩაღ შვილო ახლა ის ჩემი პატარა გოგო ხარ როგორც ადრე . ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება საყვარელო გესმის? ახლა ერთმანეთს გადაეხვიეთ და მერე სუფრას მოვუსხდეთ.
პირველი ლილი დაიზრა ადგილიდან, რადგან ხედავდა ვიკას თავის სიამაყეზე გადაბიჯება ჯერ ისევ უჭირდა. ახლოს მივიდა და გადაეხვია, მაგრამ ვიკას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ლილის მოეჩვენა, რომ მასში რაღაც შეივსო. ახლა პირველად გაიახრა, რომ ის მართლა მისი და იყო. გოცამ ორივეს ხელი მოხვია და ჩაიხუტა.
-თქვენით ვამაყობ. ასე უნდა იყოთ მთელი ცხოვრება. ეს არ უნდა შეიცვალოს გესმით?
-მე მაინც გპირდები, რომ მალე წავალ. ვეცდები ჩემი პრობლემები მოვაგვარო
ვიკა გაჩუმდა. გოცამ თვალით რაღაც ანიშნა და მანაც ხმა ამოიღო.
-შეგიძლია დარჩე რამდენ ხანსაც გინდა.
-კარგი ოფიციალური ცერემონიალები მოვრჩით. ახლა ამ ოჯახის დიასახლისსაც მივულოცოთ...
პირველმა თვითონ მოხვია ხელი და ჩაიხუტა. ქალმა თავი უხერხულად იგრძნო. ორი ბავშვის მზერა ჯერ ისევ მისჩერებოდათ
-გეყოფა..._გამოეცალა ხელიდან კაცს და ვიკასკენ შეტრიალდა. გოგონაც გაშლილ მკლავებში ჩაუარდა და მაგრად მოეხვია.
-დედა ძალიან მიყვარხარ...გეფიცები და მინდა რომ კარგად იყო.თუ რამე დაგჭირდება შენთვის ყველაფერს გავაკეთებ
-ვიცი ჩემო სიცოცხლევ.
უკვე გვიან იყო . ყველა დაწოლაას აპირებდა. მოულოდნელად გოჩას ტელეფონმა დარეკა.
-თიკო? მოხდა რამე?
-აქ ვიღაც არის და შენთან დალაპარაკება უნდა.
- ვინ არის?
- შეგიძლია ჩემთან გამოხვიდე?
- რათქმაუნდა- ტელეფონი გათიშა
- თიკო იყო? რა მოხდა?
- არ ვიცი ჩემთან გამოდიო. გავალ და ვნახავ კარგი?
გოჩა გარეთ გავიდა. ეზოში უკვე სასიამოვნო სიო უბერავდა. ზაფხული უკვე მოსულიყო. კიბეზე ჩაირბინა და ქუჩაში გავიდა. თიკოს ეზოში ლამპიონები ენთო. მისაღებშიც ჩანდა სინათლე. დააკაკუნა. ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია.
- თიკუ მოხდა რამე? მარტო რომ ხარ შეგეშინდ?
- არა რას ამბობ პირველად კი არ წასულა ჩემი ქმარი საზღვარგარეთ. მოდი სხვას უნდა შენი ნახვა გოჩა შიგნით შევიდა და გაოცებისგან ადგილზე გაშრა
-მოდი გოჩა. არ გეჩვენება... საღამო ხანს დამირეკა და შეხვედრა მთხოვა
- მოხდა რამე?
-დაელაპარაკე და თვითონ გეტყვის. მე მარტო დაგტოვებთ.
გოჩა მისაღებში შევიდა. ანამ როგორც კი დაინახა ფეხზე წამოხტა. აღელვებული და დაღლილი სახე ჰქონდა.
-ანა? ამ დროს აქ რას აკეთებ?
-შენთან დალაპარაკება მინდა
-კარგი, გისმენ
გოჩა დივანზე ანას პირისპირ ჩამოჯდა
- ლილიზე მინდა დაგელაპარაკო
- ის კარგადაა ნუ ღელავ
- ვიცი, მაგრამ მაინც. მინდა გთხოვო რომ... მასთან შემახვედრო. მინდა დაველაპარაკო
- რამე შეიცვალა?
- ჰო, დღეს სკოლაში მივედი ნახვა მინდოდა. მაგრამ ვერ ვნახე...
- გაკვეთილი გაუცდათ და ადრე მოვიდნენ. სადაცაა სკოლაც დამთავრდება
- მინდა ლილის შევხვდე და დაველაპარაკო. თუ გინდა შენც დაგვესწარი. გპირდები არაფერს ვაწყენინებ
გოჩამ შეიცადა, მაგრამ მერე მიხვდა ქალი გულწრფელი იყო. ტელეფონი ამოიღო და თამუნას დაურეკა. უთხრა ლილი თიკოსთან გამოუშვიოო ანას ნერვიულობა დაეტყო მაგრამ არ შეიმჩნია. მხოლოდ ხელებს ათამაშებდა. გოჩას ეს სულაც არ გამოჰპარვია.
- დაწყნარდი სანერვიულო არაფერი გაქვს.-ხელი მოჰკინდა ანას ხელზე, მაგრამ იმან ნერვიულლად გასწია უკან ამის მერე გოჩას მისი დაწყნარება აღარ უცდია.მხოლოდ იჯდა და იცდიდა სანამ ლილი მოვიდოდა მასაც არ დაუგვიანია. შორი გზა არ ჰქონდა გამოსავლელი.
- რა ხდება? - მშობლებს გადახედა ლილიმ და მამას გვერდით დაუდგა
- მე დაგტოვებთ- თქვა გოჩამ
- არა იყავით არაა საჭირო ანა წამით გაჩუმდა.
- ლილი, მოუსმინე შვილო დედას- ხელი მოხვია ბავშვს
- ლილი მე მინდოდა ჩვენზე გვესაუბრა. იმაზე რაც ჩვენს შორის მოხდა მთელი ამ წლების მანძილზე.
- მაგაზე საუბარი და გახსენება აღარ მინდა- იუარა ლილიმ
- მოუსმინე შვილო - სთხოვა გოჩამ
ანამ თავი დახარა და ისე დაიწყო ლაპარაკი
- მე ვიცი... ვხვდები რომ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი შენს წინაშე. არ ვიყავი მართალი. ამ ყველაფერს გულის სიღრმეში ყოველთვის ვხვდებოდი , მაგრამ ის პრობლემა რაც მქონდა დავიწყების საშუალებას არ მაძლევდა. შენ არაფერში ხარ დამნაშავე. პრობლემა მხოლიდ ჩემშია
- შენ მე მითხარი მამაშენის გამო მძულხარო. ეს რას ნიშნავდა? ანამ გოჩას გადახედა. ნერვიულობა მასაც დაეტყო.
- მე უბრალოდ... მე... ჩვენ ერთმდნეთს რომ დავშორდით ამიტომ მეგონა შენი ბრალი იყო. მმსზე ვიყავი გაბრაზებული და ჯავრს შენზე ვიყრიდი. სინამდვილეში შენ არაფერში ხარ დამნაშავე?
-ამას ახლა რატომ მეუბნები?
- იმიტომ , რომ დღეს ვიღაცამ მითხრა შვილზე დიდი ბედნიერერება არ არსებიბსო. მითხრა რომ სხვა დედებს არ უნდა უყურებდე შვილებს როგორ ეფერებიან... მითხრა რომ ამას შენც იმსახურებ.
ლილის გაეღიმა და გოჩას ახედა
- მიხვდი ვინც ეტყოდა?
კაცმა მხოლოდ თავი დაუქნია
- მხოლოდ მინდოდა მეთქვა რომ ვწუხვარ ამ წლების გამო. ვწუხვარ და მაპატიე... თუ შეგიძლია მაპატიე წამით ოთახში სიჩუმე ჩამოწვა.
-შვილები მშობლებს არ განსჯიან. ასე არაა ლილი?- თავზე ხელი გადაუსვა გოჩამ
ლილიმ წუთიერად შეიცადა. არ იცოდა ასეთ დროს როგორ უნდა მოქცეულიყო.არც ის ესმოდა დედამისის ასეთი სახეცვლილება
-შვილო დედას რამე უთხარი. აღარ არის გაბუტვის დრო. ერთმანეთის მოსმენა და პატიება უნდა ვისწავლოთ . კარგი ჩემო საყვარელო?
-კარგი, მე ვეცდები, რომ ყველაფერი დავივიწყო რაც ჩვენს შორის მოხდა
-მე დეიდაშენს ველაპარაკე და ვუთხარი, რომ ჩემი პასპორტი ზეგ უკვე მზად იქნება
-ესეიგი მაინც მიდიხარ? მოხვედი, რომ ბოდიში მოგეხადა, მაგრამ მიდიხარ?_ შეიცხადა ლილიმ._ ისევ იტყუები?
-ანა ეს რას ნიშნავს? მე მეგონა...
-ლილი მე წასვლა მჭირდება. უნდა წავიდე აქედან ცოტა ხანს და ყველაფერი დავივიწყო რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა.გარემოს გამოცვლა მჭირდება თორემ შეიძლება აქ ჭკუიდან შევიშალო.
-შეგიძლია აქაც დაიწყო აქალი ცხოვრება
-არ შემიძლია. უნდა წავიდე და სხვა გარემოში ვცადო. მაგრამ ჩემი წასვლის მიზეზი შენ არ იქნები. მე აქაურობასთან გაცლა მჭირდება ლილი. მინდა, რომ მიმიხვდე...მინდა რომ როგორღაც ჩემი გჯეროდეს. ერთი წლით ,ორი წლით ან გარკვეული დროით უნდა წავიდე... მაგრამ აუცილებლად ჩამოვალ და ჩვენ შევძლებთ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
-და ეს ერთი-ორი წელი მე რა უნდა გავაკეთო მაგაზე ფიქრობ?
-მამაშენი შენზე იზრუნებს. ბებიაც...ვიცი შენგან მეტისმეტს ვითხოვ ,მაგრამ კიდევ უნდა მომცე ეს დრო. გპირდები დაგირეკავ და... გპირდები, რომ ყველაფერი მოგვარდება.გპირდები გესმის?
-ლილი საყვარელო. ხანდახან ადამიანებს გარემოს გამოცვლა სწირდებათ იმისთვის, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყონ. დედაშენი არსად მიდის. ის ყოველთვის შენთან იქნება. დრო და სიშორე ადამიანებს მხოლოდ ფიზიკურად აშორებს ერთმანეთთან. მათი გზები და ცხოვრება კი ბოლომდე რჩება გადაჯაჭვული. დედას გაუგე. ჩვენ ყოველთვის შენთან ვიქნებით. ის დრო დასრულდა რაც წარსულში იყო.
-კარგი, ვხვდები რომ აზრი ისედაც არ აქვს ჩემს სურვილს
-ასე ნუ ლაპარაკობ ლილი. მე ვცდილობ რაღაცეები შევცვალო, მაგრამ ამას ასე ერთბაშად ვერ შევძლებ
-წასვლითაც არაფერი შეიცვლება.
-შეიცვლება. შენ ვერ ხვდები ამას იმიტომ ,რომ პატარა ხარ.
-ლილი, მიდი დედას მოეხვიე და თხარი რომ მისი გესმის. უთხარი რომ დაეხმარები ყველაფრის გადალახვაში. შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ?
გოჩამ ხელით უბიძგა ანასკენ.
ლილი ქალს მიუახლოვდა, თუმცა არც იცოდა როგორ მოქცეულიყო. მას აქამდე არასდროს ჩახუტებია,მასთან ყოფნაა არასდროს უგრძვნია, არც მისი სითბო იცოდა როგორი იყო...გული რაღაცნაირად აუბარძგალდა თითქოს სადაც იყო სხეულს გამოგლეჯდა და გარეთ გამოვიდოდა. ხელები საკუთარ ადგილს ვეღარ პოულობდნენ. ახლა მხოლოდ ის უნდოდა ატირებულიყო, მაგრამ არ იტირებდა... ამ დღეს ხომ დიდხანს ელოდა. ძალიან დიდხანს...
მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა ქალის ხელების შეხება რომიგრზნო თმაზე. თვალები ჯერ ისევ დახუჭული ჰქონდა. უნდოდა უფრომეტად წარმოედგინა და განეცადა ის რაც მოხდებოდა.
როდესაც მისი ხელები შეეხო თითქოს გააჟრჟოლა. ეს ძალიან ჰგავდა იმ შეხებას რამდენიმე დრის წინ თამუნასთან რომ განიცადა. ჰგავდა და თან არც ჰგავდა. ის გრძნობა იყო ოღონდ უფრო მეტად გამძაფრებული. უფრო მეტად ტკბილი და სურნელოვანი.
უფრო მეტად დაუვიწყარი... მოეჩვენა ,რომ სადღაც ჰაერში იყო ჩამოკიდებული და თბილი სიო სხეულზე ეხეთქებოდა. სადღაც უსასრულობასი ეკიდა ყოველი მისი განცდა.
-მაპატიე ლილი_ კიდევ უფრო შორიდან ჩაესმა და ხელებში სიცარიელე იგრძნო.
თვალები სწრაფად გაახილა. უნდოდა დაენახა სად წავიდა წუთის წინანდელი განცდა.
მხოლოდ თვალი მოჰკრა როგორ გარბოდა ანა კარებში.
_წავიდა?_ამოიკნავლა ბავშვმა
-ჰო, მას ძალიან გაუჭირდა და განიცადა, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. მან ეს ნაბიჯი გადმოდგა შენსკენ. ყვეკაფერი კარგადაა ლილი_თვალებში ჩახედა კაცმა ,რამაც კიდევ უფრო დიდი იმედი მისცა ბავშვს.
-მართლა დაბრუნდება? თუ მატყუებს?
-დაბრუნდება. დრო გავა და დაბრუნდება შვილო. აი ნახავ. ყველაფერი გამოსწორდება.

***&&&***

კვირა დღე იყო. სკოლის დამთავრებამდე ზუსტად ერთი კვირა რჩებოდა. ლილიმ ბარგი ჩაალაგა, რომ ბებიასთან დაბრუნებულიყო. მანამდე კი აეროპორტში გაევლო, რომ ანას დამშვიდობებოდა.
ჩანთა ქვედა სართულში ჩამოიტანა. თამუნას ჯერ ისევ ხალათი ეცვა და სუფრაზე რაღაცეებს ასწორებდა.
-დილამშვიდობის_თქვა და ჩანთა შემოსასვლელში დადო.
-გამარჯობა._ გაუღიმა თამუნამ. ვიკა არსად ჩანდა. _მოდი ისაუზმე
-არა გვეჩქარება ჩვენ. აეროპორტში დააგვიანდება ლილის.
-ლილი არ ინერვიულო დედაშენი მალე დაბრუნდება. აი ნახავ
ლილიმ მხოლოდ გაიღიმა, რაც მადლობას ნისნავდა. სანამ წასასვლელად მოემზადებოდა სახლში ძაღლის ყეფის ხმა გაისმა.
-ვიკა ? ძაღლს რა უნდა სახლში?_ აღშფოთდა თამუნა
-სასეირნოდ მიგვყავს მე და ლუკას. შენ უკვე მიდიხარ? _ლილის ბარგს გადახედა მან
-ჰო ბებიასთან ვბრუნდები.
-შეგიძლია როცა გინდა მოხვიდე და დარჩე. _ძაღლს კისერზე ხელი მოხვია,მაგრამ ცხოველი ისე ძლიერად უძალიანდებოდა ლამის ძალით გაათრია კარში გოგონა.
-ფრთხილად იყავი არ დაგამტვრიოს ვიკუ_მიაყვირა თამუნამ
-ლილი, წავიდეთ?
-ჰო რათქმაუნდა
-ლილი, იმ კვირაში ზღვაზე მივდივართ მე და ლილი.გოჩამ მითხრა, რომ წამოსვლა შემოგთავაზა. ბებოს უთხარი თუ გამოგიშვებს წაგიყვანთ.
-გმადლობთ აუცილებლად ვეტყვი.

ლილი და გოჩა აეროპორტში, რომ მივიდნენ ორივე იქ დაუხვდათ. ანაც და მზიაც. ლილი პირდაპირ ბებიასკენ გაექანა და ჩაეხუტა.
-ბებიას სიხარულო როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-მეც, დღეს სახლში ვბრუნდები
-მართლა? როგორ გამახარე. ისე მომენატრე საყვარელო.
ამასობაში ანას რეისიც გამოაცხადეს.
-ჩემი რეისია. უნდა წავიდე... კარგად იყავი ლილი და ბებოს დაუჯერე. მედაგირეკავ და აუცილებლად დაგელაპარაკები.
-იმედი მაქვს დანაპირებს შეასრულებ და ჩამოხვალ
-აუცილებლად ჩამოვალ. არ ინერვიულო. ჩათვალე, რომ მე სულ აქ ვარ. კარგად იყავი...
-კარგად
-მაპატიე, რომ იმ დღეს გამოვიქეცი, უბრალოდ ძალიან ავღელდი. იცოდე ყველაფერი კარგად იქნება_ლილისკენ გადაიხარა და გულში ჩაიკრა. ლილის ცრემლები წამოსცვივდა, მაგრამ მანამდე მოიწმინდა თითებით სანამ თავს ასწევდა.
-მითხარი რომ ჩემი გესმის გთხოვ.
-ვცდილობ გავიგო. ვხვდები, რომ ეს აუცილებელია. მე და მამამ ამ საკითხზე ბევრი ვისაუბრეთ
-გმადლობ...გმადლობ ასეთი მხარდაჭერისთვის
-შენ დედაჩემი ხარ... რაც არ უნდა მომხდარიყო ამ წლების მანძილზე მაინც დედაჩემი ხარ და ნებისმიერ შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.
-გმადლობ... გმადლობ ლილი... გმადლობ რომ ასეთი კარგი ხარ და ჩემგან განსხვავებით დიდი და ზრდასრული ადამიანივით იქცევი. მე ვერ გამოვდექი ისეთი დედა როგორსაც შენ იმსახურებ.
-მაგას ნუ ამბობ...
-სიმართლეა ლილი და მეც ვიცი ეს . ეს დრო ძალიან მალე გავა ...აი ნახავ...
-დეიდა მომიკითხე
-აუცილებლად...
-ჩემი გოგო მომიკითხე და მაგრად აკოცე. მისთვის რაღაცეებს გატან და უთხარი, რომ ძალიან მენატრება.
-ანა კარგად იყავი. წარმატებებს გისურვებ.
-ლილის მიხედე.
ანას სხვა არაფერი უთქვამს. გასასვლელისკენ წავიდა ისე რომ უკან არც მოუხედავს. იქნებ ეშინოდა კიდეც ,რომ წასვლას ვეღარ შეძლებდა.
მზიას თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. ათრთოლებული თითბი სახეზე აეფარებინა. ალბათ ასე უნდოდა დაეფარა თავისი განცდები. მანამ იდგა გაშტერებული სანამ ლილიმ მკლავზე ხელი არ დაადო და წავიდეთო არ უთხრა.
ქალი გამოერკვა და შვილიშვილის ნებას დაჰყვა.
უკვე იცოდა, რომ ისე არაფერი არ იქნებოდა როგორც ადრე.

***####***


ორი კვირის შემდეგ გოჩამ მანქანა გზისპირას მდგარ დიდ შენობასთან გააჩერა. თამუნამ ღვედი შეიხსნა და ძირს გადმოვიდა. ვიკამ მაშინვე მზის სათვალე მოირგო, როგორც კი მამამ კარი გაუღო.
-გოგონებო თქვენი ბარგი თქვენვე წაიღეთ კარგი? ლუკა მიდი მიეხმარე _ თქვა თამუნამ და თვითონ თავის ჩანთას ჩაეჭიდა.
-რას აკეთებ გაგიჟდი?_ ხელზე სტაცა გოჩამ და ლოყაზე აკოცა
-არაა მძიმე
-წარმომიდგენია რამდენად არ იქნება. ალბათ ყველაფერი წამოიღე რაც გაგაჩნია
-ჩამოხვედით? _გამოვიდა ქუჩაში შუახლნის ქალი. თმა მასაც თამუნას მსგავსად ქერად ქონდა შეღებილი. ძალიან კარგ ფორმაში იყო. მოვლილი და ელეგანტური._თამუ შვილო... როგორ მომენატრე
-დედა... როგორ ხარ? შენ მგონი არ ბერდები
-დაბერება არ მიხსენო.
-როგორ ხართ ქალბატონო რუსუდან როგორ ხართ? თბილისის გზა სულ დაივიწყეთ არა?
-აქ იმდენი საქმე მაქვს ვერ ვიცლი. შემოაყენე შვილო მანქანა.
-არა უნდა გავბრუნდე. ხვალ დილით მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. რამდენიმე დღეში ჩამოვალ.
-თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დღესვე გავდივარ ზღვაზე. მზე მოიჩრდილა ვიკამ... ბებო როგორ ხარ?
-ახლა უკეთ შენი ხმა , რომ მესმის. შენი ოთახი დავაწკრიალე. ის ოთახი მოგიმზადე შენ , რომ გიყვარს... ეს ლილია?_ახლა მისკენ გამოიხედა ქალმა
-გამარჯობა_გაიღიმა გოგონამ...
-მე რუსუდანი ვარ თამუნას დედა
-სასიამოვნოა.
ბავშვები სახლში შევიდნენ და გოჩას შეჰყვა. თან დარჩენილი ბარგი წაიღო.
-გოჩას უკანონო შვილი_არმოხდა ქალს როცა ყველა თვალს მიეფარა
-დედა გთხოვ არ გინდა. ჩვენ ხომ წინასწარ ვისაუბრეთ ამაზე? ეს არავინ იცოდა. დედა გთხოვ არაფერი შეიმჩნიო. ლილი კარგი ბავშვია...აი ნახავ...
-არაფერს ვამბობ შვილო. შენ ოღონდ არ ინერვიულო_მუცელზე მიადო ხელი ქალმა.
-წავალ დედა გამოვიცვლი ესენი ახლავე გაცვივდებიან ზღვაზე და მარტო ვერ გავუშვებ.
-მიდი საყვარელო.

-ცურვა იცი?_კითხა ვიკამ და თან სორტი ამოიცვა
-არა საიდან. ჩვენ ზღვაზე არ დავდიოდით
-მე და ლუკამ ვიცით და გასწავლით. თითქმის ყოველ ზაფხულს აქ ვართ ერთი თვე. უცებ აითვისებ
-იმედია არ დავიხრჩვები
-კარგი ერთი
-მოიცა ბებო მირეკავს... გისმენ ბებო...
-ჩახვედით შვილო?
-ჰო უკვე აქ ვართ და ვიკა უკვე ზღვაზე გარბის. მეც უნდა ჩავიცვა...
-ფრთხილად იყავი შვილო არაფერი მოგივიდეს
-ნუ ნერვიულობ. ჯერ მამაც აქა.
-დედაშენმა ამწუთას დარეკა. უკვე სამსახური უშოვნია. ხვალ დილიდან გადის და მერე უფრო ხშირად დავრეკავო.
-მართლა? რა კარგია...
-საღამო ხანს შენთანაც დარეკავს
-კარგი ბებო ახლა გავრბივარ. დაგირეკავ მერე.
კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ლუკა იყო...
-აბა მზად ხართ წყალში ყვინთვისთვის?
-მე ცურვა არ ვიცი ..._ამოიხვნეშა ლილიმ
-მოდი სელფი გადავიღოთ. _ტელეფონი ამოაძრო ვიკამ და გააჩხაკუნა_ არ ვარგა კიდე. სხვა პოზაში დაიყენა სახე...არც ეს ვარგა...
-ვიკა გეყოფა დაღამდა...
-კარგი ჰო იყოს ეს...და პირველი ფოტო ფეისბუქზე წარწერით ‘’ ზაფხული დაიწყო’’... არა ...’’პირველი დღე ზღვაზე’’... მშვენიერია... წავედით ...
კარებში გავარდა ვიკა და ორივე უკან გაეკიდა.
-ზღვამდე ვინც გაჩერდება ბოთეა _დაიჭყანა და უფრო სწრაფად გაიქცა.
-ეს რამე ახალია? შარშან ამბობდა ბოლო ვინც მოვა პლაჟზე ზღვის გოჭიაო _გაეცინა რუსუდანს
-წავალ გავყვები ერთმანეთი არ ჩაახრჩონ წყალში ამოიხვნეშა თამუნამ. შენ უკვე მიდიხარ?
-კი უკვე გავდივარ. დიდი გზაა წინ თამუ
-ჭკვანად იარე და არ გადააჭარბო.
ქმარი გადაკოცნა და დაძრულ მანქანაში ხელი დაუქნია.
ბულვარზე რომ გადავიდა დაინახა ბავშვები უკვე ერთმანეთს დაზდევდნენ. ლუკას ვიკა დაეჭირა და წყალში აყვინთავებდა.
თამუნა იქვე ბულვარში ჩამოჯდა და შორიდან აკვირდებოდა ბავშვებს. ცოტა ხანში თიკომაც დარეკა
-რა ქენით ჩახვედით?
-ჰო ჩამოვედით. ესენი უკვე წყალში შეცვივდნენ. უნდა წამოსულიყავი რა თიკუ...
-დედაშენი რასშვება?
-კარგადაა. ყავს ტურისტები საკმაოდ ბევრი.კარგადაა ნამდვილად
-ძალიან კარგი. ჩამოვა ჩემი ქმარი და მეც გესტუმრებით.
-გელოდები იცოდე.
-მიყვარხარ და თავს გაუფრთხილდი

****&&&&****
1 წლის შემდეგ


მზია სახლში იყო და სადილს ამზადებდა. ლილი მალე სკოლიდან მოვიდოდა და შეიძლებოდა ვიკაც თან მოჰყოლოდა. მის საყვარელ ოჯახურს წვავდა საგანგებოდ, როცა ლეპტოპში სკაიპმა დარეკა. ამ ბოლო დროს სულ ჩართული ჰქონდა. ხან ერთი შვილი ურეკავდა და ხან მეორე.
სწრაფად მივიდა და სათვალე მოირგო. სახე გაუბრწყინდა.
-ანა შვილო როგორ ხარ?
-დედა კარგად შენ?
-არამიშავს. ახლა ამწუთას ლილის ოჯახურს ვუწვავ.
-წარმომიდგენია რა გემრიელია.
-ჩამოდი შვილო მერე და შეგიწვავ შენც.
-დედა მგონი მალე მართლა ჩამოვალ
-მართლა შვილო თუ ისევ მეხუმრები?
-არა დედა. რაღაც უნდა გითხრა.
-რა მოხდა შვილო ხომ მშვიდობაა?
-იმ კაცის შვილი ხომ იცი მე რომ ვუვლი? მარკი ქვია რამდენჯერ გითხრარი ...
-ა ჰო ჰო.. მგონი დავბერდი შვილო... მერე?
-მე და მარკმა დაქორწინება გადავწყვიტეთ. მას უნდა, რომ შენ და ლილი გაგიცნოთ. ჩემს დას კი იცნობს...
-ჰო რაღაცას კიმეუბნებოდა შენი და თქვენზე ,მაგრამ მეგონა ხუმრობდა
-მე რომ ჩამოვედი დედა მარკის ცოლი ახალი გარდაცვლილი იყო. მეც ხომ იცი რამდენი რამ გადამხდა. აქ რომ რჩებოდა ხსირად ვსაუბრობდით ჩვენს წარსულზე და საერთო ენა ვიპოვეთ. მასთან ურთიერთობაში ინგლისურიც უკეთ ვისწავლე. ორი დღის წინ ხელი მთხოვა და დავთანხმდი. ვფიქრობ დროა მეც წინ გადავდგა ნაბიჯი. შენ რას ფიქრობ დედა?
-შენ თუ ასე მიგაჩნია სწორად მე რა მეთქმის შვილო
-როგორ გგონია ლილი ამას ცუდად მიიღებს?
-არამგონია შვილო. ვფიქრობ მასაც ისე შეიყვარებს როგორც გოჩას ცოლი უყვარს. ღმერთმა დალოცოს ჩემს გოგოს ისე კარგად ექცევა და ღვთის წყალობით ის ბავშვიც მოეგო გონს. ამასწინ რამდენიმე დღე მათთან იყო. პატარა ლიზიკოს ვეღარ ელევა. ვიკასაც ისე უყვარს ვერაფრით იფიქრებ ერთ დროს რომ არ უნდოდა მისი დაბადება.
-ლილის უკვე დიდი ოჯახი ჰყავს მანდ. მათთან იპოვნა ის რასც სულ ეძებდა
-ის შენც გეძებს და ენატრები. სულ მეკითხება ბებო ხო მალე ჩამოვა დედაო და მეც ვპასუხობ კი-თქო
-ჰო და უთხარი, რომ ძალიან მალე ჩამოვალ... ჩამოვალ და გულში ჩავიკრავ! უთხარი რომ ძალიან მენატრება!
-ბებო... ბებო მოვედი...
-ნახე ვინ რეკავს შვილო?
-დედა შენ ხარ? გამარჯობა...
-როგორ ხარ ლილი?
-კარგად. შენ?
-მეც არამიშავს. ჰოდა რას გეუბნებოდით? ძალიან მალე ჩამოვალ...ახალ წელს თქვენთან ერთად თბილისში შევხვდები!
ლილის ბედნიერების ღიმილმა გადაჰკრა სახეზე და ბებოს გადახედა!
მას უკვე აღარ ახსოვდა ძველი ტკივილი და სევდა! როდესაც ბედნიერება მოდის ტკივილი ყოველთვის უკვალოდ ქრება!
ტკივილი ადამიანისთვის ისეთივე ბუნებრივია, როგორც სუნთქვა, ამიტომაც მას არ ძალუძს ადამიანის ცხოვრების დანგრევა რამდენადაც ძლიერი არ უნდა იყოსის!
რამდენადაც არ უნდა დაბნელდეს მზე საბოლოოდ ის მაინც გაანათებს!


________________
მადლობა საყვარლებო რომ იყავით ჩემთან და კითხულობდით ჩემს ნაწარმოებს
მიყვარხართ და ვგიჟდები თქვენზე
თქვენ ხართ ჩემი მოტივაცია
თქვენ ამ ერთი თვის მანძილზე სიყვარულით და პოზიტივით აღმავსეთ
ახლა როგორც მჩვევია ცოტახნით დავისვენებ და რაღაც დროის მერე ახალი ისტორიით დაგიბრუნდებით
მიყვარხართ
მუდამ თქვენი Lisebeth



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

saocreba iyoo yochag avtor <3

 


№2  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ნამდვილად შესაფერისი და ამ ისტორიისთვის განკუთვნილი დასასრული❤❤❤გული გამითბა❤❤❤ანას და ლილის პირველ ჩახუტებაზე ვტიროდი ❤❤❤❤ძალიაან ძალიაან მომეწონა❤❤❤❤
ამხელა სითბომ ერთაიანად ბოლოში საოცრად დამიტკბო გული და დაატკბო მთლიანობაში ეს ისტორია❤❤

 


№3  offline წევრი dr ghost

pm momweret

 


№4  offline წევრი lisebeth

მადლობა ჩემო კარგებო ❤️❤️

 


№5 სტუმარი ტატალია

მაპატიე მაგრამ რაღაც დამაკლდა :( ამ თავში ის ემოცია და გრძნობა არ ჩანდა რაც წინა თავებში იყო.
თითქოს მიაფუჩეჩე, რომ სწრაგად დაგესრულებინა..
მეტი მინდოდა ვიკასა და ლილის ურთიერთიბაზე, მათ დობაზე...პატარა დის დაბადებაზე, გოჩასა და თამუმას ახალ ეტაპზე და ანასა და ლილიზე...

 


№6  offline წევრი lisebeth

რავიცი 4 დღე კი ვწერდი და მე ყველანნირად ვეცადე. ჩემი აზრით კიდე მეტად გაწელვა აღარ იყო საჭირო. არ მიყვარს გაწელილი სიუჟეტი.

 


№7 სტუმარი Uhuu

Dzaalian momecona<3rogorc agvnishne ertaderti eseti azriani da cxovrebiseuli am saitzee<3
Minda ratomgac rom lilize da vikaze gaagrdzelo saintereso ikneba mati cxovrebis agcera momavalshi.tundac rogor ipovian cxovrebis sikvaruls da ase shemdeg <3

 


№8  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

kargi iyo♡♡♡ ar mindoda dasrulebuliyoo ♡♡♡

 


№9  offline მოდერი Behandice

გუშინ წავიკითხე,მეძინებოდა მარა მაინც წავიკითხე.
მინდა გითხრა რომ როდესაც დავინახე დასასრული ძალიან გამიკვირდა და გულიც დამწყდა.
იმიტო გამიკვრიდა რომ მოვლენები ძალიან ნელ-ნელა ვითარდებოდა და ნამდვილად არ ვიფიქრებდი ასე მალე თუ დაასრულებდი.
როდესაც წავიკითხე,მიუხედავად იმისა რომ ძალიან მომეწონა ასეთი დასასრული ვფიქრობ ძალიან ნაჩქარევად დაწერე,მართალია ბევრი იშრომე ან სულაც გინდოდა დაგესრულებია ეს ისტორია.
მაგრამ აშკარა იყო რომ ყველაფერი ძალიან სხვანაირად მიმდინარეობდა,ყველა ერთმანეთისაგან ძალიან შორს იყო და უცებ ერთ თავში ყველა გაბედნიერდა,ყველაფერი ერთ თავში მოხდა,შეიძლება მე დამრჩა ასეთი შტაბეჭდილება. მაგრამ კიდევ გეტყვი რომ ძალიან მომეწონა,საერთოდ მომწონხარ შენ,შენი წერის მანერა,ძალიან კარგი ხარ.
უბრალოდ მინდოდა მეტი ვიკა და ლილი.
მეტი ანა და ლილი.
მეტი გოჩა და თამუნა მათი პატარათი.
ახალგაზდების სასიყვარულო ურთიერთობა ლუკასთან.
როდესაც ამ ყველაფერს ელოდები და მერე იმედი გიცრუვდება და ერთ თავში მთავრდება ყველაფერი,ცოტა გული გწყდება ადამიანს.
თუმცა კიდევ გეტყვი რომ ძალიან მომეწონა,საერთოდ მომწონხარ შენ,შენი წერის მანერა,ძალიან კარგი ხარ.
წარმატებებს გისურვე და იმედია ახალი ისტორიით მალე დაბრუნდები.
სიყვარულით მარიამი heart_eyes
ჰო კიდე ასევე მინდოდა მეთქვა რომ ერთადერთი ისტორია რომელიც წავიკითხე და პირდაპირ კავშირში იყო სათაურთან,ამ ისტორიაზე გამოჭრილია სათაური,აბა ზოგ ისტორიას დაიწყებ სათაურის მიხედვით და აზრი სულ სხვაა..

 


№10  offline წევრი lisebeth

Behandice
გუშინ წავიკითხე,მეძინებოდა მარა მაინც წავიკითხე.
მინდა გითხრა რომ როდესაც დავინახე დასასრული ძალიან გამიკვირდა და გულიც დამწყდა.
იმიტო გამიკვრიდა რომ მოვლენები ძალიან ნელ-ნელა ვითარდებოდა და ნამდვილად არ ვიფიქრებდი ასე მალე თუ დაასრულებდი.
როდესაც წავიკითხე,მიუხედავად იმისა რომ ძალიან მომეწონა ასეთი დასასრული ვფიქრობ ძალიან ნაჩქარევად დაწერე,მართალია ბევრი იშრომე ან სულაც გინდოდა დაგესრულებია ეს ისტორია.
მაგრამ აშკარა იყო რომ ყველაფერი ძალიან სხვანაირად მიმდინარეობდა,ყველა ერთმანეთისაგან ძალიან შორს იყო და უცებ ერთ თავში ყველა გაბედნიერდა,ყველაფერი ერთ თავში მოხდა,შეიძლება მე დამრჩა ასეთი შტაბეჭდილება. მაგრამ კიდევ გეტყვი რომ ძალიან მომეწონა,საერთოდ მომწონხარ შენ,შენი წერის მანერა,ძალიან კარგი ხარ.
უბრალოდ მინდოდა მეტი ვიკა და ლილი.
მეტი ანა და ლილი.
მეტი გოჩა და თამუნა მათი პატარათი.
ახალგაზდების სასიყვარულო ურთიერთობა ლუკასთან.
როდესაც ამ ყველაფერს ელოდები და მერე იმედი გიცრუვდება და ერთ თავში მთავრდება ყველაფერი,ცოტა გული გწყდება ადამიანს.
თუმცა კიდევ გეტყვი რომ ძალიან მომეწონა,საერთოდ მომწონხარ შენ,შენი წერის მანერა,ძალიან კარგი ხარ.
წარმატებებს გისურვე და იმედია ახალი ისტორიით მალე დაბრუნდები.
სიყვარულით მარიამი heart_eyes
ჰო კიდე ასევე მინდოდა მეთქვა რომ ერთადერთი ისტორია რომელიც წავიკითხე და პირდაპირ კავშირში იყო სათაურთან,ამ ისტორიაზე გამოჭრილია სათაური,აბა ზოგ ისტორიას დაიწყებ სათაურის მიხედვით და აზრი სულ სხვაა..

მადლობა დიდი გაიხარე საყვარელო
მესმის მაგრამ როდესაც ყვლაფერი ირკვვა აღარ მიყვარს მერე უაზროდ გაწელვა ისტორიის
რავიცი ეს ჩემი სტილია
ზოგს უყვარს მე არა.
მე ყოველტვის ვუტოვებ შანნს მკითხველს თვითონ წარმოიდგინოს შესაზლო გაგრძელება
ნიტა♡♡
kargi iyo♡♡♡ ar mindoda dasrulebuliyoo ♡♡♡

დიდი მადლობა საყვარელო
Uhuu
Dzaalian momecona<3rogorc agvnishne ertaderti eseti azriani da cxovrebiseuli am saitzee<3
Minda ratomgac rom lilize da vikaze gaagrdzelo saintereso ikneba mati cxovrebis agcera momavalshi.tundac rogor ipovian cxovrebis sikvaruls da ase shemdeg <3

მადლობა ჩემო კარგო

 


№11 სტუმარი Guest londa dm

Dzalian kargi too momewona magram me ratomgac mindoda luka lili da Vikas urtiertoba, shen magari gogo xar dzaan

 


№12 სტუმარი mtvaro svani

eeeee bolo tavshi gamabraze raaa.gamis otxi saatia da davamtavre kitxva magram ar meyo anas da lilis shexvedra mindoda vikas lilis da lukas urtiertoba.mati da kidev pataras gachena da mati siyvaruli mindoda.aqamde ise agcerdi yvelafers gavskdi tirilit da boloshi rato daamtavre ase uceb?zalian magari iyo emociuri da erti sityvit umagresi xar

 


№13 სტუმარი mako

კარგი იყო,რამდენჯერმე ცრემლებიც წამომივიდა,დასასრულიც შესაფერისი ქონდა kissing_heart ველით ახალ ისტორიას

 


№14 სტუმარი Sss

Dzaliaan kargiaaa!! Ragacc minda rom ggkitxoo:)) am saitze ertxel cavikitxe istoriaa biznesmenze da mis mdzivanze romelic rogorc dacvas iseti roli akvs:) ar maxsovvs detalebii magramm iknebb vinme damexmaroott povnashii :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent