შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლები (6)


22-09-2016, 18:10
ნანახია 2 766

**


-ნენე,ნასვამი ხარ?
-ცოტა დავლიე..-ვუპასუხე და გავჩუმდი. გიორგის სუნთქვა მესმოდა. ახლა აქ რომ მყოლოდა ალბათ, გავბედავდი და ჩავეხუტებოდი.-შენ? შენ არ მოგენატრე..?
-კითხვა უნდა მაგას?-მივხვდი გაეღიმა.
-მერე? სად იყავი ეს კვირები, რატომ არ ჩანდი?
-ალბათ, იმიტომ რომ დაგერეკა და გეთქვა, რომ გენატრები.
-არ ხარ სწორი..
-არც ერთი არ ვყოფილვართ აქამდე მართლები ერთმანეთთან..
-ნენე.. ნენე..-ხმადაბლა წარმოთქვა ჩემი სახელი და გამაცია. რა სასიამოვნო იყო გიორგისგან ჩემი სახელის წარმოთქმა!!!
-გიორგი.. მე მართლა მომენატრე და ეხლა მართალი ვარ შენთან.
-ვიცი, რომ მართალი ხარ და არ იტყუები. თან ხედავ? ნეტა, აქამდე დაგელია..-გაეცინა გიორგის.
-მთვრალი კაცი მართალი კაცი-ო?-ამიტყდა სიცილი.
-დაახლოებით.. მიხარია, რომ გაბედე.
-სხვა არაფერს მეტყვი?
-რამის თქმა არის საჭირო ჩემგან? ყველაფერი იცი..
-უბრალოდ, სასიამოვნო მოსასმენია..-ხმადაბლა ვუთხარი და გავხედე ხალხით აჭრელებულ ქუჩებს.
-რა ეგოისტი ხარ..
-ეგოიზმია ის, რომ მსიამოვნებს შენგან თბილი სიტყვები?-სიბრაზე შემეპარა ხმაში.
-მე შენ რომ მენატრები ეგრე შენ ნამდვილად არ გენატრები. უბრალოდ, არ მინდა ტელეფონით გითხრა ყველაფერი. გული გასკდომაზე მაქვს, იცი? ჩეხეთის კოდი რომ დაიწერა რამდენიმე წამს ვუყურე ტელეფონს. არ მჯეროდა შენ თუ იქნებოდი. იცი, რა ვიფიქრე? რამე დაემართა და მირეკავენ-მეთქი.
-რა უნდა დამმართნოდა?-გამეცინა ბოლო ხმაზე.
-ხო, იცი ადამიანი ყველაზე ცუდს ფიქრობს იმ წუთას.
-კი, ვიცი და ყველაზე ცუდი მოვიტოვე უკან..
-ცოტა დარჩა და მალე აქ მეყოლები, ნენე..
-კი, მალე ჩამოვალ. დამხვდები?
-გინდა?
-კითხვა უნდა მაგას? მგონი ამ ზარმა გაგცა მაგაზე პასუხი..
-რომც არ დაგერეკა პირველი ვიდგებოდი აეროპორტში..-მითხრა გიორგიმ და ვიგრძენი რომ ამოიუსნთქა. ამოსუნთქვას ამოაყოლა მთელი ემოცია.
-კაი..
-გკოცნი.
-მეც,-ვიდექი და ვუყურებდი აჭრელებულ ქუჩებს და ვფიქრობდი ჩემთვის, რომ სწორად მოვიქეცი. არ ვიქნებოდი სწორი რატისთან და სოფისთან. მერე რა რომ სოფი რამდენჯერმე მყავს ნანახი? ერთხელ მაღაზიაში და ერთხელ ნიცასთან ამოვიდნენ. მე მოვდიოდი და ის ამოვიდა. იცით, როგორ შემხვდა? უთბილესად.. მაშინ ვიგრძენი თავი დამნაშავედ რომ ამ ორ ადამიანს შორის ჩავმდგარიყავი. ზოგადად არ მივიჩნევ რომ ადამიანი გრძნობებს უნდა აჰყვეს.. არა, ზოგჯერ კარგია მაგრამ ამას თუ სხვისი უბედურება მოჰყვება? არა, ნამდვილად არ არის სწორი საქციელი.

დადვანის ხმამ, დადვანის ამოსუნთქვამ და ჩემთვის მისმა წარმოსახვითმა ღიმილმა ჩემში გადატრიალება მოახდინა. გიორგი დადვანი ის ბიჭი იყო, რომელიც მინდოდა და ვგრძნობდი, რომ ჩემი იყო. რატი საბოლოოდ გავუშვი, მაგრამ რატი ჩემი პირველი ემოცია იყო, პირველი გაღიმება, პირველი გაშტერება და ყოველთვის დაუვიწყარი იქნებოდა. ამაზე ვგიჟდებოდი ზუსტად! მაგრამ ის ფაქტი მაინც მიხაროდა, რომ უკვე ძალიან ნეიტრალურად ვიყავი განწყობილი.

-დე, რას შვებით?
-გაგახსენდა დედიკო?-ნაწყენი ხმით მითხრა თიკომ.
-კაი, რა.. მთელი ერთი დღეა არ მილაპარაკია შენთან და ნუ, ბრაზდები.
-ნენე, დალიე?!-ნერვებს მიშლიდა, დედაჩემი ყველაფერს ყოველთვის რატომ ხვდებოდა?
-აუ, დედა კაი რა! შემარგე ეხლა..
-გენდობი იცოდე!-უეჭველი თითს მიქნევდა ამ წუთას.
-ო, კაი თიკო შეიძლება მაგის თქმა?
-კაი, ჰო.. მომენატრე ძალიან. რა მალე ჩაგეხუტები არ მჯერა! დედიკო, გიორგი შემხვდა..-შემაპარა თიკომ და ვიცოდი, რომ აუცილებლად ბევრს მეტყოდა გიორგიზე.
-მერე?
-დედა რა კარგი ბიჭია!-არც შევმცდარვარ. დაიწყო თიკომ და აღარ გაჩერდა,-უბრალოდ, ისეთი დაღვრემილი დადიოდა აი, რაღაცნაირად გული დამეწვა. შენი ბრალია ალბათ ხო? ნუ, მოექცევი სასტიკად, რა.. მაგრამ ისეთ ფორმაში იყო! აი, რა ტანსაცმელი ეცვა. სულ გუჩი და სულ არმანები!
-სნობიზმით ხარ შეპყრობილი, თიკო!-გამეცინა დედაჩემზე, რომელიც ბრენდებში თავით იყო გადავარდნილი.
-რა იყო ცუდია ადამიანს კარგი და ხარისხიანი ტანსაცმელი რომ აცვია?!-აღშფოთდა თიკო. ამ შემთხვევაში განსხვავებული აზრი გვქონდა. ჩემთვის სულ ერთი იყო 20 ლარიანი მაისური მეცმეოდა თუ 200 ლარიანი. დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი იმიტომ, რომ ჩავიცვამდი და მერე დიდხანს აღარ ვხმარობდი ამა თუ იმ ტანსაცმელს. ხოდა, ამიტომაც მენანებოდა ძვირის გადახდა ტანსაცმელში.
-არა, პირიქით კარგია. გიორგის ეგეთები არ ეშლება,-გამეღიმა მუდმივად მოწესრიგებული და დახვეწილი დადვანი რომ წარმოვიდგინე.
-არც ურთიერთობა! ისე თბილად მომიკითხა და მესაუბრა, კინაღამ იქვე მოვკვდი!
-აუ, დედა ძაან ემოციური ხარ,-გამეცინა თიკოზე. დარწმუნებული ვარ უკადრებელს იკადრებდა იქ.-ყავაზეც ხო არ დაპატიჟე?
-ე, რა იცი? გითხრა?
-კარგი, რა! მართლა?-წარმოვიდგინე საწყალი გიორგი, რომელსაც თიკო თმის ღერიდან კოჭამდე სწავლობდა. ალბათ, რა სიფრთხილით სვამდა ყავას რომ არ გადასცდენოდა.
-ხო, რა მოხდა? ძალიან მომწონს ეგ ბიჭი. სხვა თუ არაფერი კარგი ბიჭია! ხო?
-კი, დედა კარგი ბიჭია ნამდვილად..კაი, დე წავედი და დაგირეკავ ხვალ..
-ჭკვიანად იყავი, დედიკო. მიყვარხარ!
-მეც მიყვარხარ, დე! და შენ მოიქეცი ჭკვიანად იცოდე!

ვგიჟდებოდი დედაჩემზე. ეს ქალი იყო ემოცია.. ყველაფერს ისეთი ემოციით და გრძნობით ეკიდებოდა, მიკვირდა ნერვები როგორ ჰქონდა მწყობრში. თუ უყვარდი? უყვარდი და მორჩა. ფეხებში გაგეგებოდა ხალიჩასავით. თუ არ უყვარდი? მოგესალმებოდა, მაგრამ ისე რომ მტკვარში გადახტებოდი. უცნაური, მაგრამ საუკეთესო დედა მყავდა..



**

აეროპორტში არავინ იყო. გული გამისკდა. მეწყინა და ძალიან შემრცხვა, რომ ყველასთან ვიღაც იყო და ჩემთან არავინ. აბა, გიორგიმ მოვალო? არც დედა, არც მამა, არც ნიცა, არც გიორგი.. რაღაცნაირად ჩამწყდა გულში რაღაც.

-მოგეხმარები,მძიმეა..-მითხრა თორნიკემ და ჩემი ჩემოდანი ძლივს გადმოათრია.
-ნენ, სად არიან შენები?-მკითხა მაკომ.
-ალბათ, ვერ მოვიდნენ. დედას ჩემი და-ძმა ჰყავს, დაქალი ბავშვს ელოდება. არც მითქვამს ვინმესთვის დამხვედროდა..-თავი ვიმართლე.
-ის?-შეპარვით მკითხა მაკომ.
-არც გიორგისთვის,-გამეღიმა სიმწრისგან.
-წამო, ჩვენ წაგიყვანთ..-მითხრა თორნიკემ.
-არაა საჭირო..-გამაცია. გამაცხელა. მაინც მოვიდა! ჩემი სვანი მოვიდა..
-გიორგი?
-გეგონა, არ მოვიდოდი?-მკითხა და ჩამეხუტა.

კინაღამ ხელებში ჩავადნი. კინაღამ გონება დავკარგე.
სიზმარში მეგონა თავი.
-რავიცი..
-ხომ გითხარი მოვალ-მეთქი?-მითხრა და ფრთხილად მაკოცა ლოყაზე.
-გიორგი, ეს მაკოა და თორნიკე..-გავაცანი მეგობრები.
-ვიცნობ უნივრესიტეტიდან. როგორი იყო პრაღა?-მიესალმა გიორგი მაკოს და თორნიკეს და მოიკითხა.
-ძალიან მაგარი!-ჭინკები უთამაშებდა მაკოს და სიხარულით ხან მე მიყურებდა, ხან გიორგის.
-წამო,-მითხრა გიორგიმ და ჩემი ჩემოდანი გაახოხიალა. ცალი ხელით ხელი ეჭირა ჩემი. რა ბედნიერებაა საყვარელ ადამიანთან ერთად ყოველი წუთი და წამი!
-ნენჩო!-მანქანიდან ირაკლი გადმოხტა.
-ვერ დაკავდა სახლში. მეც წამოვალო.-თქვა გიორგიმ და ჩემოდანი საბარგულსიკენ წაიღო.
-მომენატრე, გოგო! როგორი იყო თქვი, აბა? ხომ მაგარია ჩეხეთი? შენ კი კარგად იყავი, მაგრამ ჩემი ძმაკაცი კაცს აღარ გავდა.
-იკა, ბევრს ლაპარაკობ...-გამაფრთხილებელი ტონი გაისმა გიორგისი.
-კაი, ტო.. ძლივს ადამიანს არ დაემსგავსა?
-კაი, რა ირაკლი.. ძმაკაცი არ ხარ მერე? მოგევლო!
-სად საყვარელი გოგო რო უვლის და სად საყვარელი ძმაკაცი,-თვალი ჩამიკრა ირაკლიმ.
-აუტანელი ხარ!-გამეცინა და მანქანაში მოვთავსდი.
-დედაჩემი?-ვკითხე გიორგის.
-თიკოს იდეა იყო მარტო მე ვყოფილიყავი,-გაეცინა გიორგის,-მაგარი დედა გყავს!
-არ არის ნორმალური!-გამეცინა თიკოზე,რომელიც დარწმუნებული ვარ დაურეკავდა გიორგის და ეტყოდა მარტო შენ დახვდი გაუხარდებაო. გიჟი და გადარეულია!

თბილისი, თბილი-სი, თბილია საოცრად თბილია! ყველაზე მეტად მიყვარს თბილისი. ალბათ, ადამიანებიც არ მენტრებოდნენ ესე ძალიან, როგორც აქაურობა მენატრებოდა. მერე რა რომ თბილისში ხალხი ცუდი სახეებით დადის, არავინ იღიმის და პოზიტივი ნაკლებადაა.. თბილისია, რა.. ყველაზე გემრიელი ქალაქია. პრაღაც ძალიან კარგია! „ც“ არა, ძალიან კარგია, მაგრამ თბილისი ჩემი ქალაქია. თან პლუს გიორგი თბილისთან ერთად? ესეც ძალიან მაგარია..

საერთოდ არ გვილაპარაკია. არ იყო საჭირო გველაპარაკა ისედაც ყველაფერი ნათქვამი იყო და ზედმეტად არ დავიღალეთ თავი. მაკითხავდა, მივდიოდით ხან სად, ხან-სად. ყველაზე მეტად ქართლის დედასთან მომწონდა ყოფნა! თან იქედან ყველაზე კარგად ვხედავდი თბილისს და ყველაზე მეტს და ჭეშმარიტებას ვფიქრობდი. ნუ, ყოველ შემთხვევაში ესე მეგონა მე!

-რა რომანტიული ხარ შენ, ე..-მითხრა გიორგიმ და თმები ამიჩეჩა.
-არ მოგწონს? ძალიან ვმშვიდდები აქ.. უბრალოდ, გაჩუმდი და ყველა შეკითხვაზე პასუხს გაგცემს აქაურობა.
-შენ პრაღის ხედმა მიგახვედრა, რომ გენატრებოდი და თბილისი რა შუაშია?-გაეცინა გიორგის.
-უნდა გადამაყოლო ეხლა ერთი ზარი?!-წარბი ავუწიე და ცოტა მეწყინა. ძლივს რომ გავბედე და ამაზე ეცინებოდა.
-გაგიჟდი?! პირიქით, ჩემზე ბედნიერი მეორე არავინ იყო! მაშინ გამოვიხედე თვალებიდან,-გაეცინა გიორგის.-უკვე იმედი მქონდა გადაწურული.
-ხო, ხედავ? ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე.!-გამეცინა და ისევ თბილისს გავხედე.
-არც ის მეგონა ასე იდეალურად თუ ვიქნებოდით!
-ნუ, ამბობ მაგას! იდეალური არაფერია..
-იდეალურია აბა რა არის? ერთად ვართ, არ გვიჭირს, გვილხინს..-წარბი შეკრა დადვანმა.
-იდეალური არ არსებობს. აი, იდეალურთან მიახლოებული კი.. საშიშია იდეალურობა! შენ თუ თვლი რომ ყველაფერი იდეალურად არის, მაშინ ყველაზე საშინელება ნამდვილად წინ გვქონია!
-პესიმიზმი გახრჩობს!-ცივად მითხრა გიორგიმ,-ეჭვი გეპარება ფაქტია რაღაცებში.!
-რა შუაშია ეგ? უბრალოდ, ეგრეა რა.. არც ეცადო რომ იდეალურამდე მიიყვანო ყველაფერი. იცი, როგორ მეშინია იდეალური ურთიერთობების? ხომ იცი კარგს ყოველთვის ცუდი რომ მოსდევს. აი, ეგრეა ზუსტად ესეც!
-პატარა მჭევრმეტყველი ხარ,-გაეცინა გიორგის და მიმიხუტა. მე მაინც თბილისს ვუყურებდი და მიკვირდა, ასეთი ბრძენი როგორ გამაჩინა თიკომ?!
-ნენე, უნდა წავიდე.
-ჰო, წავიდეთ..-ვუთხარი გიორგის და გავიწიე.
-არა, მამაჩემთან უნდა წავიდე უკრაინაში.
-როდის?-რაღაც ჩამწყდა გულში.
-ზეგ..
-კარგი, გასაგებია..-გავიწიე და წამოვდექი.
-რა გჭირს, ნენე?
-რა უნდა მჭირდეს? უკვე გადაწყვეტილი გქონია წასვლა და რა საჭირო იყო საერთოდ თქმა!
-რა სისულელეს ამბობ, ხვდები?-წარბები შეკრა გიორგიმ და დავინახე, როგორ დაეჭიმა ძარღვები ყელზე.
-კარგი, რა.. ზეგ უკვე ხვალ და ხვალის მერეა! ხვდები მაინც? ორი დღე გიორგი! სულ ორი დღე.. იქნებ ისიც მითხრა, რომ ერთი წლით მიდიხარ?!-უაზროდ წამოვიძახე და დავინახე გიორგი, რომელმაც თვალი ამარიდა და თბილისს გახედა. თბილისი ნამდვილად ჩემ მხარეს იქნებოდა დარწმუნებული ვიყავი! ხმა არ ამოუღია. ჩუმად იყო.. გულმა ხმაური დამიწყო..
-ანუ?
-ხო..
-რა ხო, გიორგი? ერთი წლით მიდიხარ?-თვალები შუბლზე ამივიდა.
-არა. რამდენიმე თვე,რა.. უფრო მალე ჩამოვალ..-მითხრა. თითქოს, თავი იმართლა.
-ბარემ წასვლის წინ გეთქვა! პრინცპში, ეგრე გამოდის..-მომეშალა ნერვები და კიბეებზე ჩამოვირბინე. იცით რაზე გავბრაზდი? აი, უპატივცემულობაზე! თურმე, ბილეთი ნაყიდი აქვს, ორ დღეში მიდის და ვიგებ ასე გვიან. უპატივცემულობაზე მეტი რა უნდა უწოდო მაგას?
-ნენე, კარგი რა..-მითხრა გიორგიმ და ხელზე ხელი მომკიდა.
-ხელი გამიშვი, რა.. სახლში მინდა.-ვუთხარი და მანქანისკენ მივუთითე. უხმოდ ჩავსხედით და უხმოდ მივედი სახლამდე. ისე გადმოვედი არც გამიხედავს გიორგისკენ. სამაგიეროდ, ვგრძნობდი როგორ მეწვოდა ზურგი. ოთახში შევედი თუ არა საბურავების გამაყრუებელი ხმა გავიგე და მივხვდი, რომ გიორგი უკვე აღარ იდგა ქვემოთ.


**

გიორგი დადვანი წავიდა უკრაინაში.
წავიდა და დამტოვა. საერთოდ, არც დაურეკავს. ერთი ზარიც კი არ შემოსულა მისგან. არც ირაკლის დაურეკავს მიდისო და რამე ქენიო. ზოგადად, როგორც ხდება კინოებში, წიგნებში, ისტორიებში. არაფერი! აი, საერთოდ არაფერი არ მომხდარა მსგავსი..! არც მე ჩავწოლილვარ ტკბილეულობებით გარშემორტყმული ლოგინში და არ დამისიებია თვალები. უბრალოდ, ძალიან მენატრებოდა. ვხვდებოდი, რომ სიგიჟემდე მიყვარდა. ნერვები მეშლებოდა ჩემ თავზე, რომ არასდროს არ მილაპარაკია ჩემ გრძნობებზე და მხოლოდ ერთხელ მითქვამს მისთვის რომ მენატრებოდა. ეს იყო ჩემგან წარმოთქმული და გაზიარებული გრძნობა. თვითონ ყოველთვის ცდილობდა, გამოეხატა გრძნობები. აბა, მე რო მოვწრუპე მაშინ ვუთხარი და იმის გამო, რომ მეთქვა მისთვის რეალურად რას ვგრძნობდი ნამდვილად გავლოთდებოდი!

-აი, ესე არ დაურეკავს საერთოდ?!-მკითხა ნიცამ და წითელი ფორთოხლის წვენი დალია.
-არა, საერთოდ! ისიც არ ვიცი როგორ არის..
-შენ რო დაურეკო?!
-გაგიჟდი? გამორიცხულია. არ იკადრა პროსტა რო დაერეკა მივდივარო ან მოეწერა.
-ნენე, შენ თვითონ არ ატეხე ისტერიკები? შენ უნდა დაგერეკა.
-ნიცა, ჩემკენ ხარ თუ გიორგისკენ?
-ეშმაკებისკენ, ნენ.-გაეცინა ნიცას.
-ნამდვილად იქეთკენ ხარ!-საერთოდ არ გამცინებია და ვიტრინაში გავიხედე. საოცრად წვიმდა და ჩემი მოგონებებიც სველდებოდა. აი, ისე ვერიკო ტურაშვილის სიმღერაში როგორც არის.
-დაურეკე იკას და კითხე როგორ არის.-ჩამაწვეთა ნიცამ.
-მოიცა, ერთ წამს იკას კი არა. ანდრო საიდან იცნობს?
-შენ რა არ იცი?-გულწრფელად გაუკვირდა ნიცას.
-რო ვიცოდე გკითხავდი?!
-აუ, ეს „იაზო“ ვინაა...-ამოისუნთქა ნიცამ,-ანდროს დედა არის გიორგის ნათლია, რა.
-როგორ?-თვალები შუბლზე ამივიდა. საერთოდ არ უხსენებია ანდრო გიორგის. მაშინაც გამიკვირდა ერთმანეთს რომ იცნობდნენ, მაგრამ არ მიკითხავს. პრინციპში ვერც მოვასწარი გამხსენებოდა და მეკითხა.
-ეგ როგორ არ იცოდი,-გაეცინა ნიცას,-ანდროს ხელშია გაზრდილი შენი სატრფო.
-არა, ნამდვილად მოულოდნელობებითაა აღსავსე ეს ცხოვრება,-ჩავილაპარაკე და თვალები გამინათდა. კიარადა, ნათელმა აზრმა გამიელვა,-ნიცუ, ანდროს დაარეკინე რა!
-მოიცა,-მითხრა ნიცამ და ანდროს დაურეკა. სანამ ანდრომ გადმორეკა ნიცამ ორი ნაჭერი ნამცხვირს ჭამა მოასწრო, მე ფრჩხილების დაკვნეტა, თმების აჩეჩვა, სიგარეტის მოწევა ღერი-ღერზე, ნერვიულობისგან გულმკერდის დაფოთვლა და რავიცი, ადამიანობა თუ შევინარჩუნე?!
-ხო, ანდრუშ..-უპასუხა ნიცამ „ხმამაღალზე ჩართე,რა“ ვანიშნე ნიცას.
-ნიც, ველაპარაკე გიორგის ეხლა. როგორ უნდა იყოს ტიპი უკრაინაშია, ტო..-ახარხარდა ანდრო.
-არასერიოზული ნუ ხარ!
-კაი, ხო. რავი, არის რა.. არ უთხრა ნენეს ვიღაც ნაშასთან ერთად იყო და ცუდად არ იქნებოდა ხო აზრზე ხარ,-თქვა ანდრომ და ფერი გადამივიდა. სისხლმა კინაღამ ამასხა ტვინში.
-არ უხსენებია ნენე?-კითხა ნიცამ.
-არა, ტო. რაც ველაპარაკები ეს თვეებია არ უხსენებია ვაფშე..-უპასუხა ანდრომ.
-კაი, ანდრუშ გკოცნი.
-მეც სქელო!-უთხრა ანდრომ და გაუთიშა ტელეფონი.
-ხედავ პროსტა? აი, რა დღეშია! მეზიზღება, რა.. არ შემიძლია! ვიღაც ნაშასთან არის, ვაფშე არ ვუხსენებივარ, საერთოდ არ ვენატრები თორემ ხო გამოჩნდებოდა? და საერთოდაც დამიკიდა!
-კაი, დამშვიდდი..-თქვა ნიცამ და სახე დამანჭა.
-არა, როგორ დავმშვიდდე? მითხარი უბრალოდ!
-ნენე..-მითხრა შეწუხებული სახით ნიცამ.
-რა ნენე, რა ნენე?!! იმენა, მიმაგდო რა..
-ნენე, ბავშვი!-წამოიყვინა ნიცამ და მაშინ გამინათდა მეორედ გონება.

გიჟებივით დავდიოდით სამშობიაროსთან. ისე დავყვებოდით ანდროს მეგობრები უკან, რომ ერთი უცნობის „ვაგონი მიქრის“ დაგვაკვდებოდა.

-რაამბავია, რა.. მალე მორჩება?-დაიწუწუნა ანდროს დამ.
-თამთუშ, ზოგი მშობიარობს მთელი დღე..-უპასუხა ანდროს მეგობარმა ნუგომ.
-ჯანდაბა, რა..-კეფა მოიჩეჩა ანდრომ.
-რა ჯანდაბა ბიჭო მამა ხდები!-შევუღრინე ანდროს და თვალი გამეპარა ეზოსკენ საიდანაც სოფი და რატი მოდიოდნენ. რატი რაღაცნაირი იყო.. თითქოს, მოწყენილი, აი, გასაცოდავებულის ვიდზე იყო. სამაგიეროდ, სოფი იყო მოწოდების სიმაღლეზე. ქულსებზე ამხტარი, მოტკეცილი შარვალი ეცვა, თმა გაშლილი და მკვეთრი მაკიაჟი ეკეთა.
-ეს ამ ნაშასთან ერთადაა კიდე?-ყურში ჩამჩურჩულა თამთამ შეწუხებულმა. მხრები ავიჩეჩე და შევხედე ჩვენთან მოსულ წყვილს.
-ნენე, როგორ ხარ?-გადამკოცნა სოფიმ. არვიცი, მართლა ასე გიჟდებოდა ჩემზე თუ ასეთი კარგი მსახიობი იყო. ჯერჯერობით ვერ დავადგინე. მე კი ვიდექი გაშტერებული და ვუყურებდი აცანცარებულ სოფის და შორს მდგარ რატის, რომელიც ძალიან სერიოზული სახით ელაპარაკებოდა მეგობრებს.
-ახვლედიანი!-დაიყვირა მიმღებიდან ბიჭმა.
-რა დეგენერატია ეს ბიჭი,-გაეცინა თამთას,-ჰა, გავხდი მამიდა?-მიეჭრა ბიჭს თამთა.
-გახდი, გახდი! 3.550, 52 სანტიმეტრია.. ბიჭია, ბიჭი!-ანდროს გავხედე. ადგილიდან არ იძვროდა, თამთა ტიროდა, სოფი მასთან ერთად. მე უაზროდ დაკრეჭილი ვიდექი და ვუყურებდი ამ სანახაობას. მაშინვე ბიჭებმა შამპანურები გახეთქეს და ისროლეს. დაიწყეს წივილი, კივილი, ისტერიკა, სიმღერა, მილოცვები. მატრაკვეცა თამთამ ეგრევე სოციალურ ქსელში აცნობა ხალხს, რომ „ფილინგ ვანდერფულ ეთ სამშობიარო „მამიდას ბარტყი“. სულ მეცინებოდა ამ გოგოზე! ვგიჟდებოდი ისეთი საყვარელი იყო. რაღაცნაირად თიკოს შვილად თამთა უფრო შეეფერებოდა ვიდრე მე..

-ნენე, გილოცავ! დეიდა გახდი!-მომეჭრა ანდრო და დამაბზრიალა.
-აქეთ უნდა გაბზრიალო მამიკო,-გამეცინა და კარგად ჩავეხუტე. ჩავეხუტე და თვალი გამიშეშდა სიხარულით მორბენალი ირაკლი რომ დავინახე. ერთიანად დამაყარა და დამბურძგლა. შემეშინდა გიორგი არ ყოფილიყო, თორემ უკადრებელს ვიკადრებდი!
შეცბა ირაკლი ჩემ დანახვაზე და გამიღიმა. წარბაწევით შევხვდი და ზედაც არ შემიხედავს. რა ვქნა ირაკლიზეც ვბრაზდებოდი!
-გაწყენინეს?-ხმადაბლა მითხრა ყურში რატიმ. შიშისგან გავხტი. იმდენად მოულოდნელი იყო რატი თუ დამელაპარაკებოდა. თავს მარიდებდა აქამდე.
-არა..-მოკლედ ვუპასუხე.
-რავიცი, მე ვიცი რომ მიგატოვეს და ალუბლების გარეშე ხარ..-ისევ იგივე დაიწყო რატიმ! ნერვებს თუ მიშლიდა აი ისე ხარისხიანად ახერხებდა, რომ ვერავინ შეედრებოდა.
-ალუბლების გარეშე მე არასდროს ვიქნები, რატი. სხვებმა იკითხონ..
-სხვებმა ჩემსავით დაკარგეს იმედია ალუბლები და ვერც დაიბრუნებენ..-მითხრა რატიმ და გამშორდა. თავიდან ვერ მივხვდი რატის ნათქვამს, მაგრამ ცოტა ტვინი რომ ავამუშავე მივხვდი, რომ რატი ჩემ გამო უბედურად გრძნობდა თავს!


ძალიან ადვილია თავის დადანაშაულება და ამავდროულად, ძალიან ძნელი.
მაგრამ ფაქტი იყო.. უკვე კარგად მესმოდა ირიბად ნათქვამი წინადადებები და აზრს კარგად ვხვდებოდი.
სინდისმა მომიკითხა და ვიცოდი, რომ თავს დიდხანს არ დამანებებდა.



№1  offline წევრი An_Gel

ვაიმეეეე,ვაიმეეეეეე მე შენ როგორ მიყვარხაააარ! მე შენ როგორ მიყვარხარ შენ პროსტა რო იცოდეეე! საიდან დავიწყო არ ვიცი,არასდროს მდომებია რომელიმე თავზე ასე ძალიან კომენტარის დაწერა! ნუ ჯერ,ამდენი ხანია "გკითხულობ" და მაინც ვერ ვისწავლე,რომ დასკვნები წინასწარ არ უნდა გავაკეთო რა. არც ეხლა გავაკეთებ დასკვნებს,მაგრამ გული საგულეში აღარ ჩერდება და რავქნა?! :D მოკლედ,ნუ ჯერ,შენი ენა მე მკლავს! ვერიკო ტურაშვილი მოვითმინე,მერე ვაგონი მიქრიზეც მაგრად ამოვისუნთქე,მარა "ფილინგ ვანფერფულ ეთ სამშობიარო" ბოლო წვეთი იყო,რო ავხარხარდი ვერ გავჩერდი! რატის სიტყვები? - შოკი! დაგვირჩა ნენე ალუბლების გარეშე? ეგრეც უნდა! ამ თავით საბოლოოდ მივხვდი,რომ რატის მხარეს ვარ. გიორგის წასვლა წამოსვლა სულ არ მაინტერესებს,საერთოდ ვერ ვხვდები რას ჩალიჩობს,ვერაა ეგ საერთოდ. ნენე არის მისატყეპი,არასერიოზული გოგო გვყავს,თიკომ ერთი-ორი რო დაარიგოს წესიერად არაფერი მოუვა მგონი :) ვერ ვხვდები რანაირად უყვარს ნენეს გიორგი თუ საერთოდ არ განიცადა "ღალატი". ან ეს წასვლა და არ მოწერა რა წესია საერთოდ? არ მევასებოდა მე ეს გიორგი თავიდანვე რაა,რაღაცნაირი "ბლუწუნა" ტიპია. აიი რატის სიტყვები როგორ მომეწონაა,დარჩა ჩიტი ალუბლების გარეშე? ღირსიააა! ისე მიხარია,ისე,ისეე. სოფის ვერ გავუგე,მგონია რო მაინც ნენემ ვერ შეაფასა სწორედ,როგორც უკვე აღვნიშნე წინა კომენტარში. დებილია ნენე,მინდა რომ მაგრად ინანოოს,აი უძალიანესად! ეხლა უკვე აღარ ვიცი ვისთან დარჩება,მაგრამ რატი? რატი ბევრად უფრო მაღლა დადგა ვიდრე ეს სულელი გიორგი და ნენე! აეგრე! გაგილანძღე პერსონაჟები :)))) ყველაზე ადრენალინით სავსე ისტორიაა ეს შენს ისტორიებს შორის! აი რასაც ქვია მეჭყლიტება ტვინი უკვე იმაზე ფიქრით ვის დარჩება ნენე :D მომწონს მომწოონს,ველოდები ახალ თავს,გაასმაგებული მოლოდინით! <3

 


№2  offline წევრი LateNightDriver

გიორგისგან ამას არ ველოდი
იმედია რამე დამაჯერებელი
განმარტება ექნება თორე მის გასაზიზღრებას ვერ გადავიტან :D :D აუ ეს რატი რო არ მომწონს რა გავაკეთო ვეცადე მაგრამ
არ გამომდის :D შეენ სუპერრ რა თქმა უნდა როგორც ყოველთვისს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent