ჯადოქარი და მე-ჯეიმი კლარკსი. 4
კლასში რომ დავბრუნდი გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო. ისე გავიდა 3 გაკვეთილი რომ მე და ლენორს აღარ გვილაპარაკია,მაგრამ სულ მას ვუყურებდი და მასზე ვფიქრობდი. ბოლო გაკვეთილის გამოსვლის ზარი რომ დაირეკა გადავწყვიტე მე მემოქმედა და მოვიფიქრე რაც უნდა მექნა. მასთან მივედი და ცოტა გაუბედავად ვკითხე: -საღამოს გცალია? -კი. რატომ მეკითხები? -რავი...გინდა გავისეირნოთ? ან ნაყინი ვჭამოთ? ან ორივე ერთად. გაგვეცინა.მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ლოყაზე მაკოცა. სახლამდე მივაცილე და ტყისკენ გავემართე,რადგან ბიჭები მელოდნენ.სახლოს კარი ღია იყო. შიგნით რომ შევედი ყველაფერი ანგრეული იყო. ჩხუბის კვალი ჩანდა. ბიჭები კი არსად ჩანდნენ. ცოტა ავნერვიულდი რამე ხომ არ მოუვიდათ მეთქი,მაგრამ ამ სიტუაციაში ვერც მე დავიწყებდი მათ ძებნას და ვერც პოლიციაში დავრეკავდი.ახლო მანძილზე კი მოვძებნე ჩემით ტყეში,მაგრამ უშედეგოდ. სახლში წამოვედი. მათი გაუჩინარება მაფიქრებდა,მაგრამ მალე მათზე ფიქრი ლენორთან შეხვედრაზე ფიქრმა და ნერვიულობამ ჩაანაცვლა. ცხოვრებაში პირველად ვიყავი ასეთი დამოკიდებული გოგოზე.შეყვარებული არასდროს მყოლია და ამიტომ ჩავთვალე რომ სიყვარული სწორედ ასეთი უნდა იყოს,რომ მხოლოდ მასზე ფიქრობდე და მისი უბრალოდ დანახვაც კი გაბედნიერებდეს. დედას ტანსაცმელი გაემზადებინა და საწოლზე დაეწყო. ისიც ნერვიულობდა ჩემს პირველ ურთიერთობაზე. მალევე გამოვეწყვე და ლენორის სახლთან გავჩნდი. მას ველოდებოდი,როცა წამის მეასედში რაღაც ფიგურები დავლანდე და გონება დავკარგე. თვალი რომ გავახილე სადღაც საკანში აღმოვჩნდი. უფრო სეორედ ეს იყო ტყის მიკარგულ ადგილას ორმოსავით ჩათხრილი. -ოღონდაც ეს არა! ჯეიმს! უკან მივბრუნდი და ჯორჯი დავინახე. მას ჩაწითლებული,ამღვრეული თვალები ქონდა. სრულიად მოულოდნელად გადამეხვია და ატირდა. -ჯორჯ რა მოხდა? -დემი...მამა კვდება. კუთხისკენ გავიხედე სადაც დემიენი შევნიშნე. ის სისხლის გუბეში იწვა და ძლივს სუნთქავდა. -ჯორჯ მაიკა გაიხადე და დახიე. სახვევები გავაკეთოთ იქნებ სისხლი შევაჩეროთ. მე და ჯორჯმა მაიკებისგან გრძელი სახვევები გავაკეთეთ მაგრამ ჭრილობა ძალიან ღრმა იყო. -დემიენ! შემომხედე. -ჯორჯ გვიანია. მან გულთან ყური მიადო. როცა დარწმუნდა რომ მართალი ვიყავი თვალები დაუხუჭა. -მართალი უთქვამს.ის წამოდგა და მეორე მხარეს გაბრუნდა ცრემლები რომ დაემალა. -რაზე ამბობ? -ვიღაცას არ უნდა,რომ შენ გადარჩე. -მოიცა ეს ყველაფერი ჩემ გამოა? -მაგას ვეღარ გავიგებთ. -რატომ? -ყველაფერზე პასუხი დემიენს ქონდა. ახლა კი არაფერი გვაქვს. იცოდნენ რომ ამით ხელ-ფეხს შეგვიკრავდნენ და ვერაფერს მოვიმოქმედებდით. -ანუ ახლა ვერაფერს მეტყვი? -არა როგორ არა გეტყვი,მაგრამ იმას არა რაც შენი ამოცანის ამოხსნაში დაგვეხმარება. ჯეიმი შენც მცველი უნდა გახდე. ახლა საფრთხე გემუქრება და მზად უნდა იყო ყველაფრისთვის. დანა თან გაქვს? -ის დანა? -ხო.მგლისთავიანი. უკანა ჯიბიდან დანა ამოვიღე და ჯორჯს მივუახლოვდი. მან ხელი გაიჭრა თავისი დანით. -შენი ჯერია. მეც იგივე გავაკეთე. მან სისხლიანი ხელი მაგრად ჩამჭიდა და რაღაც სიტყვები თქვა უცხო ენაზე. ვერაფერი გავიგე. მოულოდნელად წვა ვიგრძენი მხარზე და რომ დავიხედე ისეთივე მგლისთავი დავინახე როგორიც ჯორჯს და დემის ქონდათ. მხოლოდ ჩემი მკრთალად ჩანდა. ჯორჯმა ხელი გამიშვა. -რაც მთავარია რომ იცოდე იმას გეტყვი. უნდა ივარჯიშო რომ თავდაცვა შეძლო. როცა პირველ მარიანას მოკლავ ეს ტატუირება გაგიმუქდება. -მოიცა ვის? -ვის არა,რას. მარიანები ის არსებებია ჩვენს სახლს რომ დაესხნენ თავს და აქ ვინც მოგიყვანეს.მათ თუ გადაეყრები თვალებში არ ჩახედო. მათი თვალები რენტგენივითაა. ერთი შეხედვით შენი გონების ნებისმიერ უჯრედში შეღწევა შეუძლიათ.რაც შეეხება იარაღს. ამიერიდან ეს დანა სულ თან უნდა ატარო. სადაც არ უნდა წახვიდე სკოლაშიც კი. -და რას გვერჩიან?! -არ ვიცი,მაგრამ აშკარაა შენთან აქვთ საქმე. -სკოლაში საფრთხე არ მემუქრება,დანა რათ მინდა? -პირიქით. სკოლა ყველაზე სახიფათო ადგილია ახლა,მაგრამ რომ არ წახვიდე ეჭვს აიღებენ რომ რაღაცას ხვდები. -და რატოა სკოლა საშიში? -იქ ბევრი ხალხია და მათში ბევრი არსებაა. მაგალითად მე და შენ სხვანაირები ვართ,მაგრამ სკოლაში არავინ იცის ეს და ჩემი გეი იმიჯის წყალობით ჩემით საერთოდ არ ინტერესდებიან. -ჭკვიანურია. თან საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობ. -კარგი წასვლის დროა. -აქედან სად წახვალ? საკანში ხარ! გავიცინე მე. -სუნს ვერ გრძნობ? ღრმად შევისუნთქე,მაგრამ ნამიანი ტყის სურნელის გარდა ვერაფერი ვიგრძენი. -კარგი. დროთა განმავლობაში მიეჩვევი. ეს მარიანების სუნია ანუ ისინი ახლოს არიან. სავარაუდოდ უნდა შეგვამოწმონ. მათ ადამიანის ფიქრის შემოწმება შეუძლიათ მხოლოდ ამიტომ ახლა ძირს დაწექი და ცოტა ხანი შეეცადე არაფერზე იფიქრო. მათ ეგონებათ რომ მკვდარი ხარ და გარეთ გაგიყვანენ. -არაფერზე ვიფიქრო? რა უაზრობაა. მე სულ ვფიქრობ. როგორ შეიძლება არ იფიქრო. -უბრალოდ სცადე კარგი. დაწექი და გაითიშე. ყველაფერი ამოაგდე თავიდან. ჯორჯს დავუჯერე. მალევე მეც ვიგრძენი სუნი. ეს სუნი უსიამოვნო სულ არ იყო. ვიგრძენი ორი ფიგურა როგორ მათვალიერებდა. უცებ ჯორჯის ხმა მომესმა. თვალები გავახილე და დავინახე, როგორ დაიჭირა ორმა არსებამ ის. ჩემმა დამთვალიერებლებმა კი მე დამიჭირეს და განძრევის საშუალებას არ მაძლევდნენ. უეცრად რაღაც ბრახუნი გაისმა ორმოს თავზე რიკულებზე. გოგოს სილუეტი შევნიშნე. წამის მეასედში ეს სილუეტი მარიანებს დაერია და მალევე ოთხივე დახოცეს მან და ჯორჯმა. -კასი! როგორ მომენატრე. ჯორჯი გოგონას გადაეხვია. -ჯეიმი ეს კასანდრაა.კას ეს ჯეიმია. ჯორჯმა გამაცნო მაღალი,შავგვრემანი,წაბლისფერთვალება გოგო. -ჯეიმი კასი ვამპირია. გოგონამ გამიღიმა. -დროა აქედან გავიქცეთ -კას აქედან როგორ გავალთ? -როგორც შემოვედი ისე. ის ბნელი კუთხისკენ მივიდა,დაიხარა და გაუჩინარდა. ძალიან გამიკვირდა. -ჯორჯ ის წავიდა? -მესმის ჯეიმს! გამომძახა ხარხარით. -შემოძვერით თორე მარტო გზას ვერ გამოაგნებთ. გვირაბში შევძვერით და კასის გავყევით. გვირაბი ძალიან ვიწრო იყო. -კას ეს გვირაბი რისთვისაა? ჰკითხა ჯორჯმა -ეს ნეიტმა გათხარა როცა დაიჭირეს და იმის მერე ასეა. -ჯერ ვერ აღმოაჩინეს მარიანებმა? -ვერა. თქვენც ხომ ვერ დაინახეთ. ისეა გათხრილი რომ თუ არ იცი ზუსტად სადაა ვერ ნახავ. -ჭკვიანურია.ხო მართლა ნეიტი სადაა? -ვესტვუდებთან. -რა? მანდ რა უნდა? -ჯონათანი დაჭრეს და მასთან წავიდა. -დაჭრეს? რატომ? -არ ვიცი. რაღაც აურზაურია ტყეში.ჯორჯ შენი მეგობრის სისხლი რაღაც უცნაურია. მის სიტყვებზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. წარმოვიდგინე როგორ მეცა კასანდრა საძილე არტერიაზე და სისხლი ამომწოვა. -რას ნიშნავს ყცნაურია? -ხო რას ნიშნავს ან საიდან მიხვდი? ავნერვიულდი მე. - ჩვეულებრივი ადამიანის სისხლი არ გაქვს! -ეგ როგორ გაიგე? ვკითხე ისევ მე. ჯერ კიდევ გვირაბში მივხოხავდით და როგორც იქნა სინათლე დავინახეთ. კასი უკვე გარეთ გავიდა,გაიმართა და ტანსაცმელი დაიფერთხა. -ყნოსვით პატარა,ყნოსვით! -კას შეგიძლია შეამოწმო? უთხრა ჯორჯმა. მე ვერ მივხვდი რა იგულისხმა. ორივემ მე შემომხედა. -ჯეიმს ნებას მომცემ შენი სისხლი გავსინჯო? მკითხა კასანდრამ. -რა? გიჟი კი არ ვარ ვამპირს ძალით მოვაკვლევინო თავი. ჯორჯ უთხარი რამე. შენ მისკენ ხარ? პანიკაში ჩავვარდი. -ჯეიმს დამშვიდდი.აგიხსენი რომ ვამპირები წიგნებში და ფილმებში რომაა ისეთები სულ არ არიან. ისინი არიან როგორც მოსიარულე სისხლის ბანკი. -ეგ რას ნიშნავს? -ანუ ვთქვათ ვინმე ახალი გარდაცვლილია ჩვენ ვიღებთ მის სისხლს,მაგრამ ეს სისხლი ჩვენთვის კი არ გვინდა. ორგანიზმში სისხლი სუფთავდება და მაგალითად თუ დაიჭერი ჩემი სისხლი მოგარჩენს. ანუ ერთი ადამიანის სისხლს ვუსხავთ მეორეს,როგორც ადამიანები დონორებს. ამიხსნა კასიმ. ამან სრულიად შემიცვალა ვამპირებზე წარმოდგენა. -ვაუ! ანუ თქვენ არ ხოცავთ? -არა ჯეიმი. ახლა ნება მომეცი შენი სისხლი გავსინჯო. -კარგი. კასი მომიახლოვდა და ჩემი მაჯა პირთან მიიტანა. უცებ გამოჩნდა მისი გრძელი,ბასრი კბილები,თვალები შავიდან ძალიან მწვანე გაუხდა.ცოტა მეშინოდა თუმცა არ ვიმჩნევდი. კბენა მეტკინა თანაც ძალიან. სისხლის გამოსვლა კი ვერ გავიგე.მან მალევე შეწყვიტა. -ის მონადირედ აკურთხე? -კი. რა მოხდა? -მას ოკვუდების სისხლი აქვს. -რა ეს როგორ შეიძლება? -რას ქვია ოკვუდების სისხლი მაქვს? - ლენორ ოკვუდს იცნობთ? მე და ჯორჯმა ერთმანეთს გადავხედეთ. -როგორ ვერ მივხვდი?! წამოირტყა ჯორჯმა თავში ხელი. -რას ვერ მიხვდი ჯორჯ? რახდება? -შენ დანიშნული ხარ. ჯადოქრის დაღი გადევს. შენი სხეული მას ეკუთვნის,როგორც ჭურჭელი რომელშიც ძალას მოათავსებ.ეს ძალიან ძლიერი წყევლაა. 18-ის მალე ხდები? -არა. ჯერ 5 თვეა იქამდე. -ეგ ძალიან ცოტა დროა დამიჯერე. -და მერე რა მოხდება?მოვკვდები? -ხო სისხლისგან დაიცლები აი მაგ ჭრილობიდან. მან მკერდზე მანიშნა. გამიკვირდა კასიმ ხომ არ იცოდა შრამის შესახებ. -საიდან იცი? -იქიდან რომ სისხლის სუნი მცემს და მგონი სისხლდენა გეწყება. მაისური შავი იყო ამიტომ ვერ შევამჩნიე სისხლი. მაიკა რომ ავიწიე დავინახე როგორ იხსნებოდა ჭრილობა,მაგრამ არ მტკიოდა. -კას ედ რატომ ხდება? ჯერ ხომ ადრეა? კითხა ჯორჯმა. -ლენორთან ახლოს ვართ და მისი ძალა ჯეიმის სხეულიდან მისაში გადადის. -დღეიდან მაგას ახლოს არ უნდა გაეკარო ჯეიმს გაიგე? არც შეხედო. და ვაფშე დაივიწყე მისი საყვარელი ჩაცმულობა და ლამაზი თმები. ცოტა ხანში მისი მოკვლა მოგიწევს ან შენ მოკვდები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.