შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შიშის სინდრომი (9)


22-09-2016, 20:44
ავტორი Genius))
ნანახია 3 454

ყველაფერზე საშინელია როდესაც შეურაწყოფას გაყენებენ...
განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც ის ადამიანი საერთოდ არ გიცნობ , არ იცის შენი ცხოვრება , არ იცის რა გამოიარე , რა შეხედულება გაქვს ამ ყველაფერზე და ესე უაზროდ ისეთ რაღაცას გაუბნება რაც შენთვის ძალიან მიუღებელია...
საერთოდ ამბობენ რომ მთვრალი ადამიანები ყოველთვის პირდაპირები არიან და სიმართლეს ამბობენო , ზუსტად ამიტომ ტყვიის სროლას გავდა ჩემთვის ვიბლიანის სიტყვები...
თან მაშინ როდესაც ვცდილობდი მასთან საერთო ენა გამომენახა , ზუსტად მაშინ მან ყველაფერი გაანადგურა!
ნუთუ ცინიზმი იყო ეს?.. ან იქნებ მართლა მსგავს რამეს ფიქრობდა ჩემზე და უთავმოყვარეო არსება ვეგონე?..
მისმა სიტყვებმა პანიკაში ჩამაგდო , მისი ხელი დაფეთებულმა მოვიშორე და მისგან რამდენიმე ნაბიჯით შორს წავედი
თვალებგაფართოებული მივაშტერდი , თვალებიდან ცრემლები ჩემდაუნებურად მომდიოდა , სხეული ამიკანკალდა...
პირველად შემეშინდა!
საპირისპირო სქესის წარმოადგენლის პირველად შემეშინდა! და ისიც ვისი? ვიბლიანის!
ადამიანის რომელიც ჩემ გვერდით ცხოვრებოდა და ვიმედოვბენდი რომ ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდებოდა...
მაგრამ შევცდი... ის იმაზე უარესი ყოფილა ვიდრე მე მეგონა...
ჩემს შეშინებულ სახეს დასცინოდა და თავს აქნევდა , იმასაც ვიაზრებდი რომ ეს ყველაფერი სიმთვრალის გამო ხდებოდა მაგრამ უარესის მეშინოდა
-არ გაბედო და მომეკარო! - ვიყვირე და ჩემი ოთახის კარებს ავეკარი , მინდოდა ოთახში შევსულიყავი მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდნენ
-იცი კატო ძალიან იდიოტი გოგო ხარ! - თავი გააქნია პატარა ვიბლიანმა - რო მდომოდა უკვე გავაკეთებდი ან იმ დღეებში რაც ერთად გავატარეთ , ეს მხოლოდ იმიტომ გითხარი რომ არ მომცი გართობის საშუალება და გოგო გამიგდე - ხელით კარისკენ მანიშნა - ჩემი არ უნდა გეშინოდეს და არც ეგეთი თვალებით უნდა მიყურებდე რადგან უბრალოდ არ მაინტერესებ! - საჩვენებელი თითი თვალებთან ააფრიალა - შენი ქედმაღლობა იმდენად მიშლის ნერვებს რომ არ შემიძლია ისე შემოგხედო როგორც გოგოს , უბრალოდ ჩემი მასხარა ხარ იცი? - სიცილი დაიწყო
ყველაფერს ველოდი მაგრამ მისგან ასეთ სიტყვებს ნამდვილად არა . თითქოს იქ დამადგა ფეხი სადაც ყველაზე მეტად მტკიოდა...
უეცრად შიში გაქრა , თვალებიდან ცრემლები აორთქლდნენ , ჩემი მზერა ისევ დამცინავი გახდა , სახეზე ღიმილი გამაეკრა და ისევ ისეთი ირონიული თვალებით გავხედე ვიბლიანს
ვიცოდი რომ ამით ტკივილს ვმალავდი მაგრამ ესეთი ვიყავი , არ შემეძლო ვინმეს დაენახა როგორ გამანადგურა...
განსაკუთრებით ვიბლიანს არ მივცემდი ამის უფლებას! რადგან მისთვის ესეთი უმნიშვნელო ვიყავი ვერ გადავიტანდი დაეჯერებინა რომ ის ჩემთვის რაღაც გახდა,,,
შევიძულებდი , მაგრამ ჩემს გრძნობებს არ დავანახებდი!
-ცხოველი ხარ - ეს სიტყვები მთელი გულით ვუთხარი და თვალები გავუსწორე
მას სახე შეეცვალა , თითქოს დარდმა გადაურბინა , შერცხვა მაგრამ მაინც არ გატყდა , ისევ დამცინავად მომაშტერდა
-ჰო შეიძლება ცხოველი ვარ , მაგრამ შენი საქციელების შემდეგ ეს ნუ გიკვირს! - მობრუნდა და მისი ოთახისკენ წაბარბაცდა - მე ვცდილობდი და არ გამომივიდა - შუა გზაზე მოტრიალდა და მომაშტერდა
-მეც ვცდილობდი - თავდახრილმა ჩავილაპარაკე
-შენ რას ცდილობდი? - ირონიულად ჩაილაპარაკა და გამომხედა - დღეს რეები მითხარი გახსოვს? ამას შენგან ნამდვილად არ მოველოდი - თავი გააქნია
-უბრალოდ გაბრაზებული ვიყავი და ემოციები ვერ გავაკონტროლე - პატარა ბავშვივით დავდექი , აი ისე რომ სჯიან და კუთხეში აყენებენ
-ეგ მეც ვიცი - გაიცინა - მაგრამ გადააჭარბე - ჩემკენ წამოვიდა
-მაგისთვის ბოდიშს გიხდი - ამაყად ავწიე თავი და მის თვალებს შევაგებე
საერთოდ არ ვრცხვენოდა ბოდიშების მოხდის , პირიქით ეს ყველაზე მაგარი საშუალება მეგონა იმისთვის რომ შემდეგ სინდისმა არ შეგაწუხოს , ცემთვის "ბოდიში" არ ტეხავდა და არც არასდოს მიჭირდა ამ სიტყვის თქმა ვინმეთვის
-მართლა იმას ფიქრობ ჩემზე რაც დღეს მითხარი? - ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა
ძალიან ახლოს , სანტიმეტრები გვაშორებდა ალბათ ერთმანეთთან , მის ცხელ სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი , მთელ სხეულზე ჭრუანტელი მივლიდა , მინდოდა რამე მეთქვა მაგრამ ვერაფერს ვერ ვამბობდი...
უბრალოდ ამ მომენტის გაფუჭება არ მინდოდა... მეშინოდა რომ ჩემი ერთი სიტყვაც კი ამ ყველაფერს გააფუჭებდა
-და შენ? - პასუხი ვერ გავეცი , პირველი რაც გავიფიქრე ის ვკითხე
-კი - დაუფიქრებლად მიპასუხა მაგრამ ვხდებოდი რომ ეს ჩემს შესამოწმებლად თქვა
-კი - მეც იგივე ვუპასუხე და მის რეაქციას დაველოდე
ვიბლიანმა სიცილი დაიწყო , მთვრალი ბარბაცება და ხელებს მისკენ ვიშვერდი რომ დაცემულიყო
უეცრად ხელი ამიქნია და ისე მწარედ მომარტყა ხელზე მეგონა რომ მომტეხა , ტკივილისგან ყვირილი მინდოდა მაგრამ თავი შევიკავე , ვგრძნობდი რომ თანდათან ვწითლდებოდი მაგრამ მაინც მთელი ძალით ვიკავებდი თავს
-არ მომეკარო , საერთოდ არაფერში არ მჭირდები! არც შენი დახმარება მჭირდება! - ხელი აიქნია და მიტრიალდა - კარგი ვეომოთ ერთმანეთს - ჩუმად ჩაილაპარაკა მაგრამ მაინც გავიგე
-მეზიზღები! - მივაძახე მაგრამ ვერ ვხდებოდი საერთოდ რას ვაკეთებდი , ვერ გამეგო ერთ წამს მის შემორიგებას რატომ ვცდილობდი , მეორე წამს კი მისგან შორს მინდოდა
-ძალიან კარგია! - ირონიულად ჩაილაპარაკა - ჩემს ცხოვრების სტილს არ ვცლი , მე ხომ ჩემი საქციელებით ყველას ვაძულებ თავს - გაიცინა და ოთახის კარი გამოაღო - არც შენ ხარ განსხვავებული! - შევიდა და კარი მოიჯახუნა
-ვარ რადგან არ მძულხარ! - ჩმთვის ჩავილაპარაკე და იქვე კედელს მივეყრდენი , ხელს ვაკვირდებოდი და ვგრძნობდი რომ თანდათან ტკივილი იმატებდა
ხელს ვუყურებდი და მარჯვენას ნატკენ ადგილს ვუსვამდი , თითქოს მალომო ყოფილიყო , ძალიან მტკიოდა მაგრამ ამას ნაკლებად ვდარდობდი , მხოლოდ ვიბლიანზე ვფიქრობდი და იმას ვაანალიზებდი რა იქნებოდა შემდეგ?
ნუთუ უფრო დაიძაბებოდა ჩვენი ურთიერთობა და საბოლოოდ იმ ზღვარზე მივიდოდით რომ ერთმანეთს საერთოდ ავარიდებდით თვალს...
თანდათან ხელი ლურჯდებოდა , ხელს რომ ვკიდებდი მტკიოდა მაგრამ მოტეხილი ნამდვილად არ იყო , არც ნაღრძობი მეგონა მაგრამ მაინც ყველაფერს ესე ვერასდროს გამორიცხავ...
დღეს წასვლას არსად არ ვაპირებდი რადგან არაფრტის თავი არ მქონდა , მაგრამ ხვალ აუცილებლად წავიდოდი ექიმთან , რადგან თვითონ ამ პროფესიაზე ვაბარებდი ვიცოდი რომ ყველა ტკივილი არ უნდა დაგვეიგნორებინა და აუცილებლად უნდა მიგვეხედა მისთვის , მომავლის გამო...
ოთახში შევედი და საწოლზე წამოვჯქეი , პლედი მოვიხურე და მთვარეს მივაშტერდი , ვიცოდი რომ ვერ დავიძინებდი და ცდას აზრიც არ ჰქონდა , მარტო ხელის გამო ვერ შევძლებდი დაძინებას ვიბლიანზე რომ არაფერი ვთქვა...
მასაც არ ეძინა...
მესმოდა ხმა... ჩვენს ოთახებს შორის კედლები სქელი არ იყო და თავისუფლად შესძლებდი ყველაფერი გაგეგო , ზოგჯერ მისი ხმა ტირილს გავდა , თითქოს ვიღაცას რაღაცას ელაპარაკებოდა მაგრამ არ მესმოდა რას , შემდეგ ბოთლის მტვრევის ხმა გავიგე და შიშიგან შევხტი , მინდოდა მასთან მივსულიყავი და გამეგო როგორ იყო მაგრამ თავი შევიკავე... იქ რომ შევსულიყავი ჩემს ხელს ნახავდა და კიდევ უფრო გაღიზიანდებოდა...
რატომღაც მომინდა წყალი გადამევლო და სააბაზანოსკენ "ზლაზნით" გავიმართე...
დუში მოვუშვი და მის ქვეშ დავდექი , ერთი ხელი ის იყო თითქოს საერთოდ არ იყო ჩემი და უბრალოდ ეკიდა...
საერთოდ ისე ვიდექი რომ ვიღაც შეიძლებოდა თოჯინა ვგონებოდი , უახროდ მივშტერებოდი ერთ წერტილს და ტკივილსგან თვალებიდაც ცრემლები მდიოდა...
როგორც ადრე ვთქვი მიყვებოდა ჩემს სხეულას და უჩინარდებოდა... სადღაც იმ წყალს მიყვებოდა და შემდეგ იკარგებოდა... მაგრამ იარა არ ქრებოდა...
ნეტავ შეიძლებოდეს ტკივილით ყველაფრის გაქრობა , რა მარტივი იქნებოდა არა? უბალოდ ერთ "იჯღავლებდი" და შემდეგ ისევ ჩიტივით იქნებოდა...
თუმცა რა სისულელებზე ვფიქრობ არა?.. რა ვქნა მიყვარს ოცნება...
ჩემს ცხოვრებაში ოცნებებს დიდი ადგილი უჭირავს ბავშვობიდან და ხომ იცით ჩვევების დავიწყება რთულია , თითქმის შეუძლებელიც კი...
მაგრამ სიმართლე რომ მითხრათ ჩემს სიტუაციაში ოცნების მეტი რა დამრჩენია?..
დღეს ხომ არავინ არ ვარ , არც სამუშაო მაქვს , მეგობრებსაც იშვიათად ვნახავ, ჩემს მეზობელთანაც ურთიერთობა დავამსხვრიე და მე ხომ მხოლოდ იმაზე ვოცნებობ რომ უკეთესი ცხოვრება მქონდეს...
ამით არაფერი შავდება
სადღაც წამიკითხავს სიტყვები "ქმედება ოცნების ნაცვლას" , მგონი რომანი იყო რომელმაც ჩემში დიდი ემოციები დატოვა , თითოქს ბევრ რამეს მიმახვედრა მაგრამ როდესაც პირდაპირ დავდექი პრობლემის წინაშე ოცნება ვარჩიე...
ჩვენ გოგოები ესეთები ვართ , პირველ ნაბიჯს ყოველთვის სხვისგან ველით და როდესაც არ გამოჩნდება მერე მას ვლანძღავთ , იმასაც ვანობიერებთ რომ ჩვენ შეგვეძლო გამოგვესწორებინა ურთიერთობა მაგრამ მაინც "ველოდებით"!
ხო ჩვენ ყველაფერს ველოდებით!
ველოდებით და ზუსტად ამიტომ ვართ ესეთი სულელები!
გადადგი ნაბიჯი და დაამთავრე რა!
მაგრამ მაინც გოგო ხარ და ტეხავს!
სინამდვილეში კი საერთოდ არ ტეხავს , უბრალოდ ჩვენ გვსიამოვნებს როდესაც ვიღაცისთვის რაღაცას წარმოვადგენთ და ამას უპირობოდ ამჟღავნებენ...
მაგრამ მაინც საქმიანობაში გადაგვივიდა უკვე ლოდინი! ნეტავ ხელფასიც იყოს ამაზე!..
*************
ფიქრებში საათები გავიდა , აღარ მახსოვს როგორ ჩამეძინა ან საერთოდ აბაზანაში რამ ჩამაძინა...
რომ გავიღვიძე უკვე დილა იყო , ტკივილმა გამაღვიძა , საკუთარ ხელს დავაწექი და ისე მწარედ დამიარა ტკივილმა ტანში რომ მეგონა კანს მაცლიდნენ და მის გარეშე მტოვებდნენ...
როდესაც გავიღვიძე წყალი აღარ მოდიოდა და გახსენება ვცადე როდის გამოვთე მაგრამ როდესაც ონკანს შევხედე ის ისევ ღია იყო...
თურმე ბაკი დამიცლია...
მაგრამ რას ვიზავთ , ჩემი ბრალი არ იყო უბრალოდ ჩამეძინა...
სააბაზანოდან ძლივს გამოვედი , საკუთარ ფეხებს ვერ ვიმორჩილებდი და მეგონა სადაცაა წავიქცეოდი...
კარადა გამოვაღე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე , შავი შორტი და თეთრი გრძელმკლავიანი მაიკა ჩავიცვი , რადგან ვიბლიანს ჩემი ხელი არ დაენახა
მისაღებში გავედი , ის იქ დამხვდა , მე თვალები ავარიდე , ისე იქცეოდა თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყო...
საჭმელს ჭამდა და მე ზედაც არ მიყურებდა , არც სინანული , არც მწუხარება , სახეზე საერთოდ არაფერი ეტყობოდა , ძალიან ცივი იყო , ისევ ისეთი როგორიც პირველად...
გევრდი ავუარე და კარისკენ სწრაფად წავედი
-სად მიდიხარ? - დამეწია მისი ხმა, ხმაზე ეტყობოდა რომ საერთოდ არაფერი არ დავიწყებია , თითქოს ესე ამბობდა რომ ზუსტად იგივეს ფიქრობდა დღესაც რასაც გუშინ მეუბნებოდა
-არსად! - მოკლედ მოუჭერი და სახლიდან გავედი
კიბეებზე ჩავირბინე და როდესაც იქ თამო დავინახე ერთ ადგილას გავიყენე
გაკვირვებული მივაშტერდი და ღმერთს ვთხოვდი ის არ მომხდარიყო რაც მე მეგონა
ოღონდ მამსახური არ მიეტოვებინა...
-აქ რა გინდა? - დაბნეულმა ვკითხე და წარბებშეკრული მას მივუახლოვდი
-როგორ თუ რა მინდა? - გაბრაზებულმა მკითხა თემომ და რატომღაც მისი მარცხენა უკან წაიღო , რაც მე ძალიან გამიკვირდა - შენთან მოვედი - მითხრა და მანქანასთან გამიყვანა
-ხელი მაჩვენე - მისი ხელებისკენ წავიღე ხელი და დავაკვირდი , კანი გადატყავებული ჰქონდა და სისხლი ჯერაც არ შეშრობოდა - ვისთან იჩხუბე? - ხმას ავუწიე რადგან მხოლოდ ერთი ადამიანი წარმომიდგა წინ
-ღირსი იყო! - მოკლედ მომიჭრა თემომ და მის მანქანაში ჩამსვა , შემდეგ გვერდით მომიჯდა
-ვერ გავიგე - დაბნეულმა ჩავილაპარაკე - მოიცა ის მითხარი შენ აქ რატომ ხარ და არა სამუშაოზე? - გიჟივით შევაბრუნე თავი მისკენ
-იქ რა მინდა? - ისე ჩაილაპარაკა თითქოს არაფერიო
-შენ სულ გაგიჟდი? - ვიყვირე - არ მითხრა რომ... - სიტყვა აღარ დავამთავრე
-აუ იცი რა მაგრად მოვდე? - მხიარულად ჩაილაპარაკა და ხელზე დაიხედა
-თემო შენ სულ დაკარგე ჭკუა?! - მისი სახე ჩემკენ მოვაბრუნე - რატომ გააკეთე ეს?!
-შენს ცრემლებს მამუკას კი არა სულ რო მამაჩემი იყოს იმას არ ვაპატიებ - მშვიდად ჩაილაპარაკა - სამსახური კიდე , მივეცი მიზეზი და გამომიშვა , სადაც შენ ხარ იქ ვიქნები მეც , ვიშოვით რამეს! - გამიღიმა
-აფრენ შენ - ნაღვლიანად ჩავილაპარაკე
-აუ შენ უნდა გენახა რა სახე ქონდა როდესაც კაბინეტში შევუვარდი? კბილები დავამტვირიე - სიცილი დაიწყო - და ლოყა ჩალურჯებული ქონდა მერე - სიცილს არ წყვეტდა - მერე ხელში ჩამავლო - ჩემკენ წამოიღო ხელი და მომიჭირა
ტკივილგან დავიკივლე და თემოც გაჩერდა , შეშინებული მომაშტერდა ჯერ მე , შემდეგ კი ჩემს ხელს , არ უკითხავს თუ რა მჭირდა , მკლავები ამიწია და როდესაც სილურჯე დაინახა თვალები გაუფართოვდა
-რა მოხდა? - გაბრაზებულმა გამომხედა რადგან ზუსტად ის იეჭვა რაც სინამდვილეში მოხდა
-არაფერი გუშინ სახლში რომ შევდიოდი კარს მოვარტყი - გავუღიმე და თვალები ავარიდე
-და ვიბლიანი არაფერ შუაშია?! - ხმა დაასერიოზულა
-ვიბლიანი შეძლებდა ჩემ ცემას? გააფრინე?! - გაბრაზებული სახე მივიღე და მთელი ძალით ვეცადე რომ არ დამტყობოდა სიმართლე
-სად მიდიოდი ახლა? - უეცრად მკითხა და მანქანა დაქოქა - ექიმთან მიმმყავხარ არაფერი არ მაინტერესებს! - და მთელი სისწრაფით წავიდა ლეჩკომბინატიკენ
-მეც ექიმთან მივდიოდი - ღიმილით ვუთხარი და თავი მინას მივადე
დაახლოებით ნახევარ საათში ექიმთან შევდიოდი და ჩემი რენდგენის დრო დგებოდა , როგორც აღმოჩნდა ხელი ნაღრძობი მქონდა , ექიმმა რატომღაც საჭიროდ ჩათვალა ჩემი ხელის შეხვევა , ასევე ამიკრძალა მისი დატვირთვა , უნდა ყოფილიყო კისერზე ჩამოკიდებული და მეხმარა მხოლოდ მარჯვენა...
ჩემთვის კი ეს გაუსაძლისი იყო , ერთი ხელით ვერასდროს ვერ ვაკეთებდი ვერაფერს , ასე ვთქვათ ეს ნახევარი სხეულის წართმევას გავდა , აი როგორ მაშინ როდესაც სიმღერას ცალი ნაოშნიკით უსმენ...
თემო მთელი დღე ნერვიულობდა , როდესაც გაიგო რომ მხოლოდ ნაღრძობი იყო მაში ოდნავ დამშვიდდა მაგრამ იმდენ რჩევას მაძლევდა რომ მეგონა ხელი მომტყდა და მოილპარაკეს ჩემთვის დაემალათ
-სახლში ხო? - მკითხა თემომ როდესაც შენობიდან გამოვედით და მანქანა დაძრა
-არა ბავშვთა სახლში წავიდეთ - მოკლედ მოვუჭერი და ისიც ზედმეტი კითხვების გარეშე დამემორჩილა
ხვდებოდა რომ არ ვიყავი კარგად და აღარ თვლიდა საჭიროდ ჩემთვის ზედმეტად მოეშალა ნერვები... იცოდა რომ ვერ ვიტანდი როდესაც ჩემ წინააღმდეგ მიდიოდნენ , ისიც იცოდა რომ ახლა თავისუფლად შემეძლო ავმდგარიყავი და ფეხით წავსულიყავი... ამ ყველაფერუ კიჯობია მგონი რომ დამემორჩილო...
ნეხევარ საათში იქ ვიყავი და სახლის კართან ვიდექი... კარი ანამ გაგვიღო , ძალიან გაუხარდა ჩვენი ნახვა , ორივე გადაგვკოცნა ,როდესაც ჩემი ხელი დაინახა სახე შეეცვალა , თემოს გახედა და რადგან მისგან პასუხი ვერ მიიღო, ისევ მე მომიტრიალდა
-რა გჭირს? - გაკვირვებულმა მკითხა და სახლში შემიყვანა , კარი მიხურა
-კარს გამოვკარი - მოკლედ ვუთხარი და გავუღიმე
-და კარმა გიქნა ეს? - ცალი წარბი ასწია ანამ
-ძლიერად გამოვკარი - დავეჯღანე და მარინას ძებნა დავიწყე
ის ოთახში იჯდა და ბავშვებს რაღაცას უკითხავდა , ჩემ დანახვაზე მათ ანიშნა რომ გასულივნენ და შემდეგ გააგრძელებდა
-რა გჭირს ჩემო გოგო? - შეშფოთებული წამოვიდა ჩემკენ და ხელზე ხელი მომკიდა
-კარს გამოკრა - ჩემ მაგივრად უპასუხა ანამ და მე ისეთი თვალებით გამომხედა რომ უსიტყვოდ მითხრა "რას მიმალავო"
-კარმა გიქნა ეს? - დაბნეულმა მკითხა მარინამ და თვალებში მომაშტერდა
-ძლიერად გამოკრა - ისევ პასუხი გასცა ანამ და გამიღიმა
-თქვენთან საუბარი მინდა - ღიმილით ვუთხარი მარინას და ბავშვებს გავხედე იმის ნიშნად რომ დავტოვებინეთ
ნერვები მეშლებოდა როდესც ვგრძნობდი რომ ჩემი არცერთი სიტყვის არ სჯეროდათ , მაგრამ არც ვაპირებდი მათთვის სიმართლე მეთქვა
-აბა მითხარი რა მოგივიდა ხელზე - მითხრა მარინამ როდესაც კარი მიხურა და ოთახში მარტო დავრჩებით
-მართლა კარს გამოვკარი - ნაღვლიანად ჩავილაპარაკე
-კაი რადგან არ გინდა არ მითხრა - გამიცინა და წინ ჩამომიჯდა
-იცით რა მაინტერესებს - თავი დავხარე
-გისმენ რა ხდება - ანერვიულებულმა მითხრა და გაკვირვებულმა გამომხედა
-აქ დაბრუნებას შევძლებ? - თვალები გავუსწორე
-ვერ ვხდები - დაბნეულმა ჩაილაპარაკა - აქ როგორ?
-სამსახური დავკარგე და ერთ თვეში ბინის დატოვებაც მომიწევს თუ ფული არ მექნება - თავდახრილმა ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე
-ვაიმე ჩემო საყვარელო - გვერდით მომიჯდა და ხელზე მომფერა - რათქმაუნდა შენი ოთახი ყოველთვის მზად მექნება , როცა დაგჭირდება ხომ იცი შენ გევრდით ვიქნები - სახე დამიკოცნა
-ძალიან დიდი მადლობა! - მაგრად მოვეხვიე და თავი მის მხრებში ჩავმალე - ძალიან დიდი! - თვალებზე ცრემლები მომადგა
-რა სისულელეეს ამბობ კატო! - დამეჯღანა და გამიღიმა - მითხარი სამსახურიდან რატომ გამოგიშვეს? - დაბნეულმა მკითხა
-მეც არვიცი , ცუდი არაფერი გამიკეთებია - თავი გავაქნიე
-ესე უბრალოდ ? - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა
-შეიძლება ითქვას - ღიმილით გავეცი პასუხი
-რაღაცას მიმალავ! - ეჭვისთვალით გამომხედა
-არაფერს არ გიმალავთ - რატომღაც თავი დავხარე
-კატო ჩემი გაზრდილი მაინც არ იყო! - თავი მისკენ მიმაბრუნებინა და თვალებში მომაშტერდა
-მართლა არაფერს არ გიმალავთ - ვუთხარი მაგრამ თვალები ვერ გავუსწორე
-კატო! - ხმას აუწია
-მართლა! - ნაღვლიანად ჩავილაპარაკე და მანაც გადაწყვიტა რომ აღარაფერი ეკითხა
****************************************
კიდევ დიდი ხანი ვიყავი მასთან და ვესაუბრებოდი , ბევრი რაღაც გადავუშალე და მისგან რჩევებიც მივიღე , ეცადა ჩემ გამხიარულებას მაგრამ არ გამოსდიოდა , მაინც ცუდად ვიყავი და არ შემეძლო გამეცინა
რომ დაღამდა გადავწყიტე ფეხით წამოვსულიყავი , თემოსთვის რომ მეთქვა ვიცოდი რომ არ გამომიშვებდა , ამიტომ გამოვიპარე და ფეხით გავუყევი ქუჩას
ვფიქრობდი რა უნდა მექნა როდესაც სახლში მივიოდი? რა უნდა მეთქვა ვიბლიანისთვის ? რომ ხელზე რა მომივიდა... მაგრამ დებილი ხომ არ არის ყველაფერს მიხვდება
ვგიჟდებოდი ღამის თბილისზე , მიყვარდა სეირნობა და ფიქრი , მიყვარდა ახალგაზრდების სიცილს რომ ვუსმენდი და გოგონების ჭორაობას რომ ვისმენდი რომლებიც გვერდით ჩამივლიდნენ ხოლმე და მათ რჩეულზე აჭიტირებით საუბრობდნენ
მე არ ვყოფილვარ ესე არასდროს...
არ მყოლია რჩეული და მეგონა რომ ჩემი ცხოვრება მარტოობისთვის იყო...
ახლა ვიბლიანი გამოჩნდა მაგრამ ისიც მხოლოდ ჩემ სატანჯველად...
მასზე ფიქრი ხომ ყველაგან თან დამსდევს რა!
აი ახლა ის მომენტი დადგა , რომ იტყვია , "ძაღლი ახსენეო და ჯოხი დაიკავეო"...
ჩემ წინ ვიბლიანი მოსეირნობდა და მასა ეტყობოდა რომ რაღაცაზე ფიქრობდა
როდესაც მე დამინახა შედგა , მეც ერთ ადგილას გავჩერდი და მას მივაშტერდი...
-აშკარად ერთმანეთი მაგრად უყვართ - გავიგე ერთი გოგონას სიტყვები როდესაც მე გამცდა და როდესაც გავხედე ჩვენ გვიყურებდა , გამიღიმა და მეც გამეღიმა
შევტრიალდი და გზა განვაგრძე , ვეცადე ვიბლიანისთვის გვერდი ამეარა მაგრამ თვითონ არ გამიშვა და ჩემ წინ დადგა
-ხელზე რა მოგივიდა? - მკითხა ნაღვლიანმა და ხელზე დამაშტერდა
-არაფერი - კიდევ ვცადე გევრდი ამეარა მაგრამ ისევ ამაოდ
-მითხარი ტასო - მისი შავი თვალები ახლა მხოლოდ ნაღველს ასხივებდნენ
-შენი საქმე არ არის დათი! - მშვიდად ვუთხარი და წინ წავედი
ახლა აღარ უცდია ჩემი შეჩერება
-ჩემი ბრალია? - მომაძახა და მისი ხმა გაყინულს გავდა
-კი! - თავდახრილმა და ჩუმად ჩავილაპარაკე მაგრამ მივხვდი რომ გაიგო...
ამის შემდგე არც მისი ხმა გამიგია და როდესაც მივტრიალდი იქაც აღარ იყო...

***********************
ძალიან მიხარია რომ მოგწონთ. ველოდები თქვენ შეფასებებს.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ამეტირა... ძალიან მაგარი თავი იყო... ახალ თავს მოუთმენლად ველი... მაინტერესებს რა მოხდება შემდეგ...

 


№2 სტუმარი Guest nita

dzalian momcons.moutmenlad velodebi shemdeg tavs :-*

 


№3  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

აუ მალე დადე რა შემდეგი თავიი ძალიან მაგარია
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№4 სტუმარი Guest londa dm

დათი ძალიან მეცოდება, რაღაცაზე ძაან ნერვიულობს რა და თავს იდანაშაულებს ჰგონია რ0ომ არავის უყვარს , ძალიან კმეცოდება

 


№5 სტუმარი Guest Mari mari

Auuu dzaaan magariaaa erti suli maq shemdegi tavi rodis iqnebaaaa dzalian momwons

 


№6  offline წევრი isterichka123

ვო დზალნ მაგარია ველოდები ახალ თავს მალე დადე ტასუნა

 


№7  offline წევრი Genius))

ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3

 


№8 სტუმარი mtvaro svani

vaime mecodeba vibliani da ra vqna?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent