შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიცოცხლე გაჩუქე (თავი 27)


23-09-2016, 14:37
ავტორი სატი
ნანახია 2 209

და გაითიშა. ერეკლე ეცა ტელეფონს და იგივე ნომერზე გადარეკა მაგრამ უშედეგოდ.
-ანკა ფეხი არ გაადგა სახლიდან!-გიჟივით გავარდა სახლიდან. ანკა გაეკიდა მაგრამ გვიანი იყო კარი გარედან ჩაკეტა. სამზარეულოში გავიდა და ერეკლეს დაურეკა მან არ აიღო.
-რა მოხდა ანკა დაჯექი რა სახე გაქ(სანდრო)
-ერეკლეს დაურეკეს და მერე გიჟივით გავარდა აქედან, ფეხი არ გაადგაო და კარი ჩაკეტა.
-დაწყნარდი, ალბათ სამსახურიდან დაურეკეს რაღაც დაავიწყდა(ივა)
-ალბათ. გიოს რო დავურეკო... მარა არ თქვათ რა არაფერი. მე გავალ ნიკოლოზს გამოვიყვან
-ჩვენ შევალთ არ არბენინო აქეთ იქით ჯერ პატარაა
სანდრო და ივა შევიდნენ ოთახში. ივამ აიყვანა ხელში.
-ეე მომეცი ჩემი ნათლული
სანდრომ გამოართვა.
-ნიკოლოოზ, შენ ნახე რა მაგარი რაღაცეები გასწავლო, ფუფლო კი არ იქნები როგორც ივა ბიძია.
-რა ფუფლო არ მომაკვლევინო ეხა შენი თავი
-ჩჩშშ! ესმის. ნიკოლოზ მაგარი ნათლია გეყოლება აი იმენა რო იტრაბახებ ჩემით. დედაშენს არ დაემსგავსო სიჯიუტეში, ვერავინ ვერ არჯულებს და მემგონი სულ ესე იქნება-გაეცინა სანდროს
ამ დროს ივას ნათიამ დაურეკა.
-ტელევიზორი ჩართეთო ნათიამ
ანკა სამზარუელოში გავიდა ტელევიზორი ჩართო და რას ხედავს.
-ამ წამს გავრცელდა ინფორმაცია, ცნობილი ბიზნესმენის ნოდარი წულაძის შვილი ერეკლე წულაძის და ანკა შუბლაძის ავარია მოწყობილი იყო, ამაზე განცხადებაც კი შემოვიდა ანონიმური პიროვნებისგან. მიმდინარეობს გამოძიება. შეგახსენებთ რომ ანკა შუბლაძეს ერეკლე წულაძესგან ჰყავს შვილი ნიკოლოზი. ასევე ანკას ყავს მეორე შვილი გიორგი გაბუნიასგან რომელიც ადრე გარდაცვლილი ეგონათ ავარიის გამო, რომელიც მოწყობილი გახდა. არის თუ არა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან დაკავშირებული?
ანკამ გამოთიშა ტელევიზორი. მის ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა, ჩამოჯდა სავარძელზე და თავი ხელებში ჩარგო. სანდრო და ივა თავს ევლებოდნენ ხან წყალი მოჰქონდათ, უნიავებდნენ, ელაპარაკებოდნენ. ერეკლეს მოსვლამდე გათიშული იჯდა, რო მოვიდა პირდაპირ ეცა და ჩაეხუტა. ძლივს იკავებდა თავს რომ არ აქვითინებულიყო. ერეკლემ ანიშნა სანდროს და ივას წადითო და ისინიც ასე მოიქცნენ. ანკა აქვითინდა, ჩამოჯდნენ სავარძელზე.
-დაწყნარდი ჯერ ამ ინფორმაციის გამო დავამტვრევ ხელებს რო გამოაქვეყნენს და მერე კოჭებს მოვატეხავ შენ რომ ბ*** გიწოდეს
-არა... ვინ გააკეთა ეს. ისევ იმათმა?
-რაც უფრო ნაკლები იცი მით უფრო კაი
ანკა მოშორდა ერეკლეს.
-ვინ იყო იმ დღეს ის გოგო შენთან?
-რო გავარდი მაშინ? გითხარი რაც უფრო ნაკლები იცი მით უფრო უკეთესი თქო
-მღალატობ და არაფერი ვიცოდე ამის შესახებ?
-ნიკოლოზს გეფიცები არ გღალატობ
-ჯერ ესერთი ბავშვი აღარ დაიფიცო მჯერა მაგრამ რატო არ მეუბნები
-ესე უსაფრთხოდ იქნები გამომდინარე შენი ხასიათიდან.
-კაი ხო.
-კაია ამ ორი წლის განმალობაში პირველად გააკეთე ის რაც მე გითხარი
-ბარემ მიბრძანე
-ოთახში მარშ!!!
ანკა ადგა და სიცილით გავიდა ნიკოლოზთან და დააძინა.
***
მერე სამზარეულოში გავიდა და საჭმლის კეთება დაიყო. ამასობაში ერეკლე შემოვიდა.
-რას ჩადიხარ გოგო დარიშხანს აკეთებ?
-არა, ბორშს.
-ანკა, ორი შვილი უკვე გვყავს. ისე არ გიფიქრია მესამეზე?
-უკვე? კაი რა
-არა ისე გეკითხები
-რავი ყოველთვის მინდოდა 3 მაგრამ მეტი არა. ეხლა არა მგონია რომ მზად ვიყო ანას გარდაცვალების შემდეგ.
-კაი დაიკიდე. მალე იქნება?
-მოიცა შენ რა ბორში გიყვარს?
-ვგიჟდები
-აუ მე კიდე გავაკეთე მეთქი ნერვებს ავუშლი თქო
-ოოხ ანკააა ეხა დაგერხა
-რა დამერხა
ერეკლე უკნიდან მივიდა ხელები წელზე შემოხვია და მოუღუტუნა ანკამ ძლივს გაინთავისუფლა თავი და სამზარუელოში დაიწყეს სირბილი. ამასობაში ოთახში გიორგი და ნიაკო მოვიდნენ. ნიაკომ სიცილი დაიწყო ბოლოს ანკა გიორგის შეასკდა რო არ დაეჭირა ვარდებოდა. ანკა გიორგის ამოეფარა.
-მიშველე რა დამსდევს და მიღუტუნებს
გიორგის გაეცინა
-ნიაკო მა მიხედე ხოლმე ამათ
-ანკა მერე წავა გიორგი და არ გეშველება არაფერი. მოდი ნიაკო ჩემთან გამახარე
-ცოტახნით მოგიყვანე ნიაკო რო დაიწყე წუწუნი მომენატრაო.
ნიაკო ერეკლესკენ გაიქცა და მანაც ხელში აიყვანა.
-გშია ბორშს ვაკეთებ
-აუ შენ ბორშზე ვგიჟდები
ანკა, გიორგი, ნიაკო და ერეკლე დაჯდნენ და დაიწყეს ჭამა.
-ნანული დეიდა გაუშვით?
-ხო ეხა ვცდილობთ მარტო გავუმკლავდეთ ყველაფერს(ერეკლე)
-და რა გამოგდით?(გიორგი)
-ხვალ რომ დამიტოვებ ნიაკოს მაშინ მივხვდებით(ანკა)
-დღეს დაგიტოვებ მაგიტო მოვედი ნიკა და თემოსთან მივდივარ გასართობად
-ოხ გიო გიო დაიწყე ისევ ღამის თენებები?(ანკა)
-ხო აბა დავბრუნდი ერთი ღამე არ მოვკვდები
-დაგირეკავ ხვალ და აბა მკვდარი დამხვდე(ანკა)
-რაზე ლაპარაკობთ მეც მითხარით(ერეკლე)
-მე და გიო ერთად როცა ვიყავით ერთად დავდიოდით მეგობრებში სულ ხოდა მე ბოლომდე არ ვრჩებოდი სკოლის გამო და ეს დილის 6მდე იყო ხოლმე და მერე იძინებდა 2საათი. სუ ათენებდა ამათთან ერთად.
-შენ ვერ ათენებ?(ერეკლე)
-როგორ არა აბა ნიაკოს ღამეებს ვინ უთენებდა ეს ვაჟბატონი აქ რო არ იყო და არც შენ(ანკა)
ორივე გაჩუმდა. მალე გიორგიც წავიდა. დადგა ბავშვების ძილის დროც ერეკლე ნიაკოს დასაძინებლად შევიდა ანკა ნიკოლოზის.
-ნიაკო მა.... ბოდიში ნიაკო მიდი რა დაწექი
-დამიძაქე მე
-მიდი რა დაწექი გთხოვ. დაიძინე
-არაა
-მიდი დაიძინე და მე მოგიყვები ზღაპარს
-იეეეს
ნიაკო დაწვა თავის დიდ ვარდისფერ ლოგინში. ერეკლე ჩამოუჯდა გვერდით და მიიხუტა.
-იყო და არა იყო რა იყო ერთი გოგონა სახელად ანკა
-დედა?
-ხო. ძალიან ძალიან ძალიან ბევრი ძალიან ჯიუტი გოგო, არავის არაფერს არ უჯერებდა და სულ გაიქცეოდა ხოლმე. ერთხელაც გაიქცა ერთი წვეულებიდან და შეხვდა ცუდ ყმაწვილს. ცუდი წარსულით, თავიდან ძალიან დიდიხანი არ ენდობოდა მას ბოლოს მოარჯულა ამ ყმაწვილმა...-ყურში ჩაჩურჩულა-არ უთხრა დედიკოს რო ეს ვთქვი. ხოდა მერე...
ნიაკოს ჩაეძინა. ერეკლე შუბლზე აკოცა,გადააფარა საბანი და შუქი ჩააქრო, ლამპა აუნთო და გავიდა. ანკა ნიკოლოზს ვერ აძინებდა, არწევდა უმღეროდა და ბოლოს ჩამოჯდა და ზღაპარის მოყოლა დაუწყო. იგივესი რასაც ერეკლე ნიაკოს უყვებოდა და ბოლოს დააძინა. ჩააწვინა ლოგინში, გადააფარა, შუქი ჩააქრო აკოცა და გავიდა. მერე ნიაკოსთან შევიდა მასაც აკოცა და გამოვიდა. ერეკლე კაბინეტში იყო ტელეფონზე ლაპარაკობდა.კართან დადგა და უსმენდა
-...კი ოღონდ ანკამ არ უნდა გაიგოს
-...
-რათქმაუნდა თანახმა ვარ მაგრამ რომ გაიგოს
-...
-კარგი ხვალ 7ზე
-...
-არა, ვეცდები
მერე გათიშა. ანკა შევიდა და წინ დაჯდა.
-აბა გისმენთ გაუმკლავდით თუ არა კლიენტს?
-ადვილად. თქვენ?
-მეც. მალე შენი დაბადების დღეა არ გინდა არაფერი?
-რავი ჩვეულებრივად ბავშვები იქნებიან აქ, სანდრო,ივა ნათია და რავი მე...
-მორჩა? არაფერი საჩუქარი?
-რა უნდა მინდოდეს მეტი.
-ქორწილი?
-ერთ კვირაში?
-ხო მოვაწყობ მაგას
-კარგი იდეაა-ანკამ აკოცა ერეკლეს-ბოდიში მე ვერ გამოვხატავ სიხარულს
-მივხვდი. რამე ორიგინალური ხო არ გინდა
-არა ჩვეულებრივი ქართული ქორწილი ხალხური სიმღერები დასაწყისში და დასასრულში თანამედროვე ინგლისურები.
-ნიკოლოზიც იქნება მანდ
-ხო მარა მაგ დროს 2კვირის იქნება ძაან პატარაა და ხმაურში ვერ გაძლებს
-ხო ეგ ცუდია. ჯვრისწერაზეც ვერ წავიყვანთ. ანკა მისმინე ვიცი გვიანია მაგრამ უნდა წავიდე მარტო ყოფნა ხო არ გეშინია
-არა.
-ყოველი შემთხვევისთვის დაცვას დავტოვებ
-არა წადი არ მინდა დაცვა.
-2კაცს მაინც დავტოვებ
ერეკლე წავიდა. ანკა მისაღებში დაჯდა და ტელევიზორი ჩართო. ცოტახანში კარზე ბრახუნი გაისმა, ანკა მივიდა კართან და გაიხედა მაგრამ არავინ დახვდა. ისევ გაბრუნდა ეგონა მომეჩვენაო. ცოტახანში იგივე ხმა, ისევ გაიხედა, მისაღებში შევიდა და ყველა ფანჯარა დახურა. კარები მაგრად ჩარაზა, ისევ ის ბრახუნი, ნიაკო გამოვიდა ოთახიდან.
-დეე რა ხდება?
-არაფერი დე გამოიტანე საბანი და მისაღებში დაჯექი
ნიაკომ გამოიტანა საბანი და დაჯდა მისაღებში. ანკამ ნიკოლოზი გაახვია გადასაფარებელში და ისიც მისაღებში გაიყვანა. სახლში შუქები ჩააქრო, კარს დიდი კარადა მიადგა და ბავშვებთან ერთად სავარძელში დაწვა. მიხუტებული ყავდა ორივე, მალე ნიაკოს და ანკას ჩაეძინათ. კარზე კაკუნი გაისმა.
-ანკა? ანკა ერრეკლე ვარ გააღე! ანკა?
ანკამ ნელა ადგა, კარადა ძლივს გამოწია და კარი გააღო. ერეკლე შემოვიდა და სამზარეულოში გაიყვანა ანკა.
-გოგო დებილი ხარ? რა ქენი
-ვიღაც 2საათი მიბრაგუნებდა კარზე შენი დაცვაც არ ვიცი სად წავიდა, ნიას გაეღვიძა ნიკოლოზსაც შენთან დარეკვასაც აზრი არ ჰქონდა.
-მოიცა ანკა რაღაც მოგეჩვენა რომ შემოვედი დაცვა ჩვეულებრივად კართან იდგა.
-არა არ მომჩვენებია ერეკლე ვიღაც ბოლო დონეზე აბრახუნებდა კარზე გიჟი არ ვარ
ანკას ხელები უკანკალებდა
-კარგი, დაწყნარდი
ერეკლემ ბავშები შეიყვანა ოთახებში და მერე ანკა ოთახში გაიყვანა და ორივემ დაიძინა. ღამის 3ზე ნიკოლოზის ტირილმა გააღვიძა. ანკა ადგა და გავიდა, აიყვანა ხელში და არწევდა.
-ჩუმად დეე არ გავაღვიძოთ ნიაკო რა. ჩშშშ... დე გთხოვ რა დაიძინე. გვიანია ძაან.
დიდიხანი არწევდა ბოლოს დააძინა. გავიდა ისევ და დაიძინა. ისევ დილის 7საათზე გაეღვიძა ნიკოლოზს. ანკა ადგა ხელში აიყვანა და სამზარეულოში გავიდა აჭამა, მერე ისევ დააძინა და დაწვა დასაძინებლად. შაბათ-კვირა იყო, ნიაკოს ბაღი არ ჰქონდა. აძვრა საწოლზე. ერეკლეს დაუწყო გაღვიძება.
-რა არი ნიაკო
-გავიღვიძე
-ჯერ ადრეა დაიძინე რა
-არაა
-კიიი-ერეკლემ აიყვანა ხელში და გავიდა სამზარეულოში-უი ათი საათია ეე რატო არ გაქ ბაღი დღეს. კაი მიდი შენ ჭამე ნამცხვარი და ითამაშე-ერეკლემ ნიაკოს შოკოლადის ნამცხვარი დაუდო, ბავშვის ღობეები დადგა მთელ სამზარეულოში ისე რომ პატარა მაგიდის და სკამის იქით ვერსად გავიდოდა. მერე დაიძინა ისევ. 1საათზე გიორგი მოვიდა. ნიაკო დაინახა შოკოლადში მოთხვრილი ძირს. სახე სუ წითელი
-ერეკლე ანკა!!!!!!!
ორივე გიჟივით შემოვარდა.
-რა ხდება?
-რა რა ხდება რა დაემართა ნიას!!! მალე სასწრაფო გამოიძახეთ
ნიაკო სასწრაფოთი წაიყვანეს. ალერგია ჰქონდა შოკოლადზე იმდენა ჭამა, დროულად მიიყვანეს და უშველეს. ერეკლე კარიდორში იჯდა და ხელებში ჰქონდა ჩარგული თავი.
-ჩემი ბრალია მე მივეცი ნამცხვარი
-შენ რა იცოდი რო ალერგია აქვს არც მე ვიცოდი აქამდე
-არა მე არ უნდა დამეტოვებინა
-კარგად არის ერეკლე ნუ ნერვიულობ
-ანკა არ გესმის შეილება მომკვდარიყო
-არ მოკვდა ცოცხალია არაფერი მოუვიდა მეც შეილება მიმეცა და გიორგისაც შემთხვევით ამიერიდან გვეცოდინება რო არ შეილება მისთვის შოკოლადი
გიორგი გამწარებული დადიოდა აქეთ-იქით.
-გიორგი მაპატიე მართლა არ ვიცოდი
-შემდეგზე უყურადღებოდ წამითაც არ დატოვებთ!! რა მშობლები ხართ! ნიკოლოზს როგორ უნდა მოუაროთ! ანკა შენ მაინც როგორ მოგივიდა ესეთი რამ!!
ამ დროს ექიმი გამოვიდა.
-როგორაა
-კარგად არის უბრალოდ ალერგია. შეგილიათ შეხვიდეთ და ნახოთ. ცოტათი ნამტირალევია ნემსის გაკეთება მოგვიწია
შევიდნენ შიგნით ნიაკოს ხელში სათამაშო დათვი ეკავა, ანკა მივიდა და აკოცა.
-ნიაკო დე როგორ ხარ?
-ქარგად
-მა წავიდეთ?
-ქო.
-ამიკანე-ერეკლეს მიუბრუნდა
გიორგი უემოციო სახით უყურებდა ერეკლეს, ერეკლემ აიყვანა ნიაკო და ანკას მისცა. ანკა გავიდა.
-გიორგი არ ვიცოდი
-შემდეგზე გეცოდინება მე ვიცოდი ადრე უნდა მეთქვა ნაწილობრივ ჩემი ბრალიცაა.
-მისმინე ღამით ანკას მიადგა ვიღაც უბრახუნებდა კარზე სულ შეაშინეს ამასთან ერთად ავარია. ვინ გვებრძვის ესე მაგრა
-იქნებ აბაშიძეები
-ეგ ვიფიქრე მაგრამ კონტრაქტი?
-თავისუფლად დაარღვევდნენ. ახლა კი შურს იძიებენ. როგორც ავარიით სცადეს ჩემი მოშორება ისე ცდილობენ შენ და ანკასი. მალე ალბათ ბავშვებსაც მიადგებიან დღესვე უნდა წავიდეთ და მოვკლათ



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Kargia.sainteresoa axla vin ebrdzvis amat.ra ver daamtavres
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent