შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შიშის სინდრომი (12)


25-09-2016, 19:36
ავტორი Genius))
ნანახია 4 023

ზოგჯერ ერთ სიტყვასაც შეუძლია მთელი ფიქრები გადაგიტრიალოს და მხოლოდ ერთი რამეს მიგაჯაჭვოს...მოგცეს იმედები და სადღაც გულის თუნდაც მცირე ნაწილში გაგახაროს...
"გგავს" - ამ სიტყვამ კი შეიძლება ობოლ გოგონას ის იმედი მისცეს რომელსაც მთელი მისი ცხოვრება ელოდა...
როდესაც ვიბლიანის სიტყვები გავიგე თავში იმ აზრმა გაიელვა რომ მარტო არ ვარ , რომ მყავს სადღაც ვიღაც ვინც ჩემთან ძალიან ახლოსაა , ჩემთვის ძალიან ახლოა... მაგრამ ამ ყველაფრით ჩემს მშობლებამდე მივალ რაც ძალიან არ მინდა , ანუ უნდა დავიწყო მათი ძებნა რადგან გავიგო ვინ ვარ და რას წარმოვადგენ...
-ხუჭუჭ სად დაფრინავ? - ხელი თვალებთან ამიფრიალა და გაიცინა
უეცრად გონს მოვეგე და მას დაბნეულმა გავხედე , მას სახეზე ღიმილი გადაჰფენოდა და ჩემს სახეს ინტერესით აკვირდებოდა
-აქ ვარ - მოკლედ მოვუჭერი და თავი დავხარე
უკვე სახლთან ვიყავით და მე საერთოდ არ მახსოვდა როგორ გამოვედით აქამდე , ნუთუ ამდენი ხანი ბავშვთან დავფრინავდი და შეუძლებელზე ვფიქრობდი?..
-მეც ვხედავ რომ აქ ხარ - დაბნეულმა ჩაილაპარაკა ვიბლიანმა , კარი გააღო და სახლში შევიდეთ
ჩემი ოთახისკენ წავედი , ვინმეს რომ შემოეხედა ეგონებოდა პულტით მართავენო...
-კატო რა გჭირს? - გამაჩერა ვიბლიანმა და მისკენ მიმაბრუნა - რამე გეწყინა თუ? - დაბნეულმა ჩაილაპარაკა და თავი დახარა
-არა დათი რა უნდა მწყენოდა? - დაუფიქრებლად და მშვიდად ვუპასუხე , გავიზარე რომ უკვე ზედმეტი მომდიოდა და რეალობას უნდა დავბრუნდებოდი
-აბა რაზე ფიქრობ ესე? მგონია რომ სამყაროს მოსწყდი - თავი გააქნია და დივანზე ჩამომსვა - მითხარი რა ხდება
-არაფერი - გავუღიმე - უბრალოდ ძალიან დავიღალე , თან არც მიძინია და - თავი დავხარე და დივანზე გავწექი - დავიძინებ ცოტას რა - შევეცადე გამეღიმა და თვალები დავხუჭე
-კარგი დაიძინე - თავზე ხელი ჩამომისვა და წამოდგა
მგონი ოთახისკენ წავიდა , ზუსტად არ ვიცი რადგან იმ წამს ვიგრძენი როგორ ჩაიარა თავში რაღაც საშინელმა და მგონი ჩამეძინა...
***************************************************************
თვალები რომ გავახილე უკვე შუადღე იყო , ვგრძნობდი როგორ მეძინებოდა კიდევ მაგრამ გამახსენდა რომ თემო უნდა მენახა , ყოველდღე ესე ვერ გადავდებდი სამსახურის ძებნას , თორემ შემდეგ ნამდვილად მომიწევდა ჩემოდნების ჩალაგება...
იქაურობას თვალი მოვავლე , ვიბლიანს ვეძებდი მაგრამ ვერსად ვერ ვნახე , რატომღაც არ მინდოდა მის ოთახში შემეხედა , მაგრამ მაინტერესებდა იქ იყო თუ არა , მინდოდა დამეძახა მაგრამ ვერ ვბედავდი , ველოდი რომ თვითონ გამოვიდოდა ჩემთან მაგრამ რატომ?..
სამზარეულოსკენ წავედი და წყალი დავლიე , გამაკანკალა როდესაც ვიგძენი როგორ მოიარა ცივმა სითხემ ჩემი ორგანიზმი , ჭიქა დავაბრუნე და სააბაზანოსკენ წავედი , ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ტალახში ვიბანავე და ასე დავდიოდი , რომ არ ჩამომერეცხა კი უბრალოდ გავაფრენდი...
სააბაზანოსკენ გავიქეცი და ტანსაცმელი სასწრაფოდ გავიძრე , დუში მოვუშვი და მის ქვეშ დავდექი , ჩემს თავში ისევ ამოტივტივდა ის პატარა გოგონა რომელიც ძალიან მგავდა , მაგრამ ამაზე ფიქრი არ მინდოდა რადგან ჩემი ამბავი ვიცოდი , იქამდე არ მოვეშვებოდი სანამ პირში არ მომახლიდენ "ობოლი ხარ და ახლიდან ნუ იხსნი ამ ჭრილობასო!"
წყლის ხმა იმდენად ძლიერად მესმოდა, ვერც კი შევამჩნიე რომ აბაზანაში ვიღაც შემოვიდა , თავი რომ არ გამეტრიალებინა ცოტახანში მის წინ სრულიად შიშველი აღმოვჩნდებოდი და შემდეგ ჩემი სხეული სიწითლით დაიფარებოდა...
სასწრაფოდ იქვე დაგდებულ ხალათს გადავწვდი და დიდი წვალების შემდეგ მოვარგე ჩემს სხეულს , დუშიდან გამოვედი და ვიბლიანს გაფართოებული თვალებით მივაშტერდი , ის კი უაზროდ იდგა და მიღიმოდა , თან თვალს მაყოლებდა და კიდევ უფრო მაღიზიანებდა
-შენ შეიშალე? - ვცდილობდი თავი გამეკონტროლებინა და პირდაპირ ყვირილი არ დამეწყო
-დივანზე არ დამხვდი და შენი მოძებნა დავიწყე - ისე ჩაილაპარაკა ვითომც არაფერიო
-და ვერ მიხვდი რომ სააბაზაოში ვიქნებოდი?! - ხმას ავუწიე - თუ წყლის ხმა სხვა რამეზე მიუთითებს? - მუშტები შევკარი
-იქნებ წყალი მოშვებული დარჩა? - თითქოს ჩაფიქრა და დოინჯ შეყრილი კედელს მიეყრდნო
-რომ მეძინა წყლის ხმა იყო? - ახსნა დავიწყე და ვერ მივხვდი რატომ მეგონა რომ რამეს გავაგებინებდი
-არა - თავი გააქნია
-ლოგიკა გაგაჩნია? - ირონიულად ჩავილაპარაკე და ცალი წარბი ავწიე
-შემაშინე გოგო - ისე მითხრა თითქოს ჩემი დაქალი ყოფილიყოს და არა ბიჭი რომელთან ერთადაც ცხოვრება მიწევს
-კაი - დამშვიდება ვცადე და ღმრად ჩავისუნთქე - ვიბლიანო გაეთრიე აქედან! - კარისკენ გავიშვირე ხელი
-და შენ ? - ერთი ნაბიჯი გადადგა და ისევ მომიტრიალდა
-გაეთრიე! - მთელი ხმით ვიკივლე და ხელი ვკარი რომ ოთახიდან გასულიყო
მეც უკან გავყევი და ოთახის კარი მთელი ძალით მივაჯახუნე , ვიბლიანზე გაბრაზებულმა ჯავრი კარადაზე ვიყარე და მუშტი დავარტყი , ტკივილმა მთელ სხეულში დამიარა და კივილი მომინდა მაგრამ თავი შევიკავე
იქვე დაგდებულ ტელეფონს დავსწვდი და თემოს დავურეკე
**************
-ხო - მოკლედ მიპასუხა სიცილი დაიწყო
-რა გაცინებს? - დაბნეულმა ვკითხე და გამეღიმა
-კარგ ხასიათზე ვარ - თითქოს მიყვირა და კიდევ უფრო უმატა სიცილს
-რამე მოწიე? - ხმა დავასერიოზულე და მის პასუხს დაველოდე
-არა შენ თავს ვფიცავარ - უეცრად დასერიოზულდა და ხმა დააბოხა
-წავიდეთ ნიკორაში? - აღარ გავაგრძელე მასზე საუბარი და პირდაპირ საქმეზე გადავედი
-მე გუშინ გელოდებოდი - თითქოს ნაწყენმა ჩაილაპარაკა თემომ
-ვიცი მაგრამ ვერ მოვახერხე - დამნაშავესავით ჩავილაპარაკე და ჩემს თავზე გამეღიმა
-კარგი - მოკლედ მომიჭრა თემომ - წამოვიდე უკვე? - მკითხა და ტელეფონშიც გავიგე მისი საწოლიდან ადგომის ხმა
-სანამ მოხვალ მზად ვიქნები - მხიარულას გავეცი პასუხი და ტელეფონი გავთიშე
*********************************************
კარადასთან ჩამოვდექი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე , შარვლებს ვათვალიერებდი მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე რომ ქვედაბოლო ჩამეცვა , მუხლებამდე ჭაობისფერი ქვედაბოლო და შავი მაისური , ასევე ჭაობისფერი new balanceბი ამოვიცდი და ოთახიდან გავედი...
ვიბლიანი სამზარეულოში იყო და რაღაცას მიირთმევდა , როდესაც დამინახა ჩემკენ გამოიხედა , მე კი თვალები ავარიდე და გასასვლელისკენ წავედი
-საით? - მისი ხმა დამეწია და როდესაც მივიხედე უკვე მისაღებში გამოსულიყო
-არაა შენი საქმე - უხეშად ვუპასუხე და სახლიდან სირბილით წავედი კიბეებამდე
ვიცოდი რომ თემო სახლის წინ დამხვდებოდა ამიტომ მისი გაბრაზება გადავწყვიტე და ნაბიჯებს შევუნელე , კიბეებზე ისე ნელა ჩავდიოდი რომ მოხუციც კი გამასწრებდა
როგორც მოველოდი თემო ეზოში დამხვდა მაგრამ რატომღაც გაბრაზებული საერთოდ არ იყო , პირიქით მიღიმოდა და ჩასახუტებლად წამოვიდა , მე დაბნეულმა გავშალე ხელი და ცალი წარბი ავწიე...
ისე ძლიერად მომხვია ხელები მეგონა ძვლებს დამამტვრევდა , ლოყაზე მაკოცა და ჩამომშორდა , ღიმილით წავიდა მანქანისკენ და კარი გამიღო , შემდეგ კი თვითონ მოთავსდა ჩემ გვერდით
-რა გჭირს თემო? - ინტერესით ვკითხე როდესაც მანქანა დაძრა და შენობას გასცდა
-რა უნდა მჭირდეს? - მისი ხმა ძალიან მხიარული იყო , რაც ძალიან იშვიათია ხოლმე
-რაღაც ძალიან ბედნიერი ხარ - გავუღიმე და მისი პასუხის მოლოდინში მივაშტერდი
-უმიზეზოდ რომ ვიყო ბედნიერი არ შეიძლება ? - სიცილით გადმომხედა და შემდეგ ისევ საჭეს მიუბრუნდა
-არა - ჯერ დავფიქრდი და პასუხი ისე გავეცი
-მაშინ მიზეზი მაქვს - მოკლედ მომიჭრა და სიცილი დაიწყო , ჩემ გამწარებას ცდილობდა
-კარგად შეინახე ეგ მიზეზი არავის გაუმხილო - თითქოს ნაწყენმა ჩავილაპარაკე და თავი მინას მივადე
-ჯერ ვერ გეტყვი - გამომხედა და ბედნიერმა გამიღიმა
-აუ რას ეხება? ან ვის? - უეცრად წყენა დავივიწყე და ისევ გავაგრძელე "ლაქლაქი"
-მაგას ნამდვილად ვერ გეტყვი - თავი გააქნია და ირონიულად ჩაიცინა
-შეგიყვარდი და მიმალავ? - მეც ირონიულად ვკითხე და ნაგლი მზერა ვესროლე
-მე შენ დიდი ხანია მიყვარხარ და ეგ იცი - ისე ჩაილაპარაკა ვითომც არაფერიო
-აუ თემო მე არ უნდა ვიცოდე ვინ გაგაბედნიერა?! მარიამმა? ერთად ხართ? შეუყვარდი? - რამდენიმე კითხვა ერთად მივახალე და გამეცინა
-არა - მოკლედ გამცა პასუხი და მანაც გაიცინა
-ესე უნდა მაწვალო? - ხმას ავუწიე და წარბებშეკრულმა გავხედე ძმაკაცს
-ხვალ რას აპირებ? - უეცრად თემა შეცვალა და ღიმილით მომაშტერდა
-იმედია ამის გამო არა რადგან არაფერს არ ვაპირებ - გავუღიმე
-დაბადების დღე გაქვს უჟმურო! - ირნოულად ჩაილაპარაკა თემომ და თავი გააქნია
-მაგრამ დაბადების დღისთვის საერთოდ არ მხელა - ნაღვლიანად ჩავილაპარაკე
-რამე მოხდა? - დასერიოზულდა თემო და ევისთვალით გადმომხედა
-ძმაკაცი არ მიყვება რატომაა ბედნიერი - კიდევ უფრო ნაღვლიანი იერი მივიღე და მას გავხედე
-ცოლი მომყავს - უემოციოდ ჩაილაპარაკა თემომ
-არა მაგას იმ წამს მეტყოდი როდესაც გოგო დაგთანხმდებოდა - თავი გავაქნიე
-მაშინ შეყვარებული მყავს - სიცილით მითხრა
-შესაძლებელია მაგრამ მარიამი რომ იყოს ამას არ დამიმალავდი - ფიქრი დავიწყე
-მაშინ ვიღაც მიყვარს - თანდათან პასუხისკენ მიმყავდა თემო
-მარიამი არაა - დარწყმუნებულმა ჩავილაპარაკე - მოიცა - ღიმილით გავხედე - იმ დღეს მარიამთან ერთად არ ყოფილხარ ხო რესტორანში? - წარბები ავათამაშე
-გადადი - მანქანა გააჩერა თემომ და კარი სიცილით გააღო - გასაუბრება გიხმობს - თავი გააქნია
-პასუხს რატომ არ მცემ? - იმედგაცრუებულმა ვუყვირე და იმ ხალხს მივაშტერდი რომლებმაც გიჟად მიმიღეს - რა იყოთ ცირკია? - ირნოულად ჩავილაპარაკე და თემოს გვერდით დავდექი
მან თვალებით რაღაც ანიშნა ჩვენს გვერდით მდგარ გოგოებს და სიცილი დაიწყო , მე გაბრაზებულმა თავში ხელი წამოვარტყი და ჩქარი ნაბიჯებით წავედი წინ...
თემოც შემომყვა და ვიღაცის ძებნა დაიწყო , ბოლოს ერთ ქალს მიუახლოვდა და ჩემზე მიანიშნა , მეც მათკენ წავედი
-ორი დღე იმუშავებთ , შემდეგ ორი დაისვენებთ , მესამე ცვლას რომ დავამატებთ შემდეგ სამამდე გავზრდით დასვენების დღეებს - ღიმილით გამომხედა ქალმა - თანახმა ხართ? - თემოს გახედა
-რათქმაუნდა უფრო რთულ პირობებშიც გვიწევდა მუშაობა - ღიმილით უპასუხა და ნაღვლიანმა მე გადმომხედა
თავს დამნაშავედ ვგრძნობდი რომ თემომ ჩემ გამო სამსახური დაკარგა და დღეს აქ გვერდით მედგა , სადაც მარტო მე უნდა მოვსულიყავი , ის ჩემთვის ყველაფერს აკეთებდა და მეც ჩემი უაზრო ქცევის გამო სამსახური დავაკარგინე...
რა მაგარი მეგობარი ვარ! - გავიფიქრე გონებაში და ქალს გავუღიმე
-და ანაზღაურება? - ღიმილით ვკითხე და თემოს გავხედე , რატომღაც ის არ ელოდა ჩემგან ამ კითხვას
-სამასიდან ოთხასამდე - დანანებით ჩაილაპარაკა ქალმა
ღიმილით თავი დავუქნიე და თემოს ვთხოვე ორი წამით გამომყოლოდა
გვერდით გავიყვანე და ნაღვლიანი თვალებით მივაშტერდი , არაფერს არ ვამბობდი რადგან არ ვიცოდი რა მეთქვა , ის კი დაბნეული მიყურებდა და ღიმილი გადაჰფენოდა სახეზე
-შენ ჩემ გამო ესეთ დაბალ ხელფასს არ უნდა იღებდე - თავი გავაქნიე - მეტს იმსახურებ და უკეთესიც მოვძებნოთ რა , შენთვის მაინც - ნაღვლიანად გავუღიმე
ის ჩემკენ წამოვიდა და შუბლზე მაკოცა
-თუ გინდა უკეთესიც მოვძებნოთ მაგრამ ჯერ მადლობა ვთქვათ იმაზე რომ რაღაც გამოჩნდა - თბილად გამიღიმა - და კიდევ გიმეორებ სადაც შენ იქნები იქ მინდა მეც! - მკაცრად ჩაილაპარაკა და იმ ქალისკენ წამიყვანა რომელიც ღიმილით გვიყურებდა
-იცით თუ არ გაწყობთ მსურველები კიდევ არიან - უხერხულად ჩაილაპარაკა ქალმა
-არა რას ამბობთ - თბილად უპასუხა თემომ - როდიდან დავიწყოთ?
-ხვალიდან - გვითხრა დაუფიქრებლად ქალმა - ან ზეგიდან - მაგრამ როდესაც თემოს სახე დაინახა გადაწყვეტილება შეცვალა
-გვაწყობს - მხიარულად ჩაილაპარაკა თემომ - იცით ხვალ მისი დაბადებისდღეა და - მე გადმომხედა და გამიღიმა
-მაგრამ შეგვიძლია ხვალაც მოვიდეთ - თბილად ვუთხარი ქალს და გავუღიმე
-დაბადებისდღეზე ერთობიან და არ მუშაობენ! - დედასავით ჩაილაპარაკა მან - გილოცავ წინასწარ და ზეგ გელოდებით , საბუთებსაც ზეგ მოაწერეთ ხელი - გაგვიღიმა და მიბრუნდა
თემომ ხელი გადამხვია და გასასვლელისკენ წამიყვანა
ვხედავდი როგორ უყურებდნენ იქ მომუშავე გოგოები თემოს და ნერვები კიდევ უფრო მეშლებოდა , თან თემურიც იფერებდა და ღიმილით დგამდა ნაბიჯებს
-შეყვარებული ყავს - ვიყვირე სანამ გავიდოდით - მაგრამ ჯერ არ ვიცი ვინ - ჩუმად ჩავილაპარაკე და შენობა დავტოვე
-გაგიჟდი შენ - თავი გააქნია თემომ და ჩემგან რამდენიმა ნაბიჯით გაიწია - შენთან ერთად არ ვარ - სიცილით მითრა და მანქანაში ჩაჯდა
-კარგი! - ჩუმად ჩავილაპარაკე და ქუჩას ფეხით გავუყევი
ერთხელ გავიხედე და მისი გაკვირვებული მზერა დავინახე , სიცილით გამოვიხედე და ამაყად გავაგრძელე გზა , მანქანა დაძრა და ჩემთან ერთად დაიწყო მოძრაობა
-რატომ იბუტები ბავშვივით? - მანქანიდან გამომძახა
-კარგად იყავი! - გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე
-მოდი ჩაჯექი და გეტყვი ვინ მიყვარს - სიცილით მითხრა და როდესაც ჩემი სახე დაინახა კიდევ უფრო გაეცინა
-აბა გისმენ - ვუთხარი მხიარულად როდესაც მანქანაში ჩავჯექი
მან კარები ჩაკეტა და ჩუმად გააგრძელა გზა , არაფერს ამბობდა მე კი მისგან პასუხს ველოდებოდი , მხოლოდ ბოლოს მივხვდი რომ არაფერს იტყოდა და გაბუტულმა კარების გაღება ვცადე მაგრამ მეც ვიცოდი რომ ვერ გავაღებდი , ბოლოს სავარძელს მივეყრდენი და თავი მინას მივადე
-ბავშვთა სახლში წავიდეთ კარგი? - ღიმილით გამომხედა
მაგრამ პასუხს არც დალოდებია ისე გადაუხვია გზიდან , მეც გამიხარდა მისი შემოთავაზება მაგრამ არ შევიმჩნიე , ძალიან მინდოდა რომ ანასთან მესაუბრა , მინდოდა ყველაფერი მომეყოლა მისთვის და მისი აზრის გამეგო...
******************************************
ანა ეზოში იჯდა , გარს ბავშვები ჰყავდა მოხვეული და ზღაპარს უკითხავდა , მე და თემო მისკენ წავედით , ბავშვების გვერდით მოვკალათდით და მისი მოსმენა დავიწყეთ...
ამანბავშვობა გამახსენდა და რატომღაც ტირილი მომინდა , ერთ დროს მეც ვიჯექი ესე და მარინას ვუსმენდი , მაშინ მიტაცებდა მძინარე მზეთუნახავის , კონკიას , ფიფქიას ისტორიები და მინდოდა მეც მათ ადგილას ვყოფილიყავი... დღეს კი? დღეს ჩემს ზღაპარს ვქმნი...
ბოლოს ზღაპარი მომბეზრდა და თემოსკენ გავიხედე რომ ლაპარაკი დამწყო , მაგრამ მასში საეჭვო რაღაც დავინახე , ის ისე უყურებდა ანას როგორც შეყვარებული ადამიანი , ამან ყველაფერს მიმახვედრა მაგრამ თან გამანაწყენა , აშკარად ანაც არაფერს მალავდა და თემოს ღიმილით მიშტერებოდა...
-ბავშვებო იცით ეს ბიძია რა ემოციით კითხულობს ხოლმე ზღაპრებს? მოვლენებს გაგიცოცხლებთ - უეცრად ფეხზე წამოვხტი და ბავშვებს ღიმილით დავხედე - ვის გინდათ რომ მან წაგიკითხოთ? - როდესაც ყველას ხელი აწეული დავინახე , წიგნი თემოს გადავულოცე და ანას ხელი ჩავკიდე
თემო სულაც არ ჩანდა განაწყნებეული , ჩემს საქციელზე გაეცინა , ანა კი დაბნეული მომყვებოდა
სახლსი შევიყვანე და დივანზე მის წინ ჩამოვჯექი
ჯერ ვუყურებდი და ველოდი თვითონ როდის მეტყოდა , მაგრამ ლოდინი უსასრულო იყო
-მოიცა! ვაბშე აღარ მენდობი? - ირონიულად ჩავილაპარაკე და სავარძელს მივეყრდენი
-რა სისულელეებს ამბობ კატო - აშკარად ეწყინა ანას ჩემი სიტყვები
-უნდა მიმალავდე რომ თემო მოგწონს? - ხმას ავუწიე და მის რეაქციას დაველოდე
მან თავი დახარა , გაეღიმა და ვაშლივით გაწითლდა
მე კი სიცილი დავიწყე
-კარგი ბიჭია - ჩუმად ჩაილაპარაკა და უფრო მომეშალა ნერვები რომ მაინც მალავდა
-ერთად ხართ? - პირდაპირ ვაჯახე ის რაც მაინტერესებდა
-არა! - დაუფიქრებლად მიპასუხა და თავი გაასწორა
-მაგრამ ერთმანეთი მოგწონთ - გავუღიმე
-კი - თავი დახარა
-თქვენ გაკლიათ - სიცილით ვუთხარი - და მე რატომ მიმალავდით ამას? - მის გვერდით ჩამოვჯექი - ხომ იცი ძალიან გამიხარდა - ხელები ჰაერში გავშალე
-ჩვენ ერთად არ ვართ - მკაცრად ჩაილაპარაკა ანამ
-იქნებით - მხიარულად ვუთხარი და წარბები ავათამაშე
-სხვა? - თემის შეცვლა სცადა ანამ და თვალებში მომაშტერდა , უეცრად გამახსენდა ის რის გამოც მოვედი
-რაღაც უნდა მოგიყვე - თავი დავხარე - მოსვენება აღარ მაქვს ამ ამბის გამო
-გისმენ - შეშინებულმა გამომხედა ანამ
-გუშინ ერთი პატარა გოგონა ვნახე - ვეღარ გავაგრძელე სიტყვა - რომელიც ძალიან მგავდა - ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე
მას არაფერი გაჰკვირვებია , ისევ ისე მიყურებდა , თითქოს არაფერი მომხდარიყო
-გაიგე ვინაა - ისე მიპასუხა ვითომც არაფერიო
-არა ანა ის მე ძალიან მგავს - შეშინებულმა დავხარე თავი
-და თუ გაქვს ეჭვი რომ შეიძლება... - სიტყვა აღარ დავამთავრებინე
-მეშინია , იქნებ მართლა ჩემი დაა? - თავი გავაქანიე და გოგონას გახსენებაზე გამეღიმა
-მაშინ ბედნიერი უნდა იყო - გაეღიმა ანას
-მაგრამ მე მომიწევს მშობლები ვნახო - ავკანკალდი
-უბრალოდ ნახო და ეს კარგიც იქნება - მომეხვია და ლოყაზე მაკოცა - არ შეშინდე კატო და გაარკვიე ის რაც გაინტერესებს
-და რომ შემეშალოს? - ჩამეცინა
-მაშინ ჩვეულებრივად გააგრძელებ ცხოვრებას - საფეთქელთან მაკოცა ანამ
-ვეღარ გავაგრძელებ - გავუღიმე - თუ ეს იმედი არ გამართლდება მეც დავეცემი - თავი დავხარე
-მოდი შენი პატარობის სურათები ვნახოთ - უეცრად ჩამომშორდა ანა და იქვე მდგარ კარადასთან მივიდა , ალბომი ამოიღო და წინ დამიდო - დააკვირდი და მსგავსებას მაშინვე შეამჩნევ
ალბომს სულელივით მივაშტერდი , მისი გახსნის შემეშინდა
-წავიღებ სურათებს კარგი? - ცრემლმორეულმა გავხედე ანას
და რათქმაუნდა მისგან თანხმობა მივიღე...
*************************************************************
უკვე სახლში ვარ... დივანზე ვზივარ და წინ მდგარ მაგიდაზე ჩემი პატარობის ულამაზესი მოგონებები აწყვია , პატარა , ტანწერწეტა გოგონა ჩანს სურათებზე , დიდი ხვეული თმით და ლამაზი მწვანე თვალებით , რომელიც კამერას უცნინის და თითქოს მის შინაგან მდგომარეობას თვალებით გადმოსცემს...
ცრემლები მომდიოდა და სურათებს ვუყურებდი , ის მე მართლაც ძალიან მგავდა! განსხვავება თითქმის საერთოდ არ იყო... მაგრამ ხომ შეიძლება ყველაფერი მაინც ცრუ იყოს? ხომ შეიძლება არა?...
მისი ოთახიდან ვიბლიანი გამოვიდა და გვერდით მომიჯდა , თვალები მე მომანათა და სახე მიმატრიალებინა
-რატომ ტირიხარ? - ნაღვლიანმა ჩაილაპარაკა
-მოგონებებს ვიხსენებ - უფრო ავტირდი , მან სურათებისკენ გაიხედა , ერთერთი ხელში აიღო და დააკვირდა , უეცრად გამომეტყველება შეეცვალა
-ეს ხომ ის პატარა გოგონაა? - დაბნეულმა გამომხედა
მისმა სიტყვებმა გამომხედა და ის იმედი გააღვივა რომელიც დილით თვითონვე მომცა
-იცი მე ობოლი ვარ - უეცრად მომინდა მისთვის თავი გამეცნო - ბავშვობაში , თუმცა რა ბავშვობაში - სიმწრიგან ჩავიცინე - გაჩენის დღეს მშობლებმა მიმატოვეს , ბავშვთა სახლშიც კი ექიმმა მიმიყვანა , ასე მზიზრდნენ უამრავ ბავშვთან ერთად ერთი კანონით , ყოველდღე , ყოველ კვირას ერთიდაიგივე მეორდებოდა , მე ყოველთვის ვიცოდი რა იქნებოდა დღეს საჭმელად , რას გავაკეთებდი როდესაც ბავშვებთან ერთად გარეთ გავიდოდი , მოკლედ ჩემი ცხოვრება დაგეგმილი იყო - თავი დავხარე - შენ არ იცი ეს რა ცუდი გრძნობაა - მას გავხედე - ვერც გაიგებ , შენ გყავს მშობლები და ბედნიერი ხარ , მე კი არასდროს არავისთვის დამიძახია დედა იცი? - გამეცინა - საერთოდ დედობის შიში მაქვს , მგონია რომ მეც ისეთივე ნაგავი ვიქნები როგორიც დედაჩემი , ყოველთვის ვცდილობდი რომ კარგი ვყოფილიყავი , არა უფრო სწორად საუკეთესო მაგრამ რეალურად ვინ ვიყავი ამას არ ვაკვირდებოდი , არც დღეს ვიცი როგორი ვარ რეალურად , შეიძლება ისეთი გულქვაც კი როგორიც შენთან , მგონია რომ ამას შენს გასამწარებლად ვაკეთებ მაგრამ იქნებ ეგეთი ვარ? - თავი დავხარე
-არა - დაუფიქრებლად მიპასუხა ვიბლიანმა - შენ საერთოდ ყველაზე კარგი ხარ - ჩემი სახე ხელებში მოიქცია - მართლა საუკეთესო ხარ ხუჭუჭ! მერე რა რომ მშობლები არ გყავდა? გვერდით ისეტი ადამიანები გყავდნენ ვინც ესეთ პიროვნებად ჩამოგაყალიბეს და მარტო ამით უნდა იყო ბედნიერი
-მე ვოცნებობდი მშობლებზე - გამეღიმა - დღესაც ვოცნებობ დათი , დღესაც მინდა ყოველ დილით დედას ვურეკავდე და ვეუბნებოდე რომ მის გარეშე არავინ ვარ , მამიკოს გოგო ვიყო , ოცნება ოცნებად დამრჩა და ეს მანადგურებს
-და რატომ არ ეძებ? თუ ვერ იპოვე?
-არც მიცდია - თავი გავაქნიე - ისინი მძულს - გამეცინა
-იცი მე მშობლები მყავს მაგრამ არაფერში არ მჭირდება - გამიღიმა ვიბლიანმა - შენ მამაჩემს არ იცნობ თორემ მიხვდებოდი რისი გამოვლა მიწევდა მის გვერდით , ნამდვილი ტირანია , დედაჩემს ცხოვრებას უწამლავდა და ჩემი დამორჩილებაც უნდოდა მაგრამ ეს ყველაფერი გაუჭირდა , მასთან ვეღარ გავჩერდი და ამიტომ წამოვედი სახლიდან - ფეხზე წამოდგა - ამიტომ ისიც გაიაზრე რომ ბევრ ადამიანზე მეტად გაგიმართლა - სამზარეულოსკენ წავიდა
-დათი რაღაც უნდა მოგიყვე - მას გავხედე და ცრემლები მოვიწმინდე
-ახლა არაფერს არ მომიყვები! - მკაცრად მითხრა მან - მოდი წყალი დალიე - ჭიქა გამომიწოდა , შემდეგ კი მაგიდაზე ჩამოდო - მოდი ჩემთან - მიმიხუტა და თმაზე ფერება დამიწყო - დაიძინე ახლა! ოთახში შეგიყვან რომ ჩაგეძინება
-დათი რაღაცას მოგიყვები და - ვაპირებდი გამეგრძელებინა მაგრამ ტუჩებზე ხელი ამაფარა
-ხვალ! - თვალები დამიბრიალა და შუბლზე მაკოცა...

************************************
ველოდები თქვენს შეფასებებს...



№1  offline წევრი isterichka123

კაია კაი გაგრდზელე

 


№2 სტუმარი Guest La-Na

აუ ძაან მაგარი თავია და გამიხარდა დათისთან სიმართლის თქმა რომ გადაწყვიტა.იმედია ათქმევინებ რომ მამამისთან მუშაობდა.კარგი იყო ძალიან

 


№3 სტუმარი teo

gexvewebi es raaris ra davitanje dadet srulad ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent