ცვლილება ან ჩანაცვლება 6
დილის შვიდი საათია. სოფი ჩემი ოთახის კარს კაკუნით ანგრევს. მე ნელ-ნელა ვახელ თვალებს და გამოფხიზლებას ვცდილობ. - ანნა ადექი სწრაფად გესმის ანნა კარი გამიღეეე ნელ-ნელა წამოვდექი საწოლიდან და სახლის ჩუსტებში ფეხი გავუყარე. ისე მეძინებოდა თვალებს ძლივს ვახელდი, მაგრამ ვინ გაცლიდა მოსვენებას და დაძინებას. - ჰო კაი მოვდივარ დამაცადე ცოტახანს, ავდგე მაინც. როგორც იქნა მივაღწიე კარამდე და გავაღე. - გოგო გაგიჭდი? შემოვარდა სოფი ჩემს ოთახში გაცოფებული. მე ამდენი ხანია მღვიძავს და შენ ახლა გაიღვიძე მიუხედავად იმისა რომ დემიენზე შთაბეჭდილების მოხდენა გინდა? ახლავე შედი სააბაზანოში და შხაპი მიიღე. - კარგი სოფი დაწყნარდი თუ შეიძლება, მე არავის გამო არ გავხდები ის ვინც არ ვარ. - რაა? შეიძლება შენ არ გახდე მაგრამ მე ისე გავაკეთებ რომ სხვა გზა აღარ გექნება. - კაი თანახმა ვარ შენს ექსერიმენტზე რაც არის არის. - ძალიან კარგი!! ახლა კი გთხოვთ ქალბატონო. მითხრა და სააბაზანოს კარი გააღო. რამოდენიმე საათის შემდეგ მართლაც ისე გამომაწყო საკუთარი თავი სარკეში ვეღარ ვიცანი. ვიყურებოდი სარკეში და ვფიქრობდი რომ მე ეს არ ვიყავი, თუმცა რა გასაკვირია საკუთარ თავს მართლაც არ ვჰგავდი. სოფი კი იდგა და იცინოდა ჩემს სახეზე. - წამო წამო ნუ გაგიტკბა საკუთარი სახის მშვენიერებით ტკბობა. სახლიდან გასულებს მხოლოდ სოფის მოტო დაგვხვდა. - მის გენიოსო სოფი ახლა რითი წავიდეთ? მივუბრუნდი როცა სიცილისგან ძლივს ამოვისუნთქე, სოფი კი მკვლელის თვალებიით მიყურებდა თითქოს უნდოდა სახლშ დავეტოვებინე და მისი თვალებით მეუბნებოდა. უხ შე შე შე უმადურო უსინდისოო. მე კი ამაზე უფრო მეცინებოდა. - დაწყნარდი რამეს მოვიფიქრებ არ დარჩები ისე. - კაი ვნახოთ რას მოიფიქრებ. სამწუხაროდ გზზის პირზე არ ვცხოვრობდით ჩვენი სახლი დასახლების ბოლოში იყო, ყველას უკირდა ან ამხელა სახლი საიდან გვქონდა ან სოფის მოტო რატომ ჰყავდა ჩვენ ხო თვრამეტი წლისები ვიყავით. ჩემი მშობლები საკმაოდ მდიდრები და გავლენიანები იყვნენ ისინი ავარიით გარდაიცველნენ და მოგეხსენებათ მე მათი ერთადერთი შვილი ვიყავი ამიტომაც მათი ქონება მე გადმომეცა. რაც შეეხება სოფის მშობლებს ისინი იმაზე მეტად ტრაგიკულად დაიღუპნენ ვიდრე თქვენ გგონიათ. ისინი ხანძარში დაიწვნენ ჯერ კიდევ მაშინ როცა სოფი ორი წლის იყო. მისმა მშობლებმა სანთელი დატოვეს ანთებული ფანჯარასთან ახლოს რის შედეგგადაც ცეცხლი ფარდას მოედო და შემდეგ მთელ სახლსაც. ამ დროს სოფი მეორე სართულზე მის ოთახში თამშობდა. სახანძროს მაშველებმა იქიდან გულწასული გამოიყვანეს. მაშინ ჩემი მშობლები ცოცხლები იყვნენ და სოფის მშობლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ამიტომ დედამ და მამამ სოფი ჩემთან ანუ ჩემს სახლშ მოიყვანეს. სწორედ ამიტომ ვართ ერთად დებივით გავიზარდეთ. სწორედ ამას ნიშნავდა მასწავლებლის მიმართ ნათქვამი სოფის სიტყვები ( ჩვენ ობლები არ ვართ ჩვენ ერთად ვართ). - ანნა რა გჭირს მთელი გზაა ჩაფიქრებული ხარ. წარსულის მოგონებებიდან გამოღვიძებულს ტაქსის მანქანაში გამეღვიძა. - არა არაფერი უბრალოდ წარსული გამახსენდა. ვთქვი და ცრემლები ძლივს შევიკავე. - აბა აბაა ცრემლების ნუ დამანახებ, ამდენი ტანჯვით გაკეთებული მაკიაჟი რომ გამიიფუჭო ჩათვალე რომ ჩინეთში ხარ გაფრენილი. - კაი ჰო. - მოვედით გთხოვთ გააჩერეთ. - რაა ასე მალე მოვედით? გაკვირვებულმა გავხედე სოფის და გამეღიმე. გულმა ისე ძლიერად დაიწყო ფეთქვა მეგონა ამომვარდებოდა. - ხპ რა იყო? სანამ შენ წარსულზე ფიქრობდი მანქანაში ჩაგსვი და წამოგიყვანე. - კაი. გადავედი და ჩემს წინ იყო წითელი ხალიჩა. გაკვირვებული საახით შევხედე სოფის და ვანიშნე ხელით ეს რა არის მეთქი სოფიმ თავი დამიქნია და წინ მიბიძგა. დიდი წითელი ხალლიჩის გვერდით დიდი თაიგულები და მრგვალი მაგიდები იდგა, ლამაზმა გაფორმებამ სულ დამავიწყა დემიენი, მაგრამ სწრაფად გამოვფხიზლდი და გავუყევი წითელ ხალიჩას. - წესიერად იარე. მეჩურჩულებოდა სოფი უკბიდან. სოფიც არანაკლებ ლამაზი იყო შავი მოკლე, წელში გამოყვანილი კაბა ეცვა ლამაზი საყვარელი მაღალი ფეხზე მოჯდარი ფეხსაცმელი და თმა ლამაზად ჰქონდა მაღლა ატანილი. - კაი სოფი დამაცადე. როგორც იქნა ეს ვითომდა წითელი ევროპული ხალიჩა დამთავრდა მაგრამ ახლა რასაც ვხედავ უარესია. დიდი ჩასავლელი შავი კიბეები. და რომ მახსენდება ფეხზე რა მაცია გულის შეეტევა მემართება. მაღალი ჭითელი ფეხსაცმელი. - კარგი ანნა შენ ამას შეძლებ.. ვეუბნები საკუთარ თვს და ნელ ნელა კიბეზე ჩასვლას ვიწყებ. ამ დროს უკნიდან სოფი მეუბნება. - ნუ ყვანცალებ მკვდარი ბატივით წელში გაიმართე და თავი მაღლა აწიე. - გასაგებია. კიბის ნახევარი უკვე გავიარე ახლა კი ვხედავ ჩემს კლასელებსა და სკოლელებს რომლებიც ძალიან კარგად ერთოობიან, სვამენ და როგორც ყოველთვის სიმღერების რემიქსებს უსმენენ. კიბეზე ჩავდიოდი როცა ყველანაირი მუსიკა გაითიშა მე ნერვები ახლაც მეშლება, რატომ მაინც და მაინც მაშინ როცა მე ჩავდიოდი იმ კიბეზე? ყველა მე მომაშტერდა მათ შორის იყო დემიენიც. მაგრამ სიმართლე გითხრათ მას სულაც არ გაჰკვირვებია ჩემი დანახვე ისევ ისეთი სახე ჰქონდა როგორიც მანამ სანამ მუსიკა გაჩერდებოდა. ხო და გადავწყვიტე არც მე მიმექცია ყურადღება და თავი მომეჩვენებინა თითქოს არც კი ვიცნობდი . ეს არც თუ ისე ადვილი იყო, გული ისე მიფეთქავდა თითქოს უნდა გამსკდარიყო და მოვმკვდარიყავი მაგრამ მაინც ჩვეულებრივ ვიდექი ჩემს მეგობრებთან ერთად თეთრ მაგიდასთან და აუღელვებლად ვსვამდი ვისკის. - ერთი ამას შეხედეთ, მითხრა გაბრაზებულმა სოფიმ, დაინახე როგორ გიყურებდა? გაოცებული იყო. შენ კი დაიკიდე. - აბა რას ელოდი? გავიქცეოდი და კისერზე ჩამოვეკიდებოდი? - ხოო თუმდაც. მითხრა და ხელით მაგიდიდან გამომათრია. - კაი რაა მასე მიცნობ? შენი აზრით ადამიანს რომელიც ყურადღებას არ მაქცევს კისერზე ჩამოვეკიდები? - ამას არ გააკეთებ!! მე მხოლოდ მინდა დაელაპარაკო თორემ ისეთ რამეს მოგიწყობ რასაც ვერ წარმოიდგენ. - ვახ მართლა? რაც გინდა ის გააკეთე. ვუპასუხე ხელი გავაშვებინე და მაგიდასთან დავბრუნდი. ხუთი წუთის შემდეგ მთელს დარბაზში შუქი ჩაქრა და მხოლოდ ორი პროჟექტორი განათდა ერთი დემიენს ანათებდა ხოლო მეორე მე. მაგრამ უეცრად დემიენმა მისი შეყვარებული გამოიცეკვა და დაიწყეს ცეკვა. მე ვიდექი მარტო და ცრემლები თვალებს მიმძიმებდა. ამ დროს მოვიდა ჩვენი სკოლის კალათბურთის გუნდის კაპიტანი და საცეკვაოდ გამიწვია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.