შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შიშის სინდრომი (14)


27-09-2016, 19:58
ავტორი Genius))
ნანახია 3 149

ასეთია საოცარია ცხოვრება , შეიძლება ერთ წამს ტიკივილი მოგივლინოს , შემდეგ კი გაგაბედნიეროს , გამოაჩინოს შენს ცხოვრებაში რაღაც იმედი რომელზეც პასუხი შენ უნდა იპოვო....
*************************************************
სახლში რომ მივედი ბავშვები ჯერ კიდევ სახლში იყვნენ და მელოდებოდნენ , მხოლოდ მათი დანახვისას გამახსენდა რომ ისინი სახლში დავტოვე... დასჯილი ბავშვივით შევედი და თავდახრილი მათ წინ დავდექი. ვგრძნობდი როგორი სახეებით მიყურებდა ყველა და უფრო მეტად მრცხვენოდა საკუთარი საქციელის , თუმცა მეორეს მხრივ ეს საერთოდ არ მანაღვლებდა , რადგან დღეს ისეთი რაღაც აღმოვაჩინე რასაც მთელი ცხოვრება ველოდი , ერთი სული მქონდა ჩემი ვარაუდი დამემტკიცებინა მაგრამ ეს თან მაშინებდა , რადგან იმ ადამიანებთან მომიწევდა შეხვედრა რომლებმაც მიმატოვეს , თუმცა ეს ყველაფერი საინტერესოც იყო... მათ ჩემ შემდეგ ორი ბავშვი გააჩინეს და ზრდიან , მაშინ თუ ეს ყველაფერი სიმართლეა მე რატომ მომიშორეს?..
ეს კითხვები ცოტახანში მთლიანად ჩამცვლიდა და ეს ძალიან არ მინდოდა , მე ისეთი უნდა დავრჩენილიყავი როგორიც ვარ , ისევ ისეთი უშიშარი კატუშა ონიანი!
-დილით წახვედი და საღამოს მოხვედი , თუ ჩვენთან ყოფნა არ გინდოდა პირდაპირ გეთქვა! - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა თემომ და ფეხზე წამოდგა
გონს მისმა სიტყვებმა მომიყვანა , დაბნეულმა გავხედე რადგან მისი სიტყვები ვერ გავიგე , არ ვიცოდი რა მეპასუხა და ვერც ვთხოვდი რომ კიდევ ერთხელ გაემეორებინა.
-ბოდიში - ნაღლიანად ვუთხარი და თავი დავხარე - ვერ შევამჩნიე როგორ გავიდა დრო - საათს გავხედე და უკვე რვა ხდებოდა , მეც კი გამიკვირდა ამდენი ხანი სად ვიყავი
-კატუშ წავედით ჩვენ ვმუშაობთ ხვალ - მითხრა თამუნამ და ფეხზე წამოდგა , გიორგი და ელენეც მას მიკვნენ - კიდევ ერთხელ გილოცავ ჩემო ლამაზო - გადამეხვია და სახლიდან გავიდა
გიორგი და ელენე რომ გავაცილე უკან მობრუნებულს თემო შემრჩა ხელში რომელიც უკვე მიდიოდა
ხელი ჩავკიდე და სახლში შევიყვანე
-თქვენ ჯერ არსად არ წახვალთ! - ბრძანება გავეცი და ანას წინ დივანზე ჩამოვჯექი
-ჩვენც ვმუშაობთ ხვალ - ირონიულად ჩაილაპარაკა თემომ და მზერა ამარიდა
-ესეთი გაბრაზებული ხარ? - ხმას ავუწიე და შემდეგ მიხვდი რომ ზედმეტი მომდიოდა , მე მოვიქეცი ცუდად და დიდგულზე არ უნდა ვყოფილიყავი
-არ უნდა ვიყო? - მშვიდად ჩაილაპარაკა და ანას გახედა - წავიდეთ რა - ფეხზე წამოდგა
-მიზეზი მაინც მკითხე! - ნაღვლიანად ჩავილაპარაკე და ანას გავხედე , თვალებით ვანიშნე მიშველემეთქი
-სად იყავი? - მკითხა ანამ და თემოს გახედა , რომელსაც საერთოდ არ აინტერესებდა ამ კითხვის პასუხი
-ბავშვთან - მოკლედ მოვუჭერი და მის რეაქციას დაველოდე
-ის გოგონა ნახე? - გაკვირვებულმა მკითხა ანამ და ჩემთან უფრო ახლოს მოიწია , თემო კი გაკვირვებული მიყურებდა , ვერ გაეგო რა ხდებოდა
-ლიზიკო ქვია - ბედნიერმა ჩავილაპარაკე და მისი გაბრწყინებული სახე თვალწინ წარმომიდგა
-ვინ ბავშვი? - დაბნეულმა იკითხა თემომ და წინ დამიჯდა
თავი დავხარე , არ ვიცოდი უნდა მეთქვა თუ არა რადგან ეს მხოლოდ ჩემი ფიქრები იყო , მას კი იმედი მიეცემოდა და ეს ნაკლებად მინდოდა , თუ არ გამართლდებოდა მარტო გადავიტანდი და სხვებიც არ გამახსენებდნენ...
-ერთი ბავშვია რომელიც ძალიან გავს - მაგრამ ფიქრის საშუალება არ მომცა ანამ და ჩემ მაგივრად მიიღო გადაწყვეტილება
-შენ მშობლების მოძებნა დაიწყე? - თემოს სახე შეეცვალა და თვალები გაუბრწყინდა , გამიღიმა რადგან ეგონა რომ მან დამიყოლია ამ ყველაფერზე
-არა - დავიწყე საუბარი მე და თვალებში ჩავხედე - ერთ დღეს 55სკოლასთან გავდიოდი და პატარა გოგონა შემხვდა , ვიბლიანმა მითხრა რომ ძალიან მგავდა ამიტომაც დავინტერესდი მისით და დღეს მასთან ერთად ვიყავი - თავი დავხარე
-რამხელაა? - დაუფიქრებლად მკითხა თემომ და მომაშტერდა
-პირველ კლასშია ლიზიკო და მისი ძმა მეთერთმეტეში გადავიდა - ვუთხარი და მათ რეაქციას ინტერესით დაველოდე , დამაინტერესა რა რჩევას მომცემდნენ
-ძმაც გყავს? - დაბნეულმა იკითხა ანამ და ტაში შემოკრა
-ჯერ არც და მყავს და არც ძმა - გაღიზიანებულმა ჩავილაპარაკე , ჯერ არაფერი არ ვიცი - მხრები ავჩეჩე და ბალიშს ჩავეხუტე
-მაშინ უნდა გაიგო - ამაყად ჩაილაპარაკა თემომ და გვერდით მომიჯდა - ჩვენ დაგეხმარებით - ანას ღიმილით გახედა
-და რომ არ იყოს ისე როგორც მე მინდა? - ნაღვლიანად ჩავილაპარაკე და თვალებზე ცრემლები მომადგა
-არამგონია ყველა ადამიანი ერთმანეთს ესე გავდეს , დამთხვევა არ იქნება კატო - ლოყაზე მაკოცა ანამ და ხელები მომხვია
-შენ ის ნანახიც არ გყავს - თავი გავაქნიე და ღიმილით გავხედე თემოს
-რა საჭიროა? შენ ხო ნახე და ვიბლიანმაც ხო ნახა , ანუ მართლა ძალიან გგავს და ნუ ხარ ესე მოწყენილი! გიხაროდეს რა! - გამიღიმა თემომ
-უი მართლა ვიბლიანი არ მოსულა? - უეცრად გამახსენდა ჩემი მეზობელი და მისი ოთახისკენ გავიხედე
-არა არ მოსულა - თავი გააქნია ანამ
-კაი - მოკლედ მოვუჭერი და ძველ თემას დავუბრუნდი - ესე ნუ მარწმუნებთ რა , რომ არ აღმოჩნდეს გული მეტკინება - ნაღლიანად გავიღიმე და ფეხზე წამოვედი - ყავას დალევთ? - სამზარეულოსკენ წავედი
-არა არა კატო - ანამ შემაჩერა - წავალ სახლში თორემ გვიანია და მარინა გამიბრაზდება - გამიღიმა - თემო გამიყვანს ხო? - თემოს გახედა და ვაშლივით გაუწითლდა მისი თეთრი ლოყები
-რათქმაუნდა - დაუფიქრებლად უპასუხა თემომდა სახლის კარი გამოაღო - ხვალ 5ზე გამოგივლი ექვსისთვის უნდა მივიდეთ ნიკორაში - მაგრამ მომეხვია ორივე და გარეთ გავიდნენ
-ექვსისთვის? - დაბნეულმა ვკითხე თემოს
-ესე მითხრეს - მხრები აჩეჩა , ორივემ ხელი დამიქნია და თვალს მოეფარნენ
****************************************************
ყავა რომ გაკეთდა ერთი დიდი ფინჯანი გავავსე და ტელევიზორისკენ წავედი... არხების გადართვა დავიწყე თითქოს რაღაცას ვეძებდი მაგრამ ვერაფერს ვერ მივაგენი , ისე ვუყურებდი თითქოს ტელევიზორს უნდა ეთქვა პასუხი ჩემი მომავლის შესახებ... მაგიჟებდა უკვე ამ ყველაფერზე ფიქრები! ისე ძალიან მინდოდა ახლა და ამ წამს ვინმეს ეყვირა ჩემთვის სიმართლე! პირდაპირ ეტაკებინა რეალობა თუნდაც ეს ტყვიას დამსგავსებოდა რომელიც გულში გამივლიდა!
ორივე შემთხვევაში ესე იქნებოდა , რათქმაუნდა გამიხარდებოდა რომ და-ძმა მეყოლებოდა მაგრამ ვერ შევეგუებოდი ჩემს მშობლებს , ვერ ვნახავდი მათ და თუ ვნახავდი მათ სამუდამოდ შევიძულებდი , ბავშვებთანაც აღარ მექნებოდა კონტაქტი რადგან ისინიც შემიძულებდნენ და ყველაფერს დავკარგავდი , მეორე შემთხვევაში კი საერთოდ არაფერს არ მივიღებდი უბრალოდ ჩემს თავს აღარ მივცემდი უფლებას მეორეჯერ გასჩენოდა იმედი იმისა რომ ოჯახს იპოვიდა...
ამბობენ რომ ადრეთუგვიან აუცილებლად შეხვდები შენს ბედსო , ნუთუ ჩემი მშობლები ჩემი ბედი არ არიან? რა სასაცილოა ეს ყველაფერი არა? მშობლების გარეშე დაბადებული უბედო არსება!..
კარგია! დღეს ჩემი დაბადებისდღე განსახვავებული იყო , პირველად ვაღიარე რომ ეს დღე მხოლოდ ჩემია და ვარსებობ , პირველად არ მომინდა რომ მარტო ვყოფილიყავი და მეტირა! მეტირა იმდენი სანამ ეს ტკივილი არ ჩაიცლებოდა...
იცით ეს ყველაფერი რას გავდა? თითქოს ყოველ წელს ამ დღეს , ჩემს დაბადებისდღეს, ერთიანად მჭამდა ტკივილი შემდეგ კი ერთი წელი არ გამოჩნდებოდა , ესე მეორდებოდა ყოველ წელს და ჭრილობები ახლიდან იხსნებოდა , თითქოს გამოუცდელმა ექიმმა შეკერაო...
***
ბოლოს როდესაც ვერაფერი ვიპოვე ლეპტოპი გავხსენი და გრეის ანატომია ჩავრთე , ყავა მიმთავრდებოდა და კიდევ მინდოდა , ფეხზე ძლივს წამოვდექი და სამზარეულოსკენ "გავფოფხდი" , შუა გზაში ვიყავი როდესაც კარი გაიღო და კინაღამ სახეში მომხვდა , რომ არ გავწეულიყავი მთელი ძალით მომხვდებოდა.
კარს გავხედე და ვიბლიანი რომ ვნახე წარბებშეკრული მივაშტერდი , ოდნავ ნასვამი იყო სახეზე ეტყობოდა და ამას შემაშინა , არ მინდოდა ახლა მასთან ჩხუბი...
-ხუჭუჭ წავიდნენ შენი მეგობრები? - ღიმილით მკითხა , ცუდ ხასიათზე სულაც არ იყო , პირიქით ძალიან თბილი მომეჩვენა
-კი წავიდნენ - ვუთხარი ღიმილით და გვერდი ავუარე , ისევ დივანზე მოვკალათდი და კინოს ყურება განვაგრძე
-შენ კიდე მაგას უყურებ? - მობეზრებულად ჩაილაპარაკა ვიბლიანმა და ფინჯანი ხელიდან გამომგლიჯა - ძალიან მინდოდა ყავა - ისე მითხა ვითომც არაფერიო , მოსვა და ისევ დამიბრუნა
-მერე გაიკეთე თუ აუცილებელია ერთი ჭიქიდან ვსვათ? - გაღიზიანებულმა ვკითხე და თვალები მოვჭუტე
-და რა იყო პრობლემა გაქვს? - წარბები აათამაშა ვიბლიანმა და გაიცინა - კარგი გამიკეთებ? - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და შრეკის კატას დაემსგავსა , თავიდან ჩემი გული თითქოს გაათბო მაგრამ შემდეგ გამახსენდა ვის ველაპარაკებოდი
-სამზარეულო ორ ნაბიჯზეა , ყავის აპარატიც იქვეა - ღიმილით გავიშვირე ხელი სამზარეულოსკენ და ვიბლიანს მზერა ავარიდე
-კაი რა გოგო შენ ხარ და უნდა მიმზადებდე ყავას - თავი გააქნია ვიბლიანმა და ჩაიცინა
-გოგო ვარ მაგრამ არა შენი ცოლი - ნიჭნისმოგებით მივაძახე და ჩამეღიმა
-და გინდა იყო? - უეცრად მისი სიტყვები ყურთან ძალიან ახლოს მომსმა , შემდგე კი მისი ტუჩები ჩემს ლოყასთან ვიგრძენი
-ღმერთმა დამიფაროს დათი - თავი გავაქნიე და ნაღვლიანად დავხარე თავი
-არა თუ გინდა მოგიყვან ხო ხვდები - ირონიულად ჩაილაპარაკა და სამზარეულოსკენ წავიდა
-უი ახლა გამახსენდა როდის ეტყვი შენს ძმაკაცებს რომ ერთად არ ვართ? - ლეპტოპი დავხურე და მისკენ მივტრიალდი
-უნდა ვუთხრა? - დაბნეულმა იკითხა ვიბლიანმა და დახლს დაეყრდნო
-არ უნდა უთხრა? - ირნოულად ჩავილაპარაკე და თვალებში მივაშტერდი
-მაშინ ვეტყვი რომ დავშორდით - მხრები აჩეჩა - და ისიც შენი მიზეზით - გამიღიმა
-და მე რატომ უნდა გამოვიდე ცუდად? - გაკვირვებულმა გავხედე და მისმა უაზრო მზერამ ნერვები მომიშალა
-და მე რატომ უნდა გამოვიდე ცუდად ? - ისე ჩაილაპარაკა ვითომც არაფერიო
-შენ მოატუე ისინი! - ხმას ავუწიე , მიკვირდა ესეთი სულელი საიდან მოვიდა
-შენც მოატყუე - მითხრა ნიშნისმოგებით - თუ ესე არ გინდოდა ტყუილი მაშინ გეთქვა მათთვის სიმართე - გამიცინა და თვალებში მომაშტერდა
-მაშინ შენი გამწარება მინდოდა - დაუფიქრებლად ვუთხარი და არც მინანია , მერე რა ისედაც იცოდა რომ ესე იყო...
-მაშინ მეც - მხრები აჩეჩა ვიბლიანმა , ყავა ფინჯანში გადაისხა და ჩემკენ წამოვიდა
-მაგრამ მათ არ უნდა ეგონოთ რომ შენთან ერთად ვარ - დაბნეული ვლაპარაკობდი და რატომ არ მესმოდა - არ მინდა გიჟი ვეგონო
-გიჟი მე უფრო ვეგონები შენთან რომ დავიჭირე საქმე - თავი გააქნია
-შენ გიჟი მართლა ხარ - მშვიდად ვუთხარი და გავუღიმე
-ოუ ვინ ამბობს ამას ჩემზე - გაიკვირვა ვიბლიანმა და ლეპტოპი ხელიდან გამომგლიჯა
-უკაცრავად მაგრამ ეს ჩემი საკუთრებაა - ხელი ნაზად ჩავიდე ლეპტოპს და ისე რომ არ ელოდა მთელი ძალით გამოვქაჩე ჩემკენ
მაგრამ არა მარტო ლეპტოპი , ვიბლიანის გამოყვა და დივანზე ორივე "გავიშხლართეთ"
-პირდაპირ გეთქვა - წარბები აათამაშა ვიბლიანმა და თვალებში მომაშტერდა
-მომშორდი ახლა თორემ შემომაკვდები - ირონიულად ჩავილაპარაკე და მისი აწევა ვცადე მაგრამ კინაღამ მეორე ხელიც მომემტვრა
-მე არც ვაპირებდი ჩაგხუტებოდი - დივანზე ჩამოჯდა - შენ მოგინდა თორემ - გაიღიმა
-ეს შენი ირონია! - გაღიზიანებულმა ვუპასუხე - უკვე ნერვებს მიშლი!
-რა გჭირს ხუჭუჭ? რამ გაგიფუჭა ხასიათი? - გამიღიმა და თავი კალთაში ჩამიდო , ამომხედა და თვალებში მომაშტერდა , მერე ხელით ჩემს თმასთან დაიწყო თამაში
-შენ რა გჭირს დღეს დათი ? - დაბნეულმა ვკითხე და მისი ხელი თმას მოვაშორე
-უბრალოდ დღეს ყველა მიყვარს - ბედნიერმა ჩაილაპარაკა და ტელევიზორისკენ მიბრუნდა
-შენ სიყვარული არ შეგიძლია - სიცილით ვუთხარი და თავი გავაქნიე
-მართლა ეგრე ფიქრობ? - მან კი სერიოზულად გაიგო , წამოჯდა და მომაშტერდა
-კი - მე ისევ ვაგრძელებდი ხუმრობას
-არა მართლა მაინტერესებს , გგონია რომ სიყვარული არ შემიძლია? - სახე დაასერიოზულა და მისი შავი თვალები მომანათა , უეცრად მეგონა რომ სიბნელეში დავიკარგე
-რათქმაუნდა არა - დაუფიქრებლად ვუპასუხე და თვალები არავიდე , თავი დავხარე მაგრამ რატომ არ ვიცოდი
-მაშინ როგორი გგონივარ? - უფრო ახლოს მოიწია ჩემთან - საერთოდ ვინ ვარ შენთვის ის მითხარი ხუჭუჭავ! - გამიღიმა და ჩემ პასუხს ინტერესით დაელოდა
-მეგობარი - რატომღაც პირველი ეს წამოვროშე მაგრამ მეც კარგად ვიცოდი რომ ვიბლიანი ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო
-მეგობარი? - ირნიულად ჩაილაპარაკა და გაიცინა , მეტს ელოდა , უფრო სწორად დარწმუნებულიც იყო რომ სხვა რაღაცას ვეტყოდი
-მეტი უნდა იყო? - მშვიდად ვკითხე და მისკენ მივბრუნდი , მეც მომინდა გაგვერკვია ჩვენი ურთიერთობა
-იცი მე შენს გვერდით ვცხოვრობ , ყოველდღე გიყურებ , რაღაც სისულელეებზეც გელაპარაკები მაგრამ შენ ჩემთვის მეგობარი ნამდვილად არ ხარ - მხრები აჩეჩა ვიბლიანმა - მე ნათქვამი მაქვს რომ შენთან განსაკუთრებული ვარ
-ვიცი რომ ნათქვამი გაქვს - ისეთი სისულელე ვთქვი მეც კი გამიკვირდა
-და შენც იცი რომ იგივეს გრძნობ შენც - თავი მისკენ მიმატრიალებინა და თვალებში ჩამხედა - ხო ასეა? - გამიღიმა
-განსაკუთრებულში რას გულისხმობ დათი? - ვერ ვეუბნებოდი სიმართლეს და ვცდილობდი მხოლოდ მას ესაუბრა
-შეიძლება სიყვარულს - ღიმილით მითხრა და ჩემ რეაქციას დაელოდა
-სიყვარულს? - გაკვირვებულმა ვკითხე და მივაშტერდი
-კაი ხო ვხუმრობ! - გაიცინა ვიბლიანმა მაგრამ რატომ მოიტყუა ვერ მივხვდი - უბრალოდ მაინტერესებდა რას მეტყოდი - გამიღიმა
-მართალი ხარ! - ახლა მე წავედი წინ და თუ ბოლოს ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი მეც ვეტყოდი რომ ვიხუმრე
-რა? - დაბნეულმა და თან გახარებულმა გამომხედა ვიბლიანმა
-ხო შენ ჩემთვის მეგობარი არ ხარ - დაუფიქრებლად ვუპასუხე და თავი დავხარე
-ახლა შენ ხუმრობ ხო? - გაიღიმა და თავი გააქნია , ჩემი არ სჯეროდა
-არა დათი არ ვხუმრობ - მოკლედ მოვუჭერი და გავუღიმე - ვიცი რომ ჩვენს შორის რაღაც იდიოტური ხდება და ამის მეშინია - თავი დავხარე
-გეშინია? - ირონიულად მკითხა დათიმ - რატომ გეშინია? - დაბნეულმა გამომხედა
-იმიტომ რომ დაახლოებით ვიცი როგორიც ხარ - პირდაპირ ვუთხარი და მის რეაქციას ინტერესით დაველოდე
-შენ საერთოდ არ იცი როგორი ვარ როდესაც მიყვარს - ღიმილით ჩაიალაპარაკა და მზერა ამარიდა
-მოიცა უკვე დარწყმუნებული ხარ რომ გიყვარვარ? - გამეცინა და თავი ავაწევინე
-არა , მე შენი ხუჭუჭა თმა მიყვარს - ღიმილით მომაშტერდა და ჩემს თმას წაეთამაშა
-მე შენი შავი თვალები! - დაუფიქრებლად ვუპასუხე და თავი უხერხულად ვიგრძენი
-ჩემი თვალები არავის არ უყვარს , პირიქით ყველას აშინებს - გაიცინა და თავი გააქნია
-მაშინ გიხაროდეს რომ გამოჩნდა ადამიანი რომელიც არ შეუშინებია - გავუღიმე და მის თვალებს მივაშტერდი
-ზუსტად ამიტომ ვარ შენთან სხვანაირი - უეცრად ისე შემომხედა რომ თვალებმა მითხრეს მიყვარხარო , ის განსხვავებული იყო , ეს შავი თვალებიც კი განათდა
აღარაფერი არ მითქვამს , არ მინდოდა საუბარი გამეგრძლებინა რადგან ბოლოს ცუდად დავამთავრებდი და შეიძლება დღე როგორც ვიბლიანის შეყვარებული ისე დამემთავრებინა...
ისე საინტერესო იქნებოდა მე და ვიბლიანიე ერთად , ორი ერთნაირი ადამიანი როგორ გაუგებდა ერთმანეთს? ან იქნებ ზუსტად ამ ჩხუბში იმალებოდა ის რაც ყველა ადამიანს აბედნიერება , იქნებ ამ ჩხუბით უნდა ვყოფილიყავით ბოლომდე ერთად? მე ნამდვილად არ მომბეზრდებოდა ეს ყველაფერი მაგრამ მას? მას ხომ ძალიან უყვარს გოგოები...
ვიბლიანსაც ხმა აღარ ამოუღია , მიხვდა რომ ამაზე საუბრის გაგრძელება აღარ მინდოდა და გაჩუმდა. ყავას ვსვავდით და ორივეს გვკლავდა ეს სიჩუმე , გვინდოდა რამე გვეთქვა მაგრამ არ გამოგვდიოდა , არ ვიცოდით რაზე უნდა გველაპარაკა...
-დღეს სად იყავი? - და როგორც იქნა ვიბლიანმა დაარღვია დუმილი და სიჩუმეც მოკვდა
-ბავშვს დავხვდი სკოლასთან - პირდაპირ ვუპასუხე რადგან მასთან არაფრის დამალვა არ მინდოდა
-ჩვენ შვილი გვყავს და არვიცი? - სერიოზულობით და ვითომ დაბნეულმა ჩაილაპარაკა ვიბლიანმა
-არა იმ პატარა გოგონას რომელიც გუშინ ვნახეთ - ღიმილით ვუპასუხე
-შენ რომ გგავდა? - დაბნეულმა მკითხა ვიბლიანმა
-კი - დავემთანხმე
-მაგ ბავშვთან რა გინდოდა? რა ნახე მასში განსაკუთრებული? - ჩემკენ გადმოიხარა და თავი კალთაში ჩამიდო
-რომ მგავს - დაუფიქრებლად ვუპახუხე და გავუღიმე , მისი მოშორება აღარ მიცდია
-მერე რა - ისე ჩაილაპარაკა ვითომც არაფერიო
-დათი და რომ გყავდეს მის მოძებნას შეეცდებოდი? მაგრამ შენი მშობლების ნახვაც რომ გიწევდეს - პირდაპირ ვკითხე ის რაც მაინტერსებდა
-შენი და გგონია? - გაკვირვებულმა გამომხედა და ჩაფიქრდა - ისე მართლა ძალიან გგავს
-რას იზავდი? - კითხვა გავუმაორე და მის პასუხს დაველოდე
-რათქმაუნდა მოვძებნიდი - დაუფიქრებლად მიპასუხა - ხუჭუჭ მისმინე მშობლების არვიცი მაგრამ ის შენი და გგონია , მარტო მის გამო უნდა გადადგა ნაბიჯი და გაარკვიო ყველაფერი , მას ხომ შენთვის არაფერი დაუშავებია , თან შენ ის გჭირდება - ხელზე ხელი ჩამკიდა და გამიღიმა
-მეშინია დათი - თავი დავხარე და თვალებზე ცრემლები მომადგა
-მე შენს გვერდით ვიქნები - ხელი მაგრად ჩამჭიდა და ცრემლები მომწმინდა - ხვალ მივიყვანოთ ის გოგონა სახლში გინდა? - გონება გაუნთდა
-მას ძმა ყავს - მოკლედ მოვუჭერი და გავუღიმე
-ვაუ - გაუკვირდა ვიბლიანს - ანუ სამნი ხართ - გაეღიმა - მერე რა ვუთხრათ მას რომ ჩვენ მივიყვანთ
-მაშინ ხუთზე სახლში უნდა ვიყოთ - ღიმილით ვუთხარი
-რატომ? - წარბებშეკრულმა გამომხედა - შეყვარებული? - ჩაიცინა
-არა ვმუშაობ - სიცილით ვუთხარი
-მაშინ მოსულა - გამიღიმა და ნიკაპზე წამეთამაშა - ოღონდ დამპირდი რომ არ შეგეშინდება!
-გპირდები - დაუფიქრებლად ვუპასუხე
-ვაიმე მიყვარს მე ეს გოგო - ჩუმად ჩაილაპარაკა - მეტიც მაგიჟებს - ტელევიზორიკენ გაბრუნდა და ხელზე მაკოცა
მე უბრალოდ გამეღიმა...
არ მინდოდა მას სიტყვაზე გავკიდებოდი თან მაშინ როდესაც ეს მაბედნიერებდა...
*****************************************
ნუთუ ერთი ადამიანი დაბადებისდღეზე ორ საჩუქარს ჩუქნის ვინმეს?..
რომელია რეალური ჩემი ოჯახი თუ ვიბლიანის სიყვარული?..

****************************
მადლობა დიდი ყველას. სულ რამდენიმე თავი დამრჩა და მალე დამთავრდება. ველოდები თქვენს შეფასებებს, როგორც ყოველთვის.



№1  offline წევრი isterichka123

არვიცი რაგიტხრა მეტი დიალოგები და მოქმედებები გაზარდე ამ აღწერას დიიდ დროს უთმობ და უაზრო ხდება ისტორია გაგგრძელე

 


№2 სტუმარი Guest Mari mari

Auu ar minda ro damtavrdeees

 


№3  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

კარგი და საინტერესო ისტორიაა
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

Ai dzaan nagari tavi aris
--------------------
ლანა

 


№5  offline მოდერი Behandice

კარგია მარა მთელ თავს ძალიან უმნიშვნელო და არაფრის მთქმელ დიალოგებს უთმობ,არ გააფუჭო ბოლოსკენ კარგად მიდიხარ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent