შენი სიყვარულის ფობია მემართება (40)დასასრული)
- შენი ჭრილობა მშვენიერ მდგომარეობაშია, ძლიერი ბიჭი ყოფილხარ. ( ემილი ) - ჰაჰა მართლა ექიმივით ნუ მელაპარაკები ტო. - უკაცრავად? ამ მომნეტში მომავალ ექიმს ელაპარაკებით ბატონო დადა. ( ემილი ) - ოჰჰო, კარგად ჟღერს. - კარგი, კარგი გავალ მე. ( ემილი ) ნიტას თვალი ჩაუკრა და ოთახში მარტო დაგვტოვა. - არ ჩამეხუტები? ჩემს ნათქვამზე გაეღიმა და ძლიერად ჩამეხუტა. - მიყვარხარ. ( ნიტა ) - ჩემო ლამაზო. ყელში „ნაზად“ ვაკოცე და ბავშვივით დავუწყე ფერება. - შენი გულის ცემა, ესეიგი მართლა გიყვარვარ. ( ნიტა ) - ჰაჰა სულელი გოგო, რომ არ მიყვარდე ჩემგან მაგ სიტყვას ვერასდროს გაიგონებდი. - კი, მაგრამ შენ ხომ ჩემამდე ბევრი გყავდა. ( ნიტა ) - მერე? მე მათ მხოლოდ რამდენიმეე „ღამეს“ ვჩუქნიდი შემდეგ კი - ყველა უცხო ხდებოდა ჩემთვის. - ჰაჰა საზიზღარო. ( ნიტა ) სწრაფად მომშორდა და ოთახიდან გასვლა დააპირა, რომ მაშინვე გავჩნდი მასთან და კედელს „ავაკარი“ - სასწაულად მომინდა ჩემი გამხარდიყო, მინდოდა მოვფერებოდი და მისდამი სიყვარული ჩემი ალერსით გამომეხატა. - რატომ მაგიჟებ? - მე? მე არა, მე უბრალოდ მე ( ნიტა ) „საშინლად“ დაიბნა და უაზროდ იმეორებდა ერთიდაიგივეს. - არა, ჯერ არა, ჯერ არ მაქვს ამის უფლება. - რისი უფლება? ( ნიტა ) მის ტუჩებს გიჟივით დავეწაფე და მთლიანად ჩემს მკლავებში მოვიქციე. - ამაზე მეტის უფლება, რა ასე არაა? მისი წვალება „სასწაულად“ მომწონდა - იმ მომენტში მაგარი „საზიზღარი“ ვიყავი, ნაგლად დავუსვი კითხვა, რომელზეც პასუხი ისედაც ვიცოდი, მაგრამ მაგარი მომწონდა, როდესაც მის ლოყებზე სიწითლეს შევამჩნევდი - ბავშვივით, რომ დაიმორცხვებდა და თავს დახრიდა - ეს „მაგიჟებდა“ და საოცარი სურვილი მიპყრობდა საკუთარ თავზე კონტროლი შემეწყვიტა. - კი, მასეა. ( ნიტა ) დაბალი ხმით მითხრა, ნაზად მაკოცა და ღიმილით გავიდა ოთახიდან. - ზუსტ დროს მოხვედით, საჭმელი მზადაა. ( ემილი ) - მშვენიერია, მთელი დღეა არაფერი მიჭამია ტო. მოულოდნელად ჩემი ტელეფონის ხმაც გაისმა. - ძმაკაც როგორ ხართ? რა ხდება მაქეთ? გააკეთე რაც გასაკეთებელი იყო? ნიტა რას შვრება? ( ალექსანდრე ) - კარგი რა იყო ბიჭო პატარა „პაუზა“ მაინც გააკეთე, ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს, თქვენ როგორ ხართ? ნიტამ ღიმილით მადევნებდა თვალს და როგორც კი ლენას სახელი გაიგო მაშინვე „გამომგლიჯა“ ტელეფონი. - ჩემო გვრიტებო, როგორ ხართ? ( ნიტა ) - ჩემი ნიტა, ყველაზე ყველაზე მაგრად, შენ როგორ ხარ? ( ალექსანდრე ) - ლენა სად არის? ( ნიტა ) - მოიცადე, ახლავე დავუძახებ. ( ალექსანდრე ) - არა, არა ცოტახანში თვითონ დავურეკავ, ჩამოსვლაზე რას ფიქრობთ? ( ნიტა ) - რავიცი მე კი მინდა საქართველო, მაგრამ ლენაზე რა გითხრა. ( ალექსანდრე ) - ჰაჰა დაველაპარაკები მე მაგას, კარგი საყვარელო წავედი ახლა და ჭკვიანად. ( ნიტა ) ტელეფონი გათიშა და სავარძელში კომფორტულად მოთავსდა. - დაბრუნებას არ აპირებ? - რა? ( ნიტა ) ტელეფონზე ვანიშნე და მის გვერდით დავიკავე ადგილი. - მგონი ზედმეტად ბევრი შეტყობინებაა, ვნახოთ ვინ გწერს. ( ნიტა ) - კარგი მითხარი, რომ „ღადაობ“. - ჰაჰა ვიცოდი, ვიცოდი, ჩემი სერიოზული ბიჭი. ( ნიტა ) გაკვირვებულმა შევხედე, რადგან ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. - ვიცოდი, რომ ასეთი რეაქცია გექნებოდა, რაღათმქაუნდა უბრალოდ ვიხუმრე. ( ნიტა ) - არაფერიც, უბრალოდ ეჭვიანობ. - მე? ჰაჰა რა სისულელეა, რატომ უნდა ვიეჭვიანო? ( ნიტა ) - როგორ თუ რატომ? მე ხომ მაგარი სიმპატიური და საყვარელი ვარ. - სულაც არა, საკუთარ თავში დარწმუნებული იდიოტი ხარ. ( ნიტა ) - რას შვრები? - რა? ( ნიტა ) - მიხვდი ახლა, რომ უაზრობა თქვი და თავად გამოასწორე შენი ნათქვამი. - ჰაჰა საზიზღარო. ( ნიტა ) ძლიერად ჩამეხუტა და ბავშვივით შუბლზე ვაკოცე. - შენ ხომ მე გიყვარვარ? ( ნიტა ) - ეს რა უაზრო კითხვებია. - კითხვაზე მიპასუხე. ( ნიტა ) - კი. - რა კი? ( ნიტა ) - ჰაჰა ჩემთან თამაშს არ გირჩევ ლამაზო. უაზროდ შემომხედა და პასუხის მოლოდინში წარბები აათამაშა. - კი შენ მიყვარხარ ტო. - ხოდა, ეჭვიანობის მიზეზიც არ მქონია, მთავარი ხომ ეგ არის, შენ მე ამირჩიე. ( ნიტა ) - სულელი გოგო, მოდი ჩემთან. ყელში „ნაზად“ მაკოცა და ძლიერად ჩავეხუტე, სწორედ ამ დროს სამზარეულოდან ბექუშას ხმაც გაისმა. - ეიჰ მოსვლას არ აპირებთ? მგონი ისევ მშივრები დარჩებით, ემილიმ ყველაფერი შეჭამა რაც კი მაგიდაზე იდო. ( ბექუშა ) ამ დროს მოისმა ემილის „წუწუნიც“ და ჩვენც მაშინვე გავჩნდით მათთან. - ხო მართლა, მამაშენმა დარეკა წეღან. ( ვაკო ) - ეგ სულ დამავიწყდა ტო, მერე რა უთხარი? - სძინავს და რომ გაიღვიძებს ვეტყვი, რომ დარეკეთ-მეთქი. ( ვაკო ) - ძალიანაც კარგი, ცოტახანში დავრეკავ. საბოლოოდ ემილის გაკეთებული საჭმელით ყველა კმაყოფილი დავრჩით. გოგონები სამზარეულოს მოწერსიგებას შეუდგნენ, ჩვენ კი მისაღებში „გადავინაცვლეთ“. - მოკლედ მითხარით ჩვენი წამოსვლის შემდეგ რა მოხდა. მაგიდას დავეყრდენი და პასუხის მოლოდინში ბიჭებს „უაზროდ მივაშტერდი“. - მოკლედ დადა, ყველამ თავისი მიიღო, ბიჭებმა ყველაფერი უშეცდომოდ გააკეთეს და პოლიციელების გამოჩენამდე „მოხიეს“ იმ ადგილიდან. ( ბექუშა ) - ახლა რა იცით? - გაირკვა, რომ საბოლოოდ ყველა საავადმყოფოში მოხვდა, რაც შეეხება გოგის, ის მძიმედაა დაჭრილი, ასევე აღენიშება მრავალი მოტეხილობა და მოკლედ არასწრომა არასწორი ცხოვრებისთვის ის მიიღო რასაც იმსახურებდა. ( ვაკო ) - ჩვენი ბიჭები? - პატარა დაზიანებები აღენიშნებათ რაც სულ ჩვეულებრვი „მოვლებაა“, სხვა ისეთი არაფერი. ( ვაკო ) - იმედია ახლა მაინც მიხვდება თავის შეცდომებს, „ქურდობას“ აღარ დაიბრალებს და უაზროდ აღარ ჩაერევა იმ საქმეში, რომელიც მისი საქმე საერთოდ არაა. - ხუმრობ, ხო? დარწუნებული ვარ ჩვენი დანახვისას მშიშარა კურდღელივით მაშინვე სოროში მიიმალება. - ჰაჰა შენ შედარებებში უძლიერესი ხარ ძმაკაც. ( ბექუშა ) - ******* აზროვნება. ( ვაკო ) - უზრდელო ბიჭუნა, სახლში ხომ გოგონები იმყოფებიან. ( ბექუშა ) ბექუშამ ქალივით დაიწვრილა ხმა და ერთიდაიგივე რამდენჯერმე გაიმეორა, ამან ვაკო კიდევ უფრო გააღიზიანა და გინებას გინება დაუმატა. - ჰაჰა კარგი გაჩერდით. - დადამ თქვა გაჩერდითო. ( ბექუშა ) ყველას გაგვეცინა და სწორედ ამ დროს გოგოებიც შემოვიდნენ ოთახში. - რა მოხდა? რაზე იცინით? ( ემილია ) - რაზე და ხვალ „წვეულებას“ ვმართავ ჩემს სახლში. ( ვაკო ) - მართლა? ძალიანაც კარგი, ცოტას გავერთობით. ( ემილია ) - ეგ კი კარგია, მაგრამ ასეთი სასაცილო რა ნახეთ მაგაში? ( ნიტა ) - სიხარულის გამოხატვის ასეთი „ფორმა“ გვაქვს. - ჰაჰა კი კი ზუსტად ასეთი ფორმა. ( ბექუშა ) - ნადმვილად. ( ვაკო ) მოულოდენლან ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა და მას სასოწარკვეთილი გიას ხმაც მოყვა. - დადა, გამაგებინებ სად ხარ? ( გია ) - მაგას რა მნიშვნელობა აქვს? რაღაც საქმეები მქონდა და ვეღარ მოვახერხე დარეკვა. - არანორმალური ხარ შვილო არანორმალური, როგორ თუ დარეკვა ვერ მოახერხე? გერმანიიდან ჩამოსვლისთანავე გაქრი, სახლში მოსვლას არ აპირებ? დედაშენზე მაინც იფიქრე, საწყალი ისე ნიერვიულობს. ( გია ) - კარგი მალე მოვალ, ნინოს ჩემს მაგივრად აკოცე. რამდენიმე წამში ემილიმ გასერინება მოინდომა და რაღათქმანდა ვაკოც მაშინვე გაჰყვქა, შემდეგ ბექუშასაც გამოუჩნდა საქმე და სახლში მარტო დავრჩი ჩემს „სილამაზესთან“. - ახლა რა გავაკეთოთ? ( ნიტა ) - როგორთუ რა? გასაკეთებელზე მეტი რა არის. - აჰჰ დადა, დადა. ( ნიტა ) - კარგი ხო ვიხუმრე, მოდი ჩემთან. სავარძელში კომფორტულად მოვთავსდი და ჩემსკენ მივიზიდე. - ხომ არ გტკივა? ( ნიტა ) - იმ ჭრილობაზე მეკითხები ახლა ზედ რომ მაწვები? - აიჰჰ ბოდიში, ბოდიში. ( ნიტა ) სწრაფად წამოხტა, უაზროდ დაიწყო „ბურტყუნი“ და მეც მაშინვე გავჩნდი მის გვერდით. - ყოველთვის ასე ბავშურად რატომ იქცევი? - სულაც არა. ( ნიტა ) „წუწუნი“ გააგრძელა და წარბები აათამაშა - მაგარი საყვარელი იყო და მაშინვე მისი მოფერების სურვილმა „შემიპყრო - ჯერ ყელში ვაკოცე, შედეგ კი ნელი მოძრაობით შევეხე მის თითოეულ ნაკვთს. - ჩემი „სასწაული“ ხარ. ( ნიტა ) - მაგარი „მევასები“. ამის თქმა იყო და მაშინვე, გიჟივით დავეწაფე მის ტუჩებს, რამდენიმე წამში კი საერთოდ დავკარგე საკუთარ თავზე კონტროლი, ხელები მისი ზედის ქვეშ შევაცურე და წელზე ძლიერად შემოვხვიე. - დადა. დაბალი ხმიღ წარმოთქვა ჩემი სახელი და თავი ჩემს კისერში ჩარგო. - როდესაც „საქმე“ შენ გეხება ჩემთვის მაგარი ძნელია საკუთარი თავის გაკონტროლება. - მიყვარხარ. ( ნიტა ) - მაგარი „მუღამი“ მაქვს. - რა? რისი? ( ნიტა ) - შენი, შენი „მუღამი“ მაქვს, მინდა, რომ გონებით მთლიანად ჩემი იყო, მინდა რომ შენი სხეულის ყოველი სანტიმეტრი მე მეკუთვნოდეს, მინდა რომ ყოველ წამში ახალიდან გიყვარდებოდე, იცი რა არის ყველაზე დიდი „მუღამი“? როდესაც მიახწევ იმ ყველაფერს რაც იწყება სიტყვა - მინდათი, მე კი სწორედ ახლა მაქვს ამის ყველაზე დიდი „მუღამი“ რადგან როგორც ყოველთვის რაც ჩავიფიქრე იმას მივახწიე. ძლიერად ჩავეხუტე და მისი სურნელით ტკბობა განვაგრძე, რამდენიმე წუთი ასე „უაზროდ“ ვიდექით ოთახის ერთ კუთხეში, შემდეგ კი ყველაფერი ისევ ტელეფონის ზარმა „გააფუჭა“. - ვინ არის? ( ნიტა ) - ნინო. - გათიშვა არც კი იფიქრო, ახლავე უპასუხე. ( ნიტა ) ქალბატონს ღიმილით შევხედე და მისი დავალებაც მაშინვე შევასრულე. - შვილო სად ხარ? სახლში როდის მოხოვალ? ( ნინო ) - რამდენიმე წუთში. - დადა, ხომ კარგად ხარ? ყველაფერი რიგზეა? ( ნინო ) - კი დედა კი, სანერვიულო არაფერია. ტელეფონი გავთიშე და ნიტას ჩვეული ღიმილით შევხედე. - შენც ჩემთან ერთად მოდიხარ. - მე? არა მე, უხერხულია. ( ნიტა ) - ნიტა. - კარგი ხო კარგი, გამოვიცვლი და წავიდეთ. ( ნიტა ) ვიცოდი, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ექნებოდა - გოგოების ამბავი ხომ იცით, ისინი ასეთ მომენტებს განსაკუთრებულად უყურებენ და ამიტომაც შესაფერისი ჩაცმულობაც აუცილებელია - ქვევით ჩავედი და საკმაო ლოდინის შემდეგ ნიტაც გამოჩნდა. - აბა? ( ნიტა ) - რა აბა? - კარგი, აღარაფერი. ( ნიტა ) - ჰაჰა კარგი ხო, შეუდარებეული ხარ. - ვიცი, შეგვიძლია წავიდეთ. ( ნიტა ) გზისკენ მანიშნა და თვალი ნაგლად ამარიდა. კაგად იცით, რომ უაზრო ლაპარაკი ჩემი სტილი არ არის - ჩემს მშობლებს მე და ნიტას „ნადმვილი“ ურთიერთობა გავაცანი და რაღათქმაუნდა მაგარი თბილად მიიღეს ქალბატონი - აქამდე ჩვენთან ვაჟბატონს არავინ მოუყვანია, საქმე მართლაც სერიოზულად ყოფილაო და მთელი საღამო მათი სახეებინდან ღიმილი არ გამქრალა, საბოლოოდ ცოტა დავლიეთ, ბევრი ვიცინეთ და ეს გაცნობის „თემაც“ მშვენივრად დავასარულეთ, ნიტა სახლში წავიყვანე და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მეც „ვეღარ მოვახერხე“ უკან დაბრუნება - „ის“ არ მომხდარა რასაც ფიქრობთ, ცვეტში მთელი ღამე საკუთარ თავზე კონტროლის „რეჟიმი“ გააქტიურებული მქონდა და უბრალოდ „უაზროდ“ გავათენეთ ის ღამე საუბარში, დაახლოებით დილის შვიდი საათი იქნებოდა გულზე ძლიერად რომ მივიკარი და მაშინვე ჩაგვეძინა. პირველი საათისკენ გაეღვიძა ქალბატონს და მეც არ დამაცადა დაძინება, ერთად მოვამზადეთ საჭმელი თუ იმას საჭმელი ერქვა, რადგანაც „გარემო“ საშინელმა დამწვრის სუნმა შეაწუხა, ბოლოს ისევ ჰამბურგერებით დავკმაყოფილიდით და ყავაც მივირთვით. ღამე კი ვაკოს „წვეულებამ დააგვირგვინა“, ერთი სახლი გვიტევდა მთლიან კლასს და მთელ საძმაკაცოს, ბევრი დავლიეთ, ვიცეკვეთ და დაახლოებით ღამის პირველი საათისკენ „დაიწყო“ ყველაზე მნიშნველოვანი. - ვერასდროს ვიფიქრებდი ეგ გოგო თუ შეგიყვარდებოდა. ( თიკუშა ) მშვენიერ წვეულებაზე რაღათქმაუნდა მშვენიერი თიკუშაც იმყოფებოდა, ცოტახნით აივანზე გავედი, მაშინვე ისარგებლა ნიტას არყოფნით და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. - კარგი, არ გინდა ტო. - იცი, ძალიან მომენატრე. ( თიკუშა ) ჩემსკენ გადმოიხარა და ღვინით სავსე ჭიქა მთლიანად გამოცალა. - მერე? გგონია ჩემგანაც იგივეს მოისმენ? კარგად იცი, რომ ჩვენი ურთერთობა მხოლოდ განტვირთვისთვის იყო და შენით უბრალოდ ვერთობოდი. ასეთი სიტყვების შემდეგ, მეგონა გაბრაზდებოდა და ჩემი დანახვის სურვილი აღარ ექნებოდა, მაგრამ ჩემი სიტყვების შემდეგ რამდენიმე წამი უაზროდ იცინოდა, ბოლოს კი გიჟივით დაეწაფა ჩემს ტუჩებს - ეს არ „მეყოფოდა“ და სწორედ ამ დროს ნიტაც გამოჩნდა. - დადა. ( ნიტა ) თიკუშას მოვშორდი და „სიტუაციის“ ახნას შევეცადე, მაგრამ ვინ დამაცადა, მაშინვე გიჟივით გაიქცა. - ჰაჰა მგონი ეწყინა, იმედია არ გაედევნები. ( თიკუშა ) უფრო მეტად მივუახლოვდი და ღიმილით განვაგრძე საუბარი. - მეცოდები ტო, ვერც კი ხვდები, რომ ყველას ****** -ის სჭირდები, მხოლოდ ერთი ღამე, შემდეგ კი ჰოპ და ჩვეულებრივი „უცნობი“ ხდები, კარგი იქნეოდა ასეთ „სიამოვნებაზე“ უარი, რომ გეთქვა და რალურ გრძნობებს დასჯერებოდი, მაგრამ შენ ხომ ასეთი ****** ხარ საყვარელო. ნაგლურად გავუღიმე და მაშინვე ნიტას მოსაძებნად წავედი, დიდი ძებნის შემდეგ კი როგორციქნა მივაგენი. - ხომ იცი არ „მევასება“ ასეთი უაზრო საუბრები, ისიც ხომ იცი, რომ მე არ ვაკოცებდი და იმასაც ხომ კარგად ხვდები, რომ უაზრობაზე ბრაზდები. - არ ვიცი დადა, არაფერი არვიცი, იქნებ მეც უბრალოდ „მიყენებ“? იქნებ ჩემითაც უბრალოდ ერთობი? დავიღალე ძალიან დავიღალე, არაფრის მოსმენა არ მინდა. ( ნიტა ) მისგან ამ სიტყვების მოსმენა არ მომეწონა, მაგარი გავბრაზდი, ოთახიდან გიჟივით გავვარდი და სწრაფად „მოვნახე“ ვაკო. - ემილის უკვე მიეცი ბეჭედი? - რა? რა ბეჭედი? ( ვაკო ) - დღეს, რომ უნდა გეჩუქრებინა ******. - არა ახლა ვაპირებ მიცემას. ( ვაკო ) - მომეცი. - რა? ( ვაკო ) - სწრაფად ძმაკაც. დაბნეულმა მოისინჯა ჯიბეები და ჩემი დავალებაც შეასრულა - მართლაც არანორმალური ვარ - ნიტასთან შევედი და ხელი ძლიერად ჩავჭიდე. - რას აკეთებ? სად მიგყავარ? დადა, დადა. ( ნიტა ) მისაღებში გავიყვანე და ხმამაღლა დავიწყე საუბარი, გაკვირვებულებლი გვიყურებნენ და ვერ ხვდებოდბენ რას ვაკეთებდი. - ნიტა, ცოლად გამომყვები? გავუღიმე და „წართმეული“ ბეჭედი გავუწოდე. ქალბატონი ერთ ადგილას გაშეშდა და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა, რამდენიმე წამის შემდეგ კი მის თვალებზე ცრემლები შევნიშნე. - კი, კი გამოგყვები. ( ნიტა ) რამდენჯერმე გაიმეორა და ძლიერად ჩამეხუტა. - მიყვარხარ ტო. - მიყვარხარ, მიყვარხარ. ( ნიტა ) „უაზროდ“ ვიდექით ჩახუტებულნი და ერთამენთით „ვტკბებოდით“, იქ კი უბრალოდ ცვეტში „საგიჟეთი“ იყო - ზოგი ყვიროდა, ნაწილი ტიროდა, ზოგიერთი კი გვილოცავდა, - ეს რა კარგები ხართ ეს რა საყვარლები ხართ, მე თქვენ მაგიჟებთ. ( ემილი ) - ბიჭო, ეს რა გააკეთე? შენ ვერც ხვდები რა შარში „გაყავი“ თავი. ( ბექუშა ) - გაქრი აქედან შე ******, გილოცავ ძმაკაც გილოცავ, მოდი ჩაგეხუტო. ( ვაკო ) ბევრი ვიცინეთ, მაგარი ვიღადავეთ შემდეგ კი ნიტას ხელი ჩავჭიდე და გასასვლელისკენ წავედი. - ბიჭო ღადაობ? არ წახვიდეთ. ( ვაკო ) - ხო მართლა ტო. ნიტას კმაყოფილმა შევხედე და ღიმილით გავაგრძელე საუბარი. - ლამაზო ეგ ბეჭედი მომეცი. - რა? ( ნიტა ) ამის გაგონებაზე გაკვირვებულმა შემომხედა და სიცილი ვეღარ „შევიკავე“. - ჰაჰა მომეცი მერე აგიხსნი. დაბნეულმა შეასრულა ჩემი დავალება და ბეჭედი გამომიწოდა. - მიდი, ახლა შენი ჯერია ძმაკაც. ბეჭედი ვაკოს „გადავუგდე“ თვალი ჩავუკარი და ნიტასთან ერთად „წვეულება“ დავტოვე. - სად მივდვიართ? ( ნიტა ) - ჩვენს სახლში. - რა? ( ნიტა ) - თავად ნახავ. ჩვენს სახლში-მეთქი, რომ ვთქვი ეგ საერთოდ არ იყო ხუმრობის ნაწილი - ჩემებს ჩემთვის ერთი მაგარი სახლი ჰქონდათ ნაყიდი, საკმაოდ მდიდრული, ძალიან დიდი ეზოთი და ულამაზესი ბაღით. ნიტას მთლიანი სახლი დავათვალიერებინე, შემდეგ კი სასერინოდ წავედით და მთელი ღამე ასე „უაზროდ“ გავათენეთ აქეთ-იქით სიარულში. მოკლედ გეტყვით შედმეგ რაც მოხდა - როგორციქნა ვაკომაც გაბედა და ემილის ხელი სთხოვა, მისი პასუხი რაღათქმაუნდა დადებითი იყო და საბოლოოდ ერთი მაგარი აზრი მოგვივიდა, რომ ჩვენი ქორწილი ერთ დღეს ყოფილიყო. ალექსადნრემ და ლენამ ეს ყველაფერი, რომ გაიგეს „ისტერიკაში“ ჩავარდნენ, მაგარი გაუხარდათ, მაგრამ ამავე დროს, გაბრაზდნენ და „სწყინდათ“, რომ ეს ყველაფერი მათი საქართველოში არყოფნისას მოხდა და იმ მომენტებში ჩვენთან ერთად არ იყვნენ. ცვეტში ქორწილისთვის მზადებაც დაიწყო და რამდნეიმე დღის შემდეგ ყელაზე მნიშვნელოვანი „მომენტიც“ დადგა. - დადა. ( ნიტა ) ნიტა უაზროდ დადიოდა ოთახში და ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. - კარგი, ნუ ნერვიულობ ტო. მოულოდნლეად ჩემს წინ გაჩნდა და დაბალი ხმით მკითხა. - დარწმუნებული ხარ, რომ ეს გინდა? ( ნიტა ) - რა უაზრო კითხვებია. - შენთვის ხომ ასეთი თემები უცხოა, შენ ხომ ყოველთვის „თავისუფლებას“ ამჯობინ ( ნიტა ) საუბარი შევაწყვეტინე და ღიმილით გავაგრძელე. - გინდა, „გავიპაროთ“? ამის გაგოებაზე გაკვირვებულმა შემომხედა და ძალიან დაიბნა. - რა? რატომ? სად უნდა გავიპაროთ? ანდაც ვის უნდა გავექცეთ? ( ნიტა ) - რავიცი ტო მთელი სამეგობრო და სანათესავო ჩვენს ქორწილს ელოდება და ჩვენ თუ მოულოდნელად გავქრებით „გაპარვა“ არ გამოგვივა? - ჰაჰა ეს სიგიჟეა. ( ნიტა ) - ჩემთვის კი ზედმეტად ნაცნობი „თემაა“ ეგ შენი სიგიჟე. - კი, მაგრამ სად? სად წავიდეთ? ( ნიტა ) - მე ვიცი ერთი მაგარი ადგილი. - სად? ( ნიტა ) - მაგას რა მნივნელობა აქვს, მოდიხარ? ძლიერად ჩამეხუტა, შემდეგ კი ორივეს სიცილი „აგვიტყდა“. - ეს სიგიჟეა, სიგიჟე. ( ნიტა ) - მიყვარხარ ტო. - ჩემი ბედნიერება. ( ნიტა ) მის ტუჩებს გიჟივით დავეწაფე შემდეგ კი ძლიერად ჩავეხუტე. საბოლოოდ „გაპარვის“ გეგმაც შევიმუშავეთ და ქორწილის დღეს მოულოდნლეად გავქრით - მხოლოდ „ჩემი“ ბიჭები იყვნენ „საქმეში“,რათა პრობლემის გაჩენის შემთხვეაში მაშინვე მიეღოთ საჭირო ზომები. მე და ალექსადნრეს ტყის პირას ერთი სახლი გვქონდა დაქირავბეული, ის ადგილი მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით და ამიტომაც დარწუმნებული ვიყავი, რომ ვერავინ მოგვაგნებდა, თანაც იქ დიდხანს არ ვაპირებდით დარჩენას, რადგან გადავწყვიტეთ გერმანიაში წავსულიყავით და ჩვენი გვრიტებისთვის სიუპრიზი მოგვეწყო, ყველაზე უფრო მაგარი სიუპრიზი კი მათთვის გერმანიიდან ამერიკაში წასვლის იდეა იქნებოდა, ეს ყველაფერი ერთ დღეში დავგეგმეთ და ჩემი „გავლენის“ წყალობით ორი დღის შემდეგ შევძელით გამგზავრება. ცვეტში არ ვიცი რატომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, უბრალოდ ბოლო მომენტში თითქოს ორივე მივხვდით, რომ ოჯახის შექმა სულ სხვა თემა იყო, მაგარი მიყვარდა და მის სიყვარულში ეჭვი არ შემპარვია, ბევრი მყვარებია, მაგრამ „რეალური“ სიყვარულით ნიტამდე არცერთი, მაგარს ვერთობოდი და ჩემი გარეგნობის დახმარებით ყოველთვის მოგებული ვრჩებოდი, „სწორ“ ცხოვრებაზე, რომ აღარაფერი ვთქვა - იმ მომენტში ჩემს გვერდით იყო ადამიანი, რომელსაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის, შემეძლო მოვფერებოდი, ჩავხუტებოდი, მეკოცნა და ჩემი სიყვარული ასე გამომეხატა, გრძნობების დამალვის გარეშე - მე უარს ვამბობდი ნიტაზე, რადგან არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული შევძლებდი თუ არა მის დაცვას, ჩემი ცხოვრება ხო ერთი დიდი „ომი“ იყო, რომელიც სავსე იყო სისხლით და ათასი სიბინძურით, მაგრამ მან უბრალოდ დაივიწყა სიამაყე, უაზრო თავის დაფასება და შეეცადა მივეხვედრებინე, რომ იგი მზად იყო ჩემთან ყოფნისთვის და ამ „ომში“ ბრძოლისთვის - ხვდებით რას ვგულისხმობ ტო - თავის დაფასების თემა ბაზარი არაა, ყველა გოგოსთვის საჭიროა, ეგ თუ არ გექნებათ ერთხელ „გამოგიყენებთ“ და მალევე მოგვბეზრდებით, მაგრამ საზღვარია საჭირო, ზოგჯერ თქვენთვისე უმჯობესია სიამაყეს აჯობოთ და თქვათ ის რასაც ფიქრობთ, ანდაც უბრალოდ ქმედებით „გამოხატოთ“ ეს ხომ მაგარი ადვილია - კარგი ეს თემა აქ დავამთავროთ, თორემ ძალიან შორს წავალთ და უაზრობასაც მივუახლოვდებით. საბოლოოდ მართლა შეუყვარდა დადა დემეტრაძეს ერთი „სულელი“ გოგო - მინდა დაუსრულებლად ვუყურო მას თვალებში, იმ ცისფერ თვალებში, რომელიც ასე მაგიჟებს, მინდა შევეხო მის სახეს, კანს, რომელიც საოცრად ნაზია, მინდა ვაკოცო დაღლამდე, გონების დაკრგავამდე, მინდა მოვეფერო მის სხეულს, შევიგრძნო მისი სურნელი და ამ ყველაფრის სურვილი მექნება იქამდე, სანამ ერთი ბებერი მგელი არ „დამბრიდავს“ - ნაგლიც ვიყავი, საზიზღარიც და მომენტებში ამაზრზენიც, მაგრამ საბოლოოდ მაინც შევძელი და ქალბატონოს სიგიჟემდე შევაყვარე თავი. - მზად ხარ ლამაზო, ახალი თავგადასავლებისთვის? - ახალი თავგადასავლებისთვის? ( ნიტა ) - კი ალბათ კიდევ მოგიტაცებენ და რაღათმქუნდა მე ისევ გადაგარჩენ. - ჰაჰა თუ მასეა სახიფათო თავგადასავლებისთვის ჩვენი სიყვარულის დაწყების დღიდან მზად ვარ. ( ნიტა ) - ჰაჰა მიყვარხარ ტო. - მიყვარხარ. ( ნიტა ) ძლიერად ჩავეხუტე, შემდეგ კი დიდი სიჩქარით დავძარი მაქნანა აეროპორტისკენ. ისტორია დასრულდა და ძალიან გამახარებთ თუ ყველა დაწერთ საკუთარ აზრს კომენტარის სახით - როგორი იყო ეს თავი? მოგეწონათ თუ არა? საერთოდ რას ფიქრობთ ისტორიაზე, ჩემს „ნაწერებზე“, მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს - ძალიან დიდ მადლობას გიხდით ვინც ყოველთვის წერდით საკუთარ აზრს, რადგანაც ყოველი თავის შემდეგ გაგრძელების უდიდეს სტიმულს სწორედ თქვენ მაძლევდით - ძალიან გამიხარდება თუ ახლა მაინც იქნება იმაზე მეტი აქტიურობა, ვიდრე წინა თავებზე იყო - უბრალოდ დაწერეთ ის რასაც ფიქრობთ - ბევრი მეკითხებოდა თუ რამდენი თავი იყო სულ, როდის დავამთავრებდი ანდაც გავაგრძელებდი თუ არა, წინა თავზე დავწერე ამ კითხვებზე პასუხი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თქვენი აქტიურობის მიხდვით გადავწყვეტავ დავწერო თუ არა ამ ისტორიის მეორე ნაწილი, ასე რომ კარგი იქნება თუ შეფასებებს არ დაიზარებთ - საბოლოოდ ძალიან ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობდა ისტორიას და კიდევ ერთხელ მადლობა მათ ვინც ყოველთვის წერდა საკუთარ აზრს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.