შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორც დაიწყო ისე დასრულდა (14თავი)


2-10-2016, 11:04
ავტორი ♥love love♥
ნანახია 1 644

ქეთიმ ძალიან მოიწყინა რაც ლაშას არ გამოპარვია და უთხრა:
-გითხრა დათომ ყველაფერი არა?
-კი მითხრა აპა შენ არ მეტყოდიდა.
-დათო ხომ გითხარი არ უთხრათქო?
-ჩემი ბრალი არაფერი არაა, მე ისედაც მინდოდა გაგება, მაგან კიდე ნინი დამაფიცა მეც გამაგებინეო და დანაპირები შევუსრულე.
-აუ თქვენ რა ხართ რა. ერთმანეთზე აფერისტები. ქეტი შენ მაგაზე არ იღელვო, მე და შენ მაინც ერტად ვიქნებით რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ არ დავშორდებით. მიყვარხარ ჩემო პრინცესა.
-მეც მიყვარხარ ლაშა, მაგრამ როცა ყველა ოჯახის წევრს უყვარხარ უფრო გიხარია, დედაშენს კი ჩემზე ცუდი წარმოდგენა აქვს.
-ნუ გეშინია, აუცილებლად გაგიცნობს და დაგაფასებს თავის დროზე. არინერვიულო მაგაზე. მე და შენ მაინც ცალკე ვიცხოვრებთ.
-კი მაგრამ მაინც კარგია რომ ყველაფერი კარგადაა.
-იქნება კიდეც კარგად. არ იჯავრო. მიყვარხარ.
ლაშამ და ქეთიმ ქორწილისთვის მზადება დაიწყეს. დიდსამბით ემზადებოდნენ ორივე. ლაშა თან სამსახურში დადიოდა, თან ქორწილის საქმეებს აგვარებდა, ასევე ახალ ბინასაც აკეთებდა. ამიტომ ძალიან იღლებოდა. რათქმაუნდა ხელისმომკიდეები ნინი და დათო უნდა ყოფილიყვნენ. ყველაფერი ნელ-ნელა წინ მიიწევდა. ნინისა და ქეთის სახლიდან ყოველდღე ნინის ყვირილი ისმოდა:
-გოგო მარჯვენა ხელი წინ მარცხენა უკან, რა ვერ დაიმახსოვრე?
-კიმაგრამ სწორად არ ვაკეთებ თუ რა გინდა?
-ბევრს ნუ ტლიკინებ მარცხენა ფეხი უკან მარჯვენა წინ.
-ხო ეგრე ვაკეთებ ნუ მიყვირი გოგო.
გაგეცინებათალბათ. ნინი ქეთის ცეკვას ასწავლიდა და სწორედ ამიტომ იყო ასეთი ამბავი. ქეთის არ სურდა ქორწილში იმდენ ხალხში შერცხვენილიყო და ამიტომ სწავლობდა ცეკვას. ნელ-ნელა ქეთიმ ყველაფრის ათვისება შეძლო. დათო და ნინიც დიდისამბით ემზადებოდნენ. მაინც ხელის მომკიდეები იყვნენ. ლაშას მშობლებთან ყოფნა არ სურდა, ამიტომ ერთი თვით დათოსთან გადასვლა გადაწყვიტა. ქეთიც მოწყენილი იყო იმის გამო, რომ ლაშას მშობლებს არ მოსწონდათ, მაგრამ მის გამხიარულებაზე ნინი ზრუნავდა, ამიტომ როგორც კი მოწყენილს ხედავდა, ხვდებოდა რის გამოც იყო ასე და მის გამხიარულებას იწყებდა.
ქორწილამდე ორი დღით ადრე, როცა უკვე ყველა საკითხი მოგვარებული იყო, ლაშას მობილური აწკრიალდა. დახედა დედამისის ნომერი იყო. არ სურდა პასუხი: ფიქრობდა ეხლა კიდე თავისას მეტყვის. არ მოიყვანო ქეთი, მომიშლის ნერვებს ქორწილის წინ, მაგრამ როცა მან რეკვა რა შეწყვიტა გადაწყვიტა ეპასუხა.
-გამარჯობა ლაშა შვილო, როგორ ხარ?
-გაგიმარჯოს. არამიშავს შენ როგორ ხარ?
-მეც რავიცცი ვარ. იცი შენთან საქმე მაქვს და გთხოვ მომისმინე არ გამაწყვეტინო. ცუდს არაფერს გეუბნები. შემპირდი რო არ გამითიშავ.
-ხო კარგი. გპირდები.



№1  offline წევრი Mariam Modu

კარგია იყო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent