ჯადოქარი და მე-ჯეიმი კლარკსი. 7
როგორც კი შემნიშნა ვუყურებდი, მაშინვე შეწყვიტა ბუტბუტი და ჩემს წინ გაჩნდა. -დედა?! -ჯეიმი მერე აგიხსნი ყველაფერს ვერ ხედავ ლენორი ცუდადაა. ვერაფრის თქმა მოვასწარი. ვერც გავიფიქრე რა უნდა მეთქვა. ის ლენორთან ჩაიმუხლა. მის შუბლთან ხელი ასწია და მეორე ხელი მაგრა ჩასჭიდა ხელზე. -ჯეიმი აქ მოდი. მეორე ხელი დაუჭირე. იგრძნობს რომ მასთან ხარ. მაგრამ სანამ მოკიდებ ხელი გაუჭერი მასაც და შენც გაიჭერი. სისხლით კავშირი მნიშვნელოვანია. გავაკეთე რაც დედამ მითხრა. - ბიჭებო თქვენ ფეხები დაუჭირეთ. მეისონმა და ჯორჯმა ფეხები გაუმაგრეს. - საბრალო გოგოს დიდი ტკივილის გადატანა მოუწევს. კასი თავი დაუჭირე რომ არ გაამოძრაოს.შენ კი ტბის წყალი მოიტანე. მიმართა ნეიტს. ნეიტმა ბოთლში აავსო წყალი და დედას მიაწოდა. დედამ მასში რაღაც მწვანე ჩაყარა და შემდეგ თავისი სისხლის წვეთი დაუმატა. ცალი ხელი ისევ მის შუბლთან ფაიჭირა. -ჯეიმი მეორე ხელიც დაუჭირე. იცოდეთ რაც არ უნდა გაგიძალიანდეთ ეს სითხე ბოლომდე უნდა დავალევინოთ რომ გამოკეთდეს. ისევ დავუჯერე დედას. მან რაღაცის ბუტბუტი დაიწყო და თან სასმელს ასმევდა ლენორს,რომელმაც სასმლის შეხებისთანავე თვალები გაახილა და თავის გათავისუფლება დაიწყო ჩვენგან. ვცდილობდი რომ მაგრად გამეკავებინა და თან არაფერი მეტკინა მისთვის. საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდა ეს.ვუყურებდი როგორ იტანჯებოდა,თვალზე ცრემლი მოადგა ტკივილისგან.ყველა წუთას მინდოდა რიტუალის შეწყვეტა,მაგრამ ვხვდებოდი რომ ბოლომდე მიყვანა აუცილებელი იყო. ბოლო წვეთზე მან ისევ გონება დაკარგა. ძალიან შემეშინდა და დედას შევხედე.მან თავით მანიშნა არ გაუშვაო. ბოლო სიტყვა ამოიბურტყუნა იმ უცნაურ ენაზე და ლენორმა თვალი გაახილა. წამოჯდა და მაგრად ჩამეხუტა. -მიყვარხარ! ერთადერთი სიტყვა რაც იმ წუთას თავში მიტრიალებდა. -მეც ჯეიმი. მისმა ჩახუტებამ ძალიან ბევრი სასიამოვნო ემოცია მოიტანა,ჩახუტება,რომელიც ძალიან მომნატრებია. უცებ რაღაც ვიგრძენი ჭრილობასთან. ლენორი ფრთხილად მოვიშორე და მაისური ავიწიე. შრამი აღარ იყო. უბრალოდ გაქრა. -მე მისგან გაგათავისუფლე. მითხრა დედამ. -ანუ რომელიმე ჩვენგანის მოკვლა აღარაა საჭირო რომ მეორემ იცოცხლოს? -არა ლენორ აღარაა საჭირო. ის კიდევ ერთხელ მომეხვია. ცოტა ხანი მე და ლენსი განვმარტოვდით ტბის პირას. დანარჩენები თავის საქმეს აკეთებდნენ,რას სულ არ მაინტერესებდა. ახლა მხოლოდ ლენსის გარემოცვაში ყოფნით ვტკბებოდი. ის ჩემს გვერძე იჯდა მოხუტებული ჩემს მკერდზე და თავი ჩემს კისერში ქონდა ჩარგული. -ჯეიმი შენთან თავს ძალიან დაცულად ვგრძნობ.მიუხედავად იმისა რომ ჯადოქარი ვარ შენ კი ჩვეულებრივი ადამიანი. მიყვარხარ ჯეიმი ძალიან. მისკენ დავიხარე და ვაკოცე. თავიდან შეკრთა,მერე თვითონაც მაკოცა. ვერც გავიგეთ ისე შემოგვაღამდა. -ლენს ერთი რამ მაინტერესებს შენ თუ არ გინდოდა მაშინ ის ჭრილობა როგორ მომაყენე. მე და შენ რომ ვთამაშობდით მგელკაცა დაგვესხა თავს. მისი მოშორება მინდოდა და შემთხვევით შენ დაგჭერი. -ახლა გასაგებია. წამოდი წავიდეთ ჩვენებთან დედასაც აქვს რაღაც მოსაყოლი. მე და ლენორი კარვისკენ წავედით. კარავთან ახლოს კოცონი ენთო,მაგრამ არავინ იჯდა მასთან. კარავიც სულ ცარიელი იყო. -სად წავიდნენ? -ჯეიმი ნახე. მან გამახედა წინ სადაც მკაფიოდ ჩანდა რამდენიმე მარიანას როგორ მიყავდა დედა. ნაბიჯი გადავდგი მათკენ მაგრამ უცებ ბუჩქებიდან მეისონი გადმოხტა და დამიჭირა. -რას აკეთებ? მოგკლავენ ეგრევე. დანარჩენებიც გამოვიდნენ სამალავიდან. -რატომ დაიმალეთ? რატომ არ დაეხმარეთ მას? -ჯეიმს დედაშენმა აკრძალული რიტუალი ჩაატარა. ის მისნაირებთან მიყავთ. უმაღლესთა კრებაზე,რომელიც მას გაასამართლებს. ჩვენ უმაღლესების საქმეში ვერ ჩავერევით. არცერთს არ გვაცოცხლებენ. ხმის ამოღებასაც არ დაგვაცდიან. -ის დედაჩემია და მე მას გადავარჩენ. მარიანების კვალს გავყევი. ყველა კარავთან დავტოვე. შორიახლოს მივყვებოდი მათ. უეცრად ზურგზე ვიღაცის შეხება ვიგრძენი. -ჯორჯ! შემაშინე. მეისონიც გამოჩნდა სიბნელეში. მ-გეგონა მარტო გაგიშვებდით? -ლენორი კასისთან და ნეიტთან ერთადაა მასზე არ ინერვიულო. მასაც უნდოდა წამოსვლა მაგრამ ეს მისთვის გარდაუვალი სიკვდილი იქნება. ჩვენ გზა გავაგრძელეთ. ისინი უეცრად შეჩერდნენ რაღაც გამოქვაბულთან. გამოქვაბულიდან მამაკაცი გამოვიდა. მის სახეს ვერ ვხედავდით. სულ შავები ეცვა. ცოტა ხანი იდგნენ,მერე დედა მას გადაეხვია და შეგნით შევიდნენ. მარიანები კი აქეთ-იქით დაიფანტნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.