ყველაფერი ჩხუბით დაიწყო 12
დილით რომ გავიღვიძე ელდა მეცა.ხვიბლიანზე მეძინა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.თავი მის გულზე მედო მწვავდა მისი სიმხურვალე ფეხები ერათმანეთში აგვხლართოდა.ბერდიას ხელები მჭიდროდ მოეხვია რომ გვერდით არ გადავარდნილიყავი.მშვიდად და თანაბრად სუნთქავდა მგონი ეძინა.დრო უნდა მეხელთა და უნდა გავპარულიყავი.წამოვიწიე მაგრამ მარწუხებივით მოხვეული ძლიერი მკლავები უფრო მომეხვივნენ და საწყის პიზაში დამაბრუნეს. -სად მიიპარები?_ძილისგან ისედაც ბოხი ბარიტონი უფრო დაბოხებოდა.ტანში დავლილი ჟრუანტელი დავაიგნორე და ისევ გავიბრძოლე წამოსადგომად მაგრამ სულ ტყუილად. -ნუ ხვანცალებ მოისვენე_მკაცრი იყო მისი ტონი -ბერდია გამიშვი რა წელი მეტკინა -წელი წესით შენ კი არა მე უნდა მტკიოდეს ვინაიდან და რადგანაც შენ ჩემზე გამოიძინე. -გამიშვი ძალიან გთხოვ_ტირილის ნოტები შემეპარა ხმაში -შემომხედე... -ბერდია... -შემომხედე მეთქი_იმდენად მკაცრი და მომთხოვნი იყო მისი ხმა სხვა არჩევანი არც მქონდა.ავხედე და მაშინვე დავიბენი.რა თქმა უნდა მე ხომ ყოველთვის ვიბნეოდი მისი უზადო სახის დანახვაზე ახლაც ასე იყო ძილისგან ტუჩები დასიებოდა რაც უფრო მიმზიდველს ხდიდა. -რა გატირებს? -არაფერი გამიშვი -არც კი ეცადო საუბარს თავი აარიდო კითხვა დაგისვი და მიპასუხე. -მე უბრალოდ ძალიან დაბნეული ვარ_ვუთხარი და ტირილს ვუმატე.ხვიბლიანის რეაქციამაც არ დააყოვნა.წელზე ხელები შემიშვა და ადგომის საშვალება მომცა თვითონაც ადგა და მაისური გადაიცვა.შევბრუნდი,ოთახში ვაპირებდი ასვლას მკლავში ხელი რომ ჩამავლო და შემაჩერა. -სად მიდიხარ?საუბარი ჯერ არ დაგვიმთავრებია და მეორედ არ გაბედო ჩემთვის ზურგის შექცევა -ბერდია სალაპარაკო არაფერია -ეგრე გგონია? მაშინ ახლაც და როგორც ყოველთვის ჩვენი აზრები ისევ არ ემთხვევა ერთმანეთს_სიტყვა დაასრულა თუ არა მაშინვე ხელში ამიტაცა და სამზარეულოსკენ წავიდა. -რასაკეთებ გაგიჟდი..?ახლავე ჩამომსვიი -გაჩუმდი..შენი ხმა არ გავიგონო თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ სამზარეულოში შემიყვანა მაგიდაზე ჩამომაჯინა თვითონ კი ბოლთის ცემას მოყვა. -დედა შევ*ცი ნუ ტირიხარ...რა გატირებს გოგოო მითხარი როდესმე ცუდად მოგექეცი?? როდესმე მოგეცი იმის საბაბი რომ ჩემში ეჭვი შეგპარვოდა?? მითხარი_დამიყვირა და შიშისგან შევხტი -არა მე უბრალოდ -რა უბრალოდ? -უბრალოდ არ ვიცი ამას რატომ აკეთებ ძალიან თბილად მექცევიდა ვერ ვხვდები რატომ ალბათ იმიტომ რომ გეცოდები. -მეცოდები არააა??_ჩაეღიმა ირონიულად მერე ჭიქას ხელი დაავლო და კედელს მიაფშვნა_არ მეცოდები მეორედ მაგას გაიმეორებ და კაცობას გეფიცები საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.ნია ჩემ ცხოვრებაში უეცრად შემოიჭერი მთელი ცხოვრება ამირიე თავდაყირა დამიყენეე მე შენზე დამოკიდებული გავხდი ნის ნარკომანს ვგავარ რომელიც ვერასდროს შეეშვება ნარკოტიკებს.ვცდილობ არ ვიჩქარო ნია რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ დაგაფრთხო.შენ ჩემთვის იმაზე ძვირფასი ხარ ვიდრე მაგ პატარა გონებას შეუძლია აღიქვას.ახლა გასაგებია ყველაფერი?? -ჰოო_ამოვიტირე მე -ოხ ნიაა_ამოიხრა და ჩემსკე წამოვიდა და მკლავები მომხვია.ცხვირი მის კისერში ჩავრგე და გავიტრუნე_ნურაფერზედარდობ უბრალოდ მედე_ზევიდან დამხედა და შუბლზე მაკოცა ************ მთელი დღე გაბადრულმა ვიარე.ვიცოდი რომ მთლიანად ბერდიას უნდა მივნდობოდი და ყველაფერი კარგად იქნებოდაა.მან იცოდა რა უნდოდა ისიც კი იცოდა მე რა მინდოდაა.ისეთს არაფერს გააკეთებდა რომ გული მტკენოდა.ყავა ჭიქაში ჩავასხი და მისაღებში გავედი სადაც ხვიბლიანი ტელევიზორს უყურებდა.მინდოდა გამეხარებინა მაგრამ კარებთან შევჩერდი და სულელივით გამეღიმა.ბერდიას ჩასძინებოდა მარჯვენა გვერძე იწვა თავქვეშ ხელი ამოედო,ღრმად და თანაბრად სუნთქავდა.რა თქმა უნდა მაისური ისევ არ ეცვა.ჭიქები მაგიდაზე დავდგი და მდივანთან ჩავიმუხლე.გაუბედავად წავიღე ხელი მისი სახისკენ და ტუჩების კონტური თითით მოვხაზე მერე ლოყაზე მივეფრე და საბოლოოდ მივხვდი რომ სიგიჟემდე მიყვარდა.უბრალოდ სუნთქვა არ შემეძლო მის გარეშე მასთან ჩხუბი მიყვარდა გაუთავებელი კამათი ეს ყველაფერი ხომ თავიდანვე ჩხუბით დაიწყო.პლედი დავაფარე და გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი.ჩემი მოუხერხებლობის ამბავი რომ ვიცოდი ან რამე დამივარდებოდა ან რამეს გავტეხავდი მე კი არ მინდოდა ბერდია გამეღვიძებინა.ფეხაკრეფით გავიპარე გარეთ და იქაურობას თვალი მოვავლე.სვანეთის სილამაზეზე უამრავი რამ მქონდა მოსმენილი მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი სულ სხვა იყოო.საოცრად თოვდა,სადღაც ძაღლის ყეფა ისმოდა,საკვამურებიდან კვამლი ამოდიოდა,ბავშვების მხიარული შეძახილები მთელ მესტიას აყრუებდა.რა თქმა უნდა თოვლი ხომ ყველა პატარას უხარია.გადავწყვიტე მეც ჩავბმოდი ამ მხიარულ მარათონში,მე ხომ სულ რაღაც 18 წლის ვიყავი,იმედია როგორც ყველა სვანი ეზ პატარებიც სტუმართმოყვარენი იყვნენ და უარს არ მეტყოდნენ რომ მეც მათთან ერთად მეგუნდავა.ის იყო ჭიშკარი გავაღე და გარეთ გასვლა დავაპირე კნავილი რომ მომესმა.ირგვლივ მიმოვიხედე მაგრამ ვერავინ და ვერაფერი შევამჩნიე.ალბათ მომეჩვენა თქო გავიფიქრე მაგრამ მაშინვე განმეორდა მიწაზე რომ ვერაფერი აღმოვაჩინე ზევით ავიხედე და გამეღიმა.ხის კენწეროზე პატარა კნუტი იჯდა და მაკვირდებოდა.ისეთი ფუმფულა და საყვარელი იყო. -რაო პაწაწუნა მანდ რას აკეთებ?? ჩამოდი არ გინდა თბილი რძე დაგალევინო??ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ მოდი_დავეძახე და ხელები მისკენ გავიშვირე მანაც დაიკნავლა და პატარა თათები მეორე ტოტისკენ გაიწვდინა.ტოტი საკაოდ შორს იყო მისგან ამიტომ ისევ იქ დაბრუნდა და საცოდავი თვალებით დამხედა -ვეღარ ჩამოდიხარ??საკვირველია მანდ როგორ ახვედი??თუმცა რა მნიშვნელობა აქვს იცი მანდ დამელოდე და ახლავე ჩამოგიყვან_ისე დავუძახე თითქოს სადმე წასვლას აპირებდა.ჩემ თავზე გამეცინა და ხის ტოტს მოვეპოტინე ძლივს ძლივობით ავძვერი ჯერ ერთ ტოტზე შემდეგ მეორეზე,ვერც კი გავიაზრე ისე აღმოვჩნდი კენწეროში და იმ ტოტზე ჩამოვჯექი სადაც კნუტი იყო ხელი წავავლე და გულზე მივიკარი -რაო პატარავ როგორ გაყინულხარ.ალბათ დიდი ხანია აქ ზიხარ მაგრამ არაუშავს ახლავე ქვევით ჩავალთ გაგათბობ და დაგაპურებ. ქურთუკში ჩავისვი და ქვევით ჩავიხედე მაგრამ მაშინვე თავბრუ დამეხვა.საკმაოდ ზევით ვიყავი და მხოლოდ მაშინ გამახსენდა რომ სიმაღლის მეშინოდა. -ახლა რა გავაკეთო...აქ მომიწევს ჯდომაა გავიყინებით პატარავ_ჩემ თავს ველაპარაკებოდი როცა ქარმა მოუბერა და ხე ოდნავ შეარხიაა კინაღამ გული გამისკდა და მაშინვე ავყვირდი -ბერდია...... ბერდიაააა...ბერდია მეთქი -რაიყოო რამოხდა_გარეთ გამოვარდა წელზევით შიშველი და იქაურობას მოავლო თვალი -აქ ვარ ზემოთ_ჩავძახე ზევიდან.ამომხედა თუარა მაშინვე გამოიხატა მის სახეზე ბრაზი უკმაყოფილება შიში -ღმერთო გაძლება მომეცი_ამოიბურტყუნა თავისთვის_გოგო სულ გადაირიეე?? მანდ რა გინდა?? ახლავე ჩამოდი.. ნია ტვინი სულ არ გიმუშავებს?? თოვს ტოტები სველია ფეხი რომ დაგიცდეს ჩამოვარდები -იციი ისა მე აქ ამის გამო ამოვედი_ვუთხარი და კნუტი დავანახე_იცი ხეზე აძვრა და ვეღარ ჩამოდიოდა შია და სულ მთლად გაყიულია -კნუტი მანდ დატოვე და ახლავე ქვევით ჩამოდიი -აქ ვერ დავტოვებ მოკვდება შესცივდებაა -ნია არ გამაბრაზო მანდ დატოვე თქო -არაა_გავჯიუტდი მეც_ცოდოა -ოხ დამაცადე ჩამოხვალ მანდედან და ნახავ რა დაგემართება..კარგი წამოიყვანე კნუტიც და ჩამოდი -იციი ისაა მეე ვერ ჩამოვდივარ -რააა?? -ხოო აქ რომ ამოვძვერი მერე გამახსენდა რომ სიმაღლის მეშინია -ახლა იცი რისი ღირსი ხარ?? მაგ კნუტთან ერთად მანდ უნდა დაგტოვო და მერე დაფიქრდები ხოლმე სანამ რამეს გააკეთებ -ბოდიში_ტირილის ნოტები შემეპარა ხმაში -ჩუუ კაი არ იტიროო ნუ გეშინია_მაშინვე დათბა ხვიბლიანი_მოდი ასე მოვიქცეთ აი მაგ ტოტზე ჩამოჯექი სამამდე დათვალე და გადმოხტი. -მოიცაა რაა?? ხო არ გაგიჟდი ბრრდია არ შემიძლია მე ძალიან მეშიია არაა არ შემიძლია -ნია დამშვიდდიი პანიკის გარეშე დაგიჭერ გახსოვს რას შეგპირდი?? სანამ ჩემთან ხარ არაფერი მოგივა თქო... უბრალოდ მენდე -არაა არ შემიძლია ძალიან მაღალია -ნიაააა_გაბრაზდა ხვიბლიანი_ხმა გააჩუმე და გადმოხტი თორე იცოდე მანდ დაგტოვებ -კარგიი კარგიიი_ტოტზე ჩამოვჯექი თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე_ერთი ორი სამიი არ მიგრძვნია როდის დამთავრდა ვარდნა მხოლოდ ის მახსოვს რომ ჩემ თავს განუწყვეტლივ ვუმეორებდი "ყველაფერი კარგად იქნება" და ქუთუთოებს მაგრად ვაჭერდი ერთმანეთს -თვალები გაახილე_მომესმა ხვიბლიანის გაბრაზებული მაგრამ ამავდროულად სიცილნარევი ხმა.ავხედე და მაშინვე მივხვდი რომ დატუქსვა არ ამცდებოდა სასწრაფოდ სხვა თემაზე უნდა გადამეტანა საუბარიი. -გაიცანი ჩვენი ოჯახის ახალი წევრი_ვუთხარი და ქურთუკის ღილი შევიხსენი საიდანაც პაწაწინა არსება იყურებოდა გაკვირვებული თვალებით და სიტოაციაში გარკვევას ცდილობდა_ეს ფუფაა -სახელის შერჩევა მოგისწრია_ჩაეღიმა ბერდიას_ფუფას გაცნობა სასიამოვნოა მაგრამ სამწუხაროდ ფუფა ვერ გიშველის_მოსალოდნელ ჩხუბზე გამაფრთხილა ხვიბლიანმა და სახლისკენ დაიძრა.კარი ფეხითშეაღო და ძირს დამსვაა ყოველ წამს შეიძლებოდა აფეთქებულიყო ხვიბლიანი და საყვედურების კორიანტელი დაეყრია ჩემთვის ამიტომ პირველს მე უნდა მემოქმედა ფუფა ხვიბლიან მივაჩეჩე და სამზარეულოსკენ დავიძარი. -კნუტი ალბათ მშიერია რძეს გავუთბობ_მივაძახე გზიდან -მაინც ვერსად გამექცევი_თქვა ჩემ გასაგონად და ბუხრისკენ დაიძრა რძეს ვათბობდი და უამრავ გეგმას ვაწყობდი როგორ დამეძვრინა ბერდიასგან თავი.ბოლოს რომ ვერაფერი მოვიფიქრე რაც იქნება იქნება თქო ვთქვი რძე დავასხი და ოთახში გავედი კარებთან შევჩერდი და გამეღიმა ხვიბლიანს კნუტი გულზე მიეკრა და ეფერებოდა ფუფაც კომფორტულად მოკუნტულიყო და კრუტუნებდა. -მე ხომ მახვევს თავბრუს ახლა კნუტიც გააბრუა_ჩავილაპარაკე ჩემთვის და მათკენ დავიძარი. -მოხვედი??აი შენი ფუფაა_მომაწოდა და გამიღიმა ფუფა ძირს დავსვი და რძიანი თებშიც იქვე დავუდგი მოშიებული იყო და სულმოუთქმელად დაიწყო რძის დალევა.დროდადრო საყვარლად ილოკავდა ულვაშებს.ღიმილით შევცქეროდით მე და ბერდია და გულში სითბო გვეღვრებოდა. -ბერდიააა... -რაიყო??_გამომხედა და თითქოს მიმიხვდა რისი თქმაც მინდოდა_დაიტოვე თუ გულით გინდა -ვაიმე მართლაა??არცმატყუებ??აუ რა მაგარი ბიჭი ხარ_გაუაზრებლად მივედი და ჩავეხუტე მაშინვე მომხვია ხელები და მძლავრად მიმიკრა სხეულზე -ხო მართლაა_ჩუმად ამოიჩურჩულა და ტუჩები შუბლზე მომაწება. ********** მე და ფუფას მშვიდად გვეძინა როცა მანქანის გამაყრუებელმა სიგნალმა გამაღვიძა. -კაი ჩუმად შე*ემა რაიყო ნიას ძინავს_მომესმა ხვიბლოიანის ხმაც ფუფას ხელი დავავლე და ქვევით ჩავირბინე. კარების ზღურბლზს ხვიბლიანი იდგა და გამომეტყველებით მივხვდი ჩემთან მოდიოდა -ბერდია რახდება?? -ბოდიში პქტარა არ მინდოდა გამეღვიძებინე. ბიჭები ამოვიდნენ არ ვიცოდი ამოსვლას თუ აპირებდნენ. -არაუშავს.ძალიან კარგია თუ მოვიდნენ გავერთობით -წამო დავხვდეთ თორე ანდრია ღრიალს არ შეწყვეტს_გაეცინა ბერდიას გარეთ გავედით.ბერდიამ ბიჭებს ჭიშკარი გაუღო.მანქანა სახლთან გააჩერეს. -კრასოტკაა_ანდრია გადმოვიდა მანქანიდან ხელში ამიყვანა და დამატრიალა_როგორ მომენატრე ბავშვი -მეც მომენატრე გამიხარდა რომ ჩამოხვედი -ბოდიში რომ მყუდროება დაგირღვიეთ_ერთდროულად წარმოთქვეს ტყუპებმა და ბერდიას ეშმაკურად გაუღიმეს -გაგი გიგიი დაგლეწავთ ძვლებში_გაუბრაზდა ბერდია და თოვლის გუნდა ესროლა -დათუნიააააა_გაისმა უცხოს ხმაა.ეს ხმა არ მეცნობოდა მაგრამ უკვე მაღიზიანებდა.იქით გავიხედე საიდანაც ხმა მოდიოდა.ქერაა მაღალი გოგო იყოო უსაშველოდ მოკლე კაბა და საშინელი დეკოლტე ეცვაა.მაღალქუსლიანები.რა საშინელება იყოო რა უტვინო უნდა იყო რომ სვანეთში შუა დეკემბერში მაღალქუსლიანებით წახვიდე.სანამ ბერდიასკენ მიდიოდა ცხრაჯერ გადაუბრუნდა ფეხი.როგორც კი მიაღწია კისერზე ჩამოეკიდა და ურცხვად აკოცა ტუჩებში. -დათუნიაა იცი როგორ მომენატრეეე ისე უცებ გაქრი_ელაპარაკებოდა და ეტმასნებოდა გავბრაზდი არა კი არ გავნრაზდი საშინლად გავმწარდი მზად ვიყავი შუაზე გამეგლიჯა ეს ვიღაც. -მშვენიერი სახლია დათუნია აქამდე რატომ არ ვიყავი აქ ნამყოფი_სახლს თვალი მოავლო და შემდეგ მზერა ჩემზე შეაჩერა ერთი ამათვალიერა და უკმაყოფილო სახე მიიღო_რა წინდახედული ხარ დათუნია მოსამსახურეც თან წამოგიყვანია პასუხი უნდა გამეცა და საკუთარი ადგილი მიმეჩინა მაგრამ არ მაცადა სახლში შევიდა.მეც უკან მივყევი მაგრამ უკან ბერდიას და ანდრიას მოვკარი ყური -ბიჭო ამას აქ რა უნდა. -შენ ძმობას ვფიცავარ შემთხვევით გაიგო რო შენთან მოვდიოდით და აგვეკიდა რამექნა ტო გზაში ხო არ დავტოვებდი -ბიჭო შენ შ*გ ხო არ გაქ ნიაც აქაა -ვიცი შე*ემა მაგრამ მოვიფიქრებთ რამეს არ იდარდო შენ არ ვიცოდი ეს ქალი ვინ იყო და რას წარმოადგენდა მაგრამ ვიცოდი რომ წინ საშინელი ერთი კვირა მელოდა ამ ქერამ საოცნებო დასვენება ჩამიშალა სვანეთში და ამას არ შევარჩენდი.მე და ფუფა ჩერჩეტი ქერის წინააღმდეგ ვერთიანდებოდით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.