შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (17)


7-10-2016, 03:14
ავტორი annabelle
ნანახია 2 509

-ის კაბა გადავაგდე!-გაბრაზებულმა ამოვიბუზღუნე.მწვანე თმიანის ლოგინზე უკუღმა ვიწექით,ფეხები კედელზე გვქონდა მიდებილი.
-მე,კიდევ დღეს მთელი დღეა მანქანის სალონს ვხეხავ,მაკარონი,რომ ამომეშორებინა-ენა გამომიყო.
-ღირსი ხარ!
-ჰო რათქმაუნდა,პირველი მე არ დავიწყე?-თვალები გადაატრიალა.
-აბა არ იღვიძებდი და...
-მომავალში,გავითვალისწინებ,რომ წყალი გადავკეტო!-ჩაიხითხითა.
-ყოველთვის მოიძებნება შენს სახლში რამე ისეთი,რაც შენს გაღვიძებას შეძლებს-ავისმომასწავლებლად გავუღიმე და მუშტი მსუბუქად მივარტყი მხარზე.
-მაგალითად?
-მაგას შემდეგ სერიაში ნახავთ-გავუცინე.უცებ უცნაურმა სურვილმა შემიბყრო.დაუფიქრებლად მივჩოჩდი მასთან ახლოს და მაისური ზემოთ ავუწიე.
-ოუ,ოუ,ოუ დამშვიდდი პატარავ.რას აკეთებ?-გაკვირვებულმა შემომხედა,ვხედავდი სიცილს იკავებდა.
-ჯანდაბა!-სწრაფად მოვშორდი-ფუუ! მასე ნუ მიყურებ!-ხელი მკერდზე დავარტყი-უბრალოდ შენი შრამის ნახვა მინდოდა.რა საზიზღარი ხარ!
-ახლახან ლამის მაიკა შემომახიე და კიდე მევარ საზიზღარი? გარყვნილო -მოჩვენებითი გაბრაზებით წარმოთქვა და გაიცინა.
-სულელო!-მეც გამეცინა.დარცხვენილმა ხელები სახეზე ავიფარე სიწითლის დასაფარად.
-გეხუუმრე რაიყო-ჩემს დაცინვას აგრძელებდა.ხელი სახიდან მომაშორებინა შემომხედა.-აღარ დაიფარო ჩემგან არაფერი-ღიმილით მითხრა.
-შრამს მაჩვენებ?-ვკითხე და ვიგრძენი,ისევ შემეფაკლა ლოყები.გაეცინა.თავი დამიქნია და მაისური ზემოთ აიწია...
,,ჩემთან დარჩები?“-შრეკისგან მომივიდა შეტყობინება.ერთი კვირაა მისგან არაფერი მსმენია.პასუხი არ მიმიწერია,ზურგ ჩანთაში საჭირო ნივთები ჩავაწყვე და ტაქსი გამოვიძახე.
-გამარჯობა!-კარი წელსზემოთ შიშველმა გამიღო.არ მინდოდა მაგრამ მაინც გამეღიმა მის დანახვაზე.
-გამარჯობა!-დავინახე მასაც როგორ შეუკრთა ღიმილი ტუჩის კუთხეში.-შემოდი!-ჩანთა გამომართვა და ზურგი მაქცია.მეც უკან გავყევი.კარი ჩავკეტე და ოთახს მოვავლე თვალი.
-ოუ! ვატყობ ზედმეტად აქტიური კვირა გქონდა-წარბები ზემოთ ავქაჩე ცარიელი ლუდის ბოთლებით სავსე მისაღების დანახვისას.
-ჰო საკმაოდ! -გაიღიმა და მაცივრიდან ,,კოლა“ გამოიღო.-დალევ?
-კი.მადლობა!-ბოთლი გამოვართვი და დივანზე ჩამოვჯექი.მინდოდა ჩემს გვერდით დამჯდარიყო,რის გამოც თავი ცუდათ ვიგრძენი.არ მინდა რამე ზედმეტად ვიფიქრო ,,ჩვენს ურთიერთობაზე“.ქორწილში მითხრა,რომ მოვწონდი,მაგრამ მას შემდეგ კვირაზე მეტი გავიდა.
-მომწონს შენი ქუდი!-თითით ყურებზე ფოჩვებიან სქელ ქუდზე მიმანიშნა და დივანზე ხმაურიანად დაენარცხა.
-ნუ დასცინი ჩემს ქუდს!-თვალებ დაწვრილებულმა გავხედე-შენ არ გცივა? ტარზანივით,რომ დადიხარ?
-აჰა! დოქტორი ბოროტება დაბრუნდა!-ჩაიცინა და კოლა მოსვა.
-არც არასდროს წასულა!-ენა გამოვუყავი.მინდოდა მეკითხა რას აკეთებდა ამ ერთი კვირის განმავლობაში მაგრამ ვერ გავბედე.
-სამსახურში როგორ გაქვს საქმე?-ლაპარაკის წამოწყება სცადა.
-ძველებურად!
-ჯანდაბა! მინდოდა შენთვის დამერეკა მაგრამ საშუალება არ მომეცა...-თქვა მოულოდნელად.ტუჩზე ვიკბინე და ბოთლი მოვიყუდე.
-არაუშავს.ვალდებული არ ხარ რამე ამიხსნა.თან შენი ნებაა რას გააკეთებ! მე ყველაფერი მესმის კარგი?-მშვიდად ვუპასუხე.-ახლა შეგვიძლია რამე ვჭამოთ? მე მოვამზადებ-ფეხზე წამოვდექი.
-ჯერ არა!-ისიც ადგა,ბოთლს თავი დაახურა და ჩემსკენ წამოვიდა-ვიცი რომ არ ვარ ვალდებული,რამე აგიხსნა! მაგრამ მინდა!-მისი ზედმეტად სერიოზული ტონი,უცნაურად გაჟგერდა.ტუჩი მოვიკვნიტე სიცილის შესაკავებლად.ვატყობდი შრეკსაც ეცინებოდა.
-რა მკაცრი ხარ მისტერ შრეკ!-ჩავიხითხითე და სამზარეულოში გავედი პროდუქტების შესათვალიერებლად.
-დედაჩემთან და ჩემ დასთან ერთად ვიყავი ქალაქგარეთ-მხიარულად წარმოთქვა.მაცივრის კარი აღბრთოვანებულმა მივხურე და მომღიმარ მწვანეთმიანს გავხედე,მაგიდას დაყრდნობოდა და წინ და უკან იხრებოდა.
-ეი! მაგარიაა!-გულწრფელად მიხაროდა მისი ამბავი.ისინი არც ისე ხშირად ხვდებოდნენ აქამდე.
-მარის ინიციატივა იყო.მან დაგეგმა,როგორ გაგვეცურებინა მამაჩემი ისე,რომ ვერაფერს მიმხვდარიყო!
-ოუ!-წამიტ განზე გავიხედე.თითქოს უსიამოვნო გრძნობა გამიჩნდა ამის მოსმენისას-კარგია.
-იტალიაში ვიყავით.მია დღემდე აღბრთოვანებულია-გაეცინა.წყალი დაისხა და ნელა მოსვა-ლამაზი ადგილია.მარი ნავიდან გადავარდა! იქ უნდა ყოფილიყავი! ალბათ მოკვდებოდი-ჩაიხითხითა.ისე ემოციით ყვებოდა რაც შემეძლო თბილად გავუღიმე და ჩემ საქმეს მივუბრუნდი.
-მაგარია,მართლა.
-შემომხედე!-არ მინდოდა მის ,,ბრძანებას“ დავმორჩილებოდი,მაგრამ მაინც გავაპარე თვალი მისკენ.ცლი წარბი საყვარლად აეპრიხა და ალმაცერად იღიმოდა.
-რა გინდა?-უდარდელად ვკითხე.მძულს ის გრძნობა რასაც ,,მარის“ ხსენებაზე განვიცდი!
-რომ არ ვიცოდე,დოქტორი ბოროტება ხარ,ვიფიქრებდი,რომ ეჭვიანობ!-მისი სიცილი ,,ჯოკერზე“ ბოროტად გაისმა ნახევრად ჩაბნელებულ სამზარეულოში.ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე,როცა ჩემსკენ წამოვიდა.ჩემთან ძალიან ახლოს გაჩერდა და ზემოდან დამხედა.ოდნავ დაიხარა,სახე ყელთან მომიტანა და მძიმედ ჩაისუნთქა.
-მომენატრა ეს!-ჩუმი,მომნუსხველი ხმით დაიჩურჩულა.ტუჩები კანზე მეხებოდა,როცა ჩურჩულებდა.
-მატყუარა და საძაგელი ხარ-თვალები დავაწვრილე,მუშტი მსუბუქად მივარტყი მხარზე და მაგიდასთან მივედი,პომიდვრის დასაჭრელად.
-ვითომ რატომ?
-უბრალოდ ხარ-გავიცინე,როცა მწვანილის ჩემ ყურებზე დამაგრება დაიწყო.
888
გვიანი იყო დასაწოლად,რომ წავედით. შრეკს ტელეფონზე დაურეკეს.მარტო დავტოვე,საძინებელში ავედი და ტანსაცმელი გავიხადე.ზურგ ჩანთიდან საღამური ამოვიღე,სწრაფად ჩავიცვი და ლოგინში შევწექი.თავს უცნაურად ვგრძნობდი,მის ოთახში მარტო.ხელები გულზე დავიწყვე და ჭერს მივაშტერდი.ვფიქრობდი,რა მოხდებოდა თუ ერთ დღესაც ჩემგან წავიდოდა... უბრალოდ აღარ მოუნდებოდა ჩემთან ურთიერთობა,ან ნარკოტიკს,რომ მოეღო მისთვის ბოლო.ვფიქრობდი,გამიჭირდებოდა თუ არა მის გარეშე.ისე ვიყავი ფიქრებით გართული ვერც მივხვდი,როგორ შემოვიდა ოთახში.
-რაზე ფიქრობ?-ბოხი,ხრინწიანი ხმით მკითხა და მხოლოდ საცვლების ამარა მომიწვა გვერდით.
-არაფერზე!
-მამაჩემმა დამირეკა!-ღიმილს ძვლივს იკავებდა.თვალები უბრწყინავდა.ისეთი მშვენიერი იყო იმ წამს, გადმოცემაც არ შემიძლია.
-რაა?-გაოცება ვერ დავმალე.
-ჰო.წარმოგიდგენია?-ჩაიცინა.ბედნიერი ჩანდა ამ სიახლის გამო.-უნდა,რომ სახლში მივიდე.
-ჯანდაბა!ეს... ეს შესანიშნავია!-ბედნიერებისგან,გაუაზრებლად წამოვდექი და მაგრად მოვხვიე ხელები კისერზე-ღმერთო ჩემო! თვითონ მან დაგირეკა? რა გითხრა? როგორი ხმა ჰქონდა? შერიგება უნდა?
-დამშვიდდი-საყვარლად გაიცინა და ხელი მსუბუქად დამიტყაპუნა ზურგზე.მხოლოდ ახლა გავიაზრე,როგორ მივწებებოდი მკერდზე.სწრაფად მოვშორდი და რაც შეიძლება შორს,ლოგინის კიდესკენ მივიწიე.
-არ ვიყავი წინააღმდეგი-მოჩვენებითი წყენით წარმოთქვა და გაიცინა.
-ბოდიში! ემოციების ბრალია-სიცილით ავუხსენი-შეგიძლია ყველაფერი მომიყვე?
-არ ვიცი რას ფიქრობს სინამდვილეში.მას სულ ერთნაირი ხმის ტონი აქვს.არც ის ვიცი რა უნდა.იქნებ მოკვლას მიპირებს-ჩაიხითხითა-მან თქვა,რომ შენც უნდა წამოხვიდე.
-რა?-წარბები შევკარი მოულოდნელობისგან.
-ჰო.უნდა,ბოდიში მოგიხადოს.ქორწილში,რომ არ გაგეცნო.
-ოუ! მე. მე არ ვიცი... ეს კარგი იქნება? უხერხულია და ჯანდაბა!..-ტუჩზე ვიკბინე.სიტყვებს უაზროდ წარმოვთქვამდი.
-ჰეი,ჰეი დამშვიდდი პატარავ-ხმამაღლა გაეცინა.,,ნერვული აშლილობის“ მიუხედავად მაინც დავინახე მისი ღრმულები ლოყებზე.ჩემსკენ გადმობრუნდა,ცივი ხელი მაჯაზე მომხვია და მისკენ მიმიზიდა.
-არ შემიძლია წამოსვლა-თავი გავიქნიე და ალყაში მოქცეული კურდღელივით გასაქცევი გზის ძიება დავიწყე.
-უარს არ იტყვი!
-დიახაც ვიტყვი!-თვალები დავაწვრილე.ვიცოდი ბოლოს მაინც დავთანხმდებოდი მაგრამ მაინც შევეწინააღმდეგე.
-მარტო ვერ გამიშვებ და ბოროტი,მშიერი ლომის ხახაში ვერ ჩამაგდებ! შენ ხომ დოქტორი უკეთილშობილესობა ხარ?-ჩაიხითხითა.
-აუტანელი ხარ!-ხელი მუცელზე მივარტყი.თავი მის მკერდში ჩავმალე.
-ნუ სულელობ-სიცილით მითხრა.თითები ნიკაპქვეშ ამომდო და მაიძულა მისთვის შემეხედა-წამოდი ჩემთან ერთად.გთხოვ!-მხოლოდ თავი დავუქნიე,არაფერი მითქვამს. ვერ ვიტან იმ ფაქტს,რომ არ შემიძლია მისთვის უარის თქმა.
-მადლობა!-საყვარლად გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა.მე მხარზე ჩამოვადე თავი და თვალები დავხუჭე.ქუთუთოები დამიმძიმდა...
===========================================
დააკომენტარეთ და მალე დავდებ.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ამ ისტორიაზე ვგიჟდები განუზომლად მიყვარს მაგრამ ეს დაგვიანება მითუმეტეს ამხელა?! ძალიან მეწყინა
მალე დადე რა ძალიან მომწონს და უმაგრესი ისტორიაა ძალიან განსხვავებული და სასიამოვნო heart_eyes აღარ დააგვიანო რა worried

 


№2  offline წევრი SillyGirl

ძალიან ძალიან მომწონს
შენ კიდე გვაწამებ იმდენხანს გვალოდინებ
კარგი თავი იყო ვგიჟდები შრეკზე <3
მალე დადე <3

 


№3  offline წევრი კოკი

შენ ბოროტიი მწერალიიხარ .. ამდენი ხანი რატომ დაიგვიანეეე ისეე მიდოდააა ამ ისტორიის წაკიტხვა და ისე გამიხარდა ახალიი თავიიი .. მალე დადე რა გაგრძელებაააააააა

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე როგორ მინდა გეჩხუბო ამდენ ხანს რომ არ დადე ახალი თავი,მაგრამ ისე გამიხარდა ეს ისტორია რომ დავინახე გადავიფიქრე.აღარ დააგვიანო რა ასე.მკითხველს აბრაზებ და ანატრებ თავს.ისტორია კიდე ძალიან მაგარია
--------------------
ლანა

 


№5 სტუმარი mia

Dzaan magari istoriaa ubralod sityvebit ver gadmovcem gtxov male Dade agar daagviano

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუ ძათხოვ მალე დადე რააააა ნუ გვალოდინებ ამდენხანს disappointed disappointed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent