ჰომოსექსუალიზმისგან განკურნებული ნაწილი 4
ეკას იმ ღამეს ყველაზე უჩვეულო რამ დაესიზმრა: ვითომ ტრიალ მინდორზე იყო , ირგვლივ მიმოიხედა ვერაფერი დაინახა დაიყვირა, მაგრამ არავინ გააგონა. უცებ მიწა გიახსნა და შიგ ჩაიტანა, მთელი ძალით დაენარცხა მიწაზე შემდეგ კი რაღაც საშინელი , არაადამიანური სიცხე იგრძნო აიხედა და სული შეეხუთა, მის წინ ჯოჯოხეთის შესასვლელი იყო ეკა თავისი ნების საწინააღმდეგოდ წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით გავარდა წინ ფეხი უკან რჩებოდა იხუთებოდა უკან უნდოდა გამოქცევა, მაგრამ ფეხები თითქოს მას არ ემორჩილებოდა, შესასვლელის წინ მაშო იდგა ეკა რომ დაინახა საშინელი ღიმილით მისკენ წამოვიდა თავისკენ მიიზიდა და ტუჩებში დაუწყო კოცნა ეკუნას საშინელი გრძნობა დაეუფლა, გული ერეოდა უნდოდა მაშო მოეცილებინა, მაგრამ ის სულ უფრო და უფრო იზიდავდა თავისკენ და უკან ექაჩებოდა, ეკას სული ეხუთებოდა თითქოს თავისი ნების საწინააღმდეგოდ თვითონაც აყვა გული ერეოდა იტანჯებოდა, მაგრამ ვეღარ ჩერდებოდა უკან დასახევი გზა უკვე მოჭრილი იყო. ამ განსაცდელში იყო ეკუნა, როდესაც რაღაცა ძალამ უკან გამოსწია და გულში ჩაიხუტა, ეკა თვითონაც მთელი ძალით მოეხვია მას ისე ებღაუჭებოდა როგორც გადარჩენის ერთადერთ იმედს, როგორც მფარველ ანგელოზს, უცებ ირგვლივ მიმოიხედა და დაინახა რომ ისევ ტრიალ მინდორზე იყო დიტოს მკერდზე ჰყავდა ის მიკრული და თმაზე ეფერებოდა, ეკამ საოცარი სიმშვიდე , სითბო და აქამდე უცნობი რამ იგრძნო. ეკას აქამდე ვერც წარმოედგინა როგორ შეიძლებოდა ‘’მჩაგვრელთა სქესის’’ წარმომადგენლის მიმართ რამე დადებითი ეგრძნო. თვალები მომენტალურად გაახილა მის წინ მართლაც დიტო იჯდა და ალერსიანად უღიმოდა. -მაპატიე ეკუნა ისე ტკბილად გეძინა შენი გაღვიძება ვეღარ გავბედე, არადა სწორედ ამის გასაკეთებლად შემოვედი როგორც ვიცი დღეს ლექციები გაქვს, თუ გინდა დღეს მე გაგაცილებ უნივერსიტეტში შემდეგ კი ერთად წავიდეთ სადმე, გავისეირნოთ დიდი ხანია სამსახურის გარდა არსად არ დავდივარ და მოვიწყინე ძალიან. ეკამ არაფერი უპასუხა. -კარგი გავალ ეხლა მე ჩაიცვი და მერე მე გაგიყვან უნიში ჩემი მანქანით. .......... მაშომ რამდენჯერმე სცადა ეკასთან დალაპარაკება და მისი გაქცევის მიზეზის გამორკვევა, მაგრამ მან ამის საშუალება არ მისცა ყველანაირად ეცადა მისგან თავი შორს დაეჭირა. ამას გარდა ვერაფრით ვერ აიძულა თავი იმ ავბედით სიზმარზე არ ეფიქრა, სიზმრიდან გამოყოლილი სიმხურვალე ახლაც კანს უწვავდა რას უნდა ნიშნავდეს ეს ყოველივეე? თითქოს ეს სიზმარი ღმერთის ნიშანი იყო. ეკა მაინცდამაინც დიდი მორწმუნეობით არასდროს არ გამოირჩეოდა, რათქმაუნდა ღმერთი რომ არსებობდეს მას არ გაწირავდა, დამახინჯებული ბავშვობისთვის, სკოლაში ყოველდღიურო თავზე ლაფდასხმის, აბუჩად აგდების და დაცინვისთვის, მაგრამ ამ სიზმარში ეკუნამ ნათლად იგრძნო უფლის ზეგავლენა, თითქოს აფრთხილებდა რომ მისი ცხოვრების წესი საშინლად არასწორი იყო იმდენად არასწორი რომ საბოლოოდ ყველაზე საშინელ სამუდამო ტანჯვამდე მიიყვანდა. მას კიდევ ერთი პასუხგაუცემელი კითხვა აწუხებდა: რა შუაში იყო დიტო მის სიზმართან? მის გახსენებაზე ეკას გული შეეკუმშა, ეს ის ადამიანი იყო, რომელიც უანგაროდ დაეხმარა სიკვდილს გადაარჩნა შემდეგ კი შეიფარა. ეკამ რაღაც საოცარი სითბო და საშინლად არ უნდოდა ამის აღიარება, ლტოლვა იგრძნო. ეკამ ეს ფიქრები მალე უკუაგდო, არა დიტო ხომ მამაკაცი იყო ‘’მჩაგვრელთა და მოძალადეთა სქესის’’ წარმომადგენელი, როგორ შეიძლებოდა ის კარგი ყოფილიყო, შეიძლება სულაც არ დახმარებია უანგაროთ, იქნებ ეს სიკეთე მხოლოდ ნიღაბი იყო, შეიძლება ამას მის მისატყუებლად აკეთებდა რომ მერე როგორც მამაკაცებს ჩვევიათ მასზე ეძალადა, გაეუპატიურებინა, ღორული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელ ობიექტათ ექცია, მამაკაცები ხომ თავიანთ თავზე უზომოდ შეყვარებული, განდიდების მანიით შეპყრობილი, მუდმივად სექსუალურად გაუმაძღარი ღორები იყვნენ, რომლებისთვისაც ქალები მათზე დაბალი რანგის, ჩლუნგი, დამონებისა და ხმარების ობიექტებს წარმოადგენდნენ. ‘’ისიც კაცია!’’ ზიზღით გაიფიქრა ეკუნამ და მამამისის ამღვრეული სახე დაუდგა თვალწინ, ის თავის თავს გამოუტყდა, რომ ძალიანაც კმაყოფილი დარჩა იმ საღამოს შემდეგ, თითქოს გარკვეულწილად შრი იძია იმ ნაგავ პიროვნებაზე მამად რომ ეკუთვნოდა. ........... დიტომ როგორც კი დრო გამონახა, მაშინვე უნივერსიტეთთან გაქანდა ერთი სული ქონდა ეკუნა დაენახა ალბათ არასოდეს ნდომებია ასე ვინმეს დახმარება როგორც ამ ცისფერთვალება ანგელოზის, მაინც რას შეიძლებოდა მიეყვანა ასეთი გოგო თვთმკვლელობის მცდელობამდე, თამთაც როგორ ჩუმად იყო ამ თემასთან დაკავშირებით, ზედმეტი სიტყვა არ დასცდა მხოლოდ ის თქვა რომ მამასთან მოუვიდა რაღაც უსიამოვნება და სახლიდან გაიქცა. მას არანორმალურად იზიდავდა ეს გულჩათხრობილი გოგო მის თვალებში ენითაუწერელი ტკივილი იმალებოდა, დიტო ზუსტად ხვდებოდა ამ გოგოს სერიოზული დახმარება სჭირდებოდა და რადაც არ უნდა დასჯდომოდა უნდა დახმარებოდა ამ ფიქრებში იყო როდესაც ეკუნა დაინახა თავდახრილი მოდიოდა დიტო რომ დაინახა სასწრაფოთ თვალი აარიდა და მისი მანქანისკენ გაიქცა. -ეკა მოდი გავისერნოთ ცოტა გაერთობი და გულს გადააყოლებ არ ინანებ დამიჯერე! ეკუნამ ერთი მოიხედა თითქოს რაღაცის ეშინოდა. -დავიღალე! ბრაზით და ზიზღით წარმოთქვა. დიტო გაოგნდა ვერ გაეგო რით დაიმსახურა ასეთი მრისხანება, მაგრამ ისე იყო მისი დახმარების და დაცვის სურვილით შეპყრობილი მალევე გაუღიმა და უდარდელად მიუგო. -კიბატონო ახლა სახლში წავიდეთ შემდეგ დაისვენე და გავისეირნოთ, უარს არ მივიღებ იცოდე ეკა გულის გადაყოლება და გართობა გჭირდება! ეკას სახეზე ისეთი მრისხანება გამოესახა დიტოს მომენტალურად თითქოს შეეშინდა კიდეც. -რატო მექცევი ისე თითქოს ინვალიდი ან გონებაშეზღუდული ვიყო, რომელსაც გამუდმებით უნდა უარო, ან საერთოდ შენ ვინ დაგავალა ჩემზე ზრუნვა! დიტოს გაოცებისგან ენა ჩაუვარდა აღარ იცოდა რა ეთქვა, ბოლოს მაინც მისი დახმარების სურვილმა სძლია და მიუგო. -ეკა აბა რას ამბობ, ინვალიდი და გონებაშეზღუდული კი არა ანგელოზი ხარ, რომელსაც დიახაც გამუდმებით უნდა უარო! ეკუნას გულში საოცარი სითბო ჩაეღვარა, მისი სულელური ცხოვრების მანძილზე სასიამოვნო სიტყვები არც თუ ისე ხშირად გაეგონა, მაშინ როდესაც კლასში თითქმის ყოველდღე ისმენდა ათასგვარ დამამცირებელ მეტსახელებს, ახლა კი გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც მას ანგელოზი დაუძახა თან ისეთი სითბოთი რომ მას ძალაუნებურად გაეღიმა. -კარგი მაშ, ცოტას დავისვენებ და გავისეირნოთ! ძლივს გასაგონი ხმით მიუგო. დიტო ახლა უფრო მეტად გაოგნდა, ვერაფრით გაეგო როგორ განიცადა მან ასეთ მოკლე დროში მეტამორფოზა, არა ასეთი იდუმალი, რთული და ამოუცნობი ადამიანი ალბათ ცხოვრების მანძილზე არ შეხვედრია, სწორედ ეს იზიდავდა მასში ყველაზე მეტად. ........... დიტო და ეკა ქუჩაში მიაბიჯებდნენ. ეკა ჩუმად იყო დიტომ ყველანაირად სცადა მისი ალაპარაკება კითხა სტუდენტურ ცხოვრებაზე, როგორ ერთობოდა რომელი საგნები მოსწონდა, შემდეგ თავისი სტუდენტობა გაიხსენა თამთას ხსენებას მიზანმიმართულად ერიდებოდა არ უნდოდა მისი აფორიაქება, ათასი სასაცილო ისტორია გაიხსენა ეკა ჩუმად უსმენდა მას და მოკლე მოკლე პასუხებით იფარგლებოდა. შემდეგ სრულიად შემთხვევით რომელიღაც სკოლის წინ გაიარეს, დიტომ სრულიად შემთხვევით რაღაც ჩოჩქოლი გაიგონა და შემდეგ კი დაინახა რომ სკოლის შესასვლელში უფროსკლასელი ბავშვები რაღაცას შემოხვეოდნენ გარს, დაინტერესებული დიტო მათ მიუახლოვდა, ბავშვების გროვა გაარღვია და დაიანხა რომ დაახლოებით ათ ბიჭს ერთი თავისზე გაცილებით სუსტი ბიჭი ფეხქვეშ გაეგდო და უმოწყალოდ სცემდა, განსაკუთრებით ერთი აქტიურობდა, დაჩაგრული ბიჭის დაცვას არავინ ფიქრობდა პირიქით გარშემომყოფნი ერთობოდნენ კიდეც ამ სანახაობით და ტელეფონით ვიდეოს იღებდნენ. -ეეეე თქვენ ჰო არ გაგიჟდით, პატარა ხულიგნებო! დაიყვირა დიტომ და ხულიგნების მოგერიებას შეუდგა, შემდეგ კი საშინლად ნაცემ ბიჭს ადგომაში დაეხმარა, ამ დროს აქტიური მონაწილე დიტოს უკნიდან მიეპარა , მაგრამ მან მოიგერია და იქვე კედელს ააკრა. -შე უზრდელო ლაწირაკო ახლავე ამიხსენი რა გინდოდათ შენ და შენ ძმაკაცებს ამ საცოდავ ბიჭთან! -ოო შემეშვი რაა ბიძაჩემო პედერასტია ეგ ჩემისა და ეკუთვნოდა. -მერე შენი აზრით ეგ ამართლებს შენს საქციეელს? -ოოო დავაი ბიძაჩემო გაიარე რაა დედა რა ტვინი მო....ს ამ ვითომ ლიბერალმა, პიდარასტების უფლებადამცველებმა, დიახაც მამათმავლები ეგრე უნდა გაძუყნო! -შე გონებაჩლუნგო შენ ვინ დაგავალა იმის გარკვევა ვინ როგორია ? -აუუუუ ბიძაჩემო დავაი რააა შენ თუ პიდარასტობა მოგწონს და აპრავებ შენი ნებაა, მარა ჩემთვის როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ეს ყველაფერი მიუღებელია და ვექცევი კიდეც ესეთებს როგორც საჭიროა. -მე სულაც არ მომწონს მამათმავალ დედათმავლობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ადამიანები უნდა ვჩაგრო ამის გამო, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს შენთვის ვინმეს ცხოვრების წესი არ გაქვს არანაირი უფლება მათზე იძალადო, ქრისტიანობა იმას არ გვასწავლის რომ ვინმე ვინც არ უნდა იყოს ის ვცემოთ ან დავჩაგროთ, ძალადობა არასოდეს არ არის გამოსავალი შეიგნე, ახლა შენი და შენი ძმაკაცების ცხოველობის შემდეგ რა გგონია ქრისტიანი ხარ თუ ვაჟკაცი, ქრისტიანობის სახელით ვინმეზე ძალადობა შენი აზრით მაგარი საქციელიაა? დავაი ეხლა მოძუძგე აქედან! ესღა უთხრა დიტომ და პატარა ხულიგანს ხელი გაუშვა, შემდეგ ნაცემ ბიჭს ხელი მოკიდა და იქაურობას გაეცალა. ეკა გაოგნებული მისჩერებოდა მას, ათასგვარი ემოცია დაუფლებოდა, თითქოს სიამაყეც კი იგრძნო მის მიმართ, ვერაფრით ვერ იჯერებდა რომ მამაკაცს შეიძლება ასეთი შემწყნარებლური აზროვნება ქონოდა, გული საშინლად აუჩუყდა და საოცარი ბედნიერებაც კი იგრძნო, ამავე დროს საშინლად შეშურდა ნაცემი ბიჭის რადგან ის დაიცვეს, ეკუნას დაცვა სკოლაში კი აზრად არავის მოსვლია არც მის კლასელებს არც მასწავლებლებს არავის, რა მოხდებოდა დიტო მაშინ ყოლოდა გვერძე , დაეცვა ამ კოშმარისგან და ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა მისი აუტანელი ყოფა, დიტო რომ ყოლოდა გვერძე ასე არ დაუსახიჩრდებოდა სული და ფსიქიკა. .......... დიტომ ნაცემი ბიჭი სახლში მიიყვანა შემდეგ ეკასთან ერთად პარკში გაისეირნა. ეკას მთელი გზა უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ვერაფრით ბედავდა, ბოლოს ესღა უთხრა: -ყოჩაღ კარგად მოიქეცი. -უფ ეგ რა სათქმელია დარწმუნებული ვარ ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა. ეკას გული საოცარი სინაზით აევსო, უცებ რატომღაც მოუნდა დიტოს ჩახუტებოდა , ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა რომ ‘’მჩაგვრელთა სქესის’’ წარმომადგენლის მიმართ შეიძლებოდა რამე მსგავსი ეგრძნო. უცებ დიტო ფილოსოფიური საუბრების ხასიათზე დადგა და წამოიძახა. -მოკლედ ამ ხალხს როგორ უჭირს ყველაფერში ოქროს შუალედის პოვნა, ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებითაც იგივე სიტუაციაა, ხალხის ორი არასწორი ჯგუფი გამოიკვეთა შეიძლება ასე ითქვას, პირველი ჯგუფის წევრები იმ ბიჭებივით არიან, რადიკალურად ეწინაარმდეგებიან ჰომოსექსუალებს რელიგიის სახელით გმობენ მათ და ჰგონიათ ამის გამო მათზე ძალადობა გამართლებულია, მეორე ჯგუფის წვრები ზემდეტად ლიბერალი უფლებადამცველები არიან რომლებსაც არატრადიციული ორიენტაციის ხალხის უფლებების დაცვა უკვე ჰიმოსექსუალიზმის გამართლებაში გადასდით და საკმარისია მსუბუქად მიანიშნო, რომ ეს ნორმიდან გადახრაა მაშინვე ჰომოფობად გთვლიან და ისე იღებენ ამას თიტქოს მათზე ძალადობის მომხრე და უფლებების დამღრვევი იყო.... დიტო კიდევ რაღაცეებს ლაპარაკობდა ეკა კი მას ცრემლიანი თვალებით და ღიმილით უყურებდა. -სად იყავი აქამდე დიტო? უთხრა და მთელი ძალით მოეხვია. p.s მივმართავ სათაურით აღშფოთებულ საზოგადოებას: ჩემო კარგებო უკვე მარაზმში გადადით ეს თქვენი ვითომ არაჰომოფობიური კომენტარები, ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგები რომ ხართ ეს ძალიან დასაფასებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ თუ ვიღაცა გარკვეული ადამიანების ცოხვრების წესს არ იწონებს მოძალადეა ან დისკრიმინატორი არ გგონიაათ რომ სათაურის გამო როდესაც წაკითხულიც არ გაქვს ისტორია, ავტორის გაკრიტიკება ცოტა სასაცილოა? იმ ხალხს კი ვინც სწორედ ხვდება ჩემი მოთხრობის აზრს დიდ მადლობას ვუხდი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.