შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცვლილება ან ჩანაცვლება 10


8-10-2016, 20:52
ავტორი მარე:)
ნანახია 1 757

- მიდი გისმენ ხო იცი ახლა ჩემი ხასიათი. სიხარულით შემომცქეროდა თვალებში
- მოკლედ გუშინ...
- რა გუშინ?
- ვაიმე გუშინ სკოლიდან მოვდიოდი და შენ გამომასწარი მერე გადავწყვიტე ნელ- ნელა წამოვსულიყავი და როგორც უაზრო ზღაპარი ისე ჩამომაღამდა ვერ გავიგე. მოვდიოდი ნელა ძალიან ციოდა.
- შენ ან რაღც მოწიე ან კიდე მეორე სამყაროში იყავი შენს ფიქრებთან. სოფი ხარხარებდა.
- სოფი მე რას გიყვები და შენ რას ამბობ?,
- გუშინ არსად არ ყოფილხარ, გათიშულს გეძინა და აღარ გაგაღვიძე.
- რაა ღადაობ?
სოფი თეთრი სავარძლიდან ადგა და ჩემსკენ წამოვიდა. ნელი ნაბიჯით ახლოს მოვიდა და მითხრა.
- ხო ხედავ მარტოობისგან რა გემართება, მიდი ვინმე გაიცანი რა.
- არაა საჭირო. თქვი და სწრაფი ნაბიჯით კიბისკენ წავედი.
- ყოველთვის ვერ დაიმალები ანნა, ყოველთვის შენი შავი ოთახხი ვერ გიშველის.
ამომძახა სოფიმ უკვე კიბეზე ასულს. ოთახში შევედი და კარი მოვიჯახუნე.
როგორც ყოველთვის საათობით ვიჯექი ჩემს ვარდისფერ ოთახში და ვფიქრობდი როგორ უნდა მეცხოვრა ისე რომ არავინ დამეზიანებინა. როცა სკოლაში წასვლაზე ვფიქრობ ზიზღი და შიში ერთად ეუფლება ჩემს გონებას, აქ ხომ განსხვავებულებს არ იღებენ, აქ ხომ არიან სვეცკი ხალხი რომელთაც შეუძლიათ თავისუფლად ( აგახიონ) რამე. თუმცა მე რა? მე ეს არ მეხება. მე მყავს ჩემი სოფი და.. უი ხოოო დამავიწყდა მეთქვა ხატიას შესახებ. ის თავისებური ძალიან საყვარელი გოგოა, ბავშვური ხასიათით და დაუოკებელი გრძნობებით. არც ისე მაღალი წაბლისფერი თმით დამწვანე თვალებით. ნუ ის ჩემი და სოფის საერთო მეგობარია, ერთად დავდოვართ ხოლმე. ხატია ვერ იტანს როცა ადამიანები ეუხეშებიან და წითლდება, ისეთი საყვარელი ხდება რომ მეღიმება. მე და მას ყველაფერზე შეგვიძლია სიცილი თუმცა სოფიზე ამას ვერ ვიტვი ის არის სწორედ ადამიანი რომელიც მე და ხატიას გვაცინებს. სოფი ძალიან თავშეკავებულია, ისეთი რამის მოთმენა შეუძლია რასაც მე და ხატია ვერავის მოვუთმენთ. რომ გვგონია ახლა აფეთქდება და ვიღაცას დაარტყავსო, მაგრამ მისი ერთადერთი რეაქცია თვალებში სერიოზულად ყურებაა მოწინააღმდეგის მიმართ. ეს მე და ხატიას არ შეგვიიძლია და ასეთ რეაქციაზე ვიცინით. ძალიან მიყვარს ეს ორი ადამიანი, ისინი ჩემგან განსხვავდებიან გემოვნებითაც ჩაცმულობითაც და მუსიკის ჟანრითაც. მე რეპს ვუსმენ, სოფი როკს, ხატია ჯაზსს წარმოიდგინეთ ეს სამეული? ალბათ ფიქრობთ რომ სრულიად განვსხვავდებით, ასეცაა , მაგრამ ძალიან მაგრები ვართ ერთად. მე ამ სამეგობროში მცველის როლი მაქვს, ანუ როცა ვინმე ღადაობს ჩვენზე მე ძალიან ვბრაზდები და ადგილს მივუჩენ ხოლმე, სოფი ათოსანი გოგონაა რომელსაც საოცარი დამშვიდება შეუძლია, სიტყვაზე მენდეთ. ხატია კი ჩვენი მოსიარულე პოზიტივი და სელფის მამად წოდებული გოგონაა.
- ანნა გამოდი რას ფიქრობ ამდენს. გამომაფხიზლა სოფის ხმამ.
- კარგი მოვდივარ. წამოვდექი საწოლიდან და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავედი.
- რა მოხდა სოფი?
- წამოდი ხატია გველოდება თავისი მოტოთი ახალი მოტო უნდა იყიდო.
სოფის გაკვირვებული სახით ვუყურებდი.
- მეე? მოიცა და მე აღარ მეკითხები მინდა თუ არა?
სოფიმ რომელიც ჩემს წინ იდგა ხელი ჩამკიდა და კიბეზე სწრაფად ჩამარბენინა.
- ეს იმისათვის უნდა გააკეთო რომ დაგავიწყდეს წარსული.
- კარგი თუ ეს მიშველის თანახმა ვარ. გასასვლელთან მიყრილი ფეხსაცმელი გავასწორე და ფეხზე მოვირგე ჩემი ტყავის მოსაცმელი რომელიც საკიდზე ეკიდა ფრთხილად ჩამოვხსენი და ჩავიცვი. სოფიმ ამოიცვა თვისი ტყავის ფეხსაცმელი ტყავის ქურთუკი მოიცვა და თვისი მეტალებით გოთიკურ სტილში გაწყობილი ჩოკერი გაიკეთა გოჯირას მაიკა უმშვენებდა ტანს.
- ჩქარა სოფი, შენ არ თქვი ხატია გველოდებაო?
- ხო მართალი ხარ.
გავედით ეზოში და დიდი გალავნის გავლის შემდეგ სოფის შავ მოტოზე შემოვჯექით. სოფიმ მოტო ადგილიდან ჯერ ნელა და შემდეგ სრული სისწრაფით გააქანა. მალე ხატიას სახლთან ვიყავით. დიდ და ფართო ეზოში რომელიც სიმწვანით აღსავსე და ძალიან ლამაზია დგას ორსართულიანი მდიდრული მაღლი ფანჯრებით და მოხდენილი შესასვლელით ძალიან საყვარელი სახლი.
- მობრძნდით გოგონებო, ხატიას დედა ეკა დეიდა დიდი სიყვარულით გვხვდება და ხელით სახლისკენ გვანიშნებს.
- არა ეკა დეიდა არარის საჭირო ვეუბნები და უკან ვიხევ.
- ხატია გვინდოდა. შეაბიჯა სოფიმ ეზოში
- მოდით, ხატია ემზადება. შემოდით.
რადგან სოფი შევიდა მეც აღრ მომეხათრა და შევედი. დიდი ლამაზი ბილიკის გავლით რომელიც ყვავილებით და უცხო მცენარეებით იყო მორთული. სახლის შესასვლელთნ მივედით. ეკა დეიდამ კარი გააღო და სახლში შეაბიჯა. ჩვენც შევყევით.
- ხატიააა. ეძახდა სოფი ხატიას.
- სოფი დააცადე მოემზადოს, რანაირად იქცევი თავი საკუთრ სახლში ხომ არ გგონია?
- აუ ანნა მე არ მოვსულვარ აქ როგორც სტუმარი, ეს ჩემი სახლია. მომიბრუნდა სოფი და მშვიდად მითხრა, ისევ მიბრუნდა და მეორე სართულზე ამავვალ ეთრ კიბეს აუყვა.
მე იქვე სავარძელზე ჩამოვჯექი. რამოდენიმე წუთში ხატიას და სოფის ჩხუბის ხმა მომესმა.
- რა იყო ხატია ამდენი ხანი პოდიუმზე ვართ?
- ანნა სადაა? აქ არის? რა ფერის მოტო უნდა?
- საუბარი სხვა თემაზე ნუ გადაგაქვს.
ამ ხმაზე გადავწყვიტე მეც ავსულიყავი და მენახა რატომ ჩხუბობდნენ.
ავედი თეთრ კიბეზე და იქვე ვარდისფერი კარი შევაღე. სოფი და ხატია იდგნენ გაღებულ გარდერობთან ხატია ისევ იცინოდა სოფი კი ნერვებზე იყოაშლილი. სოფის დანახვაზე მეც სიცილი ამიტყდა.
- ხატია მზად ხარ? ვკითხე დაბალი ხმით ხატიას.
- კი ანნა წავიდეთ? დახურა გარდერობის კარი და ნელა წამოვიდა ჩემსკენ, ნერვებ აშლილი სოფიც უკან წამოჰყვა. ოთახის დატოვების შემდეგ ეკა დეიდა შეგვხვდა კარში.
- ხატია ხო იცი მალე უნდა მოხვიდე, ბრთხილად ატარე მოტო და სოფისთან და ანნასთნ ერთდ იყავი.
სოფის ამის გაგგონებაზე სახე დაემანჭა.
- კარგი ეკა დეიდა აუცილებლად მოვა მალე და ჩვენთნ ერთდ. ვუთხარი ლმობიერ ეკადეიდას და კიბეზე ჩასვლა დავიწყე.
- კარგი დედა. ხატიამ დედას შავი ტყავის ზურგჩანთ გამოართვა და უკან გამომყვა. სოფიკი ისე წამოვიდა თითქოს არაფერი მომხდარა.
- წავედით ჩქარა თორემ იცოდე მალე უნდა მოვიდე თქვა დედას გასაგონად ხატიამ და თვალი ჩამიკრა. მე გამეღიმა და თვალი მეც ჩავუკარი.
სოფი კართნ იდგა უკვე. კარი გააღო და თქვა.
- იქნებ კიდე შეჩერდეთ და მაღაზია დაკეტილი დაგვხვდება.
მე და ხატიას ისევ გაგვეღიმა და სწრაფად წაავედით კარისკენ. სოფიმ კარი წურგს უკან მოიქცია და ხატიას დაუწყო ლაპარაკი.
- ოხ ხატია.
- რა იყო?
ნაბიჯს ნელ-ნელა ავუჩქარეთ.
- არაფერი დაივიწყე.
ისევ იმ ლამაზ ბილიკს გავუყევით და გასასვლელთან მივედით. ხატიამ თვისი გარაჟიდან მისი მუქი შინდისფერი რომელიც ვარდისფერში გადადის, მოკლედ რაღაცნაირი ფერის მოტო გამოიყვანა. დაჯდა და თქვა.,
- სოფი შეგვიძლია წავიდეთ.
სოფიმ მისი შავი მოტო დაქოქა და თავით დაჯდომისკენ მიბიძგა.
დავჯექი და წავედით. რამოდენიმე საათის შემდეგ ერთ- ერთ დიდ კომპანიასთნ მივედით.
- მზად ხარ?
რატომღაც ორივემ ერთად მითხრეს
- ისე მეუბნები გეგონება მეორე მსოფლიო ომში შევდივარ. რათქმაუნდა მზად ვარ.
- რა ფერის ყიდვა გინდა? მომვარდა ხატია. მე ვარდისფერს გირჩევ.
ვარდისფერის გაგონებაზე დავიჭყანე
- კაი ხატია რა ვარდისფერი?! ჩაერია სოფი. შავი და ვსო რაა.
- დაწყნარდით. ის იქნება შავი მწვანეში.
დიდ კომპანიში შევედით იმდენი მოტო იყო თავბრუ დამეხვა. ამ დროს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent