შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰომოსექსუალიზმისგან განკურნებული ნაწილი 5


9-10-2016, 00:24
ავტორი anukianukianuki23
ნანახია 1 609

თამთას ასე არასდროს არ მონატრებია ეკა, სასაცილოა როცა სახლში ყავდა თითქოს არც ამჩნევდა ახლა კი ამ ყველაფრის შემდეგ რაღაც არანორმალური სიყვარული იგრძნო მის მიმართ, როგორც კი დროს მოიხელთებდა დიტოს სახლთან მიდიოდა იქვე ახლოს დაიმალებოდა და მას შორიდან უყურებდა, მის ამბებს დიტოსგან იგებდა, დღედაღამ ლოცულობდა ეკასთვის, სიცოცხლეს დათმობდა ოღონთ მის სახეზე ტანჯვა კი არა სიხარული დაენახა, მამამის მთელი ეს დრო ერიდებოდა არა იმიტომ რომ ეშინოდა, უბრალოდ მისი დანახვა აღარ შეეძლო, მაგრამ სამართლიანობის გულისთვის უნდა ითქვას იმ ამბებში რაც წლების განმავლობაშ მის სახლში ხდებოდა მხოლოდ მამამისი არ იყო დამნაშავე, კარგი ის მოძალადე იყო, მაგრამ დედამისი რატომ იტანდა მის მხეცობაას? არ შეეძლოო უბრალოდ ამდგარიყო და წასულიყო? როგორ შეიძლება ადამიანს ასე ცხოველივით სცემდნენ და მას ამაზე რეაქცია არ ჰქონდეეს?


.........
ერთ დღეს როდესაც მამამისი სახლში არ იყო თამთა დედამის გვერდით მიუჯდა და ყოველგვარი შესავლის გარეშე კითხა:
-რატომ იტანდი მამასგან ასეთ მოპყრობას?
ქალბატონი ნინელი აშკარად არ ელოდა ამ შეკითხვას გაოგნებული მიაჩერდა, შემდეგ კი სევდა ჩაუდგა თვალებში და ძლივსგასაგონი ხმით ჩაილაპარაკა:
-მეშინოდა!
-რისი?
-ოჯახის დანგრევის, არ მინდოდა ოჯახდანგრეული განათხოვარი ქალის სახელი საზოგადოებაში, ხალხი ასეთ ქალებს ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს, თან შვილებს მამას ვერ დავუკარგავდი, ცუდია თუ კარგი ბავშვებისთვის ყოველთვის ჯობია დედ-მამა ერთად იყვნენ.
-არ გგონია დედა რომ ოჯახის ცნება ცოტა არასწორად გესმის, ჩემი აზრით ოჯახი ის ადგილია სადაც სიყვარული უნდა სუფევდეს და არა ძალადობა.
-შვილო აბა რა მექნა მითხარი რო გავცილებოდი მერე სად მივდიოდი, ვიქნებოდი მარტოხელა დედა და მომიწევდა თქვენი გაზრდა უმამოდ, ავად თუ კარგად მამათქვენს სახლში ფული შემოქონდა, გვაჭმევდა, გვაცმევდა კი შეიძლება ვარდი არ იყო, მაგრამ რას იზამ რაც არ უნდა იყოს ქმარი ქმარია.
-ღმერთო ჩემო რას ნიშნავს ქმარი ქმარია, ანუ რადგან შენი ქმარი ქვია და ფულის შემომტანი იყო ყველაფრის უფლება ქონდაა?
-შვილო კაცი კაცია, ქალი ქალი, ოჯახი თუ გინდა რაღაც რარაცეები უნდა მოითმინო, რას იზამ ასეთია ქალის ბედი.
- ვინ დააწესა და ვინ შთაგაგონა ეს სისულელე თითქოს ქალი ცემა ტყეპისთვის და ტანჯვისთვის იყოს გაჩენილი არამც და არამც ყველა თავის ბედს თვითონ ქმნის, არავინ არ არის ვალდებული რაიმე სახის შეურაწყოფა მშვიდად აიტანოს, შვილების გამოც კი მითუმეტეს მაგ შენს ამტანობას ჩვენთვის კარგი არაფერი მოუტანია!
-შვილო ამ გაშორების პროცესში თქვენ გაიჭყლიტებოდით და ფსიქიკა დაგიმახინჯდებოდათ ამ ყველაფრის შემხედვარე, მე ვერ ვიქნებოდი ეგოისტი.
-დედა მინდა გითხრა ჩვენ ისედაც ფსიქიკადამახინჯებულები ვართ იმ ყველაფრის შემდეგ მითუმეტეს ეკა, კარგი მე ჯანდაბას სხვანაირი ძლიერი ფსიქიკა მქონდა ყოველთვის, მაგრამ ეკუნა ყოველთვის ზედმეტად ემოციური სუსტი ბავშვი იყო, მე მაინტერესებს იმ საღამოს როდესაც შიშისგან ისტერიკაში ჩავარდნილი ეკა და მისი ტირილით დასიებული თვალები დაინახე ოდნავადაც არ გენიშნაა, რომ რაღაცას არასწორად აკეთებდი და ამ ყველაფრის ყურება ჩვენ სიკეთეს არ მოგვიტანდაა? ნუთუ ხალხის აზრი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შვილების ჯანმრთელობა, მინდა გითხრა შენი მონური აზროვნება და ცემა-ტყეპის მორჩილებით ატანა, მამაჩემის ძალადობაზე არანაკლებ ამაზრზენია.
ქალბატონმა ნინელიმ თამთას მზერა აარიდა.
-ერთი იცოდე დედა ამქვეყნად ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი , ეკუნას თქვენ ორმა დაუსახიჩრეთ სული, მისი საქციელის უკან ის საშინელი სცნები დგას რომელთა ყურება საკმაოდ ხშირად მოუწია , შვილის ნორმალურ ფსიქიკაზე მშობლები არიან ყოველთვის პასუხისმგებლები, ოდესმე დაფიქრებულხაარ რას ვგრძნობდით როდესაც ვუყურებდით მამა როგორ გირტყამდა? ოღონთ განათხოვრის სახელი არ აგერტყა შვილები გაწირე, ღირსი ხარ იმის რაც მოხდა!

ქალბატონს ნინელის თვალები ცრემლით აევსო მოულოდნელად ჩამოჯდა და მწარედ ატირდა.
თამთას არანაირი სიბრალული არ უგვრძNა პირიქით საშინლად გაღიზიანდა და იქაურობას მოშორდა.


.........
ეკუნა ძალიან დიდ ემოციურ მიჯაჭვულობას გრძნობდა დიტოს მიმართ მასთან ერთად ყველანაირი დარდი ავიწყდებოდა, თითქოს ახლიდან დაიბადა, ამ რამდენიმე დღეში საოცრად დაუახლოვდა . დიტო ყოველ დილით უნივერსიტეტამდე აცილებდა, შემდეგ კი უნივერსიტეტთან ხვდებოდა , ერთად სეირნობდნენ და ლაპარაკობდნენ, ძირითადად დიტო ლაპარაკობდა ეკა კი უსმენდა, საათობით შეეძლო მისთვის ესმინა, დიტოს თავისი აზრი ქონდა ყველაფერზე, ხან ვინმეზე გამოხატავდა აღშფოთებას ხან ვინმეს საქციელს აქებდა, მასთან ურთიერთობამ შედარებით გაალაღა ის, ღიმილს დააჩვია. დიტოს ფილოსოფიურად მსჯელობის უნარის გარდა საოცარი იუმორის გრძნობაც ქონდა რამდენჯერმე დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხა ეკუნას გაცინება.
ეკას ნელ-ნელა ნდობა გაუჩნდა მის მიმართ, უნდოდა ყველაფერი ეთქვა დიტოსთვის რაც აწუხებდა და რაც გულზე ლოდად აწვა, მაგრამ თან ეშინოდა რაღაც ძალა აბრკოლებდა, არადა საშინლად უნდოდა იმ ნაგავისგან გათავისუფლება, რომელიც სულს უბინძურებდა.

........
-ოე პუპსიკ სად დამეკარგეე? უნივერსიტეტის ეზოში ეკას მაშოს ხმა მოესმა, ეკამ საშინელი ზიზღი და გაღიზიანება იგრძნო, თავის არიდება და იქიდან გაქცევა უნდოდა, მაგრამ მაშომ შეაჩერა.
-ვინ არის ის ტიპი მანქანით რო მოყავხარ ხოლმეე?
-ვინც შენ ეს არ გეხება!
-ერთი ამას დამიხედეთ, მადლობა მოიხადე საერთოდ შენნაირ საწყალთან რო ვიკადრე ურთიერთობა, რა უმადური ყოფილხაარ, ასე რომ მელაპარაკები რა გგონია ჩემს მეტი ვინმე აიტანს შენი დამჟავებული როჟის ყურებას?
ეკას საშინელი მრისხანება გამოესახა სახეზე მაშოს მოკვლის არანორმალური სურვილი გაუჩნდა.
-შემთხვევით სახლში ხომ არ დაბრუნდი, არ მითხრა რო მაგ შენმა ტრადიციულმა დედიკომ და მამიკომ ჩემთან ზასაობა გაპატიეს.
-თავი დამანებე!
-კარგი პუპსიკ არ გვინდა ეგეთები მოდი ჩემთან მომენატრე! თქვა მაშომ და ეკუნას ტუჩებში კოცნა დაუპირა, მაგრამ ეს უკანასკნელი გველნაკბენივით გახტა უკან.

-უყურეთ მას, ერთი ამიხსენი რა დაგეტაკა შემთხვევით ის ტიპი ჰო არ დაგევასა შენ რაა ბი ხარ ეკუუს?
-გეხვეწები თავი დამანებე! განწირული ხმით უთხრა ეკამ.
-არ ველოდი შენგან, კაცზე თუ გამცვლიდი, ისე მაგ შენმა მანქანიანმა მასტმა არ იციის ჩვენი მიჯნურობის ამბავი, საინტერესოა მე რომ მოვახსენო რა რეაქცია ექენება, ძაან გაკვირვებული დარჩება ალბათ.

ეკამ დიტოს მანქანას მოკრა თვალი მაშოს სასწრაფოთ მოშრდა და საოცარი სისწრაფით გავარდა მანქანისკენ.


.........
-ეკა ყველაფერი რიგზეაა, ვინ იყო ის გოგოო? კითხა დიტომ როდესაც მისი გაფითრებული სახე დაინახა.
-არავინ არ მინდა ამაზე ლაპარაკი..
-ეს ის გოგო არ იყოო, შენი მეგობარი მაშინ იმ საღამოს შენს სახლში რომ მოიყვან?
ეკას არაფერი უპასუხია , დიტო მიხვდა ამ თემაზე ხმა აღარ უნდა ამოეღო, რაც ძალი და ღონე ქონდა გაიღიმა და ეკას ახარა.
-ეკა მოემზადე დღეს ქალაქგარეთ გავდივართ, დიდი ხანია შენი ერთ ადგილას წაყვანა მინდოდა, დღეს გადავწყვიტე წაგიყვანო.
-არ ვიცი არ ვარ მგზავრობის ხასიათზე.
-კარგი რაა გოგო გეუბნები წავიდეთ ძაან ისიამოვნებ, ულამაზესი რამაა, თვალს ესიამოვნება აი ნახავ. უთხრა დიტომ და თმაზე მოეფერა.
ეკას ამ შეხებისას დაბურძგლა თითქოს დააჰიპნოზესო ბოლოს ესღა უთხრა.
-კარგი წავიდეთ.
-კარგი გოგო ხარ აბა წავედით! თქვა დიტომ და მანქანა დაძრა.
ეკა მას უყურბდა და გული საოცარი სისწრაფით უცემდა.

.........
დაახლოებით ორი საათი იარეს ამ დროის განმავლობაშ დიტო მ ამ ადგილთან დაკავშრებით ათასი ამბავი გაიხსენა , ბავშვობაში სოფელში რომ ისვენებდა პატარა დიტო სხვა სოფლის ბავშვებთან ერთად ამ ადგილს ხშირად სტუმრობდა , აქ თამაშ ძალიან მოსწონდა, რაც გაიზარდა იმის შემდეგაც რამდენჯერმე წამოვიდა აქ, როცა რთულ ი პერიოდი ქონდა თითქოს ამ ადგილს რაღაც საოცარი ხიბლი ქონდა მომემტალურად დაგამშვიდებდა და ყველანაირ ცუდს დაგავიწყებდა, ეკუნა ჩუმად უსმენდა და ეღიმებოდა.
ბოლოს როგორც იქნა მიაღწიეს დანიშნულების ადგილს, ჯერ დიტო გადმოვიდა შემდეგ ეკას გაუღო კარები.

-მოდი თვალებზე ხელს აგაფარებ და ისე მიგიყვან ასე უფრო მეტად გაოცდები. პასუხს აღარც დაელოდა თვალებზე ხელი ააფარა და წინ გაუძღვა.
-ესეც ასე! უთხრა და თვალებიდან ხელი მოაშორა.
ეკამ თვალი გაახილა და იქ ნანახმა სილამაზემ ისე გააოგნა ენა ჩაუვარდა.
ეს იყო ულამაზესი ველური ყვავილებით სავსე ტყე, რომლის ახლოს მდინარე მიედინებოდა, საოცრად დადებითი ენერგეტიკა ქონდა ამ ადგილს, ეკამ საოცარი სიმშვიდე იგრძნო.
-ჰო გითხარი მოგეწონება მეთქი , შენ კი არ მომყვებოდი შე ჯიუტო გოგო.
ალერსიანი ხმით უთხრა და თავზე ხელი გადაუსვა.
ეკას ისევ დაუარა ჟრუანტელმა, ფეხები აუკანკალდა, გულმა გადარეულივით დაიწყო ფეთქვა.

-წამო მდინარის პირას დავსხდეთ იქ უკეთესია წყლის ჩუხჩუხის მოსმენა საოცრად დაგამშვიდებს.

მდინარისკენ გამერთნენ და იქვე ახლოს დასხდნენ, რამდენიმე წუთის განმავლობაში მისი ხმით ტკბებოდნენ შემდეგ უეცრად ეკამ ხმა ამოიღო;
-დიტო რატო დაიცავი ის ბიჭიი?
ამ შეკითხვამ დიტო გააოგნა.
-რას ქვია რატო აბა მშვიდად მეყურებინაა როგორ ჩაგრავდნეენ?
-რათქმაუნდა, მაგრამ ბევრი ამას არ გააკეთებდა , ხალხში მჩაგვრელი უფრო მეტია ვიდრე დამცველი, მითუმეტეს სკოლაში მოზარდობისას. თავისი ისტორია გაახსენდა ეკას და საშინელი ტკივილი იგრძნო.
-იცი მოზარდობა საკმაოდ რთული და საინტერესო პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, ამ დროს თავის რამეთი გამოჩენის სურვილი თავში გირტყამს, თუ მოზარდი არაფრით არ არის გამორჩეული არც გარეგნობით არც სწავლით მაშინ ხშირად ცდილობს ყურადღება სხვისი დაჩაგვრით მიიქციოს, გონია ასე მაგარი ტიპი გამოჩნდება, სხვისი მასხრად აგდება არაფერია თუ არა ყურადღების მიქცევის უბადრუკი სურვილი ან საკუთარი არასრულფასოვნების დამალვა. ხშირს შემთხვევაში ასეთი საქციელი მშობლების და არასწორი აღზრდის შედეგიც შეიძლება იყოს. ისე როგორც შეგატყე იმ ბიჭმა შენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რატომ დაინტერესდი ასე?
ეკას თვალებში საშინელი სევდა ჩაუდგა და გვერძე მიიხედა.
-ეკ ნუ გერიდება მომიყევი შეგიძლია ყველაფერში მენდო.
ეკას სიმორცხვე უცებ სადღაც გაქრა გულიდან ლოდის მოშორების სურვილმა თავისი გაიტანა და საოცარი ემოციით დაიწყო.
-იციი შეიძლება ითქვას მთელი ბავშვობა ისე გავატარე ერთი ბედნიერი დღე არ მქონია, მხოლოდ პანიკური შიში, ტკივილი, მარტოობა , დამცირება , დაცინვა, აბუჩად აგდება აი რა იყო ჩემი ცხოვრება. გარედან ჩემი ოჯახი ჩვეულებრივი იყო, მაგრამ შიგნიდან ნამდვილი ჯოჯოხეთი, მამაჩემი ერთი ჩვეულებრივი მოძალადეა, რომლისთვისაც მემგონი ვაჟკაცობა და ცოლის მორჯულების კარგი საშუალება იყო მისი ცემა, ერთხელ სადღაც გამოტყვრა სასმლით სახლში მოსული დედაჩემს აუშარდა რაღაცაზე , ცათვალა რომ ცოლის მის სიტყვას ახტებოდა და არ ემორჩილებოდა ჰოდა დასაჯა თავისებურად, ანუ ჩვენს თვალწინ ჯერ მთელი ძალით გაარტყა შემდეგ ფეხებით შესდგა ზედ, ის საღამოს ახლაც კოშმარებში ვხედავ, მართალია დედაჩემმა შემდეგ დიდსულოვნად აპატია შეცდომა, მაგრამ მე ვერაფრით ვერ ვივიწყებდი იმ საშინელებას, მაგის შემდეგ შიშები დამჩემდა განსაკუთრებით ნერვიული გავხდი, ყველა ცუდი ის არის რომ კიდევ ბევრჯერ მომიწია ასეთი კოშმარების ყურება რამაც დამასამარა.ყველაფერ ამან ჩემს ხასიათზე იქონია გავლენა ძალიან ჩაკეტილი, უცნაური და თავისებური გავხდი , ასეთი განსხვავებულობის გამო კლასში ამომიჩემეს მითუმეტეს სუსტი ვიყავი და თავის დაცვა არ შემეძლო, უაზრო დაცინვების, ხელის გარტყმის და სხვა დამამცირებელი მოქმედების ობიექტი გავხდი, ამით ერთობოდნენ და აზრად არავის არ მოსვლია ჩემი დაცვა, ხანდახან მეგონა ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და ჩემი მასხრად აგდების ხარჯზე ცდილობდნენ მაგრები გამოსულიყვნენ, ვინმე რომ მყოლოდა ვისაც დარდს გავუზიარებდი შეიძება ჩემი ყოფა შემსუბუქებულიყო, მაგრამ აბსოლიტურად მარტო ვიყავი, ჩემი დაც, რომელიც ბავშვობაში სულ ჩემტან იყო გამინაპირდა წიგნებს ეჯდა გამუდმებით და ვეღარც მამჩნევდა შემდეგ უნივერსიტეტში კი...
ეკამ ვეღარ დაასრულა ცრემლები ახრჩობდა გაჩუმდა და ხმამაღლა ატირდა.
დიტომ მთელი ძალით მიიკრა და სახე დაუკოცნა.
-ჩემო ლამაზო ანგელოზო, ჩემო დატანჯულო ანგელოზო, ნუ გეშინია ამის შემდეგ მე ვიქნები შენი მეგობარიც, მცველიც, არვის არ მივცემ შენი წყენინების უფლებას აი ნახავ ყველაფერ ცუდს დაგავიწყებ.
ეკა მიეხუტა და მის მხარზე გააგრძელა ტირილი.

p.s ძალიან გამიხარდა წინა თავზე დადებითი კომენტარები რომ დავინახე, იმედია ეს თავიც მოეგეწონებათ!



№1 სტუმარი sali

Gagrdzele AQ marto homoseqsualismzs ar exeba saqme bevri iseti temebia wamochrili rac sayuradgeboa ras ityvis xalxi amaze fiqrit bevri qali iubedurebs tavs motxoroba bevr mtkivneul temas exeba

 


№2 სტუმარი Guest Maka

Gaagrzele sainteresoa velodebi

 


№3  offline წევრი ლელუკა

კარგი იკო ცოტა თავები გაზარდე რა საინტერესო ძაან kissing_heart kissing_heart heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent