შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა სიჭარბე (2)


9-10-2016, 14:43
ავტორი casas
ნანახია 2 283

უცხო კაციო??
ახლა გაანალიზა ყველაფერიი..რა სამარცხვინო სიტუაციაში იყო..ტვინში განგაშის სიგნალი ჩაერთო...სწრაფად მოიშორა მამაკაცის მძიმე ხელები და ელვის სისწრაფიდ შემოტრიალდა.

-თქვენ...თქვენ..როგორ ბედავთ?-თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და სულ ცოტა აკლდა იქვე კივილი რომ არ დაეწყო

-რას ვბედავ ისეთს რაც არ გინდა?-მამაკაცის ირონიულმა ტონმა საერთოდ გამოიყვანა წყობიდან და ის,ის იყო მარჯვენა ხელი მამაკაცის ლოყისაკენ რომ წაიღო და უეცრად ჰაერში გაუშეშდა.განრისხებულმა და უმოქმედობით იმედგაცრუებულმა დახედა ჯერ საკუთარ ხელს და მერე პირდაპირ ელვაანთებულ თვალებს შეეჩეხა.

-ეს რა სცენებს მიწყობ?-კიდევ ერთხელ შეაკრთო ცივმა და საოცრად მოხმა ხმამ..კაცი თვალმოუშორებლად უყურებდა და ხელსაც არაფრის დიდებით არ უშვებდა

-ჯერ უტაქტოთ მოდიხარ და მეხები.მერე კიდევ თვალებს მიბრიალებ..თითქოს ვინმეს ეშინოდეს მაგ შენი თვალების ბრიალის-მთელი ძალა მოიკრიბა და პირდაპირ მიახალა რასაც ფიქრობდა.დიახაც! ვითომ შეაშინა? ბოდიში მოიხადოს.მასეთების ეშინია ზუსტად ნენე წერეთელს

-მაშ რატომ კანკალებ?-ტუჩის ცალი მხარე სექსუალურად ჩატეხა და მადიანად აათვალიერა ქალის უნაკლო სხეული

-შენ ყველა ქალს ამ შენი "ვითომ სექსუალური" მიმიკით უყურებ??-დამცინავად კითხა და ხმამაღლა გადაიკისკისა.. "მიყურე აბა,ჩემზე უკეთესს ვის შეხედავ" -გულში გაიფიქრა და დეკოლტე ოდნავ გაისწორა

-შენზე მშვენივრად მოქმედებს და სხვაზეც, დარწმუნებული ვარ-თავდაჯერებულმა უთხრა და ოდნავ მიუახლოვდა..სახე სახის წინ გაუჩერა და ცხელი სუნთქვა სახეზე შეაფრქვია.იმდენად ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან ერთი ხმის ამოღება და ტუჩებით ერთმანეთს შეეხებოდნენ.არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში ჩავარდა ნენე.მამაკაცის სასიამოვნო არომატი ისევ მთელი ძალით შეისუნთქა და მთლიანად მისით აივსო...მუცელში,არა სადღაც უფრო ქვემოთ საშინელი ქარბუქი დატრიალდა მამაკაცმა ცერი რომ გადაატარა ბაგეებზე..განაბული იდგა მოლოდინად ქცეული და თითოეულ მის მოქმედებას თვალებგაანაბული ელოდა...ელოდა...ელოდაა და კიდევ ელოდა...

-"არა,არა და არა.ასე ვერ მომექცეოდა"-ფიქრობდა გულში და მთელი ძალით აჭერდა თვალებს ერთმანეთს..ცდილობდა არსებულ რეალობას გაქცეოდა და ასე,ამდენ ხალხში სამარცხვინო მდგომარეობაში ჩავარდნილი არ დარჩენილიყო..ბოლოს მთელი გამბედაობა მოიკრიბა და ჯერ ერთი თვალი გაახილა ნელა და გარემო შეშინებულმა მოათვალიერა..რომ დარწმუნდა მისკენ არავინ არ იყურებოდა,მერე მეორეც მიაყოლა და ასე თვალებდაქაჩული და გაოგნებული იდგა და მისთვის უკვე კარგად ნაცნობ სხეულს ეძებდა..თითქმის ყველა მაგიდას მოატარა თვალი და მამაკააცი ვერსად ვერ შენიშნა..გული საშინელი სიბრაზით აევსო და ათასნაირი სალანძღავი სიტყვა წარმოთქვა მისი უცნობი ამფორიაქებლის მიმართ..ისე ბრაზობდა,ისე ბრაზობდა,რომ მზად იყო იქვე აფეთქებულიყო და მთელი ემოცია ერთიანად ამოეშვა..არა როგორ გაუკეთა,როგორ გაუბედა..არ შეარჩენდა.არაფრით.აუცილებლად იძიებდა შურს!
ღრმად ჩაისუნთქა,სასმლის ჭიქას ხელი მოკიდა და ღიმილ აკრული გაემართა ერთად მდგომი მეგობრებისკენ.

-ჩემო სიცოცხლეეეეე-გაიწელა სანდრინიო და სიცილით მოხვია ხელი -ვინ იყო ის მამაკაცი რომ ეკურკულებოდი?-ყურთან ახლოს უჩურჩულა და აფერისტულად გაუღიმა

-არავინ,საერთოდ არავინ-მის ხსენებაზე კიდევ თავიდან მოაწვა სიბრაზე და სასმელი ბოლომდე გამოცალა..

-ოჰოოოოოო,ვიღაც გაუბრაზებიათ-ახარხარდა სანდრო. როგორც კი ნენეს აწეული წარბები დაინახა მაშინვე დასერიოზულდა და დანებების ნიშნად ხელები ჰაერში აწია.-შენც ხომ უნდა მოგარჯულოს ვინმე-ჩუმად უთხრა..მის რექაციას არც დალოდებია,თავზე აკოცა და სადღაც გაუჩინარდა

-"გადარევს ეს ხალხი,რად უნდა მორჯულება.ქვებს ისვრის თუ ვინმეს დაზდევს მოსაკლავად"-ფიქრობდა და თან ნაზ მელოდიას ნელა აყოლებდა ტანს..უეცრად ვიღაცამ რომ სტაცა ხელი და სცენიდან მთელი ძალით გაათრია.მოულოდნელობისგან წონასწორობა ძლივს შეინარჩუნა,თორემ ლამაზად დაეხატებოდა მწვანე მინდორს.აზრზე რომ მოვიდა მის წინ მიმავალი ანო დაინახა.მთელი ძალით,რომ ჩაეკიდა ხელი ნენეზე და სადღაც მიაპორწიალებდა..შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა,ამიტომ დაყვა მის ნებას.წინ მდგომი აკო და ვიღაც უცხო მამაკაცი,რომ დაინახა ყველაფერი გაიაზრა და გაეღიმა.როდემდე უნდა იმაჭანკლონ არ ესმის.

-ანო შეგეძლო ცივილურად გეთქვა და წამოგყვებოდი-მობეზრებულად უთხრა და თვალები გადაატრიალა ანოს აწეული წარბი რომ დაინახა

-ამას შენ მეუბნები?-მომაკვდინებლად გამოხედა და ადგილზე მისულმა სწრაფად გაუშვა ხელი.მთელი ძალით ჩაეხუტა აკოს და საყვარლად ააფახუნა თვალები.ყოველთვის ასე იცოდა როცა რამეს მაიმუნობდა.

-საღამოს დედოფალიც მოსულა-თეატრალურად გაშალა ხელები აკომ და ოდნავ დახარა თავი ნენეს წინაშე

-ამხელა ცოლიანი კაცი ხარ,კიდევ ვერ უნდა დაჭკვიანდე?-ლოყაზე აკოცა ნენემ და მაგრად ჩაეხუტა.აკომაც მოხვია ხელი და მეორე მხრიდან დაიყენა.

-დემე,შეხედე რა ანგელოზივით გოგოებში ვარ-სიცილით უთხრა და თვალით ნენესკენ ანიშნა.

-მთავარია ხმის ამოღების მერეც ეგეთები დარჩნენ-გადაკრულად უთხრა მამაკაცმა და ოდნავ გაიღიმა.ნენე მთელი ამ ხნის განმავლობაში ანოს ესაუბრებოდა და საერთოდ არ ახსოვდა აკოსთან ერთად ვიღაც რომ შენიშნა.როგორც კი მამაკაცის ხმა გაიგონა მაშინვე დეჟავიუს გრძნობა დაეუფლა.. "არა,ოღონდ ის არა.ახლა და ამ სიტუაციაში არა"-ფიქრობდა გულში და არაფრის დიდებით არ წევდა თავს ზემოთ.

-ნენე გაიცანი ეს დემეტრეა-აკოს სიტყვებმა იძულებული გახადა ოდნავი ზრდილობა გამოეჩინა და მისალმებოდა "დემეტრეს". ძლივს აწია თავი ზემოთ..თითქოს ქვემოდან ტონობით სიმძიმე ექაჩებოდა..მთელი ძალა მოიკრიბა და ხელი გაუწოდა

-ნენე წერეთელი-გაღიმება უნდოდა,თუმცა მცდელობა,მცდელობადვე დარჩა

-დემეტრე ბაბლუანი-ირონიული ღიმილით მიესალმა და ხელი მაგრად მოუჭირა.ნენეს სიმწრისგან სახე დაემანჭა,ძალიან ეტკინა.რას შვება ეს ველური. "ახლავე გამიშვის"მზერით ახედა მამაკაცს.თუმცა ვითომც არაფერი..ისევ ისე ~გახევებული იდგა და მთელი ძალით უჭერდა ხელზე ხელს.

-როგორი თავაზიანი მეგობრები გყავს აკო-სიმწრის ღიმილით უთხრა და სწრაფად გამოსტაცა ხელი.საშინლად ჰქონდა დაბუჟებული."ველური ეს"-იქრობდა და პარარელურად ხელს იზელდა.

-ანოსაც ძალიან თავაზიანი მეგობრები ჰყოლია-ნიშნისმოგებით უთხრა და თვალი ჩაუკრა

-ჩემო პატარა სად გამეპარე?-სანდრინიოს ხმის გაგონებისას ლამის სიხარულისგან შეჰკივლა..არა რა.ამ ბიჭმა ზუსტად იციის სად და როდის გამოჩნდეს..გაცისკროვნებული თვალებით მოხვია ბიჭს ხელი და ლოყაზე აკოცა.

-არსად სიყვარულო,ანომ ვიღაც უნდა გაგაცნოო და წამომიყვანა-"ვიღაც" განსაკუთრებით გამოკვეთა და მეამიტური სახით ახედა დემეტრეს.ანოს დაქაჩული თვალებიც არ გამოპარვია მისი უტაქტობის გამო..თუმცა ახლა მხოლოდ ამ ვაჟბატოის გამზარებაზე ფიქრობდა და მეტზე არაფერზე..მაგრამ რატომ ეგონა,რომ დემეტრე გაბრაზდებოდა არ ვიცი.

-დემეტრე-ხელი გაუწოდა სანდროს და ზრდილობიანად გაეცნო..ესეც პასუხი ნენეს "ვიღაც"-ზე.

-სანდრო,ამ სამის დამცველი და გადარეული მეგობარი-სიცილით უთხრა და მაგრად მოხვია გოგოებს ხელი."მეგობრის" გაგონეებაზე ნენემ თვალები დაქაჩა და დემეტრეს ახედა..მის თვალებში მხოლოდ დაცინვა ამოიკითხა და მეტი ვერაფერი.ოხ,როგორ გამწარდა. "სანდრო,სულ ტყუილად გაქე,ბოლოს ხომ უნდა გააფუჭო ყველაფერი".

-სანდრიკ,სახლში წამიყვანე რა.-საშინელი დაღლილობა იგრძნო მოულოდნელად.მეგობრებმა გაკვირვვებულებმა გახედეს.-რას მიყურებთ?მართლა დავიღალე და მეძინება-ამოიჩურჩულა და სანდროს მხარს მიეყრდნო

-კარგი აღარ დაგაკავებ.ისედაც ძალიან დაგღალე-თანაგრძნობით უთხრა ანომ და გამოსამშვიდობებლად აკოცა მეგობარს.ყველას დაემშვიდობა და სანდროზე ჩახუტებული გაუყვა გზას.მიუხედავად იმისა,რომ საშინლად მოთენთილი იყო უკნიდან მანც გრძნობდა მწველ მზერას.ზურგს რომ უწვავდა ისეთს.მუცელშიც რომ აღწევდა ისეთს და საოცარ კმაყოფილებას გრძნობდა..
ესეც ასე. 1:0 ბატონო დემეტრე!

სახლში მისულს არაფრის თავი აღარ ჰქონდა..მხოლოდ კაბა და ფეხსაცმელი გაიხადა და საცვლების ამარა გადაწვა საწოლზე..ყოველთვის ასე იცის ხოლმე..მთელი დღის ნაგროვები დაღლილობა საღამოს შემოუტევს და უეცრად ითენთება.მეგობრებმაც იციიან მისი ეს ჩვევა და ამიტომ დაყვენ ასე უპრობლემოდ..ახლა ყველაფერზე უნდა ფიქრი,მაგრამ არ შეუძლია.უნდა დაიძინოს და დანარჩენზე საღ გონებაზე რომ იქნება მერე იფიქრებს..1.2 და 3.მთლიანად სიბნელემ მოიცვა ყველაფერი და ნენეც ძილის საუფლოში გადაეშვა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია მონლმეწონა
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent