შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისური ფორსაჟი (ნაწილი I)


9-10-2016, 23:20
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 4 471

გვიანი გაზაფხულის ღამე ყოველთვის ლამაზია. ხეები უკვე ამწვანებულია, ჰაერში მიწის, ხის და სიგრილის სურნელი დგას, მაგრამ ქუჩები ჯერ კიდევ ცარიელია, რადგან გრილა და ყველას ეზარება თავისი თბილი სახლის დატოვება. ღამის 1 საათზე კი ქალაქს უკვე სძინავს.
თუმცა აღმაშენებლის ხეივნის 240-ში სიცოცხლე ასეთ დროს იწყება. ეკლესიის წინ მრბოლელები იკრიბებიან და რბოლას მართავენ. მარშრუტი ყოველთვის სხვადასხვანაირია, ეს მრბოლელების უსაფრთხოებისათვის კეთდება.
გაზაფხულის იმ დღეს დიდი რბოდა იყო დანიშნული. დიდი ხანია ქალაქში ასეთი მასშტაბური რბოლა არ გამართულა, ამიტომ ყველა, ვისაც აინტერესებდა მანქანა, ტუნინგი, ან თუნდაც უბრალოდ სანახაობა იზიდავდა, ყველა იქა იყო.
უეცრად ხალხს ჩოჩქოლმა გადაურბინა, ხოლო მანქანების ცენტრში ყვითელი იაგუარი შევარდა და საღამოს წამყვანის ფეხებთან გაჩერდა.
-დააგვიანე, ბექაური,- გაეცინა ახალგაზრდა, მაღალ, შავგრემან ბიჭს,- გვეგონა აღარ მოხვიდოდი. შენს მეტოქეებს იმედიც კი გაუჩნდათ.
-სამაგიეროდ ეფექტურად გამოვჩნდი,- უთხრა ახლოს მისულმა ხმადაბლა და ხელი ჩამოართვა.
-ქალიშვილი,- გაეცინა წამყვანს.
-დაგიმტკიცო რომ ცდები?- გამოაჩინა თავისი თეთრი კბილები დაგვიანებულმა.
-გამარჯობა, გიორგი,- ბავშვობის მეგობრების ხუმრობითი დავა შეწყვიტა რბოლების დედოფალმა, თოჯინასავით ლამაზმა ლილიამ. ეს ნახევრად ჩეხი, ნახევრად ქართველი ანგელოზი ყველა მრბოლელის ოცნება და სველი სიზმრების მიზეზი იყო. მოკლე ტყავის შორტები კარგად აჩენდა მის მკვრივ საჯდომს, ტოპი კი არ მალავდა თხელ წელს და მადისაღმძვრელ მკერდს. სწორედ ის იყო გამარჯვებულის თასი. უფრო სწორად, გამარჯვებულს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი დამსწრე და მოითხოვოს მისი კოცნა, ის კი უარს ვერ იტყვის, ეს დაუწერელი კანონია და ამისთვის მრბოლელები მზად არიან ერთმანეთი დახოცონ, რადგან არავინ იტყვის უარს ლილიას ფუმფულა ბაგეებზე.
დღეს ყველას იმედი გაუცრუვდა. ტრასაზე თავად "სატანა" გადის და ეს არ უტოვებს არანაირ შანსს მოწინააღმდეგეებს. გიორგი ბექაურს ჯერ არც ერთი რბოლა არ წაუგია. და არაერთი მრბოლელი დაუსახიჩრებია, რადგან არ ინდობს არც მანქანას და არც მოწინააღმდეგეს, თუკი მის პირველობას  ემუქრებიან.
-ფინიშთან გელოდები,- გაუღიმა ლილიამ, მომნუსხველი მზერა შეანათა და ტანის რხევით მოშორდა ბიჭებს.
-დღეს ღამე კარგად გავერთობი,- ჩაიცინა გიორგიმ, მხარზე ხელი დაჰკრა საბას და ვერცხლისფერ მერსედესთან მივიდა, რათა რეგისტრაცია გაევლო.
მძღოლები უკვე თითქმის ჩამწკრივდნენ სტარტის ხაზზე, როდესაც პირდაპირ რეგისტრაციის მანქანის გვერდით შავი აუდი R8 გაჩერდა. ყველა იქ მყოფს ოხვრა აღმოხდა. მანქანა ნამდვილი ხელოვნების ნიმუში იყო. ყველა ელოდა ამ სილამაზის პატრონის ნახვას, მაგრამ იმედები გაუცრუვდათ. მძღოლმა უბრალოდ ჩაწეული ფანჯრიდან გადაუგდო ფულის შეკვრა რეგისტრატორს და ყვითელი იაგუარის გვერდით გაჩერდა. დაბურული მინები არავის აძლევდა საშუალებას დაენახათ ახლად მისული.
ტრასაზე ახალი მრბოლელი გამოჩნდა. ეს ყოველთვის საინტერესო და ამაღელვებელი მომენტი იყო ყველასთვის. მთავარია მორიგი მამიკოს გატუტუცებული პიჟონი არ აღმოჩნდეს, რომელიც გაზს და მუხრუჭს გაჭირვებით არჩევს ერთმანეთისაგან. გიორგის ტვინში ადრენალინმა დაარტყა. ასეთი რბოლები ყოველთვის უყვარდა.
-მზად ხართ?- გაისმა რუპორში საბას ხმა. პასუხად სხვადასხვა მარკის მანქანების ძრავების ღრიალი მიიღო. ყველა მზად იყო რბოლისათვის. ყველა მოუთმენლად ელოდა სტარტს. გამარჯვების მიზეზი ყველას თავისი ჰქონდა. ზოგს ფული სჭირდებოდა, ზოგს აღიარება უნდოდა, ზოგს კი უბრალოდ ლილიას ვარდისფერი ბაგეები არ აძლევდნენ მოსვენებას.
-ლილია,- დაუძახა საბამ. მანქანების წინ გოგონა გავიდა და ორივე ხელით ასწია ჭრელი დროშები.
-სამი, ორი, ერთი,- დაითვალა საბამ და ლილიამ დროშები დაუშვა. რვა მანქანა მაშინვე მოსწყდა ადგილს.
ფინიშის ადგილი ქალაქის მეორე ბოლოში, მიტოვებულ საწყობთან იყო. იმ დღის წესების მიხედვით შეეძლოთ გამოეყენებინათ ნებისმიერი გზა, გარდა შემოვლითი, თბილისის ზღვის გზის გარდა.
აღმაშენებლის ძეგლამდე ყველამ ერთად იარა, ლიდერობას გიორგი არავის უთმობდა, თუმც აუდიც არ რჩებოდა.
ძეგლიდან ყველა მძღოლმა თავისი გზა აირჩია, მხოლოდ წინ წასულ აუდის, რომელიც დიღმისკენ გადავიდა, გაჰყვა გიორგიც. ბიჭი კბილებს აღრჭიალებდა და ცდილობდა დაებრუნებინა ლიდერობა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ეს კი უფრო მეტად აგიჟებდა ლიდერობას შეჩვეულ ბიჭს. მისი მოწინააღმდეგე ჭკვიანი იყო. ცენტრალური გზებით არ წავიდა პატრულს რომ არ გადაჰყროდა. რამდენჯერმე სცადა გვერდის გაკვრა აუდისთვის, რომ გზიდან გადაეგდო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მძღოლი აშკარად გამოცდილი იყო რბოლებში და არაერთხელ იყო ტრასაზე გასული. ერთადერთი რაშიც ბიჭი დარწმუნებული იყო, აუდის მძღოლი საქართველოში არ მონაწილეობდა რბოლებში, რადგან მისი ტარების სტილი უცნაური იყო. ნაცნობი და ამავე დროს რაღაც ახალი. ვერ იხსენებდა ვერავის, ვისაც ასე ტარება შეეძლო, მაგრამ ამავე დროს, ბლოკირებას უკეთებდა ზუსტად მისივე ხერხებით.
კახეთის გზატკეცილზე გასულებს უფრო მეტი ადგილი ჰქონდათ მანევრირებისათვის და კიდევ სცადა ბიჭმა აუდის გადაგდება გზიდან, ორჯერ გაჰკრა კიდეც გვერდი, მაგრამ უცნობმა შეძლო საჭის დამორჩილება და ამავე დროს ლიდერობის შენარჩუნება.
ხოლო როდესაც ფინიშის ხაზი პირველმ აუდიმ გადაკვეთა, ეს ყველასთვის დიდი შოკი აღმოჩნდა.
-დღეს ახალი ვარსკვლავი დაიბადა,- იყვირა საბამ, ხოლო აღფრთოვანებულმა ბრბომ ალყაში მოაქცია აუდი.
გიორგი გაღიზიანებული გადმოვიდა თავისი მანქანიდან და აუდისკენ აიღო გეზი. გამარჯვებული არ ჩქარობდა მანქანიდან გადმოსვლას.
-გადმოდი,- უყვირა ბიჭმა.
უეცრად კარი გაიღო და მანქანიდან არც თუ ისე მაღალი მძღოლი გადმოვიდა, რომელსაც თავზე რატომღაც მოტოციკლის შლემი ეხურა. ჯინსის დახეული შარვალი და ფერად პრინტიან მაისურზე მოცმული შავი ტყავის ქურთუკით ძალიან მინიატურული სჩანდა. ის იყო გიორგი აპირებდა ხელჩართულ ბრძოლაში დაემტკიცებინა თავისი ლიდერობა, როდესაც საბამ ოდნავ გვერდით გასწია და გამარჯვებულს ფულის დასტა გაუწოდა.
-აირჩიე ვინ გინდა, რომ გაკოცოს,- შეახსენა წამყვანმა. ბრბო მომენტალურად დამშვიდდა. გოგოებმა მოკლე კაბები გაისწორეს და ტუჩები დაბერეს, რათა გამარჯვებულის ყურადღება მიექციათ. ის კი მიბრუნდა და ხმა ამოუღებლად საჩვენებელი თითი გიორგისკენ გაიშვირა.
-მე შენი...- გულიანად შეიგინა გიორგი, რადგან იცოდა, რომ უარს ვერ იტყოდა. ამ სირცხვილს კი სიცოცხლის  ბოლომდე ვერ ჩამოიბანდა.
აუდის მძღოლი ბიჭისთვის მეტისმეტად გრაციოზული ნაბიჯებით მიუახლოვდა იაგუარის მძღოლს და შლემი მოიხსნა.
-არ არსებობს,- აღმოხდა საბას.
-შენ რა, იცნობ?- ჰკითხა ბიჭის რეაქციით გაოგნებულმა ლილიამ.
გიორგი კი იდგა და თვალს ვერ აშორებდა ერთადერთ ადამინას, რომლის ნახვასაც არ ისურვებდა აღარასოდეს, რადგან სინდისი შიგნიდან ღრღნიდა მის გამო. ვისი თვალებიც მუდამ იმონებდნენ და მარიონეტად აქცევდნენ, რადგან მათ წინააღმდეგ ვერ მიდიოდა ვერასოდეს. მის წინ იდგა ის, ვისი სახელიც ბოლოს 10 წლის წინ წარმოთქვა... ის, ვისაც გული ისე ატკინა, რომ მის ტკივილს თავად დღემდე გრძნობდა... ის, ვის გამოც ადამიანის სახე დაკარგა... ის, ვისაც 10 წლის წინ საკუთარი გული გაატანა.
კესარია იოსებიძე... მისი სიყვარული... მისი ტკივილი... მისი სირცხვილი... მისი ცხადად ქცეული ღამის კოშმარი.
-ის გიორგის ყოფილი ცოლია,- თქვა ხმადაბლა საბამ.
ამ დროს კესარია თითის ცერებზე აიწია და  გიორგის მიუახლოვა სახე. ბიჭს თითქოს ელვამ დაუარა სხეულში. დიდი ხნის დავიწყებული არომატი და გემო, შოკოლადი კარამელით. ეს ტკბილეული მათთან სახლში ყოველთვის იყო, კესარია სულ ჭამდა და მის ბაგეებსაც მუდამ ამ ტკბილეულის გემო ჰქონდათ.
-ეს დღე დაიმახსოვრე, ბექაური... და მიფრთხილდი,- ზიზღით მოშორდა გოგონა,- შენ ჩემში ყველაფერი წმინდა მოკალი და გაფრთხილებ, ნამდვილ მონსტრთან რჩები პირისპირ.
ზურგი აქცია, ჩაჯდა თავის აუდიში და ადგილს მოსწყდა.
გიორგიმ თვალები დახუჭა და საკუთარ ბაგეებს ხელით შეეხო. კანი ეწვოდა იქ, სადაც კესარიას ცხელ სუნთქვას გრძნობდა. გული კი ისე უცემდა, ბიჭს შეეშინდა კიდეც, რომ რაღაც დაემართებოდა.
გოგონაში არაფერი დარჩა იმ მიამიტი, მორცხვი, მუდამ შეშინებული პატარა კესოსგან. და ეს მხოლოდ მისი, გიორგი ბექაურის ბრალი იყო.

...

-მადლობა ყველაფრისთვის, კესარია,- ბიჭი ზიზღით იშორებს გოგონას ხელს,- კარგად გავერთეთ, ახლა კი დავიღალე. რაღაც ახალი მინდა ცხოვრებაში, ასე რომ, იმედი მაქვს ისტერიკების გარეშე წახვალ და აღარასოდეს... აღარასოდეს გამოჩნდები ჩემს წინ.
-რას ამბობ გიო?- გოგონას ცრემლები ახრჩობდა,- შენ ხომ გიყვარვარ...
-ვინ გითხრა?- ჩაეცინა ბიჭს.
-განა... განა შენ არ მეუბნებოდი?- გოგონა მუხლებზე დაეცა მის წინ.
-ეს იმიტომ, რომ საწოლში კარგი გასართობი იყავი, ახლა კი,- მხრები აიჩეჩა,- უბრალოდ ყელში ამომიხვედი. მომწყდი თავიდან!



№1  offline წევრი HeeChul-ah

დღეს ნანახმა ფილმმა ჩემი მიძინებული მუზა გააღვიძა და წერა დამაწყებინა. თუკი მოგეწონებათ, განვაგრძობ •.•

მუსიკალური გაფორმება - Blues for J - Julian Sas
--------------------
Nico nico nii

 


№2 სტუმარი დარინა

როგორც ყოველთვის ახლაც გამაოცე რაღაც გამსხვავებულის სუნი მცემს და ეს მე ძალიან მომწონს,მაგარი ხარ რა სულ ვკითხულობ შენს ისტორიებს და ყოველთვის აღფრთოვანებული ვრჩები.

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან დამაინტრიგებელი დასაწყისია, ძალიან საინტერესოა როგორ გაგრძრლდება

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან განსხვავებული და დამაინტრიგებელია აფსოლიტურად ყველაფერი მომწონს მალე დადებ ხოლმე იმედია და არ დააგვიანებ heart_eyes

 


№5  offline წევრი (((end)))

საინტერესოა
გააგრძელე
მხოლოდ ამ ორ სიტყვას ვიტყვი
წარმატებები !

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან საინტერესოა და განსხვავებული დაწყება გაქბს ამ ისტორიის.მომეწონა ძალიან.იმედია მალე დადებ შემდეგ თავს
--------------------
ლანა

 


№7  offline აქტიური მკითხველი lalita

გააგრძელე არ შეწყვიტო და უფრო დიდი თავები დადე შემდეგში. კიდევ არ დააგვიანო .

 


№8  offline წევრი moonstory

HeeChul-ah
დღეს ნანახმა ფილმმა ჩემი მიძინებული მუზა გააღვიძა და წერა დამაწყებინა. თუკი მოგეწონებათ, განვაგრძობ •.•

მუსიკალური გაფორმება - Blues for J - Julian Sas

romeli filmi naxe?

 


№9  offline წევრი HeeChul-ah

moonstory
HeeChul-ah
დღეს ნანახმა ფილმმა ჩემი მიძინებული მუზა გააღვიძა და წერა დამაწყებინა. თუკი მოგეწონებათ, განვაგრძობ •.•

მუსიკალური გაფორმება - Blues for J - Julian Sas

romeli filmi naxe?


"ფორსაჟი"
--------------------
Nico nico nii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent