შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შინაბერასა და მუნჯი ქალის ამბავი


10-10-2016, 17:23
ნანახია 1 657

„-ცაო! ადამიანის ცრემლი სხვის ჭირში ყალბია თუ გულწრფელი?
-გულწრფელი.
-ღიმილი სხვის ლხინში?
-ყალბი.
-რატომ? თუ ადამიანის ცრემლი გულწრფელია, ღიმილი რაღატომაა ყალბი?
-იმიტომ რომ, ზოგს საკუთარი ჭირი ახსენებს თავს, ზოგსაც ამ ჭირის საკუთარ თავზე გადატანა აშინებს, ღიმილი და სიხარულის განცდა კი ყველას თავის თავზე ურჩევნია...“

აბა, ვისაც ყველაფრის დამნახველი ცისა არ გჯერავთ, მომყევით ამ უზარმაზარ ეზოში სადაც პატარა კოხტა სახლი შუა გულში ისეა ჩადგმული, გეგონება ვიღაცას ზურგით მოეტანოს და ზედ მიწის გულზე დაედგას, სახლის პირველი ნაწილი აგურისგანაა ნაშენები, ზემოდან კი მეორე სართულად ხის ფიცრული ადგას, წინა ფასადზე მთელ სიგრძეზე შუშაბანდ ჩატანებული, აქედან კარგად სჩანს ოქროსფერ ქსოვილიანი მაგიდა სკამებითურთ, მაგიდაზე მომცრო ლარნაკში, რომელშის დღე– გამოშვებით ენაცვლებიან ერთმანეთს მინდვრის ჭრელა-ჭრულა ყვავილები... მწვანედ აბიბინებულ მინდორში ჩადგმულია ქვის ბუხრისებური ფორმის ნაგებობა, რომლიდანაც კამკამა წყალი მოჩხრიალებს, რომლის ზედა ნაწილი სადაც წყლის დამკეტია მოთავსებული თეთრად ლივლივებს მზის შუქზე. ეზოში ასევე თითო-ოროლა ქათამიც დააბიჯებს, ისიც საღამოსხანს დაბუდებიდან ნახევარი საათით ადრე რომ, სახლის უკან გაშენებულ ბაღში, ქათმებს არ გაეჩანაგებინათ, წითელი პომინდორები, რომლებიც თავს იწონებდნენ და გამვლელ–გამომვლელთ თვალს უყენებდნენ... ამ ეზოში ცხოვრობდა ერთი შინაბერა ქალი. მუდამ ჯარასავით ტრიალებდა, თავის უბედობას არც სხვასთან იმჩნევდა და არც თავს უტყდებოდა. თანასოფლელები ბრაზობდნენ, – ნეტავრი რად იდგავს წელზე ფეხს, მაინც უშვილ– ძიროდ კვდებაო, მაგრამ როგორც კი მის კარ– მიდამოს ახლოდან შეავლებდნენ თვალს, სიტყვები უკან მიქონდათ. რატომ? იმიტომ რომ სახლის პირველი სართული მთლიანად დასტიანებული იყო, ხის მეორე სართული აქა– იქ ჩამომპალიყო, ძველის ნაცვლად ახალი ფიცარი კი ისე ულამაზოდ და შეუფერებელად იყო მიჭედებული, დაკონკილ კაბას მოგაგონებდა. დაბზარული შუშებიდან ზღარბის ეკლებივით გამოეყოთ სინებს თავი... ეზოში სარეველა პატრონის მტერივით მომრავლებულიყო, წყლის შლანგი კი საიდანაც წყალი მოჩხრიალებდა და იმის ზემოგარენი ბავშვების ნაჩუქარი ფრჩხილის ლაქით იყო გაღებილი, ეს თითო–ოროლა ქათამი და მომცრო ბოსტანი კი წარმოადგენდა ქალის მთელ სარჩო– საბადებელს. ვინც კი ქალის ნარნარ ტანსა და მოღერებულ ყელს, თვალს შორიდან მოკრავდა, ლანძღვით ენას იქავებდნენ, მაგრამ როგორც კი ახლოდან დაინახავდნენ გაჭაღარავებულ თავსა და თვალის ირგვლივ მომრავებულ ნაოჭებს, ენაზე იკმენდნენ ხოლმე.
სოფლის უსაქმური მამაკაცები დღენიადაგ იკვეხნიდნენ: ღამ–ღამობით ჩემთან გართობაზე უარს არ ამბობს, დღე კი წმინდანივით მოაქვს თავიო. თითონ ქალს ყველა იმათგანი უარით ყავდა გამოსტუმრებული, მაგრამ, ერთს მეორეზე ეგონა, მეორეს მესამეზე და პირიქით, რომ ქალს იმისთვის არ ეთქვა უარი, ამის გამო იყო რომ ათას ჭორსა და ტყუილს თხზავდნენ მასზე. ამ ჭორ–ტყუილს აყოლილი ქალებიც ქოქოლას აყრიდნენ საბრალოს, –მრუშობით ირჩენს თავს და მაინც ყელი მოუღერებიაო, მაგრამ როგორც კი საკუთარი თვალით დაინახავდნენ ქალს, ბაზარში შუა გულ მზეზე, როგორ უჩრდილავდა და რწყავდა გასაყიდ პომინდორსა და მწვანილებს თავისი დაძონძილი უშველებელი შლაპით, კაცების ნათქვამში ეჭვი ეპარებოდათ და სინანულით ევსებოდათ გული.
ეხ, ჩემო კარგებო ყველაფრის დამნახველი ცისა თუ არ გჯერავთ, იქნებ არც მე დამიჯეროთ მაგრამ სათქმელი რომ გულში მოიყრის თავს და ყელზე მოგებჯინება ან უნდა თქვა ან სულს ამოაყოლო...საბრალო ქალი თანასოფლელებს მხოლოდ იმიტომ არ მოსდიოდათ თვალში, რომ ჭირს არ იმჩნევდა, ყველას ფეხებში არ უვარდებოდა და თავის ჭირ–ვარამი სოფლის სამჯავროზე არ გამოჰქონდა, სწორიც იყო, ლხინს თუ არ არგებდნენ, (რომელიც, ჰქონდა თუ არა საკითხავია.) ჭირის დროს იმათი ცრემლის ღვრა, თავის ცრემლს დაუშრობდა? ან ზოგიერთი კეთილისმსურველი რომ პირდებოდა კარგი საქმრო უნდა გამოგიძებნოთო, ორი კინკილა ქათამი შურდათ მისი და კარგ საქმროს გამოუძებნიდნენ და იმას დააუყენებდნენ მერე? ზოგმა შეიძლება სითავხედეთაც ჩამითვალოთ მაგრამ ჩემი აზრით ადამიანზე საშიში ცხოველი ქვეყნის ზურგზე არ დადის! (აწი თუ აღმოაჩენენ არ ვიცი).
სწორედ ადამიანის სიმხეციდან გამომდინარეობს ისიც რომ კუჭში ჩაყრილი საჭმელი და დამძიმებული მუცელი მაინდამაინც სხვაზე დაცინვით უნდა მოინელონ...
იმ სოფელს სადაც საბრალო შინაბერა ცხოვრობდა, ერთი მუნჯი ქალი შემოეჩვია, საიდან მოსულიყო არავინ იცოდა და არც არავის აინტერესებდა. ერთ დღეს ბაზრიდან ბრუნდებოდა შინაბერა, მუნჯი, რომ შენიშნა, შეშინდა, არაფერი დამიშავოსო, რადგან გიჟად ჰქონდა სახელი გავარდნილი და გზას გადაუხვია, მუნჯმა გზა მოუჭრა, მის წინ პატარა ბავშვივით აიტუზა, მერე, გულზე ხელი მიიდო, თავი დაუკრა, თვალი ხარბად მოავლო და გატრიალდა. გული მიეწურა ქალს: მოსალმება ნდომია მე კი თავის არიდება ვცადეო. იმ საღამოს ქალი ეზოს საქმეს რომ მორჩა და შინ შევიდა, სტუმარი ეწვია! მუნჯი ატუზული იდგა ზღურბლზე.
-რით დაგეხმარო?
მუნჯი აზმუკუნდა, მაჩვენებელი და შუა თითი ტუჩებთან მიიტანა...
-ა, სიგარეტი გინდა?
-უუუ,– თავი დაუქნია გაბადრულმა და მხრების აჩეჩვით და გულზე ხელის მიდებით ანიშნა, მიყვარს და რა ვქნაო. გაეღიმა ქალს: აბა მე სად მაქვს სიგარეტი, არც ვეწევი და არც ქმარი მყავსო.
-უუუ,– მუნჯმა პატარა ბავშვივით ზმუკუნით ამოისრისა თვალები.
-ხო,ხო ცუდია ქმარი რომ არ მყავს-მიუხვდა შინაბერა. მუნჯმა ქალს თავი დაუქნია ხელები გაშალა, მერე შუა თითი ყურზე მიიკაკუნა და ჰაერში ცერა თითი აათამაშა, –რა კარგია რომ ჩემი გესმისო. იმ დღის შემდეგ ქალი ყოველთვის ყიდულობდა მუნჯისთვის სიგარეტს და მისი მადლიერი თვალების მზერით ხარობდა. მუნჯიც აღტაცებით ღმუოდა და პირდებოდა საქმრო უნდა გაგაცნოო. ხელით უღწერდა როგორი იყო,რა სიმაღლის რა სისქის, ულვაშებზე რომ მიდგებოდა საქმე, მუნჯს სიცილი უვარდებოდა, მის სიცილზე შინაბერაც უნებურად იღიმებოდა... ცნობისმოყვარეებს ვერაფრით გაეგოთ ეს მუნჯი ქალი რას უყვებოდა, ასეთი აღტაცებით რომ იცინოდა ერთიცა და მეორეც? ის რომ სცოდნოდათ მუნჯი ქალს საქმოს გაცნობას პირდებოდა, ნეტავ რას დამართებდნენ საბრალოს? ის კი იყო თითონაც კარგად ხალისობდნენ, როცა მუნჯი საკუთარ გაწელილ ლანდს დაზდევდა და გამეტებით ურტყავდა ჯოხს, ირგვლივ შემოესეოდნენ და სიცილით ძირს ხოხავდნენ. ვაი მაშინ ,თუ უეცრად შინაბერა ჩამოივლიდა, უცებ დაიშლებოდნენ, მურჯიც ამ დროს გულმიცემული მათკენ გადააფურთხებდა, სახეს ზიზღით დამანჭავდა, მერე ხელს გაბადრული სახით ქალისკენ გაიშვერდა და ორივე ხელის გულს გულზე მოისმევდა- ყველანი მეზიზღებით მარტო ეს მიყვარსო... შინაბერა დატუქსავდა ხოლმე მოსეირეებს, ენა თუ არ აქვს გული ხომ აქვს რატომ დასცინითო, მაგრამ გული მათ არ ჰქონდათ და სხვა როგორ შეეცოდებოდათ?
იმ დღის მერე მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გაისმა ქალის სახლში მონატრებული დაკაკუნების ხმა. მუნჯს ხელი ჩაებღუჯა სწორეთ ისეთ კაცზე,როგორსაც აღწერდა ხოლმე და ქალისკენ მიექაჩებოდა. -უუუ,– აი მოგიყვანეო კაცზე ანიშნა შინაბერას და დაიმორცხვა. ორივემ მორიდებით ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი, მუნჯმა თვალებზე ხელები აიფარა, ეზოში გაიქცა და იქიდან დაიწყო ჭვრეტა...
ქალმა და კაცმა იმედის თალით შეხედა ერთმანეთს და თვალი მუნჯისკეენ გააპარეს, რომელსაც ფეხი ფეხზე გადაედო და კმაყოფილი სახით ქაჩავდა სიგარეტს.
ასე გაიყო მუნჯისა და ქალის გზები. ქალი წავიდა სხვა მხარეში... და თქვენ თუ ფიქრობთ რომ, სხვა მხარესა და გარემოს შეუძლია ადამიანში იმ თვისების მოშლა ზემოთ რომ ავღნიშნე და ცამაც დამიმოწმა, ძალიანაც სცდებით. ყველამ დაძრახა ქალი, რაღა დროს ამის გათხოვება იყო, ამ კაცს თავის თავის შენახვა არ ყოფნიდა, რომ დაემატაო, მაგრამ როცა შეიტყვეს საბრალოს შვილი აღარ ეყოლებოდა, რადგან ზუსტად იმ დროს როცა შეუღლდა გადამეტებულ სიხარულზე ქალობა დაკარგოდა, ყველამ გულზე დაიკრიფა ხელები და ქალს დახმარება შესთავაზეს. არც აქ არავინ გაიკარა და არც საკუთარი ჭირი გაამჯღავნა ვინმესთან, ეგ იყო, მუნჯის მიუსვლელობას განიცდიდა... ქმარმა მოუტანა ამბავი, სოფლელებს უჩივლიათ, ბავშვებს ერჩის ქვებს ესვრის და საგიჯეთში გამოუმწყვრევიათო.
ცხრა თვის შემდეგ, შუაღამეს, ცოლ-ქმრის მყუდროება კარებზე ბრახუნმა დაარღვია. კაცს შეეშინდა ვინმე ოხერი არ იყოს თუ საქმე აქვს დილით გვესტუმროსო, მაგრამ როცა ბრახუნი არ შეწყდა და ცოლიც ჩააჯინდა, –გავუღოთ იქნებ ვინ არისო, თოფი მოიმარჯვა და სახელურს ბურდღუნით დაწვდა, გააღო თუ არა კარები კბილებში გამოცრა –ფუ შენიო, და გველნაკბენივით სახლი შევარდა...
მუნჯი გაბადრული იდგა კარებთან და გაოცებით გახევებულ ქალს ხელით ანიშნებდა სიგარეტი მომეციო. –სად იყავი, საგიჯეთში?–სინანულით კითხა ქალმა და სიგარეტი გაუწოდა.
–უუუ, –თანხმობის ნიშნად დავი დააქნია მუნჯმა, მერე, ხელი ზემოდ აწია, მაჯაზე შერჩენილი მსხვილი თოკი დაანახა და მეორე ხელით პატარა დასაკეცი დანა ამოიღო გულისპირიდან.
-გამოიქეცი? -უუუ, -მუნჯმა თავი დაუქნია, და ქალს ხელი გულზე მოუთათუნა. -ჩემს გამო?
-უუუ, ხა,ხა,ხაააა...– თავი დაუქნია მუნჯმა და გულისწამღებად გადაიხარხარა...“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent