შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ მოკვდები (თავი 7)


10-10-2016, 18:33
ავტორი სატი
ნანახია 1 963

-ანდრო მე არ ვხუმრობ მემგონი სერიოზულად არ გაწყენდა ეხლა ექიმთან წასვლა ამმდენი ყვირილისგან მეც და ნიკაც დავიღალეთ
-ესე ხდება ამას ნერვოზი არა ნერვიულობა ეწოდება ლაშა ექიმთან აი ამ კრეტინს ჭირდება მემგონი წასვლა.
-ანდრო რატომ არ შეგილია ერთხელ დაგვიჯერო შენი სიჯიუტე ცვეტში მღლის და მინდა ხოლმე რომ გთხლიშო(ლაშა)
-ლაშა არ მოკეტავ და ნიკასნაირად ეგდები ლოგინში
-ანდრო შენზე არანაკლებ პატარა ვარ და მაქვს უფლება მოგცე რჩევა ახლა კი დავრწმუნდი რომ ნამდვილად ფსიქიატრი გინდა.
-ლაშაა ნუ ცდი ჩემ მოთმინებას
-აი რაზე ლაპარაკობს ლაშაა ანდრო ყველაფერზე ნერვები გეშლება
-მოიცადე რაა... არ მინდა არანაირი ექიმი კარგად ვარ ანის გამო ვნერვიულობ თქვენნაირი ბანალური ვერ გავხდები ერთი სიყვარულის გამო იხრჩობს თავს მეორე მამის გამო ტაკ შტო ჩემზე არაა ეხა ლაპარაკი. კაროჩე ხვალ ლიკა გადმოდის ჩვენთან საცხოვრებლად.
-რა ვის ოთახში?-გაიკვირვა ნიკამ
-ანისაში-ირონიულად გაუღიმა ანდრომ-ვისაში იდიოტო. ჩემსაში.
-აუ ღამე არ იხმაუროთ-ანდრომ ბალიში ესროლა ლაშას და ოთახში გავიდა.
ამ დროს ანი დეიდამისთან ერთად საავადმყოფოში.მამამისმა მიაკითხა ლაშას მიწერილი ჰქონდა უკვე მისამართი. მაგდასთან ერთდ შიგნით შევიდა.
-ანი შვილო?
-…ნიკოლოზ?
-მე ვარ შვილო
-ანი მამაშენი გახსოვს?
-მე... ნიკოლოზ... მახსოვს
-ნიკოლოზს რატო მეძახი შვილო
-ეხლა არ მაქ ამაზე ლაპარაკის თავი. გთხოვთ დაგვტოვეთ-ახედა მაგდას
-ახლავე
მადგამ ჩანთა აიღო და გავიდა.
-არაფერი გახსოვს?
-ნიკას და ერთი მეგობრის გარდა არავინ. რატომ მოხვედი
-მომენატრეთ შვილო მაგდას შევხვდი თბილისში ეხლა ჩამოვედი აქამდე მოსკოვში ვმუშაობდი. როგორც კი გავიგე რომ დედაშენი საქართველოში არაა და ანდროს აქვს გაფორმებული თქვენზე მეურმეობა დედათქვენის მაგივრად მაშინვე გადავდავწყვიტე ჩამოსვლა
-და რა ეხლა ჩაგეხუტო?
-არა მაგას არ ველოდები. ისე ზედმეტად გავხარ ანდროს.
-ანდროს?
-შენ ძმას არ გახსოვს?
-არა.
-მე სუ სხვა რამე მგონია
-რა გგონიათ
-რომ შენ უბრალოდ... არ გინდა გახსენება არა იმიტომ რომ უკვე გახსოვს და არ ამბობ. მგონია რომ მან სიყვარულის გამო ბევრი გატკინა
-თქვენ ფსიქოლოგობაც დაიწყეთ ბატონო?
-ფსიქოლოგი ვარ
ანი გაჩუმდა.
-ანი ვიცი რომ თუ ძალას დაატან ყველაფერი გაგახსენდება შენ სუსტი არ გაზდილხარ და არც ბუნებით ხარ სუსტი და რატომ მოირგე სისუსტე ვერ მივხვდი. მოგწონს პატარა ბავშვივით რო დაჰყავხარ ყველას აქეთ იქით? თუ ისევ დაგრჩა რაიმე ძალა გამოაჩინე და დაუმტკიცე ყველას რომ სუსტი არ ხარ.ეხლა წავალ ალბათ გადაღლილი ხარ და ისედაც ბევრს იჭ....ტ ტვინს რაღაცეები გახსენდება. აბა შენ იცი შვილო
-მოიცადე. ვინ გამოგგზავნა?
-ლაშამ, ანი შენ ჩემი მხრიდან კიდევ ერთი უფროსი ძმა გყავს თუ გაცნობა მოგინდება მითხარი, მას ძალიან უნდა შენი გაცნობა პატარაობიდან სუ შენ სურათებს ვანახებ. მემგონი ერთხელ ერთ სკოლაშიც მოხვდით მაგრამ ის 3წლით უფროსია. დათი ქვია. -მერე გავიდა ბატონი ნიკოლოზი.
-გამაცანი. ხვალ
-აუცილებლად-მერე გავიდა
ანი გაკვირვებული მიჩერებოდა კარს. მართლაც დიტო ახსოვდა, ნიკაც და მამამისიც რომელიც დიდიხანია არ უნახია. აბა ვეღარ მიხვდა ანდროს და ლაშას რატომღა ვეღარ იხსენებდა. თვალები დახუჭა და სცადა გაეხსენებინა რაღაც მომენტები მაგრამ ნიკას გარდა სახლში სურათებს ვერ იხსენებდა. არანაირი ანდრო და ლაშა ტვინში არ ჰქონდა. ამ დროს დიტოც პალატაში ესე იყო. იწვა და გადასხმის გამო არავინ უშვებდა პალატიდან თან არ უნდოდა ანის დანახებოდა ესე, ეშინოდა რამე არ გაიგოსო. როგორც იქნა შემოვიდა მამამისი.
-მა ანისთან უნდა შევიდე მოხსენი ეს იდიოტობა
-ანისთან ვერ შეხვალ
-ვითომ რატომ მიკრძალავ?
-არა იმიტომ რომ ანდრომ აკრძალა ანისთან შენი შეშვება
-რააა? ჩემი შეშვება? მაგისიც.!!!
-დიტო მშვიდად გითხარი არ გადაეჩეხო თქო, ანდროს სერიოზული პრობლემები აქ, 3თინეიჯერის აღზრდა აწევს როცა თვითონაა ბავშვი, ნერვოზი დაემართოს რამე არ გადაეღობო გზაზე
-და მე მალე მოვკვდები და ანის ვეღარ ვნახავ!!!!
-დიტო შენ რა... ანი შეგიყვარდა?
-რეებს ბოდავ მამა რამდენჯერ გითხრა ფეხებზე სიყვარული თქო, არც ცოლი მინდა და არც ნამდვილი შეყვარებული.
-კარგი, ჰო რას მეჩხუბები უბრალოდ ესე არცერთ გოგოზე არ გაგიჟებულხარ და გოგო მეგობრებიც არ გყავს. შენ... შემთხვევით ის ხომ არ ხარ?
-მამა ეხა პიდარასტიც გავიჩითე? სუ გააფრინე? რა პიდარასტი. გაგიჟდი რადგან ცოლი არ მინდა გეი ვარ?
-კარგი დიტო რა დაგემართა გეკითხები და მეჩხუბები
-რას მეკითხები პიდარასტი ხარ თუ არაო არ გეჩხუბო? გაგიღიმო და თავი დაგიქნიო კი თქო?
-მოიცა რა. მოგხსნი ამ გადასხმას არ გინდა ცოტახანი კიდე იწვე?
-რა ვიწვე კაი რა
-ბიჭებს დაურეკე გამოიყვანე აქ და იყავით
-ხო საავადმყოფოს პალატაში გავერთობით ძლივს დავამთავრე ეს წყეული ქიმია და ეხლა მეუბნები კიდე აქ ეგდეო? ძლივს თითქმის მოარჩინეს ეს ავადმყოფობა და უნდა ავღნიშნო
-დიტო ხომ იცი ეს არ იკურნება... უბრალოდ ანელებენ დიდიხნის განმალობაში
-ვიცი ადრე თუ გვიან მოვკვდები გასაგებია. ეხა წავალ?
-დიტო იცოდე არ მოგხსნი თუ დალევ შეგამოწებ
-აუ ვიცი მამა ნუ წაიღე ტვინი რააა.
-დედაშენი ჩამოვა ხვალ?
-ჰა რა უნდა აქ!!
-რა რა უნდა ჩემი ცოლია და დედაშენი დიტო
-კი კი
-დიტო ნუ მიშლი ნერვებს მორჩა!!! ნუ წევ ტონს ჩემზე!!!
დიტო გაჩუმდა
-ხო კაი ბოდიში... მეც... მალე რა
სანდრომ მოხსნა დიტოს პეპელა და გაუშვა, ის მაშინვე მეგობრებთან წავიდა. ანი კი პალატაში უაზროდ მიჩერებოდა კარს და ელოდებოდა ანდროს, ლაშას, დიტოს ან ნებისმიერს რომ მოსულიყო ისე მოიწყინა მაგრამ ექთნის გარდა არც არავინ შესულა იმ ოთახში. ანდრო და ლაშა ნიკას საქმეებით იყვნენ დაკავებული. ანიმ ტელეფონი აიღო და სურათების დათვალიერება დაიწყო. პროფილზე მისი და რატის ფოტო ეყენა.
http://favim.ru/image/2230812/
შემდეგ კატოსთან ერთად.
http://www.vanityfair.com/hollywood/2016/04/olivia-de-havilland-joan-fontaine-sibling-rivalry
ძმებთან პატარაობის ფოტო და ასე შემდეგ.დიტოს ანისთან არ უშვებდნენ, ანი 3კვირა კიდე საავადმყოფოში იწვა. გაიცნო მისი ძმა რომელიც ძალიან შეუყვარდა რაზეც ანდრო არანორმალურად ეჭვიანობდა, ამის გამო სულ ჩხუბობდა ანის რატი გაახსენდა მეტი კი არავინ. რაზეც ნელ-ნელა ლაშასაც ეკარგებოდა მოთმინება. რაც შეეხება ნიკას, ლაშამ და ანდრომ მოუგვარეს საქმე შეყვარებულის მამასთან. ლიკა უკვე 3კვირა იყო რაც მათთან ერთად ცხოვრობდა. დიტოს ჩვეულებრივად უკრძალავდნენ ანის პალატაში შესვლას, რაც ანი ძალიან წყინდა მაგრამ მას არაფრის გაკეთება შეეძლო. თერაპიის მეშვეობით უკვე სიარული შეეძლო, მაგრამ იყო მაინც რაღაც გართულებები და დისლექსია. სიარული უკვე შეეძლო მაგრამ 1კვირა ისევ წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, ანიმ გადააკეთა ესე თორე 2კვირა ჰქონდა დანიშნული. საავადმყოფოში ყოველდღე ნახულობდა მას მისი კლასი მაგრამ მაინც არავინ გაახსენდა. 1კვირაში დაპირდა მამამისი სკოლაში გაგიყვანო. იმასთანაც ასე თუ ისე დაახლოვდა, ლაშაც დაახლოვდა. მხოლოდ ნიკა და ანდრო უცხოობდნენ ზედმეტად. საღამოს როდესაც ანი მიიყვანეს სახლში, ანიმ და ლაშამ გადაწყვიტეს ოჯახური საღამო მოეწყოთ. ლაშა და ნიკა კარგად ეწყობოდნენ დათის. აი ანდრო კი არავის არ ეწყობოდა,მიუხედავად ამისა დათანხმდა ვახშამზე ანის გამო. მიიყვანეს სახლში ანი. ყველა ძალიან თბილად დახვდა დასხდნენ მისაღებში და ნიკოლოზის და დათის მოსვლას დაელოდნენ. ნიკამ იმდენი იჩალიჩა ანის თხოვნის გამო სანდრო და დიტო დაპატიჟე მადლობა გადავუხადოთო რომ დაიყოლიეს ანდროც. ამიტომ დიდი სუფრა ჰქონდათ გაშლილი. დათისაც ერთი სული ჰქონდა როდის გაიცნობდა ამ დიტოს, რომ ან მალე მიებეგვა ან ნებართვა მიეცა მის დასთან ყოფნის. ის ანის აჯავრებდა ხოლმე შენ უკვე გიყვარსო. ეუბნებოდა როცა შენ ფეხზე დადგები მე შენ და დიტო სადმე წავიდეთ წესიერად გამაცანიო, ასევე მას უნდოდა ანისთვის კალათბურთი ესწავლებინა. ცოტახანში მივიდნენ დათი და ნიკოლოზიც. ლიკაც შესაბამისად მათთან ერთად იყო. შევიდნენ სამზარეულოში.
-რაღაც დიტო და სანდრო აგვიანებენ-სახე შეეცვალა ანის
-ხო შენი შეყ...-ანიმ დათის მხარი გაჰკრა
-რა იყო დათი?-წამით გახედა ნიკოლოზმა
-ა.. არაფერი. მალე მოვლენ ანი-ღიმილით გახედა დათიმ
-ანი დიდიხანი არ შეილება შენი ესე ყოფნა ერთ საათში ისევ დაწვები
-ექიმმა თქვა დღეში სულ 20წუთი რომ იაროს არაფერი მოუვაო ოღონდ შესვენებით და სახლშიო და ისიც თუ საჭირო იქნებაო და ეხლა ვზივარ ნუ წამიღებ ტვინს
-არ გახსოვს კიდე არაფერი?
-არა... ჯერ.
-ანდრო. გამო ორი წუთი დანარჩენი რაღაცეები შემოვიტანოთ-გაიყვანა ლიკამ
-რა გინდა
-გამოდი
ანდრო ბუზღუნით გაყვა ლიკას სამზარეულოში.
-ანდრო რატო ხარ ესეთ ნერვებ მოთხრილი?
-იმიტომ
-ანდრო... კაი რა ცხოვრებაში ერთხელ დაივიწყე საზრუნავი. მე და შენ რომ სახლი ვნახეთ დიღომში ხო გახსოვს. კერძო. მოკლედ ბანკიდან მოვიდა დღეს წერილი რომ ჩვენ კრედიტზე დათანხმდნენ და სახლი ჩვენიააა!!
-ვაა რა კაია ლიკუშ.
-კიდე რაღაც უნდა გითხრა
-რა
-მემგონი... ფეხმძიმედ ვარ
-არაა!!! არ არსებობს
-რა არ გინდა?
-პირიქით აუ რა მაგარიააა, ჩემო ცხოვრება, ჩემო სიცოცხლე!!!! აუუუ!!!!! როგორ მიყვარხარ-ყვირილი ატეხა ანდრომ. ხელში აიყვანა ლიკა და დააბზრიალა-რამდენი ხანი
-1კვირის სულ.
-ვუთხრათ ყველას მთელ სამყაროს დაჟე ამ დათის და დიტოს
-კაიიი.
კარზე ზარი გაისმა, ანი წამოხტა გასაღებად მაგრამ ლაშამ პირდაპირ სკამზე მიუთითა დაეტიე სადაც ხარო. მამამისმა ხელი მოკიდა და ნელა ისევ დასვა. ანი გაბრაზდა ესე უსუსურად რო ექცეოდნენ. ლაშამ კარი გააღო და სანდრო შემოვიდა. ანის იმედი გაუცრუვდა დიტო რომ არ დახვდა,მაგრამ სანდროს დანახვა მაინც ეამა.
-ანი როგორა ხარ-სანდრო გადაეხვია ანის
-კარგად სანდრო. შენი დამსახურებით. დიტო სადაა
-დიტო, ვერ მოახერხა მოსვლა და ბოდიშს იხდის. დედამისი ჩამოვიდა და დიდიხანია არ უნახვას
ანიმ იცოდა რომ დიტო დიდად არ გიჟდებოდა დედამისზე და რაღაც ხდებოდა,გული ცუდს უგრძნობდა. ყველა დაჯდნენ. ანდროს უსაზღვროდ უყვარდა სანდრო რადგან მან და გადაურჩინა და მთელი საღამო ძალიან კარგად ექცეოდა. ცოტახანში ანი წამოდგა.
-რაარი
-ცოტა შეუძლოდ ვარ ოთახში გავალ
-მე გაგიყვან-დათი ადგა
-ფრთხილად გაიყვანე-გადახედა ანდრომ
-წამლებს ხო სვამ ანი?
-კი კი სანდრო
დათიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ანისთან ერთად საძინებელში გავიდა.
-რა დაგემართა
-რატო არ მოვიდა დიტო
-რავი მე
-არა.. ის უნდა მოსულიყო საავადმყოფოში ყოველდღე დადიოდა... იქნებ ვაფშე ვეცოდებოდი-ანის ცრემლი წამოუვიდა, დათიმ მაშინვე მოწმინდა
-არც გაიფიქრო ეგ. მორჩა მივბეგვავ ამ ტიპს. შენ ძმებსაც ვეტყვი ერთად მივბეგვავთ
-არა სანდროს შვილს ხელი არ ახლოთ მან მე გადამარჩინა
-ანი ნუ ტირი რა არ შემილია ესეთ რო გიყურებ
-მე...
-ვიცი გიყვარს.
-რატო მომექცა ესე
-ანი, რას გეუბნებოდი სუსტი არ ხარ. ხარ ჩემი ძლიერი.
ამ დროს ლაშა შემოვიდა.
-როგორ ხარ? რა გატირებს გოგო
-დიტო რო არ მოვიდა-ახედა დათიმ
-ოო შე სულელო გული გამისკდა მეთქი რამე ტკივა. მივბეგვოთ?
-არა. სანდროს ხელს შვილი არ ახლოთ
-სანდროს ხელს შვილი არ ვახლოთ?
-პირიქით ხო პრობლემები მაქ ლაპარაკთან
-დაიკიდე არაფერიც არ გაქ პრობლემები გადასარევი გოგო ხარ და იმ დიტოს თუ ბიტოს არ ვიცი რას ვუზამ.
ამ დროს ნიკაც შემოვიდა.
-რა ხდება ტო რა გატირებს.
-აუ მეზარება ახსნა
ანდროც შემოვიდა.
-ჰე გამოდით ეხლა რა ხდება ანი?
-არაფერი
დათიმ ისევ თავიდან ახსნა, ანდრო გაგიჟდა გაბრაზებისგან. მერე ოთხივე წამოდგა და ანის წინ დაუდგა.
-ანი ადექი მაგ იდიოტი დიტოს გამო შენ არ იტირებ(ნიკა)
-ჯერ კედელს მივაჭყლიტავთ(ლაშა)
-თავს მოვაძრობთ(ანდრო)
-და ვაჭმევთ მაგის შეყვარებულს(დათი)
-არა, დაანებეთ თავი.
-ანი გამოდი სანდრომ გადაგარჩინა მის გამო მაინც გამოდი(ანდრო)
-არ მესმის სანდრო ესეთი კაი კაცია და მისი შვილი ნაძ****(ანი)
-ანი!!!!ენა დაიმოკლე რაც არ უნდა იყოს ეგეთ სიტყვებს ნუ ამბობ თორე ამოგაძრობ ენას-წამოხტა ანდრო. ლაშამ და დათიმ ისევ დასვეს.
-წყნარად. არ იტყვის-დაამშვიდა დათიმ
-არ მინდა თან სანდროც მალე წავა.ცოტა ფეხები მტკივა, დავწები რა.
-კაი მიდი თუ დაიღალე(ლაშა)
-რა დაიღალა გამო რა ან(ნიკა)
-ნიკუშ გთხოვ რა გამიგე(ანი)
-კაი წამოდით(დათი)
სამივე გავიდნენ. ანის უცებ სახე გაებადრა.
-რა რას მიყურებ
-ანდროო, ანდრიუშააააა. მე ანიააა ვარ შეეენიიი
თვალები გაუბრწყინდა ანდროს და გადაეხვია.
-ვიცოდი რო გახსოოვდიიიიი
-ლაშაც გამახსენდააააა.
-აუ ანიააა ისე გამახარე რო რავი,
-ნუ გამჭყლიტეეე.
-კაი ხო დაწექი-ანდრომ მალე დააწვინა-იძინებ უკვე?
-ხო გვიანია
-მეგობრები არ გაგახსენდა?
-რატი ხო მახსოვს და კატოზეც მახსენდება რაღაცეები მაგრამ დედაზე ვაფშე არაფერი მახსოვს
-არაუშავს არაა საშიში, იქნებ არც არის საჭირო.
-ალბათ...
ანდრომ აკოცა შუბლზე ანის და გასვლის წინ კართან როცა იდგა შემოხედა და უთხრა.
-სიგარეტს თავი დაანებე, თორე აგახევ სიფათს დაიკო-გაუღიმა, ანი გაწითლდა-ჯერ ესე გეტყვი მერე გადავალ მოქმედებაზე, სუნი აგდის მივხვდი-ანდრო გავიდა და კარი გაიხურა.
-როგორაა(სანდრო)
-კარგადაა გადაიღალა. დიტო რას შვება მოუბოდიშე ჩემგან ადრე რო ავუკრძალე შემოსვლა ანის მეც და ლაშაც ეხლა გავახსენდით
-რაა მართლა? შევედი მე
-მოიცა ძინავს უკვე
-აა.. კაი აუ რა მაგარია
-კარგია. დიტო არი რა.
-რას ქვია არი რა-დათი ჩაეძია
-არ გვინდა ეხლა ამაზე ლაპარაკი(სანდრო)
-სანდრო გვითხარი რამე დაემართა? შენ ყველაფერში გვეხმარებოდი ჩვენი ჯერია(ნიკოლოზი)
-ბატონო ნიკოლოზ, ჩემ შვილს კიბო აქვს. დიდიხანია მას ებრძვის, ახლა კი შედარებით მძიმედ არის და საავადმყოფოში წევს 2კვირა.
-სანდრო რატომ აქამდე არ გვითხარი-ყველას გაუკვირდა და ამავდროულად ეწყინათ
-ანი დაახლოვდა მასთან და არ მინდოდა მისთვის გული მეტკინებინა არ უთხრათ ძალიან ინერვიულებს და ეს ეხლა მისთვის არ შეილება
-რა თქმა უნდა მაგრამ.. ხომ არ კვდება?
-არა, არა. ვფიქრობთ რომ ისევ ქიმია დავიწყოთ თუ მედიკამენტებით წინსვლა არ იქნება. მეჩქარება ამდენი ხანი ვერ დავტოვებ მადლობა რომ მოიკითხეთ
-მადლობა რო მოხვედი სანდრო
გააცილეს სანდრო და ნიკოლოზიც და დათიც წავიდნენ. ნიკა და ლაშა ოთახში შევიდნენ. ისინი ერთ ოთახში იყვნენ მხოლოდ ანდროს და ლიკას, ჰქონდათ ცალკე ოთახი და ანის.
გამომრჩა დამეწერა რომ დათის დედა გარდაცვლილია და იმიტომ თქვა ნიკოლოზმა ცოლი არ მყავსო.
***
მალე ანიმ სკოლაში სიარულიც დაიწყო, პირველ დღეს დილით ადრე ადგა. სამზარეულოში გავიდა და ყავა მოიდუღა და მაგიდასთან დაჯდა. აიღო სიგარეტი ხელში და ფანჯარა გააღო. პირში ჩაიდო, მოუკიდა და მოწია. სახეზე ღიმილი გამოესახა, ამ დროს ნიკა შემოვიდა და ანის გული კინაღამ გადაუტრიალდა.
-რას სჩადიხარ-ისე უთხრა არც შეუხედავს პიჟამო ეცვა, კარადა გამოაღო და ჭიქა აიღო-დაყრუვდი?
-მე... ცდას ვატარებ
-როგორ მოკვდე ადვილად? კაი ცდაა-ნიკა მივიდა და გამოართვა სიგარეტი და ჩააწვა საფერფლეში, მერე კოლოფს მოკიდა ხელი და თვალწინ აუფრიალა-ეს, უფრო მალე მოგიღებს ბოლოს ვიდრე შენ წარმოგიდგენია-მერე ისროლა ნაგვის ყუთში.
-ანდროს ეტყვი?
-ანი, ნუ ხარ ესეთი ბანალური ანდრომ იცის პროსტა ელოდება როდის დაამთავრებ ან არ იცის და დებილია. ორივე კარგად ვიცნობთ ანდროს, კაროჩე არ გინდა რა.
-მე მეგონა მეჩხუბებოდი
-აზრი აქვს რო? ანდროს უკეთ გამოდის მარა მაინც გთხოვ არ გინდა. დიტოსგან რამე ისმის?
-ვაფშე არაფერი, სპორტზალში წავალ იქნება და იქ იყოს
-დატვირთვა არ შეილება ჯერ
-ვიცი სავარჯიშოდ არა ისე. ადრე სადაც ვიყავი საავადმყოფოში.
-კაი რატო ადექი ესე ადრე
-მოვემზადო უნდა
-აა... მე გაგიყვან
-ირაკლი და ლაზარე მოვლენ
-ირაკლი და ლაზარე ვინ არიან?
-ჩემი კლასელები
-არ ვიცნობ მე? როგორ მოხდა ეგ
-მოხდა. მალე საატესტატოები მაქ შენც ამთავრებ ხო სკოლას
-აბა რა. 4გამოცდაღა დამრჩა და ჩათვალე რო მეც დავამთავრე სკოლაა
-მაგარია. პროსტა 4უფროსი ძმა აღარ მაწყობს
-უფრო ადვილი იქნება შენი თვალთვალი ხო-გაიცინა ნიკამ-ჩვენთვის უკეთესი
-რათ გინდათ ჩემი თვალთვალი
-რავი რამე სისულელე რომ არ ჩაიდინო
-არ ჩავიდენ
-ხოდა რაა სანერვიულო
-არ გაბედო და ჩემ კლასში არ შემოხვიდე პირველკლასელი მგონია ჩემი თავი როცა მამოწმებ
-არ შეგამოწმებ ხო დაწყნარდი მომავალ წელს შენთითონ იქნები უკვე გამოსაშვებზე
-ხოდა კაი. დღეს დათი მომაკითხავს და გვიან მოვალ
-ან არ გინდა ამდენი სიარული
-აუ კაი რა 10დღე გავიდა უკვე. რამდენსაც მინდა იმდენს ვივლი 2თვეზე მეტია ვგდივარ ლოგინში მეყოფა.
-არ გეყოფა ეს გამოსაჯანმრთელებლად კიდე 1თვე გამოსაცდელიაო ექიმმა
-მარა შეულია იაროს სკოლაში
-კაი ხო. მე გავედი
-სად მიდიხარ
-ნინო უნდა ვნახო
-დღეს მაგდა მოვა სადილის გასაკეთებლად ლაშა არ იქნება.
-კაი. ჭკვიანად-ნიკა წავიდა. ცოტახანში ლაშამაც და ანდრომაც გაიღვიძეს. გამობაჯბაჯდნენ ოთახებიდან, ერთმანეთს შეხედეს აათვალიერ-ჩაათვალიერეს და სამზარეულოში გავიდნენ. ყავა აიღეს და ზომბებისავით ჩამოჯდნენ სკამზე, ორივეს ჩაშავებული ჰქონდა თვალები.
-კარგად არ გეძინათ?
-ლიკას მთელი ღამე აღებინებდა და მე მაგიტო
-მე კიდე ნიკამ არ დამაძინა ნინოს ელაპარაკებოდა
-და... აი კაია ცალკე ოთახი
-შენ რატო ადექი ადრე-გახედა ანდრომ-რა სუნია ჰა ანი?
-რავიცი მე ეეტყობა გარედან შემოვიდა
-შენ ტყუილისთვის გაფრინდები გარეთ ბოლოჯერ გაფრთხილებ სიგარეტს შეეშვი
-რა გოგო სიგარეტს ეწევი? სუ გამოთაყვანდი? შენ მდგომარეობაში? საცემია ეს გოგო!!!
-წყნარად ლაშა, ნუ უყვირიხარ. არ გამოვა ეგრე არაფერი. ცვეტში მართლა გეუბნები შენ ხო იცი რო მე არ ვხუმრობ ხოდა მართლა შავ დღეს დაგაყრი და სახლიდან პროსტა ფეხს ვერ გაადგამ.
-მაგასაც ვნახავთ-ანი გაბრაზებული ადგა
-დაჯდააა. არ მითქვამს ადექი თქო. სკამზე ისე. სიძეწ
ანი დაჯდა.
-რა გინდა რას გადამეკიდე ნუ. რას არ მანებებ თავს
-იმიტომ რომ შენი ძმა ვარ!! 4უფროსი ძმა გყავს და ჩვენ შეილება ერთს რაღაც დაუმალო მარა ოთხივეს ვერ მოგვატყუებ. მიეჩვიე რო ტყუილი ჩვენთან არ გავა. ეხა წადი არ დააგვიანო.
ანი ადგა და წავიდა.
-როგორ ახერხებ მასწავლე იქნებ ნიკასთან გამოვიდეს.
-მე დაველაპარაკები მაგას. დღეს უნივერსიტეტში არ მიდიხარ?
-არა ვითხოვე გათავისუფლება მაგრა გადავიღალე
-რამ დაგღალა ლექციებზე ჯდომამ?
-აუ რავი თან მერე სამსახურში უნდა გავიდე
-ნუ ზარმაცობ ლაშა. საქმე პირველ რიგში წადი ჩაიცვი ეხა ლიკაც გაიღვიძებს. კაროჩე რა, 5ადამიანს აჭამე ეხა. ვაფშე ჩვენ ახალ სახლში გადავალთ ბავშვი რო გაჩნდება ან მალე კიდე.
-რა პონტში ტო გამოშტერდი? ანი მერე.
-მოვალ ხოლმე რა დაგემართა, ანის დაგიტოვებთ აბა თქვენ იდიოტებს? დავრჩები ხოლმე. პროსტა ლიკას უტყდება რა ეხა ესეთ სიტუაციაში აქ ცხოვრება ორი ამხელა ბიჭი ხართ და ანისთანაც უტყდება ტაკ შტო ესე. ანის ჩემთან დავიტოვებ ხოლმე ეს 4წელი მე კიდე ვერ მომიშორებს და მერე ალბათ ქმარიც ეყოლება რო დაამთავრებს უნივერსიტეტს, ბევრი ბევრი წლის მერე. არა 22წლის ასაკში.
-ოხ ანდრო, ანდროო. შენ რო არ გქონდეს მეურმეობა ნიკოლოზი მოუვლიდა ანის და ანი ვაფშე მიშვებული იქნებოდა.
-ხო ვაფშე რთულია თქვენი აღზრდა ტო. კიდე კაი აქამდე ციხეში არცერთი არ მოხვდარხართ. ეგ პროგრესია მე მეგონა საბოლოოდ ეგრე დაამთავრებდა ნიკა შენ კიდე სადმე ნერდულ საზოგადოებაში ყ****ში
-მაგარი წარმოდგენა გქონია ჩვენზე. ანიზე?
-ანი არ ვიცი და მაგრა ვნერვიულობ ეხლა არაფერი რო არ აქ სანერვიულო რეებს გააკეთებს წარმოდგენა არ მაქ ეხა რაღაცეებზე წინააღმდეგობები რო დაიწყოს არ შევარჩენ. ნიკაზე რთული აღსაზრდელი არ იქნება. ტიპს დღემდე ეშინია ჩემი.
-ეგ ხო.
-შენც გეშინიაა ჯერ მაინც პატარა ხარ
-რეებს ჩმახავ ანდრო რა მოწიე
-წესიერად. დროზე ჩაიცვი თქო შენი და და ჩემი საცოლე არიან ამ სახლში ნუ დადიხარ ტიტველი.
-ხო კაი ვაა
ლაშაც გავიდა.
-შენც გეშინია



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო.იმედია დიტო არ მოკვდება,თუმცა კივოს ვერავინ აჯობა სამწუხაროდ
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent