შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (18)


11-10-2016, 15:45
ავტორი annabelle
ნანახია 2 552

-მამაჩემმა დამირეკა!-ღიმილს ძვლივს იკავებდა.თვალები უბრწყინავდა.ისეთი მშვენიერი იყო იმ წამს, გადმოცემაც არ შემიძლია.
-რაა?-გაოცება ვერ დავმალე.
-ჰო.წარმოგიდგენია?-ჩაიცინა.ბედნიერი ჩანდა ამ სიახლის გამო.-უნდა,რომ სახლში მივიდე.
-ჯანდაბა!ეს... ეს შესანიშნავია!-ბედნიერებისგან,გაუაზრებლად წამოვდექი და მაგრად მოვხვიე ხელები კისერზე-ღმერთო ჩემო! თვითონ მან დაგირეკა? რა გითხრა? როგორი ხმა ჰქონდა? შერიგება უნდა?
-დამშვიდდი-საყვარლად გაიცინა და ხელი მსუბუქად დამიტყაპუნა ზურგზე.მხოლოდ ახლა გავიაზრე,როგორ მივწებებოდი მკერდზე.სწრაფად მოვშორდი და რაც შეიძლება შორს,ლოგინის კიდესკენ მივიწიე.
-არ ვიყავი წინააღმდეგი-მოჩვენებითი წყენით წარმოთქვა და გაიცინა.
-ბოდიში! ემოციების ბრალია-სიცილით ავუხსენი-შეგიძლია ყველაფერი მომიყვე?
-არ ვიცი რას ფიქრობს სინამდვილეში.მას სულ ერთნაირი ხმის ტონი აქვს.არც ის ვიცი რა უნდა.იქნებ მოკვლას მიპირებს-ჩაიხითხითა-მან თქვა,რომ შენც უნდა წამოხვიდე.
-რა?-წარბები შევკარი მოულოდნელობისგან.
-ჰო.უნდა,ბოდიში მოგიხადოს.ქორწილში,რომ არ გაგეცნო.
-ოუ! მე. მე არ ვიცი... ეს კარგი იქნება? უხერხულია და ჯანდაბა!..-ტუჩზე ვიკბინე.სიტყვებს უაზროდ წარმოვთქვამდი.
-ჰეი,ჰეი დამშვიდდი პატარავ-ხმამაღლა გაეცინა.,,ნერვული აშლილობის“ მიუხედავად მაინც დავინახე მისი ღრმულები ლოყებზე.ჩემსკენ გადმობრუნდა,ცივი ხელი მაჯაზე მომხვია და მისკენ მიმიზიდა.
-არ შემიძლია წამოსვლა-თავი გავიქნიე და ალყაში მოქცეული კურდღელივით გასაქცევი გზის ძიება დავიწყე.
-უარს არ იტყვი!
-დიახაც ვიტყვი!-თვალები დავაწვრილე.ვიცოდი ბოლოს მაინც დავთანხმდებოდი მაგრამ მაინც შევეწინააღმდეგე.
-მარტო ვერ გამიშვებ და ბოროტი,მშიერი ლომის ხახაში ვერ ჩამაგდებ! შენ ხომ დოქტორი უკეთილშობილესობა ხარ?-ჩაიხითხითა.
-აუტანელი ხარ!-ხელი მუცელზე მივარტყი.თავი მის მკერდში ჩავმალე.
-ნუ სულელობ-სიცილით მითხრა.თითები ნიკაპქვეშ ამომდო და მაიძულა მისთვის შემეხედა-წამოდი ჩემთან ერთად.გთხოვ!-მხოლოდ თავი დავუქნიე,არაფერი მითქვამს. ვერ ვიტან იმ ფაქტს,რომ არ შემიძლია მისთვის უარის თქმა.
-მადლობა!-საყვარლად გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა.მე მხარზე ჩამოვადე თავი და თვალები დავხუჭე.ქუთუთოები დამიმძიმდა...
-გაიღვიძე!-ყურში ჩამძახეს.სწრაფად გავახილე თვალები და იქაურობა მოვათვალიერე.მწვანე თმიანი ზემოდან დამყურებდა.თვალები დაწვრილებოდა და ტყჩები უცნაურად მოეღრიცა.-გეფიცები ერთხელაც ამ ტელეფონს დავამსხვრევ-ჩემი მობიური დამანახა,რომელიც ხმამაღლა წრიპინებდა.
-თუ გახსოვს შენ თვითონ მთხოვე დარჩენა-გამეცინა-მე კი მაღვიძარას გარეშე ვერ ვიღვიძებ!
-დილის შვიდი საათია.ჯანდაბა! გიჟი ხარ!-ამოიოხრა და ბალიშზე მიესვენა.
-ნუ წუწუნებ.დაიძინე,მეთვითონაც ვიცი გასასვლელი საითაა-ენა გამოვუყავი და წამოვიწიე.შევემზადე სანამ სააბაზანოში შევვარდებოდი.არ მინდოდა ზედმეტად მოკლე საღამურში დავენახე.სამამდე დავითვალე და რაც შემეძლო ჩქარა გავიქეცი.
-ეი! დოქტორო ბოროტებავ! დაგინახეე-სიცილით გამომძახა.
-საზიზღარი ხაარ!
-ჰო,ეგ უკვე ბევრჯერ მითხარი-ჩუმი ხითხითი მომესმა.აღარაფერი მითქვამს.წყლის ქვეშ დავდექი...
888
-მზად ხარ?-ნერვიულად წარმოთქვა შრეკმა და ცალი თვალით გადმომხედა-შენთვის არ მითქვამს რომ საოცრად გამოიყურები?
-მადლობა!შენც არ გამოიყურები ცუდათ-ტუჩზე ვიკბინე ღიმილის შესაკავებლად.მანქანიდან გადავედი და დაველოდე გვერდით როდის ამომიდგებოდა.მისი მსობლების სახლი იმაზე დიდი მომეჩვენა,ვიდრე ქორწილის დღეს.
-თუ მის სანადირო თოფს გადმოიღებს გაიქეცი,სანამ მე მესვრის შენ დროს მოიგებ-ჩაიცინა და მისი თითები ჩემსაში ახლართა.სასიამოვნო განცდა დამეუფლა ამ უბრალო ჟესტზე.თვალი ჩუმად გავაპარე ჩვენი ხელებისკენ.
-ნუ გეშინია-გავიცინე-წავიდეთ?
-ჰო.-მულტ.ფილმის გმირების მსგავსად ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და შესასვლელისკენ წამიყვანა.ზარი დარეკა და გამომხედა.
-ნუ ნერვიულობ შრეკ!-ყურში ჩავჩურჩულე.თითით ხელზე მოვეფერე,რომ ეგრძნო მასთან ვიყავი და არ ვაპირებდი მის დატოვებას.
საკეტის ხმა გაისმა,მერე ურდული ჩამოწიეს და კარი გაიღო.მწვანე კულულიანმა ხელი მომიჭირა და კართან მდგარ მიას მიაშტერდა.
-ღმერთო ჩემო!-დაიკივლა გოგონამ და ძმას მიეკრო.ვცადე ხელი გამეშვა შრეკისთვის მაგრამ,არ მაძლევდა ამის საშუალებას.
-გამარჯობა!-უხერხულად გავუღიმე მიას.მოულოდნელობისგან გამეცინა,როცა ხელები კისერზე შემომხვია და ლოყაზე მაკოცა.
-მიხარია შენი ნახვა!
-შემოგვიშვებ თუ აქ ვიდგეთ-ჩაიხითხითა შრეკმა.დამ მუშტი ჩაარტყა მუცელში და კარი ფართოდ გააღო შესვლა,რომ შეგვძლებოდა.
-დედაა!
-საყვარელო-სამზარეულოდან ღიმილით გამოვიდა დედამისი.აღარ ჩანდა ისეთი უბედური,როგორიც ქორწილის დღეს.როგორც ჩანს მოგზაურობამ მართლაც ყველაფერი მოაგვარა მათთან.
-დე!-შრეკი ცალი ხელით მოეხვია დედას,ცალი ხელით კი ისევ მე ვყავდი ,,დაჭერილი“.
-ოჰ,გამარჯობა ძვირფასო!-ჩემკენ მმოტრიალდა და თბილად გამიღიმა.რა საოცარია...მისი გამომეტყველება სულაც არ გავდა დედაჩემის ყალბ,დამცინავ სახეს!-მადლობა,რომ მოხვედი!
-ოუ,მადლობას ნუ მიხდით-უხერხულად წარმოვთქვი.იატაკზე დავიხედე.თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი.ისევე,როგორც მწვანეკულულიანი.
-საღამო მშვიდობის!-მოულოდნელად ოთახში მკაცრი,ხრინწიანი ხმა გაისმა.-რამდენი ხანი გავიდა რაც აქ არ ყოფილხარ?-თითქოს ცდიობდა ირონიულად ეთქვა.
-თამაზ! გთხოვ, ნუ დაიწყებ!-გამაბრთხილებლად გადახედა ცოლმა ,,ოჯახის უფროსს“ და გაგვიღიმა.
-მე თამაზი ვარ.მაპატიე! წინა შეხვედრაზე ვერ გაგეცანი!-ხელი გამომიწოდა კაცმა.მეც ნელა შევაგებე თავისუფალი ხელი და ვეცადე გულწრფელად გამეღიმა მისთვის.
-არაუშავს.სასიამოვნოა!
-საყვარელო,ვახშამი მზად არის?-მეუღლეს მიუბრუნდა.მისი შვილისთვის ზედაც არ შეუხედავს.გული მეტკინა.შრეკს გვერდზე ავეკარი და ჩუმად ავხედე.უგრძნობლად იდგა.
-რათქმაუნდა.წავიდეთ!
888
-რას საქმიანობ ძვირფასო?-მაშინ მკითხა შრეკის დედამ,როცა სოიოს ვღეჭავდი.საშინელება იყო.მაგარი და მოუხარშავი.ვიგრძენი,როგორ ავწითლდი სახეზე.ხველება ამიტყდა.
-მაპატიეთ!-ძვლივს ამოვილუღლუღე.-საპირფარეშოში გავალ.
-მე წამოგყვები-შრეკიც წამოდგა და კარისკენ მსუბუქად მიბიძგა.
-ჯანდაბა!-ლუკმა ძვლივს გადავყლაპე და მძიმედ ამოვიოხრე -რა სირცხვილია-ხელები სახეზე ავიფარე.
-ეი,დამშვიდდი-გაეცინა მწვანე კულულიანს-შემომხედე-ხელები სახიდან მომაშორებინა და თვალებში ჩამხედა.
-ალბათ რა სასაცილო ვჩანდი!
-ოჰ,კარგი რა,არაფერი მომხდარა,ნუ აზვიადებ!-ღიმილის შეკავებას ცდილობდა.
-ნუ დამცინი!-თვალები დავაწვრილე.-ისედაც საშინლად ვგრძნობ თავს.
-მაპატიე-გადაიხარხარა-უბრალოდ ამ იდიოტობის გამო ნერვიულობა არ ღირს!-თითი ცხვირზე გამკრა და გაიღიმა.-ახლა ჯობია წავიდეთ,სანამ ეგონებათ,რომ აქ რაღაც ,,სიგიჟეს“ ვაკეთებთ!-ჩაიხითხითა.
-ღმერთო ჩემო,რა აუტანელი ხარ!-ისევ დავიფარე სახე და ვცადე არ გამეცინა.
-წამოდი-სიცილით მითხრა და შუბლზე მაკოცა.
888
-მორგში მუშაობა შენი სურვილი იყო?-გაკვირვებული ჩანდა თამაზი.
-დაახლოებით.შემთხვევით მოვხვდი და მერე არ მიცდია გადასვლა.მომეწონა,უფრო სწორად დამაინტერესა.-უხერხულად შევიშმუშნე შრეკის გვერდით დივანზე.
-უცნაურია.კარგად გიხდიან? ვგულისხმობ, შესაფერისად?
-თამაზ!-ნაძალადევი ღიმილით გადახედა ცოლმა-ვფიქრობ ეს არაკორექტული შეკითხვაა.
-რამოხდა უბრალოდ მაინტერესებს-გაიცინა მამამ და პასუხის მოლოდინით გადმომხედა.
-არაუშავს.არვიცი.ნორმალური ხელფასია.-გულწრფელად ვუთხარი იმ იმედით,რომ მეტ შეკითხვას აღარ დამისვამდა.
-მშობლებთან ერთად ცხოვრობ?
-ოუ...-ტუჩზე ვიკბინე და ჩემს თითებს მივაჩერი-დედასთან.ისინი განქორწინებულები არიან.
-საშინელებაა!
-მამა!-ამოილუღლუღა მწვანე თმიანმა.წარბები შეეკრა და ქვემოდან უყურებდა მამამისს.ხელი ხელზე მოვუჭირე,მინდოდა დამემშვიდებიდა.
-შენ რამე გაიგე? ვინმე მეძახდა? ჰო, შეიძლება რამე მწერი იყო!-აქეთ-იქეთ მიმოიხედა ბატონმა თამაზმა.ძარღვებში სისხლი გამეყინა.გულში რაღაც ჩამწყდა და გავშეშდი.
-წავიდეთ-ჩუმად ვუურჩულე შრეკს.შევცდიროცა მეგონა,მამამისს ყველაფრის გამოსწორება სურდა.ის არამზადა და საზიზღარი ადამიანია.რომელმაც შვილი დაღუპა და გარეთ გააგდო!
-მგონი ჩვენი წასვლის დროა-უხერხულად ვთქვი.
-რატომ? შენ ხომ ახლახან მოხვედი.
-გთხოვთ ბატონო თამაზ!-აღმომხდა საწყალობლად-მაპატიეთ მაგრამ,შეწყვიტეთ!
-ოოჰო! -წარბები ზემოთ აზიდა.
-საკმარისია მამა!-ფეხზე წამოდგა აჭარხლებული მია.ბრაზისგან მალე ცეცხლი მოეკიდებოდა,ისევე როგორც დედამისს-გეყოფა,გესმის? საჭირო არაა ასე დაამცირო ადამიანები!
-შენს ადგილს დაუბრუნდი საყვარელო!
-წავიდეთ!-შრეკი წამოდგა და ხელი მომკიდა.
888
თავს საშინლად ვგრძნობდი.წარმომიდგენია მწვანე თმიანი რას გრძნობდა.თუმცა სახეზე მაინც არაფერი ეწერა.მხოლოდ თითებს უჭერდა ძლიერად საჭეს და გზას მიშტერებოდა.
-დღეს ...
-დავრჩები!-არ დავასრულებინე,გადაჭრით ვუპასუხე.არ შემეძლო მისი მარტო დატოვება.სახლში მისვლამდე ხმა არცერთს ამოგვიღია.
-გშია?-მკითხა,როცა კარი გააღო და ქურთუკი შემოსასვლელში დაბალ კარადაზე მიაგდო.
-არა.ახალა არ ვივახშმეთ?-მისი ქურთუკი ჩემთან ერთად საკიდზე ჩამოვკიდე და უკან გავყევი.
-რავიცი,მე მშია.
-მოსიარულე მაცივარი ხარ!-თავი გავიქნიე და თმა ზემოთ ავიწიე.ფეხსაცმელებიც გავიხადე და კარებთან დავაწყვე.
-ამას ვინ ამბობს? კარადასავით ხარ!-სცადა სიცილი შეეკავებინა მაგრამ ვერ შეძლო.
-რა საზიზღარი ხარ! ასე მსუქანიც არვარ! ჯანდაბა! კარადაც ხარ და უნიტაზიც!-ენა გამოვუყავი რაზეც უფრო ხმამაღლა გაიცინა.
-რა სულელი ხარ!-ჩაიხითხითა.მაცივრიდან კარაქი გამოიღოდა ბუტერბროტის კეთება დაიწყო.
-გამოდი.მე გაგიკეთებ!-ხელი მკერდზე მივადე,რომ გაწეულიყო და დანა გამოვართვი.თვითონ მაგიდასთან დაჯდა და მომაჩერდა.
-ნუ მიყურებ თორემ პილპილს შევურევ და პირს დაგწვავ-სიცილით გავაბრთხილე.
-ღმერთო,რა სასტიკი ხარ!
-კიდევ არ იცი,რამდენად სასტიკი ვარ!-წარბები სასაცილოდ ავათამაშე-ფუ რას ვაკეთებ!-ჩემს თავზე გამეცინა.მანაც ჩაიხითხითა.პურები ერთმანეთზე დავადე და შრეკს მივაწოდე.
-მადლობა!-გამიღიმა.მიბრუნებას ვაპირებდი,როცა მაჯაზე მომხვია თითები და მისკენ მიმიზიდა.უნერციით მის მუხლებზე დავვჯექი.ხელით კისერზე მოვეჭიდე რომ არ ავყირავებულიყავი.
-გაგიჟდი? თავი თუ გინდა მომტეხო მითხარი! უფრო ადვილი ხერხი მოვიფიქროთ-თვალებ დაწვრილებულმა შევხედე.ლოყებზე ფოსოები უჩანდა.საოცრად იცინოდა და თავს აქნევდა.
-რა შტერი ხაარ!
-ზუსტად იგივეს თქმას ვაპირებდი,შენთვის!-მინდოდა მუშტი მიმერტყა მხარზე მაგრამ თითები კეფაზე შემიცურა,მისკენ მიმიზიდა და ჩემს ტუჩებს დააცხრა.წამით სუნთქვა შემეკრა,მუჭი მკერდზე მივადე და ვცადე მომეცილებინა მაგრამ დავნებდი.ხელი მის მწვანე კულულებში ავხლართე და მეც კოცნით ვუპასუხე.თვალები დავხუჭე.ვცდილობდი მისი გემო სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში.
-შენ რაღაც ხარ დოქტორო ბოროტებავ!-სუნთქვა გახშირებულმა ძვლივს ამოიჩურჩულა ჩემს ტუჩებში.-რაღაც,რაც მაიძულებს ვიყო ისეთი,როგორიც შენთან ვარ! არ მინდა შენგან შორს ყოფნა!-ცხვირი ცხვირზე მომადო და საყვარლად გამიხახუნა.
-ნუ იქნები-მეც ჩუმად ვუჩურჩულე და ლოყაზე ვაკოცე. ცალი ხელით ჩემს ხელს მოეჭიდა,მეორეთ კი ბუტერბროტი აიღო და გემრიელად ჩაკბიჩა!
===========================================
.აზრი დააკომენტარეთ და არა ,,როდის დავდებ" და ,,ამდენს ნუ ვიგვიანებ" ! <3 მალე დავდებ! მიყვარხართ <3



№1 სტუმარი .............

dzaan momwons

 


№2 სტუმარი Guest Mancho

ძალიან გთხოვ სასიამოვნო ლაშქრობის გაგძელება დადე რააა
ძალიან დამაინტერესა კარგი ისტორია იყოო და გარძელება რომ ვერ ვნახე ძაან დამწყდა გილი

 


№3 სტუმარი mtvaro svani

zalian zalian zaaaaaalian momcons da erti suli maq sanam axal tavebs deb.maxareb da matbob am istoriit da madloba amistvis shen.miyvarxar

 


№4 სტუმარი Guest Gigi

ესენი რო საყვარლები არიან...

 


№5 სტუმარი Guest nita

da mainc,ar daagviano ra :-))))))) magari ckvilia.momcons mcvane kulula :-)

 


№6 სტუმარი taso

Vgijdebi am istoriaze rogor miyvars vabodeb

 


№7 სტუმარი დირთი მაინდ

ეს ისტორია არის ჩემი ფავორიტი ❤❤ აიი უაგრესი მწერალი ხარ და უმაგრეს ისტორიებს დებ მაგრამ ამ ისტორიას ყოველთვის ყველასგან გამოვარჩევ

 


№8  offline წევრი marriet

bolo bolo amati saxelebi gagvagebine ra uinteresoa ase

 


№9  offline წევრი annabelle

დიდი მადლობა ყველაას <3 არც კი იცით რას ნიშნავს თქვენი სიტყვები ჩემთვიის heart_eyes მიყვარხართ <3

 


№10 სტუმარი Sopo

Yvelaze magari istoriaa saertod! Moutmenlad velodebi

 


№11 სტუმარი Mariam

Auratoagar deb?:(((

 


№12 სტუმარი Guest ani ani

უკვე მართლა ჯანდაბა!!! ჯანდაბა!! და ჯანდაბა!!!
დავიტანჯე უკვე რა !
ასე შეიძლება?!
არა მითხარი ასე როგორ შეიძლება!
დავიღალე რა -_-
ეს მართლა ზედმეტია -_-
დადე ალე დადე ტორე ისიც კი აღარ მახსოვს საერთოდ ისტორია რაზეა -_-
დადე მააააააააააააააალეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

 


№13 სტუმარი დირთი მაინდ

უკვე ერთი თვეა რაც ბოლო თავი დადა და ყოველ დღე შემოვდივარ იმის იმედით რომ ახალი თავი იდება... ძალიან მომწონს ეს ისტორია ჩემი ფავორიტია ამ საიტზე მაგრამ ძალიან გთხოვ მალე გააგრძელე

 


№14  offline წევრი annabelle

davde axali tavi <3 bodishit dagvianebistvis :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent