შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა სიჭარბე (4)


12-10-2016, 10:41
ავტორი casas
ნანახია 2 275

ანოსთან მისულმა თავისუფლად შეაღო სახლის კარი და მის ყურთასმენას მამაკაცების ხმამაღალი საუბრის ხმა მისწვდა.მობეზრებით გადააქნია თავი და მისაღებისკენ წავიდა

-მწარე მოსულა-ხმამაღლა დაიძახა ანომ და სწრაფად წამოხტა ფეხზე

-ანოოოო-კბილებში გამოსცრა ნენემ სიმწრის ღიმილით და სუფრას მოავლო თვალი.ამდენ უცნობ ადამიანში,ნაცნობი სახის დანახვისას გული ოდნავ გაუტოკტა.ვერ მიხვდა რა იყო ეს.გაბრაზებას დააბრალა და მზერა აკოზე გადაიტანა,რომელიც სუფრასთან უხმობდა

- ცოლის და,მოდი გვერდით დამიჯექი-ღიმილით დაუძახა და თავის გვერდით სკამზე მიუთითა.სათითაოდ გააცნო ყველა,როცა ჯერი დემეტრეზე მიდგა ოდნავ დაუქნია თავი და მზერა აარიდა.ბიჭებმა მხიარულობა გააგრძელეს.ათას საინტერესო და სასაცილო ისტორიას ყვებოდნენ და მერე ყველა ერთად იცინოდა.ნენე წყნარად იჯდა და ნაზად იღიმოდა.რამდენჯერმე დემეტრეს რაღაცნაირი მზერაც დააფიქსირა,თუმცა ყურადღება არ მიუქცევია.ჯერ კიდევ ავარიის ადგილას იყო და თავის გაჭირვებაზე ფიქრობდა.რა უტაქტო და ყეყეჩი მძღოლი იყო.მანქანიდან გადმოსვლა არ იკადრა და უბრალო ნაკაწრის გამო პატრულს გამოუძახა.ვითომ ნენე სადმე გარბოდა ან პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებდა.გადმობრძანებულიყო იმ მანქანიდან და გაერკვია სიტუაცია.ვითომ ეგეც დიდი ვინმე მყავდა.მოაჯდებიან ამ ძვირიან მანქანებს და მერე თავი მეფეები ჰგონიათ.არც ქალი იციან და მითუმეტეს არც ქალი. ჰმ !

-ნენს სად დაფრინავ?-ხელი თვალებთან აუფრიალა და ფიქრებიდან ისევ აკომ დააბრუნა

-აჰ არაფერი,რაღაცაზე ჩავფიქრდი-ხელი აიქნია და ოდნავ გაუღიმა

-როდის იყო ნენე წერეთელი უმიზეზოდ იწყენდა?-მისი გამხიარულება სცადა აკომ და ლოყებზე მოქაჩა

-ავარია გავაკეთე-უცებ მიაყარა და თვალები დახუჭა.იცოდა რა საშინელი რეაქციაც ექნებოდათ აკოს და ანოს.ყოველთვის უშლიდნენ საჭესთან დაჯდომას."ანამ კარგად არ ისწავლი მანქანას არ გაეკარო,თორემ ვინმეს შეიწირავო." ვინმე არ შეიწირა,მაგრამ ასეა თუ ისე ვიღაც მაინც ხომ დააზიანა? ხოდა ერთიდაიგივეა ორივე.

-რაო?- სამზარეულოდან ანოს კივილი გაიგონა,რომელიც სწრაფად გამოფრატუნდა მისაღებში და დოინჯშემორტყმული დაადგა თავზე

-არავინ არ მომიკლავს და არც დამიშავებია,უბრალოდ მანქანა გავკაწრე.ბოლო მოდის ჯიპი.ძალიან ძვირიანი...-თანდათან აპარებდა მეგობრებს და ხმაც სგრძნობლად ეპარებოდა

-არა ხომ გითხარი არ დაჯდე მანქანაზეთქო?დამიჯერე?იყავი და იხადე ახლა ფულები ტყუილად,შენი უყურადღებობის გამო-აწიკვინდა ანო

-კი მაგრამ როგორ მოხდა?-დეტალებში ჩაეძია აკო

-გაზზე მიმეჭირა ფეხი და...თან ვერ დავინახე წინ მანქანა-ბლუკუნებდა და თან ხელებს ერთმანეთში ხლართავდა.ყოველთვის ასე იცის ნერვიულობის დროს

-მითხარი ვინ არის პატრონი და ჩვენ დაველაპარაკებით-გაიჯგიმა აკო და მეგობრებს გადახედა

-არ ვიცი ვინ არის ის ყეყეჩი ფულის ტომარა.მანქანიდან ჩამოსვლაც არ იკადრა და პატრული დამაყენა თავზე-მისი საქციელის გახსენებისას ბრაზი მოაწვა და თავი ვეღარ შეიკავა

-შეხედეთ ერთი ამას,კიდევ იქით რომ ილანძღება-აყვირდა ანო და ხელების ქნევა დაიწყო უმისამართოთ

-იქნებ ეჩქარებოდა და ასე მოგიშორა თავიდან-საუბარში აქამდე ჩუმად მყოფი დემეტრე ჩაერთო და ნენეს პირდაპირ თვალებში ჩააჩერდა

-რას ქვია ეჩქარებოდა? მე მოუცლელი ვიყავი?-აიფოფრა და უცებ მიაყარა

-ფაქტია,რომ შენც გეჩქარებოდა-ირონიულად უთხრა და ამით მის საქციელზე მიანიშნა

-ვთქვი მგონი უკვე,შემთხვევით მომივიდათქო-შუბლშეკრულმა უთხრა და წარბი ასწია

-აი მიზეზი,რატომ არ უნდა იჯდეს ქალი საჭესთან-კიდევ ერთხელ წაკბინა ბაბლუანმა

-და მხოლოდ შენნაირებმა უნდა ატარონ მანქანა ხომ?-შუღრინა და ტუჩები მოკუმა

-დარწმუნებული ვარ სარკეში მაკიაჟს ისწორებდი და ამან გამოიწვია უყურადღებობდა,თორემ ქალური წიკები ცოტახნით გვერდზე რომ გადადოთ ყველა ქალმა,ავარიების 90 პროცენტს თავიდან ავიცილებდით-მშვიდად აუხსნა თავისი შეხედულება და თვალი ჩაუკრა

-ეგ შენი საქმე არ არის-გაღიზიანებულმა შეუღრინა,ბაბლუანის სიტყვებში სიმართლის მარცვალი,რომ დაიჭირა

-ოხ ეს ქალებო-არასასურველი პასუხის გაგონებისას თავი გადააქნია დემეტრემ

-რა მანქანა იყო?-დაძაბულობა ისევ აკომ განმუხტა

-ჯი კლასის მერსედესი.რა დამავიწყებს,ჩემი ოცნების მანქანაა-გაბადრულმა გაიღიმა

-ეგეთი მხოლოდ ერთი დადის მთელ ქალაქში და ეგეც დემესია-აღმოჩენით გაოცებულმა აკომ უცებ წამოიძახა და დემეს გახედა

-რას მიყურებ ,იყიდა ალბათ ვინმემ.მე არ ვყოფილვარ აშკარად და-აკოს მოჭუტული თვალების დანახვისას,თავის მართლება დაიწყო

-კარგი,მივხედავთ ჩვენ მაგ საქმეს,არ იდარდო შენ-გამამხნევებლათ უთხრა აკომ და გულზე მიიხუტა.

აკოს სიტყვებმა ცოტა დააბნია.მარტო დემეტრეს ყავსო.თან გონებაში ამოუტივტივდა მძღოლის მეტყველი თვალები.მაშინვე დემეტრეს გახედა.მამაკაცმა როგორც კი მისი მზერა დააფიქსირა,თვალებით ანიშნა რა მოხდაო.ნენე თავი გააქნია,არაფერიო.
რაღაც მსგავსება აშკარად იყო.თუმცა ნენე ვერაფრით ვერ დაიჯერებს,რომ დემეტრე ასე მოიქცეოდა.მართალია პირველივე შეხვედრაზე ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და არც ახლაა დიდად ნასიამოვნები,მაგრამ მაინც დარწმუნებულია,რომ ბაბლუანი იმას არ იკადრებდა რაც იმ გაუთლელმა გაუკეთა.
სწრაფადვე უკუაგდო არასასურველი ეჭვები და ბიჭებს შუერთდა მხიარულებაში.

*****
სამსახურიდან გამოდიოდა და თან მანქანის გასაღებს ეძებდა ჩანთაში.ძალიან დაღლილი და გათიშულია.ისეთი დატვირთული დღე ჰქონდა ერთი სული აქვს სახლში როდის მივა და შხაპს როდის მიიღებს.არადა ძალიან უყვარს თავისი საქმე.წესრიგიანი თანამშრომელიც არის.ამიტომ რამდენიმე კვირის წინ დააწინაურეს და ოფისის მენეჯერის თანამდებობაც დაიკავა.ახლა ასმაგი დატვირთვით და პასუხისმგებლობით უწევს მუშაობა.პატარა საქმე ხომ არ არის მენეჯერობა? ჰოდა ესეც ბოლომდე ითავისებს დაკისრებულ მოვალეობებს.
დიდი ხნის ძებნის მერე,გასაღებს რომ ვერაფრით მიაკვლია, იფიქრა ალბათ ოფისში დამრჩაო.ზემოთ ასვლა საშინლად შეეზარა. გადაწყვიტა სახლში ტაქსით წასულიყო.გაჩერებაზე იდგა და ტაქსებს ათასნაირად ლანძღავდა ერრთიც რომ არ გამოჩნდა მის იქ დგომაში.ბოლოს დანებებული მოტრიალდა ოფისისკეენ გასაღების ჩამოსატანად,საიდანღაც სიგნალის ხმა რომ გაიგონა.დაფეთებულმა მოატრიალა თავი და მის წინ,ჩამოწეული მინიდან,მომღიმარი დემეტრე უცქერდა.ჯერ დემეტრეს იქ და იმ დროს ნახვამ დააბნია.მერე მისმა ღიმილიანმა სახემ და ბოლოს ასე გათიშული გაიშოტა ცივ ბეტონზე.
გონზე რომ მოვიდა უცხო ოთახში იწვა და ტანზე თხელი პლედი ეფარა.თავიდან იფიქრა ალბათ მესიზმრება ეს უცხო გარემოო.თვალები მუჭებით მოიფშვნიტა და მერე გაახილა.მაინც რომ არ შეიცვალა ინტერიერი,სწრაფად გაახილა უფრო ფართოდ და ინტერესით მოავლო თვალი გარემოს.ლამაზად და სადად მოწყობილი ოთახი იყო.ერთი დიდი საწოლით და მთელ კედელზე გაჭიმული დიდი კარადით.თავის უკან მიტრიალება უნდოდა,უცბად საშინელი ტკივილი რომ იგრძნო კეფის არეში.სახე სატირლად მობრაცა და თავზე მაგრად მიიჭირა ხელები.თანდათან ტკივილი შეუმსუბუქდა და დამშვიდდდა.თუმცა თავში საშინელმა აზრმა გაუევლა.რატომ იყო უცხო ოთახში და თან დაზარალებულ მდგომარეობაში? პირველი რაც აზრად მოუვიდა მოტაცება იყო.

-მიშველეთ-საშინელი კივილი მორთო იმის იმედით ვინმე გაიგონებს და დამეხმარებაო.-მიშველეთ მომიტაცეეეეს-ყვიროდა და თან საწოლიდან არაფრის დიდებით არ დგებოდა

-რა გაყვირებს?-ოთახში შეშინებული სახით შემოვარდა დემეტრე და წინ აესვეტა

-შენ მომიტაცე არა?ასეც ვიცოდი.მიშველეეეეეთ-ისევ თავისას აგრძელებდა და ხელებს უმისამართოთ იქნევდა

-გაჩუმდი,ნუ ყვირი-პირზე ხელი ააფარა ბაბლუანმა და თვალები დაუბრიალა

-გამიშვი,ახლავე გამიშვი..გთხოვ-შიშისგან გაფართოებული თვალებით უყურებდა და ლამის იყო ხელებში ჩადნობოდა

-გაგიშვებ ოღონდ ჯერ არა.შენთვის ადგომა არ შეიძლება-მშვიდად უხსნიდა და ცდილობდა საწოლში ჩაეწვინა

-რა გამიკეთე?რატომ მტკივა თავი? რატომ მომიტაცე?-ათას კითხვას ერთად აყრიდა და საშინლად ხვანცალებდა

-შენ რა მართლა გგონია,რომ მოგიტაცე? -სიცილს ძლივს იკავებდა დემე

-გთხოვ გამიშვი და რასაც გინდა შეგისრულებ-სისულელეს სისულელეზე როშავდა ნენე

-სულ ყველაფერს?-მისთვის საინტერესო სიტყვებზე გაამახვილა ყურადღება და მომლოდინე თვალებით მიაჩერდა

-ჰო,ოღონდ არაფერი არ დამიშავო და სახლში გამიშვი-ალბათ თავის დარტყმის ბრალი იყო ამდენ უაზრობას რომ ამბობდა

-შენ რა მე მართლა მხეცი გგონივარ?-გაოცებულმა იკითხა ბაბლუანმა და სიცილი ძლივს შეიკავა წერეთელის შეშინებული თვალების დანახვისას

-რა არ ხარ?-შეპარვით ჰკითხა და თვალებში შეხედა

-არა,არ ვარ-თავი ოდნავ გადააქნია უარყოფის ნიშნად

-აბა რატომ ვწევარ ახლა შენს საწოლში?- ინტერესით ჰკითხა

-იმიტომ რომ ჩემს დანახვაზე გული წაგივიდა და ჩემზე ჩახუტებას ცივ ასფალტზე ჩახუტება ამჯობინე-სიცილით გამოაჯავრა დემეტრემ

-მართლა გული წამივიდა? ძალიან დავიღალე და ალბათ მაგის ბრალია-თავისივე კითხვას თავადვე გასცა პასუხი

-რაო რაო რას ამბობდი წეხან?ოღონდ გამიშვი და რასაც გინდა შეგისრულებო? -თვალმოჭუტულმა უთხრა და ნენეს დახრილ თვალებზე გაეღიმა

-ხო,მეგონა მომიტაცე-გულწრფელად გაუმხილა ფიქრები

-მერე მაგისთვის რომ დაისჯები იცი?- თვალებაციმციმებულმა უთხრა და ოდნავ მიიჩოჩა მისკენ

-არც კი გაბედო-თვალები დაუბრიალა წერეთელმა და საწოლის თავს აეკრა

-და რომ გავბედო ვითომ რა მოხდება?-გამომცდელად ჰკითხა და კიდევ უფრო ახლოს მიუცოცდა

-გაბედე და ნახავ-მუშტი მოუღერა და კიდევ უფრო აეტმასნა საწოლის თავს

-ესეიგი ეგ დასტურად ჩავთვალო ხომ?-თბილი ხმით უთხრა და სახე სახის წინ გაუჩერა.იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან ტუჩებით თითქმის ეხებოდნენ.რაღაცის თქმა უნდოდა წერეთლის ქალბატონს მაგრამ ახლა ხმის ამოღება სიკვდილის ტოლფასი იყო.ბაბლუანიც კიდევ ჯინზე არ წევდა სახეს და ასე უმოძრაოდ უყურებდა პირდაპირ თვალებში. მერე ოდნავ დაიხარა მისკენ და ტუჩი ტუჩზე გაუხახუნა შეუმჩნევლად.დაუარა მაგრამ რა დაუარა წერეთელს.ლამის ცეცხლი წაეკიდა მთელს ორგანიზმში.
პიკი დემეტრეს ხელი აღმოჩნდა მის წელზე,რომელიც ნაზად ეხვეოდა და სიმხურვალისგან ნაკვალევს ტოვებდა ტანზე.სიამოვნებისგან ბაგეები ნაზად დააშორა ერთმანეთს და თვალები მიელულა.მთელი სხეულით და გონებით ელოდა ბაბლუანის მომაკვდინებელ კოცნას.იჯდა და ელოდა ასე აგიზგიზებული,მანამ სანამ კარების დაკეტვის ხმამ არ მოიყვანა გონს.დაფეთებულმა გაახილა თვალები და მის წინ დემეტრე რომ ვერ დაინახა ოთახის ყველა კუთხეს მოატარა თვალი.თანდათან ბრაზი ერეოდა და იმის წარმოდგენისას,რომ დემეტრე ბაბლუანმა უკვე მეორედ დატოვა ასე ვნებებ აშლილი,საშინელი სიმხურვალის გრძნობა იპყრობდა.ოღონდ ახლა არა დემეტრეს თბილი ხელებისგან გამოწვეული,არამედ დემეტრეს უტიფრობისგან გამოწვეული.იმდენად ბრაზობდა ამ კაცზე რომ მზად იყო,მიუხედავად თავის ტკივილისა,სწრაფად წამომხტარიყო ფეხზე და იმ უტიფარისთვის ერთი კარგი მუშტი ეთავაზებინა სახეში.ახლა ნანობდა რატომ არ დაუჯერა მამას და რატომ არ ისწავლა კრივი.ბევრ რამეში თუ არაა ასე იშვიათი გამონაკლისების დროს ხომ მაინც გამოადგებოდა და დაუჟეჟავდა ცხვირ-პირს ზოგიერთებს.
ცოტა ხანი კიდევ გაბრუებული იჯდა და მომხდარზე ფიქრობდა.მერე უცებ წამოხტა ფეხზე და მისაღებში გავარდა..დემეტრე მდივანზე იჯდა და ლეპტოპში რაღაცას აკეთებდა.ერთი კი ამოხედა აფურცუხებულ ნენეს,რომელიც ხან ფეხსაცმელს ეძებდა და ხან ჩანთას,მშვიდად გააქნია თავი და თავის საქმეს დაუბრუნდა.დიდი ბორძიკის და წვალების მერე ძლივს მოწესრიგდა და ასე უცერემონიოდ წავიდა კარებისკენ

-სად მიდიხარ?-მშვიდად უთხრა ისე,რომ ლეპტოპიდან თავი არ აუწევია

-ჩემს სახლში-უემოციოდ უთხრა და თან კარის სახელური ჩამოსწია

-შენთვის ადგომა არ შეიძლება-მკაცრი ხმით გააფრთხილა

-უნდა წავიდე-თავისას აწვებოდა და ფეხს არ იცვლიდა ადგილიდან

-კარგი,მაშინ მე წაგიყვან-უცებ მოლბა ბაბლუანი და ფეხზე წამოდგა

-არ მინდა-სწრაფად წამოიძახაა

-შენ არ გეკითხები გინდა თუ არა-შეუღრინა და მანქანის გასაღები აიღო

-ნამდვილი მოძალადე ხარ-კბილებში გამოსცრა და ხელებგადაჯვარედინებული დადგა

-შეგვიძლია წავიდეთ-ოდნავ უბიძგა და კარი გაიხურა

მთელი გზა გაბუსული იჯდა ნენე და ხმარ არ იღებდა.თავი მარჯვნივ ჰქონდა მიტრიალებული და დემეტრესკენ არც კი იხედებოდა.თუმცა,დიდად ბაბლუანიც არ იკლავდა საუბრით და კითხვების დასმით თავს.მხოლოდ რამდენჯერმე გამოხედა გაბუტულ წერეთელს და ოდნავ ჩაიღიმა.
მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა და მთელი ტანით მიტრიალდა ნენესკენ.უყურებდა პირდაპირ თვალებში და მზერას არ აცილებდა.ნენემ,როგორც კი თავი უხერხულად იგრძნო,მაშინვე კარს ეცა გასაღებად

-რატომ მგონია,რომ მებუტები?-სწრაფად დაუჭირა ხელი და ღიმილით ჰკითხა

-რა სისულელეა-სულერთიას ტონით უთხრა და ცხვირი აბზიკა

-აბა რა ბავშვურ სცენებს მიწყობ-გამომცდელად უთხრა და თვალებთან ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია ნაზად

-სახლში წასვლა რომ მოვინდომე ეგ ბავშვობაა?-გაბრაზებულმა ჰკითხა და ხელი აუქნია

-რატომ მოგინდა მერე სახლში წასვლა?-გამომცდელად ჰკითხა

-იმიტომ,რომ...მომინდა და მორჩა-ენა დაებლუკა უაზრო მიზეზების ძებნით

-ასე ძალიან დაგწყდა გული?-უყურებდა და მის ბავშვურ და გაბუტულ სახეზე სიცილს ძლივს იკავებდა

-რაზე უნდა დამწყვეტოდა გული?-თავი გაისულელა ნენემ

-რომ არ გაკოცე-უცერემონიოდ აჯახა და მის რეაქციას დააკვირდა

-კი და მაგის გამო წამოვედი-სიმწრის ღიმილით ძლივს მოუყარა რამდენიმე სიტყვას თავი

-ახლა გაკოცებ რა პრობლემაა-უთხრა და მისკენ წაიწია

-ნამდვილი თავხედი ხარ-გაცოფებულმა ჰკრა ხელი და მანქანიდან გადახტა

-კიდევ შევხვდებით-სადარბაზოში შესულმა გაიგონა ბაბლუანის ხმა

-დიდი იმედი მაქვს,არასოდეს-ჩაიდუდღუნა და ლიპტში შევიდა.სულ ბუზღუნით ავიდა კიბეებზე.ანერვიულებულმა გასაღები ძლივს მოარგო კარს.როგორც კი გააღო,პირდაპირ საძინებლისკენ წავიდა და ინერციით დაეცა საწოლზე.სულ დაავიწყდა თავის ტკივილიც და ყველაფერიც.ისე ბრაზობდა,ლამის იყო რამე დაელეწა.უკვე მერამდენედ იგდებს ეს კაცი მასხრად და თანაც ვის?! ნენე წერეთელს? როგორც ჩანს ჯერ არ იცის ვისთან აქვს საქმე.აუცილებლად გაიგებს.აუცილებლად! მაგრაამ ერთ რამეც უნდა ვაღიაროთ.რაც არ უნდა იმუქროს და პირობები დადოს ნენე,მაინც ვერ უწევს ხოლმე ბაბლუანის მომხიბვლელობას წინააღმდეგობას.მაინც ვერ გაურბის მის ლამაზ თვალებს და მაინც ყოველთვის მისკენ მიისწაფვის.მერე რა,რომ უკვე ძალიან აღიზიანებს? ამავე დროს ძალიანაც იზიდავს.რაც არ უნდა უტაქტო და უზრდელი იყოს მაინც აქვს ის რაღაც "პეწი" რაც ნენეს ჭკუას აკარგვინებს და მის გვერდით ყოფნის დროს რეალობისგან წყვეტს.არაა დაზუსტებით იცის,რომ არანაირი თბილი გრძნობა არ აქვს მის მიმართ.უბრალოდ..უბრალოდ ძალიან მოსწონს.როგორც მამაკაცი.არა,მოსწონს კი არა,იზიდავს.ძალიან იზიდავს.როგორც დადებითი და უარყოფითი მუხტი ერთმანეთს.ესეც ალბათ იმიტომ,რომ სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან.როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან.მაგრამ ურთიერთობასაც ხომ სწორედ ასეთ დროს აქვს თავისი ხიბლი? როცა განსხვავებული შეხედულებები გაქვთ და მაინც ერთმანეთს იზიდავთ,როგორც ორი მაგნიტი.კამათიც ხომ უფრო საყვარელია ასეთ დროს და შემდეგი შერიგების პროცესიც.სრულიად საპირისპიროა ორი ერთნაირის ურთიერთობა.რუტინული და დინებას მიყოლილი.ცხვრებივით,რომ დაჰყვებიან ერთმანეთის აზრებს და საპირისპიროს გამოხატვის სურვილი,რომ არ უჩნდებათ.რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა განვითარდეს დემეტრეს და ნენეს ურთიერთობა,მე მაინც მგონია,რომ ყოველთვის ერთმანეთისკენ გაიქაჩებიან,ყოველთვის ერთმანეთთან სიახლოვე მოუნდებათ.განა იმიტომ,რომ ერთმანეთზე გიჟდებიან?! არა,უბრალოდ რეალობამ ეს ორი უხილავი ძაფით დააკავშირა ერთმანეთთან,რომლის გაწყვეტა არც ერთს შეუძლია და არც მეორეს.



№1  offline წევრი nestanuka13

ძალიან კარგია და კარგად წერ

 


№2  offline წევრი kiko

აუუ დემეტრეზე ვჭედავ :დდ აუ იმ საბუთზე პატრულმა რო მოაწერინა ხელი რაღაცნაირად მაეჭვებს ეგ საბუთი და რამეს ხო არ უჩალიჩებს დემეტრე? :დ ვაიმე გავგიჟდები ახლა მაგარი ვინმეა დემეტრე

 


№3  offline წევრი casas

smile ეჭვები მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent