შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმი დეტექტივი 15


15-10-2016, 13:34
ავტორი NA NO
ნანახია 1 637

როდესაც ყველანაირი ფიქრისგან უკვე თავისუფალი ხარ უწონადობა მთლიანად გიპყრობს ცოტა ხნით მაინც. შემდეგ კი ერთი საკითხი მაინც ამოტივტივდება, რომელზეც ფიქრები ქარიშხალივით დაგატყდება თავს. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ იცხოვრო ისე როგორც გინდა, ფიქრისთვის დრო კი ხარისხებშია აყვანილი და ასე იწელება ყოველ წამთან ერთად.
არც გულის შემაწუხებელ სითეთრეს შევუწუხებივარ გაღვიძებისას და არც წამლების გულის ამრევ სუნს. ალბათ ეს კიდევ უფრო იმან განაპირობა რომ საავადმყოფო ერთ-ერთი სახლია, რომელშიც უამრამ დროს ვატარებ. გასროლის ხმა როდესაც გავიგე მას შემდეგ გავითიშე. სიმართლე ვთქვა უკვე დამღალა ამ ყველაფერმა, თითქოს ყველაფერს ვეპოტინები და საბოლოო ჯამში არაფერია იმ ხარისხის რაც მე მსურს. მერე რა რომ გავარკვიე კევინის მკვლელობის დეტალები, მერე რა რომ იმედები იმ ადამიანებმა გამიცრუეს ვისაც ვენდობოდი. ამიერიდან მხოლოდ ჩემს თავზე ვიფიქრებ...
-როგორც ჩანს იკადრა უშიშარმა გოგონამ გაღვიძება
-უი ჯეიმს შენი მოსვლა არც გამიგია
-იცი რა ლილი, ახლა შენ დასვენება გჭირდება, საბედნიეროდ საშიში არაფერი იყო დროულად ჩავერიეთ
-რომელმა მესროლა?
-პიტერმა... მომისმინე ლილი, უმჯობესი იქნება ცოტახნით საქართველოში თუ დაბრუნდები, ხომ იცი ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩამოსვლა სამსახურის პრობლემა არ გექნება. მე ყოველთვის გვერდით დაგიდგები. ნაწილობრივ მე ვარ დამნაშავე შენ რომ დაგჭრეს
-რა სისულელეს ამბობ ჯეიმს შენ რა შუაში ხარ?
-ამ შარში რომ არ გავხვეულიყავი არ მოინდომებდი ბავშვობის ოცნებებისთვის ფრთების შესხმას... როგორც კი გაგწერ პირდაპირ გაფრინდები იცოდე
-შეიძლება მართალი ხარ , განტვირთვა ნამდვილად მჭირდება. საქმესთან დაკავშირებით მაინტერესებს რა და როგორ მოხდა
-პიტერმა დამირეკა და შენს ნახვას აპირებს, ის უფრო დაწვრილებით მოგიყვება. ახლა გავალ და დაისვენე ლილი
ერთი შეხედვით ადვილია ყველაფერი მივატოვო და დავბრუნდე. მთელი ჩემი ცხოვრება გრძნობათა ჭიდილია. ხან რა მინდა და ხან რა. ერთი ხელის მოსმით არაფრის გადაწყვეტა არ შემიძლია. იქნებ შეცდომას ვუშვებ ახლა ასე რომ ვტოვებ ყველაფერს? განა ამისთვის ვწვალობდი? თუმცა ვის დავაბრალო? მე ვარ დამნაშავე ერთი წლით საკუთარ ფიქრებთან, საკუთარ ქვეყანაში ოჯახთან რომ მივიჩქარი... საბედნიეროდ იმისი დარდი არ მაქვს რომ თავის რჩენას ვერ შევძლებთ. დედას საკმაოდ კარგი ანაზღაურება აქვს და მე კიდევ ჩემი დანაზოგი მეყოფა ეს ერთი წელი. მერე კი...მერე ისევ დავუბრუნდები ჩემს საყვარელ პროფესიას. ალბათ სიხარულისგან გაგიჟდება მაიკო. როგორია მისი ერთადერთი ქალიშვილი ასე შორს ყავდეს და ყოველ წამს ენატრებოდეს, სიტყვა ძუნწობით და უყურადღებობით მაინც არ გამოვირჩეოდე... ჰმ , ყოველთვის იმის გამო ვუჯავრდები თავს რომ სითბოს საკმარისად ვერ ვუნაწილებ დედას. საკმარისად ვერასოდეს ვუხსნი თუ როგორ მიყვარს , ალბათ ამაშია შვილების სისუსტე ისე ვერასოდეს ვერ შევძლებთ მოქცევას, რომ მთელი ჩვენი სიყვარულის სიდიდე და ჭეშმარიტება მშობელს დავანახოთ...
-როგორც კი ჩვენ შემოვედით პიტერმა მაშინვე შენ გესროლა... თავიდან რომ დამირეკე გამიკვირდა და ცოტა შევშინდი კიდეც. მაგრამ შემდეგ ყველაფერს მივხვდი და ქეითის აღიარებაც მოვისმინე. რა თვალთმაქცი ყოფილა ეგ გოგო
-თავიდანვე რა კარგად თამაშობდა, მართალია რაღაც ეჭვის მარცვალი გამიჩნდა მის მიმართ მაგრამ მაინც ვენდობოდი...
-მთავარია რომ პასუხს აგებენ ჩადენილი დანაშაულის გამო
-ქეითი მაინც მეცოდება. საშინელება როდესაც შვილს გიკლავენ თანაც როგორ. მუცელში ჩააკლა საცოდავი პაწაწინა არსება. საშინელებაა იმის გააზრება როგორი ცხოველები ვართ ადამიანები
-გეთანხმები ლილი საცოდავი და შესაბრალისი ნამდვილად არის, მაგრამ აქ სისხლის აღების მექანიზმი არ მუშაობს. არავის აქვს უფლება მეორე ადამიანის სიცოცხლეს ასე ხელაღებით მოექცეს და წამში შეწყვიტოს
-ხომ მაგრამ ახლა უფლებებზე ლაპარაკი შორს წაგვიყვამს, უფლებების სწორად გამოყენებასაც უნდა ცოდნა...
-მართალი ხარ დეტექტივო... როდის მიფრინავთ მისის ლილ მშობლიურ მხარეში?
-ხვალ დილით პიტერ, ხვალ დილით,... დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე შენი წყალობით და რაც მთავარია, შენი დამსახურებაა ახლა ცოცხალი რომ ვარ, დროზე რომ არ მოსულიყავი ვინც იცის როგორი ხერხებით მომიღებდა ბოლოს პიტერი
-სამადლობელი არაფერია ჩემო გოგო. ბედნიერებას გისურვებ
......
-ნიტა ჩემო ძვირფასო უნდა გაგახარო
-ამდენი ხანი უნდა დაიკარგო ლილი? აღარ მჭირდება შენი აფერისტული ქაქანი, მაინც ვერ გამახარებ
-რატომ რამ გაგიფუჭა ხასიათი?
-სამსახურში უფროს ვეჩხუბე
-ოჰ თან უფროს ეჩხუბა თურმე... აი რომ ჩამოვალ შენს უფროს ყურებს დავახევ
-შენ რომ ჩამოხვალ მერამდენე უფროსი მეყოლება ვინ იცის
-რატომ ხვალ ახალ სამსახურში მიდიხარ თუ?
-ლილი ნუ მაიმუნობ, ყურებს იქეთ დაგახევ ასე რომ მეკარგები
-არ ვმაიმუნობ ხვალ მოვფრინავთ მე და ჩემი ყურები
-ხომ მშვიდობააა? რატომ მოფრინავ?
-ვაიმე ნიტა მგონი არ გაგიხარდა არა?
-შე სულელო როგორ არ გამიხარდა, უბრალოდ შოკში ვარ, არა მართლა მშვიდობა გაქვს? რანაირად მიყურებ გაასწორე სახის ნაკვთები, და კიდებ ხელით ლოყებს ნუ ისრესს ნაოჭები გაგიჩნდება
-კარგი რა ნიტაა, კარგი რა. აი მაგ მიზეზებზე რომ ჩამოვალ მერე მოგიყვები თორემ შოკის ზედმეტი დოზა გავნებს
-კარგი, კარგი. მაიკომ იცის?
-არაა, ამიტომ ხვალ შენ უნდა დამხვდე აეროპორტში და დედიკოს სიურპრიზს მოვუწყობ, აზრზე ხარ როგორ გაუხარდება?
-ვიცი ლილი, რომ იცოდე როგორ ენატრები. გუშინ შევუარე და ნერვიულობდა აუხირებია ეს დეტექტივობა და დარბის აქეთ იქეთო
-ჰოდა იამაყოს, გავხსენით საქმე. ახლა გამოვიძინებ ნიტუ და დანარჩენზე ხვალ ვიჭორავოთ იცოდე ჩემთან რჩები
-რა თქმა უნდა ლილი გკოცნი, ბედნიერ ფრენას გისურვებ
//////////

ეს ფრენა არ გავდა სხვა ფრენებს, ზომაზე მეტად მაღელვებდა რაღაც და ვერ გამეგო ამ ყველაფრის მიზეზი. ალბათ ნიტა ახლა მოუთმენლად დააბიჯებს მოსაცდელ დარბაზში, ამინდის გამო ფრენა რამდენიმე საათით გადაიდო და დიდხანს მოუწევდა ლოდინი ქალბატონს. ვინმეს ან რამეს როდესაც ელოდება არ შეუძლია მშვიდად დაელოდოს. დადის, დადის და დადის, თან თითზე იხვევს თმებს.
მასზე ფიქრით მოვაგორებ ჩანთანს და ტანში მცრის, როდესაც ლოდინისგან დაღლილ შავ თვალებს ვაწყდები, იქვე ახლოს ნიტას ჩასძინებია სკამზე. არ ვიცი გამიხარდა თუ არა დემეტრენ ნახვა, მაგრამ ფაქტი ერთია - ვერც ფეხებს ვგრძნობ და ვერ ხელებს, ჰაერში გავიფანტე და ასე გაფანტული შევყურებ ჩემსკენ მომავალ კაცს, რომელსაც სახეზე ღიმილი გადაფარვია...



№1 სტუმარი A

Dzalian kargi iyo momewona da gamixarda isev rom gaagrdzele. Megona agar ganagrdzobdi da sabolood shewyvite wera arada guli damwyda dzalian.....

 


№2  offline წევრი NA NO

არა არ შემიწყვიტავს წერა. მიხარია რომ გაგახარე და მოგეწონა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent