შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდის ქურდი


15-10-2016, 22:21
ნანახია 1 596

"მილა მაპატიე გთხოვ"- კიდევ ერთი sms "საყვარელი" დაქალისაგან.ნაწერს ვეღარ ვარჩევ.თვალები მიწყლიანდება ,თუმცა თავს ვაიძულებ მლაშე სითხეს თავისი არ გავატანინო. ბარმენს კიდვ ერთ ჭიქა ტეკილას ვთხოვ,ლიმონსაც ვაყოლებ ,ფულს ვტოვებ და ბარიდან გამოვდივარ.
გაზაფხულია,თუმცა გარეთ სასიამოვნოდ თბილა.არ ვიცი სად წავიდე და იქვე სკამზე ვჯდები.თვალებს ვხუჭავ და თვალწინ კადრები იწყებენ რიგრიგობით ცვლას.მე და ნიკა(ჩემი შეყვარებული)მასთან ვართ და ფილმს ვუყურებთ,შემდეგ ვემშვიდობები და სახლში მივდივარ,გზაში კი მახსენდება რომ ტელეფონი ნიკასთან დამრჩა.უკან ვბრუნდები ,ჩემი გასაღებით კარს ვაღებ.ვცდილობ არ ვიხმაურო და არ გავაღვიძო,სავარაუდოდ სძინავს.ტელეფონს ვიღებ და უკან ვბრუნდები,ამ დროს კი მისი ოთახიდან ხმები მესმის,ხმაზე ჩემს დაქალ ნინის ვცნობ.წარმოდგენაც კი არ მინდა იქ რა ხდება.ვყოყმანობ შევიდე თუ არა,მაგრამ თავს ვერ ვიკავებ,ფრთხილად ვაღებ კარს და ტაშს ვუკრავ მთელი მონდომებითა და ცინიკური სახით.მხოლოდ მათი სახეების გახსენება მახალისებს.გამოვრბივარ და ბარში ვსვამ.ახლა სიმწრით უფრო ვიხსენებ ვიდრე დარდით.სახლში ვერ მივალ არ მაქვს ჩემების თავი.ერთადერთი იმედი დაჩი არის , შესისლხორცებული,არაბიოლოგიური ძმა.მასთან როგორ მივედი არ მახსოვს. მეორე დღეს კაკაოს მძაფრი სურნელი მაღვიძებს და ვხვდები,რომ გადავრჩი.
-ძილისგუდას სალამიი,თავს როგორ გრძნობ მილ ? ჯერ გამოკეთდი,შხაპი მიიღე და შემდეგ მომიყევი რამ გადაგრია,რომ ამდენი დალიე.კაკაოს ტუმბოზე დებს და შუბლზე მკოცნის.

ღმერთო რა სიკეთე გავაკეეთე ისეთი,რომ ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი გამოაჩინე ჩემს ცხოვრებაში ? ვისაუზმე ,დაჩი კი მოთმინებით ელოდა როდის დავიწყებდი მოყოლას.
-იტყვი რა მოხდა, თუ ჩემით გავიგო ?
-მოკლედ გეტყვი, მე და ნიკა დავშორდით. მიზეზი არ მკითხო გთხოვ,უბრალოდ ჩამეხუტე.
-კარგი მაგრამ ხომ იცი შენს მაგ დღეში ჩაგდებას არ ვაპატიებ.
იცი რა ? დიდი ხანია სოფელში არ წავსულვართ.შენ რა შვილიშვილი ხარ ? მე მომენატრა მარია ბებო.მოდი ამ დღეებში წავიდეთ,მე შვებულებას ავიღებ.ჩვენც დავისვენებთ და მასაც გავახარებთ.ახლა თუ არ გეწყინება დამტოვე ჩემო მილაია,ქეთი უნდა მოვიდეს და მგონი თავს უხერხულად იგრძნობ.
-ოო რა საზიზღარი ხარ,შენც მაგდებ არა ? არ გაპატიებ.კარგი წავედი თორემ ამაფეთქა დედამ.გკოცნი,მიყვარხარ.საღამოს გავიაროთ სადმე.გზად მარკეტში შევდივარ და შოკოლადის ნაყინს ვყიდულობ.შუქნიშანთან დიდ დათვს ვხედავ და პატარა გოგონას,უცებ დათუნია ბუნდება და ბავშვი კისკისს იწყებს,მე კი ბიჭის ზურგს ვამჩნევ,მეღიმება და გზას ვაგრძელებ.ჩემებს ვეუბნები,რომ ხვალ მე და დაჩი სოფელში მივდივართ ,სათითაოდ ვკოცნი მათ და საძინებელში შევდივარ.ტანსაცმელს ვალაგებ და დაღლილი ლოგინზე ვეხეთქები. hozier-take me to church ვრთავ და განვლილ ორ დღეს თვალს ვავლებ.რატომღაც დიდად არ განვიცდი მომხდარს,მხოლოდ ბავშობის მეგობარზე ნინიზე მწყდება გული,ასე რომ მომექცა.ფანჯარაში ლამპიონის შუქს ვუშტერებ თვალს,ჩემს პატარა კნუტს ვეხუტები და ბურანში ვიკარგები.მანამდე კი sms-ს გაგზავნას ვასწრებ "dachi- mapatie,tu mukroeba dagirghvie,magram gaemzade khval sopelshi mivdivart)) <3 ".
დილით რბილი სხეულის შეხება და ვარდისფერი ცხვირი მაღვიძებს,თეთრი გორგალი პატარა თათებით ცდილობს ჩემს გაღვიძებას. ჩემი ღუნღლი ფისო,გემრიელად ვკოცნი და სწრაფად ვდგები.შხაპს ვიღებ და ვემზადები.ჩემებს წერილს ვუტოვებ და ქვემოთ ჩავდივარ,დაჩი უკვე მოსული მხვდება. მარკეტში გავიარეთ და რაჭაში წავედით.
-იცი დაჩი გაზაფხული შემიყვარდა,ნახე რა სილამაზეა.მზე,სითბო,ჰაერში კი ყვავილების სურნელი.
-როდის აქეთ გახდი ასეთი დაკვირვებული ? მიდი დაიძინე და მისვლისას გაგაღვიძებ.
^ ^ ^
მილა,მილა გაიღვიძე მივედით.თვალებს ნელა ვახელ და ჩიტების ჭიკჭიკი მაგძნობინებს სადაც ვარ.რა ცოტა რამ არის ადამიანის ბედნიერებისათვის საჭირო.
-ჩემო ლამაზებო,ჩემო კარგებო როგორ გამახარეთ შვილებო,ბედნიერების ცრემლები მოიწმინდა ბებომ და ორივე გულში ჩაგვიკრა.
-ბე როგორ მომენატრე,შენ არ იცი.ჩემო ტკბილო ვეუბნები მარიას და დანაოჭებულს ლოყებზე ვკოცნი.
-ახლავე გავშლი ბავშვებო სუფრას,მოშიებულები იქნებით.დაისვენეთ და მერე გაიარეთ გარეთ.მაგიდა მალე გავშალეთ.სალათი,ყველი,მჭადი,ბებიას კამპოტი,ლობიანი და ხაჭაპური-აი იმ საჭმელთა სია ,რომელზედაც მე და დაჩი ვგიჟდებით.
-დაჩი,ჩემო ბიჭო.ეს არ აპირებს ჯერ არაფერს,მაგრამ შენ მაინც იყოჩაღე და მოიყვანე ცოლი,გადის წლები ჩემო კარგო,მომასწარით შვილთაშვილს.
^ ^ ^
ლოგინზე წამოვწექი knocking havens door ჩავრთე და თვალები დავხუჭე.ნიკა გამახსენდა და ძლივს დამშვიდებულმა,ისევ მოვიწყინე.ჟაკეტი ავიღე და გარეთ გავედი,იქნებ ვინმე შემხვდეს,გულს გადავაყოლებ. რამოდენიმე სახლის მოშორებით სახლში შუქი შევნიშნე,გამიკვირდა აქ წლებია აღარ ცხოვრობენ,ალბათ დამსვენებლები არიან.წამოსვლას ვაპირებდი ეზოში ვარდს მოვკარი თვალი,არ დავფიქრდი ისე გავაღე კარი,ჩუმად შევიპარე და რაც შემეძლო ფრთხილად მოვწყვიტე.
-ვარდს მპარავ გოგონი ? იცი ქურდობისთვის ციხეში სვამენ.
გაოცებულმა გავიხედე ფანჯრისკენ და ბიჭის სილუეტი დავინახე,კარგად ვერ გავარჩიე მაგრამ საკმაოდ სიმპატიური უნდა ყოფილიყო.აღარ მოვუსმინე და სწრაფად გამოვბრუნდი უკან.სახლში მისულს კი გამახსენდა ვარდი ლაპარაკისას იქ დამივარდა.ეეჰ რა ტყუილად ვიარე. ბალიშზე დავდე თავი თუ არა,მაშინვე დამეძინა.მეორე დღეს მე და დაჩიმ გარეთ გავიარეთ ,მეზობლები ვინახულეთ.თვალი ვარდიანი სახლისკენ გამექცა.კარი დაკეტილი იყო,ეზოსაც ბოქლომი ედო.წასულან, გავიფიქრე და გული დამწყდა,დამაინტერესა გუშინ ვინ მელაპარაკა.მთელმა კვირამ თვალისდახამხამებაში გაირბინა,უამრავი ფოტო გადავიღეთ და რამოდენიმე ჩამოსული სტუმარიც გავიცანით.
^ ^ ^
-ჩემო კარგებო ასე მალე რატომ მიდიხართ ? დარჩით კიდევ ცოტა ხანს,რამდენი ხანია არ მინახიხართ/
-არა ბე,დროა წავიდეთ.არც ჩვენ გვინდა წასვლა,მაგრამ მილას უკვე ბევრი გაცდენა აქვს უნივერსიტეტში,მე კი შვებულება აღარ მაქვს.
გული ძალიან დამწყდა, არ მინდოდა სოფლის დატოვება,თითქოს ჩემი რაღაც ნაწილი აქ დარჩა.გზაში ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით და ვიცინოდით.
-მილა ნიკაზე რას ფიქრობ ? ხომ იცი აუცილებლად შეგხვდება სადმე,რას გრძნობ მის მიმართ ?
-იცი დაჩი ახლა ვხვდები,რომ არ მყვარებია.იმაზე ადვილად გადავიტანე, ვიდრე მეგონა.უბრალოდ შევეჩვიე,ნანახმა შოკში ჩამაგდო და ემოციურად ძალიან იმოქმედა.
-იმაზე ძლიერი გოგო ხარ ვიდრე წარმომედგინა,ბედნიერი ვარ რომ გვერდით მყავხარ მილ.
ლაპარაკ-ლაპარაკში ჩავედით თბილისში.დაჩი ცოტა ხანს ჩემთან ამოვიდა,ჩემებს სოფლის ამბები მოვუყევით,გაცილების შემდეგ კი ჩემს ოთახში შევედი და დაღლილს მაშინვე ჩამეძინა.მეორე დღეს გავემზადე,ჩაი დავლიე და სადარბაზოსთან დაჩის დავუწყე ლოდინი.

მანქანაში ჩავხტი და გადავკოცნე.
-პრივეტებიიიი
-გაგიმარჯოს,ხომ იცი არ მიყვარს ეგეთი უაზრობები ქალბატონო.
-კაი გეხუმრე,მიდი ცოტა მალე წადი რააა დამაგვიანდა.დღეს არ გამომაირო ჩემით წამოვალ,თან გავივლი გარეთ.
-მიდი ლამაზო ,უბრალოდ საღამოს შემეხმიანე .აბა მოდი გაკოცო და წადი არ დაგაგვიანდეს.
ლექციებმა უაზროდ ჩაიარა,მთელი დღე იმაზე ვფიქქრობდი რა იქნებოდა მომავალში.ორი კვირა ისე გავიდა არაფერი მომხდარა,მხოლოდ ჩემსა და ჩემს კურსელ ანას შორის ურთიერთობა საგრძნობლად დათბა.ხშირად ვატარებდით დროს ერთად,დაჩისაც გავაცანი და ერთმანეთი ძალიან მოეწონათ.გული მიგრძნობს მალე ჩემთვის აღარ ეცლებათ. ანა არ არის უნივერსიტეტში დღეს და მოწყენილი ვარ.ჩანთა ავიღე გამოვედი და მაგდონალდში შევედი.
-ერთი კენკრის ნაყინი,მივმართე დაახლოებით ჩემი ასაკის გოგონას.ამ დროს გვერდით საკმაოდ სიმპატიური ბიჭი დადგა და მანაც ნაყინის შეუკვეთა,ჩემგან განსხვავებით შოკოლადის.ეს ხმა ,საიდან მეცნობა ? ფიქრებში გართულმა ვერ შევამჩნიე ისე ავიღე მისი ნაყინი და გარეთ გამოვედი,ჩემი კი იქ დავტოვე.სიცილნარევი ხმა გავიგე:
-ვარდის მოპარვა არ იკმარე და ახლა ნაყინსაც მართმევ ?
-ამის გაგონება იყო და ისე სწრაფად წამოვედი,ლამის წავიქეცი.ცოტა გზა გავიარე და სიცილი ამიტყდა,ღმერთო აი დამთხვევა.არადა რა სიმპატიური იყო,რა თვალები,რა ტუჩები... არა გემოვნება ნამდვილად მაქვს ! რატომ მიყურებს ხალხი გაოცებული ?! მგონი ხმამაღლა ვიფიქრე.
-გემოვნებას არც მე ვუჩივი გოგონი,მე საბა მქვია სასიამოვნოა.
"კი მაგრამ ეს აქ საიდან გაჩნდა ? სახეზე სიმხურვალეს ვგრძნობა,აშკარად გავწითლდი..."
-სახელს არ მეტყვი ? თუ "ვარდის ქურდად" გიცნობდე ? აჰჰ.. მაპატიე უკვე ნაყინიც დაემატა სიას.
-მე მილა მქვია,ჩემთვისაც სასიამოვნოა.
-როგორც კი დაგინახე მივხვდი ვინც იყავი,,ისე გეტყობა ვარდები ძალიან უნდა გიყვარდეს. პლიუს კარგი მხედველობაც გქონია,იმ ღამეში რა გაარჩიე (რა ღიმიილი აქვს ეჰჰ,,)
-სულ ტყუილად ვიწვალე ვარდი იქვე დამივარდა,წამოღება კი დამავიწყდა
-რას ამბობ სრული მარცხია. ძალიან მომეწონე ,შენზე ვფიქრობდი,გული მწყდებოდა ,ვფიქრობდი ვეღარ გნახავდი და ახლა შანსის ხელიდან გაშვებას აღარ ვაპირებ.ყოველგვარი შესავლის გარეშე გთხოვ ურთიერთობაზე დამთანხმდე ,უარი არ მიიღება.
"ეს გიჟი ხომ არ არის ? მეორედ ვნახე ,თავისთავში კი ისე არის დარწმუნებული.... ჰმმ იქნებ დავთანხმდე ? ჩემი რა მიდის,თან ახალი ურთიერთობისთვის ზუსტად დროა"
-იცი მგონი ცუდი იდეა არ არის,იმედია ამ გადაწყვეტილებას არ ვინანებ,აი ნომერი ახლა კი დრო არის სახლში წავიდე.გაცილება არ მინდა მადლობა.
სახეზე შეეტყო გაოცდა, ასეთ პასუხს არ ელოდა,სწრაფად მოვიდა ჩამეხუტა,ლოყაზე მაკოცა და ისე მალე წავიდა ვერც გავიგე.. რას ვაკეთებ მეც არ ვიცი.
იმ დღის შემდეგ რამოდენიმეჯერ შევხვდით ერთმანეთს,უსახელო შეყვარებულები ვართ სასაცილოა არა ? იმაზე კარგად გავუგეთ ერთმანეთს ვიდრე გვეგონა.დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებდით ,დაჩის და ანასაც გავაცანი.ანა მაშინვე დაუმეგობრდა ,დაჩიმ კი რამოდენიმე დღე წარბი არ გაუხსნა,იეჭვიანა ბიჭმა. ერთხელ კაფეში ვიყავით ნიკა შემოვიდა ვიღაც გოგოსთან ერთად,საბამ მაშინვე შემატყო სახეზე მისი დანახვით გამოწვეული უსიამოვნება.
-ეს ნიკა არის ჩემი ყოფილი შეყვარებული.
-გამარჯობა მილა,როგორ ხარ ? შენს მეგობარს არ გამაცნობ ?
-არ არის საჭირო თვითონ გაგეცნობი.მე საბა ვარ მილას საქმრო.იქნებ თვითონაც გამეცნო ?
-აჰჰჰ..როგორ დამავიწყდა მოულოდნელი იყო. არაფერი ვიცოდი იმის შესახებ თუ გათხოვებას აპირებდი მილა.
-ალბათ მილამ საჭიროდ არ ჩათვალა ყველას სცოდნოდა ეს ამბავი,ან ვინ ხარ რომ იცოდე ?
-მე ნიკა ვარ,მილას ყოფილი შეყვარებული
ლაპარაკს გაოცებული ვუსმენდი,მგონი ჯობს წავიდეთ თორემ აქ რაღაც მოხდება.
-საბა მე მაგვიანდება და იქნებ ჯობდეს წავსულიყავით ?
-რათქმაუნდა სულ დამავიწყდა,სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ნიკა. უახლოეს მომავალში ალბათ მოსაწვევიც მოგივა, ქორწილში აუცილებლად უნდა მოხვიდე .ახლა კი წავედით.
^ ^ ^
-იცი გამიკვირდა ნიკას შესახებ რომ არაფერი მკითხე
-არ გკითხე იმიტომ რომ შენ საჭიროდ არ ჩათვალე მისი ვინაობა მცოდნოდა.წარსული წარსული არის,ჩვენ მას ვერ შევცვლით. დრო გადის, ჩვენ კი უკან არ უნდა დავბრუნდეთ,საჭიროა ვიცხოვროთ დღევანდელი დღით და არა განვლილით.კაფეში რაც ვთქვი ის ნამდვილად სიმართლეა.ჯერ არა ,მაგრამ ვიცი დადგება დრო როცა ამ ნაბიჯის გადადგმა ორივეს გვენდომება.
-იცი მადლობა,ნამდვილად მჭირდებოდა ამ ყველაფრის მოსმენა.
^ ^ ^
უნივერსიტეტში მისულს ახალი ამბავი მაცნობეს. სწავლის გაღრმავებისათვის და პრაქტიკისთვის ჯგუფიდან 5 სუდენტს უშვებდნენ გერმანიაში ერთი თვით, ბავშვებს წარდგენილი პრეზენტაციის შედეგად აარჩევდნენ. ვის არ უნდა იქ სწავლა ? მთელი კვირა ერთი გრაფიკი მქონდა : სახლი,ბიბლიოთეკა. სხვას ვერაფერს ვუდებდი გულს . აასეთი გულმოდგინებით ჩემები გავაოცე,საბა კი გავანაწყენე. თუმცა საქმე ჩემს სწავლას ეხება და ყველანაირად გვერდით მიდგას . როცა რაღაცისთვის იბრძვი შრომა გიფასდება,შედეგი ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩნდა,ხუთეულში ვარ !
^ ^ ^
-ჩემო ლამაზო როგორ ხარ ? ყელში მკოცნის საბა და სკამზე ეხეთქება.
-იცი ზეგ გერმანიაში მივფრინავ, ჩემი პრეზენტაცია ძალიან მოეწონათ
-და მე ამას ახლა უნდა ვიგებდე ? ასეთ გადაწყვეტილებას მარტო რატომ იღებ ? ე.ი.მე არაფერს ვნიშნავ. ან მე ან გერმანია აირჩიე
-მოსმენილს არ ვუჯერებდი,ეს ის საბა არ არის რომელიც მთელი კვირის განმავლობაში მგულშემატკივრობდა. მოიცა მეკაიფები ?
-წესიერად მელაპარაკე,მე ჩემი სათქმელი გითხარი.ნომერი იცი და პასუხი შემატყობინე,ახლა კი წავედი მე .
გაოცებული გარგა ხანს ისე ვიჯექი,ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ.მე განახებ როგორ უნდა ეგრე მოქცევა. ჩემებმა სიხარულით აღარ იცოდნენ რა ექნათ,სიამაყით მთელ სანათესაოს მოსდეს ახალი ამბავი. დაჩიმ იმდენ ხანს მაბრზრიალა ცუდად გავხდი,სასტიკად გამაფრთხილა იქაური ამბები მომეყოლა და რამე პრობლემის შემთხვევაში მაშინვე დამერეკა.ყველა გახარებული იყო ჩემს გარდა,გაურკვევლობა საშინელი გძნობაა .არც ერთი ზარი მისგან ,არც ერთი sms.ნუთუ არ ვუყვარვარ ? არ მინდა ვიფიქრო რომ ისევ შევცდი,ისევ მე მეტკინა გული.ხვალამდე თუ არ გამოჩნდა ბოლო იმედიც გადამეწურება,გავფრინდები და ჩემი პოზიციაც ნათელი გახდება.
აეროპორტში ძლივს შევიკავე თავი,რომ არ მეტირა.ჩემებს დავემვშვიდობე, შევპირდი რომ არ შევარცხვენდი მათ და თვითმფრინავში ავედი.


აფრენის შეგრძნება იყო ისეთი მაგარი სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ეს უნდა იგრძნო,განიცადო. ნელ-ნელა როგორ პატარავდება ყველაფერი ,ციცქნა წერტილები ხდება. თავისუფლებას გრძნობ,ფაფუკ ღრუბლებს ხედავ და გინდა შეეხო,შეიგრძნო მათი სირბილე. ფიქრები სტიუარდესამ შემაწყვეტინა. მან ლანგარი მომაწოდა,გამიღიმა და უკან გაბრუნდა. კი მაგრამ მე ხომ არაფერი შემიკვეთავს ?
ლანგარს დავხედე და გული შემეკუმშა.ზედ McDonald-ის ნაყინი იდო ,ზუსტად ისეთი მე რომ მიყვარს,გვერდით გამხმარი ვარდი იდო. თვალები მიცრემლიანდება ,ნუთუ ის ვარდია სოფელში რომ დამივარდა ? ვარდი წერილზე იყო მიკრული,თვალი შიგნით ჩადებული ბეჭდისაკენ გამექცა. კი მაგრამ საიდან მოიტანეს ეს ყველაფერი ? ხელის კანკალით გავშალე ფურცელი და კითხვა დავიწყე :
"იმედი მაქვს ორი დღის წინანდელ საუბარს მაპატიებ,არ მინდოდა შენი წყენინება,თუმცა ყველაფერი ეფექტურად გამომმივიდა აღიარე. ხომ იცი შენი წარმატება როგორ გამიხარდება ? არასოდეს გავაკეთებ ისეთ რამეს ,რომელიც ზიანს მოგაყენებს,ან დაგაბრკოლებს. მიყვარხარ ! კითხვა მაქვს თუმცა პასუხი უარყოფითი არ მიიღება. ცოლად გამომყვები "ვარდის ქურდო " ?! "
აზროვნება მიჭირს,ვერ ვიგებ რა ხდება. ყველაფერი გაითამაშა ? კიმაგრამ რისთვის ? რა იცოდა როდის ვმგზავრობდი ? ან რომელი რეისით ? ფიქრებში წასულს მხარზე შეხებამ გამომაფხიზლა.
- ეს ადგილი დაკავებულია მადამ ? იცით თქვენ ქურდობას არ ეშვებით.ჯერ ვარდი მომპარეთ,შემდეგ კი გული !
დასასრული)))
ვარდის ქურდი
https://4love.ge/uploads/posts/2016-10/1476555619_14322541_1756676321256489_3272453877130106959_n.jpghttps://4love.ge/uploads/posts/2016-10/1476555619_14322541_1756676321256489_3272453877130106959_n.jpg
https://4love.ge/uploads/posts/2016-10/1476555619_14322541_1756676321256489_3272453877130106959_n.jpghttps://4love.ge/uploads/posts/2016-10/1476555619_14322541_1756676321256489_3272453877130106959_n.jpg



№1  offline წევრი ნათიანინი

მთლიანობაში კარგი იყო მაგრამ რაღაც დამაკლდა და მეტს ველოდი თითქოს,შენი დაწრრილია ეს?
ჩემი გადმოსახედიდან ძალიან ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები,ერთმანეთის მიყოლებით ისე რომ ვერ გავიაზრე როდის რა მოხდა :)))
ბოლო შტრიხი განსაკუთრებით მომეწონა

 


ნათიანინი
მთლიანობაში კარგი იყო მაგრამ რაღაც დამაკლდა და მეტს ველოდი თითქოს,შენი დაწრრილია ეს?
ჩემი გადმოსახედიდან ძალიან ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები,ერთმანეთის მიყოლებით ისე რომ ვერ გავიაზრე როდის რა მოხდა :)))
ბოლო შტრიხი განსაკუთრებით მომეწონა

პირველად დავწერე რაღაც და რა გამოვიდა მეც არ ვიცი,,გავითვალისწინებ ყველაფერს, მადლობა <3

 


№3 სტუმარი Guest Gigi

ცოტა მეტი მომენტები რო ყოფილიყო მილას და საბას ურთიერთობიდან უფრო კარგი იქნებოდა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent