შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დილის არომატი - 1


16-10-2016, 22:33
ავტორი D-roni
ნანახია 3 336

ისტორია დაფუძვნებულია რეალურ ფაქტებზე !

სახლში შევდივარ და გიჟივით ვიღიმი.
მგონი ეს ისაა რაც ამდენ ხანს მინდოდა !
ეს ისაა , რაც დასამშვიდებლად ნამდვილად მეყოფა!
ეს რაჭაა !
- ვაიმე რაჭუნაა ! - გავკივი ბოლო ხმაზე და ვგრძნობ , როგორ მირტყავენ თავში.
კისკისით ვიხედები უკან და ნუცას თვალს ვუკრავ.
ჩემი დაქალი მგზავრობის შემდეგ , იმავე დოზით კვდება რა დოზითაც მეორე დღეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ცოცხლდება!
ფანჯრებს ვაღებ და სიცილს ვიწყებ.
ხო , ძალიან ბევრი მაკლია ... მაგრამ საერთოდ არ მაღელვებს ეს !
- ელე , კარი ჩაკეტე ! - ნუცა დივანზე გორდება და თავს ზედ დებს. - ვაიმე აქედან წასვლა აღარ მინდა ... - ტუჩებს აწკლაპუნებს და მეც ზემოდან ვახტები.
- ხო ? - ეშმაკურად ვუთამაშებ წარბებს. - გაგირიგებ ვინმე კაი რაჭველ ბიჭს და ჩაურძალდი მერე ოჯახს ... - სიცილით ვდგები და უკანალს ვაქნევ. - არა რა, ტყუილად კი არ მეძახის დედა ვაშლისტრაკას ... იმენა ვაშლია ჩასაკბეჩი ! - ხელი მივირტყი და ისევ სიცილი დავიწყე.
- ვაშლი არა , კვახი ... - კიბისკენ გარბის და მეც მივდევ.
- ნელა ირბინე , ძველი აშენებულია სადმე არ ჩაბეტონდე ! - გავძახი და ისიც ადგილზე შეშდება ერთ პოზაში.
- რა ? - მეკითხება და შიშისგან თმას იფხანს.
- კარგი გოგო რა იყო ... - სიცილს ვუშვებ ბოლო ხმაზე და კარისკენ მივდივარ . - ნახე წუნკალა მოდის , ნათელაა!
- მანახე ! - ხელი მკრა და მეც სახე დავმანჭე .
- ველური ხარ ამხელა ქალი ! - მხარზე მივარტყი ხელი და შემოსულ ნათიას გავუღიმე. - "რავა ყველა ნათიასთან აფერისტობა მიწევს ჰა ? , ვითომ ბედია ? " - ვეჩურჩულები და ძალით ვიკრიჭები.
- ამასწინათ ვეუბნებოდი გოგონებს , ელენეს პირიდან დაძახებული ელენე სულ სხვაათქო და ჩამოხვედი კიდეც ... - თვალს მიკრავს და მეხუტება.
- ხო იცი ვგიჟდები შენს სახელზე , ჩემს პირველ შვილს ნათიას ვარქმევ ... - ოდნავ ვიწევი უკან და ნუცას ვუყურებ , რომელიც სახეზე მწვანდება შეკავებული სიცილისგან. - გაიცანი ეს ჩემი დაქალია ნუცა ... ზემოთ კიდევ არიან გოგონები ... წელს ამალით ჩამოვედი .
- სასიამოვნოა ! - უღიმის და სახლში შემოდის. - მოენატრე რაჭას , სად დაიკარგე ? - მეკითხება და მეც ირონიულად ვიღიმი.
- რა ვიცი ... სულ მეგობებთან ერთად ვარ ზღვაზე , ახლაც ძალიან დაუგეგმავად წამოვედით .
- კარგია , რომ ჩამოხვედი ... ახლა ჩამოვიდა ყველა და გავერთობით !
- ვინ ყველა ? - ვეკითხები ინტერესით .
- რა ვიცი ... ბიჭები ჩამოვიდნენ !
- ვა ვა , ნაშობა ჩამოვიდა ? - სიცილს ვიწყებ ნუცას ნათქვამზე.
- ჩამოვედით და ჩამოგვყვნენ ... - მეც ვყვები და ნათიას აქაჩულ წარბებზე და მერე უცებ დაკერილ ღიმილზე უფრო მეცინება .
- სხვათაშორის გიორგი ჩამოვიდა ... - გვეუბნება და საზურგეს ეყუდება.
- ვინ გიორგი ? - ინტერესით ვაკვესებ თვალებს.
- გედენიძე გოგო , შენ რა არ იცი ? - მეკითხება და თვალებს ქაჩავს.
- და ვინაა ეგეთი , რო უეჭველი უნდა ვიცოდე ? - მეცინება და თმას სარჭით ვიმაგრებ.
- გაიცნობ , კარგი წავედი ახლა ... გამოგიარეთ უცებ კარი რო იყო ღია ... გოგოები უნდა ვნახო და საღამოს გამოდით იცოდე ჩვენს ადგილას ...
- კი , კი აუცილებლად ... აბა კარგად !
***
- მართლა არ იცი ვინაა გედენიძე? - მეკითხებიან გოგონები და მეც თავს მეათეჯერ ვაქნევ.
- არ ვიცი ეს გედენიძე ვინ არის და რა ვქნა კუდი არ მაქვს , რომ გავაქიცინო ! - მობეზრებულად ვიქნევ ხელს და ნათიას კმაყოფილ სახეს ეჭვით ვუყურებ. - რომელიმეს , ხომ არ მოგწონთ ? - რაჭველებს მივმართავ ძირითადად.
- არა ... - ყველამ უარყო და წამიერად ნათიასკენ მიაშტერეს მზერა.
- ისეთი აღბრთოვანებულები საუბრობთ ... - სიცილით გავაქნიე თავი .

^^^


რამდენიმე დღით თბილისში მომიწია დაბრუნება , თან მხოლოდ ნუცა გავიყოლე ... დანარჩენი გოგონები რაჭაში დარჩნენ .
შუა ღამე იყო დაწყებული , მანქანა კორპუსთან რომ გაჩერდა და მეც გადავედი სადარბაზოსთან.
ცალი თვალით ავხედე ჩემს ფანჯრებს და ანთებული შუქები ეჭვით შევათვალიერე .
ალბათ დედა მივიდა ...
ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული სადარბაზოსკენ კიბეზე რაღაც , რომ ახტა და შიშისგან შექანებულმა გულზე მივიდე ხელი.
ვერც კი გავიაზრე , როგორ ჩავუვარდი მაღალ სხეულს განიერ მკლავებში .
შიშისგან აკანკალებული გამოვხტი უკან და ღრმად სუნთქვა დავიწყე.
თვალებმოჭუტულმა ავათვალიერ-ჩავათვალიერე შავ სპორტულებში გამოწყობილი ბიჭი , რომელიც კიბეებზე ჩამორბოდა და თავი გავაქნიე.
- მე ... ბოდიში , უბრალოდ ... - სიტყვის დამთავრება არ დამცალდა კორპუსის განათებაზე გამოსული ოდნავ , რომ ავათავლიერე , ენა ჩამივარდა.
ისეთი თვალებით იყურებოდა ... უცხო იერით და მზაკვრული ღიმილით.
ტუჩის კუთხეები თანმიმდევრობით უთამაშებდა და ნაცრისფერ თვალებს ხან მშვიდად ახამხამებდა , ხანაც მკაცრი გამომეყველებით აბრიალებდა.
შიშისგან გამცრა და შუბლზე ხელი გადავისვი.
- არ იცი , რომ შუაღამეს მარტო სიარული არ შეიძლება ? - მისი ეს კითხვა ისეთი მოულოდნელი იყო , უეცრად ენა ჩამივარდა.
ვერც კი გავიაზრე , როგორ დავაღე პირი და გაოგენბული ავაჩერდი ჩემზე ორი თავით მაღალ სხეულს.
ჯიბეებში ხელჩაწყობილი მიყურებდა , თავის ფორმას კაპიშონი უფარავდა , მოკლეზე გაპარსული წვერის კონტურები ლამაზად გამოხატავდა , სახის ყველა ნაკვთს.
- რა შენი საქმეა? - ისეთი ტონით წამომცდა , ისეთი რომ ბოლოს გააზრებულის ძალიან შემრცხვა.
- უკაცრავად ? - ირონიულად აათამაშა ტუჩის კუთხეები.
ოდნავ შეატრიალა თავი და ჩემსკენ წამოვიდა , გამბურღავი მზერით.
- ვაიმე დედა ... - ჩემთვის ჩავილუღლუღე და იმ წამს ეზოში შემოვარდნილ ნუცას , რომელმაც ხელი მკლავში ჩამავლო მადლიერი მზერით გავხედე.
- ელენ ... - მხარზე მიჯიკა და უცნობს ღიმილით მიესალმა. - ელენე ... - ოდნავ შემანჯღრია და მეც მაშინვე მოვედი გონს .
- აა , ხო ... - დაბნეულმა გავხედე და ისევ უცნობს მივაპყარი მზერა , თითქოს მისი სახის დამახსოვრებას ვცდილობდი.
- წავედით , გვიანია ! - ხელი თვალების ბრიალით ჩამავლო და ნელი ნაბიჯებით წამიყვანა სადარბაზოსკენ.
- სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ყიფშიძე ! - უკნიდან მომაძახა უცნობმა ბოხმა ხმამ და მეც ადგილზე გავშრი .
უკან მიხედილს არავინ არ დამხვდა ადგილზე , გაოგნებულმა გავატრიალე ნუცასკენ თავი და თითები ჰაერშ დაბნეულმა ავღმართე.
- რაო ? - ლიფტში შესულმა ოდნავ ჩავავლე ხელი საყელოში ჩემს დაქალს.
- როო და სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ყიფშიძეო ... - მხრები აიჩეჩა მან და ღილაკს მიაჭირა. - ვინ არის ?
- რა ვიცი მე ? , ან ჩემი გვარი საიდან იცოდა? - ვკითხე თვალებმოჭუტულმა . - არ მომწონს ეს ტიპი , ზედმეტად მაცდურია ჩემთვის ! - თავი გადავაქნიე და სარკეში ჩავიხედე.
- ელენე მისმენ ? - მხარზე მომკრა ხელი ნუცამ და მეც დაბნეულმა გავხედე ისევ მას.
- რამე მითხარი ? - ვკითხე წამწამების ფახულით.
- ღმერთო შენ გვიშველე ! - თავში შემოირტყა ხელი და გაღებულ კარში ძალით გამაგდო , ბინაში შევედით და კარი დავკეტეთ.
- დედა ... - დავიძახე სახლში და ოთახებში გავედი . - დედა ! - სააბაზანოც შევამოწმე , თუმცა კარი ჩაკეტილი დამხვდა.
- რა დედა აგიტყდა გოგო , სად ხედავ ახლა დედას ? - მეკითხება ნუცა და სამზარეულოში შედის.
- აბა შუქები ვინ აანთო ? - ვეკითხები და წარბებს ვკრავ. - ვაიმე დედა ... - გულზე იდებს ხელს .
- რა გჭირს? - წყალს მაწვდის და მეც ერთი ამოსუნთქვით ვსვამ.
- ზუსტად მახსოვს , რომ შუქები ჩავაქრე ! - შემოსასვლელში გავედი და ჩამრთველს დავაკვირდი.
- იქნებ არასწორად გახსოვს ...
- არა , აქვე ჩანთაც დამივარდა ... მახსოვს ,რომ ჩავაქრე ! - დარწმუნებით ვამბობ და თავს ვანქნევ. - ის ... ის ხომ არ იყო შემოსული ?
- ვინ ის გოგო , რეებს ბოდიალობ მოდი აქ ! -სკამზე ძალით დამსვა და თვითონაც წინ დამიჯდა.
- სიბნელე იყო , ის თავქუდმოგლეჯილი მორბოდა კიბეებზე , თანაც აქამდე არასდროს მინახავს აქ ... ახალი მეზობელიც არ გადმოსულა , რა ხდება ?
- და რაღა ეგ ბიჭი ? - მეკითხება დაბნეული . -შენ ძალიან დაინტერესდი მაგ ბიჭით , ჩაგრჩა და ნუ გადაეკიდები ახლა ... უბრალოდ დამთხვევაა !
- აბა ჩემი გვარი საიდან იცოდა ? , ეგეთი სკლეროზიანიც არ გეგონო ... კარგი ჩავთვალოთ შუქის ჩაქრობა დამავიწყდა და ახლა არასწორად მახსოვს , რისი ალბათობაც ნულის ტოლია ! , გვარი , რომ მეთქვა არ მემახსოვრებოდა ? ... გეუბნები აქ სხვა რაღაც ხდება და ძალიან მეშინია!
- კარგი დამშვიდდი ... თუ კიდე რამე მოხდება ვუთხრათ დათის და ეგაა ... - ჩემს ბიძაშვილზე მითხრა და მეც თავი დავუქნიე .
- ასე აჯობებს !

მეოთხე დღე იყო დაწყებული ეზოში ვიდექით და ნუცას მანქანაში რაღაც ნივთებს ვალაგებდით.
შლაგბაუნი , რომ გაიღო და შავი მუქი მანქანა შემოვიდა ეზოში.
დაკვირვებით გავაყოლე ჩაბურულ მინებს მზერა და თავის ქნევით განვაგრძე საქმე.
ის ის იყო კარი უნდა დამეკეტა , თლილი თითებ რომ შეეხნენ საკეტს და ზემოთ დაიჭირეს.
გაკვირვებულმა გავატრიალე მზერა გვერდით მდგომისკენ და წამით შევხტი , რომცა ღამის ინციდენტის ბიჭი დავინახე.
დაკვირვებით , რომ მათვალიერებდა და ოდნავ იღიმოდა .
თვალები რამოდენიმეჯერ დავახამხამე ხელი ვუშვი მანქანის საკეტს.
ზურგით მიეყრდნო , თავისივე დაკეტილს და ხელი ისე დაადო , რომ მისგან ვერ გავსულიყავი.
გაბრაზებულმა და გონს მოსულმა შევათვალიერე ერთი დაკვირვებით და წარბები შევჭმუხნე.
- უკაცრავად ... რამე გინდათ ? - ვეკითხები უხეშად და ისიც ღიმილს უმატებს და უმატებს.
- არ მოგენატრე ? - მეკითხება თავხედურად და ტუჩის კუთხეს ცალ მხარეში თავისებურად ტეხს.
- კითხვა უნდა ? - აგდებით შევუბრუნე კითხვა და გამოწევა ვცადე , თუმცა არც წინ გამიშვა და არც უკან.
- რატომღაც მგონია , რომ მთელი ეს დღეები ჩემზე ფიქრობდი ... - ცაში თვალებმოჭუტულმა აიხედა და ოდნავ გამიღიმა გაგიჟებულს.
- შენ ცოტა ვერ ხარ ხო ? - ვეკითხები და შეშინებული ვცდილობ უკან გამოწევას.
- ხო , ცოტა ვუბერავ ... - წელზე მხვევს ხელებს და ოდნავ მიჭერს ერთ ხელს მხარზე.
უკვე სუნთქვა გახშირებული ვცდილობ მისი ხელებიდან თავის დაღწევას , თუმცა მგონი ის ამაზე არც კი ფიქრობს.
- ხელი გამიშვი ! - განიერ გულმკერდზე ხელებს ვაბჯენ.
- გინდა გავისეირნოთ ? - სერიოზული გამომტყველებით მეკითხება და ხელებს მიშვებს.
- პრავა გაქვს ? - ვეკითხები ისე თითქოს ძალიან მაინტერესებდეს.
მაგრამ ხომ უნდა წავკბინო ?
- არა , ფსიქოლოგიური ვერ გავიარე ! - დანანებით ანქევს თავს და ისე მიყურებს მზერით მეუბნება " მიგიხვდი და დაგასწარიო".
- ასეც ვიფიქრე ! - წინ წავედი და კარი გამოვაღე.
- ანუ შენი მანქანით უნდა გავისეირნოთ ? - უკან გამომყვა და მანქანის კარი ხელით დაიჭირა.
- რა გინდა ? - ვეკითხები მობეზრებული.
- მშია ! - მეუბენება და თავს ოდნავ გვერდით ხრის , შემდეგ კი ისე იცინის რადიკალურად განსხვავებულ წარმოდგენას მიქმნის .
- გაკლია ! - ხელს ვიქნევ და კარის მოკეტვას ვცდილობ სავარძელზე დამჯდარი.
- მაგრად ! - ჩემთან იცუცქება და ხელებს ფეხებზე მალაგებს.
- ვაიმე გაიწიე ! - ოდნავ უკან ვუბიძგე , თუმცა მის უზარმაზარ სხეულთან ჩემი ვერაფერს გახდა.
- რა ლამაზი ხარ ტოო , აი რო იცინი მაგრად მომწონხარ ! - მის ნათქვამზე უნებურად მეცინება და თავს ვანქნევ.
- მად ... - მადლობის თქმას ვაპირებ ჩემს უკან , რომ წევს ხელს და ნუცას პატარა ფისოს ხელში , რომ იყვანს.
გაოგნებულ/გაბრაზებული ვქაჩავ თვალებს და უნებურად მეცინება მის უზარმაზარ ხელებში , გატრუნულ ფისოს მზერას რომ ვავლებ.
- რა გქვია ? , პატრონივით ხო არ იკაწრები ? - ეკითხება და ხელში ისე იჭერს , ფეხები და ხელები მისკენ აქვს მიშვერილი პატარა კნუტს.
- საერთოდ არ ვიკაწრები ამ დროს ... - საჭესთან ნუცა იკავებს ადგილს და სიცილით იკრავს ღვედს.
- აა შენია ? - ეკითხება ღიმილით და ახლა ვრწმუნდები ...
ეს ჩემთან იდებილებს თავს!
- ამისი გეგონა ხო ? - სიცილი უტყდება და ჩემს გამომტყველებაზე ტუჩებს კუმავს.
- ფხუკუნი მესმის! - ხელი ვკარი და მეც გამეცინა.
ფისო უკან ჩასვა და ისე ახლოს აღმოჩნდა ჩემთან სუნთქვა შემეკვრა.
დიაფრაგმა შემეკუმშა და მთელი ძალით ავეკარი საზურგეს.
- კარგად ... - ოდნავ მახებს ტუჩებს შუბლზე და იმის გააზრებასაც კი ვერ ვასწრებ რას აკეთებს ...
მისი სურნელი ისე მახვევს თავბრუს , ლამის გავგიჟდე.
- შენს ლამაზი გოგო ხარ ! - ირონიულად ჩურჩულებს ჩემს ყურთან და უკან იხევს. - მშვიდობიანი მგზავრობა , მომიკითხეთ რაჭველები ! - ხელს წევს და თავისი მანქანისკენ ჩქარი ნაბიჯებით მიდის.

- ეს ტიპი ვერაა ხო ? - ვეკითხები ნუცას და ნერვიულად ვიკრავ ღვედს.
- არ ვიცი ვერ არის თუ არის , მაგრამ რაც არიას მაგარი ტიპია ! - სიცილით აქნევს თავს და მანქანას ქოქავს.

^^^


არც ისე ბევრი მიფიქრია მასზე.
მთელი გონებით გადართული ვიყავი რაჭაზე და იქ ჩასვლის სურვილი მკლავდა.
რაც შეიძლებოდა ჩქარა დავდიოდით , თუმცა მერე მე ავტეხე პანიკა შეანელეთქო და ნუცამაც შეანელა.
მართალია გზა გაგვიგრძელდა , თუმცა არც ისე ძალიან.
მალე ჩავედით , სახლთან გაჩერებული მანქანიდან გადავხტი და სახლისკენ გავიქეცი.
თეკო და ნინა გამოვარდნენ და თანმიმადევრობით ჩავკოცნეთ ორივე.
სახლში შესულებმა ცოტა დავისვენეთ , რა თქმა უნდა ამბებიც გავცვალეთ.
ჩემს მონაყოლს გაგუდული სიცილით ხვდებოდნენ , მეც მეცინებოდა ...
- კარგი ბიჭია ? - ჰკითხა თეკომ ნუცას და მანაც გაბადრულმა დაუქნია თავი . - შენ არ გეკითხები , ვიცი გაბრაზებული რამე საზიზღრობას იტყვი ! - მე გამომიბრუნდა და მის ნათქვამზე ყველას გაგვეცინა.
- სულაც არა , მართლა გიჟია მე კი არ ვამეტებ ... - თავი გავუქნია და წვენი მოვსვი. - ვერ გაიგე რეებს მეუბნებოდა ? - ნუცას შევუბრუნდი და მანაც ფხუკუნით დამიქნია თავი. - რა გაცინებს შე სირფუნჩულა? - ვეკითხები და ისიც სიცილს აღარ იკავებს.
- ისე ,როგორ შეიძლება ეგ ტიპი არ მოგეწონოს ? - მკითხა და მეც თავი მოვიქავე.
- აი ვერ მოვიდა აქამდე რა ... - გულზე ხელი მივიდე და გადავიკისკისე.
- მე კი მგონია , რომ ვინც არ უნდა ნახო ის მაინც უფრო ღრმადაც შემოვა ! - თავიდან ისეთი სერიოზული ტონით და სახით მითხრა ერთხანს ჩავფიქრდი , მერე რომ გავაცნობიერე რა მითხრა გაგიჟებული გადავწვდი და ზემოდან დავაწექი. - მთლად ისე ნუ იზამ, მაგაზე ადრე მე შემოვიდე ღრმად ... -ჩაგუდული ხმით თქვა და მეც სიცილისგან მუცელზე მოჭერილი ხელებით გადავგორდი გვერდით.
- გოგო რანაირი უზრდელური ფიქრები გაქვს ! - ხელი გაჰკრა ნინამ ეშმაკური ღიმილით და მივხვდი რაღაცით დააგვირგვინებდა. - შენ ნუ ფიქრობ იქ შესვლაზე ცუღლუტო , არ ჩანს ის დალაგებული ტიპი რამე არ გიქნას ეჭვიანობის ფონზე.
- გეყოფათ რა მაგ ტიპზე ლაპარაკი , აღარ მინდა რაღაცნაირად ვღიზიანდები ! - გავიცინე და ფეხზე ავდექი. - დღეს ბირჟის ხალხი არ დავყაროთ ? - ვიკითხე და კიბეებისკენ წავედი.
- ნელა იარე მანდ , არ ჩაბეტონდე ! - მომაძახა ნუცამ და მეც გამეცინა სამაგიეროს გადახდაზე.
- ბარემ როგორი აშენებულია , ეგეც მითხარი ... - სიცილით გამოვეპასუხე და კიბეებზე ავდგი ფეხი.



^^^


საღამოს გარეთ გასულები პირდაპირ მთავარი , შესაკრები ადგილისკენ წავედით ოთხივე.
რაღაც ყვებოდა თეკო და სიცილით ვიგუდებოდით ყველა.
უცებ , რომ გამოხტა ნათია და მეც გულგამსკდარმა ხელი მივიდე გულზე.
- სიცილზე გიცანი ... - ფხუკუნით დამადო ხელი მხარზე და მეც წარბებაქაჩულმა ოდნავ გავიღიმე.
- ხო , რატო ვერ მიცნობდი ... - წავკბინე და მანაც სახე დამანჭა.
- მოდით , გაგაცნოთ ბავშვები ! - მათკენ წაგვიყვანა და ჩვენც ღიმილით ჩამოვდექით ერთ ადგილზე. - ეს ზურაა ... - დაიწყო ლაპარაკი ,მაგრამ ამ დროს ზურა წამოხტა და მეც გახარებული ჩავეხუტე მონატრებულ მეგობარს.
- აეე ზურია , რავა ხარ შე დაკარგულო ! - მხარზე ხელი დავკარი და ოდნავ უკან დავიწიე.
- რავი ელენ შეენ? - უცებ გავაცნობიერე ,როგორ აკვირდებოდა ჩემს უკან ჩამომადგარ ნუცას და გამეცინა , მან სახის მანჭვით რომ გამომხედა.
- რატომ მიყურებს ისე თითქოს უცხოპლანეტელი ვიყო ? - ჩუმად ჩამჩურჩულა და უხერხულად გამეცინა.
- ამათთვის ხარ ! - მეც ავყევი და ერთ ხმაში ავკისკისდით ოთხივე.
- მოკლედ ეს გცნობია ... ეს დათოც გეცოდინება , კოკოც , უი შენ გედენიძეს არ იცნობ ! - შეჰკივლა და მეც მეორედ მივიდე გულზე ხელი . სიბნელეში მაღალი სხეული გამოძრავდა და ჩვენსკენ წამოვიდა . - გაიცანი ელენე , გიორგი გედენიძე ! - ოდნავ უკან გავიხედე გოგონებისკენ , რომლებიც ახლა გიორგის უყურებდნენ თითქოს ის ყოფილიყო უცხოპლანეტელი , გამეცინა და ჯერ ვერ შემჩნეულს გავხედე.
ღიმილი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სახეზე მიმახმა , თითქოს კინოდან გადმოყვანილს ვუყურებდი ისე იღიმოდა.
"ჰოლივუდის ღიმილი"!
ახლა სრულიად გასაგები გახდა , რატომ საუბრობდა ყველა , ყოველთვის უაზროდ ბევრს გედენიძეზე.
გიორგი გედენიძე , ეს ბიჭი ერთადერთი სხივი იყო , რომელიც რაჭას ანათებდა.
გაოგნებული მხოლოდ ნინას ხელის მოძრაობამ მომიყვანა გონს.
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყბაგავარდნილი ვუყურებდი და ღმერთს ვლოცავდი სიბნელეში , რომ მანახა და სინათლისთვის ცოტა , რომ შემამზადა.
თავი გადავაქნიე და ღიმილით შევაგებე ჩემი ხელი.
თლილი თითები , თუმცა არა იმდენად რამდენადაც ჩემი ღამის ბიჭს.
როდის გახდა ჩემი ? ჰმ ...
მომეჩვენა თუ შევადარე ? არა, არ მინდა მასზე ფიქრი!
- რას შვები ელენ , რა ხდება ახალი შენსკენ ? - ზურა გვერდით მომიჯდა და ოდნავ გამიღიმა.
- რავი აბა ... დასასვენებლად ჩამოვედით გოგოები , ვცდილობ ცოტა ხანი მოვშორდე ხმაურიან თბილისს... შენ რას შვები ? - ვკითხე და ოდნავ გავაპარე გედენიძისკენ თვალი , მაგრამ რომ მივხვდი მიყურებდა ფეთიანივით გავატრიალე კისერი.
- რავი , აი ბიჭებთან ერთად ვარ მეც ჩამოსული , ამ ზაფხულს ცოტა დიდ ხანს გადავწყვიტეთ დარჩენა , თქვენ რამდენ ხანს ჩერდებით ?
- რავი,აი გოგოები რამდენ ხანსაც გაჩერდებიან ... - ნუცას მივადე მხარზე თავი და ძალიან გამეცინა , როგორც კი თეკოს და ნინას თვალების ბრიალი დავაფიქსირე , გედენიძისკენ რომ მანიშნებდნენ გიყურებსო.
მეც რა თქმა უნდა გავინაბე და ძალიან ნაზად გავიცინე.
ჩემთვის ეს ძალიან ძნელია !
თუ ვიცინი და თან გრძნობით ვაკეთებ ამას , აუცილებლად რაღაც დოზით უნდა ვიჭიხვინო!
არა, გამაღიზიანებლად ოღონდ ... საყვარლად და ხმამაღლა!
- და გოგოები რამდენ ხანს რჩებიან ? - ცალი თვალით გადახედა ნუცას და კარგი დონჟუანი კაცივით გაუღიმა და დაუჟუჟუნა თვალები.
ჩემმა დაქალმა სახე უკმაუოფილოდ დამანჭა და თეკოს გაჰკრა ხელი , შენ უპასუხეო.
- არ ვიცით , რამდენ ხანსაც მოგვინდება!
- ეს სულ ასეთი ჩუმია ? - ცოტა ხანში მკითხა ზურამ ჩუმად და ისეთი სიცილი ამიტყდა , ეჭვი მაქვს მამაზეციერი ვერ მომასულიერებდა , თუ არ შევეცდებოდი გაჩერებას.
ნუცამ გაოგნებულმა გამომხედა და ხელი მომკრა.
მეც გედენიძეს გავხედე და დავინახე ,როგორ ეჟღურტულებოდა ნათია ჩემზე მინიშნებებით რაღაცას.
ისე გავღიზიანდი , მომენტშივე დამისერიოზულდა სახე და ამაზეც ისეთი სიცილი ატეხეს გოგონებმა მეც ავყევი ძალაუნებურად.
მალე "ბირჟა" დაიშალა , ყველა სახლში დარიგდა.
მათ შორის ქალბატონი ნათელაც ... მხოლოდ გიორგი და ზურა იჟდნენ გაუნძრევლად და ჩვენც.
- აუ ძალიან მეძინება ! - დაიწუწუნა ნუცამ და მაშინვე თვალები ვუბრიალე.
- რა გეძინება , ხო კარგად ხარ ნახე რა მაგარი ცაა ! - ცას გაბადრულმა ავხედე და შემდეგ ისევ მას გადავხედე.
- რაჭამდე ახალი გაღვიძებული შენ არ მჯდარხარ საჭესთან და გეძინა კიდეც მანქანაში ! - დამიბღვირა და ნელა წამოდგა ფეხზე. - ვაიმე წელო ! - დაიკვნესა და უკან დაჯდა. - არა რა , ან მანქანის სალონი უნდა გამოვცვალო ,ან თვითონ ის მანქანა !
- მე გიყიდი ახალ მანქანას , ოღონდ შენ დაჯექი და მაცადე ჩუმად ყოფნა ! - ზურამ ოდნავ გაიცინა და ნუცამაც თვალები დაქაჩა.
ეს ბიჭი ისე ნათლად ეფლირტავება ჩემს დაქალს , გული მიგრძნობს მალე ამის რეაქციები პიკი პანიკაში გადავა.
- ელენე , დღეს 25 ია! - ტაში შემოჰკრა თეკომ და მეც დაბნეულმა გავხედე მას.
- ინგლისურის ქულა , რომ გაიგე გახსოვს ? , როგორ კიოდი ... - სიცილით გამახსენა ნინამ და მეც მაშინვე გამახსენდა ის ბედნიერი დღე.
- ხო , მახსოვს ყველაზე მაღალი ავიღე ... ერთი ქულა მაკლდა მაქსიმალურამდე , ეჰ როგორ მიხაროდა , ისე ძაან ცოტამ აიღო წინა წელს ჩემნაირი ქულა , იმენა სიამაყით ვიყავი აღსავსე ! - გავიცინე და თავი გადავაქნიე.
- მე უფრო მაღალს ავიღებ ამ წელს ... - გვერდით მომიჯდა გედენიძე და ისე დავიბენი ნერწყვი ძლივს გადავაგორე სასულეში.
- ჩემზე პატარა ხარ ? - ირონიულად ჩავიღიმე , თითქოს მისი ნიშნისმოგებით ნათქვამი სიტყვები გავაცამტვერე.
- სულ რაღაც ორი თვით ... - თმა ყურს უკან გადამიწია და თბილად გამიღიმა.
წამში წამეშალა სახიდან კმაყოფილების ღიმილი და ვიგრძენი , როგორ დამიარა სასიამოვნო ჟრუანტელმა.
თმა გავისწორე და ოდნავ შევიშმუშნე ჩემს ადგილას.
- ეგ როგორ ? - თვალები დაბნეულმა გავაცეცე.
- როგორ და ... გრძელი ისტორია , მოკლედ სხვაგან მინდოდა სწავლა , მაგრამ ისე გამოვიდა , რომ იქ ძაან გამიცდა წელი ... მერე სამხედროც და კაროჩე , წელს ვაბარებ თავიდან ...
- სიამოვნებით დაველოდები შენს ქულას ... - მისკენ გადავიწიე და ოდნავ ჩავჩურჩულე.
- სიამოვნებით გაგაგებინებ ჩემი გამოცდის ქულას ! - მანაც იგივე მოძრაობა გაიმეორა და თვალებმოჭუტულმა გავწიე სახე.
რაღაცაზე ისე გავაბით ლაპარაკი , რომ ლამის თავზე დაგვათენდა.
წყალი მომინდა , წყაროზე წამოყოლა შემთავაზა ... მეც არ გავჯიუტებივარ მხრების ჩეჩვით წავედი მის გვერდით და სიარულს შევუნელე.
- ძალიან საყვარელი ხარ ... - წინ წავიდა და ოდნავ გამიღიმა.
თვალები გადავატრიალე , მისი ღიმილი ძალიან მთიშავს.
რომ იცოდეთ თვალებს , როგორ ჭუტავს და ტუჩებს ... ჯანდაბა ტუჩებსაც როგო ისველებს თქვენც გააფრენდით ჩემს მაგივრად !
არაუშავს , დანაკლისი არ იგრძნოთ ხალხნო , მე ვაფრენ ყველას მაგივრად ამასაც გავუძლებ !
- მადლობა ... - ოდნავ გავუღიმე და თმა ინტიქტურად გადავიწიე ყურსუკან.
- პირველად დავუმეგობრდი რაჭაში ასე გოგოს , ხო დანარჩენებთან არ გამომდის! - მიხვდა რის თქმასაც ვაპირებდი და სიცილით დაამთავრა.
- ხო შევამჩნიე , ყველა სხვა თვალით გიყურებს ... იცი სანამ ჩამოხვიდოდი , ყველა გაოგნებული მეკითხებოდა მართლა არ იცი ვინ არის გედენიძეო ? - ირონიულად ჩავიღიმე და მანაც თვალემოჭუტულმა გამომხედა.
- მართლა არ იცოდი ვინ ვიყავი ? - მოფლირტავის სახით მკითხა და მის საქციელზე ძალიან გამეცინა.
- გაგიკვირდება და არა ... - ამჯერად წინ მე გადავუსწარი .
- ფრთხილად ! - როცა წაბორძიკებული დამინახა ხელები შემომაშველა და პირველად აღმოვჩნდი მასთან ასე ახლოს .
იმ წამს მეგონა გული გამიჩერდებოდა , ხო ... ცოტა უცნაურია მაგრამ მეგონა არ ვსუნთქავდი .
სიბნელეშიც კი ვარჩევდი მის თვალებს და ისე მსიამოვნებდა ამ მზერით , რომ მიყურებდა ჭკუიდან ვიშლებოდი ...
ოდნავ შევახე მის მხრებს ხელი და თითებით მაისურს მოვეჭიდე , არ მინდოდა მისი ხელები წელიდან მომშორებოდა ... თითქოს ეს სიამოვნება სადღაც მქონდა გამოცდილი ... ხელები , რომლებიც ჩემს წელზე ძალიან მსიამოვნებდა , თუმცა ვერაფრით ვიხსენებდი ვისთან შეიძლებოდა ეს მომხდარიყო.
ვფიქრობდი და ვერ ვიხსენებდი , ამჟამად ეს გედენიძესთან ხდებოდა ... ხო , გედენიძესთან ... ბიჭთან , რომლიც ვინაობა გასაოცარი ყოფილა და მართლაც არ მცოდნია!
ოდნავ წამომაყენა და ხელები ნელა მიშვა , გონს მოსულმა თვალების ფახულით მოვაშორე თითები მის მხრებს და ცალთვალ მოჭუტულმა ავხედე ჩემზე ერთი თავით მაღალს.
- მადლობა ... არ ვიცი , როგორ მომივიდა ! - სველ , ნამიან ფოთლებს დავხედე , რომლებზეც სავარაუდოდ ფეხი ამისრიალდა.
- ხდება ხოლმე , წამო მივიდეთ წყარომდე თორე მოვიდა მგელი ! - წელზე ოდნავ შემიღიტინა და ისე შევხტი გაკვირვებულმა დააკვესა თვალები.
- მეორედ ეგ აღარ გააკეთო , თუ არ გინდა რომ გული გამისკდეს ! - ნერვიული სიცილით გავაფრთხილე და თმა ხელებში მოვიქციე . -მოღუტუნება , ეს ისაა რაც საღ გონებაზე ჩემთან არ წაგადგება ! - თვალებანთებულმა ავხედე და მასაც ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
- გასაგებია , მადლობა ინფორმაციისთვის ... მიღებულია , აუცილებლად გამოვიყენებ უახლოეს მომავალში ! - გამიცინა და მეც გაკვირვებულმა გავაყოლე წინ წასულს თვალი. - აბა , წამოხვალ პანტერა ? - გამიცინა და მეც ღიმილით და თავის ქნევით გავყევი უკან.
ბევრი ვისაუბრეთ , ბევრიც ვიცინეთ ... ცოტა დისკომფოტს რა თქმა უნდა ვგრძნობდი , არ ვიცი რატომ მაგრამ ბოლომდე გულით ვერ ვიხსნებოდი .
ის კი ისე თავისუფლად და თბილად მექცეოდა ინსტიქტურად ვუღებდი გონების კარს...
ხო გონების კარს , რატომღაც გული არ იხსნებოდა ...
სახლში მისული საწოლზე მივესვენე დაღლილი , სამივეს აინტერესებდა რა მოხდა და რაზე ვილაპარაკეთ ... თუმცა არც ერთი მისვამდა კითხვას.
- არ მომწონს ეგ ბიჭი ! - თავისთვის ჩაილაპარაკა ნუცამ , თუმცა მაინც გავიგე და ჩემსკენ მოვაბრუნე.
- რატომ ? - გაკვირებულმა აიჩეჩა მხრები და ჩაფიქრებულმა მიაპასუხა.
- არ ვიცი , რატომღაც არ მომწონს ... მგონია , რომ არ გამოყვება ... სერიოზული ურთიერთობებისთვის ზედმეტად როგორ ვთქვა ... ზემეტად შენიღბული ჩანს , მგონია რომ ეს ნამდვილი გიორგი არ არის ... არ ვიცი , ელენ შენი გადასაწყვეტია ! - ლოყაზე მაკოცა და პირსახოცი აიღო . - წავალ გადავივლებ , თორემ ზურა ისე ახლოს ტრიალებდა ლამის კანი ავიგლიჯო ! - ტუჩები დამანჭა და მეც სიცილით გავაყოლე თვალი.
ხო , ნუცა ზედმეტად პირდაპირი და რეალისტია.
უკვე ძილბურანში ვიყავი მობილური ტელეფონის ხმა , რომ ჩამესმა ...
თვალებმიბნედილმა დავხედე ტელეფონის ეკრანს და უცხო ნომრისგან მოსულ ესემსს გაკვირვებულმა დავუწყე დაკვირვება.
როგორც კი მივხვდი , რომ მხედველობა გამეწმინდა და გონს მოვედი , მაშინვე გავხსენი მესიჯი და გული ამიჩქარდა.


" როგორც ჩანს კარგად ერთობი ... ძალიან არ შეტოპოთ)) , გამოსვლა ერთ-ერთს ძალიან გაუჭირდება !"

დადადამ !
დაგიბრუნდით , დაგიბრუნდით!
თავები გაიზრდება !
ვიცი , ძალიან ვინანებ დაუსრულებლად , რომ დავდე მაგრამ მეტი ვეღარ გავუძელი !
იმედია არ ვინანებ და გამიმართლდება ის აზრი , რომ მართლად მონატრებული გყავართ!
რაც შეეხება ისტორიას , ინტრიგებით დატვირთული ... დასკვნებს წინასწარ ნუ გამოიტანთ !
მაინც არ გამართლდება :დ




№1  offline წევრი Kukrika123

Dzaaan Kaia,i! Imediaaa shua gzashi ar miatoveb da bolomde gaagrdzelebb,cota Didi tavebi Dade da mal male, :-* (^^)

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

თავს წაგაცლი...
ვინაა ეს გედენიძე, ან ის ღამის ბიჭი? რატომ მოსწერა ძალიან არ შეტოპოვო?
იმან მოსწერა ხო? ვაიმეე ახალ თავამდე რა გაძლებს რააა

 


№3  offline მოდერი D-roni

ლორელაი
თავს წაგაცლი...
ვინაა ეს გედენიძე, ან ის ღამის ბიჭი? რატომ მოსწერა ძალიან არ შეტოპოვო?
იმან მოსწერა ხო? ვაიმეე ახალ თავამდე რა გაძლებს რააა


თვალები "ლორელაის მთვარესავით" დამიმრგვალდა! :დ
ყველაფერს გაიგებ თათ , მოთმინება ! ❤️

 


№4  offline წევრი Salivan

როგორ მომეწონა. :)) ბევრიც ვიხალისე. მთელი ისტორია გაღიმებულმა ჩავიკითხე. ყოჩაღ, მაგარი გოგო ხარ :)

 


№5  offline წევრი Kukrika123

Dgess ar dadebb?

 


№6  offline წევრი nestanuka13

უი რამდენი ხანია არაფერი დაგიწერია და ვერც კი შევამჩნიე როდის დადე ისტორია, წავიდე წავიკითხო

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან კარგია.მომეწონა.ეტყობა ძაან ჩახლართული ამბები იქნება აქ
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent